ორშაბათი, აპრილი 27, 2026

გიორგი ფხაკაძე: გინდათ სიმართლე? – დარხეული გვაქვს ყველას, მთელს მსოფლიოს, ვერც ერთი ის ვაქცინა…

23/04/2021



პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე ამბობს:

„დღეს, ჩვენ გვაქვს უსაშინლესი ეპიდაფეთქება ინდოეთში, კატასტროფა ხდება და თქვენ კიდე წარმოდგენა არ გაქვთ რა სიტუაციაა იქ”.

მისი თქმით, ჩინური ვაქცინა, რომელიც საქართველოში შემოიტანეს არის გამოუსადეგარი და და უვარგისი.

როგორც გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა., ჩინური ვაქცინა, რომელიც საქართველოში შემოიტანეს არის გამოუსადეგარი და და უვარგისი.

„რომ იძახიან ვაქცინა გაიკეთეთო, რომელი ვაქცინა უნდა გაიკეთოთ? ჩამოიტანეს ნაგავი ჩინური ვაქცინა, რომელიც არ ვარგა. იგი არ არის კონკრეტულად ბრიტანული შტამის საწინააღმდეგო – დამთავრდა. გრაფიკაც გავაკეთე და გამოვაქვეყნე, მეტი რა ენაზე უნდა აგიხსნათ რომ ეს ვაქცინა არ ვარგა. ასევეა „ფაიზერის” ვაქცინაც, რომელიც ბრაზილიური შტამის წინააღმდეგ არ მუშაობს. გეუბნებით ცუდად არის ჩვენი საქმე. ბოლო რამდენიმე დღეა დეპრესიაში ვარ. გინდათ სიმართლე? – დარხეული გვაქვს ყველას, მთელს მსოფლიოს! ვერც ერთი ის ვაქცინა, რომელიც დღესდღეობით არის, ვეღარ გვიშველის! რაც შეეხებათ „ასტრაზენეკას” და „ჯონსონ ენდ ჯონსონს”, ეს ვაქცინები ჩაფლავდნენ და მილიონობით ფული ჩაიყარა წყალში. სხვათა შორის, თრომბოზის განვითარების რისკი „ფაიზერსაც” აქვს და „მოდერნასაც“. ყველას ერთი და იგივე პრობლემები აქვთ სხვადასხვა დოზით” – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

იგი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მუტაცია განცდილ ვირუსებს და აღნიშნავს, რომ დღეს, გვაქვს ძალიან საშიში სამი შტამი – ბრაზილიური, სამხრეთ აფრიკული და ინდური, ხოლო მათ წინააღმდეგ კი, არსებული ვაქცინები უშედეგოა.

„ვუჰანიდან, როდესაც წამოვიდა ჩინური ვირუსი, კი ბატონო, მაშინ „ფაიზერის“, „ასტრაზენეკას“, „ჯონსონ ენდ ჯონსონისა” და „მოდერნას” ვაქცინები ამ შტამის წინააღმდეგ მუშაობდნენ, მაგრამ დაახლოებით, 5-6 თვის წინ გაჩნდა ვირუსის ახალი მუტანტები, მუტაცია განიცადეს, მათ შორის, ერთ-ერთი გაჩნდა ბრიტანეთში. ამის შემდეგ დავინახეთ, რომ ამ შტამის წინააღმდეგ „ფაიზერი” მუშაობს და მეტ-ნაკლებად კარგია „ასტრაზენაკაც” , მაგრამ ჩინური ვაქცინა ბრიტანული შტამის წინააღმდეგ არ ვარგა, რა ვქნათ. ამის შემდეგ წარმოიშვა კიდევ ერთი ახალი შტამი სამხრეთ აფრიკაში, რომელმაც ასევე განიცადა მუტაცია და რომლის წინააღმდეგაც „ფაიზერიც” და „ასტრაზენეკაც” გამოუსადეგარია. დღეს, ჩვენ გვაქვს უსაშინლესი ეპიდაფეთქება ინდოეთში, კატასტროფა ხდება და თქვენ კიდე წარმოდგენა არ გაქვთ რა სიტუაციაა იქ. ინდური ვირუსი ისეთია, რომლის წინააღმდეგაც არც ერთი ვაქცინა არ მუშაობს! ახალგაზრდა ბავშვები იღუპებიან. ეს არის სიმართლე. თუ არ მოგწონთ ცივი წყალი დალიეთ! ისრაელში ჩატარდა კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ ყველა, ვინც რეინფიცირებულია არის ბრაზილიური შტამით ანუ, გამოდის, რომ „ფაიზერი” ამ კონკრეტული შტამის წინააღმდეგ არ მუშაობს, „ასტრაზენეკა” საერთოდ 20%-მდეც ვერ აღწევს და ასევე, ეს ვაქცინები უვარგისია სამხრეთ აფრიკულის წინააღმდეგაც. ჩვენ გვაქვს ძალიან საშიში სამი შტამი – ბრაზილიური, სამხრეთ აფრიკული და ინდური. ის შეიარაღება, რაც დღეს ჩვენ გვაქვს არაფერი არ მუშაობს. ეს არის ვერაგი ვირუსი, რომელსაც არ აინტერესებს კაცი, ქალი, ბავშვი, მოხუცი, ახალგაზრდა და მორწმუნე/არამორწმუნე,” – განაცხადა პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://www.gmtv.ge/?p=92234

„ეს არის უკვე ყველა ჩარჩოდან ამოვარდნილი ტყუილი…“ – გიორგი ფხაკაძე ამირან გამყრელიძის განცხადებას…

31 იანვარი, 2022

#drpkhakadze

აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებას ეხმაურება:

„საქართველოში ჩინური ვაქცინების გამოყენება უნდა შეჩერდეს, ვინაიდან უკვე არსებობს არაერთი კვლევა, რომ ეს ვაქცინები დაბალეფექტიანია, განსაკუთრებით კოვიდის ახალი შტამების წინააღმდეგ (დელტა/ომიკრონი).

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის დღევანდელი განცხადება, თითქოს „ჩინური ვაქცინების ბუსტერი ეფექტურია“ – ეს არის უკვე ყველა ჩარჩოდან ამოვარდნილი ტყუილი“, – წერს გიორგი ფხაკაძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს:

„ომიკრონის“ წინააღმდეგ „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ბუსტერებიც ეფექტურია. „ომიკრონის“ შემთხვევებში რეინფიცირება მაღალია. ადამიანებმა, რომლებმაც გადაიტანეს „დელტა“, მათაც ემართებათ. დღეს ჩვენი მთავარი მოწოდება უნდა იყოს, – ყველა ადამიანი, ის მილიონ ორასი ათასი ადამიანი, ვინც აცრილია ორჯერადად, მიბრძანდნენ ამცრელ პუნქტებში და გაიკეთონ ბუსტერი. ახალი კვლევებით, – ინოფარმის“ ბუსტერი, ანუ მესამე დოზაც სერიოზულად გამოიმუშავებს მანეიტრალებელ ანტისხეულებს „ომიკრონის“ მიმართ. ბუსტერი, როგორც „ფაიზერით“, ისე „სინოვაკით“ თუ „სინოფარმით“, აუცილებელია“.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil




„მარტო ფულს შოულობდნენ ზოგიერთები პანდემიაზე… საქართველოში ახლა რაც ხდება, დანაშაულია!“

15/08/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„მაპატიეთ, კარგი ამბები არ მაქვს. საქართველოში უფრო მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე გარედან ჩანს“, – ამბობს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.

მისი თქმით, ახლახანშემოღებული შეზღუდვები მორიგი ფარსია.

„ახლახანშემოღებული შეზღუდვები მორიგი ფარსია. ამაოდ მეგონა, საღი აზრი გაიმარჯვებდა, დღეს ჩატარებული მასობრივი ღონისძიებები ადასტურებს, რომ პანდემიის დროს არჩევნები არის ყველაზე დიდი დანაშაული. არჩევნები კლავს!

მე არ ვარ დემოკრატიისდა არჩევნების არსის წინააღმდეგი, მაგრამ საქართველოში ახლა რაც ხდება, დანაშაულია! ეს არჩევნები არის გენოციდი საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ.

ბევრი პოლიტიკური პარტია აწყობილია საარჩევნო ციკლზე და მეტი არაფერი აინტერესებთ, საკუთარი მერკანტილური მიზნებით მოქმედებენ. არა აქვს მნიშვნელობა, ოპოზიცია იქნება თუ პოზიცია. პატარა საქართველოში 50 საარჩევნო სუბიექტია. რა საჭიროა?! ყველას პირველობა უნდა და ეს არის ის, რაც გვღუპავს.

დაახლოებითთვენახევრის უკან გაფრთხილდებდით, – აგვისტოს შუა რიცხვებში 50-ზე მეტი გარდაცვლილი და 5 000-ზე მეტი ინფიცირბული იქნებოდა, არავინ გაითვალისწინა, – არც პოზიციამ, არც ოპოზიციამ, არც ექსპერტებმა, არც ბიზნესებმა, არც მოსახლეობამ. იმიტომ გეუბნებოდით, – მომზადებულიყავით.

ახლა შემოღებულივითომ შეზღუდვები აბსურდია თეატრია. დღეს ტელევიზიებს ვუყურე, გადავირიე. წინასაარჩევნოდ აკეთებენ მასობრივ შეკრებებს, რაც არ შეიძლება მარტივი მიზეზის გამო, ვუხანურ ვირუსთან შედარებით დელტა შტამი 1260-ჯერ უფრო ძლიერია (ანტისხეულების თავლსაზრისით). ეს ნიშნავს, რომ ვუხანური ვირუსი გარშემო 1-2 ადამიანს თუ აინფიცირებდა, დელტა შტამი იმავე პერიმეტრზე – 6-7-ს.

მეტროუნდა დაეკეტათ, როგორც ყველაზე დიდი გავრცელების წყარო. უნდა დაემატებინათ ბევრი ავტობუსი, რომ თითოეულში ცოტა ადმიანი ყოფილიყო. ეს იქნებოდა ეფექტური მმართველობა.

ახლანდელმა პრემიერმა, ჯანდაცვის მინისტრმა და მინისტრის მოადგილემ ქვეყანაში ფაიზერის ვაქცინა როცა შემოიტანეს, შევაქე, რადგან კარგი საქმე გაკეთდა. შეზღუდვებიც რომ გამოაცხადეს, გამიხარდა, მაგრამ როგორი?! ეს შეზღუდვები არაეფექტურია!

სამწუხაროდ, ჩვენ მივედით ისეთ ციფრებამდე, რომ პრაქტიკულად ქვეყანას სჭირდება ტოტალური ლოკდაუნი. არ მიხარია, წინააღმდეგი ვიყავი ჩაკეტვის, რადგან წინა სამი ჩაკეტვით ვერაფერი ისწავლეს, მარტო ფულს შოულობდნენ ზოგიერთები პანდემიაზე“, – ამბობს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაციასაზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.


MD, MPH, PhD


#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე


#ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


„ახლო მომავალში გექნებათ საშუალება, აირჩიოთ კარგი და ძალიან კარგი სამედიცინო დაწესებულებები“

26/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil


პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს:
„საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივის პროცესი მიდის ძალიან კარგად, – 30-მდე სამედიცინო დაწესებულება გადის აკრედიტაციას. ერთი სტომატოლოგიური კლინიკა აკრედიტაციის პროცესის გავლას, ალბათ, უკვე მომავალ კვირას დაასრულებს;
კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა თითოეულ იმ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც ფიქრობს, რომ ჯანდაცვაში ხარისხი არის უმთავრესი. ჩვენ გვჭირდება არა რაოდენობრივი, არამედ ხარისხიანი ჯანდაცვა; დაგვემატა რამდენიმე საავადმყოფო და ახლო მომავალში თქვენ გექნებათ საშუალება, აირჩიოთ კარგი და ძალიან კარგი სამედიცინო დაწესებულებები“.

გიორგი ფხაკაძე დარწმუნებულია, რომ უფრო მეტი ორგანიზაცია შემოუერთდება აკრედიტაციის პროცესს და 2-3 დღეში უფრო კარგი ამბები ექნება;
„დარწმუნებული ვარ, უფრო მეტი ორგანიზაცია შემოგვიერთდება აკრედიტაციის პროცესში და 2-3 დღეში თქვენთვის უფრო კარგი ამბები მექნება;
ჩვენ ასევე დავიწყეთ უწყვეტი სამედიცინო განათლების დამოუკიდებელი პროცესი, რომ რაც შეიძლება, გაფართოვდეს ქვეყანაში უწყვეტი სამედიცინო განათლების წრე. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და ორშაბათს უკვე სიახლეებს გეტყვით;
ვიფიქროთ კარგზე, ვიფიქროთ მომავალზე და იმაზე, როგორ დავეხმაროთ ერთმანეთს და როგორ წავიდეთ წინ.
ერთმანეთთან ჭიდილით, ბრაზით, მწარე სიტყვებით არაფერი შეიცვლება. სიკეთე აკეთებს სიკეთეს. სითბო შობს უფრო მეტ სითბოს. სიბოროტე და დეპრესია კი დამატებით პრობლემებს ქმნის.
ყველაფერი იქნება კარგად. მე მაგის მჯერა. სირთულეები, გამოწვევები იქნება, მაგრამ თუ ჩვენ ვიქნებით ერთად, ყველაფრის დაძლევა შესაძლებელია;
არ დაგავიწყდეთ – ორმეტრიანი დისტანცია, სამედიცინო პირბადე, ხელების დაბანა საპნით ან დამუშავება სპირტიანი ხსნარით. შეეცადეთ, რაც შეიძლება ნაკლებად შეიკრიბოთ იქ, სადაც ბევრი ხალხია. იარეთ სუფთა ჰაერზე, იარეთ იქ, სადაც არ არის ბევრი ხალხი ან საერთოდაც არავინ არ არის.
დეპრესიის წინააღმდეგ ყველაზე კარგი წამალი არის სუფთა ჰაერი და სიმშვიდის ძიება. ღმერთმა საქართველოს საოცარი ბუნება უბოძა, ბევრი ტყე, მდინარე, ტბები. ბუნება გვაქვს სასწაული – გადით ბუნებაში, ეკონტაქტეთ ბუნებას, ეს თქვენ დაგეხმარებათ, აიწიოთ იმუნიტეტი და გაიუმჯობესოთ მენტალური ჯანმრთელობა. ბუნება საუკეთესო წამალია;


და ბოლოს, ძალიან გთხოვთ, ნუ აყვებით ამ უაზრო რეკლამებს ვიტამინების, სუპლიმენტების და საკვები დანამატების მიღების შესახებ – ეს ყველაფერი არის ბლეფი.
ასევე პრე და პოსტ ვაქცინაციის ტესტების და გამოკვლევების გაკეთებას რომ გთავაზობენ, იმ ხალხს ნუ დაუჯერებთ. ეს საჭირო არ არის. სამედიცინო სფეროში ზოგიერთები ძალიან უსინდისოდ აკეთებენ ფულს. ტესტები არის საჭირო მხოლოდ ექიმის დანიშნულებით მკაცრ სამედიცინო ჩვენებაზე დაყრდნობით. ექიმის დანიშნულების გარეშე არანაირი ტესტი არ გაიკეთოთ.
შეიძინეთ იაფიანი სამედიცინო პირბადეები აფთიაქებში, მიირთვით ხილი და ბოსტნეული, იარეთ სუფთა ჰაერზე , ეს არის საუკეთესო წამალი დეპრესიის წინააღმდეგ და იმუნიტეტის ასაწევად. დაეხმარეთ თქვენს იმუნიტეტს. გთხოვთ, ეს ძალიან საჭიროა.
შეეცადეთ, გააკეთოთ დღეში ერთი სიკეთე მაინც. არ არსებობს პატარა და დიდი სიკეთე. გააკეთეთ სიკეთე. ამას თქვენ სხვას კი არა, საკუთარ თავს უკეთებთ….რაც უფრო მეტ სიკეთეს გააკეთებთ, სამყაროსგან იმდენივე სიკეთე დაგიბრუნდებათ…
ჯანმრთელობას გისურვებთ…მიყვარხართ…“ – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


„პასუხისმგებლობას ყველა გაურბის … ვინ აგო პასუხი კოვიდისაგან გარდაცვლილ 3000 თანამოქალაქეზე…“

17/08/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„დედა, როგორი გაბრაზებული ვიყავი …. 2021 წლის 28 თებერვალი.

ახლა, იმედია, მიხვდით, რატომ ვიყავი ასეთ დღეში…

თებერვალში დაშვებული შეცდომების ფასს ახლა ვიხდით…

ეჰჰჰჰ! სულ ერთი და იგივე …. ხალხი კი იღუპება… პასუხისმგებლობას ყველა გაურბის,

გაძლებასა და ჯანმრთელობას გისურვებთ…

დაავადებათა კონტროლის ცენტრი” არის პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც ხდება ქვეყანაში,

ვინ აგო პასუხი კოვიდისაგან გარდაცვლილ 3000 თანამოქალაქეზე?

ხვალ რომ ქვეყანა იხსნება, რა პოზიცია აქვთ ეპიდემიოლოგებს?

ღიად დააფიქსირონ, არიან თუ არა თანახმა,

თუარ ეთანხმებიან, უკლებლივ ყველამ დაწერონ განცხადებადა დატოვონ დაკავებული თანამდებობა“ – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.



ნახეთ ვიდეო:

https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=10159993015100579



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


„ვერ გაარკვიეს ვის მხარესაა გიორგი ფხაკაძე. ტყუილი რატომ დაწერეთ…“-გიორგი ფხაკაძე

01/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრებისგარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს:

„ტვპირველმა“გამომიყვანა ანტივაქსერი. სასაცილოა, არა უშავს. საერთოდ მიკვირს ამ კომპანიის ამბავი.

არ ვიცი, საერთოდ, რა დაგემართათ ხალხო.

პატივს გცემთ ყველა ჟურნალისტს, მაგრამ ვერ გავიგე, რა მიმართულებით მიდიხართ! ვიღაცას რომ გავლანძღავ კარგად, სიმართლეს როცა ვამბობ, ჩნდება ჩემს წინააღმდეგ სტატიები. მოკლედ, ვერ გაარკვიეს ვის მხარესაა გიორგი ფხაკაძე. კიდევ ერთხელ ვამბობ, – არავის მხარეს არა ვარ!

„რეზონანსში“ სტატია დაიბეჭდა ჩემზე, პატივს ვცემ, არაერთი სტატია დაწერეს ჩემზე, მაგრამ ტყუილი რატომ დაწერეთ, თითქოს, მე ვთქვი,- ქვეყანა ჩაკეტეთ!

მე არ მითქვამს, რომ ქვეყანა უნდა ჩაკეტონ. ტყუილს ამბობს კიდევ ვიღაც ვაჟბატონი „ასავალ-დასავალიდან“.

ძველ ცხოვრებას ვერასდროს ვერ დავუბრუნდებით! “



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

გიორგი ფხაკაძე: „კიბოს ახალი მკურნალობა გზაშია …“



24 მაისი, 2022

#drpkhakadze

აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს:

-„კიბოს ახალი მკურნალობა გზაშია …“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvili




Давайте готовиться нам не избежать эпидемиологического взрыва в Грузии (июне-июле) Проф. Пхакадзе

18/4/2022



Профессор Гиорги Пхакадзе. , эксперт в области общественного здравоохранения, говорит, что в июне-июле следует ожидать очередной эпидемиологический взрыв.

По его словам, быстрое распространение коронавируса в азиатских странах уже началось.
«Ковид взорвался в Азии. В Гонконге и Южной Корее произошел ковидный взрыв. Что происходит в Китае я писал ранее, миллионы сидят на карантине.
“Давайте готовиться, нам не избежать эпидемиологического взрыва в Грузии в июне-июле” – сказал Профессор Гиорги Пхакадзе.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

Source: https://pia.ge/ru/news/covid-19/davaite-gotovitsya-nam-ne-izbezat-epidemiologiceskogo-vzryva-v-gruzii-v-iyune-iyule-georgii-pxakadze

„დასაკარგი დრო აღარ არის – რაოდენობრივი ჯანდაცვიდან გადავდივათ ხარისხიან ჯანდაცვაზე“

04/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი, ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს:
„ საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა“ – https://www.accreditation.ge/programs

„ძალიან დიდი ინტერესია. მსურველები ბევრია. ახლა ონლაინ-შეხვედრა გვქონდა ერთ-ერთ ორგანიზაციასთან, ჩვენი სამედიცინო პერსონალის მომზადებით აღფრთოვანებული დავრჩი. ისეთი პროფესიონალური შეკითხვები დამისვეს, თავი ევროპული ქვეყნის მედიკოსებთან მეგონა.
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, საქართველოში არიან ძალიან კარგი ექიმები, ექთნები, სპეციალისტები, ჯანდაცვის სისტემა ნამდვილად შესაცვლელია.
ჩვენ ამ ხალხს ხელი უნდა შევუწყოთ, ვინც მოწადებულია ხარიხსის გაუმჯობესებით, ამ კუთხით სამაგალითო ორგანიზაციები უნდა გამოვავლინოთ. ორშაბათიდან საქართველოს აკრედიტაციაზე უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით.
მოგმართავთ სამედიცინო დაწესებულებებს, – ნუ გეშინიათ, ყველაფერს იმისთვის გავაკეთებ, რომ ვისაც არ გაქვთ მინიმალური სტანდარტები, დაგეხმაროთ ამ პრობემის მოგვარებაში.
სტანდარტები მითითებულია ჩვენს ვებგვერდზე, ასევე განვაახლე შეფასების ფორმა, გთხოვთ, მითითებულ ლინკზე გადახვიდეთ https://www.accreditation.ge/healthcare-accreditation და შეაფასოთ.

შეაფასეთ სამედიცინო დაწესებულება ბმულზე: –https://poll.app.do/pg/accreditation-ge

რომელიმე სამედიცინო დაწესებულების შეფასების თუ გსურთ, დამატება, მომწერეთ და ჩამონათვალში დავამატებ;

ჩვენ რაოდენობრივი ჯანდაცვიდან გადავდივათ ხარისხიან ჯანდაცვაზე. დასაკარგი დრო აღარ არის“.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საქართველოს სამედიცინო
დაწესებულებების დამოუკიდებელი შეფასებისა და აკრედიტაციის ინიციატივით გამოდის.
აღნიშნული ინიციატივა ფრანგული ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – მიერ არის მხარდაჭერილი.
გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორ გიორგი ფხაკაძის
„საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა“ გულისხმობს საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების ხარისხის კონტროლის ამაღლებას.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანა“ სიტუაციაა… ზოგს პარტიული დავალება აქვს, ზოგს – სხვა ტიპი…“

17/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაციასაზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ ჩინურ ვაქცინებთან დაკავშირებით არის უფრო ბევრი კითხვები, ვიდრე პასუხები.

„ჩინურ ვაქცინებთან დაკავშირებით არის უფრო ბევრი კითხვები, ვიდრე პასუხები.

შედარებისთვის, – „ფაიზერთან“ და „ასტრაზენეკასთანაც“ არის შეკითხვები, მაგრამ ეტაპობრივად მათზე პასუხების გაცემა ხდება. „ფაიზერის“ გამოყენება უკვე 12 წლის ასაკიდან მოხდება, „ასტრაზენეკამ“ კი ბავშვებში კვლევა შეაჩერა. ეს ერთ-ერთი მანიშნებელია, რომ ახალგაზრდებში ეს ვაქცინა მაინცდამაინც კარგი არ არის. 60 წელს ზევით უფრო ეფექტურია.

რაც შეეხება ჩინური ვაქცინების პროპაგანდისტებს. თქვენ, ალბათ, ნახეთ ჩემი საჯარო მიმოწერა ახალგაზრდა ექიმ არჩილ მარშანიასთან, რომელიც, როგორც გავიგე, სასწრაფო დახამარების სამსახურში მუშაობს, რაც, სხვათა შორის, საჭირო საქმეა, ასევე ტელევიზიასთან თანამშრომლობს და აქტიურად არის ჩართული გარკვეულ პროცესებში. მესმის, ზოგს პარტიული დავალება აქვს, ზოგს – სხვა ტიპის, ზოგს რეიტინგი უნდა.

მე არ მაინტერესებს რეიტინგი. წეღან ვნახე, თურმე 93 000 გამომწერი მყოლია ჩემს ფეისბუქგვერდზე. ჩემი ბრალია, რომ ადამიანებს აინტერესებს ის, რა ინფორმაციებსაც ვაწვდი?! ზოგი ამ ციფრის დანახვაზე ბრაზდება. ხალხო, ილაპარაკეთ სიმართლე და 90 000 კი არა, 2 მლნ გამომწერი გეყოლებათ.

და კიდევ, როცა ვსაუბრობთ მედიცინაზე, უმთავრესია პირველწყარო. ისიც გვახსოვდეს, მედიცინა არის მუდმივად განვითარებადი მეცნიერება და ის, რაც რელევანტური იყო ერთი თვის წინ, შეიძლება, შეიცვალოს. მედიცინაში მუდმივად უნდა ვისწავლოთ და სიახლეებს გავეცნოთ.

ჩინურ ვაქცინებთან დაკავშირებით სანდო კვლევების პირველწყაროები არა გვაქვს, არის მარტო „მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანა“ სიტუაცია. ყველა ის ინფორმაცია, რაც არის ჩინურ ვაქცინებზე, არის ან ჩინეთის კომუნისტური, დიქტატორული მთავრობის მიერ გავრცელებული, ან სხვადასხვა ქვეყნებში ჩინეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული კვლევები“, -აცხადებს პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights