ტერფმრუდობა – ხასიათდება ძვალ-კუნთოვანი სისტემის ანომალიური განვითარებით

0
636

ტერფმრუდობა – დაავადება, რომელიც ხასიათდება ძვალ-კუნთოვანი სისტემის ანომალიური განვითარებით.

გამოიყოფა ტერფმრუდობის შემდეგი სახეობები:
·         თანდაყოლილი;
·         სინდრომული;
·         პოზიციური;
·         იდიოპათიური.

მიზეზები
ტერფმრუდობის მიზეზებია:
·         მემკვიდრეობითი ფაქტორი;
·         ფეხმძიმობის დროს ნაყოფის განვითარების დარღვევა;
·         ნერვული სისტემის განვითარების მანკი;
·         ფეხმძიმობის დროს დედის მიერ გადატანილი ინფექციური დაავადებები;

სიმპტომები
დაავადების სიმპტომებია:
·         ტერფის არასწორი მდგომარეობა;
·         ექვინუსი;
·         ტერფის თითები მოხრილია შიგნით;
·         ტეფში მოძრაობის შეზღუდვა;
·         სიარულისას საყრდენი გადახრილია ტერფის კიდისკენ;
·         წვივის კუნთის ატროფია;
·         მუხლის სახსრების ფუქნციის დარღვევა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ორთოპედი, რისთვისაც საჭიროა:
·         ტერფის რენტგენოლოგიური გამოკვლევა;
·         ტერფის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
·         ტერფის კომპიუტერული ტომოგრაფია.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         ნერვული გამტარობის გამაძლიერებელ პრეპარატებს;
·         ტერფების მასაჟს;
·         სამკურნალო ვარჯიშს;
·         სპეციალურ საფენებს;
·         დაბინტვას;
·         თაბაშირის სახვევებს;
·         ფიზიოთერაპიას;
·         ორთოპედიულ ფეხსაცმელს;
·         ქირურგიულ ჩარევას.
2 წლამდე ბავშვებში მკურნალობა მიმდინარეობს კონსერვატიული მეთოდით, ოპერატიული ჩარევა ხდება 2 წლის ზემოთ ბავშვებში.

საშიშროება
დაავადების მკურნალობის არარსებობა იწვევს შემდეგი სახის გართულებებს:
·         წვივის კუნთების სრული ატროფია;
·         წვივის სახსრის დეფორმაცია;
·         ტერფის ძვლების ამოვარდნა;
·         ტერფის ძვლების დაშლა;
·         ხერხემლის გამრუდება.

რისკის ჯგუფი
·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;
·         ბიჭები.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ფეხმძიმობის დროს წარმოქმნილი დაავადებების დროული და სრულფასოვანი მკურნალობა;
·         ფეხების კუნთების გასამაგრებელი მასაჟის გაკეთება;
·         ხარისხიანი ორთოპედიული ფეხსაცმლის ტარება;
·         ბალახზე, ქვიშაზე, არასწორ ზედაპირზე ფეხშიშველი სიარული;
·         ბავშვის სწორი სიარულის გაკონტროლება.

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  მოციმციმე არითმიამოციმციმე არითმია: სიმპტომები, დიაგნოზი და მკურნალობა - რა არის მოციმციმე არითმია?

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ