კვირა, აპრილი 19, 2026

გიორგი ფხაკაძე – “უკვე ხრამში ვართ ჩავარდნილები”

26/08/2021



აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ ლაივ-ჩართვის მეშვეობით საქართველოში არსებულ ეპიდისტუაციაზე ისაუბრა.


მისი თქმით, აუცილებელია, რომ სკოლები ონლაინ რეჟიმში იყოს.

„უბედურ მდგომარეობაში ვართ, უკვე ხრამში ვართ ჩავარდნილები. იქ, ისეთი მძიმე მდგომარეობაა, რომ ამაზე უფრო მძიმე, შეუძლებელია. გახსოვთ, ორი-სამი თვის წინ, რომ ვამბობდი, ხალხო, მოვემზადოთ. ვინ მოგისმინა? არავინ. აი ხალხი, ცხოვრობს (იგულისხმება ჟენევაში – რედ.). ყველაფერი მუშაობს. მოსახლეობის დიდი ნაწილი აცრილია. ბიზნესი მიდის წინ.


ქვეყანა ჩასაკეტია. სკოლები კი ონლაინ უნდა იყოს, “- ამბობს გიორგი ფხაკაძე.

ის ახლა ჟენევაში იმყოფება.“




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://akhalitaoba.ge/2021/08/giorgi-phkhakadze-ukve-khramshi-varth-chavardnilebi/



გიორგი ფხაკაძე – „ფაქტიურად, საქართველოს ჯანდაუცველობა გვაქვს”

07/10/2022



აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:

„საქართველოს ჯანდაცვაში იმდენი პრობლემაა, ფაქტიურად, საქართველოს ჯანდაუცველობა გვაქვს.


საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების უდიდესი უმრავლესობა კერძო სექტორს ეკუთვნის. წინა მთავრობამ თქვა, ყველაფერი კერძო იყოს და ყველაფერს ბაზარი დაარეგულირებსო – შეცდნენ. ბაზარი ყველაფერს არ არეგულირებს, განსაკუთრებით, ჯანდაცვის სფეროში.


ჯანდაცვის სფეროში მივიღეთ სიტუაცია, რომ საბოლოო ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს ქვეყნის ჯანდაცვის 90%, მაგრამ ამ სერვისს კერძო კომპანიები აწვდიან. ვინ ახორციელებს ამ კერძო კომპანიების ხარისხის კონტროლს?! – არავინ!

მოლოდინი, რომ ბაზარი ყველაფერს დაარეგულირებს, რომ სამედიცინო დაწესებულებები თვითრეგულირებაზე გადავლენ, საკუთარი ნებით გაივლიან აკრედიტაციას, ხარისხის გაუმჯობესებაზე იზრუნებენ – უტოპიაა, რადგან ეს არავის აინტერესებს.


ამ საკითხში სახელმწიფოს ჩართულობა აუცილებელია. ჯანდაცვის სფეროში რეგულირება უნდა იყოს უფრო ძლიერი. სამწუხაროდ, ჯანდაცვის სფეროში ლიბერალიზმმა ეფექტურობა არ აჩვენა.


რეალობა ისაა, რომ კერძო სექტორი მოგებაზეა ორიენტირებული, ეწევა ეკონომიას, რომ შეიძინოს შედარებით იაფი სამედიცინო სახარჯი მასალები, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას.


პირდაპირ ვიტყვი – საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების უდიდესი უმრავლესობა არანაირ ინტერესს არ ავლეს, რომ საკუთარი ხარისხის დემონსტრირება მოახდინოს.


ჯანდაცვის ხარისხს არ განსაზღვრავს მარმარილოთი მოპირკეთებული ფასადი, ფოიეში ნახატები და როიალი. ჯანდაცვის ხარისხს განსაზღვრავს ექიმების უწყვეტი სამედიცინო განათლება, ადეკვატურად კალიბრირებული ხარისხიანი აპარატურა, ხარისხიანი სამედიცინო სახარჯი მასალები, მედპერსონალის ადეკვატური ანაზღაურება და ა.შ…


საქართველოდან სამკურნალოდ ხალხი თურქეთში, ისრაელში და ევროპაში მიდის, ექთნები და სანიტრები საქართველოდან სხვა ქვეყნებში სამუშაოდ გარბიან – რა ჯანდაცვის სისტემის არსებობაზე ვსაუბრობთ?!


სოციალურ ქსელში ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით თხოვნას, რომ ამა თუ იმ ადამიანის მკურნალობისთვის თანხაა შესაგროვებელი. ფონდის შექმნა არ არის გამოსავალი. სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს, რომ სახელმწიფომ მიხედოს თავის მოქალაქეს, როცა მას დახმარება სჭირდება.


დავუბრუნდები შიდა პრობლემებს. საქართველოში საგანგაშო სიტუაციაა, სამედიცინო დაწესებულებებში შიდაჰოსპიტალური ინფექციები პრაქტიკულად უკონტროლოა.

სანამ ქვეყანა არ აამოქმედებს სამედიცინო დაწესებულებების დამოუკიდებელი აკრედიტაციის სისტემას, არაფერი გვეშველება. ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი, სახელმწიფოსთან არააფილირებული ორგანიზაცია, რომელიც განახორციელებს საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების ობიექტურ შეფასებას. ეს სჭირდება ყველას და ამიტომ ხალხმა უნდა დააყენოს ეს მოთხოვნა, რომ საბოლოო ჯამში შეძლოს ხარისხიანი ჯანდაცვის მიღება.


გავაკეთე სამედიცინო აკრედიტაციის სისტემა, შევთავაზე – დუმილი. კი, ბატონო, ჩემი არ გინდათ, სხვაგან გააკეთეთ, ოღონდ გააკეთეთ!

ჩემნაირი ადამიანი პოლიტიკაში არ გამოგადგებათ. მე ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ. პოლიტიკა კომპრომისებზე დგას. მე შეიძლება, რაღაც კომპრომისებზე წავიდე, მაგრამ როცა საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება, ჩემთვის ეს არის ის წითელი ხაზი, სადაც კომპრომისი არ არსებობს.


საშიშია ის, რაც საქართველოს ჯანდაცვაში ხდება. ეს არის „გზა არსაით“. სამწუხაროა, რომ გიორგი ფხაკაძე ეხმარება მსოფლიოს მრავალ ქვეყანას ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესებაში, მაგრამ საქართველოში ფხაკაძე არავის სჭირდება, აქ ხომ „ყველაფერი იციან“.


ჩვენ გვჭირდება არა ათასი რაღაცის გაერთიანებული, არამედ ცალკე ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც პროფესიონალი და კეთილსინდისიერი ადამიანებით დაკომპლექტდება და იქნება პოლიტიკისგან აბსოლუტურად დაცლილი.


პოლიტიკოსები უნდა შეთანხმდნენ, რომ ხელს არ ახლებენ ჯანდაცვას და ამ დარგს მხოლოდ პროფესიონალებმა მიხედონ. როგორც ომბუდსმენს ირჩევენ 5 წლის ვადით, ასევე უნდა მოხდეს ჯანდაცვის მინისტრს არჩევა. ჯანდაცვის მინისტრს უნდა მიეცეს მანდატი, რომ განახორციელოს რეალურად საჭირო რეფორმები, რომელიც შეიძლება, ზოგიერთებისთვის არაკომფორტული აღმოჩნდეს.


ჯანდაცვის მინისტრი უნდა იყოს დამოუკიდებელი, ზეპარტიული ადამიანი. მან განახორციელოს ისეთი რეფორმები, რომელიც შესაძლოა, არაკომფორტული და არაპოპულარული იყოს გარკვეული წრეებისთვის, მაგრამ მინისტრს უნდა ჰქონდეს გარანტია, რომ შეძლებს ამ რეფორმის ბოლომდე მიყვანას და არ იქნება დამოკიდებული მთავრობის შეცვლაზე.


მინისტრის არჩევისას მან უნდა წარადგინოს მკაფიო საპროგრამო გეგმა, რას გააკეთებს ამ 5 წელიწადში. მისი არჩევა ამ პროგრამის მიხედვით უნდა მოხდეს და არა პარტიული კუთვნილებიდან გამომდინარე. ის უნდა იყოს აბსოლუტურად დაცლილი პოლიტიკური კონიუქტურისგან, რომ რეალური რეფორმის განხორციელება შეძლოს.


კოსმეტიკური რეფორმები საქმეს არ შველის. სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაცია არის მხოლოდ ერთ-ერთი საშუალება, რომელიც არსებულ მძიმე სიტუაციას ცოტათი გააუმჯობესებს, მაგრამ რევოლუციას ვერ მოახდენს. აქვე ვიტყვი, ჯანდაცვის მინისტრი ვერ უნდა ჩაერიოს რომელიმე დაწესებულებისთვის აკრედიტაციის მინიჭების საქმეში.


ჩემი ამოცანა და დღის წესრიგია, რაც შეიძლება, ნაკლები ავადმყოფი ადამიანი იყოს ქვეყანაში, რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი წავიდეს სამკურნალოდ უცხოეთში და ადგილზე გვექნეს იმავე ხარისხის ჯანდაცვა, რაც მოწინავე სახელმწიფოებს აქვთ.


სამოქმედო პროგრამა მარტივია: გამართული პირველადი ჯანდაცვა; ყველა სამედიცინო დაწესებულება პასუხობდეს მინიმალურ სტანდარტებს; ის ნოზოლოგიები, რასაც კარგად ვმკურნალობთ, გავაუმჯობესოთ; ყოველწლიურად დავნერგოთ რამდენიმე ნოზოლოგიის ახალ-ახალი მკურნალობა, ოღონდ უმაღლესი სტანდარტებით. დანერგვა ნიშნავს იმას, რომ ამ დაავადების მქონე ადამიანს არ დასჭირდება უცხოეთში წასვლა, ადგილზე შეძლებს მკურნალობას.


ეს არის ჯანდაცვის მინისტრის სამოქმედო გეგმა, გადაიღეთ, იმოქმედეთ, მე ჩემთვის არ გთხოვთ.


ხარისხიანი ჯანდაცვა არ არის ფუფუნება, ეს არის უფლება! ამის გაგება და დანერგვა უნდა მოხდეს! ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა – ეს უნდა იყოს ყველა პოლიტიკური პარტიის უპირველესი ლოზუნგი და ნებისმიერი ხელისუფლების უმთავრესი საზრუნავი!”



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://akhalitaoba.ge/2022/10/giorgi-phkhakadze-phaqtiurad-saqarthvelos-jandautsveloba-gvaqvs/


„გაურკვეველი შხამქიმიკატის გაკეთებას სჯობს, პირბადე ვატაროთ“ – გიორგი ფხაკაძე COVID 19-ის ვაქცინაზე

13/01/2021



„გაურკვეველი შხამქიმიკატის გაკეთებას სჯობს, პირბადე ვატაროთ და დისტანცია დავიცვათ“, – აცხადებს აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე და კორონავირუსის ვაქცინის შესახებ განცხადებას ავრცელებს.


„ჩინური ვაქცინები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არაა დამტკიცებული და არც ერთ სამედიცინო ჟურნალში ამ ვაქცინის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არსებობს. მათ არც ერთი კვლევა არ დაუბეჭდავთ. ვიღაცას კი უჩხვლიტეს, მაგრამ შედეგები არავისთვის გაუზიარებიათ. მნიშვნელობა არ აქვს, ვაქცინა რუსული იქნება, ჩინური თუ ბრაზილიური, მთავარია, კარგი იყოს, მაგრამ კარგი მარტო იმ შემთხვევაში იქნება, თუ ჯანმოს ექნება საშუალება, რომ მასზე ნახოს დეტალური ინფორმაცია. მან უნდა გაიაროს მკაცრი წესები იმისათვის, რომ საბოლოოდ დამტკიცდეს. ამიტომ სანამ ჯანმო არ იტყვის, რომ კარგია, ის ვაქცინა არ უნდა მივიღოთ.



მნიშვნელოვანია, როგორ მოვახდენთ ვაქცინაციას. ქვეყანაში უნდა არსებობდეს ვაქცინაციის პირობები.
ჩინურ ვაქცინას იმიტომ მიიჩნევენ მომხიბვლელად, რომ იაფია და მისი შენახვის პირობები მარტივია, ვიდრე მაგალითად „პფაიზერის“…


ჩემი ერთადერთი პასუხი ამ თემასთან დაკავშირებით არის მხოლოდ ერთი. სანამ ჯანმო არ დაამტკიცებს, არც ერთი ვაქცინა ქვეყანაში არ უნდა იყოს შემოტანილი.


ქვეყანაში არ არსებობს ლაბორატორია, რომელიც პირბადის ხარისხს დაადგენს და ვაქცინის ხარისხის დადგენაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. როცა რაიმე არ გაქვს, უნდა დამშვიდდე, დაელოდო სხვას და როცა გეტყვიან, რომ ეს ვაქცინა კარგია, აირჩიო“.- აცხადებს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://akhalitaoba.ge/2021/01/gaurkveveli-shkhamqimikatis-gakethebas-sjobs-pirbade-vataroth-giorgi-phkhakadze-covid-19-is-vaqtsinaze/



„PCR ტესტი არ არის 100%-იანი პასუხის მომცემი“ – გიორგი ფხაკაძე ამის მიზეზებს განმარტავს

14/11/2021

როდის უნდა გაიკეთოს ადამიანმა PCR-ტესტი, რომ პასუხი მაქსიმალური სიზუსტით იყოს განსაზღვრული – ამას ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტი გიორგი ფხაკაძე განმარტავს.


„​კოვიდ პსრ ტესტებზე ისეთი ამბავია საქართველოში და მსოფლიოში. ტესტი არ არის 100%-იანი პასუხის მომცემი, სამწუხაროდ. რატომ? იმიტომ რომ პსრ ტექსტის პასუხი დამოკიდებულია: როგორ აიღეს ტესტი; როდის აიღეს ტესტი; როგორ მიიტანეს ლაბოლატორიამდე მასალა; როგორი ლაბორატორია არის (ხარისხი, ტრეინინგი და ასე შემდეგ); მარკირება თუ იყო სწორი მთელი პროცესის მანძილზე; სწორი პასუხი თუ გაუგზავნეს სწორ პირს; ეს მოკლე ჩამონათვალია. ამ 6 პუნქტიდან “როდის ჩატარდა ტესტი“, საკმაოდ საინტერესო კვლევა ჩატარდა დიდ ბრიტანეთში.

ამ კვლევის მიხედვით, ყველაზე სწორი პასუხი არის ინფიცირებიდან მე-4 დღეს და ეს არის დაახლოებით, 77% (54-88%) და თუ პაციენტმა აიღო პსრ ტესტი ინფიცირებიდან 10 დღეში, სწორი პასუხი იყო მხოლოდ 50% (38-65%)“, – განმარტავს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze





Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/pcr-testi-ar-aris-100-iani-pasukhis-momtsemi-giorgi-fkhakadze-amis-mizezebs-ganmartavs



დამიჯერეთ ხოლმე … და ზოგს უბრალოდ, წიგნის წაკითხვას ვურჩევ… – გიორგი ფხაკაძე

26/10/2021

ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე კოვიდპანდემიის პარალელურად აქვეყნებს ინფორმაციებს იმის შესახებ, როგორ შეიძლება დავიცვათ, მოქალაქეები, ტურისტები და სრულიას მოსახლეობა კოვიდინფიცირებისგან.

გამოცემა „Euronews Georgia“ ავრცელებს კვლევის შედეგს, რომლის შედეგადაც დიაბეტით დაავადებულმა პაციენტმა 91%-ით შეამცირა ინსულინის მოხმარება. ამ კვლევას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე.

“რა ვიცი, მე როცა ვთქვი, რომ 2021 წლის ბოლოს დიაბეტის შესახებ კარგი ახალი ამბავი გვექნება-მეთქი, დამესივნენ, განსაკუთრებით, ახალგაზრდა ქართველი ექიმები. იცით, რას გეტყვით?! დამიჯერეთ ხოლმე …
და ზოგ-ზოგიერთებს კი, უბრალოდ, წიგნის წაკითხვას ვურჩევ…“- წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/damijeret-kholme-da-zogs-ubralod-tsignis-tsakitkhvas-vurchev-giorgi-fkhakadze/


გიორგი ფხაკაძე: მისაღებია ძალიან არაპოპულარული მკაცრი ზომები, რაც შეიძლება მალე

23.11.2020 ImediNews


რიცხვებმა დაკარგა აზრი ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. ეპიდემია არის ქვეყანაში და მისაღებია ძალიან არაპოპულარული მკაცრი ზომები, რაც შეიძლება მალე, – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი ვარაუდით, საქართველოში უფრო მეტია ინფიცირებული, ვიდრე ეს სტატისტიკაში ჩანს.

„მე მეგონა, რომ ჩვენ გადავლახეთ წითელი ხაზი, მაგრამ ყოველ კვირას ახალ წითელ ხაზს ვხაზავთ და არც მჯეროდა, რომ აქამდე მივიდოდით. რიცხვებმა დაკარგა აზრი ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. ეპიდემია არის ქვეყანაში და მისაღებია ძალიან არაპოპულარული მკაცრი ზომები, რაც შეიძლება მალე“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 108 690 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 89 170-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 012 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://imedinews.ge/ge/covid19/173748/giorgi-pkhakadze-misagebia-dzalian-arapopularuli-mkatsri-zomebi-rats-sheidzleba-male

ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება – გიორგი ფხაკაძე ბავშვებში პნევმონიისგან დამცავი ვაქცინის შესახებ წერს

13/11/2021

„ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება, ვინაიდან პასუხისმგებლობა იყო და არის უდიდესი“,- ამ სიტყვების გამოეხმაურა ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ინდოეთის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ყველა შტატში ბავშვებს პნევმოკოკური ვაქცინით აცრიან, რომელიც მათ პნევმონიისგან დაიცავს.


როგორც ფხაკაძე აღნიშნავს ამ პროცესში მონაწილეობა თავადაც მიიღო.

“ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ მე მიმიძღვნის მცირეოდი წვლილი ამ პროცესში. მე ვმონაწილეობდი ბავშვებისათვის ახალი პნევმოკოკური ვაქცინის დამტკიცების პროცესში. ეს არის ჩემთვის, როგორც საზოგადოებრი ჯანდაცვის ექსპერტითვის, უდიდესი პროფესიონალური წვლილი მსოფლიო ჯანდაცვის სისტემაში. ამ კომიტეტში ვართ მხოლოდ 8 ადამიანი და ყველა წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე გამოცდილ პროფესიონალს თავის დარგში. ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება, ვინაიდან პასუხისმგებლობა იყო და არის უდიდესი.

ჯანმრთელობას გისურვებთ”,- წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/es-ar-iko-ioli-gadatskvetileba-giorgi-fkhakadze-bavshvebshi-pnevmoniisgan-damtsavi-vaqtsinis-shesakheb-tsers/



„რაზე შეწუხდა ბატონი შალვა, ექიმმა აბა რაზე უნდა ისაუბროს?!” – გიორგი ფხაკაძე შალვა ნათელაშვილს პასუ

30/11/2021


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის კრიტიკას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:


„პოლიტიკოსები რომ მახსენებენ… გადავხედე რაზე შეწუხდა ბატონი შალვა… პოსტკოვიდური სიმპტომების და გრძელი კოვიდის გართულებების შესახებ ბოლო კვლევების შედეგები არ მოეწონა… ექიმმა აბა რაზე უნდა ისაუბროს?! გიზიარებთ ბოლო სამედიცინო ინფორმაციას გასაგებ და მარტივ ენაზე, რომ იყოთ „ინფორმაციულად” შეიარაღებული და მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება.

„შელამაზებული” და „ტკბილი ტყუილი” არ არის გამოსავალი ამ პანდემიის დროს. თქვენი ჯანმრთელობა თქვენს ხელშია.

ჯანმრთელობას გისურვებთ… პ.ს. თუ რამე არ მოგწონთ, ნუ გამოიწერთ ჩემს გვერდს. უკეთესია საერთოდ დაბლოკოთ ჩემი გვერდი”, – წერს “ფეისბუქის” პირად გვერდზე “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/raze-shetsukhda-batoni-shalva-eqimma-aba-raze-unda-isaubros-giorgi-fkhakadze-shalva-natelashvils-pasukhobs/


გიორგი ფხაკაძის ახალი ინიციატივა -კორონავირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური…

11/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი

გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას მოუწოდებს,

დაიცვან ორმეტრიანი დისტანცია და ატარონ სამედიცინო პირბადე, –

გადავარჩინოთ ჩვენი ბავშვები, ჩვენი ბებიები და ბაბუები, ჩვენი მშობლები,

ჩვენი თავი და ჩვენი ქვეყანა.


„საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზა ამ ეტაპისთვის პირბადე და დისტანციაა. გთავაზობთ, მსგავსი კამპანიის წამოწყებას სხვადასხვა სოციალურ ქსელში.გავაკეთოთ სასიხარულო ვიდეოები, ლექსები, მე კი ჩემს “ინსტაგრამსა” და “ტიკ-ტოკზე” დავდებ.

ვიღაცას თუ არ მოსწონს ფხაკაძე, აგერ ფხაკაძის ბუზი არსებობს კიდევ, დააჯდა ვიღაცეებს და იგრძნეს. ნუ გააღვიძებთ იმ ბუზს. არ გვინდა. ეს ბუზი უნდა წავიდეს და სხვაგან უნდა იყოს. თქვენ გააკეთეთ თქვენი საქმე.“


საბავშვო პირბადეები 10 მარტიდან იქნება ხელმისაწვდომი საქართველოში, ბევრ აფთიაქში. იყიდეთ მხოლოდ ქართული, ისწავლეთ, რომ ქართული არის კარგი, უნდა ვისწავლით, რომ ვიყიდოთ ყველაფერი ადგილობრივი წარმოების – ყველა პროდუქტი. ციტმედმა გადაწყვიტა, საბავშვო პირბადეები გაყიდოს 18 თეთრად.


ლინკი:

https://www.accreditation.ge/post/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9D-%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%91%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%97%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A8%E1%83%98-10-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A9%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9D-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D-%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%91%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%90-2


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ პირბადეების გამოყენება საქართველოში შემცირდა და ეს საშინელებაა, თქვენ ხომ ხვდებით საითკენ მიდის ეს ყველაფერი, მთელი მსოფლიო ჩაკეტილია და საქართველომ გახსნა ქვეყანა. უნდა გავზარდოთ ცნობადობა, განსაკუთრებით რეგიონებში, რომ პირბადე არის ერთადერთი გამოსავალი, – გადავარჩინოთ ჩვენი ბავშვები, ჩვენი ბებიები და ბაბუები, ჩვენი მშობლები, ჩვენი თავი და ჩვენი ქვეყანა.


„რჩევებსა და მითითებებს ვაძლევდი, ყურიდან-ყურში ატარებენ ყველაფერს. ჩემს სიტყვებს გაიხსენებთ, – აპრილში მესამე ტალღა მოდის. ამაზე აღარც ვსაუბრობ, მთელს მსოფლიოში ვირუსის გავრცელებამ 7%-ით მოიმატა, საქართველოში ყველაფერი ისევ დაბლა არის. იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩვენი ერთადერთი იარაღი არის პირბადე და ორმეტრიანი დისტანცია. სოციალური ქსელით გაავრცელონ თუნდაც იუმორისტული ტიპის აუდიო, ფოტო ან ვიდეო მოწოდებები და ამ მეთოდით მიაწოდონ მოსახლეობას ინფორმაცია, – ატარონ სამედიცინო პირბადე!


ყველგან არის ვირუსი, ჩინეთზე არ მაქვს ლაპარაკი. საქართველოში ყველაფერი „კარგად არის”, ვირუსი არ არის, ჯანდაცვის სისტემა დალაგებულია, და ა.შ მთავრობა ახლა თამაშობს ძალიან ცუდ თამაშს, ცდილობენ, თქვენ დაგაბრალონ, ვირუსის გავრცელება რომ გაიზარდა. მე ხომ გითხარით, აპრილში იქნება მესამე ტალღა, გითხარით, -ნ გაგაფრთხილეთ, ზოგმა გამლანძღა, ზოგმა შემაგინა, ახლა კი ამბობენ, შემცირდა პირბადის მოხმარება, ეს არის რაღაც „ბჟუტური!” რის საფუძველზე აცხადებენ, „აბოლებენ” ხალხს”, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.


საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების ერთი შემთხვევა დადასტურდა.


„რეინფიცირების ერთი შემთხვევაა დადასტურებული, სამთვიანი შუალედით. იქ არის ერთი და იგივე შტამის მუტანტი, ოღონდ სულ იდენტური არ არის. არის გენომში ცვლილებები, -არ არის ეს ბრიტანული ან სხვა შტამი. არ მინდა, შემეშლოს ასაკი, რეინფიცირების შემთხვევა დაუდასტურდა ადამიანს, რომელიც არ არის ხანდაზმული. იცით, რომ თუ ეს 95 პროცენტამდე ავიყვანეთ, ძალიან ბევრი მონაცემი სერიოზულად გაგვიუმჯობესდება ქვეყანაში და ნაკლები დაზიანება გვექნება მოსახლეობაში. ამიტომ, მასმედიას გთხოვთ, პირბადეზე გავამახვილოთ განსაკუთრებული ყურადღება“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.


„ჰელსმეტრიკის“ ინსტიტუტთან ერთად ვაკვირდებით პირბადის ტარების მაჩვენებელს ქვეყანაში. სამწუხაროდ, როდესაც ჩვენ ვიყავით თითქმის 75 პროცენტზე ასული და შემდეგ 66-ზე ჩამოვედით, გუშინდელი მონაცემებით, ეს არის 43 პროცენტი და ეს არის ძალიან ცუდი.


უმორჩილესად გთხოვთ ყველა ტელევიზიას, ყველა საინფორმაციო საშუალებას, -დრო მაქსიმალურად დაუთმეთ,- იყოს მორბენალი სტრიქონი, გადაცემები, შესაბამისი გზავნილები მასმედიის საშუალებით, პირბადე ერთ-ერთი მთავარი დაცვის საშუალებაა – ადამიანებს მიაწოდეთ ინფორმაცია. ქვეყანაში შემსუბუქების რამდენიმე ეტაპი უკვე მოვიტოვეთ, შესაძლებელია, თუ ამ მასშტაბის ეპიდსიტუაცია შევინარჩუნეთ, კიდევ იყოს საუბარი გარკვეულ შემსუბუქებებზე. მთავარი დამცავი საშუალების, პირბადის ტარების მაჩვენებელი უნდა გავზარდოთ.


თუ ეს 95 პროცენტამდე ავიყვანეთ, ძალიან ბევრი მონაცემი სერიოზულად გაგვიუმჯობესდება ქვეყანაში, გვექნება ნაკლები დაზიანება მოსახლეობაში. 43 პროცენტზე ჩამოსვლა, ჩათვალეთ, არის საგანგაშო, განსაკუთრებით, ამ შემსუბუქებების ფონზე, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს ეპიდსიტუაციის სერიოზულ გაუარესებამდე. აღნიშნული მაჩვენებელი საგანგაშოა. შესაძლოა, ეპიდსიტუაციის სერიოზულ გაუარესება გამოიწვიოს, განსაკუთრებით, შემსუბუქებების ფონზე. ჩვენ, მარტსა და აპრილში თუ შევინარჩუნებთ ეპიდსიტუაციას ამ ფარგლებში, რაც დღეს გვაქვს, – თბილ პერიოდში, მაის-ივნისში, ჩვენ შევალთ კარგი მაჩვენებლებით და დაზიანება ქვეყანაში მოსახლეობის, მხედველობაში მაქვს დაინფიცირება, სიკვდილიანობა და სხვა, იქნება გაცილებით მცირე. ყველას უმორჩილესად გთხოვთ, პირბადე იყოს ერთ-ერთი მთავარი, რაზეც გავამახვილებთ ყურადღებას, ისევე როგორც დისტანცია – განსაკუთრებით ახლა, როდესაც გაიხსნა შიდა სამასპინძლო დაწესებულებები, დიდ თავშეყრებს, თავი ავარიდოთ ქეიფებს. მხედველობაში მაქვს დაინფიცირება, სიკვდილიანობა და სხვა, იქნება გაცილებით მცირე. ყველას უმორჩილესად გთხოვთ, პირბადე იყოს ერთ-ერთი მთავარი, რაზეც გავამახვილებთ ყურადღებას, ისევე როგორც დისტანცია – განსაკუთრებით ახლა, როდესაც გაიხსნა შიდა სამასპინძლო დაწესებულებები, დიდ თავშეყრებს, ქეიფებს თავი ავარიდოთ.


დღევანდელ შეხვედრაზე იყო საუბარი საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილების შეზღუდვის მოხსნაზე, თუმცა, ერთდროულად ყველა შეზღუდვის მოხსნის რეკომენდაციას ვერ ვიძლევით.


1-2 კვირა მაინც უნდა დავაკვირდეთ, შემდეგ მივიღოთ შემდეგი გადაწყვეტილება. არსებული ვითარება თუ შევინარჩუნეთ, ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება.


უმორჩილესად გთხოვთ ყველა ტელევიზიას, ყველა საინფორმაციო საშუალებას, რომ მაქსიმალურად დაუთმეთ დრო და ადამიანებს მიაწოდეთ ინფორმაცია, იყოს მორბენალი სტრიქონი, გადაცემები, შესაბამისი გზავნილები მასმედიის საშუალებით, რომ პირბადე ერთ-ერთი მთავარი დაცვის საშუალებაა. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ქვეყანაში შემსუბუქების რამდენიმე ეტაპი უკვე მოვიტოვეთ და შესაძლებელია, თუ ამ მასშტაბის ეპიდსიტუაცია შევინარჩუნეთ, კიდევ იყოს საუბარი გარკვეულ შემსუბუქებებზე. მთავარი დამცავი საშუალების, პირბადის ტარების მაჩვენებელი უნდა გავზარდოთ.


იცით, რომ თუ ეს 95 პროცენტამდე ავიყვანეთ, ძალიან ბევრი მონაცემი სერიოზულად გაგვიუმჯობესდება ქვეყანაში და ნაკლები დაზიანება გვექნება მოსახლეობაში. ამიტომ, მასმედიას გთხოვთ, პირბადეზე გავამახვილოთ განსაკუთრებული ყურადღება. 43 პროცენტზე ჩამოსვლა, ჩათვალეთ, არის საგანგაშო, განსაკუთრებით, ამ შემსუბუქებების ფონზე, რომელმაც შეიძლება მიგვიყვანოს ეპიდსიტუაციის სერიოზულ გაუარესებამდე. თუ ჩვენ, მარტსა და აპრილში, შევინარჩუნებთ ეპიდსიტუაციას ამ ფარგლებში, როგორშიც დღეს ვართ, მაშინ უკვე, თბილ პერიოდში, მაის-ივნისში, ჩვენ შევალთ კარგი მაჩვენებლებით და დაზიანება ქვეყანაში მოსახლეობის, მხედველობაში მაქვს დაინფიცირება, სიკვდილიანობა და სხვა, იქნება გაცილებით მცირე. ამიტომ, ყველას უმორჩილესად გთხოვთ, პირბადე იყოს ერთ-ერთი მთავარი, რაზეც გავამახვილებთ ყურადღებას, ისევე როგორც დისტანცია – განსაკუთრებით ახლა, როდესაც გაიხსნა შიდა სამასპინძლო დაწესებულებები, დიდ თავშეყრებს, ქეიფებს თავი ავარიდოთ,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


„რა გვეშველება, ოღონდ მართლა!“ – გიორგი ფხაკაძის მიმართვა

22/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„საინტერესო იყო. ჩემმა ჩართვებმა მეტნაკლებად გაანათლა ბევრი ადამიანი (ჩემი არა ერთი მოსაზრება მოვისმინე), მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგ-ზოგიერთებს წიგნის წაკითხავს ვურჩევ… რა გვეშველება, ოღონდ მართლა!..

ბოლო სიახლეებს მსოფლიოდან და ჩემს მოსაზრებას იმაზე, რაც ხდება საქართველოში, ხვალ საღამოს მოგახსენებთ. ჯანმრთელობას გისურვებთ!“ – წერს პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე.

გადაცემა პრაიმშოუ – თემა: ვაქცინაცია

ვიდეო – https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=314223590376247


კლინიკებში კოვიდინფიცირებულის მკურნალობას თავის თავზე იღებს სახელმწიფო ბიუჯეტი. ის ადამიანები, ვინც უარს იტყვიან აცრაზე, თავისი ჯიბიდან უნდა გადაიხადონ გართულებების შემთხვევაში თანხა…



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights