ორშაბათი, აპრილი 20, 2026

რეკომენდაცია – ვაქცინის გაკეთებამდე და ვაქცინის გაკეთების შემდეგ უნდა დაიცვათ შემდეგი წესები:

20/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს:

„რეკომენდაციაა ვაქცინასთან დაკავშირებით, ვაქცინამდე ორი დღით ადრე არ მიიღოთ ალკოჰოლი, ვაქცინის გაკეთების შემდეგ ორი კვირა არ უნდა მიიღოთ ალკოჰოლი – სასურველია, სანამ მეორე დოზას არ გაიკეთებთ. მეორე დოზის შემთხვევაშიც ალკოჰოლთან დაკავშირებით არის იგივე რეკომენდაცი. რაც შეეხება წამლებს, იმდენი ექსპერტია, იციან ჩემზე უკეთესად, არ დავიწყებ წამლების ჩამოთვლას, არის წამლების ჩამონათვალი, რომელიც ვაქცინამდე ორი კვირით ადრე არ უნდა მიიღოთ; გარკვეული მიზეზების გამო თუ მიიღებთ წამალს, არ შეიძლება ვაქცინაცია, არსებობს ამ წამლების ჩამონათვალის ცხრილი, დაგუგლეთ, – გუგლით იმართება ქვეყანა. ვაქცინაციის პროცესში ყველაზე რთული არის პირველი 15 წუთი – ყველაზე „საშიში დრო“, 15 წუთი აუცილებლად უნდა იყო დაწესებულებაში. სასურველია შემდეგი 30 -45 წუთიც არ დატოვოთ სამედიცინო დაწესებულება…“


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


„ომიკრონი“ საქართველოშია“ – გიორგი ფხაკაძე ახალ ინფორმაციას ავრცელებს

19/12/2021

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ომიკრონი“ საქართველოშია.


„ომიკრონი საქართველოშია. იანვრის შუა რიცხვებამდე დომინანტი იქნება. ახლა ჯანდაცვის მენეჯმენტის შეცვლა არ შეიძლება“, – წერს გიორგი ფხაკაძე.

25 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/omikroni-saqartveloshia-ianvris-shua-ritskhvebamde-dominanti-gakhdeba-giorgi-fkhakadze/



1678 ინფიცირებული მედიკოსი და პიკამდე გადატვირთული სისტემა

27, 10, 2020 რადიო თავისუფლება


დღეს, 27 ოქტომბერს, თბილისში 45 წლის ექიმი გარდაიცვალა, იგი ბაღდათის სასწრაფო დახმარების თანამშრომელი იყო. კოვიდის შემთხვევის დადასტურების შემდეგ ექიმები თვითიზოლაციაში გადავიდნენ. ბაღდათის მუნიციპალიტეტი – 1 ქალაქი და 22 სოფელი, ამ მომენტისთვის სასწრაფო დახმარების გარეშეა დარჩენილი.

სასწრაფო დახმარების ექიმის ინფიცირების გამო მანამდე ანალოგიური პრობლემა იყო ახალქალაქშიც, სადაც დამხმარე ექიმები ასპინძიდან და ნინოწმინდიდან ჩაენაცვლნენ ინფიცირებულ კოლეგებს.
27 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1678 მედიკოსია კორონავირუსით ინფიცირებული, რაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 5,2%-ია. უცნობია, რამდენ პროცენტს შეადგენს გარდაცვალების საერთო რიცხვში კოვიდთან ბრძოლაში ჩართული სამედიცინო პერსონალი. სისტემის გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად იგეგმება სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტების ჩართვა კოვიდპაციენტების მკურნალობის პროცესში.
რატომ აქვს საქართველოს ინფიცირებული მედიკოსების მაღალი მაჩვენებელი და შექმნის თუ არა ეს ისეთ კრიზისს სამედიცინო მომსახურებაში, რომლის დროსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღება გაჭირდება?
ამ კითხვას ოფიციალური პირები მკაფიო პასუხს არ სცემენ. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ექიმები და ექთნები ყველაზე მაღალ რისკჯგუფს განეკუთვნებიან და რომ რაც უფრო მეტია ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი, მით მეტია შანსი, ისინი არა მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, არამედ საყოფაცხოვრებო, საოჯახო ვითარებაშიც დაინფიცირდნენ.
ექიმები, ექთნები, მედდები და სანიტრების უმეტესობა, ამ თემაზე საჯაროდ არ საუბრობს. კლინიკების ხელმძღვანელები კი ამბობენ, რომ თავდაცვის ყველა საშუალება საკმარისი რაოდენობით აქვთ და პერსონალმაც იცის და იყენებს კოვიდპაციენტებთან უსაფრთხო კომუნიკაციისა და მკურნალობის წესებს.
ექიმების ის მცირე ნაწილი კი, დადასტურებული კოვიდდიაგნოზით, ვინც მედიასთან ღიად საუბრობს, ამბობს, რომ გადატვირთული სისტემის და არანორმირებული სამუშაო საათების რეჟიმში, განსაკუთრებით, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში, ფაქტობრივად შეუძლებელია თავის სრულყოფილად დაცვა.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი, ჯუმბერ ბოლქვაძე იმ ექიმებს შორის ერთ-ერთია, რომელიც სრული დატვირთვით მუშაობდა კოვიდპაციენტებთან. მეათეა დღეა, რაც თვითონაც კოლეგების მეთვალყურეობის ქვეშ საავადმყოფოში წევს, როგორც ერთ-ერთი ინფიცირებული.
„იყო უმძიმესი პაციენტები, სიცოცხლესთან საშიში მდგომარეობა და ფორსმაჟორულ სიტუაციაში გვიწევდა მათი დახმარება, რამდენიმე პერსონალი ასეთ ვითარებაში დაინფიცირდა, იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა გარეთ დაინფიცირდნენ საავადმყოფოს თანამშრომლები, მოვიდნენ კლინიკაში და შემოიტანეს ვირუსი. ისეთი მდგომარეობაა, ალბათ ყველა დაინფიცირდება, ექიმებიც და ჩვეულებრივი მოქალაქეებიც”, – უთხრა რადიო თავისუფლებას ჯუმბერ ბოლქვაძემ.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო სექტემბრის პირველი რიცხვებიდან ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული კლინიკა იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადაც ასობით კოვიდინფიცირებული მკურნალობდა – აქ მომუშავე ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის რაოდენობა რამდენიმე ათეულია.
ასევე ნახეთჯანდაცვის მინისტრის თქმით, საწოლფონდზე მეტად გასათვალისწინებელია ექიმების რაოდენობა
ბაღდათის მუნიციპალიტეტი, სადაც სასწრაფოს ერთი ექიმი კოვიდინფექციით დაიღუპა, დანარჩენი კი თვითიზოლაციაშია, ამ ეტაპზე სასწრაფო დახმარების გარეშეა დარჩენილი. მსგავსი შემთხვევა იყო ერთი კვირის წინ ახალქალაქშიც. სასწრაფო დახმარების 13 ექიმის ინფიცირების გამო ახალქალაქში ექიმების დახმარების ბრიგადა ნინოწმინდიდან და ასპინძიდან ჩაიყვანეს. ახალქალაქში ინფიცირებულთაგან ერთი, 67 წლის სასწრაფოს ექიმი, 26 ოქტომბერს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა.
ნანა გეგეჭკორი, ქართველი ექიმი ნიუ-იორკიდან, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ შეუძლებელია ყველა იმ სცენარის გათვლა, როცა შეიძლება ექიმი დაინფიცირდეს და, შესაბამისად, არც სრული დაცვა არსებობს. ნანა ერთ-ერთია იმ ექიმებს შორის, რომელიც ჯერ კიდევ გაზაფხულზე, თავადაც დაინფიცირდა კლინიკაში და ამბობს, რომ რაც უფრო გადატვირთულია სისტემა, მით მეტია ექიმის ინფიცირების რისკი, ყველაზე კარგი დაცვა კი ისაა, როცა ყველა პაციენტს, მიუხედავად ტესტის პასუხისა, ისე დახვდე, როგორც დადასტურებულ კოვიდპაციენტს – სრული აღჭურვილობით და სიფრთხილით.
ასევე ნახეთინფიცირებულების დიდ ნაწილს არ სჭირდება ჰოსპიტალიზება – ინტერვიუ ექიმ ნანა გეგეჭკორთან
„რომც დაიცვა ინფექციის კონტროლის ყველა წესი, ინფიცირების გარკვეული პროცენტი მაინც იქნება. სანამ ამ დიდ ზრდაში შევიდოდით, გვქონდა 13% ინფიცირების მაჩვენებელი. ექიმი არა, სამედიცინო პერსონალზე ვსაუბრობ – ექიმი, ექთანი, უმცროსი სამედიცინო პერსონალი”, – განმარტა 26 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, რომელმაც დღეს ინფიცირებული ექიმების ზუსტი რაოდენობა დაასახელა – 1678. მხოლოდ დღეს, ახალი შემთხვევებიდან 90 ექიმი, ექთანი ან მედდაა. რამდენიმე დღის წინ 24 საათში 131 სამედიცინო მუშაკი იყო კოვიდდადებითი.
კლინიკა „ბომონდი“ ქუთაისში, სადაც ჯამში 12 სამედიცინო მუშაკია ინფიცირებული, ამ დროისთვის 109 კოვიდპაციენტს მკურნალობს. კლინიკის დირექტორი გვიხსნის, რომ ექიმების საერთო რაოდენობასთან შედარებით ეს მაჩვენებელი დიდი არ არის და ინფიცირებულთა უმეტესობა უკვე გამოჯანმრთელდა. სტაციონარში მკურნალობა 12-დან საავადმყოფოს მხოლოდ 5 თანამშრომელს დასჭირდა, დანარჩენების მდგომარეობა მსუბუქად შეფასდა და, შესაბამისად, სახლებსა და კოვიდსასტუმროებში გადანაწილდნენ.
„2 მედდა გვრჩება ახლაც მსუბუქი სიმპტომებით, არიან შესაბამისი მეთვალყურეობის ქვეშ და რამდენიმე დღეში დაუბრუნდებიან სამუშაოს. მე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მედპერსონალს და არამარტო ჩვენსას, გვქონდა ისეთი შემთხვევები, როცა ადამიანებმა, რომლებიც კოვიდდადასტურებულები იყვნენ, გამოთქვეს სურვილი, გაეგრძელებინათ თავიანთი სამუშაოს შესრულება. რამდენიმე მათგანი იყო მსუბუქი და უსიმპტომო და შეეცადნენ, არ შეეწყვიტათ მუშაობა – ამის საჭიროება ჩვენ არ გვქონდა, თუმცა ასეთი ინიციატივა პატივისცემას და დაფასებას იმსახურებს და ამას ყველგან აღვნიშნავ”, – უთხრა რადიო თავისუფლებას კლინიკის ხელმძღვანელმა, მამია ყიფიანმა.
ასევე ნახეთექიმებს კორონავირუსზე ყოველ 72 საათში დატესტავენ
ექიმებიდან არიან ისეთებიც, რომლებიც კარგად აცნობიერებენ ინფიცირების შემთხვევაში მუშაობის გაგრძელების და ვირუსის გავრცელების რისკებს – მაგალითად, სასწრაფოს ექიმები 20 ოქტომბერს რადიო თავისუფლებასთან წუხდნენ იმის გამო, რომ თვითიზოლაციასა და კარანტინში მხოლოდ კოვიდინფიცირებული ექიმის ეკიპაჟის წევრები გადაჰყავთ, ხოლო ისინი, ვინც მათთან ერთად ერთ სივრცეში ცვლაში მორიგეობენ, მუშაობას აგრძელებენ.
ოფიციალური პირები ექიმების ინფიცირების თემაზე საუბრისას, როგორც წესი, აღნიშნავენ იმასაც, რომ ვირუსის გავრცელების წყარო ყოველთვის მათი სამსახური არ არის და ახალი შემთხვვების ზრდასთან ერთად იმატებს საყოფაცხოვრებო შემთხვევებში ინფიცირების შემთხვევები.
ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა ახალციხეში სტომატოლოგიური კლინიკის ადმინისტრატორის ინფიცირების ისტორია, რომლის 12 წლის შვილმაც ვირუსი ოჯახში სკოლიდან მიიტანა. კლინიკა მუშაობას აგრძელებს, ოჯახი იზოლაციაშია.
გიორგი ფხაკაძე, პროფესორი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, თვლის, რომ ასეთი შემთხვევებისთვის გამოსავალი სისტემის და ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, ჩაკეტვაა და თუკი ევროპულ ქვეყნებში ჩაკეტვა ძირითადად დიდ ქალაქებში ხდებოდა, საქართველომ ეს მოდელი უნდა შეატრიალოს და ისეთი დასახლებები ჩაკეტოს, სადაც სულ რამდენიმე სამედიცინო მუშაკი და ცოტა მოსახლეა. ის მიიჩნევს, რომ მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემასა და მოსახლეობის დიდ ნაწილს ნოემბერსა და დეკემბერში ელოდება, როცა კოვიდის გარდა სხვა პაციენტების მიღების რესურსი და ადგილი აღარ დარჩება.
გიორგი ფხაკაძე, რომელიც შიგნიდან იცნობს ქართული ჯანდაცვის სისტემას თავისი სისუსტეებით, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ინფიცირებული სამედიცინო პერსონალი დღეს მოქმედი მედიკოკების ის ნაწილია, რომელსაც ყველაზე ეფექტიანად შეუძლია პაციენტების მართვა და ყველაზე ახლო კონტაქტი ჰქონდა კოვიდინფიცირებულებთან – ქართული სამედიცინო სისტემის გაუმართაობის გამო ამ სისტემაში არასაკმარისი რაოდენობით ექთმები გვყავს, რომელთა საშუალო ასაკი რამდენიმე წლის წინ ჩატარებული კვლევების მიხედვით – 65 წელი იყო.
დღეს ეს ასაკი უფრო გაზრდილია – შესაბამისად, კორონავირუსის ბრძოლის წინა ხაზზე ქვეყანას რისკჯგუფში შემავალი სამედიცინო პერსონალი ჰყავს, რომელთა ანაზღაურება და გადამზადება რიგ შემთხვევაში კრიტიკას ვერ უძლებს. გიორგი ფხაკაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანას არც საკმარისი რაოდენობის და ხარისხის აღჭურვა აქვს და არც ის მომზადებაა საკმარისი, რომლითაც ექიმები ვირუსთან საბრძოლველად დაატრენინგეს.
„უკლებლივ ყველა სამედიცინო დაწესებულება უნდა ჩაერთოს ეპიდემიასთან ბრძოლაში – არ შეიძლება, კლინიკები, რომლებიც ცხელების ცენტრი არ არის, უკან აბრუნებდნენ პაციენტებს სხვა კლინიკებში ტესტის გასაკეთებლად – ეს არის პაციენტების უფლებების დარღვევა და სისხლის სამართლის დანაშაული. საავადმყოფოში ადამიანი იმიტომ მიდის, რომ დახმარება სჭირდება და იქ უნდა დახვდეს ტესტიც და მკურნალობაც. მაგრამ მიდგომა უნდა იყოს კლინიკების მხრიდან ისეთი, რომ ყველა პაციენტს ისე მიუდგეს, როგორც კოვიდპაციენტს – დაიტესტოს და უსაფრთხოების ნორმები დაიცვან”, – უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი ფხაკაძემ.

საქართველოში სამედიცინო პერსონალის ინფიცირების პირველი ფაქტი აჭარაში, 30 მარტს დაფიქსირდა. კორონავირუსით ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს 45 წლის მედდა დაინფიცირდა. მას კორონავირუსი პაციენტისგან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გადაედო. მაისის დასაწყიში ქვეყანაში დაახლოებით 70 სამედიცინო პერსონალი იყო ინციფირებული.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://www.radiotavisupleba.ge/a/30915911.html

“İndi bir sualıma cavab verin” – Qiorqi Pxakadze

07.12.2021



İctimai səhiyyə eksperti Qiorqi Pxakadze sosial şəbəkədə yazı yayıb.


Professor özünün Facebook səhifəsində kovid pasportla bağlı keçirilən etirazlara münasibət bildirib və peyvəndin məcburi olduğu digər ölkələrin timsalından yazıb.


“Nyu-Yorkda özəl sektorda çalışan hər kəs dekabrın 27-dək peyvənd edilməlidir!


Nyu-Yorkda beş yaşından etibarən “yaşıl pasport/koronavirus keçid” məcburidir.


Zimbabvedə kovidə görə buraxılış vərəqəsi yoxdur, İsveçrədə kovid buraxılış vərəqəsi məcburidir.


Avstriyada, Yunanıstanda və artıq Nyu-Yorkda peyvəndlər məcburidir və Mozambikdə ümumiyyətlə peyvənd yoxdur.


İndi bir sualıma cavab verin: Gürcüstan haradadır? Deyirlər ki, yaşıl pasport “köləlikdir”, “demokratik deyil”, “azadlığın məhdudlaşdırılmasıdır” və s. – yəni Zimbabve azaddır, demokratikdir… və İsveçrədə və Nyu-Yorkda diktatura və köləlik var?!”, – deyə Qiorqi Pxakadze sosial şəbəkədə yazıb.


Mənbə: report.ge


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze


Source: https://marneulifm.ge/az/xeberler/article/51620-qioqi-pxakadze-indi-bir-sual-verim

გიორგი ღოღობერიძე – “გიორგი ფხაკაძე არის მედიცინის სირცხვილი”

08/02/2022



ექიმი გიორგი ღოღობერიძე, ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და წერს, რომ გიორგი არის მედიცინის სირცხვილი და იმის განსახიერება, თუ როგორი არ უნდა იყოს ექიმი.


მისივე თქმით, თუ ჰგონია, რომ ქართველი ექიმების დაცინვა შეუძლია, ცდება – პასუხს ჩვენგანაც მიიღებს.


„აი, რა უნდა ელაპარაკო ადამიანს, რომელიც დღეში 7-ჯერ ცვლის რეკომენდაციებს, აქედან 90% მტკნარი ტყუილია და თან საკუთარ თავს ექსპერტს ეძახის.

გიორგი არის მედიცინის სირცხვილი და იმის განსახიერება, თუ როგორი არ უნდა იყოს ექიმი.


მას თუ ჰგონია, რომ ქართველი ექიმების დაცინვა შეუძლია, ცდება. საკადრის პასუხს ჩვენგანაც მიიღებს და ხალხის დაპანიკებას შეეშვას, სასაცილო ხდება“, – წერს გიორგი ღოღობერიძე.


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე, ექიმ გიორგი ღოღობერიძის მორიგ ვიდეო მიმართვას ეხმაურება, სადაც ის კორონავირუსის ახალი შტამის “ომიკრონის” შესახებ საუბრობს.

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%98%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A8%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98-%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%95%E1%83%94-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%90-1-5-%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0-%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%9D-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://akhalitaoba.ge/2022/01/zghaprebze-ratom-gadavdivarth-didi-imedgatsruebaa-phkhakadze-ghoghoberidzis-tsinaaghmdeg/



საქართველოს მთავრობა ძალიან კარგად ასრულებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს

01.02.2021 Imedinews


„საქართველოს მთავრობა ძალიან კარგად ასრულებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს“, – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.

„ჩვენი მთავრობა ძალიან კარგად ასრულებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს. პირველივე ტალღიდან ასე ხდებოდა, ამიტომ თითქმის ვერ ვიგრძენით პირველი ტალღა. როდესაც ჩვენ არ დავუჯერეთ ჯანმოს, მივიღეთ ნოემბერი, ჩვენთან არჩევნები იყო და იცით რაც მოხდა“, – აღნიშნა ფხაკაძემ.

მისი თქმით საქართველოს მთავრობა მიჰყვება ჯანმოს რეკომენდაციებს. „უნდა ვაღიაროთ, რომ პანდემია არ აპირებს არსად წასვლას, გვექნება მეტნაკლებად მსუბუქი ზაფხული და არ გვექნება ბევრი სიკვდილიანობა, გავრცელება იქნება, თუმცა არა მძიმე. ამისათვის, ქვეყანა უნდა იყოს მზად და ის ქმედებები რასაც ახლა აკეთებს სახელმწიფო არის ორი მიმართულებით. ერთი არის სუფთა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით სწორი მიმართულება და მეორე, როგორ ვიცხოვროთ კოვიდთან ერთად. აი მეორეს, ჩვენ ვერ ვასრულებთ, ვამბობთ დაველოდოთ და ყველაფერი დაუბრუნდება ძველებურ სიტუაციას, აღარ იქნება ისე, როგორც იყო ადრე“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც Pfizer-ის ვაქცინას მიიღებს.

Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://imedinews.ge/ge/covid19/184438/giorgi-pkhakadze-saqartvelos-mtavroba-dzalian-kargad-asrulebs-jandatsvis-msoplio-organizatsiis-rekomendatsiebs

გიორგი ფხაკაძე – „ჩემი წასვლიდან 2-3 დღეში მთავრობა გამოაცხადებს, ცუდად არის საქმეო“

18/07/2022



აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:

„სიახლეები და რჩევები გიორგი ფხაკაძისგან: საქართველოში ომიკრონ BA5-ის აფეთქებაა 1.რამდენიმე დღეა, ჩამოვედი და ძალიან ყურადღებით ვაკვირდები, რა ხდება ქვეყანაში, განსაკუთრებით ჯანდაცვის კუთხით. მქონდა ბევრ ადამიანთან შეხვედრა. ვფიქრობ, რა შეიძლება გაკეთდეს და რისი გაკეთება არ შეიძლება.

2.საქართველოში მოჩვენებითი რეალობაა, თითქოს პანდემის დამთავრდა, თავის მოტყუება გვიყვარს. საქართველოში კოვიდს სეზონური გრიპი დაარქვეს. ამ […]




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



წყარო: https://akhalitaoba.ge/page/2/?s=%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98+%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94


ცუნამი მოგონებაა… უმძიმესი ზამთარი გვექნება. მე საქართველოდან მივდვარ… – გიორგი ფხაკაძე

28/10/2021

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ მსოფლიოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში კატასტროფული სიტუაციაა.


„აღმოსავლეთ ევროპაში იწყება საშინელება! კარგად მომისმინეთ მეგობრებო. ამ წუთას რუმინეთში კატასტროფაა. თქვენ არ იცით, რა ხდება იქ. ქვეყნები, რომლებიც ვაქცინირებულები არ არიან, ყველას ყოფა ეტირა.

უმძიმესი მდგომარეობაა ასევე უკრაინაში, რუსეთში. ეს ცუნამი კი არ არის. ცუნამი მოგონებაა. უმძიმესი ზამთარი გვექნება. მე გითხარით, გაგაფრთხილეთ. ახალი ვარიანტია. დელტას შვილიშვილი. მე საქართველოდან მივდივარ… ერთი მეორეზე უარესები არიან. დამღლელია,“ – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/tsunami-mogonebaa-umdzimesi-zamtari-gveqneba-me-saqartvelodan-mivdvar-giorgi-fkhakadze/


„2022 წელი იქნება ამ პანდემიის დასრულების წელი…მეცნიერები შეძლებენ, დადონ საიმედო“ – გიორგი ფხაკაძე

07/06/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე კოვიდსაწინააღმდეგო ანტივირუსული პრეპარატის “ტემპოლის” შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

ლინკი:

https://www.nih.gov/news-events/news-releases/nih-researchers-identify-potential-new-antiviral-drug-covid-19?fbclid=IwAR2SZ61es8FEXo7HO0FAs8cA0v9-SxBNTxTt9kdZImzRPid4cG5UCuSSgzw


„კოლეგებისთვის. კიდევ ერთი პოტენციურად საინტერესო მედიკამენტი. ამჟამად მსოფლიოში კოვიდ საწინააღმდეგო 300-მდე კანდიდატი ვაქცინაა და 100-მდე კანდიდატი სამკურნალო მედიკამენტია.
მე მჯერა, რომ 2021 წლის ბოლომდე, მეცნიერები შეძლებენ, დადონ საიმედო შედეგები და 2022 წელი იქნება ამ პანდემიის დასრულების წელი. ყველაფერი შესაძლებელია,“ – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

ბიძინა კულუმბეგოვი ძალიან კარგი ბიჭია, ალერგოლოგი და მიხედე იმ ალერგიას… – გიორგი ფხაკაძე

01/11/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ვიდეომიმართვაში საუბრობს, რომ საქართველოში რაც ნახა ეს სრული მარაზმია.

„რომ გითხრათ, რომ კარგად ხართ, არ ხართ, რადგან რაც საქართველოში ვნახე ეს არის მარაზმი, ვიცოდი, რომ ჩვენ ამ გამოწვევის წინაშე ვდგავართ, მაგრამ ასეთ ცუდ სიტუაციაში თუ ვიყავით არ მეგონა.

ჩემს კოლეგებს რაც შეეხება ძალიან ბევრი კარგი სპეციალისტია საქართველოში, თუმცა ზოგ-ზოგიერთების ვერც თავი და ვერც ბოლო გავიგე.

მთელი ვაქცინაციის საბჭო რას ბოდიალობთ? ტიპები გამოდიან, ბატონი ვანიკო ძალიან კარგი ბიჭია, პედიატრია და მიხედე ბავშვებს. რა გინდა ვაქცინაციაში? ბიძინა კულუმბეგოვი ძალიან კარგი ბიჭია, ალერგოლოგი და მიხედე იმ ალერგიას. პირადად მივწერე. პროპაგანდას უწევენ ამ ჩინურ ვაქცინას. ჩინური ვაქცინა არაა კარგი. ეს უკვე სასაცილოა.“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/bidzina-kulumbegovi-dzalian-kargi-bitchia-alergologi-da-mikhede-im-alergias-giorgi-fkhakadze/


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights