სიკოზი

0
554

სიკოზი – მწვავე ან ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც სტაფილოკოკის ბაქტერია ადამიანის ორგანიზმში აღწევს და იწვევს თმის ძირების ანთებას.
 
მიზეზები:

ცხიმოვანი ჯირკვლების დისფუნქცია;
მიკროტრავმები, რომლებიც პარსვისას ჩნდება;
კანის მუდმივი დაბინძურება;
ენდოკრინული და ნერვული სისტემის ფუნქციური მოშლა;
რინიტი;
კონიუქტივიტი.

 
სიმპტომები:

ფოლიკულები დიდ წყლულებად გადაქცევა და დაზიანებული ადგილი მოწითალო-მოლურჯო შეფერილობით ხასიათდება;
ჩირქდენის შემდეგ დაზიანებული ადგილი იკეთებს მოყვითალო ქერქს. რამდენიმე დღეში ჭუჭყიანი ზედაპირი ძვრება და მის ადგილას კვლავ ახალი ცხრიმგროვა წარმოიშვება.

 
საეჭვო ჩივილების შემთხვევაში მიმართეთ დერმატოლოგს!
დიაგნოსტიკა:

სისხლის საერთო ანალიზი;
წყლულების სითხის ანალიზი.

 
მკურნალობა:

ბორის მჟავას ტამპონების დადება;
დაზიანებულ ადგილებში თმის მოცილება;
დაზიანებული ადგილის სინტომიცინის მალამოთი რეგულარულად დამუშავება;
ანტიბიოტიკების მიღება;
გლუკოკოსტიკოსტეროიდული ჰორმონების მიღება;
იმუნოთერაპია;
აუტოჰემოთერაპია;
დამამშვიდებელი საშუალებების მიღება.

 
რეკომენდაცია!

დაიცავით პირადი ჰიგიენა;
პარსვის შემდეგ დაიტენიანეთ კანი;
მიკროტრამვები და გაჭრილი ადგილები სათანადოდ დაიმუშავეთ;
დროულად უმკურნალეთ რინიტს, კონიუქტივიტს და სხვა დაავადებებს.

author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ტრაქომა

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ