შაბათი, აპრილი 18, 2026
მთავარისამინისტროწელს საყოველთაო დაზღვევის პროგრამაზე სახელმწიფომ 524 მლნ ლარი დახარჯა

წელს საყოველთაო დაზღვევის პროგრამაზე სახელმწიფომ 524 მლნ ლარი დახარჯა

2023 წლის იანვრიდან დღემდე, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, კლინიკების მიერ მოქალაქეებისთვის მიწოდებული სერვისი, სახელმწიფომ, 524 მილიონი ლარით დააფინანსა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„დღევანდელი მონაცემებით, კლინიკების მიმართ სამინისტროს დავალიანება არ აღინიშნება.  „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, კლინიკის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების სრული ვადა განსაზღვრულია, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ჩაბარებიდან, 73 სამუშაო დღით.   შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებების მიერ მოწოდებული, იანვარ-თებერვლის მონაცემები უკვე დამუშავებულია და კლინიკები მიერ გაწეული ხარჯები სრულად არის დაფარული. ასევე, ავანსის სახით, გაცემულია მარტის გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების თანხა“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში. 

#datashvil

SheniEkimi.ge

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  უმუშევრობის დაზღვევის სისტემის განვითარების პერსპექტივები განიხილეს - უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება საქართველოში უმუშევრობის დაზღვევის სისტემის დანერგვის შესაძლებლობებზე გაამახვილა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights