ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026

მაგარი ბებო მყავდა, ეს არ იცით რა სიმდიდრეა. ამას ოქროთი ვერ იყიდი – უცნობი ფაქტები, რაზეც…

17/08/2021

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას ხშირად უზიარებს რჩევებს კორონავირუსთან დაკავშირებით, ვაქცინებსა და სხვა საინტერესო საკითხებზე. ერთ-ერთ ჩართვაში ფხაკაძე პირად ცხოვრებაზე საუბრობს და მისი პროფესიის შესახებ ელაპარაკება.


ამბობს, რომ ცხოვრებაში პოზიტივი და ღიმილი მთვავარია და პირადი გამოცდილების მაგალითზე ყვება, როგორ გადაარჩინა ღიმილმა ტერორისტების გარემოცვაში.

პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე იხსენებს იმ საწყის ეტაპს, როდესაც მისი ოცნება ქუთაისში, საღორის საავადმყოფოში ქირურგად მუშაობა იყო.

ამჯერად, გთავაზობთ ჯანდაცვის ექსპერტის მოწოდებას, რომ აკეთონ სიკეთე, თუნდაც დღეში ერთი. პანდემიის პირობებში ბებია-ბაბუას მაქსიმალურად მოვუფრთხილდეთ, დავურეკოთ, მივწეროთ, სითბო და სიყვარული არ დავიშუროთ.


ექსპერტის თქმით, მათი როლი ჩვენს ცხოვრებაში შეუფასებელია.

„უეჭველად, დღეში ერთი კეთილი საქმე უნდა გააკეთოთ. ბოლოსდაბოლოს, ერთი შეტყობინება გაუგზავნეთ ბებოს ან ბაბუს, რომლებიც ძალიან შორს არიან. ან დაურეკეთ: – ბებო, როგორ ხარ? როგორ გაუხარდებათ, იცით?!

თუმცა, თუ ნახავთ არ ჩაეხუტოთ, თუ გინდათ, რომ მათ ხაჭაპურები გაგიკეთონ მომდევნო წელს… თუ გაქვთ საშუალება, ფული გაუგზავნეთ.

ძალიან მაგარი ბებო მყავდა. ბებია-ბაბუას სიტყვა არის წამალი. მე არ გამიმართლა: ბაბუა ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა და არასდროს მინახავს. რა ბედნიერები ხართ, ვისაც გყავთ ბებია. თითოეულ დღეს გაუფრთხილდით, არ იცით რა სიმდიდრეა. ამას ოქროთი ვერ იყიდი. რომ გეტყვის :„ბებო, როგორ ხარ?“ ამაზე უკეთესი წამალი რა უნდა იყოს? დამთავრდა – რა ტკივილი, უფულობა, ჩხუბი. ზოგს დედ-მამა ჰყავს ასე. მამა მყავს, დედამ დიდი ხანია დამტოვა. ვისც გყავთ, გაუფრთხილდით. მეგობარს გაუშვებ, ცოლს, ან ქმარს, მაგრამ დედაა ისეთი ვინმეა, არ არსებობს რომ არ გაგიგოს. მოეფერეთ დედებს, მხოლოდ 2-მეტრიანი დისტანცია დაიცავით“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/magari-bebo-mkavda-es-ar-itsit-ra-simdidrea-amas-oqroti-ver-ikidi-utsnobi-faqtebi-razets-giorgi-fkhakadze-ishviatad-saubrobs/


„არ უნდა კვდებოდნენ ადამიანები უყურადღებობის და პირადი ინტერესების გამო…“

16/10/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



რადიო ,,ჯორჯიან თაიმსის” ეთერში გადაცემა „ჩარჩოს მიღმა”
სტუმარი – პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.


ბათუმის ტრაგედია არ უნდა განმეორდეს.

არ უნდა ხდებოდეს უკანონო მშენებლობები, არ უნდა კვდებოდნენ ადამიანები უყურადღებობის და პირადი ინტერესების გამო…

ჩვენთან ბევრი ავარიული შენობა-ნაგებობაა…

გიორგი ფხაკაძის უბანში წარმოებულმა მშენებლობამ სახლის კედლების დაბზარვა გამოიწვია…


უფრო ვრცლად რადიო ,,კორჯიან თაიმსის” ეთერში გადაცემა ,,ჩარჩოს მიღმა” და გიორგი ფხაკაძე

ვიდეო – https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=757728372291836



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


„ყველაფერშიკებმა“ გაანადგურეს ეს ქვეყანა, განსაკუთრებით ჯანდაცვის სფერო – გიორგი ფხაკაძე

30/10/2021

ფაიზერით/მოდერნით ვაქცინირებულები არიან უფრო დაცულები, ვიდრე კოვიდ-გადატანილები. ამ კვლევას ბევრი ელოდა მსოფლიოში და საბოლოოდ, კიდევ ერთი მტკიცებულება დევს (ვისაც არ სჯერა წაიკითხეთ კარგად ბმულები), – ამის შესახებ ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.


აქვე, ის კოლეგებს მოუწოდებს, მიხედონ თავიანთ ვიწრო სპეციალობებს, თავიანთ დარგს.

„იქნებ ამ ქვეყანაში ვისწავლოთ, რომ ფხაკაძე როცა საუბრობს საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე და ვაქცინაციაზე, დაუჯეროთ ხოლმე. ჩემს ქართველ კოლეგებს ვურჩევ, მიხედონ თავის ვიწრო სპეციალობებს, სადაც არიან. ამ ბოლო 20 თვის მანძილზე არაერთი უაზრო კომენტარი/რჩევა/მოსაზრება მიგვიღია ქართველი კოლეგებისგან. გაუფრთხილდით თქვენ რეპუტაციას და მიხედეთ თქვენს დარგს.

ვიცი, რომ ეს პოსტი ბევრი ჩემი კოლეგისთვისაა. არაა სასიამოვნო, მაგრამ ეს არის ფაქტი და სიმართლე. ბოლო 20 თვის მანძილზე შემახსენეთ ერთი პოსტი/განმარტება/წინასწარ გათვლები, რომლებიც არ მოხდა/შესრულდა. პასუხს გეტყვით – არცერთი.

საქართველოში ყოფნისას მივხვდი, რომ არაპროფესიონალიზმი არის ყველა სფეროში და „ყველაფერშიკებმა“ გაანადგურეს ეს ქვეყანა განსაკუთრებით ჯანდაცვის სფერო.

საქართველოს ვაქცინაციის საბჭო – მაპატიეთ, მაგრამ მე ერთმა ადამიანმა უფრო ბევრი გავაკეთე საქართველოსთვის ამ პერიოდის მანძილზე, ვიდრე მთელი საბჭო. ეს არის ფაქტი, მოსახლეობაში თქვენი ნდობა არის 0-ის ტოლფასი.

ბოდიში, კიდევ ერთხელ ყველასთან, მაგრამ ყველამ მიხედოს თავის საქმეს. მე გავაგრძელებ, რასაც ვაკეთებ. არჩევნების დამთავრების შემდეგ იქნებ მივხედოთ რეალურ პრობლემას“, – ვკითხულობთ ფხაკაძის ფეისბუკ-პოსტში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/kvelafershikebma-gaanadgures-es-qvekana-gansakutrebit-jandatsvis-sfero-giorgi-fkhakadze/



„ბატონ მიხეილზე, ვთქვი, რომ შეეშალა, არ არის მართალი -ზოგი არხი უკვე აღარ მაწუხებს“

05/02/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაციასაზღვრებისგარეშე“ ხელმძვანელი, გიორგიფხაკაძე აცხადებს:

საინტერესოა, რომ ბატონ მიხეილზე ერთი-ორი სიტყვა ვთქვი, რომ შეეშალა, ალბათ, ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა, მალტაში – ვაქცინებთან დაკავშირებით, – მალტას ახლაც აქვს პრობლემა ვაქცინასთან დაკავშირებით, კი დაგეგმეს ასტრაზენეკას ვაქცინა, არ ყოფნით ფაიზერის ვაქცინა, მოდერნას ვაქცინას დამატებით ყიდულობენ, – 80 ათას დოზას. როცა ვთქვი, რომ ბატონი მიხეილი არ არის მართალი, დამესია ხალხი, გამლანძღეს და დავისვენე უკვე, ზოგი არხი უკვე აღარ მაწუხებს, ძალიან ნაწყენი ვარ, ისეთი „ნაწყენი“, ღამეები არ მძინავს.“


მისი თქმით, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს რეალობა, პორალიზაცია არის ძალიან დიდი და რასაც ჰქვია გულღია, სწორი ინფორმაციის გაჟღერება არავის არ უნდა და გადავარდნილები არიან ერთმანეთის ლანძღვაში და ა.შ.


„იმის მაგივრად, რომ ყველამ ერთად ვიმუშაოთ და დავუჭიროთ მხარი ერთმანეთს. სახელმწიფო არის ერთი, არ აქვს მნიშვნელობა, ოპოზიცია ხარ თუ პოზიცია, ყველა ერთად უნდა დავეხმაროთ ქვეყანას და უნდა გადავდოთ ყველაფერი მეორე „პლანზე“. მე როგორც ვატყობ, კარგი მიმართულებით არ მივდივართ, სიმართლე რომ ვთქვა.

მე, როგორც ექიმი ვხედავ, რომ ქვეყანა მიდის უფსკრულისკენ და გეტყვით, რაშია საქმე, – გავიდა ერთი წელი და ქვეყანამ ვერაფერი ვერ ისწავლა, სკოლაში სწავლობ მათემატიკას – 2+2, არის ოთხი, შეიძლება ერთი თვე ვერ ისწავლო, ორი თვე, მაგრამ ერთი და ორი წლის მერე რომ ვერ ისწავლი 2+2, რომ არის ოთხი, ამას რა ჰქვია, არ ვიცი!“- განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


ნახეთ ვიდეო – სკოლები უნდა გაიხსნას, მხოლოდ მკაცრი რეგულაციებით

https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=10159921027545579



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



„გეყოთ ფულის ჭამა და კინკლაობა! -გითხარით, ნუ იქნებით მკვლელები-მეთქი!“ – გიორგი ფხაკაძის მიმართვა

15/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა:

„ქუთაისში, ჩემს ქალაქში – მე არ მახსოვს, ოდესმე ამდენი ხალხი გამოსულიყოს. ეს ძალიან დასაფიქრებელია. როცა საზოგადოება რამეს ითხოვს, უნდა მოუსმინონ… ვინც საზოგადოებას არ უსმენს, ყოველთვის აგებს. დიალოგიც, მოლაპარაკებაც და დათმობაც უნდა იყოს. საბოლოო ჯამში, მოსახლეობასთან ხისტი ურთიერთობა ყველას აზარალებს.

მე ძირძველი ქუთაისელი ვარ, გეუბნებით, როგორც წესი, ქუთაისელები მიტინგზე არ დადიან. ასეთ ქალაქში ამდენი ხალხი რომ გამოვიდა, ეს ნიშნავს, რომ საქმე არ არის მარტივად. ის, რაც ქუთაისში ხდება, დასასრულის დასაწყისია.


სანამ დროა, მოუსმინეთ ხალხს!


თქვენ თუ გგონიათ, კაბინეტებში რაიმეს მოაგვარებთ, ძალიან ცდებით, თქვენ აცდენილი ხართ რეალობას. ქვეყანა დუღს, ჭკვიანი ხელისუფალი უნდა გრძნობდეს, რა ტკივა მოსახლეობას, უნდა მოუსმინოს ხალხს, უნდა გააკეთო არა ის, რაშიც ფულს მოტეხავ, არამედ ის, რაც ხალხს სჭირდება….იმიტომ, რომ ბოლოს მაინც არ შეგრჩება;
ქუთაისელის მიტინგზე გამოყვანა, – ეს არის „განგაშის ზარი“. მე ხელისუფლების ადგილზე ახლა ყველას დავუძახებდი კონსულტაციებისთვის, ეშმაკსაც კი დავუძახებდი რჩევისთვის, ოღონდ გამოსავალი მეპოვა.


არავითარი ძალის გამოყენება! ძალას მოჰყვება უფრო ძლიერი ძალა, ჩვენ ეს არ გვინდა, ჩვენ გვინდა სიმშვიდე და ქვეყნის აშენება.


ამ თემასთან დაკავშირებით მე ვერანაირ პოლიტიკურ განცხადებას ვერ გავაკეთებ, ჩემი სფერო ჯანდაცვაა, მაგრამ ქართველი ვარ და საქართველო მტკივა, ამიტომაც მოვლენებისადმი ჩემს დამოკიდებულებას გამოვხატავ. დეტალებში არ ჩავალ, მე პოლიტიკა არ მაინტერესებს, მაგრამ არაპროფესიონალიზმი და კორუფცია რომ არის ყველგან, ამის შედეგია ის, რაც დღეს ხდება. ასეა არა მარტო ჯანდაცვაში, არამედ ყველა სფეროში.



პოლიტიკოსებო, ერთმანეთში ურთიერთობების გარკვევას რომ გადაყევით, ეკთილი ინებეთ, ახლა ყველაფერი გვერდზე გადადეთ, დასხედით ერთ ოთახში და მიიღეთ გონიერი გადაწყვეტილება. ქვეყანას არეულობა არ სჭირდება, ჩვენ გვჭირდება ქვეყნის აშენება. ქვეყანაა მისახედი, დასხედით და მოაგვარეთ მოსაგვარებელი! იფიქრეთ, მოილაპარაკეთ, გამოდით და გამოაცხადეთ, – რასაც გააკეთებთ. არ უნდა ამას 20 და 30 რაუნდი, – იმოქმედეთ! ქვეყანას სჭირდება ერთობა. ყველა ვინც არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი, ასე უნდა მოიქცეს.

ჩვენ გვყავს ორი მტერი – რუსეთი და კორონავირუსი! სხვა მტერი საქართველოში არ არის და მტრის ხატებს ხელოვნურად ნუ ქმნით!
ხალხი თუ გამოვიდა, უნდა მოუსმინოთ! ამას ქვია ანგარიშვალდებულება!
ქვეყანა გვაქვს ერთი, ქვეყანა ინგრევა, უნდა მივხედოთ. გეყოთ ფულის ჭამა და კინკლაობა!


სიახლეები ვაქცინებზე.
მე შეგპირდით, ცუდსაც და კარგსაც, მაშინვე შეგატყობინებდით, ამჯერად ცუდი ამბებია.
„ჯონსონი და ჯონსონზე“ დიდ იმედებს ამყარებდნენ, ბევრი პლიუსი ჰქონდა (იყო ერთდოზიანი, არ სჭირდებოდა დიდი სიმძლავრის მაცივრები), სამწუხაროდ, გამოვლენილი პრობლემების გამო კომპანიამ მისი გამოყენება დროებით შეაჩერა. კომპანია პასუხისმგებლიანად მოიქცა, გამოიკვლევენ მიზეზებს, პრობლემა თუ არ დადასტურდა, წარმოება გაგრძელდება, თუ არადა – საერთოდ შეჩერდება!


რაც შეეხება „ასტრაზენეკას“ ვაქცინას, დღეს დანიამ ის საბოლოოდ შეაჩერა იმავე მიზეზით, რაც ჯონსონი და ჯონსონის შემთხვევაში მოხდა. ორივე ვაქცინა არის ერთი ტიპის, ერთი მეთოდოლოგიის. ასტრაზენეკა გამოიყენება საფრანგეთში და კანადაში (55 წლის ზემოთ, გერმანიაში – 60 წლის ზემოთ);
ბოლო კვლევებით, ასტრაზენეკა შედარებით კარგად მუშაობს ხანდაზმულებში, – 60 წლის ზემოთ, განსაკუთრებით 80 წელს გადაცილებულ ადამიანებში.
არავინ გაბედოს, ანტივაქსერობა დამაბრალოს. რაც მე ცოდნა, ენერგია, გამოცდილება მაქვს ჩადებული ვაქცინების პოპულარიზაციასა და ეფექტურ მართვაში, შემედარონ ზოგიერთები. უბრალოდ, მე ვამბობ იმას, რაც არის უახლესი ინფორმაცია და რაც მოსახლეობამ უნდა იცოდეს;
კიდევ ერთხელ განვმარტავ:
– მე ვარ ვაქცინაციის ყველაზე დიდი მომხრე, მაგრამ მომხრე ვარ პროცესის მხოლოდ გონივრულად წარმოების. ვაქცინაციის პროცესი არის არის რთული და საპასუხისმგებლო მთელი მექანიზმი. ეს უნდა იყოს გამჭვირვალე, ნებაყოფლობით და უსაფრთხო. ადამიანებს უნდა მისცენ ყველანაირი ინფორმაცია, თავი რომ იგრძნონ უსაფრთხოდ.
ვაქცინას, როგორც ყველა წამალს, უნდა ჰქონდეს ერთი ფუნქცია, – მოგვცეს შედეგი და ასევე, როგორც ყველა წამალს, ვაქცინასაც აქვს უკუჩვენება. ყველაფერი კარგად უნდა აიწონ-დაიწონოს!
მინდა იყოთ დაცული და ინფორმირებული. ძალა არის ცოდნაში, ძალა არის ინფორმაციაში. როცა თქვენ გაქვთ სწორი ინფორმაცია, შეგიძლიათ, მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება!
რაც შეეხება ჩინურ და რუსულ ვაქცინებს, მათთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვებია. ათობით მილიონ ადამიანს გაუკეთეს და ვითომ არავის არაფერი გვერდითი მოვლენა არ გამოუვლინდა. ეს არის აბსურდი!
კორონავირუსთან ბრძოლის მთავარი იარაღი არის პირბადე და წესების დაცვა. არ დაგავიწყდეთ ოქროს წესი, – დისტანცია 2 მეტრი, ხელების დაბანა და სამედიცინო პირბადე 5 წლის ასაკიდან.
ახლა კიდევ ერთხელ მივმართავ პოლიტიკოსებს, მთავრობას – ჯერ კიდევ იანვარში გითხარით, თან ცუდაც გითხარით, ნუ იქნებით მკვლელები-მეთქი! კოვიდის გამო დღეში 10 ადამიანი მაინც იღუპება. ანუ თვეში 300 ოჯახში შედის სიკვდილი. ეს არის რეალური, ყოველდღიური ომი. იმის ნაცვლად, რომ ამ ყველაზე დიდი პრობლემის მოგვარებაზე იფიქრონ, კეკლუცობენ, რა დროს კეკლუცობაა. იპოვეთ კონსენუსი და მიხედეთ რეალურ საქმეს!
ჩვენ ყველამ უნდა ვიფიქროთ, რისი გაკეთება შეგვიძლია ყველას ერთად!
ახლა მოუწოდებენ, – პირბადეები გაიკეთეთო, ის პირბადე ლარნახევარი და ორი ლარი ღირდა ცოტა ხნის წინ, როგორ უნდა ეყიდა ხალხს? გახსოვთ, რამდენი ვიომე და ფასი 14-20 თეთრამდე როგორ დავწიეთ ხალხის ჩართულობით?!


ნოემბრიდან იმიტომ დავიწყე პირბადეებზე კივილი, რომ პირბადე არის ერთადერთი რეალური გზა ამ ვირუსის შესაჩერებლად!


მწერენ, მეუბნებიან, – ჩამოდი საქართველოშიო. კარგი, მაგრამ მინისტრადაც რომ დამნიშნონ, საქმეს გამაკეთებინებენ? ლამის 3000 კაცი გასაყრელია, მე არაპროფესიონალებთან ეერ ვიმუშავებ!


საქართველოში არიან ძალიან კარგი ექიმები, ექთნები და სხვადასხვა დარგის მაღალკვალიფიციური სოეციალისტები, მაგრამ მათ გასაქანს არ აძლევენ. საუკეთესო განათლების მქონე ადამიანები სამსახურს ვერ შოულობენ, და ვიღაცეების არა პროფსეიონალი ბიძაშვილ-მამიდაშვილ-საყვარლებითააა გამოტენილი კაბინეტები.
საქართველოს ეკონომიკა დიდხანს ასე ვერ გასტანს. ივლისში ხაზინაში ფული აღარ იქნება. გონივრული რეგულაციებით უნდა ამუშავდეს ქვეყანა, ბიზნესი, ეკონომიკა, ოღონდ გონივრული რეგულაციებით და სწორი მენეჯმენტით!


ჩვენ ყველამ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი, უნდა ვაკეთოთ ყველამ ის, რაც ვიცით და რაც შეგვიძლია! ეს არის პატრიოტიზმი, ეს არის სამშობლოს სიყვარული;
რაც შეეხება საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივას – პროცესი მიდის ძალიან კარგად, უკვე 25 ორგანიზაცია ჩაერთო, მე ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან! ჩვენ გვექნება არა რაოდენობრივი, არამედ ხარისხიანი ჯანდაცვა ქვეყანაში! – გვესაუბრა პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


„უნდა იყოს ერთი ადამიანი, ვინც ვაქცინაციის პროცესს ჩაიბარებს და ვინც არ უნდა მოვიდეს მთავრობაში…

01/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე – რა ხდება, საქართველოში?!


„შეჯამებას გავაკეთებ, რაც ხდება საქართველოში:

შეზღუდვების მოხნასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია იყო და არის და არასოდეს არ შეიცვლება, – ეპიდემიის მართვას, საერთოდ სჭირდება პროფესიონალები, რომლებიც არაპოლიტიკურად, არაეკონომიკურად, არამედ სუფთა ეპიდემიოლოგიური კუთხით, ცივი გონებით იღებენ გადაწყვეტილებას, – რა უნდა გაკეთდეს, ეპიდემია რომ არ გავრცელდეს.


ერთ მაგალითს გეტყვით, – მარსელში, რამდენიმე საუკუნის უკან იყო შემოსული გემი, – შავი ჭირით, თავის დროზე, ევროპულ პორტებზე იყო დაცვა, რომლებიც ეკონტროლებდნენ, გემზე რამე დაავადება თუ იქნებოდა, ეს გემი უნდა ყოფილიყო კარანტინში და ზოგ შემთხვევაში ასეთ გემებს წვავდნენ.


მარსელში, ამ გემის მფლობელმა (საიდანაც შავი ჭირი შემოვიდა) „ქრთამი“ მისცა პორტში პასუხისმგებელ პირს, -ინფიცირებული ხალხი დავტოვოთ გემზე, მაგრამ ტვირთი უნდა დაცლილიყო. კორუფციის შედეგად ჩამოიტანეს ტვირთი. ტვირთან ერთად იყვნენ ვირთხებიც და ვირთხებისგან გავრცელდა შავი ჭირი და იყო სიკვდილიანობის დიდი მაჩვენებელი ევროპაში!


ეს არის ძალიან კარგი მაგალითი, კორუფცია, კორუმპირებული ბიზნესმენები, კორუმპირებული ჩონოვნიკები (არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყანაა, რომელი საუკუნეა და რა წყობაა), კორუფცია ანადგურებს ქვეყანას, ანადგურებს ყველაფერს, რასაც ადამიანები წლები და საუკუნეები აშენებენ!


იგივე სიტუაციაა ახლა საქართველოში. გადაწყვეტილება იქნა მიღებული, – გახსნილიყო ქვეყანა მთლიანად (ყველაფერი კარგად არის), ვმართავთ სიტუაციას, თუ, რა?! გასაგებია, ეკონომიკური და პოლიტიკური მიზეზების გამო. ეკონომიკურიც არ არის, იმიტომ, რომ ეკონომიკის გრძელვადიან პერსპექტივაში ეს იქნება უფრო მტკივნეული საქართველოსთვის. ჩვენ ის კი არ უნდა ვიფიქროთ, დღეს რა ვჭამოთ, ასევე უნდა ვიფიქროთ, რა ვჭამოთ ხვალ და ზეგ! დღეს თუ ყველაფერს შევჭამთ, ეს ნიშნავს, რომ ხვალ და ზეგ ვიქნებით უფრო მშივრები! როგორც მე ვხედავ, საქართველოში ამაზე სტრატეგიულად არავინ ფიქრობს! ჩვენი სახელმწიფო ასტროლოგებს უფრო უჯერებს, ვიდრე მეცნიერებას. შედეგს აპრილში ვნახავთ!“


კიდევ ერთხელ ვამბობ, – არ ვარ არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი და არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ვუჭერ მხარს! იმიტომ, რომ მე ვერ დავინახე ვერავინ, ვინც, შეიძლება მართლა გამოიყვანოს ქვეყანა ამ სიტუაციდან! არ მაქვს არც ფინანსური და არც ბიზნესინტერესი საქართველოში! რომ არ იყოს საუბარი, გიორგი ფხაკაძე ვიღაცისგან იღებს ფულს. ასი ათასობით ადამიანი უყურებს ჩემს ჩართვებს და აქედანაც კი, არანაირი შემოსავალი არ მაქვს! ამ ყველაფერს ვაკეთებ უანგაროდ, ჩემი ინიციატივით! ვერავინ ვერაფერს ვერ მაიძულებს და ვერ მეტყვის, რა არის კარგი და რა არის ცუდი! ვამბობ იმასაც, რასაც მე ვთვლი საჭიროდ! თუ არ მეთანხმებით, ნეგატიური კომენტარები შეინახეთ თქვენთვის!


შეზღუდვების მოხნას არ აქვს არ აქვს არაფერი საერთო არც მეცნიერებასთან და აპიდემიასთან, არც ეპიდემიოლოგიასთან, არც მედიცინასთან!


შენ შეგიძლია, ქვეყანა გახსნა იმ შემთხვევაში, თუ ხარ, როგორც ისრაელი (მოსახლეობის 80%-ზე მეტი აცრილია). ვაქცინაცია ნიშნავს მოსახლეობის 85%-ის აცრას. თუ იქნება მოსახლეობის 85%-ზე ნაკლები აცრილი, ეს არ არის ვაქცინაცია! თავს ნუ მოვიტყუებთ!

საქართველოში ვაქცინაცია არ დაიწყება, სამწუხაროდ, ჩემი ვარაუდით. ფაქტია, 2021 წელს საქართველოში ვაქცინაცია ვერ განხორციელდება.


ვინაიდან, ქვეყანაში ვაქცინაცია არ იქნება, რა არის გამოსავალი, ქვეყანა რომ გაიხსნას?! – მაშინ, მოვიქცეთ, როგორც ჩინეთი, იქ, პრაქტიკულად ვირუსი თითქმის აღარ არის! მთლიანად ჯიგიტალიზაცია მოხდა, ყველაფერი არის ელექტრონულ აბაზაზე გადასული. ჩინეთში არის დიქტატურა, იქ არ არის დემოკრატია.იქ ყველაფერი არის ელექტრონული. თუ რომელიმეს მეზობელს აქვს კოვიდი, ყველა მეზობელი იკეტება 60 დღით (საბურთალოზე თუ დაინფიცირდა ერთი ადამიანი, მთელი საბურთალო იქნება ჩაკეტილი). ეს არის ჩინური მიგდომა. იქ კეთდება ვაქცინა.


ან, შენ მიდიხარ ჩინური გზით (როცა აკეთებ უმკაცრეს ჩაკეტვას და ამცირებ ვირუსის გავრცელებას, შემდეგ აკონტროლებ, თუ სადმე იქნება გავრცელება (მაგალითად, მესტიაში ერთი ადამიანი დაინფიცირდა, ნიშნავს, რომ მთელი მესტია ჩაკეტილია 60 დღით). რომ ამბობენ, ჩინეთში ვირუსი არ არის, არ გვინდა სპეკულაციები, არ გვინდა რუსული კგბ-ს ნარატივები.


არის ორი მოდელი – ისტრაელის მოდელი და ჩინური მოდელი. მსოფლიოში გაჩნდა ახალი მოდელი, – „ქართული მოდელი“, როცა არც ვაქცინა გაქვს (ეს საკარანტინო ზომები, რომელიც იყო მანამდე, არ იყო ძალიან ეფექტური) და მთლიანად ვხსნით ქვეყანას და საზღვრებს (მოდით, შემოიტანეთ ვირუსი).


ჩემი დასკვნით, როგორც ეპიდემიოლოგის (განათლება მაქვს შესაბამისი და სადოქტოროც მაქვს დაცული, ვარ დიპლომირებული ექიმი, ქირურგი, მაქვს მაგისტრატურა დაცული საზოგადოებრივ ჯანდაცვაში. ასევე მაქვს დისერტაცია დაცული, სადოქტორო საზოგადოებრივ ჯანდაცვაში. ვარ პროფესორი საზოგადოებრივ ჯანდაცვაში. პროფესორობა ნიშნავს იმას, რომ, მე წელიწადში რამდენჯერმე, ვწერ საერთაშორისო დონის სტატიებს, რომლებიც იბეჭდება ლონდონში, ჟენევაში და ა.შ. მსოფლიოში ყველაზე ცნობილ საერთაშორისო ჟურნალებში, როცა ვამბობ, რომ ეს არის ასე, არის დაფუძნებული მტკიცებულებებზე, რომელიც არის შეგროვილი მთელ მსოფლიოში და არის ჩემი პირადი გამოცდილებაც! საქართველოში მიღებული გადაწყვეტილება არის ნაადრევი. ძველი ვირუსი მიდის ქვემოთ (რაც ძალიან კარგია), მთელ ევროპაში, ვაქცინის გარეშეც მიდის ქვემოთ, მაგრამ არის ახალი ვირუსი (ახალი შტამი) – ბრიტანული კოვიდი, რომელიც არის ძალიან საშიში. მაგალითისათვის, ჟენევაში 80% არის ბრიტანული შტამით დაავადებული! ძველი ვირუსით აღარ ავადდებიან, ნელ-ნელა კარგავს ძალას. სამწუხაროდ, ახალი ვირუსი უფრო გადამდებია, ეს ნიშნავს, რომ უფრო სწრაფად ვითარდება და შეიძლება, ორმეტრიანმა დისტანციამაც კი ვერ დაგვიცვას! არანაირი დოლბანდი და კლაპანიანი პირბადეები არ დაგიცავთ!


შარშანაც ვთქვი, რომ ამ ზამთარს, საქართველოში ვაქცინაცია არ დაიწყდებოდა. ვამბობდი ყოველთვის, – მოვითმინოთ ცოტა ხანს (ზოგი ჭირი მარგებელია), სხვა ქვეყნები ატარებენ ვაქცინაციას, იმ ქვეყნებში არის კარგი სამედიცინო სისტემა (ძალიან კარგია სამედიცინო ბარათები) და სადმე რამე პრობლემა თუ იქნება, ეს მოვლენა გამოვლინდება და იქნება დარეგისტრირებული და აღმოფხვრილი და ჩვენ გვეცოდინება, როგორ უნდა მოვიქცეთ.


ვინაიდან, საქართველოში ჯანდაცვის სისტემა არა გვაქვს, ჩამოშლილია, ელექტრონული ბარათი ვერ გააკეთეს ამ დრომდე, არის 22 ბაზა და არ იციან, რამდენი ადამიანი კვდება დღეში, არ იციან, რამდენი ადამიანი გარდაიცვალა წინა კვირაში, გულსისხლძარღვთა დაავადებით, რამდენი – ინფრაქტით?!


საქართველოს, მართლა ღმერთი იფარავს, იმიტომ, რომ, ის, რაც ხდება საქართველოში, სხვა ქვეყანაში რომ ხდებოდეს, ამოხოცილი უნდა ყოფილიყვნენ. მაგრამ, როდემდე უნდა გვფარავდეს, როდემდე?! ხომ აქვს ყველაფერს საზღვარი?! ამ ანგელოზმა, შეიძლება თქვას, – თავი დამანებეთ, ამდენი ხანი როგორ უნდა გფარავდეთ! მარტო ანგელოზების იმედად ხომ არ უნდა ვიყოთ?!


უნდა იყოს ერთი ადამიანი, ვინც ვაქცინაციის პროცესს ჩაიბარებს და ვინც არ უნდა მოვიდეს მთავრობაში, მან უნდა გააგძელოს ეს გზა.

ერთადერთი, ყველაზე საუკეთესო გამოსავალი არის პირბადე (ისრაელში ვაქცინაციის პარალელურად აუცილებელია პირბადის ტარება)“, – აცხადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე.



2023 წლამდე უნდა მივეჩვიოთ, სამედიცინო პირბადის ტარებას!- ნახეთ ვიდეო ვრცლად


ნახეთ ვიდეო ☝️

https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=10159986380505579



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



კოვიდის ხე და მუტაციის პროცესი – გიორგი ფხაკაძის ბოლო კოვიდის ხის ქვეშ

18/02/2022

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„მარტივად აგიხსნით როგორ ხდება მუტაციის პროცესი:

ეს ხე არის ჩვენი კოვიდი. ხის თითოეული ტოტი არის სხვადასხვა შტამი. ეს განშტოება ხომ მიდის, ამ განშტოებას კიდევ აქვს ბევრი განშტოება, ეს არის ალბათ „ომიკრონი“…“, – ამბობს „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.



გადაცემა ნახეთ

აქ:

ვიდეო – https://fb.watch/bfkBdWg8wA/

https://www.facebook.com/watch/?v=649018662963695&ref=sharing



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



„რომც დადგინდეს, ვირუსმა ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონა?! – რა შეიცვლება?..“- გიორგი ფხაკაძე

25/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„პრესა როცა რაიმეს წერს ჩემზე, არ აქვს მნიშვნელობა, ცუდს თუ კარგს, არ ვეთანხმები თუ ვეთანხმები, ყველაფერს ვდებ ჩემს გვერდზე. სიტყვის თავისუფლებაა – წერონ.
კოვიდთან დაკავშირებით საზოგადოებას ბევრი ინფორმაცია მივაწოდე, რისი მიწოდებაც შეიძლებოდა და ზოგჯერ, არც კი შეიძლებოდა. ზოგადად, სხვა ქვეყნებში ექსპერტები ხალხის განათლებისთვის ასე არ ზრუნავენ.
ვცდილობდი, მაქსიმალურად ყოფილიყავით უახლესი ინფორმაციებით შეიარაღებული, წორი გადაწყვეტილება რომ მიგეღოთ. სამწუხაროდ, ბევრი ვერ იგებს, რას ვამბობ და არასწორ ინტერპრეტაციას აძლევს.
ზოგი მიბრაზდება, თითქოს ეს ვირუსი ჩემი გამოგონილია. ხომ ვიცით, რომ ჩინელებისაა და ისიც ვიცით, რომ, სავარაუდოდ, ვუხანის ლაბორატორიაშია ეს გოგლი-მოგლი გაკეთებული. იმედია, დადგება დრო, ჩინეთს ამის ფასის გადახდა მოუწევს. თუმცა საქართველოსთვის რა შეიცვლება, რომც დადგინდეს, ვირუსმა ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონა?! არაფერი. ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად“, – აცხადებს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


„გააკეთეს ის, რაც მე ვერ გავაკეთე…ძალიან მოულოდნელი იყო…“

01/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა:

„ქრისტე აღსდგა!

დღეს დიდი დღესასწაულია! მინდოდა, ჩემი სითბო და სიყვარული გადმომეცა თქვენთვის!

უდიდესი დღესასწაულია. ჩვენი წინაპრები უნდა გვახსოვდეს, საიდან მოვდივართ და საითკენ მივდივართ და რაც მთავარია, ყველაფერს აქვს დადებითი დასასრული!

დღევანდელი დღე არის სწორედ ის დღე, რომელიც გვეუბნება, რომ ყველაფერი იქნება კარგად, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ჩვენ თუ ვიქნებით ერთად და არა ზედაპირულად ერთად!


ძალიან დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ დედაჩემის საფლავზე, დამირეკეს, მოვაძებნინე ონლაინ რეჟიმში საფლავი.

დიდი მადლობა ამ ადამიანებს, მათ გააკეთეს ის, რაც მე ვერ გავაკეთე! ქალბატონო ნანა, რომელიც დილას იყო დედაჩემის სასაფლაოზე, ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. ძალიან მოულოდნელი, პოზიტიური და ემოციური იყო!


ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანობა არის ყველაფერზე ძლიერი, რაც ჩვენ გვაქვს! ადამიანობაზე უფრო ძლიერი შეიძლება იყოს იარაღი, შეიძლება, ატომური ბომბიც ჩამოაგდოს ვიღაცამ, მაგრამ ადამიანობა არის ყველაზე ძლიერი იარაღი, რომელიც არის დაფუძნებული სიყვარულზე, სითბოზე და ერთობაზე! ჩვენ თუ ერთად ვიქნებით, ვერავინ ვერაფერს გვიზამს, ეს გამორიცხულია, ერთობა არის მთავარი!

საქართველოში ისე გააკეთეს, რომ დღეს გავიდა მოსახლეობა სასაფლაოზე, იმიტომ რომ აღდგომის დღესასწაულის დღეებში საფლავზე ვინც გავა, დაჯარიმდება 2000 ლარით. ისინი არიან უინათოები!


შარშან პირველი მე ვყვიროდი, რომ ჩაგეკეტათ ქვეყანა, მაგრამ საქართველოში როცა ყველაფერი გახსნილია, რეტორნები და კააფები მუშაობს, კინოთეატრები გახსნილია, ბაზრობები და მოლები მუშაობს, ტრანსპორტი გადაჭედილია და სასაფლაოზე გასვლა არ შეიძლება?!

შარშან მეც მოგიწოდებდით, ყოფილიყავით სახლში, უნდა დაკეტილიყო ყველაფერი, მაგრამ წეელს?! სასაფლაოზე არ წახვიდე და რესტორანში წადი და ფული დახარჯეო!

საქართველოში რეანიმაციებში ადგილი აღარ არის. მძიმე მდგომარეობაა. ვირუსს ებრძვიან „ქართული მეთოდებით“. თუ ხსნი ქვეყანას, გახსენი, თუ კეტავ, დაკეტე!

კოვიდი გარდა დაავადების კუთხისა, არის ფსიქოლოგიური პრობლემაა. ხალხი არის დეპრესიაში!


ხალხი ისედაც დეპრესიაშია და რას აკეთებენ! მოსახლეობას პირბადე არ უკეთია, რესტორნებში ქეიფობენ, გადაჭედილია!

ქვეყანაში არავის უნდა არეულობა, რევოლუცია, დავიღალეთ, შევარდნაძის დროიდან მოყოლებული არეულობაა, სიმშვიდე გვინდა, წინსვლა გვინდა!

ეგენი არიან მავნებლები, არაპროფესიონალების ბუდე!

ერთადერთი სტრუქტურა, რომელიც ბოლო 15 წელია ძალიან კარგად მუშაობს, არის პოლიცია. ეს სტრუქტურა მუშაობს საათივით. სახელმწიფოებრივი ერთადერთი კარგი სტრუქტურაა!


ძალიან გაბრაზებული ვარ, ჩვენს პოლიციელებს ისეთი ფაქტის წინაშე აყენებენ, რომ მოსახლეობა ახლა გაბრაზებულია პოლიციაზე. პოლიციელმა რა დააშავა?! პოლიციელიც ჩვეულებრივი ადამიანია. ახლა მთელი დეპრესიული ეენერგია გადავა პოლიციელებზე!

რატომ, რისთვის?!


სასაფლაო არის ღია სივრცე, გაიკეთებდა ხალხი პირბადეს და შეძლებისდაგვარად დაიცავდნენ დისტანციას! თუ ვინმე მთვრალი იქნებოდა და არაადეკვატური, კი ბატონო, დააჯარიმე! ან დაჯარიმება რა უბედურებაა, უთხარი ადამიანურად, – გთხოვთ, ნუ შეიკრიბებით, – გამონახონ ადამიანური გზა! არაადეკვატური რამდენიმე ადამიანის გამო მთელი ქვეყანა უნდა იჩაგრებოდეს?! რაც ტრანსპორტში ხდება, იმაზე მეტი სასაფლაოზე ხომ არ იქნება!

ხომ შეიძლება, ერთი დღე ასე გააკეთოთ?! მიცვალებულებს სცეს პატივი მოსახლეობამ, ის დეპრესიული ფონი, რომელიც არის, ხომ შეიძლება ადამიანი მივიდეს სასაფლაოზე და თავის მშობლებს, ბებია-ბაბუას, დას, ძმას დაელაპარაკოს, ორი სიტყვა უთხრას. ეს ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანია! ამას ევროპაში ვერ გაიგებენ, მაგრამ ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია!


ჩემთვის, მაგალითად დედაჩემის საფლავი ისეთი რაღაცა არის, ვერ აგიხსნით, ძალიან რთული ასახსენელია!

ვითომ ფიქროვენ მოსახლეობაზე! მიცვალებული ფულს არ იხდის, რესტორანი გადახსადს იხდის და კი ბატონო, არ კეტავენ! მე არ ვამბობ, რომ ყველაფერი უნდა დაიკეტოს. უნდა იყოს მკაცრი რეგულაციები, – პირბადე, დისტანცია, ხელების დაბანა! სხვა წამალი ჩვენ არ გვაქვს! ქვეყანას თუ კეტავ, როცა რეანიმაციაში საწოლები აღარ არის, მაშინ ჩაკეტე ქვეყანა და ყველა იყოს სახლში!

ვერ ბედავთ, ბიზნესებს ვერ კეტავთ!


სასაფლაოზე როცა გახვალ და ნახულობ დიდი ხნის უნახავ ადამიანებს, 10-20 წელი რომ არ გინახავს და სასაფლაოზე ნახავდი ამ ადამიანებს!

შაბათ დღეს გავიდა ყველა სასაფლაოზე. ეს ახლა ნორმალურია?!

მწყინს, რომ ასეთი უაზრო ადამიანები იღებენ ქვეყანაში გადაწყვეტილებას! ისინი თავის ოთახს ვერ დაალაგებენ ნორმალურად! ასეთი ხალხი იყენებს საზღვარგარეთ მყოფ და საქართველოს მოქალაქეებს! ოპოზიცია გაიყო, კარგით რაა, მიშას „სასტავი“ დაწყებული „გირჩიდან“ (მიშას სასტავი იყო), ასევე „ევროპული საქართველო“. ყველა არის ერთი „სასტავი“. ერთად ქეიფობენ, ერთად გულაობენ! ხალხის ნერვებზე და ემოციებზე თამაშობენ! საქმეზე არავინ ლაპარაკობს!


სამი თვის წინ გითხარით, რომ მესამე ტალღა დაწყებული იყო, აღდგომის დღესასწაული რომ მოდიოდა, არ იცოდით მაშინ?! უჯიშოები არიან, არაფრის და არავისი არ სწამთ!

აღდგომის დღესასწაულამდე ჩაგეკეტათ ქვეყანა, აღდგომის დღესასწაულისთვის რომ გახსნილიყო. წინასააღდგომოდ გახსნეს ყველაფერი, ვირუსი გაავრცელეს!

მე მჯერა, რომ სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს! ერთობა ყოველთვის იმარჯვებს!

მჯერა, რომ ყველაფერი იქნება კარგად!


მართლა არ მეჯერა! კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანებს, ვინც დედაჩემის საფლავზე მივიდა ქუთაისში! ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ადამიანობა გადაარჩენს ქვეყანას და ქართველებს გვაქვს ეს ადამიანობა, სისხლში გვაქვს გამჯდარი!

დღეს არის გამარჯვების დღე! დღეს არის სიცოცხლის დღე! დღეს არის იმედის დღე!

იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს ჩამოვალ საქართველოში, ქუთაისში და ონლაინ არ მომიწევს წინაპრების სასაფლაოების მონახულება! ამაში დარწმუნებული ვარ!

მე მჯერა მეცნიერების, პროგრესის, წინსვლის და ადამიანის გადარჩენის უნარის! ჩვენ დავამარცხეთ არაერთი ვირუსი, არაერთი დიქტატურა, არაერთი დამპყრობელი!

ამ ვირუსსაც დავამარცხებთ და ჩვენ გავიმარჯვებთ!


აღდგომის დღესასწაულია ძალიან დიდი დღესასწაულია!


გისურვებთ ჯანმრთელობას, გამძლეობას, შინაგან სითბოს, ეს სითბო არ დაკეკარგოთ, შეინარჩუნოთ და ეს სითბო სხვებსაც გაუზიაროთ!

მჯერა, რომ ყველაფერი იქნება კარგად. ის მავნებლები, ვინც აღდგომის დღესასწაული ჩააშხამეს ადამიანებს, ამ ხალხს არაფერი აქვთ საერთო არაფერთან.

შეიძლება ადამიანი იყო არალეგიური. არასოდეს ვამბობდი, რომ ვარ ძალიან ეკლესიური და რელიგიური. წელიწადში რამდენჯერმე შევალ ეკლესიაში და სანთელს დავანთებ, რომ გითხრათ მარხვას ვიცავ, – არა! არის რაღაცა, რისიც შინაგანად გჯერა და ასეთები ვართ ძალიან ბევრი! შინაგანად იცი, რაც არ უნდა გააკეთო, იმიტომ რომ არასწორია! შეიძლება ბიბლიური ინტერპრეტაცია ბოლომდე არ ვიცით, განსაკუთრებით ჩემი ასაკის ადამიანებმა, რომლებიც კომუნიზმში გავიზარდეთ. იმდენი ადამიანი ვიცი, ვინც ეკლესიაში დადის და ისინი უფროი ეშმაკები არიან, ვიდრე ის ადამიანები, ვინც ეკლესიაში არ დადის! ტაძარში სიარული არ ნიშნავს, რომ შენ ხარ კარგი. ტაძარი არის ის ადგილი, რომელიც შენ გეხმარება, სირთულე როცა გაქვს, გეხმარებიან.


ისრაელში რამდენიმე თვე ვმუშაობდი, პალესტინელებთანაც ვმუშაობდი. ვცილობდი, რომ იერუსალიმში გავჩერებულიყავი. ძალიან მიყვარდა, იერუსალიმში, განსაკუთრებით საღამოს სიარული, საღამოს აღარ არის ბევრი ტურისტი, ყველაზე მეტად მსიამოვნებდა, როდესაც მაცხოვრის ტაძარი იკეტება, იქ ვყოფილიყავი, იყო სიმშვიდე და ვიცი, რომ არის რაღაც ძალა, რომელიც გეხმარება. მეც არ ვიცი, როგორ მეხმარება! მე მჯერა, რომ ეს ძალა დაგვეხმარება ჩვენ!


აღდგომის დღესასწაული დაგვეხმარება, რომ გამოვიდეთ ამ მძიმე მდგომარეობიდან, სტრესიდან!

მიყვარხართ ძალიან! თითოეულ თქვენგანს ძალიან დიდი მადლობა წერილებისათვის, მადლობა მათ, ვინც გავიდა დედაჩემის საფლავზე, ძალიან მოულოდნელი იყო, არ მეგონა!


დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს შევხვდებით სხვანაირ აღდგომას, შევძლებთ ერთმანეთის ჩახუტებას. მართლა მომენატრა დიდი ქეიფი სასაფლაოებზე. წყალტუბოში როცა მივდიოდი მამიდაჩემის საფლავზე, ვნახულობდი ყველას, იყო მაგარი საჭმელები, ნამცხვრები, პასკა.


საქართველოში როცა მოვდიოდი აღდგომის დღესასწაულზე და მეგობრები მეკითხებოდნენ, სად მიდიხარო, ვეუბნებოდი, – ფესტივალზე მივდივარ, საუკეთესო ფესივალი გვაქვს საქართველოში-მეთქი! სასაფლაოზე რა გინდაო, – ეს არის ყველაზე მაგარი-თქო, – ვპასუხობდი! რამდენიმე ჩემი ნათესავი ისეთ გემრიელ პასკას აკეთებს, ვერ აგიხსნით, – ისეთი გემრიელია, სამ კილოს მოიმატებ, ვერანაირი დიეტა ვერ გიშველის!

მჯერა, რომ ყველაფერი იქნება კარგად! ძალიან, ძალიან მიყვარხართ!

გაუფრთხდილთ თქვენს თავს, გაუფრთხილდით ერთმანეთს!

ოჯახის წევრები როცა გახვალთ სასაფლაოზე და გაიხსენებთ თქვენს წონაპრებს, მე, გიორგი ფხაკაძე გეუბნებით, იქ პირბადე აუცილებელი არ არის, სუფთა ჰაერზე ხართ და პირბადე არ გჭირდებათ!

დარწმუნებული ვარ, ტაძარში ყველა იცავს დისტანციას, ბევრი ხალხია, ბევრი ინფიცირებულია!

ჯანმრთელობას გისურვებთ! მიყვარხართ ძალიან! ყველაფერი იქნება კარგად!“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„დაამთავრეთ ხალხის მოტყუება, ზღაპრები – არ გვაქვს არაფერი, ვაქცინა არ გვაქვს, წამალი არ გვაქვს!“

27/02/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე -„საქართველოში შეზღუდვების მოხმასთან დაკავშირებით“.


„მე ვსაურობ ისეთ საკითხებზე, რაზეც საქართველოში არ ლაპარაკობენ, ხმას ვერავინ იღებს. ყველამ ძალიან კარგად იცის, სად არის ქვეყანა, სად არის ვაქცინა, სად არის ეკონომიკა, სად არის საჭმელი და ა.შ.


ერთადერთი, რისი გაკეთებაც შემიძლია, თქვენთან ერთად, -ეს არის სამედიცინო პირბადე, რაც ჩვენს ქვეყანას გადაარჩენს, დანარჩენი ყველაფერი არის ზღაპარი! – არ გვაქვს არაფერი, ვაქცინა არ გვაქვს, წამალი არ გვაქვს! პირბადე არის ყველაზე იაფიანი და ეფექტური საშუალება! როცა მოიხსნი პირბადეს, უნდა გადააგდო.

მივმართავ, ყველა მაღაზიას (ქსელურ მაღაზიას), საქართველოში, – სად არის თქვენი პასუხისმგებლობა?! თქვენთან უნდა იყიდებოდეს სამედიცინო პირბადე ხელმისაწვდომ ფასად! ნუ ყიდით უხარისხო პირბადეებს! არასამედიცინო პირბადის შემოტანა და გაყიდვა საერთოდ უნდა აიკრძალოს საქართველოში! საერთოდ, უფასოდ უნდა დარიგდეს პირბადეები, მაგრამ, მესმის, ბიზნესი ბიზნესია და ეს არ გამოვა, წარმოება და ბიზნესი ვერ იმუშავებს! – უნდა იყოს ხელმისაწვდომი!

ქვეყანა გახსნილია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები!


ყველაზე დიდი იარაღია ცოდნა, როცა შენ იცი, ვერ მოგატყუებენ! როცა შენ იცი, შენ ხარ თავისუფალი! არ ხარ მონა!


2021 წელს ვაქცინაცია ქვეყანაში ვერ იწყება. ვიცი, რაც ხდება, ბევრ რაღაცას ვერ ვამბობ!

რაც მე ვთქვი ბოლო ერთი წლის განმავლობაში (შეგიძლიათ, ნახოთ ჩემი ყველა ჩართვა) ერთი ტყუილი თუ ვთქვი?! რაც ვთქვი, არ მოხდა და არ შესრულდა?!


არ დავიღლები, დავწერ სიას ჩემს ფეისბუქზე, სად შეიძლება იყიდოთ სამედიცინო პირბადე. იყიდეთ მხოლოდ სამედიცინო პირბადე (არანაირი ფერები, არანაირი კლაპანები, არც დოლჩე და არც გაბანა, არც ვერსაჩე). ჩვენ თუ შევიძენთ მხოლოდ სამედიცინო პირბადეს, ფასი დაიწევს და ეღირება 10 თეთრი, თქვენზე დამოკიდებული ფასის დაწევა!


ნახეთ ვიდეო- დაამთავრეთ ხალხის მოტყუება, ზღაპრები

ნახეთ ვიდეო ☝️

https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=10159987214580579



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights