შაბათი, აპრილი 25, 2026

Dr Giorgi Pkhakadze: Truth must be told, the time has come, let’s face it!

26 October, 2021

Dr Giorgi Pkhakadze, a public health expert, writes on his personal page on the social network that, like the number of infected and dead, the post-covid status should be recorded and reflected in the statistics.

“Post-covid should be “registered,” just like Covid infected and dead by the infection!

We have entered the global post-covid era. Truth be told, the time has come to acknowledge that the post-covid situation is the new toughest challenge in the healthcare sector.

Today, the only way to stop the post-covid epidemic is to vaccinate 90% of the population with Pfizer and use masks! There is no other alternative,” Dr Pkhakadze writes and publishes the material of the magazine “Science.”


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Source: https://report.ge/en/society/giorgi-pkhakadze-truth-must-be-told-the-time-has-come-let-s-face-it/

„ეს მართლაც სასწაული ისტორიაა ჩვენ ოჯახზე…“-გიორგი ფხაკაძე

12/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე პრაიმ ტაიმთან“ აცხადებს:

-„საქართველოში, როცა რამეს უანგაროდ აკეთებ, არავის ჯერა და გეტყვით, რატომ! მაგალითად, ბ-ნი ბიძინა ივანიშილი, სწორედ, ასე მოიქცა. თავიდან არიგებდა ფულს და საბოლოო ჯამში, პოლიტიკაში მოვიდა. ბ-ნი ვასაზეც ასევე იქცეოდა, ისიც ბოლოს, პოლიტიკაში ამოყოფს თავს.

ყველა, ვინც რამეს აკეთებდა, პოლიტიკაში მოვიდა! გადახედეთ ჯანდაცვის სფეროს მრჩეველებს, არ მინდა დავასახელო სახელები და გვარები. ეპიდემიის დასაწყისში, ყველა დამოუკიდებელი ექსპერტი იყო და დროთა განმავლობაში, „ლოტოს ბურთებივით“ სხვადასხვა პარტიაში დალაგდა.

ლუსტრაცია მოხდა, ვინ ვის მხარეს არის. ვიმეორებ, არც ერთ პარტიას არ ვუჭერ მხარს! არც ერთის მჯერა, მაგრამ რომ დავინახო, რომელიმე პარტია, კარგ საქმეს აკეთებს, გვერდში დავუდგები. საქრთველოში, თანამდებობა არ მაინტერესებს, მაგრამ, რომ მოვინდომო მექნება. არც პოლიტიკა და არც ბიზნესი, არ მაინტერესებს.

ვარ პროფესორი, ვასწავლი სტუდენტებს, რითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. მე ვარ ქართველი, მიყვარს ჩემი სამშობლო. შენი ქვეყნის სიყვარული, თურმე ცუდი ყოფილა! ბევრმა ადამიანმა გამოიყენა ე.წ. ქვეყნის სიყვარული, პოლიტიკაში მოვიდა და ფულის კეთებაზე გადავიდა. მე ვცხოვრობ საფრანგეთში და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საკუთარი სახლი მაქვს, ბიზნესის კეთება არ მინდა

არ ექსპერტი და ფულს ვშოულობ საზღვარგარეთ და არა საქართველოში. საავადმყოფოების არაერთი ქსელი მეხვეწება, ჩამოდი მიხედეო, მაგრამ არ მაინტერესებს, რადგან არ შემიძლია ტყუილი, კორუფცია, რა ვქნა ასეთი ვარ!

მაგალითად, საქართველოში წამოვიწყე აკრედიტაციის სისტემა, რაც საშინელი „თავის ტკივილია“, მეტი არაფერი, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის. ამაზეც კი გიჟდებიან, აქაც ბიზნესინტერესებია, რადგან ძალიან ბევრია კორუფციული, პოლიტიკურად ანგარიჟებული საავადმყოფოები და არ აწყობთ.

ვიღაცამ რომ თქვას – არასწორად აკეთებსო, მიხვდით რა ხდება? როცა პოლიტიკაში ხარ, უამრავ რამეს მოგიძებნიან, გაგიშანტაჟებენ. მე რა უნდა მომიძებნონ, ვცხოვრობ პარიზში. მაგრამ თუ რამე სიბინძურე იყო შესაძლებელი, ყველაფერი დამაბრალეს.

უამრავი შეკვეთილი სტატიაა ჩემზე დაწერილი. რამდენიმე ჟურნალისტმა ისეთი სისულელე დაწერა ჩემზე და რომ ვუთხარი, აიღეთ მეთქი, ფული გადამიხადეს და ვარ ავიღებო, მიპასუხა. რისთის აკეთებენ ამას, იმიტომ რომ სიმართლეს ვამბობ? „გირჩიდან“ დაწყებული, „მწვანეებით“ დამთავრებული, ყველა ნაცების პარტიაა.

მერე მოდის „ოცნების“ სხვადასხვა „ფერები“ – ჩვენ გვაქვს, „მრავალფეროვანი“ პარლამენტი. საბოლოო ჯამში, ეს ქვეყანა არ დალაგდება, სანამ მიშა იარსებებს. დასკვნა არის, რომ ფხაკაძე, არც „ნაცების“ და არც „ოცნების“ წარმომადგენელია.

ყველაზე სასაცილო ის არის, რომ „Factcheck.ge“ – „ნაცების“ სააგენტოა და „მედიაკრიტიკა“ „ოცნების“ და დასკვნა არის, რომ არც ერთის მხარე არ ვარ. გადარეულები არიან – ვის მხარეს არის ფხაკაძე? – ფხაკაძე, არავისი არ არის! ფხაკაძე დამოუკიდებელი, თავისუფალი ადამიანია. ასე გამზარდეს ჩემმა მშობლებმა. ჩემი დიდი ბაბუიდან მოყოლებული, ჩვენთვის თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ფული.

– რომელ ბაბუაზე საუბრობთ?

ნიკიფორე ფხაკაძეზე – დიდი კაცი იყო ბაბუა, რამდენიმე ფაეტონი ჰქონდა ქუთაისში, ოჯახურ ბიზნესს ეწეოდა. 1921 წელს, როცა საქართველოში რუსული არმია შემოვიდა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მთელი ჩვენი ქვეყნის განძი (ოქრო, ფული), თბილისიდან ქუთაისის საცავში და შემდეგ, ფოთის პორტის გავლით, საზღვარგარეთ (საფრანგეთში) გაეტანათ.

უთაისში, ჩემი დიდი ბაბუის, ნიკიფორეს ფაეტონები დაიქირავეს, რომ ოქრო ფოთამდე გადაეტანათ. ფოთიდან, გვიან ღამით დაბრუნებულა ბაბუა დაღლილი და დაუძინია. ბებიამ დაბინავება გადაწყვიტა და ერთ-ერთ ფაეტონში, ერთი დიდი შეკვრა (ოქრო, ფული) ბანკის ძვირფასეულობა აღმოაჩინა.

მაშინ ეს უდიდესი თანხა იყო. ნიკიფორემ, სამი ვერცხლის მონეტით, მიწა იყიდა, ეს კი იმდენად დიდი თანხა იყო, ნახევარ ქუთაისს იყიდდა.

– და როგორ მოიქცა ბებია?

ძველი ქართული ტრადიციული ოჯახი იყო, რას იზამდა. გააღვიძა ბაბუა და განძეულობა აჩვენა. ნიკიფორემ სასწრაფოდ ჩაიცვა და შუაღამეს ფაეტონით უკან გაემგზავრა, რომ განძი დაებრუნებინა. ასეთი პატიოსანი ადამიანი იყო, რომ არ ჩაებარებინა, კაციშვილი ვერ გაიგებდა ამ ამბავს.

– სავარაუდოდ, არც ამ სასწაულს დაიჯერებენ…

ეს მართლაც სასწაული ისტორიაა ჩვენ ოჯახზე. სახლში დაბრუნებულ ნიკიფრეს, ყველა აღშფოთებული დახვდა, მაგრამ ოჯახის უფროსის გადაწყვეტილება იყო და ვერავინ შეეწინააღმდეგებოდა. დილით როცა საუზმობდა, კითხეს, ნიკიფორე რა ხდება, წუხელ სად იყავიო? ძალიან მარტივი იყო, ბაბუას პასუხი – მირჩევნია, რუხი პური და ტკბილი ძილი, ვიდრე, თეთრი პური და უძილობა!

ეს სიტყვები ჩვენ ოჯახში, დღემდე შემორჩენილია. ბერჯერ ყოფილა, რომ ფინანსური პრობლემები გვქონია, გვითქვამს – „ნიკიფორე, შენ რა გითხარი, ერთი მონეტა დაგეტოვებინა , ხომ გადავიტანდით ამ გაჭირვებასო!“

ნახეთ ვრცლად:


https://primetime.ge/saqartveloshi-rotsa-rames-uangarod-aketeb-aravis-jera-vrtseli-interviu-giorgi-fkhakadzestan/?fbclid=IwAR0pZ3MTq_VdHa77f311ghowgP624NQYTc0f4_JSistd7RaOAukh8GXUmVc





Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„საქართველოში უკვე არის უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა/წამალი, გერმანიაში შექმნილი, ამერიკაში…

5 ნოემბერი, 2021

#drpkhakadze

„ფარმაკომპანიებმა დაიწყეს ახალი პაექრობა (ისე, კარგია ჩვენთვის, რაც უფრო ბევრი არჩევანი იქნება, მით უფრო დაბალი იქნება ფასიც)

გუშინ იყო “მერკის” ახალი კოვიდ პრეპარატი, დღეს უკვე “ფაიზერმა” გამოაცხადა, რომ მათაც აქვთ ახალი კოვიდ წამალი.

ცნობისათვის, მალე კიდევ 5 დიდი ფარმა კომპანია გამოაცხადებს თავიანთ სიახლეებს.

როგორც წინასაახალწლოდ გაცნობეთ, 2021 წელი იქნება კოვიდ ვაქცინების და კოვიდსაწინააღმდეგო მედიკამენტების წელი და აგერ, ბატონო

მაგრამ სანამ ეს წამლები საქართველომდე მოაღწევს, ვიღას უნდა ვუმკურნალოთ?! დღეში ოფიციალურად 60 და არაოფიციალურად 200 ადამიანს ვკარგავთ

საქართველოში უკვე არის უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა/წამალი, გერმანიაში შექმნილი, ამერიკაში დამზადებული, სახელად – ფაიზერის ვაქცინა! დრიზე აიცერით“ – წერს „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.

https://www.bloomberg.com/…/pfizer-to-seek-u-s-nod-for…



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil.




„გავაძლიეროთ „ბუსტერი”, ეგონათ, ერთი დოზა იქნებოდა საკმარისი, მაგრამ…“-გიორგი ფხაკაძე

1 დეკემბერი, 2021

#drpkhakadze

„კორონავირუსის აფრიკული ვარიანტზე ჩატარებული ზოგიერთი კვლევა საგანგაშოა. კორონავირუსის აფრიკული ვარიანტის შესახებ ზუსტი პასუხი დაახლოებით, ორ კვირაში გვექნება. ახალი ვირუსი წამოვიდა სამხრეთ აფრიკიდან, ზოგიერთი კვლევა ძალიან დამაბნეველი და საშიშია. ვირუსის ეს ვარიანტი პრობლემურია, რა დონის სირთულეები მოყვება, ამის გარკვევას დრო ჭირდება.ყველაზე ეფექტური გზა ამ სიტუაციაში არის – რაც შეიძლება გავაძლიეროთ „ბუსტერი”. თავიდან ეგონათ, ერთი დოზა იქნებოდა საკმარისი, მაგრამ ახლა ზოგიერთი ქვეყანა მეოთხე დოზასაც აკეთებს.
პენსიონრებს 200 ლარს აძლევენ ვაქცინირებისთვის…
ოჯახის ექიმებს 16 ლარს უხდიან, რომ დაარწმუნონ ადამიანები ვაქცინაციის აუცილებლობაში…
კოვიდვაქცინირებულები აზარტული თამაშებისკენ მიდრეკილებას ზრდიან.
სრული მარაზმი, არაპროფესიონალიზმი და ყოველგვარი სტრატეგიული ხედვის უქონლობა
იქნებ, ერთხელ მაინც სწორი გზით წავიდეთ?! გადმოვიღოთ თურქეთის, საფრანგეთის, ბრიტანეთის ან ისრაელის მაგალითები

არაპროფესიონალიზმი კლავს“- განაცხადა პირდაპირი ჩართვისას „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელმა, პროფესორმა, გიორგი ფხაკაძემ.

https://www.npr.org/2021/11/30/1060175635/greece-covid-vaccine-mandate?utm_campaign=npr&utm_source=facebook.com&utm_term=nprnews&utm_medium=social&fbclid=IwAR1nhQ6id0PIqaKQiibOTZCB4OOPM7alLcKCREAvmgGsSIg6LZBcKF4ntyc&t=1638319340876&t=1638319354573



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil



Пхакадзе: Для них было выделено всего 20 лари в месяц

22 Марта, 2021



Эксперт по вопросам общественного здравоохранения Георгий Пхакадзе опубликовал в социальной сети пост.
Профессор написал на своей странице в Facebook, что до пандемии никто и не вспоминал об эпидемиологах, а их доход был мизерным.
Как отметил Георгий Пхакадзе, образование и здравоохранение должны быть главными приоритетами для любой страны.
«Кто помнил об эпидемиологах в стране… 20 лари, да, в клиниках им выделяли всего 20 лари в месяц, один эпидемиолог работал одновременно в 10 клиниках, чтобы как-то получать хотя бы 200 лари в месяц…
А сколько денег было и выплачено нашим «чемпионам» … Это мировая проблема. Может, нам действительно стоит пересмотреть наши приоритеты.
Образование и здравоохранение должны быть главными приоритетами для любой страны!», – написал Георгий Пхакадзе.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

Source: https://report.ge/ru/society/phakadze-dlya-nih-bilo-videleno-vsego-20-lari-v-mesyac/


„დღეს განსაკუთრებული დღეა… განსაკუთრებული დღესასწაულია“-გიორგი ფხაკაძე

26/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს:

„დღეს განსაკუთრებული დღეა, ბზობას გილოცავთ. ჩემთვის აღდგომა განსაკუთრებული დღესასწაულია. მიყვარს, რომ ამ დღეს მოვინახულებთ ხოლმე წინაპრებს, პატივს მივაგებთ, გავიხსენებთ.

ამ ბოლო დროს იმდენი კარგი და ცუდი ამბავი ხდება ერთდროულად, რომ რა ვიცი. საქართველოში ისეთი ამბები ხდება, შეიძლება, ადამიანი გაგიჟდე. ტელევიზორს რომ ჩართავ, გული გაგისკდება, ფეისბუქზე რომ შემოხვალ – გული წაგივა. მე მგონი, ნარკოზის გარეშე შეიძლება, ადამიანი გათიშო საქართველოს ამბებით.

მთელს მსოფლიოში ძალიან დაძაბული სიტუაციაა, საქართველოში განსაკუთრებით. ნეგატივს აქვს თვისება – ნეგატივს ყოველთვის მოაქვს მეორე ნეგატივი, მეორეს მესამე და ა.შ. აი, მთიდან რომ ზვავი წამოვა, ზუსტად ასეთი მექანიზმია.

რომ დაფიქრდე, მართლა როგორ შეიძლება, ამდენი პრობლემა იყოს კონცენტრირებული გეოგრაფიულად ასეთ პატარა ადგილას, როგორიც ჩვენი ქვეყანაა, მაგრამ ეს რეალობაა. თუმცა დღეს ვილაპარაკოთ მხოლოდ კარგზე. დღეს მხოლოდ კარგზე გავაკეთოთ კონცენტრაცია. მაგრამ ერთ რამეზე შევთანხმდეთ – სიმართლე არის სიმართლე. როცა მე ვამბობ სიმართლეს, ეს ნეგატიური არ არის, ეს არის სიმართლე“




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Dr Giorgi Pkhakadze: This chewing gum (drug in development) may stop coronavirus.

24 November, 2021

“As I said, progress is moving forward. We will have much more interesting, reliable, and good news from the scientific centers of the world,” Public health expert Dr Giorgi Pkhakadze writes on the social network.

According to him, an experimental chewing gum (drug in development) has been developed that could stop coronavirus with 95% efficiency.

“A lot of people don’t get vaccinated because they’re just scared. It’s understandable. It is normal. According to a new study conducted in America, experimental chewing gum (drug in development) may be able to stop the Covid virus by 95%.

This is an experimental first stage, but the results are quite promising.

I believe that 2022 will be the year of Covid control, and “humanity” will be able to control it!

I wish you good health,” Dr Pkhakadze writes.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Source: https://report.ge/en/society/giorgi-pkhakadze-this-chewing-gum-may-stop-coronavirus-by-95/

Прогноз Георгия Пхакадзе по “омикрону”

17 Декабря, 2021



Эксперт по вопросам общественного здравоохранения, профессор Георгий Пхакадзе пишет в соцсети о новом штамме коронавируса – “омикроне”.

По его словам, количество инфицированных «омикроном» людей в мире растет с каждым днем.

Профессор видит способ бороться с новым штаммом вируса, соблюдая регуляции и в “бустерных дозах”.

«Новый вариант коронавируса – «омикрон» покоряет США, Европу и страны Африки.

Только в США количество новых инфекций выросло с 0,4% до 2,8% за одну неделю, а в Нью-Йорке 13% всех новых случаев заражения коронавирусом приходятся на “омикрон”.

Сегодня в Грузии доминирует вариант «дельта», и мы, предположительно, закончим зиму «омикроном».

Выход – медицинские маски, социальная дистанция, частое мытье рук, проветривание зданий и бустерные дозы! Да, и не напоминайте мне про китайские вакцины, про российские мы вообще не говорим – это плацебо-вакцины!», – написал в соцсети Георгий Пхакадзе.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

Source: https://report.ge/ru/society/prognoz-georgiya-phakadze-po-omikronu/

„მე, გიორგი ფხაკაძე ამ პროცესში დაგეხმარებით – თუ თქვენი ორგანიზაცია აპირებს, გაიაროს აკრედიტაცია “

08/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე ინფორმაციას ავრცელებს:
„საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა“ – https://www.accreditation.ge/programs
„თუ თქვენი ორგანიზაცია აპირებს, გაიაროს აკრედიტაცია “საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივის” ფარგლებში, მე, გიორგი ფხაკაძე, ამ პროცესში დაგეხმარებით.


პროცესი საკმაოდ მარტივია, თქვენ უნდა გამოაგზანოთ წერილი info@accreditation.ge და მიუთითოთ:
დაწესებულების დასახელება,
დაწესებულების ტიპი (საავადმყოფო, ამბულატორიული კლინიკა, დიაგნოსტიკური კლინიკა, ესტეტიკური მედიცინის ცენტრი, სტომატოლოგიური კლინიკა),
დაწესებულების მისამართი,
საკონტაქტო ტელეფონი,
საკონტაქტო მეილი,
დაწესებულების ხელმძღვანელის სახელი და გვარი,
თქვენი ორგანიზაციის ვებგვერდი ან/და ფეისბუქგვერდი,

პროცესი არის:
ნებაყოფლობითი,
უფასო,
მარტივი,
გამჭვირვალე,
სწრაფი,

აკრედიტაცია გაიცემა ფრანგული ორგანიზაციის Accréditation Sans Frontières მიერ.
გისურვებთ წარმატებებს.
ხარისხი უმთავრესია Qualité d’AbordQuality first

Giorgi Pkhakadze #drpkhakadze

შეაფასეთ სამედიცინო დაწესებულება ამ ბმულზე:
https://poll.app.do/pg/accreditation-ge“




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„ვირუსი ადაპტირდა, უფრო საუკეთესო გზები ნახა, როგორ შეიძლება დააინფიციროს ადამიანი, ძალიან ცუდი…

20/08/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil


პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს:

„სამწუხაროდ, ჯანდაცვის სფეროში ჩვენ პროგნოზს ვერ ვაკეთებთ, ჩვენ მარტო ვსვამთ დიაგნოზს და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ სამედიცინო სფეროში 100%-იანი დიაგნოზი არ არსებობს იმიტომ, რომ მედიცინა თვითონ ასეთი მცნება არის, ჩვენ ვსწავლობთ შეცდომებზე და ვსწავლობთ გამოცდილებებზე.

ის რაც ვიცით ახლა, მსოფლიოში რაც ხდება და რაც ჩვენ ვისწავლეთ ამ ვერაგი ვირუსის შესახებ, არის ის, რომ ის მუტირებს, თუ აქვს საშუალება გამრავლების, ის მრავლდება, ეს არის ფაქტი. ამის შესახებ არაერთი ადამიანი ლაპარაკობდა და ვიცით ჩვენ, ეს როგორც მუშაობს.“

მისი თქმით, ვუჰანური ვირუსი შეიცვალა ბრიტანული ვირუსით, ბრიტანული ვირუსი ახლა შეიცვალა დელტა ვირუსით, რომელიც ინდოეთიდან წამოვიდა და ა.შ. და ეს ასე გაგრძელდება.

„რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, საიდან და როგორ წამოვიდა ეს ვირუსი, ეს სხვა საკითხია და ცალკე თემაა. ვიცით, რომ პირველად წამოვიდა ვირუსი ცხოველიდან, ცხოველიდან გადავიდა ადამიანზე. ის მაინც იყო ცხოველური ვირუსი, ცხოველიდან ადამიანზე გადასული ვირუსი და არ იყო ადაპტირებული ადამიანზე. რაც უფრო ბევრ მუტაციას გადის, რაც უფრო მეტი ადამიანი ინფიცირდება, მით უფრო ვრცელდება ჯაჭვური რეაქცია, თითოეული გადაცემის პროცესში ვირუსი ადაპტირდება, იცვლება. თავიდან გადაცემის პროცესი იყო ძალიან რთული. მარტივ ენაზე რომ ვთქვა, ერთი კილო ვირუსი იყო საჭირო ვირუსის გავრცელებისთვის, ადამიანს რომ გადასდებოდა, გადაცემის პროცესი იყო ძალიან რთული. ჩვენ დავინახეთ, რომ სამხრეთ ბრიტანეთში ვირუსი ადაპტირდა ადამიანზე, ერთი კილო ვირუსის მაგივრად კი ნახევარი კილოა საკმარისი. რაც შეეხება ინდურ შტამს, 10 გრამიც კი საკმარისია ვირუსის გადადებისთვის.

ვირუსი ადაპტირდა, უფრო საუკეთესო გზები ნახა, როგორ შეიძლება დააინფიციროს ადამიანი. ეს არის ევოლუციური პროცესი. ვირუსი ადაპტირდა არა მარტო გავრცელების, არამედ ასევე ადამიანების ორგანიზმში მოქმედების კუთხით. ძალიან საყურადღებოა, რომ ბავშვებსა და ახალგაზრდებში იჩინა თავი. ინდოეთში როცა იყო ვირუსის აფეთქება, ყველა სამედიცინო დაწესებულება, ძირითადად პედიატრიული განყოფილებები იყო გადატვირთული. ვუჰანის პირველი შტამი ბავშვებისთვის არ იყო საშიში, 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის იყო საშიში. ახლა უკვე ყველაფერი შეიცვალა. ვირუსი უკვე ადაპტირდა, უკვე გახდა ადამიანების ვირუსი და უკვე ნებისმიერი ადამიანისათვის არის საშიში, ძალიან ცუდი ამბავია, გადადება ხდება უფრო იოლად, არ აქვს უკვე მნიშვნელობა ასაკს. ეს შტამი არის ოდნავ უფრო განსხვავებული, მაგრამ მოსახლეობისთვის არანაირი განსხვავება არ არის. სამწუხაროდ, მკურნალობის პროცესში ცვლილებები არ არის, არ არის ისეთი წამალი, რომელსაც მიიღებ და ყველაფერი კარგად იქნება. საქართველოში ბევრი პაციენტი არის საავადმყოფოში, რომლებიც არ უნდა იყვნენ კლინიკებში იმიტომ, რომ პაციენტების 90%-ს უსიმპტომოდ გადააქვთ ვირუსი“, – განაცხადა პროფესორმა, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელმა, გიორგი ფხაკაძემ ობიექტივის ეთერში.


MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

#ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights