ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026

„რუსეთის მაინც დაიჯერეთ… არის საკმაოდ რთული. გრძელი კოვიდი ტოვებს ჯანმრთელობის გრძელვადიან…

17/09/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„კარგი, ჩემი არგჯერათ… კარგი, ევროპელი და ამერიკელი ექსპერტების არ გჯერათ … აგერ, ბატონო, რუსეთის მაინც დაიჯერეთ… პოსტკოვიდური მდგომარეობა არის საკმაოდ რთული. გრძელი კოვიდი ტოვებს ჯანმრთელობის გრძელვადიან პრობლემებს და ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა… 30% -მდე კოვიდგადატანილებს რჩებათ ან უჩნდებათ 1-2 ან 6 თვეში ეგრეთ წოდებული „გრძელი კოვიდი”…

გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე… დროზე აიცერით „ფაიზერით”, სანამ ის ხელმისაწვდომია საქართველოში…

გახსოვდეთ, ვაქცინა არარის უკვდავების ელექსირი. დაიცავი თავი, რომ არ დაგემართოს გრძელი კოვიდი”, – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.


MD, MPH, PhD

#drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

#ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Dr Giorgi Pkhakadze: Azerbaijan saved Georgia during the second wave

4 May, 2021

According to public health expert Dr Giorgi Pkhakadze, during the second wave, Azerbaijan practically saved Georgia.

He said that without medical oxygen supplied from a neighboring state, the casualties in the country would have been great.

“Now the situation in Georgia is the same as in many poor countries, where the political situation is still difficult. Politicians try to show that everything is fine, but it is not. 90% of the population must be vaccinated in order to feel safe. Despite the difficult epidemic, an increase in casualties is not expected as we now know how to manage the virus. I want to thank Azerbaijan, which helped Georgia significantly during the second wave. We have practically survived thanks to your country. In November of last year, when we had about seven thousand infected people a day, Azerbaijan supplied oxygen to Georgian hospitals. If it were not for the oxygen supplied from Azerbaijan, there would be a very high mortality rate in Georgia,” Dr Giorgi Pkhakadze said.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #გიორგიფხაკაძე

Source: https://report.ge/en/society/giorgi-pkhakadze-azerbaijan-saved-georgia-during-the-second-wave/

„პირობას გაძლევ, შენი წინაპრების საფლავზე მივალ და პანაშვიდს გადავუხდი“-მამა პეტრე გიორგი ფხაკაძეს

24/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



რადიო ჯორჯიან თაიმსი / Radio GT – გადაცემაში „ჩარჩოს მიღმა“ მამა პეტრე და პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე

რა არის დეპრესია…
როდის ვარდება ადამიანი დეპრესიაში.
რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დეპრესიას თავი დავაღწიოთ…
როგორ ვებრძოლოთ ჩვენს გარშემო არსებულ ნეგატივს…
როგორ დავეხმაროთ სხვას დეპრესიის დაძლევაში…



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„სეზონური კოვიდი” – ფხაკაძეს შემოაქვს ახალი ტერმინი. კარგად დაიმახსოვრეთ – გაფრთხილებდით…

4 ივნისი, 2022

#drpkhakadze

აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს:

-„სეზონური კოვიდი” – ფხაკაძეს შემოაქვს ახალი ტერმინი. კარგად დაიმახსოვრეთ

რუსეთში აიკრძალა სიტყვა “ომი” და ვითომ არის “სპეცოპერაცია”. საქართველოში აიკრძალა სიტყვა “კოვიდი” და არის “სეზონური გრიპი”…
უბრალოდ მოუსმინეთ, ეს რა უბედურება გვჭირს ვიცინოთ თუ ვიტიროთ …
გაქანებული კოვიდია ქვეყანაში და რეებს ბოდავენ …
ჩემმა ხულოელმა ბებო მარომაც კი იცის, რომ ყველა ეს ნახსენები სიმპტომი არის კოვიდი …
რა ვიცი, გაფრთხილებდით, ივნის/ივლისში მოდის შემდეგი ტალღა-მეთქი და აგერ მოვიდა … ოღონდ სახელი შეეცვალა ….

ჯანმრთელობას გისურვებთ…
#drpkhakadze @drpkhakadze Dr Giorgi Pkhakadze Профессор Гиорги Пхакадзе
გიორგი ფხაკაძე YouTube-ზე https://youtube.com/c/GiorgiPkhakadze

გადაცემა ნახეთ
აქ:
სეზონური ვირუსები ბავშვებში – ნახეთ, რას გვირჩევენ პედიატრები
ვიდეო – https://fb.watch/dr0EZ1EwIS/



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD



https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvili



„ჩავთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია! არაფერს ვითხოვ თქვენგან!“- გიორგი ფხაკაძე

22/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„მე მგონი, პანდემიამ ძალიან კარგად დაანახა საზოგადოებას, ვინ ვინ არის.

მიდგომა, რომ „ოღონდრაიმე ვაქცინა გავაკეთოთ, არასწორია. „ოღონდ“ არ შველის, გასათვალისწინებელია ქართული მენტალობა. ქართველებს რომ ვეუბნები, დაინფიცირების შემდეგ 14 არ გახვიდე და კიდევ 10 დღე მოერიდე ხალხს, რას აკეთებს ქართველი მე-14 დღის საღამოს? შლის პურმარილს და მეგობრებთან ქეიფობს, კოვიდი გადავიტანეო, ასე ავრცელებს ვირუსს.

იგივეავაქცინებთან მიმართებაში. რომ იძახიან, ნებისმიერი ვაქცინა გავაკეთოთო. ქართველი რომ იმ „გოგლი-მოგლი“ ვაქცინის ერთ დოზას გაიკეთებს, უპირბადოდ ქეიფს და „ნაშებში“ სიარულს დაიწყებს, ვაქცინირებული ვარო. უნდა გავითვალისწინოთ ქართული მენტალიტეტი. უნდა ჩამოიტანო ისეთი „რკინა-ბეტონის“ ვაქცინა, რომელიც მართლა იმუშავებს.

საქართველოში 45 წლის ზევით ძალიან ბევრს აქვს ქრონიკული დაავადებები. ბევრი ფაქტორია, რატომ არ შეიძლება საქართველოში ცუდი ვაქცინა. უნდა იყოს ან ძალიან კარგი, ან საერთოდ არ იყო.

რომ ჩამოიტანოეს ჩინური, არ მუშაობს და რა ვქნა?! ჩინურს რომ გაიკეთებ , ადამიანმა მაინც პირბადით უნდა იაროს. ეფექტურობა 50%-ია. კი, დაწევსსიკვდილობა, მძიმე ფორმები, მაგრამ გავრცელებას ვერ აჩერებს, 10-დან 5 დაინფიცირდება.

რატომვლაპარაკობ ამდენს?! თუ ჩემი ამ საინფორმაციო კამპანიით ერთი ადამიანი მაინც გადარჩება, ჩავთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია! არაფერს ვითხოვ თქვენგან! მე ექიმი ვარ და უფლებაც არ მაქვს, სხვანაირი იყო. მე ბევრი სტუდენტი მყავს არა მარტო საქართველოში, ისინი მიყურებენ და ეს პროფესიული პასუხისმგებლობაა!

ყველაფერიფული არ არის. არ მინდა ახლა იმ 22 „სიფტზე“ და ასე შემდეგ ფულის საკეთებელ სქემებზე საუბარი, მესმის, ცოლი გყავთ, საყვარელი, საყვარლის შვილი…წადითბიზნესში და იქ გააკეთეთ ფული. არ მოიპაროთ. როცა საქმეს არ აკეთებთ და ხელფასს იღებთ, ეს ქურდობაა!“ – აცხადებს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

გიორგი ფხაკაძე საქართველოშია – წიგნის ონლაინ პრეზენტაციას უძღვებოდა …

29 სექტემბერი, 2021

#drpkhakadze

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში იწყება წიგნის, „სამედიცინო დაწესებულებების არქივი“ ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა.
ნაშრომი მოიცავს პრაქტიკულ სახელმძღვანელოს, სამედიცინო დაწესებულების არქივების უკვე არსებული ან/და მომავალი არქივარიუსებისთვის. იგი წარმოადგენს გზამკვლევს სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებისთვის, რათა შექმნან და განავითარონ საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო არქივი.

წიგნი შექმნილია რჯც-ს (რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი) და დტსუ-ს (დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი) ავტორთა მრავალწლიანი ერთობლივი თანამშრომლობით: მანანა ლოსაბერიძე (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრი);
გიორგი ფხაკაძე (დიპლომირებული მედიკოსი, ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი);
ნანა მგალობლიშვილი (დიპლომირებული მედიკოსი, შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის სამედიცინო დირექტორი)
ანა ბოლქვაძე (დიპლომირებული მედიკოსი, ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრი);
ნუგზარ ბოლქვაძე (მედიცინის აკადემიური დოქტორი, შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი); თამარ თალაკვაძე (მედიცინის აკადემიური დოქტორი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი); თეიმურაზ ზურმუხტაშვილი (არქივმცოდნე).

წიგნის ონლაინ პრეზენტაციას უძღვებოდა გიორგი ფხაკაძე / დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრი (MPH), მედიცინის აკადემიური დოქტორი (PhD) / წიგნი „სამედიცინო დაწესებულებების არქივი“ გამოიცა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის გამომცემლობით.

დაინტერესებული პირები ეწვიეთ ბმულს:
https://dtmu.zoom.us/j/94765789706https://dtmu.zoom.us/j/94765789706?fbclid=IwAR1XU4J48FMH_ciONA-A4FerObvKGI_vVEAe67l0BeL1bvUMN35ZPOYcag0#success


პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე ორწლიანი პაუზის შემდეგ სამშობლოში 28 სექტემბერს დაბრუნდა.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil.





100%-ით არაფერი იცავს, მაგრამ რისკებს შეამცირებთ. ეს კიდევ ერთი ძალიან პატარა ხრიკია…

17/09/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს:

„ავტობუსში როცა ხართ, კონდიციონერი არ უნდა იყოს ჩართული. ფანჯრები უნდა იყოს ღია. ტრანსპორტში თუ ხართ, როგორმე ფანჯრის მხარეს დასხედით. თუ ხართ ტაქსიში, ორი ფანჯარა უნდა იყოს ღია“.

მისი თქმით, მძღოლის ფანჯარა უნდა იყოს დაკეტილი, მის გვერდით კი ღია.

„მძღოლის უკან მდებარე ფანჯარაც ღია უნდა იყოს. მძღოლის უკან არა, მეორე მხარეს დასხედით. ეს კიდევ ერთი ძალიან პატარა ხრიკია თავის დაცვისთვის. ერთ-ორ გაჩერებაში თუ გინდათ გადაადგილება, ფეხით გაიარეთ. სიარული ძალიან კარგია. ტრანსპორტში არ უნდა ილაპარაკოთ, ჩუმად უნდა იყოთ, ეს არის ერთ-ერთი საშუალება, ვირუსი ნაკლებად რომ გავრცელდეს. 100%-ით არაფერი იცავს, მაგრამ რისკებს შეამცირებთ“, – ურჩევს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას.


MD, MPH, PhD


#drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე


#ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„ეს არის ტყუილი – წლის ბოლომდე მოსახლეობის 70% უნდა იყოს აცრილი …“-გიორგი ფხაკაძე

15 აპრილი, 2022

#drpkhakadze
აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:
„დღეისთვის სრულად ანუ ორჯერადად ვაქცინირებული – 1,260,512 ადამიანი (ამაში თვლიან ყველა 4 ვაქცინას), დღეში (ბოლო მონაცემებით) კეთდება 1,113 აცრა, წლის ბოლომდე დარჩენილ 255 დღეში გაკეთდება 1113×255=283,815 (ესეც 3 ვაქცინაზეა საუბარი), წლის ბოლოს ვაქცინირებული იქნება 1,260,512 + 283,815 = 1, 544,327 ადამიანი. ანუ მოსახლეობის 41%. სადაა დაგეგმილი 70%?! ჯანდაცვის მინისტრი ექიმი არ არის და დანიშნეს იმიტომ, რომ კარგი მენეჯერია და ციფრებს კარგად ითვლისო. არც თვლა გამოსდის. მაშინ რისთვის დანიშნეს?! ეს, ციფრებს რაც ეხება…
“გვაქვს საკმაოდ ბევრი „სინოფარმი“ და „სინოვაკი“. ნებისმიერი ეს ვაქცინა იცავს იმ გართულებებისგან, რაც კოვიდს შეიძლება ახლდეს.” – ვერ გავიგეთ, საქართველოს მოქალაქეები ცხვრის ფარა ჰგონიათ, თუ ადამიანებს ცხვრებივით უყურებთ?! მეცნიერებამ, მტკიცებულებებმა, მეზობლების მაგალითმა (თურქეთი სრულიად ფაიზერზე გადავიდა) და ბოლოს ჩინეთში ამ ბოლო 2-3 კვირის კოვიდაფეთქებამ აჩვენა, რომ ომიკრონის წინააღმდეგ ეფექტური არის მხოლოდ 2 ვაქცინა ფაიზერი და მოდერნა, თან 3-4 დოზა და არა მარტო 2 დოზა „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ომიკრონთან მიმართებაში ეფექტურობა არც ერთ მეცნიერულ ჟურნალში/სტატიაში არ მოიძებნება იმიტომ, რომ არ არის ეფექტური.
სტატისტიკას და რეალობას ისევ დავუბრუნდეთ… დღევანდელი თანამედროვე (არა რუსულ/ჩინურ) მეცნიერებას აქვს მტკიცებულებები, რომ:
ყველაზე ეფექტური ვაქცინები არის „ფაიზერი“ და „მოდერნა“
სრულად აცრილი ნიშნავს 3-ჯერ ან 4-ჯერ აცრილს ფაიზერით ან მოდერნათითან, პროტოკოლი (მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით) იცვლება და წლის ბოლომდე შესაძლოა/სავარაუდოდ, მე-5 დოზაც იყოს საჭირო!
”სამიზნე მაჩვენებელი გვაქვს 70%-იანი დაფარვა წლის ბოლომდე” – ეს არის ტყუილი
რეალურად, წლის ბოლომდე საქართველოში სრულად აცრილი (ფაიზერით 3-4 დოზით, მოდერნა ვერ შემოიტანეს) დაახლოებით 15% თუ იქნება აცრილი -ეს არის ფაქტი

როდემდე არაპროფესიონალიზმი
როდემდე არაკომპეტენტურობა
როდემდე კორუფცია
როდემდე ანგარიშვალდებულების არ ჰქონა
როდემდე ………

ჯანმრთელობას გისურვებთ…“


„ვაქცინაციის პროცესში მთავრობას „არაფერი დაუკლია“. წლის ბოლომდე 70%-მდე უნდა ავიდეთ“. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინები საკმარისია. მხოლოდ „ფაიზერის“ ვაქცინა არაა ქვეყანაში.

„სამიზნე მაჩვენებელი გვაქვს 70%-იანი დაფარვა წლის ბოლომდე. ვაქცინები საკმარისია. მხოლოდ „ფაიზერის“ ვაქცინა არაა ქვეყანაში. ასევე გვაქვს საკმაოდ ბევრი „სინოფარმი“ და „სინოვაკი“. ეს ვაქცინები იცავს იმ გართულებებისგან, რაც კოვიდს შეიძლება ახლდეს. მხოლოდ „ფაიზერზე“ ნუ ვორიენტირდებით. იყო წინა დღეებში კომენტარები, რომ „ფაიზერი“ შემოდის და ამის გამო შემცირდა აცრა.

ერთნაირად მნიშვნელოვანია აცრა, მიუხედავად იმისა, რომელი ვაქცინით აიცრება ადამიანი. ვაქცინაცია აუცილებელია, ეს უნდა გაგრძელდეს.

ვაქცინები კიდევ გვაქვს შეკვეთილი. წლის ბოლო კვარტალში კიდევ დაემატება, ამიტომ წყვეტა არ იქნება. ტექნიკური ხარვეზების გამო იყო ახლა წყვეტა 2-3 დღე, თორემ უფრო ადრეც ველოდებოდით. დღეიდან განაწილდება ყველა ქსელში, ყველას შეეძლება „ფაიზერით“ აცრა“.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 318 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 357 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 961 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 235 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 652 707-ს.

დადებითობის მაჩვენებელი 14 აპრილის მდგომარეობით, არის 1.16%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.58% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.34%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 496 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 633 338-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 788 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 235 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 121 შემთხვევა, აჭარა – 9, იმერეთი – 16, ქვემო ქართლი -12, შიდა ქართლი – 11, გურია – 15, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 21, კახეთი – 19, მცხეთა-მთიანეთი -4, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 2 555 საიდანაც, 349 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 189, აჭარაში – 15, იმერეთში – 78. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 76 პირი, მათ შორის, თბილისში – 47, აჭარაში – 11, იმერეთში – 7. 2 206 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvili




„შეძლებთ ევროპაში ჩასვლას, აცრილი თუ იქნებით ევროკავშირში აკრედიტებული ვაქცინით“-გიორგი ფხაკაძე

06/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციის საკითხზე გვესაუბრა:

„ბევრი მეკითხება, გაიკეთოს თუ არა ჩინური ვაქცინა. მწერენ, რომ უკვე დარეგისტრირდნენ. ხალხო, უკვე თუ დარეგისტრირდით და გადაწყვეტილება მიიღეთ, მაშინ გაიკეთეთ. ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. მე ვერ გადაგიწყვეტთ, გაიკეთოთ თუ არა ჩინური ვაქცინა, ყველაფერს აქვს პლიუსი და მინუსი.

ვაქცინაციის თუ გეშინიათ და რაიმე სახის ჯანმრთელობის პრობლემა გაქვთ, კონსულტაცია ოჯახის ექიმთან გაიარეთ. ძირითადად, 99%-ში ცუდი არაფერი მოხდება, რამე რომც გართულდეს, წესით, იქვე იქნება მომზადებული მედპერსონალი და ისინი უნდა დაგეხმაროთ.

ასევე გთხოვთ, ნუ უხდით ლაბორატორიების მაფიას ფულს! არც ვაქცინაციამდე და არც შემდეგ არანაირი ტესტების გაკეთება არ არის საჭირო, თუ ექიმის განსაკუთრებული მითითება არ გაქვთ.“

როგორც გიორგი ფხაკაძემ აღნიშნა, ფაიზერის“ ვაქცინით უნდა აიცრას.

„მე „ფაიზერის“ ვაქცინით უნდა ავიცრა, არც „ფაიზერის“ ხაჭაპურია ბოლომდე გამომცხვარი, მაგრამ რისკები ძალიან დაბალია, დაცულობა კი მაღალია. მაგალითად, მე რომ გავიკეთებ „ფაიზერს“ ივნისში, მეორე დოზას გავიკეთებ ივლისში. ვალიდურობა იქნება პირველი დოზიდან 6 თვე. ორი დოზის შემდეგ ვიქნები მე თვითონ დაცული და ყველაზე მთავარი, ვიქნები უსაფრთხო გარშემომყოფთათვის. არ მინდა ვიყო ვირუსის გავრცელების წყარო. დაახლოებით 10 ივლისიდან ვიქნები დაცული, ვაპირებ მოგზაურობას ევროპაში და შეიძლება, საქართველოშიც ჩამოვიდე.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვაქცინებზე – „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „ჯონსონ და ჯონსონი“, „მოდერნა“ – უამრავი კვლევაა, რასაც ვერ ვიტყვით ჩინურ და რუსულ ვაქცინებზე.

ხომ არის გაჭირვებული დრო, როცა ლომბარდში ოქროს აბარებენ?! ეს დროა ახლა. მთავრობამ ყველაფერი უნდა გავაკეთოს, რომ კარგი ვაქცინა ჩაოვიტანოს. გითხარით, რომელიცაა კარგი ვაქცინა.

ვინც ვაქცინა გაიკეთეთ, გახსოვდეთ, რომ პირველი დოზიდან 1 თვე არ ხართ დაცული. ვინც აპირებთ აცრას, ჩემი რჩევაა, აცრამდე ერთი კვირით ადრე და აცრიდან ერთი კვირის განმავლობაში ალკოფოლი არ მიიღოთ, უმჯობესია, 2 კვირა შეიკავოთ თავი, რადგან ალკოჰოლი იმუნიტეტს აქვეითებს.

ასევე გაფრთხილებთ, ერთი დოზის შემდეგ მეორე დოზაც აუცილებლად გაიკეთეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო დიდი პრობლემის წინაშე დადგებით..

არ შეცდეთ, თქვენ შეძლებთ ევროპაში ჩამოსვლას, აცრილი თუ იქნებით ევროკავშირში აკრედიტებული ვაქცინით, -„ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „მოდერმა“, „ჯონსონი და ჯონსონი“. დანარჩენი, რა ვაქცინასაც გაიკეთებთ, მხოლოდ მის მწარმოებელ ქვეყანაში შეძლებთ ჩასვლას“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


საქართველოში 43 000 დოზა „ატრაზენეკას“ ვაქცინა ჩამოვიდა.

4 მაისს საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო. საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. „ფაიზერით“ 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„რომ ჩამოვიდე, მე ტყუილი და კორუფცია არ შემიძლია, მაშინვე ავლაპარაკდები პრობლემებზე. ხოდა…

26/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil




https://www.accreditation.ge

-„ საქართველოში ჯანდაცვის რეფორმები ყოველთვის იწყებოდა და ჩერდებოდა. ხალხს რა უნდა, არავინ ეკითხებოდა. მოსახლეობის მოთხოვნილებებსა და გადაწყვეტილების მიმღებთა შორის თანხვედრა არასდროს ყოფილა.
ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც ვდგავართ, ეს არის სამედიცინო დაწესებულებების ხარისხი.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად დავიწყეთ ინიციატივა, – „საქართველოს აკრედიტაცია“. სამ დღეში უკვე გაკეთდა ვებგვერდი. ლოგოდ ავირჩიე ქართლის დედა, როგორც ხარისხის კონტროლის სიმბოლო. ქართლის დედა კარგს ხვდება ღვინის ფიალით და კეთილგანწყობით, ცუდს კი – მახვილით. ეს არის აკრედიტაციის კონცეფციაც – ვინც ყველაფერს კარგად აკეთებს, უნდა შევაქოთ, ვინც ცუდად – მკაცრად დაისაჯოს.
ჯანდაცვაში, გარდა იმისა, რომ სტანდარტები და ხარისხია საჭირო, უმთავრესია ნდობა, – ადამიანი უნდა ენდობოდეს სამედიცინო დაწესებულებას, რომელსაც ჯანმრთელობას და სიცოცხლეს აბარებს.
აკრედიტაციის ინიციატივის წამოწყება 99% არის ხალხის იდეა, თქვენი კომენტარებიდან წამოსული. თქვენ წერთ, ჩამოვიდეს გიორგი ფხაკაძე. ჩამოვიდე და რა, გავხდე ჩინოვნიკი?! რომ ჩამოვიდე, მე ტყუილი და კორუფცია არ შემიძლია, მაშინვე ავლაპარაკდები პრობლემებზე. ხოდა, ჩემნაირი ადამიანი მანდ ვის რად უნდა?
ასეთ ვითარებაში ეს არის ყველაზე კარგი გამოსავალი, რაც აქედან შემიძლია გავაკეთო და რაც თქვენ გჭირდებათ – ჩვენ ყველას გვჭირდება კარგი ხარისხის ჯანდაცვის სისტემა ხარისხიანი სამედიცინო დაწესებულებით;
ზოგიერთმა ამ ინიციატივის გამო არაკომფორტულად იგრძნო თავი, მაგრამ ძალიან ბევრს გაუხარდა, მათ შორის, ძალიან ბევრ ჩემს კოლეგას, ექიმს, ექთანს, სანიტარს;
მე არ ვარ სახელმწიფო. ეს არის ხალხის ნდობის სერტიფიკატი;
„საქართველოს აკრედიტაცია“ არის ქართული და ფრანგული არასამთავრობო ორგანიზაციების აკრედიტაცია. „საქართველოს აკრედიტაციის სერტიფიკატი“ გაიცემა პარიზში დარეგისტრირებული ორგანიზაციის, „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ მიერ. იურიდიულად ეს იქნება ფრანგული დოკუმენტი და უფრო წონიანი, ვიდრე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ნებისმიერი დოკუმენტი, რადგანაც ამ სერტიფიკატს ექნება ხალხის ნდობა.

ეს სერტიფიკატი არის ნებაყოფლობითი, მაგრამ საზოგადოება მიიღებს გადაწყვეტილებას – სამედიცინო დაწესებულებას ეს სერტიფიკატი თუ არა აქვს, ესე იგი, იქ ხარისხის საქმე რიგზე ვერ არის და პაციენტი იქ არ უნდა მივიდეს.

ჩემს ვებგვერდზე https://www.accreditation.ge – განთავსებულია სამედიცინო დაწესებულებების მიერ აკრედიტაციის გავლის პირობები;
ასევე არის განყოფილება – „შეაფასე დაწესებულება“. მეილზე 24 საათში 75 კონკრეტული საჩივარი შემომივიდა საავადმყოფოების მისამართით, თუმცა იურიდიულად მათ ვერ გავასაჯაროებ.
ამ საკითხის მოსაგვარებლად მოვიფიქრე შემდეგი: – შეფასების განყოფილება გავაკეთე, როგორც ბლოგი, სადაც თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ ან ფეისბუქით ან იმეილით, და ა.შ. თქვენ ნებისმიერი, თუნდაც სხვა სახელით და გვარით გახსნილი ანგარიშიდან შეგიძლიათ, გამოაგზავნოთ ინფორმაცია, რომელსაც მე საჯაროდ განვიხილავ;
ამ ბლოგში გადმოგზავნილ ინფორმაციებს მივაწვდით სავადმყოფოებს. პასუხს თუ არ გასცემენ, ნიშნავს, რომ უარყოფით შეფასებას ეთანხმებიან.
ვინმეს თუ შეგიძლიათ აპლიკაციის გაკეთება, დაგვეხმარეთ, და ეს ბლოგი გადავა აპლიკაციაში – „საქართველოს აკრედიტაცია“
გვაქვს სიახლე – შპს „ულტრამედმა“ გამოთქვა სურვილი, გაიაროს აკრედიტაცია. ეს არის პირველი ნაბიჯი და დიდი მადლობა მას ამისთვის. როგორც დაგპირდით, ამ პირველობისთვის შპს „ულტრამედს“ ყოველდღე ჩემს ლაივებში ექნება უფასო რეკლამა;
რამდენიმე კლინიკა უკვე ფიქრობს, გაიაროს აკრედიტაცია. იმედი მაქვს, ამ ნაბიჯს ბევრი გადადგამს; ნუ გეშინიათ, ყველანი ერთად ყველაფერს შევძლებთ.
ჯანდაცვაში უმთავრესია არა რაოდენობა, არამედ ხარისხი;
ჩვენ უნდ ვუფიქროთ არა რამდენი საწოლი გვავს, არამედ რამდენი კარგი, ხარისხიანი, უსაფრთხო საწოლი გვაქვს ქვეყანაში;
ჩვენ უნდა ვიფიქროთ, თითოეულ ექიმის, ექთანს, სანიტარს ღირსეული ანაზღაურება და შრომის პირობებივჰქონდეს;
ველოდები მოხალისეებს და არასამთავრობოებს, რომლებიც იქნებიან დაინტერესებული თანამშრომლობისათვის, ძალა ერთობაშია.
იდეა გვაქვს ერთი – ჩვენ გვინდა მშვიდი და ჯანსაღი სამშობლო!
ვუსურვოთ ერთმანეთს წარმატება“, – წერს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights