ორშაბათი, მარტი 16, 2026
მთავარიპულსი TVრა ინფორმაციას გვაძლევს სისხლის საერთო ანალიზი - რაზე მიუთითებს ცვლილებები სისხლის საერთო...

რა ინფორმაციას გვაძლევს სისხლის საერთო ანალიზი – რაზე მიუთითებს ცვლილებები სისხლის საერთო ანალიზში

რაზე მიუთითებს ცვლილებები სისხლის საერთო ანალიზში

საუბრობს ​ჰემატოლოგი ნინო შარაშენიძე:

„​სისხლის საერთო ანალიზი ყველაზე გავრცელებული რუტინული კვლევაა. კარგად წაკითხული სისხლის საერთო ანალიზი უმეტეს შემთხვევაში კარგ ინფორმაციას იძლევა. სისხლის საერთო ანალიზის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ ანემიის, ანთებითი პროცესის, ონკოლოგიური პათოლოგიის, გადატანილი ინფექციის და უამრავი სხვა რამის

ერითროციტების დალექვის სიჩქარე წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან ტესტს ამა თუ იმ პათოლოგიის მიმდინარეობის შესაფასებლად. ეს ძალიან ღირებული კვლევაა. მიგვითითებს რამდენიმე დაავადების განსაზღვრაზე. თუ ადამიანს აქვს ცოტა რაოდენობის ერითროციტი, მაშინ იმ სვეტში, სადაც ხდება სისხლის ნიმუშის დაყენება, სწრაფად დაილექება. ამ დროს შეიძლება იყოს B12 დეფიციტური ანემია. არსებობს დაავადებები, რომლის დროსაც ერთ-ერთ კარგ მაჩვენებლად მინიშნების, რომ აუცილებლად უნდა ეძებონ რაიმე პათოლოგია, გამოიყენება ერითროციტების დალექვის სიხშირე.

ვირუსული ინფექცია ეს არის დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმს სათანადო იმუნიტეტის პირობებში შეუძლია ამ ვირუსის სრული ერატიკაცია.  ვირუსული ინფექციიის დროს ხდება ჩვენი იმუნიტეტის მიერ ორგანიზმში შეჭრილი ამა თუ იმ ვირუსის განეიტრალება. თუკი ეს პროცესი ვერ შესრულდა სათანადოდ, პაციენტი არის იმუნოკომპრომიტირებული ან მოხდა რაიმე დაავადების დართვა, ან იყო  გადატანილი პნევმონია და დროის მცირე მონაკვეთში დაემართა ინფექცია და კვლავ პნევმონიით გართულდა, ასეთ დროს რასაკვირველია შესაძლოა, სისხლის საერთო ანალიზში ყოველდღიური ცვლილება დაფიქსირდეს.

არსებობს დაავადებები, რომლის დროსაც ლეიკოციტოზი არ ნიშნავს პროცესის ავთვისებიანობას. ეს ნიშნავს უბრალოდ გამოვლინებას ორგანიზმის ნორმალური იმუნიტეტის, რომ გაუმკლავდეს დაავადების ამა თუ იმ გამოვლინებას. ლეიკოციტების რაოდენობა შეიძლება შემცირებული იყოს სხვადასხვა ფორმის ანემიის დროს, ასევე ადამიანებში, რომლებიც არიან იმუნოკომპრომეტირებული, ასევე იმ ადამიანებში, რომლებსაც უტარდებათ კონკრეტული თერაპია“.

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  პორტულმა ჰიპერტენზიამ შეიძლება გამოიწ­ვიოს მუ­ცლის გადიდება, უსიამოვნო შეგრძნება მუცელში, ცნო­ბიერების დაბინდვა, ში­ნაგანი სი­ს­ხლდენა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights