სამშაბათი, აპრილი 21, 2026

გიორგი ფოფხაძე – “გული კი არ გამისკდა, ყბა ჩამომივარდა, ისეთი რამ წავიკითხე”

26/06/2021

დამოუკიდებელი ექსპერტის ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორ გიორგი ფხაკაძის განცხადებით, სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადება, რომ ქვეყანაში ვაქცინების არ არსებობა ადამიანების სიცოცხლის ხელყოფას ნიშნავს, სიმართლეა.


ფხაკაძის თქმით, დღეს სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები იშვიათად ამბობენ სიმართლეს და მათ შორის სახალხო დამცველი გამონაკლისია.


„სახალხო დამცველი გამოვიდა და თქვა, რომ ვაქცინების არყოფნა დღეს არის ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა და საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის კომენტარი რომ წავიკითხე გული კი არ გამისკდა, ყბა ჩამომივარდა, მე ვუთხარი, ეს რა არის მეთქი? მერე რაო და რაღაც უაზრო ამერიკული მაგალითი მოგვცა. გრცხვენოდეთ. გასაგებია, რომ პარტიულები ხართ. გასაგებია, რომ მივდივართ კომუნიზმისაკენ, გავიგე, მაგრამ ასეთ დონეზე? სპეციალისტი ხარ ხომ? ბოლოს და ბოლოს თქვი, არ ვიცი. ჩვენი სახალხო დამცველი იყო 100%-იანი მართალი. ამაზე დიდი სიმართლე მე კარგა ხანია არ მომისმენია”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://akhalitaoba.ge/2021/06/giorgi-phophkhadze-guli-ki-ar-gamiskda-qhba-chamomivarda-isethi-ram-tsavikithkhe/



„კარგი ამბავი, დაწყნარდით. პანიკას არ აყვეთ. არავინ აპირებს ლოკდაუნების გამოცხადებას ამ ვირუსის გამო

24/05/2022

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს:

„კარგი ამბავი, დაწყნარდით ,

„მაიმუნის ყვავილის“ ვირუსი 17 ქვეყანაში (აფრიკა არ ითვლება, იქ ეს ვირუსი სულ იყო და, სავარაუდოდ, იქნება. იქ ამ ვირუსის გარდა კიდევ ბევრი ვირუსებია, ეს ისე) გავრცელდა (ნახეთ ბოლო მონაცემები სურათზე) და არც ერთი გარდაცვალება არ დაფიქსირებულა, დღეის მდგომარეობით (ამ 17 ქვეყანაში),

პანიკას არ აყვეთ შეირგეთ ზაფხულის მზე ,

არავინ აპირებს ლოკდაუნების გამოცხადებას ამ ვირუსის გამო,

ჯანმრთელობას გისურვებთ…“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


„ჯანდაცვის სისტემის ჩემზე ჩაბარებას ვერავინ გაბედავს“ – გიორგი ფხაკაძე საქართველოში ახალი შტამის დაფ

20/12/2021


საქართველოში ახალი შტამის დაფიქსირებას ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.


„როდემდე არ უნდა დამიჯეროთ. ჯანდაცვის სისტემის ჩემზე ჩაბარებას ვერავინ გაბედავს, არც ვითხოვ და არც მაქვს ამის ამბიცია ყველანი ეს კარგად ვიცით. დღეს არსებული ჯანდაცვის მენეჯმენტის შეცვალა უნდა გადაიდოს მინიმუმ 3-4 თვით. კოვიდის “ომიკრონის” ვარიანტის გავრცელება სავარაუდოდ, იქნება ყოველდღიურად გასამებული ანუ 10-30-90 და ასე შემდეგ. გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე. დაიცავით დისტანცია. გაიკეთეთ ფაიზერის ბუსტერი“, – წერს გიორგი ფხაკაძე.

შეგახსენებთ, „ომიკრონის“ სახელწოდებით ცნობილი კორონავირუსის ახალი შტამი პირველად სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა, შემდეგ კი სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/jandatsvis-sistemis-chemze-chabarebas-veravin-gabedavs-giorgi-fkhakadze-saqartveloshi-akhali-shtamis-dafiqsirebas-ekhmaureba/



მსოფლიოში კიდევ ერთი ვაქცინა გამოჩნდება?! – გიორგი ფხაკაძე ახალ ვაქცინას აანონსებს

22/09/2021

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ გამოჩნდა კიდევ ერთი ვაქცინამ, რომელმაც დამაიმედებელი შედეგები დადო.


„ჩინეთში ბევრი ვაქცინებია, არის კიდევ ერთი ვაქცინა, კარგი კვლევები დადო. მელამ კუდი მოწმედ დაიყენა ასეთი ვარიანტია ჯერჯერობით. ვნახოთ, დამოუკიდებელი ექსპერტები რას იტყვიან.

ჯერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში არ აქვთ შეტანილი განაცხადი, საინტერესო ვაქცინა არის. მეც ძალიან დიდი იმედები მქონდა „ჯონსონზე“, მაგრამ რას ვიზამთ რაც არის ის არის.

როგორც ვამბობდი, წლის ბოლოს არა ერთი ვაქცინა და წამალი გამოჩნდება, რომელიც დაგვეხმარება ჩვენ ერთობლივი ძალებით შევამციროთ ამ ვირუსის სიძნელეები.

100%-ით ამ ვერაგს ვერ მოვიშორებთ, მაგრამ შემცირება შესაძლებელია, კონტროლი შესაძლებელია და მართვა შესაძლებელია, თუ მოვინდომე, თუ არადა ვიქნებით იწ სადაც ვართ“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/msoflioshi-kidev-erti-vaqtsina-gamochndeba-giorgi-fkhakadze-akhal-vaqtsinas-aanonsebs/


“დღეს საქართველოში კოვიდაფეთქებაა” – გიორგი ფხაკაძე

11/10/2021



აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე პანდემიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:


“კოვიდის მე-4 ტალღა საქართველოში არ დამთავრებულა! საქართველოში მე-5 ტალღა ზამთრის შუა რიცხვებში იქნება! არაპროფესიონალიზმი ყველა სფეროში და, განსაკუთრებით, ჯანდაცვის/ეპიდემიის მართვის სფეროში მდგომარეობას ყოველდღიურად ამძიმებს!


არჩევნების გამო ქვეყანაში შესაბამისი ზომები და გადაწყვეტილებები არ იქნა მიღებული!

შედეგი სახეზეა, დღეს კოვიდაფეთქებაა. მხოლოდ თბილისში, სტატისტიკის თანახმად, 40 ბაღი, 7 სკოლა და ცალკეული 90 კლასი დაიხურა.

არაპროფესიონალიზმი კლავს!

ქვეყანა უნდა გადავიდეს ფაიზერი/ბიონტეკის ვაქიცინაზე ! “.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://akhalitaoba.ge/2021/10/dghes-saqarthveloshi-kovidaphethqebaa-giorgi-phkhakadze/


რაც ახლა ხდება საქართველოში, პირდაპირი გზაა ლოკდაუნისკენ – გიორგი ფხაკაძე

30/10/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე BBC-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტს ეხმაურება, სადაც ასახულია რუსეთში არსებული მძიმე ეპიდვითარება. ირკვევა, რომ ქვეყანაში დღითიდღე ვირუსს მეტი და მეტი ადამიანი ეწირება, აღსანიშნავია, რომ სამედიცინო პერსონალის ნაკლებობასაც უჩივიან.


ამ ყველაფრის ფონზე, ადამიანები არ იცავენ მსოფლიოში დადგენილ წესებს, რითაც ვირუსის გავრცელებას შეზღუდავენ. ფხაკაძის თქმით, საქართველოში მსგავსი სცენარი განვითარდება, თუ შესაბამისს ზომებს არ მივიღებთ.

„ეს იქნება საქართველოში 2-3 კვირაში. გეყოთ პოლიტიკა, მიხედეთ საქმეს. ხვალიდან: გადავიდეთ „ფაიზერის“ ვაქცინაზე, გამოიყენეთ ყველგან სამედიცინო პირბადე, დაიცავით დისტანცია, კოვიდ საშვი მხოლოდ „ფაიზერით“ აცრილებისთვის, მოსახლეობის 90% უნდა იყოს აცრილი.

თავს ნუ ვიტყუებთ, ის, რაც ახლა ხდება საქართველოში, ეს არის პირდაპირი გზა ლოკდაუნისკენ“, – წერს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/rats-akhla-khdeba-saqartveloshi-pirdapiri-gzaa-lokdaunisken-giorgi-fkhakadze/


რამე გაწუხებს?! – აიცერი. გაავრცელე სიყვარული და არა ვირუსი – გიორგი ფხაკაძე

24/09/2021

„სერიიდან – ჩემი სხეული და ჩემი ჯანმრთელობა მეკუთვნის მე და მე მაქვს არჩევანის უფლება“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე წერს.


საკმაოდ შთამაგონებელ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„სერიიდან – ჩემი სხეული და ჩემი ჯანმრთელობა მეკუთვნის მე და მე მაქვს არჩევანის უფლება…

ამჟამად მთელ მსოფლიოში რეანიმაციული განყოფილებების 95%-98%-ს იკავებენ არავაქცინირებული კოვიდპაციენტები.

ამჟამად მთელ მსოფლიოში კოვიდ-სიკვდილიანობის 98%-99% არის არავაქცინირებულებში და ასევე პოსტკოვიდური – “გრძელი კოვიდის” პაციენტებში.

მსოფლიოში ამჟამად არის არავაქცინირებულების კოვიდეპიდემია. სამედიცინო პერსონალი დაიღალა. სამედიცინო აპარატურა დაიღალა
ყველა დაიღალა. უაზრო მიზეზების გამოგონებას თავი დაანებეთ:


ალერგიული ხარ?! – აიცერი
დიაბეტი გაქვს?! – აიცერი
გული გაწუხებს?! – აიცერი
ვენები გაწუხებს?! – აიცერი
ფილტვები გაწუხებს?! – აიცერი
ჰეპატიტი გაქვს?! – აიცერი
ღვიძლი გაწუხებს?! – აიცერი
თირკმელები გაწუხებს?! – აიცერი
ჰერპესი გაქვს?! – აიცერი
ჯარბწონიანი ხარ?! – აიცერი
ფეხმძიმედ ხარ?! – აიცერი და აცერი მთელი ოჯახი
ბავშვები ძუძუთი კვებაზე გყავს?! – აიცერი და მთელი ოჯახი აცერი“,- წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/rame-gatsukhebs-aitseri-%e2%80%8b-gaavrtsele-sikvaruli-da-ara-virusi-giorgi-fkhakadze/



პრემიერ-მინისტრმა წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრების საკითხი

25.11.2020 ImediNews

პრემიერ-მინისტრმა წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრების საკითხი და მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტი ბიზნესის წაზრმომადგენლებთან და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან ერთობლივად განიხილა



საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების საკითხი, ასევე მოქალაქეებისა და ბიზნესის იმ ნაწილის მხარდაჭერის პაკეტები, რომელზეც შეზღუდვები გავრცელდება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს კერძო სექტორისა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან ერთობლივად განიხილა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ბიზნესისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად განიხილა წერტილოვანი შეზღუდვების რამდენიმე ვარიანტი, რომელთა მიზანია, ერთი მხრივ ნაკლები ზიანი მიადგეს ეკონომიკას და ამავდროულად ეფექტური იყოს ვირუსის გავრცელების დინამიკის მართვის თვალსაზრისით.

დისკუსიისას შეზღუდვების ფორმებსა და ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტებთან მიმართებაში საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და არსებული პროგნოზები მიმოიხილა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. მისი შეფასებით, ქვეყანა პიკში შედის, შესაბამისად, საჭირო და აუცილებელია, წერტილოვანი ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრება, რათა ვირუსის გავრცელება მაქსიმალურად შეიზღუდოს. ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების განმარტებით, შეზღუდვების გაფართოება ინფიცირების რაოდენობის მკვეთრ შემცირებას არ გამოიწვევს, თუმცა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს არსებული მდგომარეობის სტაბილიზაციას.

შეხვედრას ვიდეოკონფერენციის რეჟიმში შეუერთდნენ ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე – შვეიცარიიდან, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი – ესტონეთიდან, აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული აშშ-დან. საზღვარგარეთ მოღვაწე ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებმა შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარეს შეზღუდვების კუთხით იმ ქვეყნებში არსებული გამოცდილება, სადაც საქმიანობენ და აღნიშნეს, რომ საქართველოს მთავრობის გეგმა შეზღუდვებთან დაკავშირებით ქვეყანაში დღეს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ადეკვატურად პასუხობს.

მთავრობის მეთაურმა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ასევე განიხილა ის ღონისძიებები, რომელსაც საქართველოს მთავრობა განახორციელებს მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდასაჭერად. ხაზი გაესვა, რომ მნიშვნელოვანი ამოცანაა, მხარდაჭერის ისეთი პაკეტის ჩამოყალიბება, რომელიც დაეხმარება როგორც მოქალაქეებს, ასევე განსაკუთრებით ბიზნესის იმ მიმართულებებს, რომელთა შეზღუდვის აუცილებლობა პანდემიის მეორე ტალღის პირობებში დგება.

შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ესწრებოდნენ.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე, ცენტრის დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში პაატა იმნაძე, იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი და ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი გოცაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://imedinews.ge/ge/covid19/174096/premierministrma-tsertilovani-shezgudvebis-gamkatsrebis-sakitkhi-da-moqalaqeebisa-da-biznesis-mkhardacheris-paketi-biznesis-tsazrmomadgenlebtan-da-jandatsvis-speros-eqspertebtan-ertoblivad-ganikhila

„2022 წლის ბოლომდე უკვე გაყიდულია – ყველა ავტორიზებული ვაქცინა“

04/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა, თემა: ვაქცინები და ვაქცინაციის პროცესი.

-„ყველა ავტორიზებული ვაქცინა 2022 წლის ბოლომდე უკვე გაყიდულია. ვაქცინაციის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობა, ეს არის კორუფციის წყარო და ყველაზე მთავარი, ვაქცინის ხარისხის კონტროლს ქართული კერძო სექტორი ვერ უზრუნველყოფს. გადახედეთ, მარტო ამჟამინდელ წამლების ბაზარს. ასევე უნდა გვახსოვდეს,- ყველა ავტორიზებული ვაქცინა 2022 წლის ბოლომდე უკვე გაყიდულია“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„კოვიდის ახალი ვარიანტი გამოჩნდა“ – გიორგი ფხაკაძე

11/03/2022



აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:


„როგორც მოსალოდნელი იყო კოვიდის ახალი ვარიანტი გამოჩნდა. ომიკრონი BA2.2, შეუტია ჰონკონგს. ასევე ის უკვე იქნა აღმოჩენილი ავსტრალიაში, სინგაპურში და ბრიტანეთში.


ეს ვარიანტი ძირითადად ვრცელდება არავაქცინირებულებში და არა სრულიად ვაქცინირებულებში (სრული ვაქცინირებული არის 3 -ჯერ ვაქცინირებული). ასევე ეს ვარიანტი სავარაუდოდ, ადასტურებს ჩინური ვაქცინების არაეფექტურობაზე. სავარაუდოდ, ამ ვარიანტს ახასიათებს „დელტასნაირი” სირთულეები. კოვიდი არ არის სეზონური გრიპი. აიცერით, ატარეთ პირბადე და დაიცავით დისტანცია. ჯანმრთელობას გისურვებთ.“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://akhalitaoba.ge/2022/03/kovidis-akhali-varianti-gamochnda-giorgi-phkhakadze/





შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights