კვირა, აპრილი 20, 2025
მთავარისხვა-ამბებიშოვის მინერალური წყლებით სასუნთქი გზების, ნერვული სისტემის და მომნელებელი სისტემის დაავადებებს კურნავენ

შოვის მინერალური წყლებით სასუნთქი გზების, ნერვული სისტემის და მომნელებელი სისტემის დაავადებებს კურნავენ

შოვის მინერალურ წყაროებში, რომელიც საქართველოს ყველაზე მაღალმთიან ბალნეოლოგიურ კურორტად ითვლება (1600 მეტრი), რამდენიმე სახეობის სამკურნალო წყალია.

„დარასუნი” — დაბალმინერალიზებული ჰოდროკარბონატული კალციუმიანი წყალია. მას რბილი და სასიამოვნო გემო აქვს და ყოველდღიური მოხმარებისთვის არის გამოსადეგი. “ბორჯომი–უწერას” წყალი ჰიდროკარბონატულ ნატრიუმიან წყლებს განეკუთვნება და მას ყველაზე მაღალი მინერალიზაცია ახასიათებს.

შოვის მინერალური წყლებით სასუნთქი გზების, ნერვული სისტემის და მომნელებელი სისტემის დაავადებებს კურნავენ. კურორტზე ფუნქციონირებს სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები და სპა–სალონები. ახლახან აქ ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო “სანსეტ შოვი” აშენდა.

კურორტი შოვი ექიმ შამშე ლეჟავას წყალობით გაიხსნა, რომელიც დაიბადა სოფელ წკადისში, სამედიცინო განათლება კი ვენაში 1905–1910 წლებში მიიღო. სწავლის დასრულების შემდეგ ექიმმა დაათვალიერა ცნობილი ევროპული კურორტები — დავოსი, ბადენი, აპანდები, ვალენზეე, შემდეგ კი საქართველოში დაბრუნდა, რათა სამშობლოში შეექმნა კურორტი, რომელიც ევროპულებს არაფრით ჩამოუვარდებოდა.

წყარო:
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  ინფექციური დაავადებები საქართველოში - ძირითადი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights