სექსუალური ძალადობის გამო, ლიეტუვაში ფსიქოლოგს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – საქმე მიგრანტების მიმართ ჩადენილ დანაშაულს ეხება

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
დაკავება

ლიეტუვის სასამართლომ, ყოფილი ფსიქოლოგი, ტომას კელპშა თავშესაფრის მაძიებელი მიგრანტების მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნო. კრიმინალური ქმედების განხორციელების დროს, ის დევნილთა ცენტრში მუშაობდა. ინფორმაციას Delfi ავრცელებს.

ვილნიუსის საოლქო სასამართლომ, ტომას კელპშას 1.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ჯარიმის სახით, 5 000 ევროს გადახდა დააკისრა. ამასთან კელპშა ვალდებულია 4 დაზარალებულს, თითოს 10 000 ევროს ოდენობით თანხა გადაუხადოს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, კელპშას ქონება დაყადაღებულია, რათა მან სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულება შეასრულოს.

წყარო: რუსთავი2

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). სექსუალური ძალადობის გამო, ლიეტუვაში ფსიქოლოგს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – საქმე მიგრანტების მიმართ ჩადენილ დანაშაულს ეხება. 5 ივლისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/სექსუალური-ძალადობის-გამ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi