ორშაბათი, აპრილი 20, 2026

ნოემბრიდან დაიწყება ცუდი ამბები და იანვარში კიდევ უფრო გაძლიერდება – რას ურჩევს გიორგი ფხაკაძე

21/10/2021

ორწლიანი განშორების შემდეგ, უკვე ერთ კვირაზე მეტია რაც ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე, სამშობლოშია. „პრაიმტაიმი“ ექსკლუზიურ ვრცელ რეპორტაჟს გთავაზობთ, რომლითაც სულ სხვანაირ გიორგი ფხაკაძეს გაიცნობთ.


პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე იხსენებს იმ საწყის ეტაპს, როდესაც მისი ოცნება ქუთაისში, საღორის საავადმყოფოში ქირურგად მუშაობა იყო.

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე კოვიდსიტუაციაზე ჟურნალ “სარკესთან” საუბრობს.

„ნოემბრიდან დაიწყება ცუდი ამბები და იანვარში კიდევ უფრო გაძლიერდება. იდეალური სიტუაცია არ არის ქვეყანაში, მაგრამ ახლა საქართველოში ყოფნის საუკეთესო პერიოდია. ეს პერიოდი გაგრძელდება ოქტომბრის ბოლომდე.


ჩემს მეგობრებს ვუთხარი, თუ აპირებთ საქართველოში წასვლას, ახლა წადით და ნოემბრისთვის წამოდით-მეთქი. მეც ამიტომ ამოვირჩიე ეს დღეები”, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/noembridan-daitskeba-tsudi-ambebi-da-ianvarshi-kidev-ufro-gadzlierdeba-ras-urchevs-giorgi-fkhakadze-utskhoel-megobrebs/


“2022 წლის პირველი “კოვიდ-ამბები”, რა თქმა უნდა, კარგი ამბებით უნდა დავიწყო…”

02/01/2022

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ინფორმაციას ავრცელებს.


„კოვიდის ომიკრონის ვარიანტი, დელტასთან შედარებით, უფრო მსუბუქად მიმდინარეობს.“ ამის შესახებ გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.


მისი თქმით, ექსპერტი აღნიშნავს, რომ მე-3, ბუსტერდოზით აცრა მნიშვნელოვანია, რადგან ბუსტერდოზები 70%-ით იცავს ჰოსპიტალიზაციისგან.


„2022 წლის პირველი “კოვიდ-ამბები”. რა თქმა უნდა, კარგი ამბებით უნდა დავიწყო❗️


ქვემოთ მოცემული გრაფიკა აჩვენებს ლონდონის რეანიმაციული საწოლების მდგომარეობას 2013 წლიდან დღემდე. ლურჯი ფერის გრაფიკა არის შარშანდელი მდგომარეობა (როცა ვაქცინაცია არ იყო-იანვარ-თებერვალი) და დღევანდელი მდგომარეობა ასახულია შავი გრაფიკით, სადაც ნათლად ჩანს, რომ ვაქცინაცია მუშაობს❗️


დიახ, კოვიდის ომიკრონის აფეთქება კი არის ლონდონში, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ვაქცინაციიის მაღალი მაჩვენებელი (71% ორჯერ ვაქცინირებული და 51% ბუსტერით ვაქცინირებული) იცავს ადამიანებს რეანიმაციაში მოხვედრისგან. ეს არის ფაქტი❗️


ბუსტერდოზები 70%-ით იცავს ჰოსპიტალიზაციისგან (საავადმყოფოში არ მოხვდებით) ❗️


კოვიდის ომიკრონის ვარიანტი, დელტასთან შედარებით, უფრო მსუბუქად მიმდინარეობს და დამძიმება/საავადმყოფოში გადაყვანა/მკურნალობა 3-ჯერ ნაკლებია, ანუ დელტა ვარიანტის დროს 50 ინფიცირებული ადამიანიდან 9 ადამიანს სჭირდებოდა ჰოსპიტალში გადაყვანა სამკურნალოდ, ომიკრონის დროს კი მხოლოდ 3 ადამიანს თუ დასჭირდება ჰოსპიტალიზაცია.


გახსოვდეთ, ომიკრონი არის კორონა ვირუსი და პოსტკოვიდური მდგომარეობა ისევ გამოწვევად რჩება ყველასთვის, ვინც გადაიტანა კორონა სიმპტომურად (გამოხატულად ჩანდა, რომ ავად იყავით – სიცხე, სურდო, კუნთების ტკივილი, კანზე გამონაყარი და ა. შ.), თუ უსიმპტომოდ (არაფერი გაწუხებდათ, მხოლოდ ტესტმა აჩვენა, რომ კორონათი ინფიცირებული ხართ).


დაიცავით საკუთარი თავი, დაიცავით თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანები და ყველაფერი კარგად იქნება.

კოვიდის დამარცხება შესაძლებელია საკმაოდ მარტივად, პირველ რიგში, გამოიყენეთ ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი პირბადე:

გამოიყენეთ სამედიცინო (ქირურგიული) პირბადე ან

ამერიკაში N95 (United States NIOSH-42CFR84)

ევროპაში – FFP2 (Europe EN 149-2001)

ჩინეთში – KN95 (China GB2626-2006)

ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში – P2 (Australia/New Zealand AS/NZA 1716:2012)

კორეაში – Korea 1st class (Korea KMOEL – 2017-64)

იაპონიაში – DS2 (Japan JMHLW-Notification 214, 2018)

ბრაზილიაში – PFF2 (ABNT/NBR 13.698-2011 – Brazil)


ზემოთ ჩამოთვლილი პირბადეები არის თქვენი საუკეთესო თავდაცვის საშუალებები.

ვაქცინაციას რაც შეეხება, ამჟამად ყველაზე ეფექტური ვაქცინებია: ფაიზერი/ბიონტეკი და მოდერნა. აიცერით აუცილებლად მე-3 დოზით (ბუსტერი) და ამით კოვიდისგან დაცულობის უფრო დიდი შანსი გექნებათ.


ბუსტერი ამცირებს ჰოსპიტალიზაციას (საავადმყოფოში მიხვედრას) 70%-ით.

მაქსიმალურად დაიცავით დისტანცია❗️

იყავით პოზიტიურად განწყობილი❗️

ყველაფერი კარგად იქნება

ჯანმრთელობას გისურვებთ,”-წერს გიორგი ფხაკაძე.





Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



გიორგი ფხაკაძე “კოვიდ-19”-ის ვაქცინის საქართველოში შემოტანაზე…

14/12/2020

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა, რომ „საქართველო ვაქცინისთვის ჯერჯერობით მზად არ არის.


„საქართველო ვაქცინისთვის ჯერჯერობით მზად არ არის, რასაც ბევრი მიზეზი აქვს.

არავინ იცის, პირველად რომელი ვაქცინა შემოვა საქართველოში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უნდა მიიღოს მოთხოვნა ფარმაკოლოგიური კომპანიებისგან, შემდეგ უნდა გაიაროს დამოუკიდებელი ფარმაკოლოგიური ბიზნესისა და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი ექსპერტთა ჯგუფების კონტროლი, რომელიც რამდენიმე და ერთმანეთისგან განსხვავებული გუნდებისგან იქნება შედგენილი. დეტალურად უნდა შეისწავლონ ვაქცინა, მისი მინუს-პლუსები. ყველა კითხვას მხოლოდ მეცნიერულ მტკიცებულებებზე დამყარებული უნდა გაეცეს პასუხი.


საინტერესოა, როგორ შემოიტანენ რომელიმეს, – სხვა თუ არაფერი, წარმოება არ არის საკმარისი, როგორც ადგილობრივი, ასევე სხვა ქვეყნის მოთხოვნაც დააკმაყოფილოს. საქართველო მიიღებს იმ ვაქცინას, რომელიც “კოვაქსმა” შეისყიდა, რადგან ჩვენ, მსოფლიოს 170 ქვეყანასთან ერთად, მის პლატფორმაზე ვართ გაერთიანებული, ოღონდ მივიღებთ მაშინ, როცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იტყვის, – ის ხარისხიანი და უსაფრთხოა. შემდეგ დაიწყება მეორე ეტაპი, შემდეგ საქმეში ერთვება ვაქცინების გლობალური ალიანსი, რომელსაც ბილ გეითსის ფონდი აფინანსებს და განვითარებადი ქვეყნების ვაქცინებით მომარაგებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამხმარე ორგანიზაციაა. მან უნდა შეაფასოს ფინანსურად, ლოჯისტიკურად რამდენად შესაძლებელია თუნდაც “ფაიზერის” შემოტანა. არადა, საყოველთაოდ ცნობილია, ჩვენს სამედიცინო დაწესებულებებში მინუს 70 გრადუსზე ვაქცინის შენახვის პირობები კი არა, სველი წერტილებიც არ არის მოწესრიგებული.შესაძლოა, ასეთ პირობებში ვაქცინის შემოტანამ უარესი შედეგიც მოგვიტანოს, მის შენახვასა და მოხმარებას თავისი პროტოკოლი აქვს და ტრენინგები სჭირდება. “ფაიზერმა” შეიმუშავა მშრალი ყინულის კონტეინერები, გადატანისას ვაქცინა ცივად რომ დარჩეს, მაგრამ სპეციალური საყინულეების უქონლობის გამო, მისი მიწოდება პრობლემებს წარმოქმნის. ის, რაც ნორმალურია ნიუ-იორკსა და ჟენევაში, არ არის მისაღები საქართველოსთვის, სადაც ორჯერ რომ მიხვიდეთ რომელიმე სამედიცინო დაწესებულებაში, შესაძლოა, კოვიდინფიცირებული გახდეთ, – ჩვენთან ინფექციის კონტროლი ვერ ხდება. “კოვიდ-19”-ის ყველაზე ფართო გავრცელება სწორედ კლინიკებიდან და საავადმყოფოებიდან დაიწყო. ამიტომაც ვუყურებ ასე სკეპტიკურად მის შემოტანას.


ხმები მომდის, ვიღაცამ რაღაც გზებით შემოიტანა ესა და ეს წამალი, რომელიც ებრძვის კორონავირუსს. ყველას ვაფრთხილებ, არ მოტყუვდეთ, თვითმკურნალობა არ გაბედოთ!.. ნუ დაუჯერებთ ფეიკნიუსებს. დაელოდეთ ჯანმოს ინფორმაციას, რომელსაც “კოვაქსი” შეიძენს და საზოგადოებისთვის აუცილებლად უფასო იქნება.


როცა მოაღწევს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს იძულებითი, ვისაც არ უნდა, ნუ გაიკეთებს. როცა სახელმწიფოს გამოცდილი და სანდო პრეპარატი ექნება, მას საზოგადოება თავად მოსთხოვს მის გაკეთებას, ამიტომ ინფორმაცია მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს.

მედიამ და სახელმწიფომ, თუნდაც ამ მძიმე კატეგორიას ერთობლივად უნდა აუხსნან ძალზე პრიმიტიული რამ, – ჩიპი ყველაზე დიდი ზომის შპრიცშიც ვერ გაეტევა, ეს მხოლოდ ფანტასტიკური ჟანრის ფილმებში ხდება.


გაზაფხულზე “კოვიდ-19”-ის მესამე ტალღა დაიწყება. ვირუსი უკვე დასუსტებული იქნება, მაგრამ გასათვალისწინებელია ქრონიკული დაავადებები, სტრესი, დეპრესია, რომელიც მერე და მერე იჩენს თავს. ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა ვიცხოვროთ მომავალ წლამდე, – ამ დროისთვის ბაზარზე უკვე რამდენიმე ვაქცინა იქნება გამოსული, ჩვენ უნდა ავირჩიოთ დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ შესწავლილი უსაფრთხო ვაქცინა.


ამ ეტაპზე კი არც ერთი ვაქცინა, მათ შორის არც “ფაიზერი” არ არის შეფასებული 100 პროცენტით უსაფრთხოდ.

ის მაინც საცდელი ნიმუშია, არავინ ამბობს დარწმუნებით, უსაფრთხოა. იმუნიტეტის გამომუშავებისთვის 28 თვეა საჭირო.


ჩემმა მეგობარმა მსოფლიო ბანკიდან გამომიგზავნა გრაფიკული მონაცემები, გაოცებული იყო, მთელ ევროპაში 100 000 მოსახლეზე ყველაზე მეტი რაოდენობის ექიმი საქართველოში დაფიქსირდა. რასაც ვერ ვიტყვი ექთანებზე, რომლებიც უვლიან პაციენტს.


კოვიდეპიდემიამ სექტორული ჩავარდნებიც გამოაჩინა, ამას გამოსწორება სჭირდება. ქვეყანა ყოველწლიურად 2000 ექიმს და 200 ექთანს უშვებს, ეს ნორმალური ქვეყნისთვის წარმოუდგენელია. სამაგიეროდ, ერთი რამ გამოგვადგა, – 17 000 პალატა და 5 000 რეანიმაციული საწოლი გვაქვს, ეს მანკიერი სისტემის გამოხატულებაა, მაგრამ ახლა გამოგვადგა, – ამდენი ათასი ინფიცირებულის ფონზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალია. რატომ გვაქვს ამხელა საწოლფონდი, ცალკე სასაუბრო თემაა, მოკლედ განვმარტავ, – ფარმაკოლოგიური კომპანიები შეკრული არიან საავადმყოფოებთან. ამას ზედა რგოლი აკონტროლებს. უამრავი შემთხვევაა, როცა პაციენტის მორჩენა ძალზე იაფი მედიკამენტით შეიძლება, მაგრამ ოპერაციაზე უშვებენ. ასე აწყობთ და იმიტომ…


ეს ვერაგი ვირუსი “უყურებს” ორგანიზმს, იქ გვირტყამს, სადაც სისუსტეს აღმოაჩენს. ვისაც ძლიერი იმუნური სისტემა აქვს, დიდი შანსია, უფრო მსუბუქად გადაიტანოს ვირუსი. მწეველებსაც სიფრთხილე მართებთ, ძნელია, მაგრამ ძალა უნდა მოიკრიბონ და მოწევას შეეშვან. ასევე დაივიწყეთ მარილიანი საჭმელი, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, სცადეთ, მშვიდად იყოთ. შეეშვით თვითმკურნალობას. ამას წინათ მომწერა ჩემმა მეგობარმა საქართველოდან, ითქვა, წყალბადის ზეჟანგი ვირუსის პრევენციისთვის კარგია და აფთიაქებში დეფიციტი გაჩნდაო. სრული სისულელეა, არ შველის, ისევე, როგორც ინტერნეტში დადებული სხვადასხვა მედიკამენტი, რომელიც ვითომ არჩენს “კოვიდს”. მიიღეთ ბევრი სითხე, იმოძრავეთ, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, როდესაც მზეა, ოღონდ თუ გარშემო ხალხია, არ მოიხსნათ პირბადე, არც თქვენ წინ მორბენალი ადამიანის უკან, ამბობენ, მას უკან ვირუსები მიჰყვება. დაიცავით დისტანცია ვაქცინის შემოტანამდე. საყვარელი ადამიანების მოსიყვარულებასა და ჩახუტებას მერეც მოვასწრებთ“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




შეხვედრაზე განხილულ იქნა მნიშვნელოვანი საკითხები, საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების…

19/10/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



2021 წლის 18 ოქტომბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაიმართა ფრანგული საერთაშორისო ორგანიზაცია Accréditation Sans Frontières-სა (აკრედიტაცია საზღვრების გარეშე) და სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანისაკითხები, როგორიცაა:

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის დამოუკიდებელი სისტემის ამოქმედება და

სამედიცინო პერსონალის უწყვეტი პროფესიული განათლების სისტემის გაძლიერება.

”საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივის” ფარგლებში უკვე არსებული გამოცდილება საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის სფეროში (ამჟამად 4-მა სამედიცინო დაწესებულებამ უკვე გაიარა საერთაშორისო აკრედიტაცია – https://www.accreditation.ge/programs) და უწყვეტი სამედიცინო განათლების (ამჟამად 7 საკრედიტო პროგრამი სშესახებ – https://www.accreditation.ge/cmeapproved).

აღნიშნული საკითხები სამედიცინო სერვისების ხარისხის უზრუნველყოფისა და პაციენტების საუკეთესო ინტერესების დაცვისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების არსებული ხედვისა და სამომავლო გეგმების შესახებ გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ:

გიორგი ფხაკაძე – ორგანიზაციის “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი;

ზაალ კაპანაძე-სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დირექტორი;

კახაბერ შალიკაძე – სსიპ. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოადგილე;

თინათინ ხარძიანი – ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი;

სოსო ფილიევი – ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი;

ნიკოლოზ კობახიძე – სამინისტროს სტატისტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი;

თეა ბაქრაძე – სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის, ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი;

ანზორ ჭავჭავაძე – ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის კონსულტანტი.

შეხვედრაზე მიღებულ იქნა პირველადი კონსესუსი, თუ რა ფარგლებში ითანამშრომლებენ მომავალში ფრანგული საერთაშორისო ორგანიზაცია- “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე”, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.

თუ თქვენი ორგანიზაცია აპირებს, გაიაროს აკრედიტაცია

“საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივის” ფარგლებში, ჩვენ ამ პროცესში დაგეხმარებით.

​პროცესი საკმაოდ მარტივია, თქვენ უნდა გამოაგზანოთ წერილი info@accreditation.ge Giorgi Pkhakadze და მიუთითოთ:

დაწესებულების დასახელება

დაწესებულების ტიპი (საავადმყოფო, ამბულატორიული კლინიკა, დიაგნოსტიკური კლინიკა, ესტეტიკური მედიცინის ცენტრი, სტომატოლოგიური კლინიკა),

დაწესებულების მისამართი,

საკონტაქტო ტელეფონი,

საკონტაქტო მეილი,

დაწესებულების ხელმძღვანელის სახელი და გვარი,

თქვენი ორგანიზაციის ვებგვერდიან/და ფეისბუქგვერდი,

პროცესიარის:

ნებაყოფლობითი,

გამჭვირვალე,

მარტივი,

სწრაფი,

უფასო,

აკრედიტაცია გაიცემა ფრანგული ორგანიზაციის “Accréditation Sans Frontières” მიერ.

—-

უწყვეტი სამედიცინო განათლების კრედიტები (CME Credits) https://www.accreditation.ge/cme

კრედიტქულების მოსაპოვებლად მონაწილე ვალდებულია:

​სრულად დაესწროს CME ღონისძიებას,

ღონისძიების დასასრულს, სრულად შეავსოს შეფასების კითხვარი,

უპასუხოს წინასწარ და შემდგომ ტესტ შეკითხვებს (დასკვნითი შეფასების სწორად გაცემული პასუხი აღემატება 76%),

​მომხსენებელნი სრულიად თავისუფალნი არიან არჩევანში, მოხსენებათა თემატიკა შეუზღუდავია მარტივი და ნძალიან რთულამდე.

​პროცესი საკმაოდ მარტივია, თქვენ უნდა გამოაგზანოთ წერილი cme@accreditation.ge Tamuna Goderidze და მიუთითოთ:

​თქვენი (CME Credits) მოთხოვნის დასახელება,

საკონტაქტო ტელეფონი,

საკონტაქტო მეილი,

საკონტაქტო სახელი და გვარი,

თქვენიორგანიზაციის ვებგვერდიან/და ფეისბუქგვერდი,

პროცესი არის:

ნებაყოფლობითი,

გამჭვირვალე,

მარტივი,

სწრაფი,

უფასო,

უწყვეტი სამედიცინო განათლების კრედიტები (CME Credits) გაიცემა ფრანგული ორგანიზაციის “Accréditation Sans Frontières” მიერ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze





„დიაბეტის ახალი ეპიდემია გამოწვეული კოვიდის მიერ“ – „ნამდვილად ვერაგია…“

08/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„შესაძლოა, კოვიდ გადატანილი პაციენტების 50%-ს, 20 კვირის შემდეგ დაემართოს დიაბეტი. კოვიდი, თავისი „გრძელი კოვიდით“, ნამდვილად ვერაგია. ვისაც აქვთ „გრძელი კოვიდი“, 56% შანსია, დაავადების დაწყებიდან ექვს თვეში ჯანმრთელოს პრობლემები დაუმძიმდეთ. შესაძლოა, კოვიდ გადატანილი პაციენტების 50%-ს 20 კვირის შემდეგ დაემართოს დიაბეტი. დიაბეტის ახალი ეპიდემია გამოწვეული კოვიდის მიერ“,- წერს პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



წყარო:

https://www.bloomberg.com/news/articles/2021-05-05/two-pandemics-clash-as-doctors-find-that-covid-spurs-diabetes?fbclid=IwAR3V7ATkMLhtToRkBVNxGreu1ctLgmdAQxRWtviuJArXgtKxUqAVUVfTjU4


კოვიდმა შაქრიანი დიაბეტი გამოიწვია

„რას ქვია ტრადიციული მეთოდი?! აგიხსნით – ტრადიციული მეთოდით ჩინეთში 3 000 წლის უკან აკეთებდნენ…

11/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა:

„არასახარბიელო ინფორმაცია:

– ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა, – ინდური შტამი არის საშიში. ეს საგანგაშო სიგნალია. ფრთხილად უნდა ვიყოთ. ინდური ვირუსი უკვე არის ევროპაში, ამერიკაში, აფრიკაში, თურქეთში.

მე ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა. ჩვენს ისტორიულ რეალობას გავიხსენებ ,- ძველად საქართველოში მთის წვერებზე მრავლად გვქონდა ხოლმე საგუშაგო კოშკები, საიდანაც მეციხოვნე-გუშაგები გარემოს ზვერავდნენ და მამულს იცავდნენ. როცა მტერი გამოჩნდებოდა, ეს მეციხოვნე-გუშაგები კოშკის წვერზე ცეცხლს ანთებდნენ და ქვეყანას ელვისუსწრაფესად აგებინებდნენ მტრის შემოსევის შესახებ. ჩათვალეთ, – მე ვარ დღეს ეს მეციხოვნე-გუშაგი, რომელიც მოახლოებულ საფრთხეზე გაფრთხილებთ. ამისთვის ბევრ ლანძღვას ვიღებ, მაგრამ ავიტან.


უნიათოები რომ მართავენ ამ ქვეყანას, ამიტომ გვაქვს ბევრი პრობლემა ვაქცინაციაში. მეკითხებით, რა გავაკეთოთო?! – გამოიყენეთ ფხაკაძის პირბადე, აუცილებლად, ყოველთვის! ხელების დაბანა საპნით ან დამუშავება სპირტით! დაიცავით დისტანცია და მაქსიმალურად აერიდეთ ხალხთან კონტაქტს! რაც შეეხება ვაქცინაციას, ვაქცინა აუცილებელია. მე პირდაპირ გეუბნებით, მე პირადად ვიკეთებ ფაიზერს. თუ თქვენ აპირებთ აცრის გაკეთებას, გთხოვთ, ვაქცინაციამდე და შემდეგ ერთი კვირა ალკოჰოლი არ მიიღოთ.


იმ „ექსპერტებს“, რომლებიც ჩინური ვაქცინის პროპაგანდას ეწევიან, მივმართავ, წარმოადგინონ რაიმე სოლიდური კვლევა. ცნობისათვის, სეიშელის კუნძულები დაიკეტა, სადაც უმრავლესობა სწორედ ჩინური ვაქცინით იყო აცრილი;

ჩინური ვაქცინის აპოლოგეტები რომ აცხადებენ, ჩინური ვაქცინა კარგია, იმიტომ, რომ ტრადიციული მეთოდითაა დამზადებულიო. სირცხვილია ასე ლაპარაკი. რას ქვია ტრადიციული მეთოდი?! აგიხსნით – ტრადიციული მეთოდით ჩინეთში 3 000 წლის უკან აკეთებდნენ ყვავილის წინააღმდეგ „აცრას“ შემდეგნაირად – ავადმყოფის კანიდან იღებდნენ ნაწილაკებს და სხვა ადამიანის კანში შეჰყავდათ სპეციალური მილით. ზოგი კვდებოდა, ზოგი არა. ეს არის ტრადიციული მეთოდი.

მესმის, ზოგიერთები პოლიტიკურად ანგაჟირებულები ხართ, ზოგიერთებს პოპულარობა გჭირდებათ, მაგრამ პასუხისმგებლობა სად არის?! ნუ იქცევით ასე. დრო ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„როგორ უნდა მოვიქცეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში“- რჩევები გიორგი ფხაკაძისგან

26/01/2022

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„არ ილაპარაკოთ” – როგორ უნდა მოვიქცეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში“, – აცხადებს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი, გიორგი ფხაკაძე.

ვიდეო – როგორ უნდა მოვიქცეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში“

http://video.ambebi.ge/files-6/2021/01-24//ar-ilaparakot-rogor-unda-moviktset-sazogadoebriv-transportshi-rchevebi-giorgi-fkhakadzisgan-278031.mp4




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

გიორგი ფხაკაძე: საქართველო ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანაა, სადაც ვაქცინა არის და მეოთხე ტალღა ვერ გავაჩერ

13, 10, 2021 რადიო თავისუფლება


გიორგი ფხაკაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი
გაზიარება


საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბების შეფასებისას ამბობს, რომ ზამთარი კიდევ უფრო მძიმე იქნება. მისი ვარაუდით, ეს დამოკიდებული იქნება, ერთი მხრივ, იმაზე, რომ ნოემბრიდან ჩინური ვაქცინით ვაქცინირებულთა იმუნიტეტი დაქვეითდება და, მეორე მხრივ, იმ მოსახლეობის რეინფიცირების რისკებზე, რომლებმაც უკვე გადაიტანეს კორონავირუსი.
„ჩვენ ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანა ვართ მსოფლიოში, სადაც ვაქცინა გვაქვს და მეოთხე ტალღა ვერ გავაჩერეთ. მე მგონი ერთადერთი ვართ. მეოთხე ტალღა არ გაჩერებულა, 40 ადამიანს როცა კარგავ დღეში. ეს არის ტრაგედია, კატასტროფა…. თქვენ ხომ იცით, რომ 70%-მა მოსახლეობის გადაიტანა კოვიდი 2 თვის წინ. ამ ვირუსს ახასიათებს ხუთთვიანი ციკლურობა და ეს ხუთი თვე ზუსტად არის იანვარში, შუა რიცხვებში. როდესაც გაქვს ასეთი მაღალი ეპიდემიოლოგიური აფეთქება ქვეყანაში, რომელიც არ გაჩერებულა, ნოემბერში დაემატებიან ჩინური ვაქცინებით ვაქცინირებულები, რომლებსაც იმუნურობა უკვე დაკარგული აქვთ და სჭირდებათ სასწრაფოდ ბუსტერის გაკეთება ანუ მესამე დოზის, ფაიზერით. თუ ისინი არ გაიკეთებენ, ამ სფეროშიც იქნება აფეთქება და ჩვენ შეიძლება იანვრის მაგივრად დეკემბერში, ანუ შობა-ახალ წელს შევხვდეთ ძალიან მძიმე ციფრებით. ანუ ყველაფერი არის დამოკიდებული ჩვენზე, დამნაშავეები ვართ ჩვენ, თითოეული ადამიანი, ვინც არ ვიცრებით ფაიზერის ვაქცინით და ვინც არ იყენებს სამედიცინო პირბადეს. მთავრობასაც ნუ ვაბრალებთ, რაა. რაც მოსახლეობაა, ისაა მთავრობა. ჩვენი მთავრობა არის ზუსტად ჩვენი მოსახლეობის სარკე“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ „დილის საუბრებში“, სადაც მან კონკრეტულად მთავრობა ეპიდემიის მართვის ჩავარდნაში დაადანაშაულა და მის მიერ გადადგმული ნაბიჯები არაეფექტიანად შეაფასა, მათ შორის საინფორმაციო კამპანიის მიმართულებით. მისი თქმით, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ კომპლექსური პრობლემების მასშტაბი გაცილებით დიდია, ვიდრე ეგონა.

„არასწორი მესიჯებია, არასწორი გზავნილები არის ყველგან, სადაც მივდივარ… მე მეგონა, რომ საქართველოში ხალხი უკვე გათვითცნობიერებულია, იციან, რა ხდება და ისეთ ბაზისურ კითხვებს მისვამენ, რომ ბოდიში, მაგრამ ერთი წლის შემდეგ პანდემია როცა არის და შენი მოქალაქე თუ გისვამს ასეთ მარტივ შეკითხვას, ჩვენ ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. უკვე აღარ ვიძახი იმას, რომ არა ერთმა ათეულმა ადამიანმა პირდაპირ მითხრა, რომ ექიმმა მითხრა არ აიცრაო, ფეხმძიმედ არის და ექიმმა თქვა, ჯობია, თავი შეიკავონო. ანუ ძალიან ბევრი კომპლექსური პრობლემები გვაქვს, ვიცოდი, მაგრამ მე არ ვიცოდი, რომ ასეთი მასშტაბური იყო“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ, რომლის შეფასებითაც, ვაქცინაციის ჩავარდნის ყველაზე დიდი მიზეზი მიმდინარე საარჩევნო პროცესია, როდესაც სწორი გადაწყვეტილებები პოლიტიკურად არამოგებიანია.
გადაცემაში გიორგი ფხაკაძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ საჭიროა ჩინურ ვაქცინებზე უარის თქმა და მოსახლეობის იმუნიზაცია მხოლოდ ერთი, ფაიზერის ვაქცინით. მისივე თქმით, უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, საჭიროა პირველ რიგში მოზრდილი მოსახლეობის და შემდეგ უკვე ბავშვების ვაქცინაცია. გიორგი ფხაკაძე ფიქრობს, რომ საჭირო იქნება ასევე გარკვეული პროფესიების ადამიანების სავალდებულო ვაქცინაცია.


13 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის ახალი პიკი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ჩატარებული 49 386 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 4837 შემთხვევა. ეს 62-ით მეტია წინა დღეს, სამშაბათს გამოქვეყნებულ მონაცემზე – 4775 ახალ შემთხვევაზე, რაც აგვისტოს შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 26 პაციენტი. 1586-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://www.radiotavisupleba.ge/a/31506754.html

გიორგი ფხაკაძე: სამწუხაროდ, ერთი ბერკეტიღა დარჩა, ესაა „ლოკდაუნი“

25.10.2020 ImediNews



COVID-19-ის პრევენციაზე, წერტილოვანი შეზღუდვები მუშაობს მაშინ, როცა ეპიდემიას აკონტროლებ. საქართველოში ეპიდემია უკვე კონტროლიდან გავიდა, – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

„წერტილოვანი შეზღუდვები უნდა შემოღებულიყო ჯერ კიდევ სექტემბერში, რადგან 24 აგვისტო არის წერტილი, როცა საქართველოში მეორე ტალღა წამოვიდა. წერტილოვანი შეზღუდვები უნდა შემოღებულიყო ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში. სამწუხაროდ ერთი ბერკეტიღა დარჩა, ესაა „ლოკდაუნი“. ჩაკეტვა თუ არ მოხდა, მაშინ არ ვიცი, რა სტატისტიკა იქნება“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 114 889 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 95 581-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 085 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://imedinews.ge/ge/covid19/174011/giorgi-pkhakadze-samtsukharod-erti-berketiga-darcha-esaa-lokdauni

წინასწარი მონაცემები საინტერესოა… კოვიდ წამალი დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი – გიორგი ფხაკაძე

29/11/2021


ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და კორონავიუსის საწინააღმდეგო წამალზე წერს.


„ჩინეთი ასევე მუშაობს კოვიდ წამალზე. დაველოდოთ საბოლოო შედეგებს. წინასწარი მონაცემები საინტერესოა. ჩინეთის ბაზარზე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი. ყოველ 2-3 კვირაში ახალი წამალი იქნება. საუკეთესო იქნება რომ წამალი არ დაგჭირდეთ… რა უნდა ქნათ იცით… თავს ნუ იტყუებთ“,- წერს გიორგი ფხაკაძე.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/tsinastsari-monatsemebi-sainteresoa-kovid-tsamali-dekembershi-iqneba-khelmisatsvdomi-giorgi-fkhakadze/


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights