ყბაყურა

0
298

ყბაყურა – მწვავე ვირუსული დაავადება, რომელიც ხასიათდება სანერწყვე ჯირკვლების შეშუპებით. 
 
მიზეზები
დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზია რნმ-ვირუსი, რომელიც გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით და აზიანებს სანერწყვე ჯირკვლებსა და ნერვულ უჯრედებს.
 
სიმპტომები
·         ყურქვეშა, ყბისქვეშა, ენის ქვეშა სანერწყვე ჯირკვლების ანთება;
·         თავის ტკივილი;
·         ციებ-ცხელება;
·         პირის სიმშრალე;
·         სხეულის მაღალი ტემპერატურა;
·         ყურების ტკივილი.
 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-პედიატრი, რისთვისაც საჭიროა:
·         სისხლის საერთო ანალიზი;
·         ყურქვეშა სანერწყვე ჯირკვლის სეკრეტის ანალიზი;
·         ყელის ნაცხის ანალიზი;
·         იმუნო-ფერმენტული ანალიზი;
·         კანშიდა სინჯი ალერგენით.
 
მკურნალობა
·         სიცხის დამწევი პრეპარატები;
·         წოლითი რეჟიმი;
·         თბილი კომპრესები;
·         ფიზიოთერაპიული პროცედურები;
·         სადეზინტოკსიკაციო პრეპარატები.
 
დიეტა
მკურნალობის პერიოდში საჭიროა დიეტის დაცვა, რომლის დროსაც რაციონიდან უნდა გამოირიცხოს:
·         თეთრი პური;
·         ცხიმები;
·         მაკარონი;
·         კომბოსტო.
 
რაციონში უნდა შედიოდეს:
·         ბრინჯი;
·         შავი პური;
·         კარტოფილი;
·         რძისა და მცენარეული პროდუქტები.
 
საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება გახდეს:
·         სეროზული მენინგიტი;
·         ენცეფალიტი;
·         ორქიტი;
·         მწვავე პანკრეატიტი;
·         ართრიტი;
·         პროსტატიტი;
·         ნეფრიტი;
·         მიოკარდიტი.
 
რისკის ჯგუფი
·         2-14 წლის ბავშვები, ძრითადად ბიჭები;
·         25 წელს ზემოთ ადამიანები, რომლებსაც არ ჩატარებიათ ყბაყურას ვაქცინაცია;
·         სკოლების, ბაღებისა და საავადმყოფოების პერსონალი.
 
პროფილაქტიკა
·         ვაქცინაციის ჩატარება;
·         იმუნური სისტემის გამყარება.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ