ორშაბათი, აპრილი 21, 2025
მთავარიშენი ექიმიFDA-მ წონაში კლების ახალი, ძლიერ ეფექტიანი პრეპარატი დაამტკიცა

FDA-მ წონაში კლების ახალი, ძლიერ ეფექტიანი პრეპარატი დაამტკიცა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) კომპანია Eli Lilly-ს მიერ წარმოებული წონაში კლების პრეპარატი, Zepbound-ი დაამტკიცა.

აშშ-ის ბაზარზე პრეპარატი რამდენიმე კვირაში გამოჩნდება და შეუერთდება უკვე არსებულ წარმატებულ პრეპარატებს, Novo Nordisk-ის Ozempic-სა და Wegovy-ს. ახალ პრეპარატს დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.

​JPMorgan-ის ანალიტიკოსთა პროგნოზით, წონაში კლების GLP-1 კატეგორიის პრეპარატების წლიური გაყიდვების მაჩვენებელი 2032 წლისთვის 140 მილიარდ დოლარს მიაღწევს და ბაზრის დომინანტები Eli Lilly და Novo Nordisk-ი იქნებიან.

Zepbound კვირაში ერთხელ, ინიექციის სახით კეთდება და განკუთვნილია იმ ჭარბწონიან პაციენტთათვის, რომლებსაც წონასთან დაკავშირებული სულ მცირე ერთი დაავადება მაინც აწუხებთ, მაგალითად, სისხლის მაღალი წნევა, მე-2 ტიპის დიაბეტი ან ქოლესტერინი.

წაიკითხეთ სრულა

  „წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს - COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი კვლავ იზრდება“- გიორგი ფხაკაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights