სამშაბათი, აპრილი 21, 2026

„ლიცენზია კი არა, დიპლომი უნდა დაახიო თავზე“ – ვისზე საუბრობს გიორგი ფხაკაძე

19/09/2021

ამერიკაში, ორეგონას შტატში ექიმს ჩამოერთვა ლიცეზია – პირბადე არის მავნეო. როდის დადგება დრო, როცა საქართველოში ანალოგიურ ნაბიჯებს გადავდგამთ?!, – ამის შესახებ ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე აცხადებს.


„ბევრს ნამდვილად ლიცენზია კი არა, დიპლომი უნდა დაახიო თავზე …. ვის?! პირველ რიგში, იმათ, ვინც ამბობს, რომ სამედიცინო პირბადე „მავნეა“, ან „არ შველის“, ან უკეთიათ, მაგრამ არასწორად. ვაქცინები „არაა საჭირო“, ან „კოვიდგადატანილებს არ სჭირდება“, ან თვითონ არ არიან აცრილები.

ვიცი, სიმართლე მწარეა და ისიც ვიცი, რომ ბევრს გულზე არ ვეხატები … ვხედავ, აგერ ჩემი ვიდეოების მონტაჟებს აკეთებენ, დისკრედიტაციას ცდილობენ, შავი პიარი ჩემს წინააღმდეგ ჩართულია … მაგრამ, ვის ან რას ებრძვით … ებრძვით სიმართლეს ანუ საკუთარ თავს ებრძვით.

არაპროფესიონალიზმი კლავს, ტყუილი კლავს, მე მაინც ვიტყვი სიმართლეს, მე მაინც არ გავჩუმდები. რატომ? უბრალოდ, მიყვარს ჩემი სამშობლო, მეტი არაფერი… და თქვენ გიყვართ თქვენი სამშობლო?!“, – აცხადებს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/litsenzia-ki-ara-diplomi-unda-daakhio-tavze-visze-saubrobs-giorgi-fkhakadze/


„ამოწყვიტეთ ქართველები… კისერზე გადევთ ამ ხალხის აცრა.. თქვენ ხართ ფაშისტები” – მწვავე დაპირისპირება

25/03/2022

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პანდემიის დასასრული თუ მცირე პაუზა?! – ეს იყო თემა, რომელიც ქართველმა ეპიდემიოლოგებმა და საქართველოში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა “რუსთავი 2”-ის გადაცემაში “ღამის პრაიმ-თაიმი” განიხილეს.

გადაცემას დაპირისპირების გარეშე არ ჩაუვლია.


რუსთავი 2”-ის გადაცემაში – “ღამის პრაიმ-თაიმი” ვაქცინაციის საკითხთან დაკავშირებით ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე და უფოლოგი, პარანორმალური მოვლენების მკვლევარი, ერეკლე შონია.


თემა: პანდემიის დასასრული თუ მცირე პაუზა?!


-„სამყაროში ყველაფერი ინფორმაციის ნაკადებით იმართება.. პანდემია არის ინფორმაციული წნეხი, პლუს არის ფარმაკოლოგიური მაფია, რომელსაც ეს ბატონი წარმოადგენს”, – აღნიშნა ირაკლი შონიამ გიორგი ფხაკაძეზე.

გიორგი ფხაკაძემ უპასუხა:

-„თქვენ ხართ ფაშისტები, თქვენ არაფრით ხართ განსხვავებული პუტინის ფაშისტებისგან, რუსეთი უკრაინაში, თქვენ კი საქართველოში ანადგურებთ ადამიანებს, თქვენს მიერ არის მოკლული 50 ადამიანი, ამოწყვიტეთ ქართველები იარაღის გარეშე.

ირაკლი შონიამ გიორი ფხაკაძეს მიმართა:

-„თქვენ ხართ ამაში გარეული. კისერზე გადევთ ამ ხალხის აცრა.. ვინ არის ჩვენს შორის დაფინანსებული ზემოთ გაირკვევა, ღმერთი გაარკვევს, გიორგი შენ ცოტა ხანში მოგეკითხება”.


გადაცემა ნახეთ

აქ:

ვიდეო – https://fb.watch/bZkRjX9d2V/

https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=1954492084753306





Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



„ჭიები ვნახე პირბადეშიო, თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ…“ – გიორგი ფხაკაძის მიმართვა

09/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას მიმართავს:


ვიდეო

https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=10160102907395579


„ჭიები ვნახე პირბადეშიო, თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ…” – გიორგი ფხაკაძის მიმართვა საზოგადოებას…



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


საქართველოში შემოტანილი “ფაიზერის” ვაქცინა უსაფრთხო და ვადიანია – გიორგი ფხაკაძე

27/09/2021

დიპლომირებული მედიკოსი, ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოს მოსახლეობას ამშვიდებს და აცხადებს, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა, რომელიც ქვეყანაშია, უსაფრთხო და ვადიანია.


„ფაიზერის” კოვიდვაქცინის შენახვის ვადა დღესდღეობით არის 10 თვე

საქართველოში შემოტანილი “ფაიზერის” ვაქცინა არის: უსაფრთხო, ეფექტური, ხარისხისნი და რა თქმა უნდა არის ვადიანი. უვადო ვაქცინის გამოყენებას კრძალავს თვით მწარმოებელი, ფაიზერის ვაქცინის შენახვის ულტრაცივ პირობებში აკონტროლებს თვით მწარმოებრლი.


Pfizer – ფაიზერის ვაქცინის ულტრა დაბალ ტემპერატურაზე (-90 გრადუსიდან -60 გრადუსამდე) შენახვის ვადა არის 6 თვე. ეს არის მწარმოებლის ოფიციალური ინსტრუქცია. ამერიკის წამლის სააგენტომ 2021 წლის 22 აგვისტოდან დაადგინა, რომ ფაიზერის ვაქცინის ვარგისიანობის ვადა გაზრდილია 6 თვიდან 9 თვემდე.

პრაქტიკულად, ფაიზერის ყველა ვაქცინის ვარგისიანობა ითვლება შემდეგნაირად: წარმოების თარიღი + 9 თვეშენახვის პირობები (-90 გრადუსიდან -60 გრადუსამდე)

ასევე, ულტრა დაბალი ტემპერატურიდან ნორმალურ, დაბალ ტეპერატურაზე (2°C-დან 8°C-მდე) ვაქცინა შესაძლოა, შენახულ იქნას 31 დღე.

დასკვნა: ფაიზერის ვაქცინა წარმოებიდან მოხმარებამდე/გამოყენებამდე შეიძლება, შენახულ იქნას 10 თვე“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/saqartveloshi-shemotanili-faizeris-vaqtsina-usafrtkho-da-vadiania-giorgi-fkhakadze/


რას ამბობდა და რას ამბობს – რატომ გამოიწვია საზოგადოების ნაწილში ნეგატივი გიორგი ფხაკაძის სიმართლემ…

01/06/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil


პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე ტრადიციულ ლაივ- ჩართვებში ყოველდღიურად აწვდის ინფორმაციას საზოგადოებას ეპიდვითარებასა და ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

ბოლო პერიოდში, ვაქცინების შესახებ მისმა საუბარმა საზოგადოების ნაწილის კრიტიკა გამოიწვია.

საზოგადოების ნაწილი ნეგატიურად იღებს იმ ინფორმაციას, რასაც გიორგი ფხაკაძე ვაქცინების ხარისხზე ავრცელებს.


ნახეთ ვრცლად:

ლინკი:

https://old.primetime.ge/ras-ambobda-giorgi-fkhakadze-pandemiis-datskebisas-da-ratom-gamoitsvia-sazogadoebis-natsilshi-negativi-misma-simartlem



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




„ასპირინთან ერთად მომიტანეს კორონა…“ – გიორგი ფხაკაძე

23/06/2022



აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:

„გავცივდი, ყველა მეგობართნ პირბადე არ მეკეთა, მოდიოდა ხალხი, მივლიდნენ, ასპირინი მოჰქონდათ, ამ ასპირინთან ერთად მომიტანეს კორონა. ვითომ კარგად ვიყავი, თან არ ვიყავი კარგად. სამი დღე მქონდა გაციება, შემდეგ ერთი დღე არაკომფორტულად ვიგრძენი თავი. მალევე დამირეკა ჩემმა მეგობარმა, რომელმაც ასპირინი მომიტანა და მითხრა რომ ცუდად იყო, გაიკეთა ტესტი და აღმოჩნდა დადებითი, მეც იმ წუთასვე გავიკეთე და კოვიდი აღმომიჩნდა. შემდეგ გავქანდი ლაბორატორიაში PCR ტესტი გავიკეთე და დამიდასტურდა.


დასკვნა ასეთია ერთი დღე ვიყავი ცოტათი მოთენთილი – ეს იყო ჩემი კოვიდი. იზოლაციაში ვიყავი, ყველაზე მეტად ვფრთხილობდი რომ სხვისთვის არ გადამეცა. ფაქტობრივად უსიმპტომოდ გადამიარა.


დავადგინე რომელი კოვიდიც მქონდა, ეს არის BE 5 ომიკრონის ახალი ტიპი, რომელიც ევროპაში ყველგან არის გავრცელებული. ვინც აცრილია იმათ ძალიან იოლად გადააქვთ”.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



წყარო: https://akhalitaoba.ge/2022/06/aspirinthan-erthad-momitanes-korona-giorgi-phkhakadze/


კარგი ამბებით უნდა დავიწყო… – რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

01/02/2022


ბუსტერდოზები 70%-ით იცავს ჰოსპიტალიზაციისგან (საავადმყოფოში არ მოხვდებით)“, – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს და შესაბამის სტატისტიკის სურათს აქვეყნებს.


მისი თქმით, კოვიდის ომიკრონის ვარიანტი, დელტასთან შედარებით, უფრო მსუბუქად მიმდინარეობს.

„2022 წლის პირველი “კოვიდ-ამბები”. რა თქმა უნდა, კარგი ამბებით უნდა დავიწყო.

ქვემოთ მოცემული გრაფიკა აჩვენებს ლონდონის რეანიმაციული საწოლების მდგომარეობას 2013 წლიდან დღემდე. ლურჯი ფერის გრაფიკა არის შარშანდელი მდგომარეობა (როცა ვაქცინაცია არ იყო- იანვარ-თებერვალი) და დღევანდელი მდგომარეობა ასახულია შავი გრაფიკით, სადაც ნათლად ჩანს, რომ ვაქცინაცია მუშაობს

დიახ, კოვიდის ომიკრონის აფეთქება კი არის ლონდონში, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ვაქცინაციიის მაღალი მაჩვენებელი (71% ორჯერ ვაქცინირებული და 51% ბუსტერით ვაქცინირებული) იცავს ადამიანებს რეანიმაციაში მოხვედრისგან. ეს არის ფაქტი

ბუსტერდოზები 70%-ით იცავს ჰოსპიტალიზაციისგან (საავადმყოფოში არ მოხვდებით)

კოვიდის ომიკრონის ვარიანტი, დელტასთან შედარებით, უფრო მსუბუქად მიმდინარეობს და დამძიმება/საავადმყოფოში გადაყვანა/მკურნალობა 3-ჯერ ნაკლებია ანუ დელტა ვარიანტის დროს 50 ინფიცირებული ადამიანიდან 9 ადამიანს სჭირდებოდა ჰოსპიტალში გადაყვანა სამკურნალოდ, ომიკრონის დროს კი მხოლოდ 3 ადამიანს თუ დასჭირდება ჰოსპიტალიზაცია.

გახსოვდეთ, ომიკრონი არის კორონა ვირუსი და პოსტკოვიდური მდგომარეობა ისევ გამოწვევად რჩება ყველასთვის, ვინც გადაიტანა კორონა სიმპტომურად (გამოხატულად ჩანდა, რომ ავად იყავით – სიცხე, სურდო, კუნთების ტკივილი, კანზე გამონაყარი და ა. შ.), თუ უსიმპტომოდ (არაფერი გაწუხებდათ, მხოლოდ ტესტმა აჩვენა, რომ კორონათი ინფიცირებული ხართ).

დაიცავით საკუთარი თავი, დაიცავით თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანები და ყველაფერი კარგად იქნება“, – წერს გიორგი ფხაკაძე.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/kargi-ambebit-unda-davitsko-ra-informatsias-avrtselebs-giorgi-fkhakadze/


„ძალიან კარგი სიახლე გვაქვს…“- გიორგი ფხაკაძე

01/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე – რა ხდება, საქართველოში?!


„103 ქვეყანა უკვე ახორციელებს სხვადასხვა ტიპის ვაქცინაციას. ისიც უნდა გავითვალისწინო, რომ ამ ქვეყნებიდან ყველა არ ატარებს კარგ ვაქცინაციას (ზოგი არის ჩინური, ზოგი რუსული, რომლებიც ჯერ ბოლომდე დამტკიცებული არ არის). მსოფლიოში ორი ვაქცინა არის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული. ძალიან კარგი სიახლე გვაქვს, რომ შეიარაღებაში შემოვიდა „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინა, რომელიც იქნება ერთერთი ყველაზე დიდი მნიშვნელოვანი პროცესი, რადგან ეს არის ჩვეულებრივ მაცივარში შესანახი ერთდოზიანი ვაქცინა. არ არის ისეთი ეფექტური, როგორც ფაიზერი, მაგრამ ძალიან დიდ საქმეს გააკეთებს. კიდევ იქნება რამდენიმე თვეში რამდენიმე ვაქცინა. ზაფხულისთვის იქნება სხვადასხვა ტიპის ვაქცინა და წამლები.


ვაქცინებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს სახელმწიფოები ახორციელებენ. ვიღაცა, კერძო თუ იწყებს მოლაპარაკებას, ეს არის ფეიკი, შავი და არასწორი. ვაქცინაციაზე ბატონი ამირანი უნდა იყოს პასუხისმგებელი“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ ტელეკომპანია TV „პირველის“ ეთერში.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„ამაზე უკეთესი საშუალება, სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს და ახლო მომავალშიც არ იქნება!“

24/02/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე – ვაქცინა, პირბადეები, ელექტრონული ბარათები!- რა არის, გამოსავალი?!


„გამოსავალია, – ერთობლივი ძალებით ვნახოთ გამოსავალი. იმიტომ, რომ მთავრობა თავის საქმეს ვერ აკეთებს, სამწუხაროდ, სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ აკეთებენ ან არ აკეთებენ, თუ სხვა მიზეზია, ვერ გავიგე!


გადავიდეთ თვითრეგულაციაზე. თვითრეგულაცია არის, -„სახალხო კონტროლი“. იმიტომ, რომ სახელმწიფო ვერ აკონტროლებს, კომპანიები თავის თავს ვერ აკონტროლებენ (ზოგი აკონტროლებს, ზოგი ვერა). პრაქტიკულად, საქართველოს ჯანდაცვის სფეროში, მთლიანად, რაც ეხება ჯანდაცვას, არანაირი კონტროლი არ არსებობს! ან არის ჩამოშლილი, ან არის „ფასადური“!


წლებია, ლაპარაკობენ და არავინ არ გადადგა კონკრეტული ნაბიჯი. დგას უკვე საკითხი, – ვინ მოკიდებს ამას ხელს?! ვხედავ, რომ საქართველოს ეს ნამდვილად სჭირდება! მაგრამ, როცა იწყებ რაღაც საქმეს, უნდა იყო ჩამოყალიბებული. არაერთხელ მქონდა მცდელობა, შევთავაზე საავადმყოფოებს და ა.შ. – იქნებ რამე გავაკეთოთ?! მაგრამ, – არა, -ინტერესი არის ნული, სახელმწიფოს ინტერესიც არის ნული!


პირბადეების საკითხმა თვითონ იფეთქა. პირბადეებთან დაკავშირებით, გადავწყვიტე, – დავიწყე – „პირბადეების სალხო კონტროლი!“ თქვენი დაჟინებული თხოვნით შედეგად, არაერთ კომპანიას მივმართე (რაც შეეხება სამედიცინო პირბადეს, სამედიცინო პირბადეების ხარისხს), სამედიცინო პირბადე არის ყველაზე მინიმალური, ყველაზე იაფი, ყველაზე მარტივი პროდუქტი, რომელიც იოლი შესამოწმებელია, იოლია ტრანსპორტირება (ყველაზე მარტივი სამედიცინო პროდუქტია, ასე ვთქვათ).


ერთადერთი გამოსავალი რაც არის ამ პანდემიის დროს, -ჩვენ გვჭირდება სამედიცინო პირბადე, მოქალაქეების უსაფრთხოება რომ იყოს დაცული, ორმეტრიანი დისტანცია და სამედიცინო პირბადე, – ამაზე უკეთესი საშუალება, სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს და ახლო მომავალშიც არ იქნება!


მე ადრე ვთქვი, გახსოვთ, ალბათ, საქართველოში ვაქცინა არ ჩამოვა ახალ წლამდე. ხომ გითხარით, ახლაც გეუბნებით, თებერვლის ბოლოს ვაქცინა საქართველოში არ შემოვა, – ასრულდა!


გითხარით, რომ, შეიძლება, ფრთხილად თუ არ ვიქნებით, აპრილში, მესამე ტალღა „აფეთქდეს“. ძალიან მინდა, რომ ვცდებოდე. სამწუხაროდ, ეს ბოლო წელიწადი, რასაც ვამბობ,- ხდება! ეს არანაირ სიამოვნებას არ მანიჭებს! როცა ვამბობ, არის მეცნიერული გათვლები! გვაქვს პრობლემა წინ და პრობლემა უნდა მოვაგვაროთ! როგორც ნოემბერში გავაკეთეთ, -„ავიწყვიტეთ“, აგვისტოში „ყველაფერი კარგად იყო“ და მივიღეთ ნოემბერი. ახლაც ხომ „ავიწყვიტეთ“, აპრილიც შორს არ არის. იმედია, რაღაც ზომები იქნება მიღებული და ფრთხილად შეხვდებით და არ იქნება ეს მეორე „აფეთქება“. მათემატიკური გათვლები არის, რომ აპრილში, შეიძლება, იყოს „აფეთქება“. გთხოვთ, გამოიყენოთ სამედიცინო პირბადე, რომელიც ახლა იყიდება „ავერსში“, „ციტმედში“ და პსპ-ში. დღეს, ვერც ერთ საბავშო პირბადეს ვერ მივცემ რეკომენდაციას, იმიტომ, რომ არ მინახავს აცრ ერთი სერიფიკატი!


სანამ მთელი მოსახლეობა, არ იქნება ვაქცინირებული, როგორც ისრაელში, პირბადის და ორმეტრიანი დისტანციის გარდა, სხვა გამოსავალი არ არის!

ქალბატონო ეკა, ელექტრონული ბარათების თემა არის ძალიან რთული საკითხი, რომელიც მე წამოვწიე წინ. -ვისაუბრე და ავუხსენი, რომ ეს არის აუცილებელი!


ელექტრონული ბარათი, ეს არის სახელმწიფოს მიერ გასაკეთებელი საქმე. აქ უკვე არის პოლიტიკური და ტექნიკური გადაწყვეტილება. მე, გიორგი ფხაკაძე მაგას ვერ გავეკეთებ! მე ამოვიღე ხმა, ვილაპარაკე. თქვენც უნდა ამოიღოთ ხმა, მიწერეთ!


ელექტრონული ბარათების სისტემა არსებობს ჯანდაცვის სამინისტროში, ჩვეულებრივ, ბრძანება არის გასაშვები, მაგრამ ყველას ეშინია „გადახტეს იმ ხრამში, მაგრამ უნდა „გადახტნენ“, იმიტომ, რომ სხვა გზა არ არის. არის ქაღალდმატარებლები და საავადმყოფოებშია ცალ-ცალკე სოფტები, ეს ყველა სოფტი არის ძალიან დიდი დანაშაული, არასწორი მიდგომა არის. ჩვენ ვართ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში.


ელექტრონულ ბარათებს აქვს ორი მიმართულება. რატომ არის, ელექტრონული ბარათები კარგი? – ელექტრონულ ბარათზე არის თქვენი დაავადების ისტორია, თქვენი ყველა ტესტი, სისხლის ტესტი, რენტგენის პასუხი, კატეს, კომპიუტერული ტომოგრაფიის, – ყველაფერი ეს მოთავსებული იქნება ერთ ადგილას,- ელექტრონულად1 დაასკანერებენ და იქნება თქვენს ტელეფონში და ეს ინფორმაცია იქნება დალაგებული, იქნება ელექტრონული ბაზა (როგორც არის ისრაელში), თუ გაქვთ მიმდინარე ვაქცინები გასაკეთებელი, თუ გაქვთ დიაბეტი ან სხვა ქრონიკული დაავადება, ნახავს სისტემა! ბევრი ხმარობს ელექტრონულ საათსაც! თქვენს მკურნალ ექიმს ექნება ყველა ინფორმაცია პაციენტთან დაკავშირებით!


მაგალითად, გაიკეთეთ სისხლის ანალიზი, პასუხი ქაღალდზე კი არ იქნება, ელექტრონულ ბარათებზე იქნება! წარმოიდგინეთ, – თქვენს ტელეფონში, აპლიკაცია (როგორც ბანკის აპლიკაცია) გექნებათ კოდი. ძველი ტესტების პასუხებიც, ყველაფერი უნდა იყოს ერთად დალაგებული, როგორც წიგნების თაროებზე გაქვთ ჩაწყობილი ყველაფერი! ბავშვობის ისტორიებიც რომ იყოს დატანებული, კარგია, იმიტომ, რომ, მაგალითად, ჩვენ როცა ვიზრდებით, აუცილებელია, ვნახოთ დინამიკა, -გულის დინამიკა სისხლის ანალიზების დინამიკა (შეიძლება, ხუთი წლის წინ სხვა, სისხლის ანალიზი გქონდათ, წელს სხვა)… ძალიან ბევრი სამედიცინო ინდიკატორი იქნება. ელექტრონულად ეს იქნება მარტივი, – წონის კონტროლიც კი! ძალიან ბევრი რეცეპტი იქნება ერთად! შეიძლება, ამოიბეჭდოს, შეიძლება, აფთიაქში აჩვენო რეცეპტი.


ქართველები, რომლებიც ცხობრობენ საზღვარგარეთ, კარგია მათთვის (გაქვთ ქრონიკული დაავადება და გჭირდებათ წამალი) და ეს წამალი ექიმმა გამოგიწერათ საქართველოში, რეცეპტი თუ გექნებათ ევროპაში (წესით 90% ქვეყნებში) და წარადგენთ, შეიძენთ წამალს! ანტიობიოტიკსაც კი.


ჯერ მივხედოთ პირბადეებს და შემდეგ ავირჩიოთ სხვა მიმართულება, „ორი კურდღლის მადევარი, ვერც ერთს ვერ დაიჭერს!“ ლაბორატორიებზეა საუბარი! – ვიდეო

ttps://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=10159979264410579




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„იქ თუ აკრძალულია, ჩვენთან რატომ არ არის აკრძალული? „ასტრაზენეკას“ ვაქცინები ნაყიდია, მაგრამ არ…

02/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



საზოგადოებრივ ჯანდაცვი ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი, ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოში ვაქცინაციის პროგრამის შესახებ საუბრობს:

„ყველა კათოლიკეს ვულოცავ დღევანდელ დღევაქცინას, ძალიან დიდი დღესასწაულია.

აღარ ვაპირებდი ვაქცინაციაზე საუბარს, უკვე დავიღალე ამაზე საუბრით. რასაც ვამბობ, 2-3 თვეში ხდება.

მე ვთქვი, სისულელეებს როგოც კი დავინახავ, აუცილებლად ვილაპარაკებ.

საქართველოში ფაიზერის და ასტრაზენეკას ვაქცინის საკითხი ვერ დაალაგეთ, რა ჩინური ვაქცინის შემოტანაზეა ლაპარაკი, რომელი კვლევების საფუძველზე აკეთებთ დასკვნას, ფეისბუქის კვლევების საფუძველზე?!

არაპროფესიონალიზმი მესმის, მაგრამ ასეთი დონის მავნებლობა რა უბედურებაა?

ხომ უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში ყველაფერში ფულის გაკეთება, აფერისტობა. ხალხნო, არ შეიძლება, რა!

ამოვიდა ყელში, კორუმპირებული ხალხის და არაპროფესიონალების ბუდეა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. გაანადგურეთ ქვეყანა, – მესამე ტალღა დაიწყო ქვეყანაში, გეუბნებით, იწყება მესამე ტალღა, მაგრამ არა,- მიდის ქეიფი და მერე გამოდიან შეწუხებული სახეებით.


პირდაპირ ვეუბნები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, ხართ ძალიან პატივცემული ხალხი, ყველა ვართ კოლეგები, გასაგებია, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი, გავიგეთ, რომ კორუმპირებულები ხართ, ქვეყანაში ეს ნებისმიერმა ადამიანმა იცის, ყველამ ყველაფერი იცის!

ერთი თხოვნა მაქვს, ამ სისულელეებს ნუ აყვებით!


თავის ნათესავებს, ოჯახის წევრებს გაუკეთონ ჩინური ვაქცინა!

ვაქცინა უნდა იყიდოთ მწარმოებლისგან, დადონ მწარმოების კონტრაქტი, სად არის მწარმოების კონტრაქტი?

მსოფლიოში ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით არის ძალიან ბევრი კითხვა, პირველი არის კორუფცია, შუამავლები ყიდიან ორჯერ, სამჯერ და ხუთჯერ ძვირად ამ ვაქცინებს!

ჩინეთის მთავრობა ცდილობს ე.წ. მსუბუქი პოლიტიკის გატარებას, მოგცემს 100 ათას ვაქცინას! ეს ცალკე პოლიტიკური ინსტრუმენტია!

გადასაყრელი ფული გაქვთ? – კი ბატონო, იყიდეთ! იმის მაგივრად, 100-100 ლარი დაურიგოთ მოსახლეობას, ამ სისულელეებზე ხარჯავთ ფულს!


დაასაწყობეთ ჩინური ვაქცინა. ვაი, თქვენი ბრალი, თუ დაიწყებთ ჩინური ვაქცინით აცრას, მე ვიქნები ყველაზე პირველი ანტივაქსერი ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით, 24 საათი ვიქნები ლაივში. ჩაგიგდებთ ამ ვაქცინაციის პროგრამას!

მე, რაც ინფორმაციული კამპანია მაქვს გაკეთებული ვაქცინასთან დაკავშირებით, არც ერთს არ გაგიკეთებიათ!

ამბობენ, ძლიერი მარეგულირებელია უნგრეთი, ვინ არის უნგრეთი?! კორუმპირებული, განადგურებული, ადამიანის უფლებები არ არის, ევროკავშირიდან გაგდებას უპირებენ!

საფრანგეთის მაგალითს რატომ არ იღებთ? გერმანიის მაგალითს რატომ არ იღებთ? ბრიტანეთის მაგალითს რატომ არ იღებთ?

უნგრეთი და ზიმბაბვეა შენთვის მაგალითი?


ესენი არიან მავნებლები! ყველაფერი ეს ხდება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან.

მე ჯანდაცვის სამინისტროსთან პრობლემა არა მაქვს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი უთხრის მიწას ჯანდაცვის სამინისტროს!

მე არაფრის მეშინია, იმიტომ რომ მე ვარ ერთადერთი, ვინც არ არის პოლიტიკაში და ბიზნესგარიგებებში გარეული. პოლიტიკოსებიც ხმას ვერ იღებენ, იმიტომ რომ გარეულები არიან ბევრ რამეში და ბოლომდე მაინც ვერ ლაპარაკობენ!


გამოდიან ყოფილი მინისტრები და ჭკუას გვარიგებენ. როცა იყავით თანამდებობებზე, მაშინ მიგეხედათ საქმისთვის! რა თქმა უნდა, ყველაზე არ მაქვს საუბარი. ვინც მართალია, ის თავის თავზე არ მიიღებს ამას.

ქვეყანა გაანადგურეს. ჰგონიათ, რომ გიორგი ფხაკაძე გაჩუმდება. საავადმყოფოების აკრედიტაციას მაინც გავაკეთებ, ძალიან რთულ საქმეს მოვკიდე ხელი და აუცილებლად გავაკეთებ. თქვენ არაფრის გამკეთებლები არ ხართ. განსაკუთრებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ეს არის მავნებელი ორგანიზაცია. ყველაზე ანტივაქსერული ორგანიზაცია არის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. რაც მაგათ ჩაიდინეს, ყველაფერი იმისკენ არის მიმართული, რომ ხალხს ვისაც გადაწყვეტილი ჰქონდა ვაქცინის გაკეთება, ამათ ყველაფერი გაასწორეს მიწასთან!


ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, ურთიერთობა მაქვს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრებთან, ვეხმარები და რჩევებს ვაძლევ, დამირეკეთ და შემეკითხეთ! ჯანდაცვის სამინისტრო მიკავშირდება, პრემიერ-მინისტრი მიკავშირდება, თანამდებობის სხვა პირებიც მიკავშირდებიან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ისეთი ჭკვიანები არიან, არ მიკავშირდებიან, იციან, რომ ღიად ვამბობ სიმართლეს, პირდაპირ ვეუბნები, რომ არ არიან მართლები. საქართველოში მათ ვერავინ ეწინააღმდეგება.


მთავრობა ამბობს, რომ ძლიერი მარეგულირებლის მიერ არის ვაქცინა აღიარებული. ვინ არის ძლიერი მარეგულირებელი? რემდისივერის შემოტანაზე როცა საუბრობდნენ, ამბობდნენ, ამერიკის წამლის სააგენტომ თქვა, უნდა შემოიტანოთო. მაქვს შეკითხვა, ასტრაზენეკას ვაქცინა ახლაც არ არის დარეგისტრირებული ამერიკაში, ამერიკაში ასტრაზენეკას ვაქცინით ხალხი არ იცრება. ამერიკის შეერთებულ შტატებში „ასტრაზენეკას“ ვაქცინები ნაყიდია, მაგრამ არ იყენებენ, ელოდებიან მარეგულირებელი როდის გასცემს პასუხს. მიპასუხეთ, ეფდიაის რეკომენდაცია არის თუ არა ძლიერი? თქვენ გგონიათ, ხალხს ინტერნეტი არა აქვს?

მე ჩემს საქმეს მაინც გავაკეთებ, ასეთ სისულელეებს არავის ვაპატიებ! ვარ და ვიქნები ხალხის სადარაჯოზე! რასაც მე ვაკეთენ, ნეტავ თქვენ აკეთებდეთ ამის 10%-ს. თქვენგან განსხვავებით მე არაფერს არ ვითხოვ, თანამდებობა არ მინდა, არ მაინტერესებს, პოლიტიკა არ მინდა და არც მაინტერესებს, არც ბიზნესი მაინტერესებს, შეიგნეთ!

ახლა საქმეს ვაკეთებ ჩემი რესუსრებით, ქრთამიც არ ამიღია ცხოვრებაში, სხვებისგან განსხვავებით!


ყველა სამსახური გამოცდების ჩაბარებით, ტესტირებებით მაქვს დაწყებულია, ასე მაქვს მიღებული ყველა თანამდებობა!

საქართველოში რომელ ექსპერტს უნდა ველაპარაკო? – კორუმპირებულს?!

ქვეყანაში არის ორი პრობლემა, – კოვიდი და რუსეთის ოკუპაცია! კონცეტრირებული უნდა იყოთ ამ ორ პრობლემაზე!


კანადაში და საფრანგეთში 55 წლის ქვემოთ მოსახლეობას ასტრაზენეკას ვაქცინას არ უკეთებენ, გარმენიაში აკრძალულია 60 წლის ქვემოთ მოსახლეობის ასტრაზენეკას ვაქცინით აცრა.

გეუბნებოდით, გაფრთხილებდით, – ფრთხილად იყავით!


სახელმწიფო ამბობს, ჩვენ ვუყურებთ ძლიერ მარეგულირებელს. ვინ არის ძლიერი მარეგულირებელი?! ზიმბაბვეს ჯანდაცვის სამინისტრო?! საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრო, გერმანიის ჯანდაცვი სამინისტრო, კანადის ჯანდაცვის სამინისტრო როცა გუბნება, 50-55 წლის ქვევით სასურველი არ არის „ასტრაზენეკას“ გამოყენება, ალბათ დასაფიქრებელია და ამას კიდევ მეორე მომენტი ემატება. ხალხს აქვს ინტერნეტი. უყურებენ ამ ინტერნეტს და ამბობენ, იქ თუ აკრძალულია, ჩვენთან რატომ არ არის აკრძალული? ამ ყველა კითხვაზე პროფესიული პასუხი უნდა იყოს გაცემული“.


ვაცხადებდი, მესამე ტალღა დიდი ხანია დაწყებულია, ორი კვირის წინ დაიწყო. ყველა ზომაა მისაღები. ხომ ვამბობდი, აპრილში იქნება მესამე ტალღა. ყველაფერი გააკეთეს, ეს რომ მომხდარიყო. მე თუ ვიცი, საფრანგეთიდან, რაც ხდება საქართველოში, იმათ არ იციან?

ვინ არის ამაში დამნაშავე? დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან უნდა წასულიყვნენ პენსიაში, უნდა გადამგდარიყვნენ ხელმძღავენლობაც, როცა პრემიერ-მინისტრი გადადგა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი არის ამაზე პასუხისგებელი. მე ვამბობ სიმართლეს. რაც მოხდება არასწორი, ვიტყვი მაშინვე. გიორგი ფხაკაძე არ იყიდება. რაც გინდათ, ის გააკეთეთ, ვერ გამაჩუმებთ, სიმართლეს ვიტყვი ყოველთვის. არ გავჩერდები! პირბადეებზე ფასის დაწევა ვერ მოინელეს, რაც გავაკეთე! ახლა ვაქცინით უნდა გააკეთონ ფული!

რაც პანდემია დაიწყო, რამე ტყუილი ვთქვი და არ მოხდა ჩემი ნათქვამი?


ამ მთავრობას საერთოდ არ აინტერესებთ არაფერი, განსაკუთრებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, თქვენი არ სჯერა მოსახლეობას!

ქვეყანა მიდის ქვემოთ, ქვეყანა ნადგურდება. კი არ უნდა შეაშინოთ ხალხი, გეგმა დადეთ.

იმიტომ ვნერვიულობ, რომ ჩემი ქვეყანაა. ორი კვირის წინ მე ვიყავი პირველი ადამიანი, ვინც თქვა, – საქართველოში მესამე ტალღა დაიწყო. მანამდე ყველას ეშინოდა ამის აღიარების. ფაქტია, სტატისტიკა არის ჯიუტი. მეცნიერება მარტივია, ორს რომ მივუმატოთ ორი არის ოთხი. შენ როცა გაქვს სხვადასხვა ინდიკატორები და მაჩვენებლები, ეს მაჩვენებლები დიდი მიწისძვრის წინ არის პატარ პატარა ტალღები. ზუსტად ამ მაჩვენებლებით შენ უკვე იგებ, რა არის მოსალოდნელი. პატარა მიწისძვრების შემდეგ უკვე იცი, მოსალოდნელია ცუნამი. ყველა მაჩვენებელი და ინდიკატორი აჩვენებს, საქართველოში მესამე ტალღა ორი კვირის წინ დაიწყო.


ეს არის პირველი მაჩვენებელი და თავს ნუ ვიტყუებთ. ტყუილების პროცესში უკვე ერთი წელია ვართ. რატომ ვიტყუილებთ თავს?! მე მაინც ვერ გავიგე. ამას მაინც შედეგი არ მოაქვს. საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ იმას, რაც გვქონდა ნოემბერში. ჩვენ ხომ თავი მოვიკატუნეთ,ნოემბერში ერთ-ერთი მწარე ფასი გადავიხადეთ მსოფლიოში.

დაიცავით ორმეტრიანი დისტანცია, ერთი-ორი გაჩერება თუ გაქვთ გასავლელი, ფეხით გაიარეთ, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, სამედიცინო პირბადეები ძალიან კარგი იწარმოება საქართველოში, ხელები დაიბანეთ ხშირად, კონდიციონერი არ შეიძლება, არ ისაუბროთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights