პარასკევი, აპრილი 17, 2026
მთავარიბლოგი“შეისწავლონ ქართველი „ანტივაქსერების“, სინამდვილეში კი რუსეთის აგენტების საქმიანობა” – ფხაკაძე

“შეისწავლონ ქართველი „ანტივაქსერების“, სინამდვილეში კი რუსეთის აგენტების საქმიანობა” – ფხაკაძე

04/11/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე:


„8 ნოემბრიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში იწყება 5-11 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაცია. 28 მილიონი ამერიკელი ბავშვი აიცრება უახლოეს კვირებში. ამერიკის მოზრდილი მოსახლეობის 80% უკვე აცრილია. პენსიონერების 50% უკვე აიცრნენ ბუსტერით.


საფრანგეთში (ყველაზე დიდი ანტივაქსერული ქვეყანა ევროპაში) აცრილია 12 წლის ზევით მოსახლეობის 86.6%საქართველოში კი ყველაზე „ჭკვიანი“ ხალხი ცხოვრობს. რეალურად საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 5-8% არის აცრილი.


ვის ინტერესებში შედის, რომ საქართველო განადგურდეს შიგნიდან,?! დაფიქრდით… რა თქმა უნდა, რუსეთის ომი ჯერ არ დამთავრებულა.


საიდან ამ ანტივაქსერებს ასეთი დაფინანსება? რა თქმა უნდა, რუსეთის სხვადასხვა „ორგანიზაციები” დგანან ამის უკან. საქართველოში ყველა ანტივაქსერი იყენებს რუსულ ვებგვერდებს, სადაც “სიმართლე” წერია.


ალბათ, დროა, შესაბამისმა სამსახურებმა შეისწავლონ ქართველი „ანტივაქსერების“, სინამდვილეში კი რუსეთის აგენტების საქმიანობა. გავუფრთხილდეთ თითოეულ სიცოცხლეს“

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  სუროგაცია უანგაროდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთათვის...
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights