4 May 2021
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Source: Kanal8 Baku https://fb.watch/ixgdGvhngH/
4 May 2021
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Source: Kanal8 Baku https://fb.watch/ixgdGvhngH/
15/04/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი

პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე ინფორმაციას ავრცელებს:
„ქუთაისში, ჩემს ქალაქში – მე არ მახსოვს, ოდესმე ამდენი ხალხი გამოსულიყოს. ეს ძალიან დასაფიქრებელია. როცა საზოგადოება რამეს ითხოვს, უნდა მოუსმინონ… ვინც საზოგადოებას არ უსმენს, ყოველთვის აგებს. დიალოგიც, მოლაპარაკებაც და დათმობაც უნდა იყოს. საბოლოო ჯამში, მოსახლეობასთან ხისტი ურთიერთობა ყველას აზარალებს.
მე ძირძველი ქუთაისელი ვარ, გეუბნებით, როგორც წესი, ქუთაისელები მიტინგზე არ დადიან. ასეთ ქალაქში ამდენი ხალხი რომ გამოვიდა, ეს ნიშნავს, რომ საქმე არ არის მარტივად. ის, რაც ქუთაისში ხდება, დასასრულის დასაწყისია.
სანამ დროა, მოუსმინეთ ხალხს
თქვენ თუ გგონიათ, კაბინეტებში რაიმეს მოაგვარებთ, ძალიან ცდებით, თქვენ აცდენილი ხართ რეალობას. ქვეყანა დუღს, ჭკვიანი ხელისუფალი უნდა გრძნობდეს, რა ტკივა მოსახლეობას, უნდა მოუსმინოს ხალხს, უნდა გააკეთო არა ის, რაშიც ფულს მოტეხავ, არამედ ის, რაც ხალხს სჭირდება….იმიტომ, რომ ბოლოს მაინც არ შეგრჩება;
ქუთაისელის მიტინგზე გამოყვანა, – ეს არის „განგაშის ზარი“. მე ხელისუფლების ადგილზე ახლა ყველას დავუძახებდი კონსულტაციებისთვის, ეშმაკსაც კი დავუძახებდი რჩევისთვის, ოღონდ გამოსავალი მეპოვა.
არავითარი ძალის გამოყენება! ძალას მოჰყვება უფრო ძლიერი ძალა, ჩვენ ეს არ გვინდა, ჩვენ გვინდა სიმშვიდე და ქვეყნის აშენება.“
როგორც გიორგი ფხაკაძემ აღნიშნა, ამ თემასთან დაკავშირებით ვერანაირ პოლიტიკურ განცხადებას ვერ გააკეთებ, მისი სფერო ჯანდაცვაა, მაგრამ ქართველია და საქართველო ტკივა, ამიტომაც მოვლენებისადმი მის დამოკიდებულებას გამოხატავს.
„ამ თემასთან დაკავშირებით მე ვერანაირ პოლიტიკურ განცხადებას ვერ გავაკეთებ, ჩემი სფერო ჯანდაცვაა, მაგრამ ქართველი ვარ და საქართველო მტკივა, ამიტომაც მოვლენებისადმი ჩემს დამოკიდებულებას გამოვხატავ. დეტალებში არ ჩავალ, მე პოლიტიკა არ მაინტერესებს, მაგრამ არაპროფესიონალიზმი და კორუფცია რომ არის ყველგან, ამის შედეგია ის, რაც დღეს ხდება. ასეა არა მარტო ჯანდაცვაში, არამედ ყველა სფეროში.
პოლიტიკოსებო, ერთმანეთში ურთიერთობების გარკვევას რომ გადაყევით, ეკთილი ინებეთ, ახლა ყველაფერი გვერდზე გადადეთ, დასხედით ერთ ოთახში და მიიღეთ გონიერი გადაწყვეტილება. ქვეყანას არეულობა არ სჭირდება, ჩვენ გვჭირდება ქვეყნის აშენება. ქვეყანაა მისახედი, დასხედით და მოაგვარეთ მოსაგვარებელი! იფიქრეთ, მოილაპარაკეთ, გამოდით და გამოაცხადეთ, – რასაც გააკეთებთ. არ უნდა ამას 20 და 30 რაუნდი, – იმოქმედეთ! ქვეყანას სჭირდება ერთობა. ყველა ვინც არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი, ასე უნდა მოიქცეს.
ჩვენ გვყავს ორი მტერი – რუსეთი და კორონავირუსი! სხვა მტერი საქართველოში არ არის და მტრის ხატებს ხელოვნურად ნუ ქმნით!
ხალხი თუ გამოვიდა, უნდა მოუსმინოთ! ამას ქვია ანგარიშვალდებულება!
ქვეყანა გვაქვს ერთი, ქვეყანა ინგრევა, უნდა მივხედოთ. გეყოთ ფულის ჭამა და კინკლაობა! – გვესაუბრა პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
18/08/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი

„ჟანგბადი! რამდენჯერ უნდა დავუშვათ ერთი და იგივე შეცდომა! მოვემზადოთ!
წითლად მონიშნულია ქვეყნები, სადაც ჟანგბადის მიწოდების პრობლემებია… საქართველო წითელია“ – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.


MD, MPH, PhD
22 September, 2021

Georgian Public Health Expert and Healthcare Advisor to the UN Secretary-General, DR Giorgi Pkhakadze, said that a new China’s coronavirus vaccine would soon enter the market.
”Another Chinese vaccine will soon enter the market. This is truly good news! Want to know why?! The more producers, the better quality and the lower price. Let us wait for the WHO’s verdict. Before new drugs and vaccines are developed, let us use what we already have! Get the Pfizer vaccine before it is available! Also, wear medical face masks!” Dr Pkhakadze said in his social media post.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე
Source: https://report.ge/en/society/georgian-public-health-expert-spreads-good-news/
22 ოქტომბერი, 2021
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, პროფესორ, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელს, გიორგი ფხაკაძეს თბილისში, სახლში ესტუმრა.
ეკატერინე ტიკარაძის სტუმრობის ამსახველ ვიდეოს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ეკატერინე ტიკარაძესა და გიორგი ფხაკაძეს დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებთ.
„ჩემთან მოვიდა როგორც მეგობარი, დიდი ხნის ნაცნობიბა გვაკავშირებს…“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.
იხილეთ ვიდეო:
https://www.facebook.com/pkhakadze/videos/591659452155435
—
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
https://youtube.com/@drpkhakadze
—
ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil

12/04/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი

„სამწუხაროდ საქართველოში არის კომუნისტური სისტემა. იმის მაგივრად, რომ სამედიცინო კონსილიუმი ჩატარდეს ჯანდაცვის ექსპერტების, დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ რომ იყოს განხილული ეს პროცესი, ჩარეული არის პროკურატურა. ჩვენ კი არ ვაგვარებთ პრობლემას, ჩვენ ვცდილობთ ვიღაცა დავიჭიროთ და ჩავსვათ ციხეში…
პრობლემას კი არ ვაგვარებთ, ვცდილობთ ვიღაც დავიჭიროთ და ჩავსვათ ციხეში!
გავუშვით ეს მინისტრი, ხვალ მოვა მეორე მინისტრი, ამით რამე შეიცვლება? თუ სისტემა არ შეიცვლება ქვეყანაში?
ვაქცინაციის გეგმა არის უფრო სადღეგრძელოების გეგმა…“ – აცხადებს პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
23 თებერვალი, 2022
#drpkhakadze Giorgi Pkhakadze Accréditation Sans Frontières
-„საქართველოს სჭირდება რადიკალური რეფორმა ჯანდაცვის სფეროში;
10- პუნქტიანი მოკლევადიანი (1-2 წელიწადში გასაკეთებელი):
5. სამედიცინოხარისხი “გადაეცეს” დამოუკიდებელი აკრედიტაციის არასამთავრობო ორგანიზაციას (ჯერ უცხოურს და შემდგომში ჩამოყალიბდეს ქართული) “აკრედიტაციასაზღვრებისგარეშე” ქართული მოდელი იდეალურად გამოდგება.
სახელმწიფო დაფინანსება მხოლოდ აკრედიტებულ დაწესებულებებს უნდა ჰქონდეს.
ხარისხიანი ჯანდაცვა – ეს არ არის ფუფუნება, ეს არის უფლება!“ – ამბობს „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.
https://www.facebook.com/529920578/posts/10160817852325579/?d=n
—
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
https://youtube.com/@drpkhakadze
—
ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil

30 მარტი, 2022
„სამწუხაროდ, იოლად გადატანილიკოვიდიცკი ზრდის გულთანდაკავშირებულპრობლემებს.
გაუფრთხილდით საკუთარ გულს
აიცერით ფაიზერის ან მოდერნას ვაქცინით პროტოკოლის მიხედვით. ამერიკაში და ევროპულ ბევრ ქვეყანაში ვაქცინის მე-4 დოზა უკვე დაშვებულია. საქართველოში ჯერ არ არის დაშვებული (ფიქრობენ).
გამოიყენეთ სამედიცინო პირბადეები.
დაიცავით დისტანცია
გაანიავეთ შენობები
შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა
ჯანმრთელობას გისურვებთ
ჩემი ვიდეოები შეგიძლიათ, ნახოთ ჩემს ოფიციალურ YouTube-ზე, გამოიწერეთღილაკისდაჭერით « subscribe » ან “Подписаться”: https://youtube.com/c/GiorgiPkhakadze – წერს აკრედიტაციასაზღვრებისგარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორიგიორგიფხაკაძესოციალურქსელში.
გიორგი ფხაკაძის ინფორმაციით, ამერიკის წამლის სააგენტომ დაამტკიცა ბუსტერის მე-4 დოზა.
“ამერიკისწამლისსააგენტომდაამტკიცაბუსტერისმე-4 დოზა (ფხაკაძერას ამბობდა?! იმავეს, ოღონდ დიდი ხნით ადრე, ხომ?!)
„ფაიზერის” ან “მოდერნას” ვაქცინისმე-4 დოზა.
საქართველოს პირობებში რომ გადმოვიტანით, თუ რა არის გასაკეთებელი:
1-ლი დოზა – 0 დღე
მე-2 დოზა – 21-28 დღე (პირველიდოზიდან)
მე-3 დოზა – 3 თვე (მე-2 დოზიდან)
მე-4 დოზა – 4 თვე (მე-3 დოზიდან)
ვაქცინაარის მხოლოდ “ფაიზერი” და “მოდერნა”. ჩინური “ვაქცინები” არაეფექტურისამედიცინოსაშუალებებიადა, სამწუხაროდ, არ განიხილება, როგორცვაქცინაამერიკაშიდა საღად მოაზროვნეადამიანებში. საქართველოშირას არ ასაღებენდღეს, აგერ რემდესივირსისევ იყენებენ.
ჯანმრთელობასგისურვებთ!”, – წერს გიორგი ფხაკაძე.
—
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
https://youtube.com/@drpkhakadze
—
ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil

24/08/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი

პროფესორ, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელთან, გიორგი ფხაკაძესთან ინტერვიუდან ამონარიდი, რომელიც გაზეთ “ვერსიაში” გამოქვეყნდა:
-ბატონო გიორგი, საზოგადოება ელოდება წამალს COVID-19-ის წინააღმდეგ. რა ინფორმაცია გაქვთ, ჩანს რაიმე იმედი ამ კუთხით?
– მსოფლიოში 300-ზე მეტი კანდიდატი ვაქცინა და 200-ზე მეტი კანდიდატი წამალი არსებობს. ძალიან დიდი პროგრესია, ასეთ მოკლე პერიოდში, მედიცინაში ამხელა პროგრესი არასდროს ყოფილა. იმდენი ფული და რესურსი ჩაიდო, რომ ვაქცინა და წამლები გვქონოდა, ამის შედეგს დავინახავთ რამდენიმე წელიწადში და ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი არის აივ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი და წინგადადგმული ნაბიჯია. რაც შეეხება კოვიდის საწინააღმდეგო მედიკამენტს, ახლაც არის 6 წამალი, რომელიც ევროკავშირმა გადაუდებელი მოხმარებისთვის დაამტკიცა. წლის ბოლომდე გვექნება კარგი კოლექცია, 10-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის წამალი გამოჩნდება. მეტიც, წლის ბოლომდე, შეიძლება, ახალი ვაქცინებიც გამოჩნდეს. მოდით, ასე ვთქვათ – დღეს უკვე ვიცით, როგორ ვმართოთ პანდემია. წამალიც გვაქვს, ჩვენთან უკვე არის ყველაზე ეფექტური ვაქცინა მსოფლიოში და კითხვა მაქვს – რატომ უნდა დალიო წამალი ავად გახდომის შემდეგ, როცა შეგიძლია, გაიკეთო ვაქცინა, რომელიც დაგიცავს ავად გახდომისგან? წარმოიდგინეთ ჩვენი საზოგადოების აბსურდულობა, როცა ამბობს, არ მინდა ვაქცინის გაკეთება და ველოდები წამალსო. ლოგიკას ვერ ვხედავ, რადგან წამალი უკვე გვაქვს, ვაქცინის სახე ექნება თუ აბის, რა მნიშვნელობა აქვს? – ესაა სამედიცინო საშუალება, რომელიც მუშაობს და რადგან ექიმი გეუბნება, უნდა მიიღო. ისე, დღეს ყველა ექიმი და პროფესორი გახდა.
http://versia.ge/index.php/wprld/34-2020-09-20-04-56-48/1565-2021-08-24-07-26-28
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
11/05/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი

„დღეს ბრიტანეთში ამ ვერაგი ვირუსისგან არავინ გარდაცვლილა!
დღეს საქართველოში 31 ოჯახში კოვიდმა დიდი უბედურება შემოიტანა!
ყველა ვაქცინა ერთნაირი არ არის… მაგრამ ყველა ვაქცინა ამცირებს სიკვდილიანობას…
გაუფრთხილდი სიცოცხლეს !
ეს ვირუსი შესაჩერებელია….
რა გვიცავს…. ?
სამედიცინო პირბადე, 2-მეტრიანი დისტანცია, ხელების დაბანა, ხალხმრავალი ადგილებისათვის თავის არიდება და, რა თქმა უნდა, უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა (ფაიზერისნაირი)….
ჯანმრთელობას გისურვებთ … – წერს პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze