სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
მთავარიშენი ექიმიიდუმალი „დაავადება X“ - გაერო ახალი ეპიდემიის შესახებ გვაფრთხილებს

იდუმალი „დაავადება X“ – გაერო ახალი ეპიდემიის შესახებ გვაფრთხილებს

ეს ინფექციური დაავადება იმდენად მომაკვდინებელი და იდუმალებით მოცულია, რომ მის შესახებ არაფერი ვიცით. ცნობილია მხოლოდ ის, რომ შეიძლება, იგი შემდეგი გლობალური ეპიდემია გახდეს. ამის შესახებ გაერო-ს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტები იუწყებიან.

კოდური სახელწოდებით ცნობილი „დაავადება X“ იდუმალი პათოგენია, რომელიც აქამდე არავის აღმოუჩენია, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მისგან მოსალოდნელი საფრთხე თითქმის გარდაუვალია, მოხვდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის „ყველაზე სახიფათო სიაში“ — იმ პოტენციურ სამომავლო დაავადებათა კატალოგში, რომელთა გასანეიტრალებელი საშუალებებიც არადამაკმაყოფილებელია ან საერთოდაც არ არსებობს.

მაგრამ საინტერესოა, როგორ შეიძლება საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის ასეთ საფრთხედ მივიჩნიოთ დაავადება, რომელიც ჯერ არც კი გამოვლენილა?

საუკეთესო გზა მასზე წარმოდგენის შესაქმნელად ისაა, რომ „დაავადება X“ ფლობს გადადების ისეთ შანსს, რომელსაც ჯერ არ შევხვედრივართ, მაგრამ მისი არსებობა სინამდვილეში შესაძლებელია. ის არის ე. წ. ცნობილი უცნობი. WHO-ს განცხადებით, საჭიროა სერიოზული მომზადება. სწორედ ამიტომ, ეს იდუმალი დაავადება უკვე შეტანილია ორგანიზაციის დაავადებათა პრიორიტეტების R&D Blueprint სიაში.

„დაავადება X წარმოადგენს აღქმას, რომ ამჟამად უცნობმა პათოგენმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული საერთაშორისო ეპიდემია“, — განმარტავს სპეციალურ განცხადებაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.

R&D Blueprint სია პირველად 2015 წელს გამოქვეყნდა და მას შემდეგ, ყოველწლიურად გადაიხედება. როგორც WHO განმარტავს, ამ სიის მიზანია იმ მოწინავე განვითარებადი პათოგენების პრიორიტეტიზაცია, რომლებმაც შეიძლება ახლო მომავალში სასტიკი ეპიდემიები გამოიწვიოს და რომელთათვისაც, ჯერ არ არსებობს მედიკამენტები.

სიას ბოლოს თებერვალში გადახედეს. ექსპრტები შეთანხმდნენ, რომ მკვლევართა ყურადღება სასწრაფოდ ესაჭიროება შემდეგ დაავადებებს: ყირიმ-კონგოს ცხელება (CCHF); ებოლასა და მარბურგის ვირუსული დაავადებები; ლასას ცხელება; ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის კორონავირუსი (MERS-CoV) და მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS); ნიპაჰისა და ჰენიპავირუსის დაავადებები; ხეობის ველის ცხელება (RVF) და ზიკას ვირუსი.

წელს WHO-მ სიას პირველად დაამატა „დაავადება X“. იქვე აღნიშნულია, რომ მაღალი ალბათობით, სიას მალე შესაძლოა დაემატოს კიდევ ერთი პათოგენი. ყოველივე ამან კი უნდა გაზარდოს მოახლოებული, უცნობი საფრთხის წინააღმდეგ მიმართულ კვლევათა ძალისხმევა.

„ისტორიული გამოცდილება ნათლად გვეუბნება, რომ შემდეგი დიდი ეპიდემია იქნება რაღაც ისეთი, რაც მანამდე არ გვინახავს“, — უთხრა The Telegraph-ს ნორვეგიის კვლევითი საბჭოს წევრმა და WHO-ს მრჩეველმა ჯონ-არნ როტინგენმა.

„შეიძლება უცნაური იყოს „დაავადება X“-ის დამატება, მაგრამ საქმე ისაა, რომ უნდა მოვემზადოთ მოქნილი გეგმისთვის ვაქცინისა და დიაგნოსტიკური ტესტების თვალსაზისით. გვსურს შევქმნათ პლატფორმები, რომლებიც იმუშავებს ნებისმიერი დაავადებისთვის; ეს უნდა იყოს სისტემა, რომელიც საშუალებას მოგვცემს დროულად შევქმნათ დაავადებათა გასანეიტრალებელი საშუალებები“, — აღნიშნავს როტინგენი.

დაზუსტებით არავინ იცის, საიდან შეიძლება გამოჩნდეს „დაავადება X“, მაგრამ არსებობს მრავალი შესაძლო წყარო, მათ შორის არსებული ვირუსები, რომლებიც წარმოაჩენს ახალ ვირულენტობასა და სიმპტომებს (მაგალითად, ზიკა), გენური ინჟინერიის გზით მიღებული და ლაბორატორიებიდან გაპარული ვირუსები, ანდაც ბიოიარაღით გავრცელებული ვირუსები, ასევე, ზოონოზის გზით ცხოველებისგან ადამიანებზე გადასული ინფექციები.

„ეკოსისტემისა და ადამიანთა ჰაბიტატის ცვლილებასთან ერთად, ყოველთვის არსებობს ცხოველებისგან ადამიანებისთვის დაავადებების გადაცემის რისკი. ეს ბუნებრივი პროცესია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქმის კურსში ვიყოთ და მოვემზადოთ. სავარაუდოდ, ეს გახლავთ უდიდესი რისკი“, — ამბობს როტინგენი.

მართალია, მადლობელი უნდა ვიყოთ, რომ „დაავადება X“ ჯერ არ არსებობს, მაგრამ სამომავლოდ მისი გამოჩენის ალბათობა სწორედ ის ფაქტორია, რისთვისაც უნდა მოვემზადოთ იმ იმედით, რომ მომავლის ნებისმიერ დაავადებაზე ერთი ნაბიჯით წინ აღმოვჩნდეთ, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ყოველდღიურად ვსპობთ ბუნებრივ გარემოს.

„მსოფლიოს განვითარებასთან ერთად, ადამიანთა და ცხოველთა კონტაქტი უფრო ინტენსიური ხდება და სავარაუდოდ, ახალი დაავადება სწორედ ამ გზიდან გამოჩნდება. სწრაფ გავრცელებას კი ხელს შეუწყობს თანამედროვე მოგზაურობა და ვაჭრობა“, — უთხრა The Telegraph-ს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სამეცნირო მრჩეველმა მარიონ კუპმენსმა.

მომზადებულია The Telegraph-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
მარტივი დეკორის იდეები ზამთრის ინტერიერის შესაქმნელად

მარტივი დეკორის იდეები ზამთრის ინტერიერის შესაქმნელად

ნოემბერი 26, 2024
„ვაზო, შვილივით ნაზარდო…“

„ვაზო, შვილივით ნაზარდო…“

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

26 ნოემბერი 2024
თბილისის მეტრო — ისტორია და განვითარება

თბილისის მეტრო — ისტორია და განვითარება

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights