ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026

„ბევრი სასიყვარულო ურთიერთობა, ცრემლი და კრახი კი იყო ჩემს ცხოვრებაში” – გიორგი ფხაკაძე

25/06/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გი­ორ­გი ფხა­კა­ძე გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი პან­დე­მი­ის დროს გახ­და.

გიორგი ფხაკაძეს ბევრ მნიშ­ვნე­ლო­ვან პო­ზი­ცი­ა­ზე უმუ­შა­ვია და დღემ­დე მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბაც გა­უვ­ლია, რა­ზეც AMBEBI.GE-ის უამ­ბო.


ნახეთ ვრცლად:

https://www.ambebi.ge/article/261585-coli-ar-mqolia-magram-bevri-sasiqvarulo-urtierto/?fbclid=IwAR3_DPoSIATlWVPLrDsCCNnLN8fRYYIn_n1r28icFmv0kgZ5AWCeFldJzWU



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


„გადაგავდგებოდი თანამდებობიდან იმ დღიდან, როცა ყველა შეზღუდვის მოხსნის“-გიორგი ფხაკაძე

06/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს. საქართველომ გასულ კვირას „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა:
„ჩინეთის მთავრობა საქართველოს „სინოვაკის“ ვაქცინას უსასყიდლოდ გადასცემს. „სინოვაკის“ ვაქცინა ძალიან ფართოდ გამოიყენება ირგვლივ მყოფ ქვეყნებში. დაახლოებით 15 მილიონი დოზა უკვე გამოყენებულია თურქეთში, ნახევარი მილიონი დოზა აზერბაიჯანში.
ჩინეთს აქვს ხუთამდე ვაქცინა. აქედან საერთაშორისო მასშტაბით გამოიყენება ორი – „სინოვაკი“ და „სინოფარმი“. ორივე ვაქცინა წარდგენილია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციაზე, რომელსაც დიდი ალბათობით მიიღებენ აპრილის შუა რიცხვებში. ქვეყანაში ეპიდემიას წერტილი დაესმება, მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტი თუ აიცრება.
კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ვაქცინების მარაგი ქვეყანაში თანდათანობით ფართოვდება. ახლა მასმედიაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, რამდენად სწორ გზავნილებს მივაწვდით მოსახლეობას, რამდენად მეტი იქნება მოსახლეობის აქტივობა, დღეს ეპიდემიის დამთავრების სხვა იარაღი ქვეყანაში არ არის. ერთადერთი გზა გადის მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციაზე. წელს თუ ჩვენ დასახულ მიზანს შევასრულებთ ჩვენსავე გეგმით, მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრას, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ქვეყანაში ეპიდემიას წერტილი დაესმება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდანდაიწყო, „ფაიზერის“ ვაქცინით 30 მარტიდან. საქართველოში გასულ კვირას „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.



პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე საქართველოში ვაქცინაციის შესახებ საუბრობს:

„გისურვებთ ჯანმრთელობას, იყავით კარგ ხასიათზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, გისურვებთ გამძლეობას!

პრესკონფერენციაზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძისა და საქართველოში ჩინეთის ელჩის გამოსვლას მოვუსმინე, ჩემთვის ნათელი გახდა, როგორც თეთრი და შავი, გარდა იმისა, რომ რუსეთიდან გვაქვს წნეხი, ახლა კიდევ ჩინეთიდან წამოვიდა წნეხი.“


მისი თქმით, ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო, – ვაქცინაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყებოდა, რაც სინოფარმი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს, ეს საჯაროდ თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. დღეს კი დავინახეთ სულ სხვა სურათი.


როგორც გიორგი ფხაკაძემ აღნიშნა, ასტრაზენეკას ვაქცინასთან დაკავშირებით დალაგებული არ არის სისტემა.


„ასტრაზენეკას ვაქცინასთან დაკავშირებით დალაგებული არ არის სისტემა. ვაქცინა რომელიც ბრიტანეთის ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ არის გაკეთებული, ყველა ინფორმაცია არის საჯარო, ყველა ინფორმაცია არსებობს. როგორც კი რაიმე უკუჩვნება (ქავილი, გაწითლება) დაემართება ვაქცინის შემდეგ ადამიანს, მაშინვე რეგისტრირდება, ყველაფრის გასარკვევად.

არის კიდევ მართლა ძლიერი მარეგულირებლის მიერ დარეგისტრირებული ვაქცინა.

ქვეყანაში შემოიტანეს ჩინური ვაქცინა, რაც პრინციპში სწორიც არის, შემოტანა არ არის პრობლემა. ისრაელი და აშშ-იც ასე მოიქცა. აშშ-ში შეტანილია 170 მილიონი ასტრაზენეკას ვაქცინა, მაგრამ ასტრაზენეკას ვაქცინა არ არის რეგისტრირებული ამერიკაში. საწყობში აქვთ და ადგილობრივი მარეგულირებლის გადაწყვეტილებას ელოდებიან. ისრაელიც ასე მოიქცა, შეიტანეს ფაიზერისდა მოდერნას ვაქცინა და ელოდებოდნენ გადაწყვეტილებას, მანამდე დასაწყობებული იყო.

როცა საქართველოს ჯანდაცვის სამინსტრომ თქვა, რომ შემოიტანდნენ და დაასაწყობებდნენ, სწორი გადაწყვეტილება იყო. როგორც კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იტყვის, რომ უსაფრთხოა, შეგიძლიათ გამოიყენოთ.

მინდა ვისაუბრო იმ 82 მავნებელ ორგანიზაციაზე თუ ადამიანზე, ვინც იღებდა მონაწილეობას საქართველოში ვაქცინაციის გეგმასთან დაკავშირებით. მთელი უბედურება დევს ამ დოკუმენტში, „სადღეგრძელოები“ რომ არის დაწერილი. იქ არის ერთი პუნქტი, სადაც მითითებულია, – ძლიერი მარეგულირებლის მიერ და არ არის მითითებული, რომელი ძლიერი მარეგულირებელია. ზიმბაბვე რატომ არ არის ჩადებული, მე ზიმბაბვეს ჯანდაცვის სამინისტროს ძალიან კარგად ვიცნობ. მაქვს შეკითხვა, რატომ არის მითითებული რომელი ძლიერი მარეგულირებელია?!

ახლა აღმოჩნდა, თურმე უნგრეთი არის ძლიერი მარეგულირებელი და საფრანგეთი არ არის ძლიერი მარეგულირებელი?! გერმანია არ არის ძლიერი მარეგულირებელი?! ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ არის ძლიერი მარეგულირებელი?! ხომ ხვდებით, ჩვენ რასთან გვაქვს საქმე?!

ის 82 ადამიანი, ვიცი რომ მიყურებს და მისმენს, თუ არ მიყურებენ, გეტყვიან რასაც ვამბობ, ხომ იცით, რომ თქვენ ხართ მავნებლები, ყველა, ვინც მონაწილეობდით ვაქცინაციის გეგმის შედგენაში, თქვენ ხართ ყველაზე დიდი მავნებლები ქვეყანაში, ეს არის თქვენი დანაშაული!

არ ვარ პოლიტიკოსი, რატომ მაიძულებთ, გიორგი ფხაკაძე გამოვიდეს და პოლიტიკური განცხადებები გააკეთოს! – არ გავაკეთებ და პოლიტიკაში არ ჩავერთვები თქვენს ჯინაზე, ვერ ჩამითრევთ!

დიდი დღესასწაულია კათოლიკურ სამყაროში, აღდგომის დღესასწაული და ამ დღესასწაულზე ჩაკეტილია საფრანგეთი.

მე ვთქვი, რომ ვაქცინაზე აღარ ვისაუბრებდი, მაგრამ ჩინური ვაქცინა როცა შემოიტანეს, ვთქვი, რომ გაგიჟდნენ და ვთქვი, რაც იყო სათქმელი!

არ უნდა ჩავერიო საქართველოს ვაქცინაციის პროცესში, ამდენი არაპროფესიონალიზმი, ამდენი კორუფაცია, ამდენი ვითომ პოლიტიკოსობა და ვითომ პატრიოტიზმი, ამ ყველაფერმა დაღუპა ეს ქვეყანა!“


მისივე თქმით, ქვეყანას მართლა სჭირდება ცვლილებები! – ეს არის ჩემი ყველაზე დიდი პოლიტიკური განაცხადი!


„ახლა, საქართველოში ექსპერტებს აქვთ ძალიან კარგი საშუალება, აჩვენონ, რომ ნამდვილად ექსპერტები არიან თუ არა! ამაზე უკეთესი საშუალება არ არსებობს!

გადახედეთ, რა ხდება ამ კონკრეტულ ვაქცინასთან დაკავშირებით ლათინო ამერიკაში, გადახედეთ, პოლიტიკური გადაწყვეტილებები როგორც ხდება ამ ვაქცინასთან დაკავშირებით. თუ ცოტა ინგლისური იცით, განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, ვინც მე მაკრიტიკებთ და მლანძღავთ, შეურაცხყოფას მაყენებთ, დედას მაგინებთ. ახალგაზრდები, რომლებსაც გგონიათ, რომ ყველაფერი იცით, ძველგაზრდები, რომლებსაც გგონიათ, რომ ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ, ყველა რანგის ყოფილი ჩინოვნიკები, ახლა გამოდით და დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია. გადმომიბარებია ეს ტვირთი თქვენთვის! ჩემი სათქმელი მე ვთქვი! თუთიყუშივით ერთი და იგივეს აღარ გავიმეორებ! ახლა გამოდით და მოსახლეობას აუხსენით, რატომ არის საჭირო ვაქცინაცია ჩინური ვაქცინით! გაიჭედებიან, იმიტომ რომ რაღაცა ხომ უნდა თქვან! რა საქმეებია დალაგებული, ვინ იყიდა და რატომ იყიდა, ვინ აიძულა, რატომ გადავიხადეთ ხუთჯერ უფრო მეტი, თქვით! პოზიციამაც და ოპოზიციამაც, ახსენით, ეს რატომ ხდება!

ვატყობ, რომ ქვეყანას არაფერი არ ეშველება ამ კუთხით! როგორ შეიძლება ორი დღის წინ მიღებული გადაწყვეტილება შეცვალო?!

თქვენ ხართ პოლიტიკურ თამაშებში ჩართული ე.წ. ექსპერტები!

მე მაინტერესებს ის საქმე, რასაც ვაკეთებ საქართველოსათვის, ვაკეთებ იმას, რაც ვერავინ შეძლო! პირბადეების ფასი ხომ დაგიწიეთ! პირბადეების ხარისხი რომ აგიწიეთ! ხომ გაკეთდა ეს საქმე!

ქვეყანაში ვაქცინის საკითხი ვერ მოაგვარეთ!“


გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ დღეში ათას ადამიანზე მეტი წერს.


„ჩემო მეგობრებო, ჩემი რეკომენდაცია თქვენ ვაქცინაციასთან დაკავშირებით:

ფაიზერის ვაქცინა არის კარგი ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის, კვლევები უკვე არის, 12 წლიდან შეიძლება ფაიზერის ვაქცინის გამოყენება, შეიძლება ხვალ შეიცვალოს ყველაფერი. დღესდღეობით ეს არის ფაქტი. ასტრაზენეკას ვაქცინა მთლად კარგი ვერ გამოდგა, ძლიერი მარეგულირებელი, როგორიც არის გერმანია, გადაწყვიტეს, 60 წელზე ქვემოთ არ გამოიყენონ ასტრაზენეკას ვაქცინა, საფრანგეთში 95 წლის ქვემოთ არ შეიძლება გამოიყენონ. გირჩევთ, 60 წლის ქვემოთ ასაკის ადამიანებმა გამოიყენოთ ფაიზერის ვაქცინა, 60 წლის ზემოთ – ასტრზენეკას ვაქცინა. თუ საშუალება არის, სჯობს ფაიზერის ვაქცინით აიცრათ! ჯერჯერობით, რა მონაცემებიც გვაქვს, ფაიზერის ვაქცინა საუკეთესოა!

ქვეყანაში უნდა შემოიტანონ მხოლოდ და მხოლოდ სამი მარეგირებლის მიერ აღიარებული, – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის წამლის სააგენტოსა და საფრანგეთის ან გერმანიის!

ჩინურ არც ერთ ვაქცინას არ ვუწევ რეკომენდაციას! ეს არის პირადად ჩემი, გიორგი ფხაკაძის რეკომენდაცია, ვინაიდან ვერ წავიკითხე, ვერ მოიძებნა მსოფლიოში დამადასტურებელი რამე დოკუმენტი, რომ ჩინური ვაქცინები ეფექტური და უსაფრთხოა! ყველა ინფორმაცია, რაც არსებობს, არის არადამაჯერებელი!

თუ ასეთი მაგარია ჩინური ვაქცინები, ჯანმოს მიერ აკრედიტაცია რატომ ვერ გაიარა! პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ საბუთები ბოლომდე ვერ წარადგინეს!

გახსოვდეთ! ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი თუ ვინმე გაიძულებთ, უჩივლეთ სასამართლოში! ძალიან თუ გაიძულეს, მართლა რევოლუაცია უნდა მოაწყოთ!

არავის აქვს უფლება თქვენს ჯანმრთელობაზე აწიოს ხელი, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული!

მსოფლიოში არც ერთი ვაქცინა არ არის საბოლოოდ დამტკიცებული!

ჩვენ ვართ ბიოლოგიურ ომში!

ადრე ჩუმად ვიყავი და არ ვამბობდი, საიდან წამოვიდა ეს ვირუსი. თქვენ რომ წაიკითხოთ ჯანმოს დასკვნა, თუ ჟელატინი არ გაქვთ ტვინში და წაიკითხავთ ამ დასკვნას, ყველაფერი ისეა დაწერილი, ვითომ არაფერი არ არის, ჩვენ ვიცით, რომ ჩინეთიდან წამოვიდა ვირუსი და ჩინეთის მთავრობა არის პასუხისმგებელი! ამას მე კი არ ვამბობ, ამერიკის მთავრობა ამბობს! როცა შენ ვერ დაარწმუნე, რომ არ ხარ დამნაშავე, ე.ი. დამნაშავე ხარ!

ახლა გამოდის ჩინეთი და ამბობს, ვაქცინას გაძლევთ, რატომ?! იმიტომ, რომ ჩვენ რომ ხმა არ ამოვიღოთ ჩინეთის საწინააღმდეგოდ! შემდეგ როცა დადგება საკითხი, ჩინეთი გაგახსენებს, – მე რომ მოგეცი ვაქცინა, გახსოვს?! ახლა ფასი უნდა გადაიხადო! როცა იქნება ხმის მიცემის დრო, როცა უნდა დასაჯო ჩინეთი, შენ ჩუმად იქნები ან თავს შეიკავებ!

ეს ქვეყანა გაყიდულია!

რაც დღეს მოვისმინე, ძალიან შემრცხვა, თავი მეგონა ჩამორჩენილ დიქტატორულ, გაღატაკებულ აფრიკულ ქვეყანაში! ჩემთვის ეს იყო კოლაფსი!

იმედი მქონდა, რომ ჩვენ მაინც მაგრები ვართ!

ძალიან საწყენია, როდესაც ასეთი ძლიერი ქვეყანა ძლიერი ისტორიით, ძლიერი, გამოცდილი და ჭკვიანი ხალხით, ძალიან მაგარი ექიმებით, ექთნებით, ძლიერი პროფესიონალებით, აქამდე რომ დავეცით! გავხდით რაღაცა ჩამორჩენილი დიქტატორული, გაღატაკებული, კორუფციაში ჩაფლული ქვეყანა!

ჩვენ ვიცით, ვინც არის დამნაშავე, ვინც მართავს ამ ქვეყანას, ვინ აკეთებს ამ არაფროფესიონალურ კორუფციულ გარიგებებს! ეს სხვისი ბრალი არ არის, ეს ჩვენი ბრალია!

ხალხი პანიკაშია! თითოეულ თქვენგანს აქვს საშუალება, პასუხი გასცეს ამ გადაწყვეტილებას!

ხომ დაგპირდით, სიმართლეს ყოველთვის ვიტყვი!

კოვიდის ვაქცინაცია მსოფლიოში არის ნებაყოფლობითი. მარტო დიქტატორულ ქვეყნებშია იძულებითი!

თქვენ მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება. მე გითხარით, რომელი ვაქცინა როგორ უნდა გამოიყენოთ!

საქართველოში ყველაზე კარგი გამოსავალი არის 2-მეტრიანი დისტანცია, სამედიცინო პირბადე. ამაზე უკეთესი წამალი საქართველოში არ არის! უაზრო ვიდეოები ვრცელდება, თითქოს, პირბადეებში ჭიებია, სირცხვილია, რა სისულეებს აკეთებთ!

„ჩალიჩობენ“, რომ მაინცდამაინც ჩინური ვაქცინა გაიკეთოთ. შეიძლება თქვენ ვერ ხვდებით, მაგრამ მე ხომ ვხვდები! რატომ მაინც და მაინც ახლა?! მავნებლების წრე არის, მაფიოზური, კლანური წრე. თქვენ ხართ მავნებლები!

მოდით ჩინურ ვაქცინას დავუპირსპიროთ „ფუფალას ვაქცინა“. ვფიქრობ გამოკითხვის ჩატარებას, – რომელ ვაქცინას აირჩევდით, ფაიზერს, ასტრაზენეკას, ჩინურს თუ „ფუფალას ვაქცინას“?

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრმა თურმე გამოკითხვა ჩაატარა და თქვეს, ჩინური ვაქცინა ძალიან მოთხოვნადია საქართველოშია.

რატომ გგონიათ, რომ ხალხი არის დაჩლუნგებული?! მოსახლეობას აყენებენ შეურაცხყოფას! როგორ უნდა გაბედო და ასეთი რამე აკადრო საზოგადოებას!

ქვეყანაში პირბადეების საკითხი ვერ დაალაგეთ და ვაქცინის ხარისხს დაალაგებთ?!

ინფორმაცია მოგაწოდეთ მაქსიმალურად, დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტია! ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი, ნდობაზე აგებული, მეცნირებაზე აწყობილი და რაც მთავარია, გამჭვირვალე პროცესია! ეს პროცესი თუ არ იქნება გამჭირვალე და უსაფრთხო, ეს იქნება დიქტატურასთან ნაზავი პროცესები!

ვაქცინასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან კარგი შედეგები ბრიტანეთიდან და ისრაელიდან! თუ მაინცდამაინც ვიღაცისგან სწავლა გვინდა, ვისწავლოთ ამ ორი ქვეყნისგან!

ქვეყანაში დაწყებულია მესამე ტალღა, ქვეყანა ჩასაკეტი იყო ჯერ კიდევ ორი კვირის წინ!

გადაწყვეტილებები ჩაკეტვასთან დაკავშირებით არის პოლიტიკური. მე არ ვარ პოლიტიკოსი და ამიტომ ვერ ვიტყვი, რატომ არის ეს გაკეთებული!

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი მე რომ ვყოფილიყავი, გადაგავდგებოდი თანამდებობიდან იმ დღიდან, როცა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ყველა შეზღუდვის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.

პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ცდილობენ შეზღუდვებზე თქვენით მანიპულაცია გააკეთონ, ისინი არიან ყველაზე დიდი მავნებლები!

რა თქმა უნდა, მე ვაქცინაციის წინააღმდეგი არა ვარ და ვერ ვიქნები. მე ექიმი ვარ. მაგრამ რა თქმა უნდა, წინააღმდეგი ვარ, მოსახლეობაში გაურკვეველი წამლის დარიგების! არ ვიცი ამ წამლის არც შემადგენლობა, არც ეფექტურობა და არც ერთი მაღალი დონის კი არა, საშუალო დონის სამედიცინო ჟურნალში ამ ვაქცინის შესახებ ლანძღვა-გინების გარდა არაფერი მოიძებნება! თუ მოიძებნება, გთხოვთ, გამომიგზავნოთ!

ძალიან, ძალიან მიყვარხართ! გაუფრთხილდით თქვენს თავს! თქვენ უნდა მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება!“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.



ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა
„უკვე ცნობილია, „სინოფარმი“ აპრილის შუა რიცხვებში ელოდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან რეგისტრაციას, ეს საშუალებას მოგვცემს, 15 აპრილის შემდეგ მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ რეგისტრაციის მოდული. ჩინური ვაქცინით უკვე აცრილია 40 მილიონზე მეტი ადამიანი, ვაქცინის სანდოობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ ისმის. „სინოფარმი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ელოდება ავტორიზაციას. საქართველოს ორგანიზაციასთან ინტენსიური მიმოწერა აქვს.
ამ კვირაში მოვიწვევთ ვაქცინაციის საბჭოს, დამატებით ვიმსჯელებთ, რა იქნება მიდგომა. ასევე ჩვენ ველოდებით კონკრეტულ პასუხებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან. კოვიდსაბჭოზე მიღებული გადაწყვეტილება ასევე იქნება მნიშვნელოვანი, რომელიც ამ კვირაში ჩატარდება, ვაქცინაციის საბჭოს ვგულისხმობ“, – განაცხადა ტიკარაძემ.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდანდაიწყო, „ფაიზერის“ ვაქცინით 30 მარტიდან. საქართველოში გასულ კვირას „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.


საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდანდაიწყო, „ფაიზერის“ ვაქცინით 30 მარტიდან. საქართველოში გასულ კვირას „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„ვეთანხმები სახალხო დამცველის შეფასებას… ერთი დამატება: არა მარტო “ვაქცინის ნაკლებობა”,არამედ უფრო

24/06/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ვეთანხმები სახალხო დამცველის შეფასებას…

ერთი დამატება: არა მარტო “ვაქცინის ნაკლებობა”,არამედ უფრო მაღალეფექტური ვაქცინის ნაკლებობა”…-წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.


სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშით წარსდგა.

ვაქცინის ნაკლებობა შეიძლება, შეფასდეს სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევად. ეს საკითხი გასაჩივრების საფუძველი გახდება. ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტის სესიაზე განაცხადა.


„შექმნილ მდგომარეობას ძალიან კრტიკულად მივიჩნევთ. იმ ვითარებაში, როდესაც ვაქცინა დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალებაა, რომელიც ადამიანებს მძიმე დაავადებისა და სიკვდილისგან იცავს, ქვეყანაში დღეს ვაქცინა არ გვაქვს, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც სახელმწიფოს მხრიდან ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლების დარღვევა. ამ მიმართულებით ძალიან კრიტიკული ვიქნებოდი“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.


სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას ლომჯარიას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ უპასუხა:

„მართლაც უფრო აქტიური უნდა იყოს ვაქცინაციის პროცესი, უფრო მეტად დაცული უნდა იყოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა. მაგრამ “სიცოცხლის უფლების დარღვევის ბრალდება შეიძლება წავუყენოთ მაშინ, როდესაც პაციენტს, ანუ დაავადებულ ადამიანს არ მკურნალობენ ან არასწორად მკურნალობენ”. ეს კი ქვეყანაში არ ხდება, ვაქცინების ნაკლებობა მთელ მსოფლიოშია, მათ შორის, წამყვან და ძლიერ ქვეყნებში“.

486-გვერდიან ანგარიშში მიმოხილულია 2020 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების მდგომარეობა.“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


„მსოფლიოში „ვაქცინების ომი” დაიწყო!“-გიორგი ფხაკაძე

19/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil


პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს:
„მე მინდა, ყველა მედიკამენტი იყოს უსაფრთხო, ეფექტური, იაფი და ხელმისაწვდომი…

მსოფლიოში „ვაქცინების ომი” დაიწყო!
რუსეთი, ჩინეთი, ირანი, კუბა და სხვებიც ცდილობენ… ვერ „ქაჩავენ“… ვერც ერთმა მათგანმა ვერ დაარწმუნა დამოუკიდებელი ექსპერტები, რომ მათი ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია. დიდმა დიქტატორულმა ქვეყნებმა გამოსავალი იპოვეს პოლიტიკურ, კორუფციულ და ეკონომიკურ წნეხში (ჩვენებურად – „ჩალიჩი“). ამის იდეალური მაგალითია საქართველო…

ჯერჯერობით ამ ომში იგებენ კორპორაციები და არა ქვეყნები…

ქვემოთ იხილეთ საინტერესო ნაკრები, წყაროების მითითებით. მართლა საინტერესოა ჩინური ვაქცინის ასეთი “ძლიერი” მხარეები – სხვადასხვა ქვეყანაში მისი ეფექტურობა მერყეობს 50%-დან 83.5%-მდე. აი, გაიგე ახლა, ვინ არის მართალი!
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, არც ერთმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა არ დადო დამოუკიდებელი დასკვნა ამ ვაქცინაზე! დასაფიქრებელია, არა?!


Chile government report of Chinese vaccines (not by independent experts) see reports below;

Earlier this month, the director of the Chinese Center for Disease Control publicly acknowledged that Chinese vaccines “don’t have very high protection rates” and that they were considering giving people different Covid shots to boost vaccine efficacy

A recent study of the effectiveness of Chile’s vaccination programme found the efficacy of a single dose of the Sinovac jab was just 3 per cent, compared with 56 per cent with two shots

In China Sinovac efficacy less than 50%
In Brazil Sinovac efficacy 50%
In Indonesia Sinovac efficacy 65%
In Chile Sinovac efficacy 67%
In Turkey Sinovac efficacy 83.5%

https://www.wsj.com/…/first-dose-of-chinese-covid-19…
https://abcnews.go.com/…/big-chile-study-finds-chinese…
https://www.ft.com/…/c54b02d6-00a0-4b7d-9160-a9353800efd3
https://www.bbc.com/news/world-asia-china-56713663
https://apnews.com/…/china-gao-fu-vaccines-offer-low…
3rd dose issue …
https://www.ft.com/…/a1c83bcc-f3e5-488a-b33c-b516a1d7fdda
UAE offers third shot of Chinese vaccine in some cases


UAE offers third shot of Chinese vaccine in some cases


27 აპრილიდან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური „სინოფარმით“ აცრისთვის რეგისტრაცია დაიწყება.


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაციის თარიღი დაასახელა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით:


„მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ექსპერტების ჯგუფები უკვე დაასრულებენ მუშაობას ყველა იმ პროტოკოლსა და დეტალურ რეკომენდაციაზე, რომელიც შეეხება ქვეყანაში „სინოფარმის“ ვაქცინის დანერგვას. „სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაციის პროცესი გაიხსნება 27 აპრილისთვის.

სინოფარმის“ ვაქცინა აღიარებულია 35 ქვეყანაში, ჩინეთის მწარმოებელს 200 მილიონზე მეტი დოზა აქვს გაცემული სხვადასხვა ქვეყანაში, ვაქცინაცია საკმაოდ ეფექტურად, მინიმალური გვერდითი მოვლენებით მიმდინარეობს.

ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით ექსპერტები მხარს უჭერენ, ქვეყანაში „სინოფრამის“ ვაქცინის გამოყენება დროულად დაიწყოს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თვის ბოლომდე „სინოფარმის“ ვაქცინის ავტორიზაციის საკითხს განიხილავს.

ვფიქრობთ, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ის, რომ „ასტრაზენეკას“ არჩევანი გვაქვს მხოლოდ 55 წლის ზემოთ, ცალსახად აყენებს იმის აუცილებლობას, დავიწყოთ და არ დავკარგოთ დრო, აპრილის ბოლოს თუ არ მოხდა ვაქცინის სრული აღიარება, ამან კიდევ არ შეაფერხოს ვაქცინაციის პროცესი. ჩვენ ვაგრძელებთ მოსამზადებელ სამუშაოებს, ავტორიზაცია აპრილის ბოლოსთვის არის დაგეგმილი და ვაქცინაციის ადმინისტრირება ქვეყანაში მაისის დასაწყისიდან დაიწყება“.


საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს. საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით:

-„სინოფარმის“ ვაქცინა აღიარებულია 35 ქვეყანაში, ჩინეთის მწარმოებელს 200 მილიონზე მეტი დოზა აქვს გაცემული სხვადასხვა ქვეყანაში, ვაქცინაცია საკმაოდ ეფექტურად, მინიმალური გვერდითი მოვლენებით მიმდინარეობს.

ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით ექსპერტები მხარს უჭერენ, ქვეყანაში „სინოფრამის“ ვაქცინის გამოყენება დროულად დაიწყოს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თვის ბოლომდე „სინოფარმის“ ვაქცინის ავტორიზაციის საკითხს განიხილავს.

ვფიქრობთ, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ის, რომ „ასტრაზენეკას“ არჩევანი გვაქვს მხოლოდ 55 წლის ზემოთ, ცალსახად აყენებს იმის აუცილებლობას, დავიწყოთ და არ დავკარგოთ დრო, აპრილის ბოლოს თუ არ მოხდა ვაქცინის სრული აღიარება, ამან კიდევ არ შეაფერხოს ვაქცინაციის პროცესი. ჩვენ ვაგრძელებთ მოსამზადებელ სამუშაოებს, ავტორიზაცია აპრილის ბოლოსთვის არის დაგეგმილი და ვაქცინაციის ადმინისტრირება ქვეყანაში მაისის დასაწყისიდან დაიწყება“.


მისი თქმით, სინოფარმით” ვაქცინაცია აპრილის ბოლოდან დაიწყება. ჯანმო „სინოფარმისთვის“ ავტორიზაციის განხილვას სწორედ ამ დროისთვის დაასრულებს.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით:

„მიმდინარეობს მუშაობა, „სინოფარმის” ვაქცინის დასანერგად მოსამზადებელი სამუშაოები დასრულდეს ამ კვირაში და რეგისტრაცია დაიწყოს 27 აპრილიდან. „სინოფარმი“ დღემდე რეგისტრირებულია 35 ქვეყანაში, ახალი შემთხვევების თავიდან აცილების თვალსაზრისით, მისი ეფექტურობა საკმარისად მაღალია, 80 პროცენტამდეა, თუმცა რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მძიმე შემთხვევებისგან დაცვისა და ლეტალობის შედეგების თავიდან აცილების მხრივ, ამ ნაწილში “სინოფარმის” ეფექტურობა საკმაოდ მაღალია იმ ქვეყნებში, სადაც „სინოფარმის“ გამოყენება დაიწყო. ეს მაჩვენებლები საკმაოდ კარგ და იმედისმომცემ შედეგებს იძლევა. აქედან გამომდინარე, მიმდინარე პერიოდში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განიხილავს „სინოფარმის” ავტორიზაციის საკითხს გადაუდებელი გამოყენებისთვის. ვფიქრობთ, აპრილის ბოლოსთვის ეს პროცესი დასრულდება, საქართველოც დაიწყებს “სინოფარმის” გამოყენებას აქტიურად”.


საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს. საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.


ჩინურ ვაქცინებს „დაცვის მაღალი მაჩვენებელი არ აქვს“ – ლინკი – https://www.accreditation.ge/post/%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%97%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

«Лямбда – дальний родственник индийского штамма» – Георгий Пхакадзе

09.07.2021



«Лямбда – дальний родственник индийского штамма. В основном он распространен в Латинской Америке», – сообщил специалист по здравоохранению Георгий Пхакадзе.


По его словам, штамм уже распространился более чем на 30 странах, и скорость передачи довольно высока.


«Есть 4 основных вируса, а в Индии есть субвирусы. Самый опасный – K404N, человек попадает в реанимацию через 2-3 дня. Эти варианты будут действовать до тех пор, пока мы не остановим этот вирус, а способ остановить очень простой – не собираться в местах скопления людей и сделать прививки», – сказал в передаче «Дневной курьер» Георгий Пхакадзе.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

Source: https://www.apsny.ge/2021/soc/1625883339.php

Which COVID-19 vaccine must Georgia accept? – Dr Giorgi Pkhakadze


23 November, 2020

Healthcare Advisor to the UN Secretary-General Dr Giorgi Pkhakadze says that vaccination is an immensely complex process, and vaccines may be used only after the WHO recommends so.

“Vaccines are not toys. Vaccination is an extremely complex process. Unfortunately, lots of people are unaware of difficulties which may be ensued from it, such as transportation and others. We must accept only the vaccine which the WHO will recommend. We have no other alternative. Also, if the vaccine is approved, Georgia must comply with the protocols of the WHO only,” Dr Giorgi Pkhakadze said in his televised interview with TV News Rustavi 2.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #გიორგიფხაკაძე

Source: https://report.ge/en/society/which-covid-19-vaccine-must-georgia-accept/

„უფრო მკაცრებიც უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ, როგორც ჩანს პოლიტიკური და ეკონომიკური მიზეზების გამო…“

12/08/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„საღმა აზრმა გაიმარჯვა! დაგვიანებული, მაგრამ სწორი გადაწყვეტილებაა. სამედიცინო პირბადე ყველგან და ყოველთვის ! დისტანციის დაცვა ყველგან, საყოველთაო ვაქცინაცია (12 წლიდან „ფაიზერის“ ვაქცინაცია დავიწყოთ) დავიცვათ სიცოცხლე. საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებებს გავეცანი. საღმა აზრმა გაიმარჯვა. სწორი გადაწყვეტილებები მიიღეს, მართალია, ძალიან დააგვიანეს და ეს გადაწყვეტილება 1 ივლისს რომ მიღებულიყო, ახლა სულ სხვა სიტუაცია იქნებოდა ქვეყანაში – ნაკლები სიკვდილიანობა, ნაკლები დაინვალიდება, ნაკლები პრობლემები ჯანდაცვაში. მაგრამ რაც არის, არის.

მთავარია, ახლა სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რასაც სრულიად ვეთანხმები. ფაქტიურად ყველა პუნქტს ვეთანხმები. მეტიც, დავამატებდი, რომ უფრო მკაცრებიც უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ, როგორც ჩანს პოლიტიკური და ეკონომიკური მიზეზების გამო მეტს ვერ აკეთებენ.

ძალიან სწორად მოიქცნენ, რომ ქვეყანა არ ჩაკეტეს. მე ამ ბოლო დროს წინააღმდეგი ვიყავი ქვეყნის ჩაკეტვის, რადგან ბოლო სამი ჩაკეტვით ვერაფერი ვისწავლეთ და აზრი არ ჰქონდა. ე.წ. წერტილოვანი, მიზანდასახული რეგულაციები მიღებულია. ახლა მთავარია ამ რეგულაციების აღსრულება;

ერთადერთ კომპონენტში არ ვეთანხმები, რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს. მე ვთვლი, რომ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს სხვანაირად ორგანიზებული. პირიქით, უნდა იყოს ბევრი ავტობუსი, რომ ტრანსპორტში ნაკლები ხალხი იყოს. მეტრო კი დასაკეტია“, – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე საქართველოში დაწესებული ახალი შეზღუდვები შესახებ.


უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ახალი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო:
-„შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს; სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები; იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა. სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას.
საკოორდინაციო საბჭოს წევრებს დღევანდელ სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მიმართა რეკომენდაციით, სექტემბრიდან, კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნესცენტრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში, პირთა დაშვება შესაძლებელი გახდეს ვაქცინით ერთი აცრის ან სრული კურსის, ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე. საბჭო აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას ეცნობება.
კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე. საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მივმართავთ კერძო სექტორს”.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„ახალი მუტირებული შტამი… სიკვდილიანობის კუთხით ჯერ არ ვიცით როგორია“ – გიორგი ფხაკაძე

24/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„საფრანგეთში კორონავირუსის ახალი მუტირებული შტამი დაფიქსირდა. ეს ვირუსის ფრანგული ვარიანტი – (VOC 20I/484Q) ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში აღმოაჩინეს ჩრდილოეთ საფრანგეთში.

დეკემბრიდანხდებოდა დაკვირვება, ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდებოდა, რადგან არც იყო საგანგაშო. მარტის თვეში ამ ვირუსზე წამოვიდა ინფორმაციები, ატყდა განგაში იმიტომ, რომ ვირუსს PCR ტესტივერ ადგენდა, ანუ ადამიანს ქონდა ვირუსი და ტესტი გეუბნებოდა რომ უარყოფითია. აქ უკვე ექსპერტებმა დაიწყეს საუბარი, – რაღაც უნდა ეღონათ. თუმცა მაშინაც არ გავრცელებულა ამის შესახებ ინფორმაცია. ახლა თქვენ იცით, – საფრანგეთი ერთი კვირაა გაიხსნა, ამან შეუწყო ხელი გავრცელებას და ქალაქი ბორდოში და პარიზის ჩრდილოეთ უბნებში მოხდა აფეთქება, გუშინ უკვე ამის შესახებ საჯაროდ გამოცხადდა. ვირუსის ფრანგული ვარიანტი ბრიტანულის მსგავსია, თუმცა უფრო სწრაფი გავრცელების უნარი აქვს.

რაც შეეხებასიკვდილიანობას, ამ კუთხით ჯერ არ ვიცით როგორია. არც ის არის ცნობილი, არსებული ვაქცინები რამდენად ეფექტურია ვირუსის ამ ვარიანტისთვის. აღმოჩნდა, რომ ამ მუტაციაში არის ნასახები სამხრეთ აფრიკის და ბრაზილიური ვირუსის. სიტუაცია ამ ეტაპზე საგანგაშო არ არის, მაგრამ საყურადღებოა და იმ ადგილებში, სადაც მოხდა ეს აფეთქება მოსახლეობას შესთავაზეს მასიური ვაქცინაცია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს ვაქცინები – „მოდერნა” და „ფაიზერი” როგორც ბრიტანულ შტამზე, ასევე ფრანგულ შტამზეც იმოქმედებს. სხვა, უფრო მეტი ინფორმაცია ამ ვირუსზე ამ ეტაპზე ცნობილი არ არის. დაახლოებით ერთ თვეში ალბათ მეტის თქმას შევძლებთ”, – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

Георгий Пхакадзе: Кто-то же принял это бессмысленное решение, в чем виноваты дети?

26 Августа, 2021



Эксперт по вопросам общественного здравоохранения, профессор Георгий Пхакадзе поделился видео в соцсети и написал, что четвертая волна коронавируса в Грузии будет в сентябре.

По словам Пхакадзе, он еще в июле говорил о переносе экзаменов, так как, по его словам, «индийский штамм» наиболее распространяется среди молодежи.

“В сентябре в Грузии будет четвертая волна вируса!

Перенесите дату экзаменов, например, на октябрь-ноябрь, так как к этому времени четвертая волна поутихнет.

Имейте в виду, что “индийский штамм” вируса бьет прямо по молодым людям!

Театр абсурда в том, что они собираются проводить экзамены знойным летом, тогда, когда в конце августа, к сентябрю, будет вспышка вируса.

Это не только непрофессионализм, но и действие «пятой колонны».

Кто-то принял бессмысленное решение, что в чем виноваты дети, учителя и школьные приставы!

На каком языке я должен говорить, чтобы меня услышали и поверили?”, – написал Георгий Пхакадзе в соцсети.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

Source: https://report.ge/ru/society/georgiy-phakadze-kto-to-zhe-prinyal-et/

„ეს შესაძლებელია … ინგლისის კოვიდსიკვდილიანობის სტატისტიკა უახლოვდება სეზონური გრიპის სტატისტიკას…“

31 იანვარი, 2022

#drpkhakadze

-„კვირა კარგი ამბებით დავიწყოთ…

ინგლისის სიკვდილიანობის სტატისტიკა ნამდვილად პოზიტიურია, ვინაიდან, უმრავლესობას უკვე აქვს გამომუშავებული იმუნიტეტი ვაქცინების მეშვეობით (73% ორჯერადად და 56% ბუსტერი ვაქცინა), თან ამას ემატება გაუმჯობესებული კლინიკური მართვა…

დიახ, ინგლისის კოვიდსიკვდილიანობის სტატისტიკა უახლოვდება სეზონური გრიპის სტატისტიკას… ეს შესაძლებელია …

საქართველოში კი არ დაგვავიწყდეს სამედიცინო პირბადე+დისტანცია+ბუსტერი! ჯანმრთელობას გისურვებთ!“ – წერს აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil




შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights