ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა – წარმოადგენს თავის ტვინის კომპლექსურ დაავადებას, რომელიც წრამოიქმნება ტვინში სისხლის მიმოქცევის შემცირების გამო.
მიზეზები
დაავადების მიზეზებია:
· თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
· მაღალი არტერიული წნევა;
· ათეროსკლეროზი;
· ფიბროზულ-კუნთოვანი დისპლაზია;
· არტერიების გასკდომა;
· სისხძარღვთა სისტემის თანდაყოლილი ანომალიების განვითარება;
· ძირითადი ან ხერხემლის არტერიების თრომბოზი;
· სისხლძარღვების ანთება;
· შაქრიანი დიაბეტის დროს ტვინის წვრილი არტერიების დაზიანება;
· ხერხემლის არტერიების შეკუმშვა, რომელიც გამოწვეულია დისკის თიაქარით;
· ლავიწქვეშა არტერიის შეკუმშვა კისრის ჰიპერტროფირებული კუთების გავლენით.
ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობის სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ვლინდება შემდეგი ფორმებით:
· თავბრუსხვევა;
· კლიმატური და ამნიდის პირობების ცვლილების მიმართ მაღალი მგრძნობელობა;
· გულის რევა;
· ღებინება;
· ოფლიანობა;
· გულისცემის ცვლილებები;
· არტერიული წნევის დონის ცვლილებები;
· შექანება;
· ვარდნის შეგრძნება;
· უხერხული შეგრძნება კიდურებში;
· დაბნეულობა;
· სწრაფად დაღლა;
· სისუსტე;
· ნეიროსენსორული სიყრუე.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისათვის ტარდება შემდეგი სახის ღონისძიებები:
· ნევროლოგიური გამოკვლევა;
· ულტრა-ბგერითი დოპლეროგრაფია;
· ფუნქციონალური სინჯები ჰიპერვენტილაციით;
· ინფრაწითელი თერმოგრაფია;
· რეოენცეფალოგრაფია;
· რენტგენოგრაფია;
· მოხრით და გაფართოებით ჩატარებული ფუნქციონალური ტესტებით სპონდილოლისთეზის გამოვლენა;
· კომპიუტერული ტომოგრაფია;
· მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
· ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
· МR-ანგიოგრაფია;
· ვესტიბულოლოგიური გამოკვლევა;
· სისხლის ანალიზი შაქრის შემცველობაზე;
· სისხლის საერთო ანალიზი.
ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობის მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
· არტერიული წნევის ყოველდღიურ კონტროლს;
· დიეტის კორექციას;
· ფიზიკური დატვირთების დოზირებას;
· მედიკამენტოზურ თერაპიას;
· მავნე ჩვევებზე უარის თქმას;
· თრომბების განვითარების გამოვლენას;
· ვიტამინოთერაპიას;
· სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელ მასაჟს;
· სამკურნლო ვარჯიშს;
· მანუალურ თერაპიას;
· ჰირუდოთერაპიას (წურბელებით მკურნალობა);
· რეფლექსოთერაპიას;
· მაგნიტოთერაპიას;
· კისრის კორსეტის ტარებას;
· ნევროპათოლოგის და ვერტებრონევროლოგის მუდმივ კონტროლს.
საშიშროება
დაავადების ყველაზე დიდი საშიშროებაა ინსულტი, მყარი ნევროლოგიური დეფიციტი. თუმცა, ზუსტი დიაგნოზის შემთხვევაში და თანამედროვე, სრული მკურნალობის პირობებში დაავადებისგან განკურნება შესაძლებელია.
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
· დიეტის დაცვა;
· მარილის გამოყენების შემცირება;
· მავნე ჩვევებზე უარის თქმა;
· არტერიული წნევის კონტროლი;
· აქტიური ცხოვრების წესი;
· სტრესებისგან თავის დაცვა;
· სუფთა ჰერზე ყოფნა;
· ცურვა.
ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
„შენი ექიმის“ რედაქცია. ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2024/04/01/%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a0%e1%83%9d-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%96%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a3%e1%83%99%e1%83%9b%e1%83%90/
sheniekimi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
კომენტარები ჯერ არ არის
