მეტყველების დარღვევა (ენის ბორძიკი) – ახასიათებს ენის ბორძიკი, რამოდენიმეჯერ ერთი და იგივე ბგერის წარმოთქმა, რაც მთლიანობაში ართულებს მეტყველებას. ბავშვებში დეფექტი ვლინდება საუბრის ინტენსიური დაწყების პერიოდში

0
108

მეტყველების დარღვევა – მეტყველების დეფექტი, რომელსაც ახასიათებს ენის ბორძიკი, რამოდენიმეჯერ ერთი და იგივე ბგერის წარმოთქმა, რაც მთლიანობაში ართულებს მეტყველებას. ბავშვებში დეფექტი ვლინდება საუბრის ინტენსიური დაწყების პერიოდში.
მიმდინარეობის მიხედვით გამოიყოფა:
·         ნევროტული ენის ბორძიკი – მეტყველების დარღვევის სიმძაფრე, ამ ფორმის მქონე ბავშვები თანატოლებზე გაცილებით გვიან იწყებენ მეტყველებას;
·         ნევროზისმაგვარი ენის ბორძიკი – ენის ბორძიკი მხოლოდ მაპროვოცირებელი ფაქტორების არსებობისას (სტრესული სიტუაცია).

მიზეზები
დღეისათვის დაუდგენელია დაავადების წარმოშობის ზუსტი მიზეზები, თუმცა ექიმები ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება იყოს:
·         არასწორი მეტყველების განვითარება (სწრაფი საუბარი, ზოგიერთი სიტყვის არასწორად გამოთქმა);
·         მემკვიდრეობითი მიდრეკილება;
·         თავის ტვინის სამეტყველო ცენტრების გაზრდილი აქტივობა;
·         კვებისა და ძილის რეჟიმის დარღვევა;
·         გადატანილი დაავადებების გართულება;
·         გადატანილი სტრესული სიტუაციები;
·         ფეხმძიმობის პერიოდში გადატანილი ნერვიულობა, სტრესი, არასასურველი გარემო პირობები.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
·         ტონური ენის ბორძიკი –  საუბრისას ხდება თავისებური პაუზების ფორმირება;
·         კლონური ენის ბორძიკი – ადამიანი იმეორებს ბგერებს, ხმოვნებს ან სიტყვებს;
·         შერეული ენის ბორძიკი – ტონური და კლონური ენის ბორძიკის ნარევი.

დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკას ატარებს ლოგოპედი, რომელიც ახდენს პაციენტის სერთო დათვალიერებას და უსვამს შეკითხვებს, რათა მოახდინოს დარღვევის ტიპის დადგენა და მაპროვოცირებელი ფაქტორების გამოვლენა.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         ლოგოპედის გაკვეთილებს;
·         სუნთქვის ვარჯიშებს;
·         დამამშვიდებელ პრეპარატებს.
დამატებით შესაძლოა საჭირო გახდეს ფსიქოლოგის კონსულტაცია.

საშიშროება
თუ არ მოხდება აღნიშნული პრობლემის დროული მკურნალობა, შესაძლო სიტუაცია მივიდეს ბავშვის ემოციურ ტრავმირებამდე.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ბავშვის მეტყველების განვითარებაზე მუშაობა;
·         ლოგოპედთან დროულად მისვლა;
·         ოჯახში მშვიდი ფსიქო-ემოციური სიტუაციის უზრუნველყოფა.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Dr Giorgi Pkhakadze
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში. “შენი ექიმი"-ს დამფუძნებელი. #drpkhakadze #sheniekimi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ