ორშაბათი, აპრილი 27, 2026

„ჩემთან მოვიდა როგორც მეგობარი, დიდი ხნის ნაცნობობა გვაკავშირებს…“-გიორგი ფხაკაძე

22 ოქტომბერი, 2021

#drpkhakadze

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, პროფესორ, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელს, გიორგი ფხაკაძეს თბილისში, სახლში ესტუმრა.

ეკატერინე ტიკარაძის სტუმრობის ამსახველ ვიდეოს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ეკატერინე ტიკარაძესა და გიორგი ფხაკაძეს დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებთ.

„ჩემთან მოვიდა როგორც მეგობარი, დიდი ხნის ნაცნობიბა გვაკავშირებს…“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.


იხილეთ ვიდეო:


https://www.facebook.com/pkhakadze/videos/591659452155435



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil



„იმის მაგივრად, რომ სამედიცინო კონსილიუმი ჩატარდეს… ჩარეული არის პროკურატურა“ – გიორგი ფხაკაძე

12/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„სამწუხაროდ საქართველოში არის კომუნისტური სისტემა. იმის მაგივრად, რომ სამედიცინო კონსილიუმი ჩატარდეს ჯანდაცვის ექსპერტების, დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ რომ იყოს განხილული ეს პროცესი, ჩარეული არის პროკურატურა. ჩვენ კი არ ვაგვარებთ პრობლემას, ჩვენ ვცდილობთ ვიღაცა დავიჭიროთ და ჩავსვათ ციხეში…

პრობლემას კი არ ვაგვარებთ, ვცდილობთ ვიღაც დავიჭიროთ და ჩავსვათ ციხეში!

გავუშვით ეს მინისტრი, ხვალ მოვა მეორე მინისტრი, ამით რამე შეიცვლება? თუ სისტემა არ შეიცვლება ქვეყანაში?

ვაქცინაციის გეგმა არის უფრო სადღეგრძელოების გეგმა…“ – აცხადებს პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


„რადიკალური რეფორმა ჯანდაცვის სფეროში. ხარისხიანი ჯანდაცვა – ეს არ არის ფუფუნება, ეს არის უფლება“

23 თებერვალი, 2022

#drpkhakadze Giorgi Pkhakadze Accréditation Sans Frontières

-„საქართველოს სჭირდება რადიკალური რეფორმა ჯანდაცვის სფეროში;

10- პუნქტიანი მოკლევადიანი (1-2 წელიწადში გასაკეთებელი):

5. სამედიცინოხარისხი “გადაეცეს” დამოუკიდებელი აკრედიტაციის არასამთავრობო ორგანიზაციას (ჯერ უცხოურს და შემდგომში ჩამოყალიბდეს ქართული) “აკრედიტაციასაზღვრებისგარეშე” ქართული მოდელი იდეალურად გამოდგება.

სახელმწიფო დაფინანსება მხოლოდ აკრედიტებულ დაწესებულებებს უნდა ჰქონდეს.

ხარისხიანი ჯანდაცვა – ეს არ არის ფუფუნება, ეს არის უფლება!“ – ამბობს „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.

https://www.facebook.com/529920578/posts/10160817852325579/?d=n



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil




„საქართველოში ჯერ არ არის დაშვებული, ევროპულ ბევრ ქვეყანაში ვაქცინის მე-4 დოზა…“ – გიორგი ფხაკაძე

30 მარტი, 2022

#drpkhakadze #

„სამწუხაროდ, იოლად გადატანილიკოვიდიცკი ზრდის გულთანდაკავშირებულპრობლემებს.

გაუფრთხილდით საკუთარ გულს

აიცერით ფაიზერის ან მოდერნას ვაქცინით პროტოკოლის მიხედვით. ამერიკაში და ევროპულ ბევრ ქვეყანაში ვაქცინის მე-4 დოზა უკვე დაშვებულია. საქართველოში ჯერ არ არის დაშვებული (ფიქრობენ).

გამოიყენეთ სამედიცინო პირბადეები.

დაიცავით დისტანცია

გაანიავეთ შენობები

შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა

ჯანმრთელობას გისურვებთ

ჩემი ვიდეოები შეგიძლიათ, ნახოთ ჩემს ოფიციალურ YouTube-ზე, გამოიწერეთღილაკისდაჭერით « subscribe » ან “Подписаться”: https://youtube.com/c/GiorgiPkhakadze – წერს აკრედიტაციასაზღვრებისგარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორიგიორგიფხაკაძესოციალურქსელში.

გიორგი ფხაკაძის ინფორმაციით, ამერიკის წამლის სააგენტომ დაამტკიცა ბუსტერის მე-4 დოზა.
“ამერიკისწამლისსააგენტომდაამტკიცაბუსტერისმე-4 დოზა (ფხაკაძერას ამბობდა?! იმავეს, ოღონდ დიდი ხნით ადრე, ხომ?!)

„ფაიზერის” ან “მოდერნას” ვაქცინისმე-4 დოზა.

საქართველოს პირობებში რომ გადმოვიტანით, თუ რა არის გასაკეთებელი:
1-ლი დოზა – 0 დღე
მე-2 დოზა – 21-28 დღე (პირველიდოზიდან)
მე-3 დოზა – 3 თვე (მე-2 დოზიდან)
მე-4 დოზა – 4 თვე (მე-3 დოზიდან)
ვაქცინაარის მხოლოდ “ფაიზერი” და “მოდერნა”. ჩინური “ვაქცინები” არაეფექტურისამედიცინოსაშუალებებიადა, სამწუხაროდ, არ განიხილება, როგორცვაქცინაამერიკაშიდა საღად მოაზროვნეადამიანებში. საქართველოშირას არ ასაღებენდღეს, აგერ რემდესივირსისევ იყენებენ.
ჯანმრთელობასგისურვებთ!”, – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil





როგორ შოულობს ანტივაქსერების მაფია ფულს – სკანდალური ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

24/08/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორ, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელთან, გიორგი ფხაკაძესთან ინტერვიუდან ამონარიდი, რომელიც გაზეთ “ვერსიაში” გამოქვეყნდა:


-ბატონო გიორგი, საზოგადოება ელოდება წამალს COVID-19-ის წინააღმდეგ. რა ინფორმაცია გაქვთ, ჩანს რაიმე იმედი ამ კუთხით?

– მსოფლიოში 300-ზე მეტი კანდიდატი ვაქცინა და 200-ზე მეტი კანდიდატი წამალი არსებობს. ძალიან დიდი პროგრესია, ასეთ მოკლე პერიოდში, მედიცინაში ამხელა პროგრესი არასდროს ყოფილა. იმდენი ფული და რესურსი ჩაიდო, რომ ვაქცინა და წამლები გვქონოდა, ამის შედეგს დავინახავთ რამდენიმე წელიწადში და ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი არის აივ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი და წინგადადგმული ნაბიჯია. რაც შეეხება კოვიდის საწინააღმდეგო მედიკამენტს, ახლაც არის 6 წამალი, რომელიც ევროკავშირმა გადაუდებელი მოხმარებისთვის დაამტკიცა. წლის ბოლომდე გვექნება კარგი კოლექცია, 10-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის წამალი გამოჩნდება. მეტიც, წლის ბოლომდე, შეიძლება, ახალი ვაქცინებიც გამოჩნდეს. მოდით, ასე ვთქვათ – დღეს უკვე ვიცით, როგორ ვმართოთ პანდემია. წამალიც გვაქვს, ჩვენთან უკვე არის ყველაზე ეფექტური ვაქცინა მსოფლიოში და კითხვა მაქვს – რატომ უნდა დალიო წამალი ავად გახდომის შემდეგ, როცა შეგიძლია, გაიკეთო ვაქცინა, რომელიც დაგიცავს ავად გახდომისგან? წარმოიდგინეთ ჩვენი საზოგადოების აბსურდულობა, როცა ამბობს, არ მინდა ვაქცინის გაკეთება და ველოდები წამალსო. ლოგიკას ვერ ვხედავ, რადგან წამალი უკვე გვაქვს, ვაქცინის სახე ექნება თუ აბის, რა მნიშვნელობა აქვს? – ესაა სამედიცინო საშუალება, რომელიც მუშაობს და რადგან ექიმი გეუბნება, უნდა მიიღო. ისე, დღეს ყველა ექიმი და პროფესორი გახდა.


ინტერვიუ სრულად წაიკითხეთ

აქ…

http://versia.ge/index.php/wprld/34-2020-09-20-04-56-48/1565-2021-08-24-07-26-28




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„ვირუსი შესაჩერებელია…. რა გვიცავს…. რა არის შედეგის მომტანი?!“ – გიორგი ფხაკაძე

11/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil


„დღეს ბრიტანეთში ამ ვერაგი ვირუსისგან არავინ გარდაცვლილა!

დღეს საქართველოში 31 ოჯახში კოვიდმა დიდი უბედურება შემოიტანა!

ყველა ვაქცინა ერთნაირი არ არის… მაგრამ ყველა ვაქცინა ამცირებს სიკვდილიანობას…

გაუფრთხილდი სიცოცხლეს !

ეს ვირუსი შესაჩერებელია….

რა გვიცავს…. ?

სამედიცინო პირბადე, 2-მეტრიანი დისტანცია, ხელების დაბანა, ხალხმრავალი ადგილებისათვის თავის არიდება და, რა თქმა უნდა, უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა (ფაიზერისნაირი)….

ჯანმრთელობას გისურვებთ … – წერს პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„მაქვს კარგი ამბავი, ეს ჩვენი გამარჯვებაა“ -გიორგი ფხაკაძე

16/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.


„მაქვს კარგი ამბავი:


„საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივასთან“ დაკავშირებით პროცესი ძალიან კარგად მიდის. 26-მა ორგანიზაციამ უკვე შემოიტანა განაცხადი, ორშაბათისთვის დაახლოებით 30-ზე მეტი იქნება. ეს ჩვენი გამარჯვებაა, სამედიცინო დაწესებულებები ნებაყოფლობით იღებენ გადაწყვეტილებას, რომ მათთვის ხარისხი პრიორიტეტია!


გეოგრაფიული არეალი თანდათან ფართოვდება. დღეს ერთ-ერთი სტომატოლოგიური კლინიკა ბორჯომიდანაც დამიკავშრდა. უკვე გვყავს აკრედიტაციის მსურველი სამედიცინო დაწესებულებები თბილისიდან, ბათუმიდან, ქუთაისიდან, რუსთავიდან და ა.შ.


მომავალ კვირას უკვე პირველი ორგანიზაცია ოფიციალურად გაივლის აკრედიტაციას. ამის შესახებ ინფორმაციას საჯაროდ მოგაწვდით;


გუშინ ძალიან საინტერსო საჯარო ონლაინ-შეხვედრა გვქონდა აკრედიტაციის პირველ კანდიდატთან. ეს იყო სტომატოლოგიური კლინიკა „ჰებე“. აკრედიტაციის პრეტენდენტებს ასე მორიგეობით გაგაცნობთ;


ნუ ვიტყვით,- საქართველოში არ გვყავს კარგი ექიმები! გვყავს კარგი ექიმებიც, ექთნებიც, სამედიცინო პერსონალიც! გვაქვს კარგი კლინიკებიც, ოღონდ ცოტა ხელის შევლება სჭირდებათ. მოგვმართეთ, დაგეხმარებით! ერთად ყველაფერს შევძლებთ და ცოტა ხანში ქვეყანაში გამართული ჯანდაცვის სისტემა იქნება!“- ამბობს გიორგი ფხაკაძე.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


„ერთი ვაქცინა ორზე მუშაობს – ყველა ფეხმძიმე პროტოკოლის მიხედვით უნდა აიცრას“ – გიორგი ფხაკაძე

25 ივნისი, 2022

#drpkhakadze

აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს:

-„ამწუთას დაიბეჭდა ამერიკაში ჩატარებული საკმაოდ წონიანი (მკვლევარების, ხარისხის და რაოდენობის კუთხით) კვლევა.
„ფაიზერის“ ან „მოდერნას“ ვაქცინა იცავს არა მარტო დედას, ის ასევე იცავს ახალშობილებ.
ვაქცინა მუშაობს – თანაც ერთი ვაქცინა ორზე მუშაობს.
ყველა ფეხმძიმე პროტოკოლის მიხედვით უნდა აიცრას.
კიდევ რამდენი მტკიცებულება უნდა დაიდოს, რაღა მიხვდეთ, რომ “ვაქცინა მუშაობს ”

ჯანმრთელობას გისურვებთ…”

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvili


„ზუსტი დიაგნოზის დასადგენად და სამკურნალოდ მივდივართ ან თურქეთში, ან ევროპაში , საქართველოში…

19 ნოემბერი, 2021

#drpkhakadze

„გააკეთეთ ისე, რომ საქართველოში ყველა საავადმყოფო/პოლიკლინიკა/ამბულატორია (სახელმწიფო თუ კერძო, ციხის საავადმყოფოს ჩათვლით), რომელზეც სახელმწიფო ლიცენზიაა გაცემული, შეესაბამებოდეს მინიმალურ საერთაშორისო სტანდარტებს და ყველა პაციენტის მკურნალობა უმაღლეს დონეზე იყოს შესაძლებელი.

საქართველოში, სამწუხაროდ, ყველა პაციენტს ვერ მართავენ და იმიტომ არის, რომ მივდივართ ან თურქეთში, ან ევროპაში ზუსტი დიაგნოზის დასადგენად და სამკურნალოდ.

გთხოვთ, გახსოვდეთ, კოვიდი არსად წასულა და ამჟამად განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ. კოვიდის დელტა ვარიანტი არის უფრო ვერაგი და უფრო სასიკვდილო, განსაკუთრებით ისეთი პაციენტების შემთხვევაში, რომლებსაც იმუნური სისტემა დაქვეითებული აქვთ, (შიმშილობის და სტრესის ფონზე). 100% პირბადის ტარება პაციენტებს და ყველას, ვისაც აქვს მათთან კონტაქტი და ასევე 100%-იანი აცრა ფაიზერით

ხარისხიანი ჯანდაცვა – ეს არ არის ფუფუნება, ეს არის უფლება.

ადამიანის სიცოცხლე არის უმთავრესი, ვინც არ უნდა იყოს ის,

სანამ ყველა საავადმყოფო ასეთი სტანდარტების არ გაქვთ, გადაიყვანეთ

შექმნილ სიტუაციაში სჯობს, გადაიყვანოთ საზღვარგარეთ“ – წერს „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze




ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil




„მინისტრი მართალია, და ვეთანხმები. სამწუხაროდ, ეს არის ფაქტი“ – გიორგი ფხაკაძე

23/08/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას ეხმაურება:

„რა თქვა ასეთი მინისტრმა, რაც შეიძლება გაუგებარი იყოს?! – ახლა ადამიანს გაგება თუ არ უნდა და სირაქლემის პოზიციაში ყოფნა ურჩევნია, ეგ სხვა საქმეა, იმას არაფერი ეშველება, სამწუხაროდ, ეს არის ფაქტი. მინისტრი კი მართალია, და ვეთანხმები“.


საქართველოში ორჯერადად აცრილი პაციენტი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით:

-„მსგავსი შემთხვევა არის დაფიქსირებული. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია, თუმცა მსოფლიოში ერთეული შემთხვევები ფიქსირდება მსგავსი და ასეთი დაფიქსირდა საქართველოშიც. ეს არ უნდა წარმოადგენდეს პანიკის საფუძველს, რადგან ეს არის 0.001 პროცენტი. ძირითადად, ვაქცინა გვიცავს ლეტალური შემთხვევებისგან.
ამ პაციენტებში იყო განვითარებული სიცოცხლისთვის შეუსაბამო სხვადასხვა დაზიანება, რომელიც გამოწვეული იყო მათი ქრონიკული დაავადებებისგან. ამ შემთხვევაში ექიმების ძალისხმევაც აღმოჩნდა უშედეგო. ეს არ უნდა იყოს პანიკის საფუძველი, რადგან ერთეული შემთხვევები არის მთელს მსოფლიოში“.


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა:
-„ჯერჯერობით მიმდინარეობს ამ ფაქტის მოკვლევა, ისევე როგორც წინა ფაქტის მოკვლევა. 100%-იანი ამ ქვეყანაზე არაფერი არ არსებობს“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights