ორშაბათი, თებერვალი 2, 2026
მთავარიაკრედიტაცია"კლინიკების აკრედიტაცია მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის" - "ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის" გენერალური...

“კლინიკების აკრედიტაცია მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის” – “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის” გენერალური დირექტორი, ზაზა სოფრომაძე

2024 წლის 26 მარტს “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლობის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა
“ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის” წარმომადგენლებთან.

“აკრედიტაცია კანადა”, რომლის წარმომადგენელი საქართველოში ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძეა, საქართველოს 20-ზე მეტი კლინიკის აკრედიტაციის პროცესშია ჩართული.

ამჟამად “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლობა, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, საქართველოშია და კლინიკებთან შეხვედრებს მართავს.

შეხვედრის შემდეგ “შენი პულსი” “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის” გენერალურ დირექტორ ზაზა სოფრომაძეს ესაუბრა:

“კლინიკების აკრედიტაცია მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის” – “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის” გენერალური დირექტორი, ზაზა სოფრომაძე | sheniekimi.ge | შენი ექიმი

“აკრედიტაციის პროცესი ყველა სამედიცინო დაწესებულებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ემსახურება თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. ეს კი მნიშვნელოვანი და აუცილებელია ჩვენი ქვეყნისათვის,  მოსახლეობისათვის ადეკვატური, ხარისხიანი სამედიცინო სერვისების მისაწოდებლად.

   მოხარული ვართ, რომ “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლებს ვმასპინძლობთ. ჩვენი კლინიკის ყველა თანამშრომელი მობილიზებულია, მზად არის ამ ერთობლივი სამუშაოსთვის.

“კლინიკების აკრედიტაცია მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის” – “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის” გენერალური დირექტორი, ზაზა სოფრომაძე | sheniekimi.ge | შენი ექიმი

  ყველა მადლობელია იმისათვის, რომ “აკრედიტაცია კანადა” ასე აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში და სულის მოთქმის საშუალებას არ აძლევენ ჩვენს თანამშრომლებს, რა თქმა უნდა, კარგი გაგებით…

   კარგად გვესმის, რაოდენ მნიშვნელოვანია “აკრედიტაცია კანადასთან” თანამშრომლობა, რადგან ვიცით, რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაცია ამ სფეროში და ცხადია, ჩვენთვისაც პრესტიჟია ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა.”

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  რადონი - რა არის რადონი? რა  საფრთხეს  ქმნის  რადონი  და  როგორ  მოქმედებს  რადონი  ადამიანის  ორგანიზმზე?
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights