სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიაკრედიტაცია"ვუცხადებთ ნდობას "აკრედიტაცია კანადას" და იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ მათ დადებით შეფასებას"...

“ვუცხადებთ ნდობას “აკრედიტაცია კანადას” და იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ მათ დადებით შეფასებას” – “პინეოს” სამედიცინო დირექტორი, ქირურგი გია თომაძე

2024 წლის 26 მარტს “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლობის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა
“პინეო სამედიცინო ეკოსისტემის” წარმომადგენლებთან.

“აკრედიტაცია კანადა”, რომლის წარმომადგენელი საქართველოში ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძეა, საქართველოს 20-ზე მეტი კლინიკის აკრედიტაციის პროცესშია ჩართული.

ამჟამად “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლობა, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, საქართველოშია და კლინიკებთან შეხვედრებს მართავს.

 

ნაყოფიერი შეხვედრის შემდეგ “შენი პულსი” კლინიკის სამედიცინო დირექტორს, ქირურგ გია თომაძეს ესაუბრა:

“ეს არის ძალიან საინტერესო და წინ გადადგმული ნაბიჯი კოლეგებთან თანამშრომლობისა, რამეთუ გავდივართ საერთაშორისო ავტორიზაციას, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო უკვე ასე აქტიურად მოითხოვს საქართველოს კლინიკებისგან.

მიგვაჩნია, რომ სწორედ ამ გზით შევძლებთ, მივაღწიოთ დასახულ მიზანს.
კანადის სააკრედიტაციო ჯგუფი არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ავტორიტეტული და აქიდან გამომფინარე, ჩვენ ვუცხადებთ ნდობას და იმედი გვაქვს, რომ მივაღწევთ მათ დადებით შეფასებას.”

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  რა უნდა ვიცოდეთ მცირეწლოვნის ინფორმირებული თანხმობის შესახებ – თქვენს უფლებებს "სამედიცინო დავების ცენტრის" დამფუძნებელი, ნინო ლიპარტია გაგაცნობთ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights