ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026

„მილიონამდე ადამიანი არის უმკაცრეს კარანტინზე, ეს ხუმრობა არ არის!“-გიორგი ფხაკაძე

8 აპრილი, 2022

#drpkhakadze

აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:

„ამასობაში კი ჩინეთში კოვიდის აფეთქებაა, ეს ხუმრობა არ არის! ისე, ეს ჩინური ვაქცინა რა მაგრად მუშაობს, არა?!

ჩინელები იყენებენ დრონებს, რობოტებს და სხვა საშუალებებს, რათა აკონტროლონ მოსახლეობა… შანხაის 30 მილიონამდე ადამიანი არის უმკაცრეს კარანტინზე…

სურათები და ვიდეოები თავად ნახეთ პოსტში…

საქართველოში კი კოვიდის დასასრული გამოაცხადეს ვიღაც- ვიღაცებმა …

ჯანმრთელობას გისურვებთ…”, – წერს ფხაკაძე “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე და ურთავს insider.com- ზე გამოქვეყნებულ მასალას.

https://www.insider.com/shanghai-deploys-drones-robot-dogs-broadcast-covid-19-lockdown-guidelines-2022-4?utm_source=facebook.com&utm_campaign=sf-insider-main&utm_medium=social&fbclid=IwAR2r6vNw_TLvzeARA9N8-uHwWwGBivwNj0OthM3WAQZdspRElpWl5qNYysk”



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvili




Prof Giorgi Pkhakadze: If they believed everything I said …

20 December, 2021

Georgian Public Health Expert Prof Giorgi Pkhakadze has responded to NCDC head Dr Amiran Gamkrelidze’s statement saying that the Coordination Council will soon receive an initiative of making the third vaccine dose mandatory for twice-vaccinated citizens.

”If they believed everything I said on time, we would not be where we are now,” Dr Pkhakadze said in his social media post.

Georgia has so far confirmed two Omicron cases.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Source: https://report.ge/en/society/prof-giorgi-pkhakadze-if-they-believed-everything-i-said/

„ვირუსი ადაპტირდა, უფრო საუკეთესო გზები ნახა, როგორ შეიძლება დააინფიციროს ადამიანი, ძალიან ცუდი…“

20/08/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„სამწუხაროდ, ჯანდაცვის სფეროში ჩვენ პროგნოზს ვერ ვაკეთებთ, ჩვენ მარტო ვსვამთ დიაგნოზს და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ სამედიცინო სფეროში 100%-იანი დიაგნოზი არ არსებობს იმიტომ, რომ მედიცინა თვითონ ასეთი მცნება არის, ჩვენ ვსწავლობთ შეცდომებზე და ვსწავლობთ გამოცდილებებზე.

ის რაც ვიცით ახლა, მსოფლიოში რაც ხდება და რაც ჩვენ ვისწავლეთ ამ ვერაგი ვირუსის შესახებ, არის ის, რომ ის მუტირებს, თუ აქვს საშუალება გამრავლების, ის მრავლდება, ეს არის ფაქტი. ამის შესახებ არაერთი ადამიანი ლაპარაკობდა და ვიცით ჩვენ, ეს როგორც მუშაობს“, – განაცხადა პროფესორმა, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელმა, გიორგი ფხაკაძემ.


მისი თქმით, ვუჰანური ვირუსი შეიცვალა ბრიტანული ვირუსით, ბრიტანული ვირუსი ახლა შეიცვალა დელტა ვირუსით, რომელიც ინდოეთიდან წამოვიდა.


„ვუჰანური ვირუსი შეიცვალა ბრიტანული ვირუსით, ბრიტანული ვირუსი ახლა შეიცვალა დელტა ვირუსით, რომელიც ინდოეთიდან წამოვიდა და ა.შ. და ეს ასე გაგრძელდება.

რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, საიდან და როგორ წამოვიდა ეს ვირუსი, ეს სხვა საკითხია და ცალკე თემაა. ვიცით, რომ პირველად წამოვიდა ვირუსი ცხოველიდან, ცხოველიდან გადავიდა ადამიანზე. ის მაინც იყო ცხოველური ვირუსი, ცხოველიდან ადამიანზე გადასული ვირუსი და არ იყო ადაპტირებული ადამიანზე. რაც უფრო ბევრ მუტაციას გადის, რაც უფრო მეტი ადამიანი ინფიცირდება, მით უფრო ვრცელდება ჯაჭვური რეაქცია, თითოეული გადაცემის პროცესში ვირუსი ადაპტირდება, იცვლება. თავიდან გადაცემის პროცესი იყო ძალიან რთული. მარტივ ენაზე რომ ვთქვა, ერთი კილო ვირუსი იყო საჭირო ვირუსის გავრცელებისთვის, ადამიანს რომ გადასდებოდა, გადაცემის პროცესი იყო ძალიან რთული. ჩვენ დავინახეთ, რომ სამხრეთ ბრიტანეთში ვირუსი ადაპტირდა ადამიანზე, ერთი კილო ვირუსის მაგივრად კი ნახევარი კილოა საკმარისი. რაც შეეხება ინდურ შტამს, 10 გრამიც კი საკმარისია ვირუსის გადადებისთვის.

ვირუსი ადაპტირდა, უფრო საუკეთესო გზები ნახა, როგორ შეიძლება დააინფიციროს ადამიანი. ეს არის ევოლუციური პროცესი. ვირუსი ადაპტირდა არა მარტო გავრცელების, არამედ ასევე ადამიანების ორგანიზმში მოქმედების კუთხით. ძალიან საყურადღებოა, რომ ბავშვებსა და ახალგაზრდებში იჩინა თავი. ინდოეთში როცა იყო ვირუსის აფეთქება, ყველა სამედიცინო დაწესებულება, ძირითადად პედიატრიული განყოფილებები იყო გადატვირთული. ვუჰანის პირველი შტამი ბავშვებისთვის არ იყო საშიში, 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის იყო საშიში. ახლა უკვე ყველაფერი შეიცვალა. ვირუსი უკვე ადაპტირდა, უკვე გახდა ადამიანების ვირუსი და უკვე ნებისმიერი ადამიანისათვის არის საშიში, ძალიან ცუდი ამბავია, გადადება ხდება უფრო იოლად, არ აქვს უკვე მნიშვნელობა ასაკს. ეს შტამი არის ოდნავ უფრო განსხვავებული, მაგრამ მოსახლეობისთვის არანაირი განსხვავება არ არის. სამწუხაროდ, მკურნალობის პროცესში ცვლილებები არ არის, არ არის ისეთი წამალი, რომელსაც მიიღებ და ყველაფერი კარგად იქნება. საქართველოში ბევრი პაციენტი არის საავადმყოფოში, რომლებიც არ უნდა იყვნენ კლინიკებში იმიტომ, რომ პაციენტების 90%-ს უსიმპტომოდ გადააქვთ ვირუსი“, – განაცხადა პროფესორმა, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელმა, გიორგი ფხაკაძემ ობიექტივის ეთერში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


არაფერი გვაქვს ქვეყანაში, რომ ეპიდემია შევაჩეროთ დაგვერხა, თან მაგრად – გიორგი ფხაკაძე

28/02/2021



პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე ამბობს:

„თავის მოტყუება რატომ გვიყვარს, მართლა ვერ გავიგე, არაფერი არ გვაქვს რომ შევაჩეროთ ეპიდემია ქვეყანაში“.

გიორგი ფხაკაძე CNN-ის ერთ-ერთ სტატიასაც აზიარებს, რომელშიც ჩეხეთში არსებულ მძიმე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზეა ლაპარაკი.

სტატიაში ჩეხეთის ერთ-ერთი მთავარი ეპიდემიოლოგი მიუთითებს სამ გადაწყვეტილებაზე, რომლებმაც ქვეყანაში მსგავსი სიტუაცია გამოიწვია.

„პირველი შეცდომა არის ის, როდესაც მთავრობამ უარი თქვა ზაფხულში პირბადის სავალდებულო ტარებაზე, მეორე, როდესაც გადაწყვიტა შობის წინ მაღაზიების გახსნა და მესამე, როდესაც მთავრობამ ვერ მოახერხა რეაგირება იანვრის დასაწყისში ვირუსის ახალ ვარიანტზე. ეს სამი დიდი შეცდომა იყო და ახლა, ჩვენ მხოლოდ ვლოცულობთ, რომ მეოთხე არ მოხდეს”, – ამბობს ეპიდემიოლოგი. „აგერ ბატონო, ფხაკაძე გაფრთხილებთ მაგრამ ვინ გისმენს, მაგინებთ, მლანძღავთ, 1000 სისულელეს წერთ ჩემს წინააღმდეგ. ჩემი თუ არ გჯერათ ნახეთ თუ რა ხდება ჩეხეთში. თავის მოტყუება რატომ გვიყვარს, მართლა ვერ გავიგე. დავიღალე ოღონდ მართლა. არაფერი არ გვაქვს რომ შევაჩეროთ ეპიდემია ქვეყანაში. ტყუილი, კორუფცია, არა პროფესიონალიზმი, ნეპოტიზმი, გაუნათლებლობა, ექსტრემიზმი, ფარისებლური მორწმუნეობა და ყველაფერი შეფუთვა პოლიტიკურ ფერში, დავიღალე.

P.S: დაგვერხა თან ძაან მაგრად“,- წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://www.gmtv.ge/?p=86970

Эксперт рассказал о четвертой волне коронавируса в Грузии

19 мая, 2021



ТБИЛИСИ, 19 мая – Новости-Грузия. Четвертая волна коронавируса в Грузии будет в сентябре, заявил международный эксперт общественного здравоохранения Георгий Пхакадзе во время своего видеовключения на Facebook.

Он считает, что избежать четвертой волны можно только в том случае, если к этому времени получится вакцинировать 70% взрослого населения страны.

Что касается третьей волны коронавируса, которую Грузия переживает сегодня, Пхакадзе ожидает, что в конце мая пик пойдет на спад.

«В последнюю неделю мая, надеюсь, что показатели пойдут на спад, что будет очень хорошо. Отдохнем, запасемся энергией летом, вирус никуда не уйдет, он все равно будет циркулировать и приготовимся к сентябрю. В конце сентября у нас будет четвертая волна», — сказал Пхакадзе.

В Грузии с начала пандемии выявили более 300 тысяч случаев коронавируса, из них скончались около 4 500.

По данным на 18 мая, в Грузии вакцину от коронавируса сделали 93 305 человек, из них полную дозу вакцины получили 15 077 граждан.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

Source: https://www.newsgeorgia.ge/jekspert-rasskazal-o-chetvertoj-volne-k/

„დავფიქრდეთ, მდიდარი ქვეყნები აცრილია, ღარიბები – არა… ვაქცინაციის სიავკარგეზე როცა ვსაუბრობთ“

16/07/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაციასაზღვრებისგარეშე“ ხელმძვანელი, გიორგიფხაკაძე აცხადებს:

„ნებისმიერი ვაქცინის გაკეთებისას მიყევით ინსტრუქციას. ასევე, პირველი დოზის გაკეთების შემდეგ პირბადე მაინც უნდა ატაროთ. მეორე დოზის გაკეთებიდან ორი კვირის შემდეგ გამომუშავდება მაქსიმალური იმუნიტეტი, მაგრამ გახსოვდეთ, – ინდური შტამისგან მაინც არ ვართ ბოლომდე დაცული და ფრთხილად უნდა ვიყოთ.

არ გამოიყენოთ კონდიციონერი, თქვენთან ერთად ოჯახის წევრების გარდა სხვა ადამაინებიც თუ არიან. ოთახები ორპირით გაანიავეთ.“

მისი თქმით, ევროპა და აშშ წლის ბოლომდე აიცრება და შემდეგ მთელ მსოფლიოში ვაქცინების აქტიური მიწოდება დაიწყება, 2022 წელი ცოტა რთული იქნება, 2023 წლიდან სიტუაცია დალაგდება.

„ჯანმრთელობა არის არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ მენტალურიც. თუ თვლით, რომ თქვენთვის ვაქცინაცია ცუდია და მაინც აიცრებით, ფსიქოლოგიურად ეს უფრო გავნებთ. თქვენი ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა თანხვედრაში უნდა იყოს და თავი კომფორტულად უნდა იგრძნოთ.

ამ ვირუსის სხვადასხვა ვარიანტებთან ერთად ცხოვრება დიდხანს მოგვიწევს, რადგან ქვეყნები არიან ეგოცენტრულები, მარტო თავის თავზე და ფულზე ფიქრობენ. იმის ნაცვლად, რომ მიღებული ყოფილიყო გლობალური გადაწყვეტილება – ყველასათვის ხელმისწავდომი ვაქცინა ყველგან ერთდროულად.

ევროპაში მოზრდილი მოსახლეობის 56% ერთხელ მაინც არის აცრილი, აფრიკაში კი 1%-იც არა. რა ჰუმანიზმზე ვლაპარაკობთ?!

ვაქცინაციის სიავკარგეზე როცა ვსაუბრობთ, დავფიქრდეთ, მდიდარი ქვეყნები აცრილია, ღარიბები – არა. ანუ ვაქცინაცია საჭიროა.

მე ყოველთვის მოგაწვდით ახალ, რეალურ ინფორმაციას, მიუხედავად იმისა, კარგია თუ ცუდი. ვიყოთ ინფორმირებული. ჩემი რჩევებით ერთი ადამიანი მაინც თუ გადავარჩინე, ეს იქნება ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი“, – ამბობს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„300 არაგველებივით მტკიცედ უნდა ვიდგეთ მოთხოვნით – „მარტო კარგი ვაქცინა“ – გიორგი ფხაკაძე

21/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„შევთანხმდეთ, ფხაკაძე არ იყიდება. პოლიტიკაში ვერ ჩამითრევთ, თანამდებობა არ მაინტერესებს…ვაკეთებ აკრედიტაციას, ვასწავლი სტუდენტებს. საფრანგეთიდან უფრო მეტს ვაკეთებ საქართველოსთვის, ვიდრე საქართველოში ბევრი.

საქართველოში ყველას ექსპერტს არქმევენ. ფხაკაძეს ვინ უწოდა ექსპერტი? გაეროს გენერალურმა მდივანმა ჯანდაცვის სფეროს მსოფლიოს 10 საუკეთესო ექსპერტთა შორის გიორგი ფხაკაძე საკუთარ მრჩევლად დანიშნა. გარდა ამისა, ევროკავშირში მქირაობენ, როგორც ძალიან მაღალანაზღაურებად ექსპერტს ჯანდაცვის სფეროში. აღარაფერს ვამბობს აშშ-ზე, უკრაინაზე, პოლონეთის სამეცნიერო საბჭოს წევრი ვარ, “Erasmus+” ექსპერტი ვარ…

მეგობრებო, არ გვინდა ჩხუბი, ქართველები ვართ, ქართულ-ჯიგრულ პონტში შევუწყოთ ერთმანეთს ხელი, რა გვაქვს გასაყოფი. განსაკუთრებით ამ რთულ დროს. გავიტანოთ ერთმანეთ და წავიდეთ წინ!

კიდევ ერთხელ: – პირადად მინისტრ ტიკარაძეს დიდი მადლობა. ახლა პოლიტიკურად ანგაჟირებული ტიპები ამის თქმის გამო დაწერენ რაღაცას ჩემზე. თუ ხართ მაგრები, აღიარეთ, რომ ეს საქმე კარგად კეთდება.

რაც კარგია, ვაღიაროთ. მაგალითად, ჩვენმა პრეზიდენტმა, ჩემი არ იყოს, არ იცის კარგად ქართული, მაგრამ ნამდვილი პოლიტიკოსია, გახსოვთ, რომ ვამბობდი, თამამდებობის პირები საჯაროდ უნდა აიცრან-თქო?! გამლანძღეს, დედაც მაგინეს. ქალბატონი პრეზიდენტი ერთადერთი პოლიტიკოსი იყო, ვინც ვაცინაციის პროცესში სწორად მოიქცა და საჯაროდ პირველი აიცრა. თან ისე დიპლომატიურად იხუმრა, დაბადების დღე მაქვს და დალევა თუ შეიძლებაო. ამით ხალხს ირიბად მიაწოდა ინფორმაცია, რომ ალკოჰოლის მიღება აცრისას არ შეიძლება.

ამ თვის ბოლოს ვირუსის ტალღა ქვევით წავა. კარგი ზაფხული იქნება, დაისვენეთ, რუჯი ზომიერად მიიღეთ, მიირთვით ნატურალური პროდუქტები, მოემზადეთ სექტემბერ-ოქტომბრისთვის. ამასობაში იქნება კარგი ვაქცინა.

მაგრამ ეს ვაქცინაცია სექტემბრის ტალღაც მაინც ვერ აგვაცილებს. სექტემბრის ტალღას რომ ავცდენოდით, ამისთვის საჭირო იყო, ახლა უკვე დამთავრდებული გვქონოდა ვაქცინაცია. მეოთხე ტალღა სექტემბერ-ოქტომბერში გვექნება, მერე ვაქცინაცია დაგვეწევა და მეხუთე ტალღა არ გვექნება. ამასობაში აშშ და ევროპა დაგვეხმარება ვაქცინების კუთხით, ჩვენი კი ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ, ნაგავი ვაქცინა არ შემოვიტანოთ, 300 არაგველებივით მტკიცედ უნდა ვიდგეთ მოთხოვნით – „მარტო კარგი ვაქცინა“

აპლიკაცია რომ გაკეთდა, ხალხმა ყველამ „ფაიზერი“ მოითხოვა და ეს ჩინური რატომ ჩამოგაქვთ ვერ გავიგე.

არ დაგავიწყდეთ სამედიცინო პირბადე, ხელების დაბანა, სუფთა ჰაერი, 2 მეტრიანი დისტანცია. თუ ვინმეს ჩაეხუტებით, იმ ადამიანს მთელი ცხოვრება უნდა ჩაეხუტოთ. ან ვინც აიცრება ფაიზერის ორივე დოზით, მეორე დოზიდან 2 კვირის შემდეგ თავისუფლად შეძლებს პირბადის გარეშე სიარულს. სხვა ვაქცინებთან მიმართებაში მე ამ რეკომენდაციას ვერავის გავუწევ!

ყველაფერი იქნება კარგად! აჩუქეთ სიკეთე სხვას! ყველაფერი შესაძლებელია! სიკეთეს ვერ იყიდი, ან გაქვს, ან არა, ეს ჩანს და ადამიანები ამას ხედავენ!

გისურვებთ ჯანმრთელობას!“- აცხადებს პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„ომი” არ არის “ სპეციალური ოპერაციაა“ – ივანე ჩხაიძესთან ერთი შეკითხვა და ერთი პასუხი…“

20 მაისი, 2022

#drpkhakadze
აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე წერს:
-„ომი” არ არის “ სპეციალური ოპერაციაა”

ერთი შეკითხვა და ერთი პასუხი კოვიდის საკოორდინაციო საბჭოს თავჯდომარესთან, ბატონ ივანე ჩხაიძესთან. პედიატრიულ (ბავშვების) კლინიკაში მოხვედრილ ბავშვებს და მათ მშობლებს კოვიდის პსრ ტესტი უტარდებათ?“
მისი თქმით, ამ სტატიაში ერთი საათი საუბრობთ “გრიპზე” და თუ კოვიდი „გამორიცხულია ამ ბავშვებში, თქვით ბარემ, ბატონო.
ასეთი განცხადებებით უფრო აპანიკებთ მოსახლეობას. მოსახლეობა უკვე საკმაოდ ინფორმირებულია და ის სიმპტომები, რაც იქნა ჩამოთვლილი, კოვიდის ომიკრონის BA.4 და BA.5 ვარიანტებს ჰგავს. სავარაუდოდ, ეს არისანუ კოვიდის ახალი ტალღა გამოაცხადეთ, მაგრამ სახელი არ დაარქვით ანუ “ომი” არ არის“, სპეციალური ოპერაციაა”?
დასკვნა ნათელია… ჯანდაცვის სისტემის რადიკალური რეფორმა არის გადაუდებლად საჭირო

ჯანმრთელობას გისურვებთ…“ – წერს გიორგი ფხაკაძე.
#drpkhakadze @drpkhakadze Dr Giorgi Pkhakadze Профессор Гиорги Пхакадзе
გიორგი ფხაკაძე YouTube-ზე
https://youtube.com/c/GiorgiPkhakadze

„პანიკას არ უნდა აჰყვეთ, 1 საათის განმავლობაში განსაკუთრებული არაფერი მოხდება“ – ივანე ჩხაიძე მშობლებს მიმართავს



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvili





„სინოვაკით აცრილების ანტისხეულები ნახევრდება 40 დღეში, თან ეს ეხება ორიგინალ ვუჰანურ ვირუსს“

25 სექტემბერი, 2021

#drpkhakadze

„სინოვაკით აცრილების ანტისხეულები ნახევრდება 40 დღეშითან ეს ეხება ორიგინალ ვუჰანურ ვირუსს
60 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში ეს მონაცემები კიდევ უფრო დაბალია
დასკვნა: დელტა ვარიანტის (რაც ახლა არის საქართველოში) დროს სინოვაკით აცრის შემდეგ ანტისხეულები შესაძლოა, მხოლოდ ერთი თვე იყოს ადეკვატური რაოდენობით ორგანიზმშიანუ დაცული იქნებით 1 თვე
საქართველოში ყველა კოვიდვაქცინა არის უსაფრხო
საქართველოში (მსოფლიოში მოდერნაც კარგად მუშაობს) ყველაზე ეფექტური ვაქცინა არის ფაიზერი- ბიონტეკი
ყველას, ვინც აიცრა დაბალეფექტური ვაქცინებით, უნდა ჰქონდეთ საშუალება, აიცრან ფაიზერით(2-5 თვეში – ვაქცინის მიხედვით).
სამედიცინო პირბადე არის უნივერსალური ყველასთვის.
არ გაავრცელოთ ვირუსი, გაავრცელეთ სიყვარული“- წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.
Antibody levels in people fully vaccinated with the Sinovac vaccine decline by half every 40 days, according to findings from a joint study between Thammasat University’s faculty of medicine and the National Centre for Genetic Engineering and Biotechnology (Biotec).
Mr Anan said the vaccine potency within 60 days of the second shot is between 60%-70% against the original strain. The potency against the original strain declines to about 50% in those receiving the second shot for over 60 days. However, no data is available about the potency of two doses of Sinovac against variants, especially the highly contagious Alpha and Delta strains. The overall level of immunisation is likely to drop in older people, he said, adding those aged over 40 showed lower antibody levels than those younger.
https://www.bangkokpost.com/…/sinovac-produced…
https://www.bbc.com/news/world-asia-57845644
https://www.wsj.com/…/first-dose-of-chinese-covid-19…



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil.




„ახალი ინფორმაცია… ნორვეგიის მთავრობამ, ასევე ევროკავშირმა…“-გიორგი ფხაკაძე

11/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა:

„ახალი ინფორმაცია:

– ნორვეგიის მთავრობამ გადაწყვიტა, შეაჩეროს „ასტრაზენეკას“ და „ჯონსონ@ჯონსონის“ გამოყენება საკუთარ ვაქცინაციის პროგრამაში. ამასთან დაკავშირებით ჩემს ფეისბუქგვერდზე დავდე პოსტი ძალიან ბევრ რეფერენსთან ერთად. ეს ინფორმაცია დილიდან გავრცელდა. ველოდი, რომ საქართველოში ხალხს ამაზე ინფორმაციას მიაწვდიდნენ, მაგრამ არა! ასევე ევროკავშირმა შეწყვიტა „ასტრაზენეკასთან“ კონტრაქტი, ის ამ ვაქცინას აღარ შეისყიდის.

ჩემო მეგობრებო, მე ვცდილობ, მოგაწოდოთ ის ინფორმაცია, რაც ვიცი და ამით თქვენ იყოთ შეიარაღებულები; მიმიხვდით, ხომ?!

ახლა იმათ მოგმართავთ, ვისაც გაქვთ შესაბამისი განათლება და სტატუსი, ხომ ვიცი, – მისმენთ, ხომ ვიცი, – თქვენთვის გასაგებია, რასაც ვამბობ, ხოდა მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება;

მე ვარ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, წლებია, ამაზე ვმუშაობ, ჩვენს რეგიონში ჩემზე უკეთესად ვაქცინაციის თემა არ იციან, ბოდიში, ჩემი ბრალია?! ვიცი, რასაც ვამბობ. ვცდილობ, რამენაირად დაგეხმაროთ, მოგაწოდოთ ინფორმაცია.


ნორვეგიამ (Norway ) გადაწყვიტა, თავისი ვაქცინაციის პროგრამიდან „ასტრაზენეკას“ და „ჯონსონის“ ვაქცინები ამოიღეს.
მართლა სამწუხაროა. ეს ნიშნავს, რომ უფრო და უფრო ნაკლები “შეიარაღება” გვაქვს ხელმისაწვდომი.
ევროკავშირმა საერთოდ შეწყვიტა „ასტრაზენეკასთან“ კონტრაქტი.
შეერთებულ შტატებში „ასტრაზენეკა“ არასდროს არ იყო დაშვებული/რეგისტრირებული.
გაზაფხულზე ხომ გადამიარეთ ყველამ, ეჰ.. ვიღაცეებმა ანტივაქცერობაც მაკადრეს…
მომისმინეთ ხოლმე, სიმართლე მწარეა, მაგრამ ძლიერი იარაღია!

ეს ვირუსი არის შესაჩერებელი….

რა გვიცავს…. ?

სამედიცინო პირბადე, 2-მეტრიანი დისტანცია, ხელების დაბანა, ხალხმრავალი ადგილებისათვის თავის არიდება და, რა თქმა უნდა, უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა (ფაიზერისნაირი)….

ჯანმრთელობას გისურვებთ …

Norway should exclude the COVID-19 vaccines made by AstraZeneca and Johnson & Johnson from its immunization program, due to a small risk of rare but serious side effects, a panel of health experts commissioned by the government said on Monday, MarketWatch’s Lina Saigol reported. However, the panel said those shots should be available for people on a voluntary basis. The government said it will use the recommendations, alongside advice from Norway’s Institute of Public Health, which has also called for both shots to be dropped from the program, as a basis for its final decision on whether to use the vaccines.

https://www.marketwatch.com/…/norway-may-drop…
https://www.politico.eu/…/norway-advised-to-drop-both…/
https://www.forbes.com/…/expert-panel-calls-on-norway…/
https://www.reuters.com/…/norway-should-exclude-jj…/
https://www.livemint.com/…/norways-committee-recommends…
https://www.aljazeera.com/…/norway-should-exclude-jj…
https://www.bbc.com/news/world-europe-56744474


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights