ორშაბათი, აპრილი 27, 2026

„ჩინეთში ექიმები დაიჭირეს და შემდეგ ის ექიმები გარდაიცვალნენ. ასეთი სიტუაციია ახლა…“-გიორგი ფხაკაძე

13/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil


პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს:

„სამწუხარო ამბავია, ინდოეთში არის იშვიათი დაავადება, რომელიც ძირითადად ტროპიკულ ქვეყნებშია. იმედია, ჩვენამდე ეს დაავადება არ მოაღწევს. ინდოეთში არ არის მარტო ერთი შტამი. ინდოეთის ჩრდილოეთით არის ბრიტანული შტამი, სამხრეთში არის ეს ახალი შტამი, რომელზეც ჯანმომ გამოაცხადა, რომ არის საშიში. ინდოეთში არის კიდევ სხვა პატარა შტამები. რაც უფრო ბევრ ადამიანში ვრცელდება, მით უფრო დიდია შანსი, მუტაცია იქნება..“

მისი თქმით, პოლიტიკოსები როცა ერევიან სამედიცინო საქმეში, ყოველთვის არის პრობლემა.

„ჩინეთში, უჰანში რომ მოხდა ეპიდემიის აფეთქება, პირველი რაც გააკეთეს, ექიმები „ჩაახრჩვეს“, დაიჭირეს და შემდეგ ის ექიმები გარდაიცვალნენ. ასეთი სიტუაციია ახლა ანდრაპატეში, იქ ექიმებმა თქვეს, რომ იყო ახალი შტამები, 15-ჯერ უფრო საშიში, ვიდრე არსებული ინდური შტამი. ინდოეთის მთავრობა ძალიან შეშინებულია, ამ ექიმების რეპრესიები დაიწყო, რომ ეს იყო დეზინფორმაცია. სხვადასხვა შტატებში ექიმები უკვე ამაზე საუბრობენ.

ინდოეთს სილიდარობა უნდა გამოვუცხადოთ და მაგრამ მეორეს მხრივ უნდა გვახსოვდეს, რომ ინდური შტამი მარტო ინდოეთში არ არის, ინდური შტამი უკვე 30-ზე მეტ ქვეყანაშია“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

“It has been proven that covid causes impotence in about 5% of men” – Dr Giorgi Pkhakadze

5/1/2022



Public health expert Dr Giorgi Pkhakadze says that the negative impact of coronavirus on male potency has already been confirmed by research.


As Dr Pkhakadze said on the air of “Palitranews”, he warned about this last year.
“I said last year, folks, before Covid came to you, have a baby. When I said this – there was a fuss – they say Dr Pkhakadze says that the coronavirus vaccine causes infertility. And now studies have officially shown that coronavirus causes impotence in about 5% of men and then requires serious treatment.
“People who criticized me now publish articles themselves that, it turns out, coronavirus affects reproduction,” – Dr Giorgi Pkhakadze said.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Source: https://pia.ge/en/news/covid-19/it-has-been-proven-that-covid-causes-impotence-in-about-5-of-men-giorgi-pkhakadze

„არავინ ლაპარაკობს, ცე ჰეპატიტის პროგრამაში ვინც მიიღო მონაწილეობა, ამ ადამიანებისთვის ეს ვაქცინა…

29/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„საქართველო დგას ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე, ეს არის ჯანდაცვის ხარისხი. ადამიანებმა უნდა მიიღონ უსაფრთხო გარემოში ხარისხიანი ჯანდაცვა.

არავინ ლაპარაკობს, ცე ჰეპატიტის პროგრამაში ვინც მიიღო მონაწილეობა, ამ ადამიანებისთვის ეს ვაქცინა კარგია თუ ცუდი? პრიორიტეტი რაც არის ქვეყანაში, ამაზე არავინ ლაპარაკობს.

მე ვაქცინებზე აღარ ვილაპარაკებ. ვილაპარაკებ ჯანდაცვის საკითხებზე, რომელიც არის ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის – ეს არის ჯანდაცვის სისტემის ხარისხი“, – აცხადებს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების დამოუკიდებელი შეფასებისა და აკრედიტაციის ინიციატივით გამოდის.

აღნიშნული ინიციატივა ფრანგული ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – მიერ არის მხარდაჭერილი.

გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორ გიორგი ფხაკაძის „საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა“ გულისხმობს საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების ხარისხის კონტროლის ამაღლებას.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


„თუ გაქვთ მოსაზრებები, სად შეიძლება გავისეირნო თბილისში, რომ ბევრი ხალხი არ იყოს და პირბადის…

23/09/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„რამდენიმე კვირა თბილისში ვიქნები. მე ჩამოვდივარ არა წინასაარჩევნოდ. სიმართლე გითხრათ მე არც მაინტერესებს. პოლიტიკური ამბებისგან შორს ვარ. ფხაკაძე ყველგან დადის, ყველაფერს აკეთებს, რაც გასაკეთებელია… ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან მიყვარხართ იარეთ ფეხით. თუ გაქვთ მოსაზრებები, სად შეიძლება გავისეირნო თბილისში, რომ ბევრი ხალხი არ იყოს და პირბადის გარეშე ვიყო, გამიზიარეთ,“ – ამბობს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.


MD, MPH, PhD


#drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე


#ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

Georgian Public Health Expert: Virus is likely to be soon beaten – Dr Giorgi Pkhakadze

30 June, 2021

Public Health Expert and Healthcare Advisor to the UN Secretary-General, Dr Giorgi Pkhakadze, says in his social media post that the coronavirus will soon be beaten thanks to highly effective vaccines.

”The numbers say it all.

Look at Israel and Great Britain _ In both countries, the Delta COVID variant dominates, but what do we see?! The mortality rate is rather low in both of them, thanks to the highly effective vaccines.

Irrespective of what people say, the virus is likely to be soon beaten; however, who defeats it first is what does matter.

If we do not take care of ourselves in Georgia, our European and American friends will take care of us in September or October.

Everything will be well. Be safe,” he wrote.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Source: https://report.ge/en/society/georgian-public-health-expert-virus-is-likely-to-be-soon-beaten/

„ქვეყანა იქნება უსაფრთხო, თუ მოზრდილი მოსახლეობის 90%… – საქართველომ დაუშვა იგივე შეცდომები, რაც…“

14/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„საქართველომ დაუშვა იგივე შეცდომები, რაც ინდოეთმა! იხილეთ ბმულში დღევანდელი სტატია ინდოეთზე TheBMJ.

საქართველო:

თებერვალში „დავამარცხეთ” ვირუსი;

ყველა შეზღუდვა მოიხსნა 1 კვირაში;

დარჩა მხოლოდ კომენდანტის საათი (ელიტას/გავლენიანებს არ ეხება);

პირბადის ტარება შემცირდა (არაერთი თანამდებობის პირი და ოპოზიციის წევრი ვიხილეთ პირბადის გარეშე),

ვაქცინაცია ვერ დავიწყეთ (ეს პროცესი უფრო ცირკს წააგავს),

ჟანგბადის მარაგის მობილიზებას ვერ ვხედავ,

საავადმყოფოების დროულ მობილიზებას ვერ ვხედავ (რეანიმაციაში მაქსიმალური დატვირთვა უნდა იყოს 75%, ამის ზემოთ სიკვდილიანობა იზრდება),

კარანტინის გამოცხადება ყველა სამედიცინო დაწესებულებაში (რომ ავირიდოთ ვირუსის გავრცელება ამ დაწესებულებიდან),

პერსონალური დაცვის საშუალებების მომარაგება და ხელმისაწვდომობა!

აიკრძალოს სხვა პირბადეები და დაიშვას მხოლოდ 2 ტიპის სამედიცინო პირბადე EN14683 და FFP2,

აიკრძალოს 6 ადამიანზე მეტი შეკრება (დავიწყოთ პარლამენტიდან, გადავიდნენ დისტანციურზე),

არ გაიხსნას სკოლები/სასწავლებლები ნაადრევად და თუ გაიხსნება, უზრუნველყოფილი იყოს 2-მეტრიანი დისტანცია ყველგან დაწესებულებაში!

საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა უნდა იმუშაოს 150%-იანი დატვირთვით და უნდა იქნას გამოყენებული ყველა არსებული „ავტობუსი“ (ტურისტული, ძველი) რათა შევამციროთ ტრანსპორტში გადატვირთვა,

ტრანსპორტმა უნდა იმუშაოს 24 საათი, მაგრამ მეტრო უნდა იქნას გაჩერებული,

კომენდანტის საათმა საქართველოში არ იმუშავა, ჯობია ბიზნესებისთვის დაწესდეს „კომენდანტის საათი“ და, კიდევ ერთხელ, აიკრძალოს 6 ადამიანზე მეტი შეკრებები!!!

ყველა სატრანზიტო მანქანა იქნას გატარებული „წითელ კოლიდორში” (ყოველ 50 კილომეტრში მოეწყოს ბენზინგასამართი სადგური, მაღაზია) და სატრანზიტო მძღოლებს “0” კონტაქტი საქართველოს მოქალაქეებთან. ამით ავიცილებთ არასაჭირო ინფექციის შემოდინებას მეზობლებისგან.

ყველა შემოსულ სტუმარს უნდა მოვთხოვოთ: 48 საათის პსრ ტესტი სანამ ჩამოვა და აეროპორტში ყველა უნდა დაიტესტოს სწრაფი ტესტით და 3 დღეში პსრ ტესტით.

ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა დაყოს ქვეყანა რეგიონებად და შექმნას მარტივი და გასაგები “შუქნიშნის სისტემა”

მწვანე – რეანიმაციული საწოლების 50% დაკავებულია (სამედიცინო პირბადის ტარება ყველგან, ხალხმრავალი შეკრებების მაქსიმუმ 6 ადამიანის დაშვება, ყველგან 2-მეტრიანი დისტანცია)

ყვითელი – რეანიმაციული საწოლების 75% დაკავებულია (ნაწილობრივი ჩაკეტვა – კომენდანტის საათი, რესტორანი, კინო, დიდი სავაჭრო ცენტრების დაკეტვა)

წითელი – რეანიმაციული საწოლების 90% დაკავებულია (მთლიანი ჩაკეტვა)

ქვეყანა იქნება უსაფრთხო, თუ მოზრდილი მოსახლეობის 90% იქნება აცრილი (ეფექტური ვაქცინით). ამით ჩვენ მოზარდი მოსახლეობის 70%-ს დავიცავთ.

ჯანმრთელობას გისურვებთ,

ეს პანდემია არის შესაჩერებელი “-წერს პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე.


ნახეთ ბმული:

https://www.bmj.com/content/373/bmj.n1196?fbclid=IwAR2pPgEIb4gWHqqTc45T9xzV3AHoWIBEbGeDshJwKtZ9s6THkZFujdM-5Go




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„ასე რომ ლობირებთ ამ ჩინურ ვაქცინას, რამე კვლევა გაგვიზიარეთ…„ფაიზერსა“ და „მოდერნას“ საკმაოდ…“

29/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



SARS-CoV-2 ინფექციით დაავადებულ ბევრ პაციენტს უვითარდება ნევროლოგიური ნიშნები და სიმპტომები, მაგრამ დღემდე არ არსებობს მტკიცებულებები, რომ ტვინის პირველადი ინფექცია მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია.

წარმოგიდგენთ SARS-CoV-2 ინფექციით ზედიზედ 41 პაციენტის კლინიკურ, ნეიროპათოლოგიურ და მოლეკულურ დასკვნას, რომლებიც გარდაიცვალა, ჩატარდა კვლევა სამედიცინო ცენტრში. საშუალო ასაკი იყო 74 წელი (38–97 წელი), 27 პაციენტი (66%) იყო მამაკაცი და 34 (83%) იყო ესპანური / ლათინქსის ეთნიკური წარმომადგენელი. 24 პაციენტი (59%) მოათავსეს რეანიმაციულ განყოფილებაში (ICU). ხშირი იყო გართულებები, 8 (20%) ღრმა ვენის თრომბოზით / ფილტვის ემბოლიით (DVT / PE), 7 (17%) თირკმლის მწვავე დაზიანება, რომლებიც საჭიროებენ დიალიზს და 10 (24%) სისხლის დადებითი კულტურებით. რვა (20%) პაციენტი გარდაიცვალა საავადმყოფოში მიღებიდან 24 საათში, 11 (27%) გარდაიცვალა საავადმყოფოში მიღებიდან 4 კვირაზე მეტი ხნის შემდეგ. თითოეულის 20-30 უბნის ნევროპათოლოგიურმა გამოკვლევამ გამოავლინა ჰიპოქსიური / იშემიური ცვლილებები ყველა თავის ტვინში, როგორც გლობალურ, ისე კეროვანში; დიდი და მცირე ინფარქტები, რომელთა უმეტესობა ჰემორაგიული აღმოჩნდა; მიკროგლიალური აქტივაცია მიკროგლიალური კვანძებით, რომელსაც თან ახლავს ნეირონოფაგია, განსაკუთრებით თვალსაჩინოა ტვინის ღეროში. ჩვენ დავაკვირდით იშვიათი T ლიმფოციტების დაგროვებას პერივავასკულურ რეგიონებში ან თავის ტვინის პარენქიმაში. ტვინში იყო დიდი არტერიების ათეროსკლეროზი და არტერიოლოსკლეროზი, თუმცა არც ერთს არ ჰქონდა ვასკულიტის მტკიცებულება. თვრამეტი (44%) შეიცავს ნეიროდეგენერაციული დაავადებების პათოლოგიებს, რაც არ არის მოულოდნელი ჩვენი პაციენტების ასაკის გათვალისწინებით. ჩვენ შეისწავლეთ მრავალი ახალი გაყინული და ფიქსირებული ქსოვილი, 28 ტვინიდან ვირუსული RNA და ცილის არსებობის მიზნით, რაოდენობრივი უკუტრანსკრიპტაზის PCR (qRT-PCR), RNAscope და იმუნოციტოქიმიის გამოყენებით, პრაიმერების, ზონდების და ანტისხეულების გამოყენებით, რომლებიც მიმართავენ სპაიკისა და ნუკლეოკაფსიდის რეგიონებს. qRT-PCR გამოვლინდა ტვინის უმეტეს ნაწილში დაბალიდან ძალიან დაბალი, მაგრამ შესამჩნევი ვირუსული RNA დონის, თუმცა ისინი გაცილებით დაბალია, ვიდრე ცხვირის ეპითელიაში. რნმ-სკოპმა და იმუნოციტოქიმიამ ვერ აღმოაჩინეს ვირუსული RNA ან ცილა თავის ტვინში. ჩვენი დასკვნების თანახმად, COVID-19 თავის ტვინში გამოვლენილი ვირუსის დონე ძალიან დაბალია და არ კორელაციაშია ჰისტოპათოლოგიურ ცვლილებებთან. ეს დასკვნები ცხადყოფს, რომ მიკროგლიალური გააქტიურება, მიკროგლიალური კვანძები და ნეირონოფაგია, რომლებიც აღინიშნება ტვინის უმრავლესობაში, არ არის გამოწვეული ტვინის პარენქიმის პირდაპირი ვირუსული ინფექციით, არამედ სისტემური ანთებით, შესაძლოა ჰიპოქსია / იშემიისგან სინერგიული წვლილით. საჭიროა დამატებითი გამოკვლევები, შეიძლება თუ არა ამ პათოლოგიებმა, COVID-19– ით გადარჩენილ პაციენტებში, ხელი შეუწყოს ქრონიკულ ნევროლოგიურ პრობლემებს.


ლინკი:

https://academic.oup.com/brain/advance-article/doi/10.1093/brain/awab148/6226391?fbclid=IwAR2HpKwOW0ZEzlndoz0BPHjC6ADGhHlQN24M0W1K0dwwWUn5Wv7d2HR8mVY

კლინიკური გამოკვლევების თანახმად, მაღალი ეფექტურობაა # COVID19 # ვაქცინისთვის, მაგრამ საჭიროა ვაქცინის ეფექტურობის შეფასება რეალურ გარემოში და მაღალი რისკის მქონე პოპულაციებში მწვავე შედეგების საწინააღმდეგოდ, უფროსი ასაკის პირების ჩათვლით. 2021 წლის იანვრიდან მარტამდე აშშ – ს საავადმყოფოების მრავალსახელმწიფოებრივ ქსელში #PfizerBioNTech– ის ან #Moderna #COVIDvaccines– ის მიღება იყო 94% ეფექტური COVID-19 ჰოსპიტალიზაციის საწინააღმდეგოდ სრულად ვაქცინირებულ მოზრდილებში და 64% ეფექტური იყო ნაწილობრივ ვაქცინირებულ მოზრდილებში ≥65 წლის ასაკში. # SARSCoV2 ვაქცინა მნიშვნელოვნად ამცირებს COVID-19 ასოცირებული ჰოსპიტალიზაციის რისკს ხანდაზმულ მოზრდილებში. შეიძლება გამოიწვიოს COVID- ის შემდგომი პირობების და სიკვდილიანობის თანაზომიერი შემცირება“.


ლინკი:https://www.cdc.gov/mmwr/volumes/70/wr/mm7018e1.htm?s_cid=mm7018e1_w&fbclid=IwAR0yeK7Y-B1Aj3iyfBdjtFiJojt4rTmhOsn_MHCGh2YjppADb8x_xKJRZrM


„ფაიზერი რომ ეფექტურია, ამის არაერთი კვლევაა. იხილეთ კიდევ ერთი საკმაოდ საინტერესო კვლევა, სადაც ნათლად ჩანს, რომ ბოლო მონაცემებით შეერთებულ შტატებში „ფაიზერსა“ და „მოდერნას“ საკმაოდ კარგი შედეგები აქვს. ინფორმაციისთვის, დღეის მდგომარეობით მსოფლიოში 1 მილიარდი „ფაიზერის“ ვაქცინა უკვე გამოყენებულია.

ერთი ამგვარი ტიპის კვლევები მანახა რუსულ და ჩინურ ვაქცინებზე … მარტო პოლიტიკური და კორუფციული ტიპის კვლევები არის ხელმისაწვდომი და მეცნიერული კვლევების ხარისხისა რა მოგახსენოთ.
კიდევ რამოდენიმე კვლევა ვაქცინების – „ფაიზერი“ და „ასტრაზენეკა“
რუსული და ჩინური კვლევები სად არის
82 ექსპერტმა, ვაქცინაციის გეგმა რომ მოამზადეს ან ვაქცინაციის საბჭოს წევრებმა გამოაქვეყნონ ამ ჩინური ვაქცინის შესახებ რამე. ასე რომ ლობირებთ ამ ჩინურ ვაქცინას, რამე კვლევა გაგვიზიარეთ…“, – წერს პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„კიდე რა მტკიცებულებას ელოდებით? – სტატისტიკა, მეცინიერება თუ იცი და უბრალოდ საღი აზრი თუ გაქვს…

24/09/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„დღე მსოფლიოში 6 მილიარდი დოზა კოვიდ ვაქცინა არის გამოყენებული 3.4 მილიარდ ადამიანზე

თითქმის დედამიწის ნახევარი არის ვაქცინირებული

კიდე რა მტკიცებულებას ელოდებით?

ყველა მაჩვენებლებით და ყველა მტკიცებულებებით (ნაკლებ ეფექტური ვაქცინების ჩათვლით) ვაქცინაცია არის უსაფრთხო

რავი, სტატისტიკა, მეცინიერება თუ იცი და უბრალოდ საღი აზრი თუ გაქვს ამას რაღა უნდა დაუმატო?“- წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.


MD, MPH, PhD

#drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

#ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze


„უკვე განვახორციელეთ კონკრეტული საპილოტე პროექტი, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს და არაერთმა …“

25 ოქტომბერი, 2021

#drpkhakadze

„აკრედიტაცია საზღვრების გარეშე,

უწყვეტი სამედიცინო განათლების ტექნიკური ჯგუფის შეხვედრა.

ჯანდაცვის სისტემა ვერ იქნება ძლიერი უწყვეტი განათლების სისტემის გარეშე

ჩვენ უკვე განვახორციელეთ კონკრეტული საპილოტე პროექტი, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს და არაერთმა ასეულმა კოლეგამ უკვე მიიღო უწყვეტი სამედიცინო განათლების კრედიტქულა

ჩვენ ერთად ვაშენებთ ჯანდაცვის თანამედროვე სისტემას“, – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil




„არც ერთი ვაქცინა არ მუშაობს ახალი შტამების წინააღმდეგ. მილიარდებია ჩაყრილი“- გიორგი ფხაკაძე

23/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე ჯანდაცვის საკითხებზე და ვაქცინაციაზე გვესაუბრა:
„ჩამოიტანეს ნაგავი ჩინური ვაქცინა, რომელიც ბრიტანულ შტამზე არ მუშაობს, საქართველოში უკვე 80%-ზე მეტი ბრიტანული შატმის გავრცელებაა, 3-4 კვირაში კი ქვეყანაში მხოლოდ ბრიტანული შტამის ცირკულირება იქნება;
მსოფლიოში არის სამი ძალიან საშიში – სამხრეთ აფრიკული, ბრაზილიური და ინდური შტამი, რომელთა წინააღმდეგ არც ერთი ვაქცინა არ მუშაობს.
ეს არის გიორგი ფხაკაძის რეფერენსი – ასე ჩაწერეთ! პასუხს ვაგებ ჩემს სიტყვებზე!
ხუთი დღეა, დეპრესიაში ვარ, ისეთი ინფორმაციები მოდის, არ მინდოდა ლაპარაკი. გინდათ სიმართლე? ეს არის სიმართლე:
„დარხეული გვაქვს ყველას“, მთელ მსოფლიოს. ბოდიში ამ გამოთქმისთვის, არც ერთი ის ვაქცინა, რომელიც დღეს არის მსოფლიოში, უკვე ვერ გვიშველის. ყველა ვაქცინა მუშაობს ვუხანის ვირუსის წინააღმდეგ და მეტნაკლებად ბრიტანული შტამის წინააღმდეგ.
ისრაელში ჩატარდა კვლევა, – ყველა ბრაზილიური შტამით არის რეინფიცირებული,, ანუ ვერც ფაიზერიც ვერ მუშაობს ამ შტამზე.
თუ ქვეყანაში გინდათ ვაქცინაციის გაკეთება, ჯერ ჩამოიტანეთ ვაქცინა, – 3 მილიონი ვაქცინაა მინიმუმ საჭირო. თუ გვინდა, რომ საქართველოს მოზრდილი მოსახლეობის ანუ 18 წელზე ზევით მოსახლეობის 70% თუ გვინდა, იყოს დაცული, ამისთვის მოსახლეობის 90% უნდა ავცრათ. 2-3 თვეში უნდა გააკეთოთ სრულად მიყოლებით. დაიწყე, გააკეთე, დაამთავრე. ეს არის მათემატიკა და მეცნიერება. ეს არის ეპიდემიოლოგია! ნუ თამაშობთ ვაქცინობანას ქვეყანაში! 10 0000 და 20 0000 და თუნდაც 10 000 100 000 ვაქცინის ჩამოტანა არის თვალებში ნაცრის შეყრა!
იცით, რომ ვაქცინაციის შემდეგ 6 თვის შემდეგ ისევ ხელახლა არის გასაკეთებელი ერთი ნემსის ანუ მესამე დოზაა საჭირო. ფაიზერი მაგალითად.
უბედურება ისაა, რომ ეს ახალი შტამები მოდის, უკვე თურქეთში არის დაფიქსირებული ბრაზილიური და სამხრეთ აფრიკული შტამი. ჩვენ საზღვრები ღია გვაქვს ამ ქვეყნებთან, რუსებს და ინდოელებს აქვთ მიმოსვლა ერთმანეთთან და ჩვენ ღია გვაქვს საზღვარი რუსეთთან. რომ ჩავკეტეთ ინდოეთთან, ირიბი გზით ხომ შემოდიან მაინც ინდოეთში ნამყოფები სხვა ქვეყნებიდან? გესმნით, რა არის საშიშროება?
ვაქცინებში – „ატრაზენეკა“ და Johnson&Jonson მილიარდებია ჩაყრილი, არ ვარგა ეს ორი ვაქცინა!

ფაიზერსაც აქვს იგივე პრობლემები თრომბოზთან დაკავშირებით, ასევე მოდერნასაც,
„ჩინური ვირუსი“ როცა გავრცელდა, ვაქცინები – ფაიზერი, ასტრაზენეკა, Johnson&Jonson, მოდერნა მუშაობდნენ, ასევე ჩინური და რუსული ვაქცინაც. დაახლოებით 5-6 თვის წინ ვირუსმა განიცადა მუტაცია. ერთ-ერთი მულტირებული ვირუსი გაჩნდა ბრიტანეთში, ბრიტანული შტამის წინააღმდეგ ფაიზერი და ასტრაზენეკა მეტ-ნაკლებად მუშაობს. ჩინური ვაქცინა არ მუშაობს ბრიტანული შტამის წინააღმდეგ. წამოვიდა უკვე სამხრეთ-აფრიკული შტამი, ვირუსი შეიცვალა და გახდა სხვანაირი, არც ერთი ვაქცინა არ მუშაობს ამ ვირუსის წინააღმდეგ. უსაშინლესი აფეთქებაა ინდოეთში, კატასტროფა ხდება, ძირითადად ახალგაზრდები იღუპებიან! არც ერთი ვაქცინა ინდური ვაქცინის წინააღმდეგ არ მუშაობს.
ისრაელში ჩატარდა კვლევა, რა უკუჩვენებები აქვს ვაქცინებს! ყველა, ვინც არის რეინფიცირებული, არის ძირითადად ბრაზილიური შტამით, ფაიზერი და ასტრზენეკა ვერ მუშაობს ბრაზილიური და სამხრეთ-აფრიკული შტამების წინააღმდეგ.
არის სამი ძალიან საშიში ბრაზილიური, სამხრეთ-აფრიკული და ინდური შტამები! ეს ვაქცინები არ მუშაობენ ამ შტამების წინააღმდეგ! ეს ყველამ იცის!
ვაქცინის გაკეთების შემდეგ დაახლოებით 5%-ს აქვს რაღაც გართულებები (სიცხე, ქავილი). ვაქცინაციის შედეგად 1 მილიონზე არის 5 გარდაცვლილი.
ქვეყანაში თუ გინდათ ვაქცინაციის პროგრამის განხორციელება, ჯერ ჩამოიტანეთ 4 მილიონი ვაქცინა.
აგიხსნით, საზოგადოებრივი ჯანდაცვა როგორ მუშაობს:
თუ გვინდა, საქართველოს მოზრდილი მოსახლეობის (18 წლის ზემოთ) 70% რომ იყოს დაცული ვირუსისაგან, მოსახლეობის 90%-ის ვაქცინაცია არის საჭირო, 2-3 თვეში.
ისწავლეთ ისრაელის მაგალითიდან, შეიტანეს ქვეყანაში ვაქცინა ყველა მოსახლისთვის ორი დოზა, დამატებით კიდევ 20%, ასევე ხუთი თვის შემდეგ მესამე დოზისთვისაც აქვთ შენახული. როცა კეთდება ვაქცინა, ექვსი თვის შემდეგ ხელახლა არის ვაქცინა გასაკეთებელი!
როცა კეთდება ფაიზერის ვაქცინა, 28 დღის შემდეგ კეთდება მეორე დოზა, მესამე დოზა უნდა გაკეთდეს ხუთი თვის შემდეგ!
მსოფლიოში უმძიმესი მდგომარეობაა. საქართველო, მე მგონი, ერთადერთი ქვეყანაა, ტაშფანდურია, გახსნილია ყველაფერი და კიდევ უფრო გავიხსნათო. ბიზნესმენები გამოდიან, კიდევ ერთ ლოქდაუნს ვერ გავუძლებთო. მაინცდამაინც ყოველი მეორე უნდა მოკვდეს, რომ აღიქვათ საშიშროება?
ვირუსის მაჩვენებელი ძლივს იყო ჩამოსული ქვემოთ იანვარში, ეს უნდა შეგვენარჩუნებინა. როცა ქვეყანა ერთ დღეში გახსენით, ვთქვი და ახლაც ვამბობ, ყველაზე დიდი მავნებელია დაავადებათა კონტროლის ცენტრი-მეთქი. გასაგებია, პრემიერი ახალია და უნდა, ცვლილებები აჩვენოს ხალხს, მაგრამ შენ რომ ხარ სფეროს წარმომადგენელი და პროფესიონალი თუ ხარ, უნდა გამოხვიდე და თქვა, – არ შეიძლება, უნდა აუხსნა, რომ ეს რისკია და დაასაბუთო, დაგიჯერებენ. მაგრამ რაც ხდება, ეს არის არაპროფესიონალიზმი და კორუფცია ერთად!
ჩინოვნიკები უნდა გვაძლევდნენ სწორი ქცევის მაგალითს და რა ხდება სინამდვილეში? გამოდის მაგალითად ვიღაც მინისტრის მოადგილე და საუბრობს პირბადის გარეშე. მე რომ ვიყო, სამსახურიდან გავუშვებდი.
ქვეყანაში ორი პრობლემაა – რუსეთი და კოვიდი. გონივრულად უნდა ვებრძოლოთ ხილულ და უხილავ მტერს!
გვახსოვდეს – პირბადე, დისტანცია და ხელების დაბანა! არ ვიცი, მეტი რა ენაზე გითხრათ და რა გითხრათ!
ჯანმრთელობას გისურვებთ!“

ინდოეთში აღმოაჩინეს კორონავირუსის ახალი შტამი, რომელმაც ორმაგი მუტაცია განიცადა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში ჯერჯერობით ვერ ადასტურებენ, არის თუ არა ახალი სახეობა ვირუსით ინფიცირების შემთხვევების სწრაფი ზრდის მიზეზი. ქვეყნის 18 შტატში დაფიქსირებულია კორონავირუსის ბრიტანული, ბრაზილიური და სამხრეთ აფრიკული შტამებიც. ინდოეთი სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს.
ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 11.7 მილიონი შემთხვევა, ვირუსს 160 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
კორონავირუსი გარდაცვლილთა მასობრივი კრემაცია ინდოეთში მიმდინარეობს.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights