კვირა, აპრილი 19, 2026

გიორგი ფხაკაძე: მგონი ინდოეთში სექს-მუშაკების 99% მიცნობდა

28.22.2021 იმედი imedinews

პროფესორმა, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძემ გადაცემაში „ნოესთან“ ინდოეთში გატარებული წლები გაიხსენა, სადაც ფხაკაძე გარკვეული პერიოდის განმავლობაში სექს-მუშაკებს უფასოდ იკვლევდა და მკურნალობდა.

„ინდოეთის ყველაზე ძლიერ საავადმყოფოში, „აპოლო ჰოსპიტალში“ ვმუშაობდი. მე მგონი ყველა ასაკისა და​ გენდერის სექს-მუშაკების 99% მიცნობდა, იმიტომ რომ ყველა მყავდა გასინჯული, როგორც ექიმს. არა მარტო მათ, ვიცნობდი მათ პარტნიორებს – მუდმივებსა და არამუდმივებს“, – იხსენებს ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://imedinews.ge/ge/tabloidi/228575/giorgi-pkhakadze-mgoni-indoetshi-seqsmushakebis-99-mitsnobda

რატომ აიცრა გიორგი ფხაკაძე მოდერნას ვაქცინით – პროფესორის განმარტება

24/12/2021


„რატომ ავიცერი მოდერნას ვაქცინით?! არსებული ბოლო კვლევების მიხედვით, მოდერნას სრულ ბუსტერ დოზას აქვს 83-ჯერ უფრო ძლიერი დაცულობა, ფაიზერს კი-25-ჯერ“,- ამის შესახებ ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.


„მე ვარ მეცნიერი და მჯერა მეცნიერების. მჯერა მტკიცებულებაზე დაფუძნებული მედიცინის და მჯერა პროგრესის.

საქართველოში არის მხოლოდ ერთი მაღალეფექტური ვაქცინა- ფაიზერი. ეს ჩემი ბრალი ნამდვილად არ არის.

ჩინური ვაქცინები “პლაცებო” ვაქცინებია და საერთოდ არაეფექტურია განსაკუთრებით ახალი ვარიანტის წინააღმდეგ“,- წერს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/ratom-aitsra-giorgi-fkhakadze-modernas-vaqtsinit-profesoris-ganmarteba/




დაბალი ჰოსპიტალიზაცია, დაბალი სიკვდილიანობა – „ფაიზერის, მოდერნას და ჯონსონის ვაქცინებმა საკმაოდ…

16/03/2022

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„დღეს გამოქვეყნდა ამერიკაში ჩატარებული კვლევა, სადაც თავმოყრილია 10.6 მილიონი ადამიანის მონაცემები. კვლევამ დაადასტურა, რომ კოვიდის, ფაიზერის, მოდერნას და ჯონსონის ვაქცინებმა აჩვენა საკმაოდ მაღალი ეფექტურობა და კარგი შედეგები ანუ:
დაბალი ჰოსპიტალიზაცია,
დაბალი სიკვდილიანობა,
დიახ, საქართველოში არსებული ფაიზერის ვაქცინა (სხვა, სამწუხაროდ, არ არის, ჩინური ვაქცინები არაეფექტურია და ამაზე წინა პოსტები ნახეთ) მუშაობს და მართლა გეყოთ რუსული პროპაგანდის ნარატივის გამეორება! აიცერით– წერს „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.


#drpkhakadze Giorgi Pkhakadze

Data regarding Covid-19–related vaccination and outcomes during a 9-month period (December 11, 2020, to September 8, 2021) for approximately 10.6 million North Carolina residents
The effectiveness of the BNT162b2 (Pfizer–BioNTech), mRNA-1273 (Moderna), and Ad26.COV2.S (Johnson & Johnson–Janssen) vaccines in reducing the current risks of Covid-19, hospitalization, and death, as a function of time elapsed since vaccination.

RESULTS
For the two-dose regimens of messenger RNA (mRNA) vaccines BNT162b2 (30 μg per dose) and mRNA-1273 (100 μg per dose), vaccine effectiveness against Covid-19 was 94.5% (95% confidence interval [CI], 94.1 to 94.9) and 95.9% (95% CI, 95.5 to 96.2), respectively, at 2 months after the first dose and decreased to 66.6% (95% CI, 65.2 to 67. and 80.3% (95% CI, 79.3 to 81.2), respectively, at 7 months. Among early recipients of BNT162b2 and mRNA-1273, effectiveness decreased by approximately 15 and 10 percentage points, respectively, from mid-June to mid-July, when the delta variant became dominant. For the one-dose regimen of Ad26.COV2.S (5×1010 viral particles), effectiveness against Covid-19 was 74.8% (95% CI, 72.5 to 76.9) at 1 month and decreased to 59.4% (95% CI, 57.2 to 61.5) at 5 months. All three vaccines maintained better effectiveness in preventing hospitalization and death than in preventing infection over time, although the two mRNA vaccines provided higher levels of protection than Ad26.COV2.S.
CONCLUSIONS
All three Covid-19 vaccines had durable effectiveness in reducing the risks of hospitalization and death. Waning protection against infection over time was due to both declining immunity and the emergence of the delta variant.
https://www.nejm.org/doi/full/10.1056/NEJMoa2117128

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„შეიძლება, მთელი ცხოვრება დაგტანჯოთ“ – ნახეთ რას ამბობს გიორგი ფხაკაძე

13/09/2021

„პატივს ვცემ ქალბატონ თინას, რომ ასე საჯაროდ ისაუბრა ყველა პოსტკოვიდურ მდგომარეობაზე (გრძელ კოვიდზე)“,- ამის შესახებ ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე წერს.


„კოვიდის გადატანა (7-24 დღეში) ეს ერთი პრობლემაა, მაგრამ გრძელი კოვიდი არის ვერაგი მდგომარეობა, რომელმაც შეიძლება, მთელი ცხოვრება დაგტანჯოთ.

ფაიზერი და მოდერნა არ არიან უკვდავების ელექსირი, მაგრამ დაგიცავთ (არა 100%-ით) ვირუსისგან და თუ დაგემართათ ვირუსი, 50%-ით დაგიცავთ გრძელი კოვიდისგან.

აიცერით, სანამ დროა“,- წერს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/sheidzleba-mteli-tskhovreba-dagtanjot-nakhet-ras-ambobs-giorgi-fkhakadze/



როგორ აფასებს, გიორგი ფხაკაძე შეზღუდვების შემსუბუქებას- „სიტყვებიც არ მყოფნის,-ფრთხილად იყავით!“

26/02/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 25 თებერვლიდან შეზღუდვები მოიხსნა.


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე საქართველოში შეზღუდვები მოიხსნას ეხმაურება:


„სიტყვებიც არ მყოფნის, არ ვიცი, რა უნდა ვთქვა, რაც საქართველოში ხდება. მთავრობის გადაწყვეტილება არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, -არც სამედიცინო, არც ეპიდემიოლოგიურ, არც სამეცნიერო კუთხით. არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, რაც საქართველოში ხდება. ეპიდემია იმართება პოლიტიკოსების მიერ. -წერტილი.

მოკლევადიანი შედეგი დაინახეს და შეზღუდვების გადაწყვეტილება მიიღეს . ნურავის ჰგონია, – საქართველო არის განსხვავებული ქვეყანა, ვირუსი საქართველოს გვერდს აუვლის და საქართველო იქნება ოაზისი.


დიახ, საქართველო იყო ოაზისი ზაფხულში. გავიხსენოთ, რა მოხდა ნოემბერში. ჩემი მოწოდება, – აპრილისთვის უნდა ვიყოთ მზად, რათა , რაც შეიძლება ნაკლები ინფიცირებული, გვყავდეს, უგულვებელყოფილია. შესაძლებელია, აპრილში იყოს მესამე ტალღა, ამისთვის ქვეყანაში არაფერი კეთდება. რა გადაწყვეტილებაც მთავრობამ მიიღო, ძალიან დიდი ჯვარია დასმული, უკვე შეიძლება ითქვას, – ყველაფერი განმეორდება აპრილში“.


მისი თქმით, მსოფლიოში არ არსებობს მთავრობა, რომელმაც შეზღუდვების ამ დონეზე შემსუბუქების გადაწყვეტილება აქვს მიღებული.


„მსოფლიოში არ არსებობს მთავრობა, რომელმაც შეზღუდვების ამ დონეზე შემსუბუქების გადაწყვეტილება აქვს მიღებული, წარმოიდგინეთ, -არც ვაქცინაცია არ დაწყებულა. მე არ ვსაუბრობ ბელარუსიაზე, ჩვენთან საქართველოში იყენებენ ბელარუსისა და ჩრდილოეთ კორეას მაგალითებს. ვიღაც ამბობს, -ბელარუსიაში ხომ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ, ბელარუსში სტატისტიკა გვაქვს? იქ ოფიციალურად დიქტატურაა, ვისაც დიქტატურის დროს არ უცხოვრია, შევახსენებ, -პირველი, რაც ასეთ შემთხვევაში ხდება, არის სტატისტიკებით თამაში.


გაგიჟებული ვიყავი, როდესაც გავიგე, – სკოლები გახსნეს სრულიად მოულოდნელად. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადგინა, – პირბადე უნდა ატარონ ხუთი წლიდან და არა დოლბანდებით. მიკვირს,- ის მინისტრები კიდევ არსებობენ, ვინც დოლბანდები საქართველოში ჩამოიტანა. პროფესიონალიზმი აღარ არსებობს. ყველგან არის პოლიტიკა. როგორ შეიძლება, ყველაფერში არაპროფესიონალიზმი?


საქართველოში, ჯანდაცვის საკითხებში მრჩეველი რომ ვყოფილიყავიდა ეს გადაწყვეტილება მიეღო პრემიერს, გადავდგებოდი დაკავებული თანამდებობიდან. გასაგებია, – პრემიერი არ არის ეპიდემიოლოგი. არის ეპიდემიოლოგთა ჯგუფი, რომლებიც რეკომენდაციას აძლევენ მას. მათ თუ მისცეს რეკომენდაცია,- არ მოხსნილიყო შეზღუდვები, პრემიერ-მინისტრმა არ დაუჯერა, მე რომ ვყოფილიყავი მათ ადგილას, -გადავდგებოდი, ამით ვაჩვენებდი, – წინააღმდეგობას ვუწევდი, რესკონფერენციასაც გავმართავდი, ამბავს ავტეხდი, – ეს არის გენოციდი. შოკში ვარ, რაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება მოვისმინე. ისინი კიდევ თანამდებობაზე არიან, ეს ნიშნავს, რომ არიან კომუნისტური ეპიდემიოლოგები, რომლებიც კი არ აქვეყნებენ, ხატავენ სტატისტიკას. ამ დახატული სტატისტიკის საფუძველზე იმართება ქვეყანა. სამწუხაროდ, ქვეყანაში ცუდად განვითარდება მოვლენები. -ფრთხილად იყავით!


რასაც ვამობდი, -არ გამართლდა?! მეჩხუბებოდნენ, მეუბნებოდნენ, -პროვოკატორი ხარო. ზოგმა „ნაციონალად“ „მომნათლა“. არც ერთი პარტიის მხარდამჭერი არ ვარ, უბრალოდ ყოველთვის სიმართლეს ვამბობდი და ვამბობ. მე საფრანგეთში ძალიან კარგად ვარ. ყველა მხარეს დაპირისპირებაა, რეალურ საქმეზე არავინ ლაპარაკობს. არც ოპოზიცია. ხელისუფლებამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს ქვეყანას ძალიან ცუდად დაუჯდება“, – აცხადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე.



საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. ეკონომიკური საქმიანობის ეტაპობრივი აღდგენის გეგმის თანახმად:

1. სასტუმროები სამთო კურორტებზე გაიხსნება ხვალიდან, 25 თებერვლიდან;
2. სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები გაიხსნება 8 მარტიდან;
3. საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება ხვალიდან, 25 თებერვლიდან;
4. რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ შაბათ-კვირის გარდა ბათუმში 1-ელი მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან;
5. ამასთან, ძალაში რჩება 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა;
6. კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება 1-ელი მარტიდან;
7. სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ 15 მარტიდან;
8. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ 1-ელი მარტიდან 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20%-ის სავალდებულო ტესტირების პირობით;
9. უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ 1-ელი მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას – 15 მარტიდან;
10. სასკოლო წრეები ასევე განახლდება 15 მარტიდან;
11. მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ 1-ელი მარტიდან;
12. თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) 1-ელი აპრილიდან;
13. არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ 8 მარტიდან;
14. საკოორდინაციო საბჭომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება ქვეყანაში ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემდგომ შემსუბუქებაზე, კერძოდ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ PCR ტესტის ნეგატიური პასუხით 1-ელი მარტიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი. სახმელეთო საზღვრებზე ამ ეტაპზე ისევ ნარჩუნდება დღეს მოქმედი რეჟიმი.


ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში – საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შესახებ წერს:


„ქვეყნის სრულმაშტაბიანი გახსნა დაანონსდა, რაც თავისთავად კარგია, მაგრამ აღნიშნული ფაქტი რეგულაციების (და არა შეზღუდვების) გამკაცრების და მეცნიერებაზე დაფუძნებული ინფორმაციის სახელმწიფოებრივ დონეზე გამოყენების აცილებლობის წინაშე გვაყენებს.


კვლევებით დადგინდა, რომ ინფექციის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკის მატარებელია: რესტორნები, სატრენაჟორო სივრცეები, ბარები და კლუბები, ეკლესიები ან რელიგიური თავყრილობები.


ნაკლები რისკი შემცველია: ოფისები, სალონები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

პ.ს. ყველა ქვეყანას თავისი ტრადიცია და თავისებურება აქვს, ამიტომ ამ მონაცემების სრული ექსტრაპოლირება ჩვენთან 100%-ით ვერ მოხდება, თუმცა ძირითადი საკითხები მუდმივი და უცვლელია.


20 თებერვლის მონაცემებით პირბადის ტარების მაჩვენებლი 72 და 66% მდე ჩამოვარდა, სამიზნე 95%-ია!” – წერს ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში – საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შესახებ.“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

VIDEO: „ჩემი პირველი სიყვარული აქ არის…“ – ექსკლუზიური ამბები გიორგი ფხაკაძის შესახებ

07/10/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი საქართველოშია. გადაცემა, რომელიც გიორგი ფხაკაძეს ესტუმრა „ფარული კონვერტია“.

ორშაბათს, 22:00 საათზე ექსკლუზიურად ნახავთ გიორგი ფხაკაძის სასახლეს, რომელიც ძველ თბილისში მდებარეობს. ასევე, მასთან ერთად იმოგზაურებთ მის მშობლიურ ქუთაისში, სადაც ექსპერტი მეგობრებს და ახლობლებს ხვდება. აქვე, გადაცემიდან შეიტყობთ ბევრ უცნობ ამბავს ფხაკაძეების ოჯახზე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/video-etershi-ar-gvinda-rasats-vlaparakobt-aq-aris-eqskluziuri-ambebi-giorgi-fkhakadzis-shesakheb/





ჩვენ უნდა გავხსნათ ქვეყანა, ბიზნესი და ტურისტული სეზონი, მაგრამ მოვემზადოთ – გიორგი ფხაკაძე

06.05.2021 ajaratv.ge


გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ კოვიდპანდემიის მიუხედავად ქვეყანა, ბიზნესი და ტურისტული სეზონი უნდა გაიხსნას. ამისთვის კი სექტორი წინასწარ უნდა მოემზადოს.

გიორგი ფხაკაძის თქმით, აქვს რამდენიმე ახალი ინიციატივა, რომელსაც საქართველოში არსებულ ორგანიზაციებთან ერთად განახორციელებს. მათ შორის ერთ-ერთია ტურისტული სექტორის აკრედიტაცია. ეს არის კოვიდსერთიფიცირებული ტრანსპორტი და გიდები, ასევე კოვიდუსაფრთხო რესტორნები და სასტუმროები. ჯანდაცვის ექსპერტი ამბობს, რომ ქვეყანაში ჩამოსულ ტურისტს უსაფრთხო მომსახურების პაკეტი უნდა შევთავაზოთ.

”მოდით ვირუსს შევხედოთ თვალებში, ვაღიაროთ რომ ის ჩვენს ქვეყანაშია და კიდევ იქნება. შეშინებულები კი არ ვიყოთ, არამედ შეიარაღებულებმა ვებრძოლოთ. არ ვიყოთ სირაქლემას პოზიციაში, რომ ჩვენ ეს არ შეგვეხება. თუ გვინდა, რომ წავიდეთ წინ და ეკონომიკა გავზარდოთ, თუ გვინდა, რომ ადამიანურად ვიცხოვროთ, დავიბრუნოთ ბიზნესი და იყოს უსაფრთხო გარემო, უნდა ვაღიაროთ, რომ ვირუსი არსებობს და ვიცხოვროთ მასთან ერთად. ვისწავლოთ როგორ დავიცვათ თავი, ოჯახი, ჩვენი ქვეყანა და ტურისტები. თუ ჩვენ ამისი შეგრძნება, გვექნება წინ წავალთ.

თუ გვექნება შეგრძნება, რომ დავიკეტებით-გავიხსნებით და ასე დაუსრულებლად, არაფერი შეიცვლება. წელიწადნახევარი გავიდა და დავინახეთ, რომ ეს არ მუშაობს. რა ვქნათ ჩავიკეტოთ? ეს არ არის გამოსავალი.

საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაციასთან ერთად დავიწყეთ პროექტი, რამდენიმე დღეში გვექნება პირველი ტრენინგი. აჭარის რეგიონისთვის ეს ძალიან საინტერესო იქნება. იგეგმება გიდების სერთიფიცირება, მათ ეცოდინებათ როგორ უნდა მოიქცნენ, რომ თვითონ არ დაინფიცირდნენ და ტურისტებსაც არ გადასდონ ვირუსი” – განაცხადა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას გიორგი ფხაკაძემ.

ჯანდაცვის ექსპერტი ამბობს, რომ ვაქცინაცია ტურიზმისა და ქვეყნის გახსნის ერთ-ერთი ნაწილია, თუმცა პირბადის ტარება მაინც დაგვჭირდება.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ქვეყანაში ტურისტულ ორგანიზაციებში, რესტორნებსა და სასტუმროებში დასაქმებულების ვაქცინაცია იწყება.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://ajaratv.ge/article/76116

როგორია მიოკარდიუმის ინფარქტის რისკი კოვიდ გადატანილებში – ნახეთ, რას ამბობს გიორგი ფხაკაძე

12/12/2021


ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე გულის ყველაზე გავრცელებული, მძიმე და სახიფათო დაავადების შესახებ წერს და საზოგადეობას აფრთხილებს.

„მიოკარდიუმის ინფარქტი გულის ყველაზე გავრცელებული, მძიმე და სახიფათო დაავადებაა. მიოკარდიუმის ინფარქტის რისკი კოვიდ გადატანილებში არის 19-ჯერ უფრო მაღალი. ეს ფაქტია.

დაიცავით თავი, აერიდეთ კოვიდს”,- წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/rogoria-miokardiumis-infarqtis-riski-kovid-gadatanilebshi-nakhet-ras-ambobs-giorgi-fkhakadze/


ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პოსტკოვიდური ეპიდემია შევაჩეროთ – გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას…

14/10/2021

საქართველოში კორონავირუსის მეხუთე ტალღა დეკემბრის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი, ამის შესახებ პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე აცხადებს. მისივე თქმით, ამ ფონზე, საუკეთესო წამალი და გამოსავალი არის „ფაიზერის“ ვაქცინა, რომელიც ადამიანს იცავს შემდგომი კოვიდური გართულებებისგან.


„ყველაზე კარგი წამალი არის „ფაიზერის“ ვაქცინა, რომელიც დაგეხმარებათ, რომ მერე არ დაგჭირდეთ სხვა წამლები. იმიტომ, რომ 30%-მდე ყველა, ვინც გადაიტანა კოვიდი, რჩება სხვადასხვა ტიპის პოსტკოვიდური გართულებები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პოსტკოვიდური ეპიდემია, რომელიც საქართველოში უკვე დაწყებულია, შევაჩეროთ,“ – აცხადებს გიორგი ფხაკაძე “რუსთავი 2”-თან.

გარდა ამისა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი პოსტკოვიდური გართულებების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ვირუსის გადატანიდან რამდენიმე თვის შემდეგ სხვადასხვა დაავადებები გამოუვლინდათ.

განსაკუთრებით, მისი თქმით, ეს არის დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ასევე მენტალური გართულებები.

„კვლევებია ჩატარებული, სადაც 80-100 ათასი ადამიანია ჩართული, სადაც ვხედავთ, რომ 6 თვის შემდეგ ადამიანს უჩნდება დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, განსაკუთრებით ის ადამიანები, ვინც კარგავენ ყნოსვას, გემოს

ჩვენ დავინახავთ, რომ ამ ადამიანებში გულ-სისხლძარღვთა პრობლემების გართულება არის და ა.შ. ძალიან დიდი გართულება არის დეპრესია, განსაკუთრებით მანდილოსნებში.

ეს კვლევებით არის დადასტურებული და ამის მერე სხვადასხვა ტიპის მენტალური გართულებები, ასევე გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი და კი არ უნდა ველოდოთ რაღაც წამალს, რომელიც მერე დაგვეხმარება, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ჩვენ არ დაგვემართოს ეს ვერაგი ვირუსი,“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/kvelaferi-unda-gavaketot-rom-es-postkoviduri-epidemia-shevacherot-giorgi-fkhakadze-sazogadoebas-afrtkhilebs/


„ამას ვამბობ ეპიდემიის დასაწყისიდან დღემდე“-გიორგი ფხაკაძე

25/02/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ამას ვამბობ ეპიდემიის დასაწყისიდან დღემდე,

ყველამ ერთად გავხადეთ პირბადე ხელმისაწვდომი,

დიახ- ხელმისაწვდომი (14-20 თეთრამდე არის დაწეული ფასი) ,

ავწიეთ ხარისხი და უმრავლეს სააფთიაქი ქსელში ევროპული სტანდარტის (EN14683 Type IIR) სამედიცინო პირბადე არის ხელმისაწვდომი,


ხალხის ნდობის მანდატი მოიპოვეს:
ავერსი ფარმა – Aversi Pharma,
PSP Pharmacy • პსპ აფთიაქი,
ციტმედი / Citmed,
იმპექსი აფთიაქი • IMPEX Pharmacy),

სამედიცინო პირბადის ტარება არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეტოთ, რომ დავიცვათ ჩვენი თავი, ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები, ჩვენი ქვეყანა, და მსოფლიო ,

სამედიცინო პირბადის ტარება არის ერთ -ერთი ყველაზე ძლიერი იარაღი, ამ პანდემიის წინააღმდეგ,

ჩემი თუ არ გჯერათ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს მაინც დაუჯერეთ,
President Joe Bide!“ – წერს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე.


President Joe Biden
8 სთ. ·
Wearing a mask is one of the most important things we can do to protect others and change the course of this pandemic. That’s why over the next few weeks, we’re delivering over 25 million masks to community health centers, food pantries, and soup kitchens across the country.


ნიღბის ტარება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია სხვების დასაცავად და ამ პანდემიით გამოწვეული კურსის შესაცვლელად. სწორედ ამიტომ, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში, 25 მილიონზე მეტ ნიღაბს ვაწვდით საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრებში, საკვებ ტრუსებსა და წვნიან სამზარეულოებს ქვეყნის მასშტაბით.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights