ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026

„უსაფრთხო, ეფექტური, ხარისხიანი და, რა თქმა უნდა , არის ვადიანი – უვადო ვაქცინის გამოყენებას…

27 სექტემბერი, 2021

#drpkhakadze

„ფაიზერის” კოვიდვაქცინის შენახვის ვადა დღესდღეობით არის 10 თვე

საქართველოში შემოტანილი “ფაიზერის” ვაქცინა არის:
უსაფრთხო,
ეფექტური,
ხარისხიანი და, რა თქმა უნდა ,
არის ვადიანი
უვადო ვაქცინის გამოყენებას კრძალავს თვით მწარმოებელი
ფაიზერის ვაქცინის შენახვას ულტრა ცივ პირობებში აკონტროლებს თვით მწარმოებელი

Pfizer – ფაიზერის ვაქცინის ულტრა დაბალ ტემპერატურაზე (-90 გრადუსიდან -60 გრადუსამდე) შენახვის ვადა არის 6 თვე. ეს არის მწარმოებლის ოფიციალური ინსტრუქცია. ამერიკის წამლის სააგენტომ 2021 წლის 22 აგვისტოდან დაადგინა, რომ ფაიზერის ვაქცინის ვარგისიანობის ვადა გაზრდილია 6 თვიდან 9 თვემდე.
პრაქტიკულად, ფაიზერის ყველა ვაქცინის ვარგისიანობა ითვლება შემდეგნაირად: წარმოების თარიღი + 9 თვეშენახვის პირობები (-90 გრადუსიდან -60 გრადუსამდე)
ასევე, ულტრა დაბალი ტემპერატურიდან ნორმალურ, დაბალ ტეპერატურაზე (2°C-დან 8°C-მდე) ვაქცინა შესაძლოა, შენახულ იქნას 31 დღე.
დასკვნა: ფაიზერის ვაქცინა წარმოებიდან მოხმარებამდე/გამოყენებამდე შეიძლება, შენახულ იქნას 10 თვე“ – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.
https://www.who.int/…/pfizer-specific-training_full…
https://www.pfizer.com/…/covid_19_vaccine_u_s…
https://www.fda.gov/…/fda-brief-fda-authorizes-longer…
https://www.fda.gov/media/144413/download
https://www.cdc.gov/…/pfizer/downloads/storage-summary.pdf
https://www.beckershospitalreview.com/…/fda-extends…
https://www.fda.gov/…/coronavirus-covid-19-update…
https://www.fda.gov/…/expiration-dating-extension…



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil.




„დარვინის თეორიით, გადარჩება და გამრავლდება ის, ვინც არის პროგრესული – ნუ აიცრებით!“-გიორგი ფხაკაძე

16/08/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„არ გინდათ აცრა? ნუ აიცრებით! დარვინის თეორიით, გადარჩება და გამრავლდება ის, ვინც არის პროგრესული!“, – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.

დარვინიზმი — ორგანული სამყაროს ევოლუციის (ისტორიული განვითარების) მატერიალისტური თეორია, რომელიც დაფუძნებულია ჩარლზ დარვინის მოძღვრებაზე. შეისწავლის ორგანული სამყაროს ევოლუციის მოვლენებს, მიზეზებს, გზებს, კანონზომიერებებს და მართვის ხერხებს. საკუთარი დაკვირვებების, თავისი დროის მეცნიერული ცოდნისა და სელექციის მიღწევათა განზოგადების საფუძველზე ჩარლ დარვინმა 1837-1858 წლებში ჩამოაყალიბა მოძღვრება ნუნებრივი გადარჩევის გზით მცენარეთა და ცხოველთა ახალი ფორმების წარმოშობის შესახებ. დარვინის თეორია გადმოცემულია მის უმთავრეს თხზულებაში „სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი გადარჩევის გზით, ანუ უკეთ შეგუებული ჯიშების გადარჩენა სიცოცხლისათვის ბრძოლაში“. თავისი შეხედულებები დარვინმა სხვა თხზულებებშიც განავითარა. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, დარვინიზმი საკმაოდ სწრაფად დამკვიდრდა მეცნიერებაში და საფუძვლად დაედო თანამედროვე ბიოლოგიას.


დარვინმა ევოლუცია განსაზღვრა, როგორც „მოდიფიკაციით ჩამომავლობა“ (ინგლ. descent with modification) — იდეა იმისა, რომ სახეობები იცვლებიან დროთა განმავლობაში, წარმოქმნიან ახალ სახეობებს და ჰყავთ საერთო წინაპარი.

მექანიზმი, რომელიც დარვინმა შემოგვთავაზა ევოლუციისთვის, არის ბუნებრივი გადარჩევა. ვინაიდან რესურსები ბუნებაში შეზღუდული რაოდენობითაა, ორგანიზმები იმ მემკვიდრული ნიშან-თვისებებით, რომლებიც ხელს უწყობს გადარჩენასა და გამრავლებას, დატოვებენ უფრო მეტ შთამომავლობას, ვიდრე სხვები. შედეგად, გაიზრდება ამ ნიშან-თვისებების სიხშირე თაობათა განმავლობაში.

ბუნებრივი გადარჩევა დროთა განმავლობაში უბიძგებს პოპულაციებს, ადაპტირდნენ ან უფრო და უფრო უკეთ შეეგუონ საცხოვრებელ გარემოს. ბუნებრივი გადარჩევა დამოკიდებულია გარემოზე და მოითხოვს მემკვიდრული ვარიაციების არსებობას ჯგუფში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

Георгий Пхакадзе: Запоздалое, но верное решение

12 Августа, 2021



Эксперт по вопросам общественного здравоохранения Георгий Пхакадзе откликнулся в социальной сети на введенные сегодня в Грузии ограничения.

Профессор положительно оценивает ограничения, принятые Координационным советом.

«Победил здравый смысл!

Запоздалое, но верное решение.

Медицинские маски везде и для всех!

Соблюдение дистанции везде!

Всеобщая вакцинация (начнем вакцинацию препаратом Pfizer с 12 лет).

Защитим жизнь!», – написал Георгий Пхакадзе.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

Source: https://report.ge/ru/society/georgiy-phakadze-zapozdaloe-no-vernoe-reshenie/

Георгий Пхакадзе предупреждает женщин старше 35 и мужчин старше 40 лет

11 Декабря, 202

Эксперт по вопросам общественного здравоохранения, профессор Георгий Пхакадзе призывает женщин старше 35 и мужчин старше 40 лет проходить ежегодный медицинский осмотр.

«Женщины старше 35 лет и мужчины старше 40 лет должны проходить ежегодный т.н чек-ап. Вам необходимо выяснить, что происходит в вашем организме.

Я советую вам, при достижении этого возраста, чтобы вы ежегодно проходили медицинский осмотр», – заявил Пхакадзе в своем в Facebook-live.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

Source: https://report.ge/ru/society/georgiy-phakadze-preduprezh/

“Let’s get ready, we cannot avoid an epidemiological explosion in Georgia in June-July” Dr Pkhakadze

18/4/2022



Dr Giorgi Pkhakadze, a public health expert, says that another epidemiological explosion should be expected in June-July.

According to him, the rapid spread of coronavirus in Asian countries has already begun.
“Covid has exploded in Asia. There was a covid explosion in Hong Kong and South Korea. What is happening in China, I wrote earlier, millions are in quarantine.
“Let’s get ready, we can’t avoid an epidemiological explosion in Georgia in June-July,” Dr Pkhakadze said.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Source: https://pia.ge/en/news/covid-19/lets-get-ready-we-cannot-avoid-an-epidemiological-explosion-in-georgia-in-june-july-giorgi-pkhakadze

„2020 წლის 14 დეკემბერი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი თარიღი. ამ დღეს მე მივმართე საქართველოს…“

09/08/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„2020 წლის 14 დეკემბერი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი თარიღი. ამ დღეს მე მივმართე საქართველოს საზოგადოებას და ავტეხე განგაშის ზარი, რათა ხარისხიანი სამედიცინო პირბადე ყოფილიყო ხელმისაწვდომი საქართველოში. მარტო 660,000 მეტმა ადამიანმა ნახა და 1,200,000 ინერნეტ (impressions) გამოხმაურება ჰქონდა ამ კონკრეტულ ვიდეო მიმართვას.

მაშინ, 2020 წლის 14 დეკემბერს, საქართველოში იყიდებოდა უხარისხო პირბადეები და საშუალო ფასი იყო 1.2 ლარი.

დღეს, 2021 წლის 5 აგვისტოს, საქართველოში ხელმისაწვდომია ხარისხიანი სამედიცინო პირბადე 0.12 ლარად

დღეს, ისევე, როგორც შარშან, საქართველოს სჭირდება ერთიანობა! გავერთიანდეთ და “გამოვიყენოთ სამედიცინო პირბადეები ყველგან და ყოველთვის”

გადავარჩინოთ ჩვენი თავი, ჩვენი ოჯახი, ჩვენი უბანი, ჩვენი ქალაქი, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი დედამიწა“ – აცხადებს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.


ნახეთ ვიდეო

https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=10159756068795579




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„არ ვიცი, ეს ყველაფერი რითი დამთავრდება! აგიზგიზებულ ცეცხლში ყველა შეშას“-გიორგი ფხაკაძე

09/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა:
„რამდენიმე საკითხზე მინდა ვისაუბრო.

პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მისმენს, განსაკუთრებით ჟურნალისტებს, რომლებიც ჩემს ლაივებს, როგორც პლატფორმას, იყენებენ და საზოგადოებამდე მიაქვთ ინფორმაცია მაღალპროფესიულ დონეზე, ეს ძალზე მნიშვნელოვანია.

დღეს 9 აპრილია, განსაკუთრებით მძიმე და რთული დღეა ჩვენი სამშობლოსთვის, მაგრამ ამავე დროს, ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქის გაერთიანების დღე, ვინც არ უნდა ვიყოთ და სადაც არ უნდა ვიყოთ. ჩვენ 9 აპრილის იდეამ უნდა გაგვაერთიანოს. 9 აპრილი არის ჩვენი სიძლიერის, სიმამაცისა და სამშობლოს სიყვარულის სიმბოლო.
შენს საქმეს კარგად თუ აკეთებ, ეს არის სამშობლოს სიყვარული, ეს არ უნდა ავურიოთ სხვა რაღაცაში. აი, იმაში, რაც დღეს ხდება. ამაზე მე კომენტარს არ გავაკეთებ, აპოლიტიკური ვარ, მაგრამ ბევრი რამეს, რაც ხდება დღეს საქართველოს პოლიტიკაში, მე, როგორც ადამიანი, ფიზიკურად ვერ ვგებულობ.


მეორე საკითხი: „საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა“ – 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, ახალ ვებგვერდს ვაკეთებთ, ერთი ქართული კომპანია გვეხმარება. თანმშრომლობის სურვილი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოთქვა, სხვადასხვა მიმართულებით: შშმ პირთა და პაციენტთა უფლებების დაცვა, თამბაქოს კონტროლი, უწყვეტი სამედიცინო განათლება და ა.შ. შემოგვიერთდნენ ექსპერტებიც;

10 დღეში 21 ორგანიზაციამ გამოთქვა აკრედიტაციის გავლის სურვილი, მათგან ხუთ ორგანიზაციასთან კონტრაქტი უკვე გაფორმდა;


მესამე საკითხი – ე.წ. ჭიები პირბადეებში.
ათასობით ადამიანი მეკითხება. გპასუხობთ,-არანაირი ჭიები პირბადეებში არ არსებობს, ამაზე სერიოზულად საუბარი სირცხვილია.

ერთხელ გაეროში ერთ-ერთ შეხვედრაზე რუსებს პირში ვუთხარი, – თქვენ ხართ ოკუპანტები და ფაშისტები! 9 აპრილიც რუსული ფაშიზმის გაგრძელებაა. ამ ვიდეობის გავრცელების უკანაც რუსეთი დგას. გეტყვით, რატომაც.
ეშმაკი დეტალებშია, – ინფორმაციები, თითქოს პირბადეებში ჭიებია, რუსული ვაქცინა „სპუტნიკი“ კარგია და ა.შ. – ეს რუსული ფაშისტური პროპაგანდაა საქართველოს წინააღმდეგ.
საქართველოში დღეს არის ორი მტერი – რუსეთი და კოვიდი, საქართველოში თანამოქალაქეები ნუ ვებრძვით ერთმანეთს; ჩვენი ურთიერთდაპირისპირება აწყობს რუსეთს! დიახ, რუსეთს აწყობს, – ვიყოთ ურთიერთკინკლაობაში, საქართველოში არ იყოს გამართული ჯანდაცვის სისტემა, განათლება, გავრცელდეს უაზრო ვიდეოები, თითქოს პირბადეებში ჭიებია და დავრჩეთ თავდაცვის საშაულების გარეშე;
მე ამ ვიდეოების გავრცელების უკან ვხედავ რუსულ სტრატეგიულ გეგმას. ეს არის რუსეთის პოლიტიკა საქართველოში, რათა შიგნიდან გაანადგურონ ქვეყანა;
ჩვენი ქვეყნის პატრიოტები თუ ვართ, თუ გვახსოვს 9 აპრილი, მაშინ მიტინგი – ეს არ არის გამოსავალი. მუშაობა, აი, ეს არის გამოსავალი! ყველამ აკეთოს თავისი საქმე, – ეს არის გამოსავალი!
ჩვენ თუ გვინდა, პატივი მივაგოთ 9 აპრილის გმირების ხსოვნას, ხელებდაკაპიწებულებმა უნდა ვიმუშაოთ, მთელ მსოფლიოს და ჩვენივე საკუთარ თავს უნდა ვაჩვენოთ, რომ ვართ ძლიერები და შეგვიძლია, ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო!
ძლიერი სახელმწიფო ნიშნავს ძლიერ განათლებას, ძლიერ ჯანდაცვას! ამისკენ უნდა წავიდეთ!
როცა იქნება ხარისხიანი ჯანდაცვა, ხარისხიანი განათლება, ხარისხიანი საკვები, ეს იქნება შემდგარი სახელმწიფო!
არც ერთი უცხოელი, არც ერთი დონორი და არც ერთი ინვესტორი ჩვენს ქვეყანას არ ააშენებს. ჩვენი ქვეყანა ჩვენი ასაშენებელია!

მე, გიორგი ფხაკაძე, არ ვეთანხმები იმ სიტუაციას, რაც ხდება ქვეყანაში. მე არ ვარ პოლიტიკოსი, არ მაინტერესებს პოლიტიკა , მე ვარ საქართველოს ერთი მოქალაქე, მიყვარს ჩემი ქვეყანა! მე ჩემი სამსობლოსთვის ვაკეთებ იმას, რაც ვიცი, რაც შემიძლია გავაკეთო! ვხედავ, საქართველოს ჯანდაცვის სისტემას სჭირდება გამართვა, ხარისხის გაუმჯობესება, დავაფასოთ ჩვენი პროფესიონალი ექიმების, ექთმების, სანიტრების კოლოსალური შრომა და თავდადება. მე მთელ ენერგიას, მთელ ჩემს გულს ვდებ ამ საქმეში! ამას ვაკეთებ თქვენთან ერთად!
მე ასე მესმის სამშობლოს სიყვარული! ყველამ ვაკეთოთ ის, რაც ვიცით, რაც შეგვიძლია, რაც გამოგვდის და ამით გვიყვარდეს საქართველო! საქმით გვიყვარდეს საქართველო!

9 აპრილი 9 აპრილს არ დამთავრებულა, ის დღემდე გრძელდება. დღესაც 9 აპრილია, ხვალაც 9 აპრილი იქნება, ჩვენთან 9 აპრილი არის ყოველი დღე, რადგან ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის ეს არ არის ერთდღიანი ბრძოლა, ეს არის პროცესი, ჩვენ ჩვენი შრომით და ბრძოლით დამოუკიდებლობა ყოველდღე უნდა მოვიპოვოთ!
როცა მიდიხართ სამსახურში და თქვენს საქმეს ძალიან მაღალ დონეზე ასრულებთ, თქვენ ქვეყნის თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის იბრძვით! როცა თქვენს საქმეს აკეთებთ სიყვარულით და პროფესიონალურად, ამით სახელმწიფოს აშენებთ და აძლიერებთ! აი, ამ დროს ვერ მოგვერევა მტერი! ნებისმიერი სამუშაო, ნებისმიერი საქმე, რომელსაც კარგად შეასრულებთ, ეს არის პატრიოტიზმი, ეს არის ქვეყნის სიყვარული!
ეს სხვისი ბრალი არ არის, ჩვენი ბრალია, რომ ვართ იქ, სადაც ვართ, გამოსავალი ჩვენს ხელშია! უნდა ვიმუშაოთ და გამოვასწოროთ, სხვა გზა არ არსებობს!

კორონავირუსის მესამე ტალღა დაიწყო. ყველა ბერკეტი, რითაც შეიძლებოდა შეკავება, გაწყდა! დღეს ბოლო თოკი გაწყდა იმ თავყრილობით, რასაც ყველანი ვუყურებდით!
ჩემო კოლეგეო, ექიმებო, ექთნებო, სანიტრებო, საავადმყოფოს ტექნიკურო პერსონალო, მოემზადეთ!- მომავალი ორი კვირა ძალიან მძიმე იქნება, მოვამზადოთ ჟანგბადები, პერსონალური თავდაცვის საშაულებებეი, პირბადეები.
გაუფრთხილდით თავს, თქვენ ფრონტის წინა ხაზზე ხართ! თქვენ თუ გახდებით ავად, მოსახლეობა ჯანდაცვის სისტემის გარეშე დარჩება. თქვენ ხართ ახლა მთავარი! ნურავის უსმენთ. უსმინეთ თქვენს გულს და თქვენს პროფესიონალიზმს!
თქვენ თუ გადაიტანეთ კოვიდი, ეს არ ნიშნავს, დაცულები ხართ, არ უნდა იაროთ პირბადის გარეშე.

საქართველოში უკვე არის ბრიტანული შტამი!
ბრიტანული შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება!
მესმის, რომ პოლიტიკური დუღილია, მაგრამ საბოლოო ჯამში რად გინდა ის პოლიტიკა, ხალხი თუ აღარ დაგრჩა?!

სამწუხაროდ, მე ვერავისგან ვხედავ ვერც პოლიტიკურ და ვერც ზნეობრივ გადაწყვეტილებას. არავინ ამობს, – კოვიდი რახან მძვინვარებს, დროებით გადავავადოთ ყველა აქტივობა, დაველოდოთ ვირუსის შემცირებას და შემდეგ გავაგრძელოთ პოლიტიკური პროცესები. აგიზგიზებულ ცეცხლში ყველა შეშას უკეთებს, მე არ ვიცი, ყველაფერი ეს რითი დამთავრდება!
მივმართავ მოსახლეობას:

გამოიყენეთ სამედიცინო პირბადეები, დაიცავით 2-მეტრიანი დისტანცია, დაიბანეთ ხელები, ნუ მიხვალთ ხალხმრავალ ადგილებში. ეს არის ერთადერთი საშუალება, მესამე ტალღა უფრო იოლად გადავიტანოთ!
იმედია, მოსახლეობა იქნება უფრო მობილიზებული და სიფრთხილეს გამოიჩენს!“


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„განსაკუთრებით მძიმე და რთული დღეა ჩვენი სამშობლოსთვის, მაგრამ ამავე დროს, ეს არის საქართველოს…

09/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა:„რამდენიმე საკითხზე მინდა ვისაუბრო.

პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მისმენს, განსაკუთრებით ჟურნალისტებს, რომლებიც ჩემს ლაივებს, როგორც პლატფორმას, იყენებენ და საზოგადოებამდე მიაქვთ ინფორმაცია მაღალპროფესიულ დონეზე, ეს ძალზე მნიშვნელოვანია.

დღეს 9 აპრილია, განსაკუთრებით მძიმე და რთული დღეა ჩვენი სამშობლოსთვის, მაგრამ ამავე დროს, ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქის გაერთიანების დღე, ვინც არ უნდა ვიყოთ და სადაც არ უნდა ვიყოთ. ჩვენ 9 აპრილის იდეამ უნდა გაგვაერთიანოს. 9 აპრილი არის ჩვენი სიძლიერის, სიმამაცისა და სამშობლოს სიყვარულის სიმბოლო. შენს საქმეს კარგად თუ აკეთებ, ეს არის სამშობლოს სიყვარული, ეს არ უნდა ავურიოთ სხვა რაღაცაში. აი, იმაში, რაც დღეს ხდება. ამაზე მე კომენტარს არ გავაკეთებ, აპოლიტიკური ვარ, მაგრამ ბევრი რამეს, რაც ხდება დღეს საქართველოს პოლიტიკაში, მე, როგორც ადამიანი, ფიზიკურად ვერ ვგებულობ.

მეორე საკითხი: „საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა“ – 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, ახალ ვებგვერდს ვაკეთებთ, ერთი ქართული კომპანია გვეხმარება. თანმშრომლობის სურვილი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოთქვა, სხვადასხვა მიმართულებით: შშმ პირთა და პაციენტთა უფლებების დაცვა, თამბაქოს კონტროლი, უწყვეტი სამედიცინო განათლება და ა.შ. შემოგვიერთდნენ ექსპერტებიც;

10 დღეში 21 ორგანიზაციამ გამოთქვა აკრედიტაციის გავლის სურვილი, მათგან ხუთ ორგანიზაციასთან კონტრაქტი უკვე გაფორმდა;

მესამე საკითხი – ე.წ. ჭიები პირბადეებში. ათასობით ადამიანი მეკითხება. გპასუხობთ,-არანაირი ჭიები პირბადეებში არ არსებობს, ამაზე სერიოზულად საუბარი სირცხვილია.

ერთხელ გაეროში ერთ-ერთ შეხვედრაზე რუსებს პირში ვუთხარი, – თქვენ ხართ ოკუპანტები და ფაშისტები! 9 აპრილიც რუსული ფაშიზმის გაგრძელებაა. ამ ვიდეობის გავრცელების უკანაც რუსეთი დგას. გეტყვით, რატომაც. ეშმაკი დეტალებშია, – ინფორმაციები, თითქოს პირბადეებში ჭიებია, რუსული ვაქცინა „სპუტნიკი“ კარგია და ა.შ. – ეს რუსული ფაშისტური პროპაგანდაა საქართველოს წინააღმდეგ. საქართველოში დღეს არის ორი მტერი – რუსეთი და კოვიდი, საქართველოში თანამოქალაქეები ნუ ვებრძვით ერთმანეთს; ჩვენი ურთიერთდაპირისპირება აწყობს რუსეთს! დიახ, რუსეთს აწყობს, – ვიყოთ ურთიერთკინკლაობაში, საქართველოში არ იყოს გამართული ჯანდაცვის სისტემა, განათლება, გავრცელდეს უაზრო ვიდეოები, თითქოს პირბადეებში ჭიებია და დავრჩეთ თავდაცვის საშაულების გარეშე; მე ამ ვიდეოების გავრცელების უკან ვხედავ რუსულ სტრატეგიულ გეგმას. ეს არის რუსეთის პოლიტიკა საქართველოში, რათა შიგნიდან გაანადგურონ ქვეყანა; ჩვენი ქვეყნის პატრიოტები თუ ვართ, თუ გვახსოვს 9 აპრილი, მაშინ მიტინგი – ეს არ არის გამოსავალი. მუშაობა, აი, ეს არის გამოსავალი! ყველამ აკეთოს თავისი საქმე, – ეს არის გამოსავალი! ჩვენ თუ გვინდა, პატივი მივაგოთ 9 აპრილის გმირების ხსოვნას, ხელებდაკაპიწებულებმა უნდა ვიმუშაოთ, მთელ მსოფლიოს და ჩვენივე საკუთარ თავს უნდა ვაჩვენოთ, რომ ვართ ძლიერები და შეგვიძლია, ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო! ძლიერი სახელმწიფო ნიშნავს ძლიერ განათლებას, ძლიერ ჯანდაცვას! ამისკენ უნდა წავიდეთ! როცა იქნება ხარისხიანი ჯანდაცვა, ხარისხიანი განათლება, ხარისხიანი საკვები, ეს იქნება შემდგარი სახელმწიფო! არც ერთი უცხოელი, არც ერთი დონორი და არც ერთი ინვესტორი ჩვენს ქვეყანას არ ააშენებს. ჩვენი ქვეყანა ჩვენი ასაშენებელია!

მე, გიორგი ფხაკაძე, არ ვეთანხმები იმ სიტუაციას, რაც ხდება ქვეყანაში. მე არ ვარ პოლიტიკოსი, არ მაინტერესებს პოლიტიკა , მე ვარ საქართველოს ერთი მოქალაქე, მიყვარს ჩემი ქვეყანა! მე ჩემი სამსობლოსთვის ვაკეთებ იმას, რაც ვიცი, რაც შემიძლია გავაკეთო! ვხედავ, საქართველოს ჯანდაცვის სისტემას სჭირდება გამართვა, ხარისხის გაუმჯობესება, დავაფასოთ ჩვენი პროფესიონალი ექიმების, ექთმების, სანიტრების კოლოსალური შრომა და თავდადება. მე მთელ ენერგიას, მთელ ჩემს გულს ვდებ ამ საქმეში! ამას ვაკეთებ თქვენთან ერთად! მე ასე მესმის სამშობლოს სიყვარული! ყველამ ვაკეთოთ ის, რაც ვიცით, რაც შეგვიძლია, რაც გამოგვდის და ამით გვიყვარდეს საქართველო! საქმით გვიყვარდეს საქართველო!

9 აპრილი 9 აპრილს არ დამთავრებულა, ის დღემდე გრძელდება. დღესაც 9 აპრილია, ხვალაც 9 აპრილი იქნება, ჩვენთან 9 აპრილი არის ყოველი დღე, რადგან ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის ეს არ არის ერთდღიანი ბრძოლა, ეს არის პროცესი, ჩვენ ჩვენი შრომით და ბრძოლით დამოუკიდებლობა ყოველდღე უნდა მოვიპოვოთ! როცა მიდიხართ სამსახურში და თქვენს საქმეს ძალიან მაღალ დონეზე ასრულებთ, თქვენ ქვეყნის თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის იბრძვით! როცა თქვენს საქმეს აკეთებთ სიყვარულით და პროფესიონალურად, ამით სახელმწიფოს აშენებთ და აძლიერებთ! აი, ამ დროს ვერ მოგვერევა მტერი! ნებისმიერი სამუშაო, ნებისმიერი საქმე, რომელსაც კარგად შეასრულებთ, ეს არის პატრიოტიზმი, ეს არის ქვეყნის სიყვარული! ეს სხვისი ბრალი არ არის, ჩვენი ბრალია, რომ ვართ იქ, სადაც ვართ, გამოსავალი ჩვენს ხელშია! უნდა ვიმუშაოთ და გამოვასწოროთ, სხვა გზა არ არსებობს!

კორონავირუსის მესამე ტალღა დაიწყო. ყველა ბერკეტი, რითაც შეიძლებოდა შეკავება, გაწყდა! დღეს ბოლო თოკი გაწყდა იმ თავყრილობით, რასაც ყველანი ვუყურებდით! ჩემო კოლეგეო, ექიმებო, ექთნებო, სანიტრებო, საავადმყოფოს ტექნიკურო პერსონალო, მოემზადეთ!- მომავალი ორი კვირა ძალიან მძიმე იქნება, მოვამზადოთ ჟანგბადები, პერსონალური თავდაცვის საშაულებებეი, პირბადეები. გაუფრთხილდით თავს, თქვენ ფრონტის წინა ხაზზე ხართ! თქვენ თუ გახდებით ავად, მოსახლეობა ჯანდაცვის სისტემის გარეშე დარჩება. თქვენ ხართ ახლა მთავარი! ნურავის უსმენთ. უსმინეთ თქვენს გულს და თქვენს პროფესიონალიზმს! თქვენ თუ გადაიტანეთ კოვიდი, ეს არ ნიშნავს, დაცულები ხართ, არ უნდა იაროთ პირბადის გარეშე.

საქართველოში უკვე არის ბრიტანული შტამი! ბრიტანული შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება! მესმის, რომ პოლიტიკური დუღილია, მაგრამ საბოლოო ჯამში რად გინდა ის პოლიტიკა, ხალხი თუ აღარ დაგრჩა?!

სამწუხაროდ, მე ვერავისგან ვხედავ ვერც პოლიტიკურ და ვერც ზნეობრივ გადაწყვეტილებას. არავინ ამობს, – კოვიდი რახან მძვინვარებს, დროებით გადავავადოთ ყველა აქტივობა, დაველოდოთ ვირუსის შემცირებას და შემდეგ გავაგრძელოთ პოლიტიკური პროცესები. აგიზგიზებულ ცეცხლში ყველა შეშას უკეთებს, მე არ ვიცი, ყველაფერი ეს რითი დამთავრდება! მივმართავ მოსახლეობას:

გამოიყენეთ სამედიცინო პირბადეები, დაიცავით 2-მეტრიანი დისტანცია, დაიბანეთ ხელები, ნუ მიხვალთ ხალხმრავალ ადგილებში. ეს არის ერთადერთი საშუალება, მესამე ტალღა უფრო იოლად გადავიტანოთ! იმედია, მოსახლეობა იქნება უფრო მობილიზებული და სიფრთხილეს გამოიჩენს!“

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Dr Giorgi Pkhakadze: Truth must be told, the time has come, let’s face it!

26 October, 2021

Dr Giorgi Pkhakadze, a public health expert, writes on his personal page on the social network that, like the number of infected and dead, the post-covid status should be recorded and reflected in the statistics.

“Post-covid should be “registered,” just like Covid infected and dead by the infection!

We have entered the global post-covid era. Truth be told, the time has come to acknowledge that the post-covid situation is the new toughest challenge in the healthcare sector.

Today, the only way to stop the post-covid epidemic is to vaccinate 90% of the population with Pfizer and use masks! There is no other alternative,” Dr Pkhakadze writes and publishes the material of the magazine “Science.”


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Source: https://report.ge/en/society/giorgi-pkhakadze-truth-must-be-told-the-time-has-come-let-s-face-it/

„ეს მართლაც სასწაული ისტორიაა ჩვენ ოჯახზე…“-გიორგი ფხაკაძე

12/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე პრაიმ ტაიმთან“ აცხადებს:

-„საქართველოში, როცა რამეს უანგაროდ აკეთებ, არავის ჯერა და გეტყვით, რატომ! მაგალითად, ბ-ნი ბიძინა ივანიშილი, სწორედ, ასე მოიქცა. თავიდან არიგებდა ფულს და საბოლოო ჯამში, პოლიტიკაში მოვიდა. ბ-ნი ვასაზეც ასევე იქცეოდა, ისიც ბოლოს, პოლიტიკაში ამოყოფს თავს.

ყველა, ვინც რამეს აკეთებდა, პოლიტიკაში მოვიდა! გადახედეთ ჯანდაცვის სფეროს მრჩეველებს, არ მინდა დავასახელო სახელები და გვარები. ეპიდემიის დასაწყისში, ყველა დამოუკიდებელი ექსპერტი იყო და დროთა განმავლობაში, „ლოტოს ბურთებივით“ სხვადასხვა პარტიაში დალაგდა.

ლუსტრაცია მოხდა, ვინ ვის მხარეს არის. ვიმეორებ, არც ერთ პარტიას არ ვუჭერ მხარს! არც ერთის მჯერა, მაგრამ რომ დავინახო, რომელიმე პარტია, კარგ საქმეს აკეთებს, გვერდში დავუდგები. საქრთველოში, თანამდებობა არ მაინტერესებს, მაგრამ, რომ მოვინდომო მექნება. არც პოლიტიკა და არც ბიზნესი, არ მაინტერესებს.

ვარ პროფესორი, ვასწავლი სტუდენტებს, რითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. მე ვარ ქართველი, მიყვარს ჩემი სამშობლო. შენი ქვეყნის სიყვარული, თურმე ცუდი ყოფილა! ბევრმა ადამიანმა გამოიყენა ე.წ. ქვეყნის სიყვარული, პოლიტიკაში მოვიდა და ფულის კეთებაზე გადავიდა. მე ვცხოვრობ საფრანგეთში და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საკუთარი სახლი მაქვს, ბიზნესის კეთება არ მინდა

არ ექსპერტი და ფულს ვშოულობ საზღვარგარეთ და არა საქართველოში. საავადმყოფოების არაერთი ქსელი მეხვეწება, ჩამოდი მიხედეო, მაგრამ არ მაინტერესებს, რადგან არ შემიძლია ტყუილი, კორუფცია, რა ვქნა ასეთი ვარ!

მაგალითად, საქართველოში წამოვიწყე აკრედიტაციის სისტემა, რაც საშინელი „თავის ტკივილია“, მეტი არაფერი, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის. ამაზეც კი გიჟდებიან, აქაც ბიზნესინტერესებია, რადგან ძალიან ბევრია კორუფციული, პოლიტიკურად ანგარიჟებული საავადმყოფოები და არ აწყობთ.

ვიღაცამ რომ თქვას – არასწორად აკეთებსო, მიხვდით რა ხდება? როცა პოლიტიკაში ხარ, უამრავ რამეს მოგიძებნიან, გაგიშანტაჟებენ. მე რა უნდა მომიძებნონ, ვცხოვრობ პარიზში. მაგრამ თუ რამე სიბინძურე იყო შესაძლებელი, ყველაფერი დამაბრალეს.

უამრავი შეკვეთილი სტატიაა ჩემზე დაწერილი. რამდენიმე ჟურნალისტმა ისეთი სისულელე დაწერა ჩემზე და რომ ვუთხარი, აიღეთ მეთქი, ფული გადამიხადეს და ვარ ავიღებო, მიპასუხა. რისთის აკეთებენ ამას, იმიტომ რომ სიმართლეს ვამბობ? „გირჩიდან“ დაწყებული, „მწვანეებით“ დამთავრებული, ყველა ნაცების პარტიაა.

მერე მოდის „ოცნების“ სხვადასხვა „ფერები“ – ჩვენ გვაქვს, „მრავალფეროვანი“ პარლამენტი. საბოლოო ჯამში, ეს ქვეყანა არ დალაგდება, სანამ მიშა იარსებებს. დასკვნა არის, რომ ფხაკაძე, არც „ნაცების“ და არც „ოცნების“ წარმომადგენელია.

ყველაზე სასაცილო ის არის, რომ „Factcheck.ge“ – „ნაცების“ სააგენტოა და „მედიაკრიტიკა“ „ოცნების“ და დასკვნა არის, რომ არც ერთის მხარე არ ვარ. გადარეულები არიან – ვის მხარეს არის ფხაკაძე? – ფხაკაძე, არავისი არ არის! ფხაკაძე დამოუკიდებელი, თავისუფალი ადამიანია. ასე გამზარდეს ჩემმა მშობლებმა. ჩემი დიდი ბაბუიდან მოყოლებული, ჩვენთვის თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ფული.

– რომელ ბაბუაზე საუბრობთ?

ნიკიფორე ფხაკაძეზე – დიდი კაცი იყო ბაბუა, რამდენიმე ფაეტონი ჰქონდა ქუთაისში, ოჯახურ ბიზნესს ეწეოდა. 1921 წელს, როცა საქართველოში რუსული არმია შემოვიდა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მთელი ჩვენი ქვეყნის განძი (ოქრო, ფული), თბილისიდან ქუთაისის საცავში და შემდეგ, ფოთის პორტის გავლით, საზღვარგარეთ (საფრანგეთში) გაეტანათ.

უთაისში, ჩემი დიდი ბაბუის, ნიკიფორეს ფაეტონები დაიქირავეს, რომ ოქრო ფოთამდე გადაეტანათ. ფოთიდან, გვიან ღამით დაბრუნებულა ბაბუა დაღლილი და დაუძინია. ბებიამ დაბინავება გადაწყვიტა და ერთ-ერთ ფაეტონში, ერთი დიდი შეკვრა (ოქრო, ფული) ბანკის ძვირფასეულობა აღმოაჩინა.

მაშინ ეს უდიდესი თანხა იყო. ნიკიფორემ, სამი ვერცხლის მონეტით, მიწა იყიდა, ეს კი იმდენად დიდი თანხა იყო, ნახევარ ქუთაისს იყიდდა.

– და როგორ მოიქცა ბებია?

ძველი ქართული ტრადიციული ოჯახი იყო, რას იზამდა. გააღვიძა ბაბუა და განძეულობა აჩვენა. ნიკიფორემ სასწრაფოდ ჩაიცვა და შუაღამეს ფაეტონით უკან გაემგზავრა, რომ განძი დაებრუნებინა. ასეთი პატიოსანი ადამიანი იყო, რომ არ ჩაებარებინა, კაციშვილი ვერ გაიგებდა ამ ამბავს.

– სავარაუდოდ, არც ამ სასწაულს დაიჯერებენ…

ეს მართლაც სასწაული ისტორიაა ჩვენ ოჯახზე. სახლში დაბრუნებულ ნიკიფრეს, ყველა აღშფოთებული დახვდა, მაგრამ ოჯახის უფროსის გადაწყვეტილება იყო და ვერავინ შეეწინააღმდეგებოდა. დილით როცა საუზმობდა, კითხეს, ნიკიფორე რა ხდება, წუხელ სად იყავიო? ძალიან მარტივი იყო, ბაბუას პასუხი – მირჩევნია, რუხი პური და ტკბილი ძილი, ვიდრე, თეთრი პური და უძილობა!

ეს სიტყვები ჩვენ ოჯახში, დღემდე შემორჩენილია. ბერჯერ ყოფილა, რომ ფინანსური პრობლემები გვქონია, გვითქვამს – „ნიკიფორე, შენ რა გითხარი, ერთი მონეტა დაგეტოვებინა , ხომ გადავიტანდით ამ გაჭირვებასო!“

ნახეთ ვრცლად:


https://primetime.ge/saqartveloshi-rotsa-rames-uangarod-aketeb-aravis-jera-vrtseli-interviu-giorgi-fkhakadzestan/?fbclid=IwAR0pZ3MTq_VdHa77f311ghowgP624NQYTc0f4_JSistd7RaOAukh8GXUmVc





Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights