საქართველოში, კლინიკებმა საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადება დაიწყეს.
საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.
გიორგი ფხაკაძე საქართველოში იმყოფება.
Sheni Network
აკრედიტაცია კანადას ამჟამად გადის 24 სამედიცინო დაწესებულება, საქართველოში.
“აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლობის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის” წარმომადგენლებთან.
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის მოსაპოვებლად სამუშაო პროცესები მიმდინარეობს.
27 მარტს ჰოსპიტალს სტუმრობდნენ საერთაშორისო აკრედიტაცია „კანადას“ ექსპერტები და წარმომადგენლები, რომლებიც შეხვდნენ ჰოსპიტლის თანამშრომლებს და ადგილზე გაეცნენ როგორ მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსვლის პროცესი.
„მართლა საინტერესო შეხვედრა იყო აკრედიტაცია კანადას გუნდთან ერთად“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
Dr. Giorgi Pkhakadze. „საინტერესო შეხვედრა იყო აკრედიტაცია კანადას გუნდთან ერთად“ – “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლობის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის” წარმომადგენლებთან [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 23]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2024/03/28/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%9d-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%ae%e1%83%95%e1%83%94%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%98%e1%83%a7%e1%83%9d/
sheniekimi.ge
