მიკოპლაზმოზი

0
29

Mycoplasma-ს ტიპის ბაქტერიები, რომლებიც ორგანიზმში მოხვედრისას იწვევენ საშიშ დაავადებას – უროგენიტალურ მიკოპლაზმოზს.
 
მიზეზები
დაავადების მიზეზი არის სქესობრივი კონტაქტით მიკოპლაზმური ინფექციის მოხვედრა შარდსასქესო გზებში. მიკოპლაზმით დაავადება აუზებისა და აბანოებში სტუმრობისას. ბავშვებს დაავადება გადაეცემთ დაავადებული დედისგან მშობიარობის დროს.
 
სიმპტომები
·         სასქესო ორგანოების ქავილი და წვა;
·         საშოდან გამონადენი, ზოგჯერ ცუდი სუნით;
·         მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილი;
·         შარდვისა და სქესობრივი კონტაქტის დროს არასასიამოვნო შეგრძნებები.
სიმპტომები მამაკაცებში:
·         შარდვისას ტკივილი და წვა;
·         გართულებული და შენელებული შარდვა;
·         გამონადენი საშარდე არხიდან;
·         პოტენციის დაქვეითება;
 
დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკა ტარდება სხვა სქესობრივი კავშირით გადამდები დაავადებების, ასევე პროსტატის, ცისტიტის და ქალური დაავადებების გამოკვლევის პარალელურად.
მკურნალობის დასადგენად საჭიროა ჩატარდეს შარდის ანალიზი, ლროწოვანის ურეტრას (მამაკაცებში), საშოს ნაცხის ანალიზი, ასევე პჯრ დიაგნოსტიკა.
 
მკურნალობა
·         ინიშნება ფართო მოქმედების ანტიბიოტიკები;
·         ვაგინალური სანთლები;
·         მიკრო-ფლორის აღმდგენი პრეპარატები;
·         იმუნოსტიმულატორები;
·         შედგის მისაღებად საჭიროა ორივე პარტნიორის მკურნალობა.
მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ საჭიროა ანალიზების ხელახლა ჩაბარება და დადგენა, თუ რა შედეგი გამოიღო მკურნალობამ და არის თუ არა საჭირო რაიმე ღონისძიებების გატარება დამატებით.
 
საშიშროება
მიკოპლაზმოზი იწვევს შემდეგი სახის გართულებებს:
·         ინფექციებს;
·         უნაყოფობას ორივე სქესში;
·         ფეხმძიმობის აუტანლობას;
·         ბავშვის დაავადებას მშობიარობის დროს;
·         მამაკაცებში არასწორმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს იმპოტენცია და ქრონიკული პროსტატიტი.
 
რისკის ჯგუფი
ამ ჯგუფში შედიან პირადი ჰიგიენის წესების დამრღვევი და მოუწესრიგებელი სქესობრივი ცხოვრების მქონე პირები.
 
პროფილაქტიკა
ელემენტარული ჰიგიენის ნორმების დაცვა. დაცული სექსი.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Dr Giorgi Pkhakadze
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში. “შენი ექიმი"-ს დამფუძნებელი. #drpkhakadze #sheniekimi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ