ჰიპერპარათირეოზი – ხდება ძვლებიდან კალციუმის გამოდევნა

0
312
#image_title

ჰიპერპარათირეოზი – ჩნდება პარატოჰორმონის ჭარბი გამოყოფის შედეგად ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერპლაზიის ან მათი შესიების გამო. ამის შედეგად ხდება ძვლებიდან კალციუმის გამოდევნა, ჩნდება კენჭები თიკმელებში, კუჭის წყლული, უარესდება გულის მარცხენა პარკუჭის მუშაობა.

მიზეზები
არსებობს ჰიპერპარათირეოზის სამი სახეობა:
·         პირველი ხარისხის ჰიპერპარათირეოზი (რეკლინგჰაუზენის დაავადება) – გამოწვეულია ერთი ან რამოდენიმე კეთილთვისებიანი (ადენომები) სიმსივნით ან ავთვისებიანი სიმსივნით (კარცინომა), ასევე ჰიპერპლაზიით (უჯრედების ჭარბი გამრავლებით);
·         მეორე ხარისხის ჰიპერპარათირეოზი – ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია და ჰიპერპლაზია, რაც გამოწვეულია კალციუმის უკმარისობით და ფოსფატის ჭარბი რაოდენობით სისხლში, კალციუმის შეწოვის დარღვევით, D ვიტამინის დეფიციტით, ღვიძლის ქრონიკული უკმარისობით;
·         მესამე ხარისხის ჰიპერპარათირეოზი – რომელიც წარმოადგენს მეორე ხარისხის ჰიპერპარათირეოზისას გაჩენილ ავთვისებიან სიმსივნეს (პარათირეოადენომა).

სიმპტომები
პირველადი ჰიპერპარათირეოზი მიმდინარეობს საერთოდ უსიმპტომოდ (50% შემთხვევებში) ან შემდეგი ნიშნებით:
·         ოსტეოპოროზი, თითების ფალანგების გამსხვილება;
·         ნეფროპათია – თირკმელების დაზიანება;
·         ვისცეროპათია;
·         ფსიქოპათიის მსგავსი სიმპტომები;
·         მიოპათია (კუნთის ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლის დარღვევა).

დიაგნოსტიკა
დაავადების განსაზღვრა შეუძლია მხოლოდ სპეციალისტს. დიაგნოსტიკა ტარდება ტესტების კომპლექსზე დაყრდნობით. ჰიპერპარათირეოზისას აღინიშნება:
·         კალციუმისა და პარათოჰორმონის დონის აწევა, ფოსფორის უკმარისობა სისხლში;
·         შარდში ფოსფორის, კალციუმის, ოქსიპროლინის, პროლინის ჭარბი რაოდენობა;
·         ფარისებრი ჯირკვლის ცვლილება, რომელიც ჩანს ულტრა-ბგერითი გამოკვლევისას, კომპიუტერული ტომოგრაფიის და მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარებისას, ასევე რადიონუკლეიდური დიაგნოსტიკისას.

მკურნალობა
დაავადების არსებობის შემთხვევაში მკურნალობა ტარდება ქირურგიული გზით. ამ გზით მკურნალობის იშვიათი გართულებაა ჰორტანული ნერვის დაზიანება, რაც იწვევს ხმის დაკარგვას, სუნთქვისას სტვენას.

საშიშროება
დაავადების დიდი ხნით გაგრძელების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ჰიპერკალციემიური კრიზისი – სისხლში კალციუმის კონცენტრაციის მკვეთრი აწევა – მძიმე მდგომარეობა, რომელიც სასიცოცხლოდ საშიშია.

პროფილაქტიკა
·         კალციუმისა და D ვიტამინის შემცველი პრეპარატების გამოყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანებმა აუცილებლად უნდა ჩაიტარონ გამოკვლევა.

რისკის ჯგუფი
ჰიპერპარათირეოზი – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ენდოკრინული დაავადებაა. ზრდასრული ადამიანების დაახლოებით 1% დაავადებულია პირველი ხარსიხის ჰიპერპარათირეოზით. 55 წელს ზემოთ ადამიანებისთვის რისკის დონე აღწევს 2%-ზე მეტს. ქალები აღნიშნული დაავადებით ავადდებიან 2-3-ჯერ ხშირად, ვიდრე მამაკაცები.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ