კლიმაქსი ვითარდება 40 წლის შემდეგ და გრძელდება ქალებში 10, ხოლო მამაკაცებში 5 წლის მანძილზე

0
140
#image_title

კლიმაქსი – ფიზიოლოგიური პერიოდი ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც ხასიათდება რეპროდუქციული ფუნქციის გაქრობით (ქალებში) და სასქესო ჯირკვლების მუშაობის ცვლილებით (მამაკაცებში). კლიმაქსი ვითარდება 40 წლის შემდეგ და გრძელდება ქალებში 10, ხოლო მამაკაცებში 5 წლის მანძილზე.

მიზეზები
კლიმაქსის გამომწვევი მიზეზებია:
·         ორგანიზმის დაბერება;
·         სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები (ორქიტი, ეპიდერმიტი);
·         მცირე მენჯის ორგანოებზე ქირურგიული ჩარევა;
·         საკვერცხეების აქტივობის ფუნქციის დაქვეითება;
·         საკვერცხეების სიმსივნე, ტრავმები.
ჭარბი წონა, ალკოჰოლიზმი, ცხოვრების არაჯანსაღი წესი იწვევს ნაადრევ კლიმაქსს.

სიმპტომები
კლიმაქსის სიმპტომები ქალებში:
·         «წამოხურება» (სიცხის მოულოდნელი შეგრძნება);
·         მენტსტრუაციის შეწყვეტა (მენოპაუზა);
·         თავის ტკივილი;
·         ჭარბი ოფლიანობა;
·         გაღიზიანება;
·         ლიბიდოს დაქვეითება;
·         დეპრესიისკენ მიდრეკილება;
·         შარდის შეუკავებლობა;
·         შარდვის ხშირი მოთხოვნილება;
·         საშოს ლორწოვანის გამოშრობა;
·         კანის სიმშრალე;
·         თმის ცვენა.

კლიმაქსის ნიშნები მამაკაცებში:
·         გახშირებული გულისცემა;
·         თავბრუსხვევა;
·         არტერიული წნევის თამაში;
·         სქესობრივი აქტის ხანგრძლივობის შემცირება;
·         სპერმის რაოდენობის შემცირება;
·         პოტენციის დაქვეითება;
·         სწრაფი ეაკულაცია;
·         ცხიმების დაგროვება ქუთუთოებსა და ლოყებზე;
·         სხვა ჯირკვლების გადიდება (გინეკომასტია).

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვი ექიმი-გინეკოლოგი და ექიმი-ანდროლოგი ატარებენ შემეგ გამოკვლევებს:
·         სისხლის საერთო ბიოქიმიურ ანალიზს;
·         პატარა მენჯის ორგანოების ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
·         ენდომეტრიუმის სინჯის ცისტოლოგიურ ანალიზს;
·         საშოს ნაცხის ანალიზს;
·         მამოგრამას;
·         ძვალ-კუნთოვანი სისტემის რენტგენოლოგიურ გამოკვლევას.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         ანტიდეპრესანტებს;
·         არაჰორმონალურ პრეპარატ-ბიოფოსფონატებს;
·         ესტროგენებს აბებისა და მალამოების ფორმით;
·         ჰორმონალურ პრეპარატებს.
მამაკაცების კლიმაქსის თერაპია მოიცავს:
·         სედატიურ პრეპარატებს;
·         ანტიდეპრესანტებს;
·         ბიოგენურ ადაპტოგენებს;
·         ჰორმონალურ თერაპიას.

საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლებელია შემდეგი სახის გართულებების წარმოშობა:
·         ინფარქტისა და ინსულტის რისკის გაზრდა;
·         გულის იშემიური დაავადების გართულება;
·         საშვილოსნოს სისხლდენა;
·         ოსტეოპოროზი;
·         ათეროსკლეროზი.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         შარდსასქესო სისტემის დაავადებების დროული მკურნალობა;
·         მავნე ჩვევებზე უარის თქმა;
·         სწორი კვება.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
გიორგი ფხაკაძე
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ