კიფოზი – ზურგის არეში ვითარდება კუზი

0
936
#image_title

კიფოზი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ხერხემლის გამრუდება, რომლის შედეგად ზურგის არეში ვითარდება კუზი. შემთხვევების უმეტესობაში დაავადება ვითარდება სქოლიოზის პარალელურად. კიფოზი ბავშვებში ვლინდება 6-12 თვის ასაკში.
დაზიანების ადგილიდან გამომდინარე გამოიყოფა:
·         კისრის კიფოზი;
·         მკერდის კიფოზი;
·         წელის კიფოზი;
·         გავის კიფოზი.

მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         მემკვიდრეობითი ფაქტორი;
·         ნაყოფის განვითარების დარღვევა;
·         დაავადებების გართულება (პოლიომიელიტი, ბავშვის ცერებრიალური დამბლა), რაც იწვევს ზურგის კუნთის დამბლას;
·         ხერხემლის ტრავმები;
·         არასწორი პოზა;
·         ოსტეოქონდროზი;
·         ხერხემლის ოპერაციები;
·         ხერხემლის სიმსივნე.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
·         ზურგის და კისრის არეში მწვავე ტკივილი;
·         ხერხემალში შებოჭილობის გრძნობა;
·         ზურგის ძლიერი გამრუდება (45 გრადუსზე მეტით);
·         სისუტე, კიდურების მგრძნობელობის დაკრგვა;
·         ზურგის ტვინის ნერვების დახშობა;
·         გულის მუშაობისა და სუნთქვის დარღვევა.

დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ორთოპედი, რისთვისაც ნიშნავს:
·         ფიზიკურ გამოკვლევას;
·         ხერხემლის რენტგენოლოგიურ გამოკვლევას;
·         ხერხემლის კომპიუტერულ ტომოგრაფიას;
·         ხერხემლის მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას;
·         ნევროლოგიურ ტესტებს (ელექტრომიოგრაფიას).

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         მედიკამენტებს (D ვიტამინი, კალციუმი);
·         ფიზიოთერაპიულ პროცედურებს (ელექტროფორეზი, ულტრა-ბგერითი დასხივება);
·         სამკურნალო კორსეტის ტარებას;
·         სამკურნალო ფიზკულტურას;
·         მანუალურ თერაპიას;
·         მასაჟს;
·         ქირურგიულ მკურნალობას (დეფორმაციის მოცილება, ხერხემლის სტაბილიზაცია).

საშიშროება
თუ არ მოხდება პრობლემის დროულად აღმოფხვრა, შესაძლოა შემდეგ სახის გართულებების წარმოქმნა:
·         კუზი;
·         ხერხემლის მოცულობის და ფორმის დარღვევა;
·         თეძოს ორგანოების ფუნქციის დარღვევა;
·         მენჯების პროპორციების დარღვევა მოზარდებში;
·         სუნთქვის დარღვევა;
·         ქვედა კიდურების პარეზი, დამბლა;
·         ზურგის ტვინის მენინგიტი.

რისკის ჯგუფი
·         15 წლამდე მოზარდები;
·         მოხუცები;
·         ოსტეოპოროზის პრობლემების მქონე ადამიანები;
·         ხერხემლის ტრავმების მქონე ადამიანები;
·         დამაკავშირებელი ქსოვილის პრობლემების მქონე ადამიანები.

პროფილაქტიკა
·         ხერხემალზე დატვირთვების კონტროლი;
·         სწორი პოზის ქონა (მოხრილობის გამოსწორება);
·         გადაციებისგან თავის დაცვა.

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  გავის ოსტეოქონდროზი - სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ