ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026

„ვაქცინა უნდა გაივკეთოთ ყოველი 5 თვის შემდეგ“ – გიორგი ფხაკაძე

08/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს:

„ზოგადად, უნდა გავითვალისწინოთ, ის კვლევები, რომელიც დღესდღეობით გვაქვს, ის ვაქცინები, რომლებიც არიან გამოყენებაში და რომლებსაც აქვთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დროებითი მოხმარების თანხმობა, ამ ვაქცინებით ვირუსისგან დაცვა მხოლოდ 5-6 თვეა, „ფაიზერის“ ვაქცინის შემთხვევაში, ხოლო ატრასზენეკას ვაქცინის შემთხვევაში არის 6 თვე. ადამიანმა ვაქცინა უნდა გაიკეთოს ყოველი 5 თვის შემდეგ. ადამიანი თუ არის ინფიცირებული, ინფიცირებიდან 5 თვის შემდეგ უნდა გაიკეთოს ვაქცინის ერთი დოზა და პრაქტიკულად ის კიდევ 5-6 თვე იქნება დაცული.“


მისი თქმით, სიკვდილიანობის საწინააღმდეგოდ არის ეს ვაქცინები, რომ დაიწიოს სიკვდილიანობის მაჩვენებელმა ნულამდე.


„ვინც უკვე გაიკეთა ვაქცინა და შემდეგ დაავადდა, უნდა გვახსოვდეს, რომ ვაქცინას ადამიანი რომ გაიკეთებს, პირველი ნემსიდან 28 დღის განმავლობაში არის, როგორც ყველა სხვა არაინფიცირებული ადამიანი და შეიძლება დაემართოს კოვიდი.

ჩვენ ვიცით, რომ ეს ვაქცინა არ არის მთლიანად კოვიდსაწინააღმდეგო. ეს ვაქცინები, რაც ახლა გვაქვს, თქვენ თუ გაიკეთებთ ამ ვაქცინას, თქვენ არ მოხვდებით საავადმყოფოში, რეანიმაციურ განყოფილებაში და არ გარდაიცვლებით. სიკვდილიანობის საწინააღმდეგოდ არის ეს ვაქცინები, რომ დაიწიოს სიკვდილიანობის მაჩვენებელმა ნულამდე. შედეგი უკვე დავინახეთ ბრიტანეთსა და ისრაელში. პოზიტიური რაც აქვს ამ ვაქცინებს, შესაძლებელია, გააჩნია ვაქცინას, 50-90%-ის ფარგლებში დაგიცვათ ვირუსისაგან. ვაქცინირებულმა ადამიანმა უნდა გამოიყენოს სამედიცინო პირბადე. ვაქცინაცია არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ და თქვენი ახლობლები 100%-ით დაცულები იქნებით. სამწუხაროდ, ეს არის რეალობა. ვაქცინა არის ერთ-ერთი დამხმარე საშუალება, რომელიც დეგვეხმარება, შევამცრიოთ სიკვდილიანობა“, – აცხადებს პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


„უფრო მკაცრებიც უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ, როგორც ჩანს პოლიტიკური და ეკონომიკური მიზეზების გამო…

12/08/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე საქართველოში დაწესებული ახალი შეზღუდვები შესახებ აცხადებს:

„საღმა აზრმა გაიმარჯვა! დაგვიანებული, მაგრამ სწორი გადაწყვეტილებაა. სამედიცინო პირბადე ყველგან და ყოველთვის ! დისტანციის დაცვა ყველგან, საყოველთაო ვაქცინაცია (12 წლიდან „ფაიზერის“ ვაქცინაცია დავიწყოთ) დავიცვათ სიცოცხლე. საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებებს გავეცანი. საღმა აზრმა გაიმარჯვა. სწორი გადაწყვეტილებები მიიღეს, მართალია, ძალიან დააგვიანეს და ეს გადაწყვეტილება 1 ივლისს რომ მიღებულიყო, ახლა სულ სხვა სიტუაცია იქნებოდა ქვეყანაში – ნაკლები სიკვდილიანობა, ნაკლები დაინვალიდება, ნაკლები პრობლემები ჯანდაცვაში. მაგრამ რაც არის, არის.“

მისი თქმით, მთავარია, ახლა სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

„მთავარია, ახლა სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რასაც სრულიად ვეთანხმები. ფაქტიურად ყველა პუნქტს ვეთანხმები. მეტიც, დავამატებდი, რომ უფრო მკაცრებიც უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ, როგორც ჩანს პოლიტიკური და ეკონომიკური მიზეზების გამო მეტს ვერ აკეთებენ.

ძალიან სწორად მოიქცნენ, რომ ქვეყანა არ ჩაკეტეს. მე ამ ბოლო დროს წინააღმდეგი ვიყავი ქვეყნის ჩაკეტვის, რადგან ბოლო სამი ჩაკეტვით ვერაფერი ვისწავლეთ და აზრი არ ჰქონდა. ე.წ. წერტილოვანი, მიზანდასახული რეგულაციები მიღებულია. ახლა მთავარია ამ რეგულაციების აღსრულება;

ერთადერთ კომპონენტში არ ვეთანხმები, რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს. მე ვთვლი, რომ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს სხვანაირად ორგანიზებული. პირიქით, უნდა იყოს ბევრი ავტობუსი, რომ ტრანსპორტში ნაკლები ხალხი იყოს. მეტრო კი დასაკეტია“, – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.


უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ახალი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო:
-„შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს; სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები; იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა. სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას.
საკოორდინაციო საბჭოს წევრებს დღევანდელ სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მიმართა რეკომენდაციით, სექტემბრიდან, კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნესცენტრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში, პირთა დაშვება შესაძლებელი გახდეს ვაქცინით ერთი აცრის ან სრული კურსის, ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე. საბჭო აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას ეცნობება.
კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე. საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მივმართავთ კერძო სექტორს”.


MD, MPH, PhD


#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე


#ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას აფრთხილებს: -„მომდევნო სამი თვე იქნება ყველაზე რთული“

22 ოქტომბერი, 2021

#drpkhakadze

რადიო ,,ჯორჯიან თაიმსის” ეთერში გადაცემა „ჩარჩოს მიღმა”

ვიდეო – სტუმარი – პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=303325941630518

რამდენად აუცილებელია ბავშვების აცრა!
გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას აფრთხილებს:
-„მომდევნო სამი თვე იქნება ყველაზე რთული…“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil




„ცოტა ხანი ყველამ დაისვენოს…არ მინდა, ჩემი გვერდი “ანტივაქსერების სექტის” სადისკუსიო ადგილი იყოს…“

17/08/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil




„იმდენი “ჭკვიანური” კომენტარი იწერება ჩემს გვერდზე, ვფიქრობ, კარგი იქნება, რომ ცოტა ხანი ყველამ დაისვენოს… არ მინდა, ჩემი გვერდი “ანტივაქსერების სექტის” სადისკუსიო ადგილი იყოს…

ჯანმრთელობას გისურვებთ“,- წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


„ამ დროში ადამიანი კარგავს იმუნიტეტს და აცრილიც ხელახლა უნდა აიცრას…“-გიორგი ფხაკაძე

17/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil


პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაციასაზღვრების გარეშე“ ხელმძვანელიგიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროცესი ჭიანურდება, 5 თვეში კი ადამიანის ორგანიზმი ანტისხეულებს კარგავს და ხელახალი ვაქცინაციაა საჭირო.

„საქართველოში ზოგიერთი კოლეგა ამბობს, რომ ჩინურ ვაქცინებზე ნაკლები ალერგიებია. რის საფუძველზე ამბობენ? არ გეჩხუბებით არავის, ისედაც ცოტანი ვართ ქართველები. უბრალოდ, დადეთ სანდო კვლევები.

ერთადერთი, რაც შემიძლია, ჩინურზე გითხრათ – თუ თქვენ ამ ავქცინას გაიკეთებთ, შესაძლოა, უფრო იოლად გადაიტანოთ კოვიდი, თორემ 79% რომ დაგიცავთ, ზღაპარია. სადღაც 50%-მდე დაგიცავთ, არ იქნება სიკვდილიანობა და თავს არ ამოყოფთ რეანიმაციაში. ეს ორი პოზიტიური მომენტი შეგვიძლია, ჩინურ ვაქცინაზე ვთქვათ.

ორი რეკომენდაცია ზოგადად:

1. ვაქცინაციის შემდეგაც სამედიცინო პირბადე აუცილებელია.

2. ვაქცინების არევა კარგი არ არის, რომელ ვაქცინასაც დაიწყებთ, მეორე დოზაც აუცილებლად იმ ვაქცინის უნდა გაიკეთოთ;

ვაქცინაციის შესახებ ჩემი რეკომენდაცია მარტივია – რა ვაქცინაც არის, გაიკეთეთ, თუ თქვენ ამას საჭიროდ თვლით. დაძალებას ადგილი არ უნდა ჰქონდეს.

გაითვალისწინეთ, ვაქცინაცია 100%-იან დაცვას არ ნიშნავს, „ფაიზერი“ დაგიცავთ დაახლოებით 94%, „ასტრაზენეკა“ – 70%, ჩინური – 50%. პირველი დოზის შემდეგ დაცვა არ არის, დაცული იქნებით პირველი დოზიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ.

ვაქცინირებული ადამიანებისთვის „მწვანე პასპორტების“ შემოღებას არ ვეთანხმები. ვინც აიცრება, მათთვის ყველაფერი გაიხსნას – ეს მიდგომა არასწორია.

როგორც ვამბობდი, ასეც მოხდა – 2021 წელს საქართველოში ვაქცინაცია არ იქნება. მოსახლეობის 1%-ის აცრა არაფერს გვაძლევს. ქვეყანა უნდა აიცრას 3 თვეში, სწრაფად და ყველა! ეს არის ვაქცინაციის პროგრამა, დანარჩენი თამაშია.

ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესს რომ 5 თვე წელავენ, ამ დროში ადამიანი კარგავს იმუნიტეტს და აცრილიც ხელახლა უნდა აიცრას. აღარ მინდა ნეგატივზე საუბარი“, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

კვლევა – „მენტალური დაავადებების მქონე ადამიანებში, კოვიდისგან სიკვდილიანობა 50%-ზე უფრო მაღალია”

24 ნოემბერი, 2021

#drpkhakadze

„ადამიანებში, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა ტიპის მენტალური დაავადებები, კოვიდისგან სიკვდილიანობა არის 50%-ზე უფრო მაღალი, ვიდრე ამ დაავედებების არ მქონე პირებში.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ სამწუხაროდ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა ტიპის მენტალური დაავადებები, კოვიდისგან სიკვდილიანობა არის 50%-ზე უფრო მაღალი, ვიდრე ამ დაავედებების არმქონე პირებში.
კოვიდ ვაქცინაცია და ბუსტერის ვაქცინა ამ ჯგუფებში უნდა იყოს პრიორიტეტული!
ჯანმრთელობას გისურვებთ”, – წერს „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.

https://www.npr.org/…/why-people-with-mental-illness…



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD



https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil





Георгий Пхакадзе: В это трудное время Европа нам все равно помогает!

15 Декабря, 2021



Эксперт по вопросам общественного здравоохранения, профессор Георгий Пхакадзе откликнулся в соцсети на заявление комиссара ЕС по вопросам соседства и расширения Оливера Вархели.

«В мире огромный дефицит вакцин!

В это трудное время Европа нам все равно помогает!

Будем ценить помощь и не забывать использовать медицинскую маску!», – написал в соцсети Георгий Пхакадзе.

Для справки, как заявил еврокомиссар Оливер Вархели, ЕС будет продолжать оказывать помощь региону в борьбе с новым типом коронавируса и обеспечивать доставку большего количества вакцин.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

Source: https://report.ge/ru/society/georgiy-phakadze-v-eto-trudnoe-vremya-evro/

We should not be closed, we should plan how to live with this virus – Giorgi Pkhakadze

13-01-2021


Coronavirus will be with us until 2023, but we should not be closed, we should plan how to live with this virus. Such a statement made Public Health Expert and Healthcare Advisor to the UN Secretary-General Giorgi Pkhakadze.


“COVID-19 is not disappearing and will still be here in three years. The Government should formulate a long-term action plan and the citizens must abide the existing regulations. We must back each other to survive”, – added Pkhakadze.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

Source: https://rustavi2.ge/en/news/187236

„ახლა შევდივართ პირველ ტალღაში… „დელტა” არის ახალი ვირუსი…“-გიორგი ფხაკაძე

06/08/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„შევცდი, როცა ვთქვი, რომ საქართველოში მეოთხე ტალღა დაიწყო… “დელტა” არის ახალი ვირუსი, ახლა შევდივართ პირველ ტალღაში. ჩემი გათვლებით, აგვისტოს შუა რიცხვებში გვექნება პიკი…” -ამბობს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

“Omicron, apparently, is already in Georgia” – Dr Giorgi Pkhakadze

10/12/2021



By themselves, antibodies are not a solution and an indicator of whether you will catch the coronavirus,” Dr Giorgi Pkhakadze, an expert on public health issues, told Georgia’s First Channel.

According to him, Omicron is probably already in Georgia, because it has spread practically throughout Europe, and Georgia is part of Europe.
“December is terrible and we are doing almost nothing to stop this virus. Omicron is probably already in Georgia. We need to be pragmatic and take care of ourselves. We need to switch to highly effective vaccines, ”said Dr Giorgi Pkhakadze.
The health expert also spoke about antibody tests and noted that antibodies are not a solution to the problem or an indicator of whether you will become infected with covid.
“By the way, everyone in Georgia loves to do tests and I see that many laboratories in Georgia are making millions of money from these antibody tests. But this is only one direction. Do you know how it is? – You go, take the test and think that everything is fine now. However, not only is Covid dependent on antibodies, there is talk of a different mechanism, and research says there are other “competitors” and other tests that show that antibodies may be high, but other indicators show that the opposite is true. , this person can be attacked by a covid. Therefore, antibodies alone are not a solution to the gap, and they are not an indicator of whether or not you will become infected with covid, ”said a public health expert.
According to Dr Giorgi Pkhakadze, the validity period of a Covid passport should be a maximum of 6 months.
“The highest level of protection is 3 to 6 months after covid transfer. But the more time passes, the more this protection is lost. If I were to make decisions and really wanted to stop the spread of the virus in the world, I, for example, would issue it for three months after the transfer of the coronavirus. Why? Because we must be as protected as possible. Out of 100 people, 70 people can be protected in three months, but 30 people may be at risk, and these 30 people will spread the virus, ”Dr Pkhakadze added.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Source: https://pia.ge/en/news/covid-19/omicron-apparently-is-already-in-georgia-giorgi-pkhakadze

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights