მელანომა

0
31

მელანომა – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ავთვისებიანი სიმსივნის გაჩენა. ყველაზე ხშირად მელანობა ვითარდება კანის საფარზე, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ხდება ლორწოვანი გარსის დაავადებაც. მელანომას ახასიათებს სწრაფი განვითარება მთელს ორგანიზმში. წარმოადგენს კანის კიბოს ერთ-ერთ სახეობას. მისი განვითარების ფაზებია:
·         ჰორიზონტალური ფაზა – განვითარების საწყისი სტადია, როცა მელანომა არ გამოდის ეპითელიუმის გარეთ;
·         ვერტიკალური ფაზა – მელანომას შეღწევა კანის უფრო ღრმა ფენებში, ზრდის დაჩქარება, მეტასტაზებიანი სიმსივნეების გაჩენა.
 
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         მემკვიდრეობითი ფაქტორი;
·         ენდოკრინულ სისტემაში ცვლილებები;
·         ნევუსის ჭარბი ინსოლაცია;
·         ნევუსის ტრავმირება.
 
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
·         კანზე ან ლორწოვან გარსზე სხვადასხვა ფორმის წარმონაქმნების გაჩენა (მრგვალი, სამკუთხედი და ა.შ.) რომელბიც შეიძლება იყოს სხვადასხვა ფერის (შავი, ნაცრისფერი, მოვარდისფრო-მოიასამნისფრო, მოლურჯო);
·         წარმონაქმნის ზომა შეიძლება იყოს რამოდენიმე მმ-დან 3 სმ-მდე;
·         მელანომას თავზე კანი შეიძლება იყოს გაქექილი, სისველით, ტრავმის დროს ჭარბად სისხლმდენი ან გაუხეშებული;
·         პიგმენტური ჩანართები, კვანძები, ჰიპერემიები, რომელბიც განლაგებულია სიმსივნის პერიმეტრზე (მეტასტაზები).
 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-დერმატოლოგი. მკურნალობის დასადგენად ის ნიშნავს:
·         საერთო დათვალიერებას;
·         წარმონაქმნისა და მის გარშემო კანის დერმატოსკოპიას;
·         რადიოიზოტოპურ გამოკვლევას;
·         ნაცხის ციტოლოგიურ გამოკვლევას;
·         ჰისტოლოგიურ გამოკვლევას.
დაიმახსოვრეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება წარმონაქმნის ბიოპსია, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნის გაზრდა და მეტასტაზების გაჩენა.
 
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         იმუნოთერაპიას;
·         ქიმიოთერაპიას;
·         დაზიანებული კანის საფარის დასხივებას;
·         ოპერატიულ ჩარევას.
ჰორიზონტალური ფაზის დროს ქირურგიული გზით მელანომას მოკვეთა იწვევს გამოჯანმრთელებას. სხვა შემთხვევებში ქირურგიული ჩარევა საჭიროა მოხდეს მკურნალობის სხვა მეთოდებთან კომბინირებულად.
 
საშიშროება
დროული მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში დიდი ლეტალური შედეგის ალბათობა (50%).
 
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
·         30 წელს ზემოთ ადამიანები;
·         მომატებული ბუნებრივი ინსოლაციის პირობებში მაცხოვრებლები;
·         ადამიანები, ვისაც ანამნეზში აქვთ მზის დამწვრობა.
 
პროფიალქტიკა
რეკომენდირებულია:
·         პიგმენტურ ნევუსებთან სიფრთხილის გამოჩენა;
·         მზის დამწვრობისგან თავის დაცვა.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Dr Giorgi Pkhakadze
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში. “შენი ექიმი"-ს დამფუძნებელი. #drpkhakadze #sheniekimi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ