სამშაბათი, აპრილი 21, 2026

„2022 წელი იქნება ამ პანდემიის დასრულების წელი…მეცნიერები შეძლებენ, დადონ საიმედო“ – გიორგი ფხაკაძე

07/06/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე კოვიდსაწინააღმდეგო ანტივირუსული პრეპარატის “ტემპოლის” შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

ლინკი:

https://www.nih.gov/news-events/news-releases/nih-researchers-identify-potential-new-antiviral-drug-covid-19?fbclid=IwAR2SZ61es8FEXo7HO0FAs8cA0v9-SxBNTxTt9kdZImzRPid4cG5UCuSSgzw


„კოლეგებისთვის. კიდევ ერთი პოტენციურად საინტერესო მედიკამენტი. ამჟამად მსოფლიოში კოვიდ საწინააღმდეგო 300-მდე კანდიდატი ვაქცინაა და 100-მდე კანდიდატი სამკურნალო მედიკამენტია.
მე მჯერა, რომ 2021 წლის ბოლომდე, მეცნიერები შეძლებენ, დადონ საიმედო შედეგები და 2022 წელი იქნება ამ პანდემიის დასრულების წელი. ყველაფერი შესაძლებელია,“ – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

ბიძინა კულუმბეგოვი ძალიან კარგი ბიჭია, ალერგოლოგი და მიხედე იმ ალერგიას… – გიორგი ფხაკაძე

01/11/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ვიდეომიმართვაში საუბრობს, რომ საქართველოში რაც ნახა ეს სრული მარაზმია.

„რომ გითხრათ, რომ კარგად ხართ, არ ხართ, რადგან რაც საქართველოში ვნახე ეს არის მარაზმი, ვიცოდი, რომ ჩვენ ამ გამოწვევის წინაშე ვდგავართ, მაგრამ ასეთ ცუდ სიტუაციაში თუ ვიყავით არ მეგონა.

ჩემს კოლეგებს რაც შეეხება ძალიან ბევრი კარგი სპეციალისტია საქართველოში, თუმცა ზოგ-ზოგიერთების ვერც თავი და ვერც ბოლო გავიგე.

მთელი ვაქცინაციის საბჭო რას ბოდიალობთ? ტიპები გამოდიან, ბატონი ვანიკო ძალიან კარგი ბიჭია, პედიატრია და მიხედე ბავშვებს. რა გინდა ვაქცინაციაში? ბიძინა კულუმბეგოვი ძალიან კარგი ბიჭია, ალერგოლოგი და მიხედე იმ ალერგიას. პირადად მივწერე. პროპაგანდას უწევენ ამ ჩინურ ვაქცინას. ჩინური ვაქცინა არაა კარგი. ეს უკვე სასაცილოა.“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/bidzina-kulumbegovi-dzalian-kargi-bitchia-alergologi-da-mikhede-im-alergias-giorgi-fkhakadze/


გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში: იმედი მაქვს, ზაფხული კარგი გვექნება

08.04.2020 ImediNews

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში: იმედი მაქვს, ზაფხული კარგი გვექნება, მაგრამ დადგება ოქტომბერი, როდესაც გრიპის სეზონიც იწყება



იმედი მაქვს, რომ ორ თვეში, მაქსიმუმ სამ თვეში ეს ყველაფერი დამთავრდება და ზაფხული გვექნება კარგი, მაგრამ მერე დადგება ოქტომბერი, როდესაც გრიპის სეზონიც იწყება – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძე “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველის თქმით, ვაქცინა ახლო მომავალში არ იქნება, არც წამალი იქნება ამ ექვს თვეში და ვირუსს ხელახლა შევხვდებით.

„ჩვენ შემოდგომაზე ვირუსს იმუნიტეტდაქვეითებული შევხვდებით. ახლა მეტნაკლებად ძლიერები ვიყავით. ახლა 2-3 თვე რომ ვსხედვართ სახლში და არ გვაქვს საშუალება ჯანმრთელობას მოვუფრთხილდეთ, სხვადასხვა ქრონიკული დაავადება იფეთქებს და გამწვავდება. ჩვენ მეორე ტალღას შევხვდებით დაქვეითებული იმუნიტეტითა და გამწვავებული ქრონიკული დაავადებებით, ამიტომაც ზაფხულში ძალიან დიდი მობილიზაციაა გასაკეთებელი ჯანდაცვის სისტემის. უნდა გადავდოთ ყველა გაუგებრობა გვერდზე, პროცესებში უნდა ჩაერთოს კერძო სექტორიც, რომ სრული მობილიზაციით შევამციროთ დარტყმა. დარტმა მაინც იქნება ძალიან ძლიერი და ჯობია ვიცოდეთ, რას ველოდებით, რადგან თუ სწორად ვიქნებით შეიარაღებული, უფრო კარგად მოვიგერიებთ ამ დარტყმას“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

საქართველოში კორონავირუსი 211 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 50 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://imedinews.ge/ge/covid19/135841/gaeros-generaluri-mdivnis-mrcheveli-jandatsvis-sakitkhebshi-imedi-maqvs-zapkhuli-kargi-gveqneba-magram-dadgeba-oqtomberi-rodesats-gripis-sezonits-itskeba

საქართველოში მესამე ტალღა უკვე დაწყებულია

02.04.2021 megatv.ge Kutaisi



პროფესორი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ამბობს, რომ საქართველოში მესამე ტალღა უკვე მეორე კვირაა დაწყებულია, მაგრამ ამის აღიარების უბრალოდ ეშინიათ.

მისი თქმით, ყველა მაჩვენებელი და ინდიკატორი აჩვენებს, რომ მესამე ტალღა დაწყებულია.

„ორი კვირის წინ მე ვიყავი პირველი ადამიანი, ვინც თქვა, რომ საქართველოში მესამე ტალღა დაიწყო. მანამდე ყველას ეშინოდა ამის აღიარების. ფაქტია, სტატისტიკა არის ჯიუტი. მეცნიერება მარტივია, ორს რომ მივუმატოთ ორი არის ოთხი. როცა შენ გაქვს სხვადასხვა ინდიკატორები და მაჩვენებლები, ეს მაჩვენებლები დიდი მიწისძვრის წინ არის პატარ პატარა ტალღები. ზუსტად ამ მაჩვენებლებით შენ უკვე იგებ, რა არის მოსალოდნელი. პატარა მიწისძვრების შემდეგ შენ უკვე იცი, რომ მოსალოდნელია ცუნამი. ყველა მაჩვენებელი და ინდიკატორი აჩვენებს, რომ საქართველოში მესამე ტალღა დაიწყო ორი კვირის უკან.

თავს ნუ ვიტყუებთ. ტყუილების პროცესში უკვე ერთი წელია ვართ და რატომ ვიტყუებთ თავს, მე მაინც ვერ გავიგე. ამას მაინც შედეგი არ მოაქვს. საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ იმას, რაც გვქონდა ნოემბერში. ჩვენ ხომ თავი მოვიკატუნეთ და ნოემბერში ერთ-ერთი მწარე ფასი გადავიხადეთ მსოფლიოში.

ზაფხულში ვამბოდი, რომ მეორე ტალღა აუცილებლად იქნებოდა. ამბობდნენ, რომ ხალხს პანიკაში ვაგდებდი. მაგრამ შენ თუ მოემზადები, უფრო შეიარაღებული ხარ და უფრო იოლად გადაიტან ამ პრობლემას. როცა იცი, რომ პრობლემა მოდის და სპეციალურად არ ემზადები ამ პრობლემისთვის, მივიღებთ იმას, რაც გვქონდა ნოემბერში“. – ამბობს ექსპერტი ნინი ხუგაშვილის გადაცემაში „კვირის თემა“.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://megatv.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94-%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a6/

„სურდო, ცემინება, თავის ტკივილი“ – რა უნდა ვიცოდეთ ომიკრონით ინფიცირების ადრეული სიმპტომების შესახებ

01/03/2022


ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის ომიკრონით ინფიცირების ადრეული სიმპტომების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.


„სურდო, ცემინება, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი (ჩახეხილი ყელი), ზურგის ტკივილი ამ სიმპტომებს შეიძლება დაემატოს, შემცივნება და/ან მაღალი სიცხე, ხველა, სისუსტე, კუნთების და/ან სახსრების ტკივილი, ყნოსვის და/ან გემოვნების დაკარგვა, პირღებინება/გულისრევის შეგრძნება, კუჭის აშლილობა, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, დაიცავით დისტანცია, გაანიავეთ დახურული სივრცეები, აიცერით და ბუსტერი არ გამოტოვოთ, თავს გაუფრთხილდით. გისურვებთ ჯანმრთელობას,“ – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/surdo-tsemineba-tavis-tkivili-ra-unda-vitsodet-omikronit-infitsirebis-adreuli-simptomebis-shesakheb/




გიორგი ფხაკაძე: „აიკრძალოს არასამედიცინო პირბადეების გაყიდვა ქვეყანაში!-ვისწავლოთ მოქალაქეობრივი“

26/02/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„თბილისი მოლი • Tbilisi Mall
სირცხვილია,

პირბადე მე ვიცი მხოლოდ “სამედიცინო”,
სტანდარტი გაინტერესებთ აგერ ბატონო,

EN14683 Type I, II, IIR,

იქნებ ვისწავლოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა,

ფული, ფული, ფული ….. არ შეიძლება ასეეეე …

აიკრძალოს არასამედიცინო პირბადეების გაყიდვა ქვეყანაში!!!!!“-წერს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

„რა დროს ტვინდემიაა ხალხო! გრიპი მთელს მსოფლიოში გამქრალია წელიწადნახევარია,“ – ფხაკაძე

27/10/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საქართველოში ტვინდემიის პოტენციური საფრთხის შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.


„ახლა ტვინდემიაზე ლაპარაკობენ. ​რა დროს ტვინდემიაა ხალხო?! გრიპი მთელს მსოფლიოში გამქრალია წელიწად-ნახევარია. აქ ადამიანები არ აიცრნენ კოვიდზე და შენ კიდევ ახალ რაღაცას აკეთებ. მე არ ვიცი ეს ხალხი სად ცხოვრობს. რაც ჩამოვედი საქართველოში, შემოვიარე აჭარიდან კახეთამდე ყველაფერი. დამიჯერეთ, საქართველოში კოვიდი არ არსებობს. მოსახლეობასთან კომუნიკაცია არ არსებობს. ვიღაცას თუ ჰგონია, რომ Facebook-ზე პოსტების დაწერა არის გამოსავალი, ძალიან ცდებიან. თავს ვიტყუებთ.

ისეთი შეგრძნებაა, რომ ვითომ არ ვიცით, როგორ უნდა ვმართოთ პანდემია. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ვაქცინაზე და არა სინოფარმზე, სინოვაკზე და ა.შ. უნდა იყოს ერთი სპიკერი, რომელიც იქნება გენერალი ვაქცინების. არ შეიძლება, რომ ქვეყანაში 10 სპიკერი ლაპარაკობდეს. ერთი ამბობს, რომ ფაიზერს ვადა აქვს გასული, მეორე ამბობს, რომ ჩინურს არ უნდა ბუსტერი და ფაიზერს უნდა.“- განაცხადა გიორგი ფხაკაძემ TV პირველის გადაცემაში „შუადღე Live“-ში.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/ra-dros-tvindemiaa-khalkho-gripi-mtels-msoflioshi-gamqralia-tselitsadnakhevaria-fkhakadze/



გიორგი ფხაკაძე მშობლებს: ბავშვმა დღეში მინიმუმ 45 წუთი უნდა ისეირნოს, ეს წყლის დალევის ტოლფასია

12.01.2021 ImediNews



გიორგი ფხაკაძე მშობლებს რეკომენდაციებით მიმართავს. ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია ბავშვების ყოფნა ჰაერზე დღეში მინიმუმ 45 წუთი, მოზარდებმა დიდი დრო ბუნებაში უნდა გაატარონ.

„ბავშვებმა რაც შეიძლება მეტად უნდა დახარჯონ კალორიები, უნდა ირბინონ, უნდა გავიდეთ გარეთ. პრობლემაა პირბადის ტარება. რა თქმა უნდა, როცა დარბიხართ, პირბადე არ უნდა გამოიყენოთ, სპორტის დროს პირბადე არ უნდა გამოიყენოთ. როცა ადამიანი დარბის, კარგია დისტანცია იყოს 4 მეტრი და არა 2 მეტრი.

მინიმუმ 45 წუთი დღეში ბავშვმა უნდა ისეირნოს. ეს წყლის დალევის ტოლფასია. რაც უფრო მეტია, მით უფრო უკეთესია, რაც უფრო მეტ ხანს იქნება გარეთ, ირბენს, მით უკეთესია“, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://imedinews.ge/ge/sazogadoeba/181724/giorgi-pkhakadze-mshoblebs-bavshvma-dgeshi-minimum-45-tsuti-unda-iseirnos-es-tsklis-dalevis-tolpasia

“არ გამიკვირდება, რომ ახლო მომავალში ქართული შტამიც აღმოჩნდეს” – გიორგი ფხაკაძე

23.05.2021 Rustavi2



გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ კორონავირუსის კიდევ არაერთი მუტაცია იქნება და მათ შორის, შესაძლოა, ვირუსის ახალი ვარიანტი ჩვენს ქვეყანაშიც გაჩნდეს.
“ვირუსები გავრცელდება, მუტაციები იქნება, არაერთი მუტაცია. მე არ გამიკვირდება, რომ ახლო მომავალში “ქართული შტამიც” აღმოჩნდეს. მაგრამ, პრობლემა იმაშია, რომ საქართველოში ლაბორატორიებს არ აქვთ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
ყველაზე ეფექტური იქნებოდა, ჩემი აზრით, გავითვალისწინოთ რეანიმაციის საწოლები, გავითვალისწინოთ ბიზნესის მოთხოვნა და ქვეყანა გავხსნათ, ოღონდ ფრთხილად,” – ამბობს გიორგი ფხაკაძე.
საქართველოში, ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსის საეჭვო შემთხვევას იკვლევენ – შესაძლებელია, საქმე ე.წ. ინდურ შტამთან გვქონდეს.


ავტორი: ელიტა ანდღულაძე


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://www.rustavi2.ge/ka/news/199797

„ომიკრონის“ საფრთხე

19.12.2021 ajaratv.ge



ლუგარის ლაბორატორიაში ახლა ორ საეჭვო ტესტის შედეგს იწვევენ, ომიკრონის შესაძლო დაფიქსირებასთან დაკავშირებით, წინა ათმა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა, თუმცა სპეციალისტების აზრით ომიკრონ შტამი დღეს თუ არ არის საქართველოში ძალიან მალე ის აუცილებლად დაფიქსირდება და მისი გავრცელების უნარი სხვა შტამებზე დიდია, თუმცა გიორგი ფხაკაძე თვლის, რომ ომიკრონი უკვე საქართველოშია.


თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://ajaratv.ge/article/88376

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights