სინუსიტი

0
40

სინუსიტი – ანთებითი ხასიათის პროცესია, რომლის დროსაც ცხვირის წინამდებარე ნაწილი ზიანდება. სინუსები შუბლის, ცხვირის, ლოყების ძვლის უკან, თვალებს შორის მდებარე პატარა საჰაერო ჯიბეა. ისინი წარმოქმნიან თხელ ლორწოს, რომელიც იცავს სხეულს მიკრობების აღმოჩენით და გარეთ გამოდევნით. ზოგჯერ ბაქტერიებმა ან ალერგენებმა შესაძლოა, ბევრი ლორწოს წარმოქმნა გამოიწვიოს, რაც ბლოკავს სინუსების ღიობებს. ჭარბი ლორწო გაციების და ალერგიის დროს ხშირია. სინუსური ინფექციების უმრავლესობა ვირუსულია და მკურნალობის გარეშე ერთ ან ორ კვირაში ქრება. თუ თქვენმა ჩივილებმა მალევე არ გაიარა, შესაძლოა ბაქტერიული ინფექცია გქონდეთ და ექიმს აუცილებლად დაუკავშირდით. 
 
დაავადების მწვავე და ქრონიკული ფორმები გამოიყოფა.
დაავადების ტიპები:

ჰაიმორიტი;
ფრონტიტი;
სფერნოიდიტი;
ეტმოიდიტი;
პანასინუსიტი.

 
მიზეზები:

მწვავე რესპირატორული დაავადებები;
მწვავე ინფექციური დაავადებები;
ორგანიზმის გადაციება;
ფარინგიტის და რინიტის გართულება;
ცხვირის ღრუს ტრავმები ან ოპერაციები;
კბილების ან ზედა ყბის ანთებით დაავადებები;
ალერგიული რინიტის გართულება;
ნაზალური პოლიპი;
ფიზიოლოგიური თავისებურებები.

 
სიმპტომები:

უწყვეტი სურდო;
სუნთქვის გართულება;
ცხვირიდან ჩირქოვანი გამონადენი;
ცხვირსა და პირში ცუდი სუნი;
თავის ტკივილი ძლიერდება დილაობით;
თვალების ქვემოთ შეშუპება;
ზედა ყბის ტკივილი;
მაღალი ტემპერატურა.

 
თუ გაწუხებთ საეჭვო სიმპტომები, მიაკითხეთ ოტოლარინგოლოგს!
დიაგნოსტიკა:

ცხვირის რენტგენი;
ცხვირის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
ცხვირის კომპიუტერული ტომოგრაფია.

 
მკურნალობა:

ანტიბიოტიკები;
სისხლძარღვების შესავიწროვებელი პრეპარატები;
ანტიჰისტამინური პრეპარატები;
ცხვირის გამორეცხვა, ინჰალაცია;
გამწოვი საშუალებები;
ფიზიოთერაპიული პროცედურები;
ქირურგიული მკურნალობა.

 
საშიშროება:

ოსტეომიელიტი;
მენინგიტი;
თვალის ფლეგმონის აბსცესი;
ტვინის აბსცესი.

 
რეკომენდაცია!

დროულად იმკურნალეთ გაციების დროს;
თავი დაიცავით გადაციებისგან;
აკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები;
თავი შეიკავეთ კვამლიან და დაბინძურებულ შენობებში დიდხანს ყოფნისგან;
მიიღეთ რაც შეიძლება მეტი სითხე.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Dr Giorgi Pkhakadze
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში. “შენი ექიმი"-ს დამფუძნებელი. #drpkhakadze #sheniekimi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ