ორშაბათი, ივლისი 8, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიროგორ ვაქციოთ ბრძოლა წონის დასაკლებად სასიამოვნო პროცესად - დიეტოლოგ-ნუტრიციოლოგის ექსკლუზიური რჩევები ჩვენს...

როგორ ვაქციოთ ბრძოლა წონის დასაკლებად სასიამოვნო პროცესად – დიეტოლოგ-ნუტრიციოლოგის ექსკლუზიური რჩევები ჩვენს მკითხველს

ავტორი: თინათინ თავხელიძე

   მიუხედავად იმისა, რომ წონა ჩვენი  ცხოვრების მხოლოდ ერთი ასპექტია და ხშირად არ მთავრდება ორშაბათი დღის იმედი ბრძოლის დასაწყებად, შეიძლება ვაქციოთ ეს ბრძოლა  სასიამოვნო პროცესად.

ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ პროფესიონალი ნუტრიციოლოგის რჩევები, ცვლილებების სურვილი და ლტოლვა უფრო ჯანსაღი ხვალინდელი დღისთვის.      

     დღეს ექსკლუზიურად ჩვენს მკითხველს მნიშვნელოვან და პრაქტიკულ რჩევებს დიეტოლოგ-ნუტრიციოლოგი ანა ზარანდია გაუზიარებს:

რა უნდა გავითვალისწინოთ  დაბალანსებული კვების შედგენის დროს? რომელიც ხელს უწყობს წონის კლებას?

— თავდაპირველად უჯობესი იქნება, თუ ვიტყვით: დაბალანსებული კვება, ეს არის კვების ტიპი, რომელიც არ გულისხმობს კვების მკაცრ შეზღუდვებს. ეს არ არის დიეტა. ასეთი ტიპის კვება არის მრავალფეროვანი და არ არის მოსაბეზრებელი. ის შეიცავს ყველა იმ მაკრო და მიკრო ნუტრიენტს, რომელიც აუცილებელია სრულფასოვანი კვებისთვის. დაბალანსებული კვების დროს უნდა გავითვალისწინოთ, როგორც საკვების რაოდენობა, ასევე პროპორცია. რაოდენობის დაცვაში კი დაგვეხმარება თეფშის ზომა, სწორედ ეს არის პირველი რეკომენდაცია,რომელსაც ვაძლევ პაციენტებს: გააკეთონარჩევანი თეფშზე, რომლის დიამეტრიც არ აღემატება 20-21 სმ. ამ ზომის თეფშის შერჩევა უკვე შეგვზღუდავს საკვების რაოდენობაში. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი არის პროპორცია. პროპორცია უნდა იქნას დაცული სხვდასხვა საკვებ ჯგუფებს შორის და აუცილებელია თეფშის 1/4-ს შეადგენდეს ცილა, 1/4 ნახშირწყლები, კერძოდ კი , არჩევანი უნდა გავაკეთოთ რთულ ნახშირწყლებზე.

თეფშის 1/2-ზე ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს ბოსტნეულიც. ამ ყველაფერთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, როგორიცაა ცხიმი. ხშირად წონაში მატებას ცხიმის მიღებას აბრალებენ, მაგრამ ეს ასე არ არის. ცხიმი აუცილებელია ენდოკრინული სისტემისთვის, ის მონაწილეობს ძალიან მნიშვნელოვანი ჰორმონების სინთეზში. თუმცა, როდესაც ვსაუბრობთცხიმებზე, აუცილებელად უნდა შევთანხმდეთ, რომელი ცხიმი მივიღოთ. ნაჯერი თუ უჯერი ცხიმი. რასაკვირველია, არჩევანი უნდა გავაკეთოთ უჯერ ცხიმებზე.  მცენარეული ცხიმებიდან ეს იქნება ზეითუნის ზეთი, ავოკადო, თხილეული, ეს ის ცხიმებია, რომელებიც სარგებელს მოუტანს ორგანიზმს .

შეგიძლიათ, დაგვისახელოთ ის კონკრეტული საკვები, რომლებზეც განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ წონაში კლების დროს?

წონაში კლების დროს ყურადღება უნდა გავამახვილოთ ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც გამოიწვევს სისავსის დადანაყრების შეგრძნებას ხანგრძლივი დროით და გარდა ამისა, ექნება დაბალი გლიკემიური ინდექსი. ამ კრიტერიუმებს კი აკმაყოფილებს პროდუქტი, რომელიც გამდიდრებულია ცილით და ბოჭკოთი. ბოჭკოთი ყველაზე მდიდარია ბოსტნეული, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მწვანილს, ბროკოლს, ისპანახს, სტაფილოს. პარკოსნებიდან არჩევანი შეგიძლიათ გააკეთოთ ოსპზე და ლობიოზე.

ხილიდან ყურადღება მივაქციოთ ციტრუსებს, კენკრას, რომელსაც ორგანიზმისთვის აქვს  ანტიოქსიდაციური ეფექტი, ასევე ხილიდან გირჩევდით ანანასს, ის შეიცავს ბრომელიაინის ფერმენტს, რომელიც დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. არ უნდა გამოგვრჩეს მარცვლეულიც, რომელიც ბოჭკოსთან ერთად შეიცავს სხვდასხვა მიკროელემენტების წყაროს. ზემოთჩამოთვლილი პროდუქტების გარდა, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს იმ მიკროელემენტებისა და ვიტამინების როლი, რომლებიც დადებით გავლენას ახდენენ მეტაბოლიზმის სიჩქარეზე, მონაწილეობენ ნახშირწყლოვან ცვლაში და აქვთ მადაზე გავლენა . ასეთი ვიტამინებია B ჯგუფის ვიტამინები. D და A ვიტამინი. 

როგორ მოქმედეფაქტორები, როგორიცაა ასაკი, სქესი და მეტაბოლიზმი წონის დაკლებაზე?

— მათ აქვთ პირდაპირი ზეგავლენა წონის მატებაზე. მინდა განვიხილო ფიზიკური მომენტი, რომელიც უფრო გასაგებს გახდის თუ რატომ უკავშირდება ასაკი, მეტაბოლიზმი და სქესი წონის მატებას. კუნთოვანი ქსოვილი, ეს არისყველაზე ძლიერი ქსოვლი, რომელიც ხარჯავს ყველაზე მეტ ენერგიას და იწვევს კალორიების წვას, ამიტომ გვჭირდება ასაკის მატებასთან ერთად კალორიების ცვლილება. ასაკში, ზედმეტად მიღებული 

კალორაჟი გროვდება და მიდის ცხიმში, რადგან კუნთოვანი ქსოვილი ისეთი ძლიერი ვეღარაა, როგორც ახალგაზრდობაში. იგივე მექანიზმი მიმდინარეობს მეტაბოლიზმის შემთხვევაშიც. რაც შეეხებ სქესს, ჰორმონული განსხვავება, რაც არსებობს ქალსა დამამაკაცს შორის,  განაპირობებს განსხვავებულ კუნთოვან მასას და ცხიმოვან განაწილებას.            

როგორი სამედიცინო მდგომარეობა ან მედიკამენტები აფერხებს წონაში კლებას?

— არსებობს სამედიცინო ფაქტორები, რომლებიც არათუ ხელს უშლიან წონაში კლებას, არამედ  წარმოადგენენ რისკ ფაქტორებს ჭარბი წონის და სიმსუქნის განვითარებაში. ასეთ მდგომარეობებს მიეკუთვნება: დისლიპიდემია, მეტაბოლური სინდრომი, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, გულს-სისხლძარღვთა დაავადებები, კუშინგის სინდრომი და სხვა. არსებობს მედიკამენტებიც, რომლებსაც აქვთ, როგორცპირდაპირი, ასევე არაპირდაპირი გავლენა წონის მატებაზე. ამ ჯგუფიდან აღსანიშნავია ანტიდეპრესანტეპი, რომლებიც ადამიანის მოდუნებას იწვევენ, ლოგიკურია ასეთი პაციენტები ნაკლებად აქტიურები არიან, შესაბამისად,ჭარბი წონის განვთარების რისკიც იზრდება. ეპილეფსიური პრეპარატებიდან გავაპენტინი, რომელიც პირდაპირ მადის მომატებით ხასიათდება. ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებიდან ფუნქციის დარღვევით მიმდინარე ჰიპოთირეოზები.                   

ხშირ შემთხვევაში ადამიანები, რომლებიც წონას ებრძვიან არარელისტურ მოლოდინებს იქმნიან… სურთ, მოკლე დროში დაიკლონ, რაც შეიძლება მეტი, როგორია ჯანსაღი კლების რეალისტური მონაცემები?

— ზოგადი რეკომენდაცია რომ გავცეთ, ეს იქნება სხეულის მასის 10%- პირველი 6 თვის განმავლობაში, ანუ დაახლოებით ეს არის ნახევარი კგ-დან 1კგ-მდე კვირაში, სხეულის ჯანსაღი კლება. როცა გვინდა, რომ კვირაშიდავიკლოთ 4 კილოზე მეტი ეს ნამდვილად არარეალურია და უფრო საზიანოა ორგანიზმისთვის განსხვავებით ჯანსაღი კლებისა, რომელიც, მართალია, დროში გაწელილია, მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში პაციენტი იცვლის კვებით ქცევებს, რომელიც მას შემდეგში წონის შენარჩუნების დროსაც გამოადგება.    

სასურველი შედეგის მიღების შემდეგ გადავდივართ მომდევნო არანაკლებ რთულ ეტაპზე – წონის შენარჩუნებაზე. რა სახის რეკომენდაციები შეიძლება გაიცეს ამ დროს ?

  გეთანხმებით, წონის შენარჩუნების ეტაპი არანაკლებ რთულია და მთავარ ხელის შემშლელ ფაქტორად დავასახელებდი მოდუნებას. სასურველი წონის ინდექსის მიღწევის შემდეგ თითქოს გვავიწყდება, რომ ამ ყველაფერს ჯანსაღი ცხოვრების წესის არჩევით მივაღწიეთ. თუ არჩევანს ვაკეთებთ და გვინდა შედეგი, ეს არჩევანი მყარი უნდა იყოს.                       

 ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იმატა იმ ადამიანთა რიცხვმა, რომლებიც თითქოს მარტივ გზას ირჩევენ წონასთან საბრძოლველად და მიმართავენ ბარიატრიულ ქირურგიას.

რეალურად კი არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა მძიმე გართულებებისა ფატალური შედეგის სახით.

თქვენ, როგორც ენდოკრინოლოგს, რა მოსაზრება გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით? რა შემთხვევაშია გამართლებული და საინტერესოა, რამდენად ჭარბი უნდა იყოს ადამიანის წონა, რომ ამ მეთოდს მიმართოს? 

— ბარიატრიული ოპერაციის მიმართ ასეთი მზარდი ინტერესი, ვფიქრობ,  განპირობებულია იმით, რომ  თითქოს მიჩნეულია წონის კორექციის უფრო მარტივ მეთოდა, რასაც გარკვეულ წილად ვერ დავეთანხმები.

ისევე, როგორც ნებისმიერი ქირურგიული ჩარევა, ბარატრიული ქირურგიის დროსაც დამახასიათებელია მძიმე გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები. პაციენტები აუცილებლად უნდა იყვნენ ინფორმირებულები ყველა შესაძლო გართულებების შესახებ ექიმის მხრიდან, რათა დროულად  მოხდეს გართულების შემდეგ შესაბამისი რეაგირება. რა თქმა უნდა, მხოლოდ წონა არ წარმოადგენს ბარიატრიის ჩვენებას, მხოლოდ წონა მაშინ არის საკმარისი მიზეზი, როდესაც სხეულის მასის ინდექსი მეტია 40კგ/მ2-ზე, ანუ როცა უკვე არის მორბიდული სიმსუქნე. ასევე, როცა საუბარია პირველი და მეორე ხარისხის სიმსუქნეზე, ეს არის სხეულის მასის ინდექსი 30კგ/მ2- ზე მეტი და მას თან ახლავს წონასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები,  როგორიცაა: დისლიპიდემია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი ტიპი-2, არტერიული ჰიპერტენზია, ძილის ობსტრუქციული აპნოე… ამ მოცემულბაშიც შესაძლებელია გაიცეს ბარიატრიულიქირურგიის ჩვენება.

 მე ჩემს პაციენტებს ყოველთვის ვურჩევ, თავიანთი ცხოვრების წესის მოდიფიკაციას და არ აქვს მნიშვნელობა, რომელ მეთოდს აირჩევენ ისინი წონასთან საბრძოლველად, რადგან ქირურგული ჩარევის შემდეგაც უცილებლად გვჭირდება იგივე დამოკიდებულება და ჩვევები კვების მიმართ, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესში მოიაზრება.

აქვე დავამატებდი, რომ ის მოსაზრება, თითქოს ბარატრიული ოპერაციის შემდეგ შეგვიძლია მივირთვათ ყველაფერი, რაც გვსურს, რა თქმა უნდა,  მცდარია. ის, რომ პაციენტებს აკმაყოფილებთ მცირე რაოდენობის საკვები, ძალიან კარგია, თუმცა არჩეული საკვები უნდა იყოს მაქსიმალურად სასარგებლო. ზუსტად იმ მიზეზით, რომ არ განვითარდესტრიენტების დეფიციტი, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმისათვის.

ყოველთვის აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რას მივირთმევთ, თუნდაც იყოს ერთი და იგივე კალორაჟი. მაგალითად, 1 ცალი დონატი, რომელიც დაახლოებით 200-დან 250-მდე  კილოკალორიას შეიცავს, იგივე კალორია შეიძლება ქონდეს 2 ცალ ვაშლს ან ფორთოხალს, მაგრამ როცა ჩვენ ვსაუბრობთ წონის შენარჩუნებაზე, არჩევანი აუცილებლად უნდა გაკეთდეს ჯანსაღზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დონატი, რომელიც კალორაჟით იმდენივეა, რაც, დაუშვათ, 2 ცალი ვაშლი, აუცილებლად გამოიწვევს წონის მატებას ზუსტად იმიტომ, რომ თვისობრივად შეიცავს განსხვავებულ ნივთიერებებს. 

ზაფხული გვიახლოვდება, ამ დროს განსაკუთრებით იმატებს მოტივაცია და სურვილი – ვიყოთ უფრო ლამაზები, ზედმეტი კილოგრამების გარეშე… რა სახის რეკომენდაციებს მიცემდით ჩვენს მკითხველს? 

— გაზაფხულის დადგომასთან ერთად იზრდება მზიანი დღეების რაოდენობაც, რაც ორგანიზმ, რა თქმა უნდა, დადებით გავლენას ახდენს.

სულ უფროდაუფრო მცირდება ორგანიზმში სტრესის ჰორმონი კორტიზოლი და ეს ყველაფერი ავტომატურად აისახება მოტივაციაზე, მოტივაცია კი არის ის, რაც ყველაზე მეტად გვეხმარება წონის დაკლებაში.

ჩემგან პირველი რეკომენდაცია იქნებოდა ნებისმიერი სახის ფიზიკური აქტივობა, თუნდაც ფეხით სიარული. მეორე რეკომენდაცია კვებასთან არის დაკავშირებული, მოდის ისეთი სეზონი, რომელიც მდიდარია ბოსტნეულით, მწვანილით და ხილით, ამიტომ გაზარდეთ თქვენს თეფშებზე ბოსტნეულის პროპორცია.

წყალი კი ყველაზე მნიშვნელოვანი სითხეა ჩვენი ორგანიზმისთვის. ვეცადოთ, რომ არ დაველოდოთ წყურვილის შეგრძნებას და მივიღოთ სითხე საჭირო რაოდენობით. მისაღები წყლის რაოდენობა დამოკიდებულია წონაზეც, 1 კგ- ზე 0,033 მლ სითხე მიდის, შესაბამისად, წონაზე რომ გადავამრავლოთ, გამოგივათ ზუსტად იმ რაოდენობის სითხე, რაც უნდა მიიღოთ კონკრეტულად თქვენ.

ხარისხიანი ძილიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ძილი უნდა იყოს არა მხოლოდ რაოდენობრივად განსაზღვრული, არამედ ხარისხიანიც, ანუ ღამის 8 საათიანი ძილი გაღვიძებების გარეშე გვაძლევს იმ ენერგიას, რომელიც მთელი მომდევნო დღის განმავლობაში აუცილებელად დაგჭირდებათ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

#drpkhakadze  #shenisilamaze  #gochadze

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
ევროპის ულამაზესი “საიდუმლო კუნძული”, სადაც მოხვედრა მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი

ევროპის ულამაზესი “საიდუმლო კუნძული”, სადაც მოხვედრა მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი

7 July, 2024
5 გამორჩეული მაღაზია ნეაპოლში

5 გამორჩეული მაღაზია ნეაპოლში

5 July, 2024
რა უნდა მიირთვათ სლოვაკეთში

რა უნდა მიირთვათ სლოვაკეთში

5 July, 2024
ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები კლინიკა “კონსილიუმ მედულაში

ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები კლინიკა “კონსილიუმ მედულაში

ივლისი 6, 2024
რა იწვევს აკნეს გოგონებში და რა – ბიჭებში

რა იწვევს აკნეს გოგონებში და რა – ბიჭებში

ივლისი 6, 2024
ფიზიკური აქტივობის დროს სითხის მიღება ხელს უწყობს შრომისუნარიანობის ამაღლებას

ფიზიკური აქტივობის დროს სითხის მიღება ხელს უწყობს შრომისუნარიანობის ამაღლებას

ივლისი 6, 2024
„განცხადებების მიუხედავად, ფედერაციამ ყველა გამოიძახა, ყველა…  და ეს იყო განაცხადი ანუ, მარტო ფულით არ გვჯობიან. ჩვენ კიდევ ტოქსიკური შეყვარებულები ვართ და ტოქსიკური სიყვარულისგან, ბოლოს მაინც ყველა გარბის“  ნანუკა ჟორჟოლიანი

„განცხადებების მიუხედავად, ფედერაციამ ყველა გამოიძახა, ყველა…  და ეს იყო განაცხადი ანუ, მარტო ფულით არ გვჯობიან. ჩვენ კიდევ ტოქსიკური შეყვარებულები ვართ და ტოქსიკური სიყვარულისგან, ბოლოს მაინც ყველა გარბის“  ნანუკა ჟორჟოლიანი

5 ივლისი 2024
სექსუალური ძალადობის გამო, ლიეტუვაში ფსიქოლოგს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – საქმე მიგრანტების მიმართ ჩადენილ დანაშაულს ეხება

სექსუალური ძალადობის გამო, ლიეტუვაში ფსიქოლოგს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – საქმე მიგრანტების მიმართ ჩადენილ დანაშაულს ეხება

5 ივლისი 2024
გერმანიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

5 ივლისი 2024
მსოფლიოს უცნაური სახლები-რომელ მათგანში იცხოვრებდით

მსოფლიოს უცნაური სახლები-რომელ მათგანში იცხოვრებდით

ივლისი 7, 2024
როგორ გამოიყურება თბილისური ეზოების ულამაზესი კიბეები

როგორ გამოიყურება თბილისური ეზოების ულამაზესი კიბეები

ივლისი 6, 2024
თანამედროვე სტილი-მოხატული კედლები სახლში

თანამედროვე სტილი-მოხატული კედლები სახლში

ივლისი 6, 2024
საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

ივლისი 6, 2024
ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ივლისი 3, 2024
რამდენად კალორიულია ჩირი და ვინ უნდა შეიკავოს თავი გამომშრალი ხილის მიღებისგან?

რამდენად კალორიულია ჩირი და ვინ უნდა შეიკავოს თავი გამომშრალი ხილის მიღებისგან?

ივნისი 27, 2024
ავტობუსის გაჩერებაზე შემთხვევით ნაპოვნი, პოლიეთილენის პარკში გახვეული ტიციანის შედევრი, 22 მილიონ დოლარად გაიყიდა

ავტობუსის გაჩერებაზე შემთხვევით ნაპოვნი, პოლიეთილენის პარკში გახვეული ტიციანის შედევრი, 22 მილიონ დოლარად გაიყიდა

7 ივლისი 2024

ფოტომასალა, რომლითაც დასტურდება, რომ ნაცისტები საქართველოს სტრატეგიული ობიექტების დაბომბვას განიხილავდნენ

7 ივლისი 2024
როგორი იქნებოდა ჰარი პოტერი “ბოლივუდს” რომ გადაეღო

როგორი იქნებოდა ჰარი პოტერი “ბოლივუდს” რომ გადაეღო

6 ივლისი 2024
საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

ივლისი 6, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ ვკვებოთ ბავშვები ზაფხულში

როგორ ვკვებოთ ბავშვები ზაფხულში

ივლისი 7, 2024
რძე და რძის პროდუქტები – რა დოზით ჩავრთოთ კვების რაციონში

რძე და რძის პროდუქტები – რა დოზით ჩავრთოთ კვების რაციონში

ივლისი 6, 2024
როგორ მოვიქცეთ – მავნებლებმა ვაზი რომ არ გააფუჭოს

როგორ მოვიქცეთ – მავნებლებმა ვაზი რომ არ გააფუჭოს

ივლისი 6, 2024
მსოფლიოს უცნაური სახლები

მსოფლიოს უცნაური სახლები

7 ივლისი 2024
მოგზაურობა პარიზში-10 უალამაზესი ადგილი, რომელიც უნდა ნახოთ

მოგზაურობა პარიზში-10 უალამაზესი ადგილი, რომელიც უნდა ნახოთ

6 ივლისი 2024
რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

6 ივლისი 2024
გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს

გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს

ივლისი 7, 2024
თბილისი ზღვის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა

თბილისი ზღვის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა

ივლისი 6, 2024
თბილისში 34 ბინა ექსპლუატაციაში არ მიიღეს

თბილისში 34 ბინა ექსპლუატაციაში არ მიიღეს

ივლისი 5, 2024
spot_img

ბოლო სიახლეები