პარასკევი, მაისი 1, 2026

„ფაიზერის მე-3 დოზაც 100% არ დაგიცავთ და გააგრძელეთ სამედიცინო პირბადის გამოყენება და დაიცავით…

16/08/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ისრაელში სიტუაცია სამწუხაროდ დრამატულად შეიცვალა,

მიზეზები, თუ რატომ ეხლა და რატომ ასეთი დიდი აფეთქება: ნაადრევად პირბადეების მოხსნა, ვერ გათვალეს და არჩევნრბმაც იმოქმედა , ხალხმრავლობები ნაადრევად დაუშვეს, აქაც არჩევნების ბრალი იყო, უკვე ვიცით რომ ფაიზერის 2 დოზა 6 თვე გვიცავს და სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში ის კარგავს ძალას და მე-2 დოზიდან 6 თვის თავზე მე-3 ფაიზერის “ეგრეთ წოდებული ბუსტერი” დოზაა საჭირო. ისრაელში ახლანდელი კოვიდაფეთქება ძირითადად არის არავაქცინირებულ ადამიანებში.

რას აკეთებს ისრაელის მთავრობა: პირბადეები არის სავალდებული ყველგან, თავშეყრის ადგილების შეზღუდვა და დისტანციის რეგულაციის გაძლიერება, ფაიზერის-მე 3 დოზა “ბუსტერი” უკვე 1 მილიონი ადამიანი აიცრა და ეს ეხება 50 წელს გადაცილებულ პირებს, ფაიზერის ვაქცინა 12 წლის ასაკიდან არის ისრაელში დაშვებული, 500 ბავშვი 5-დან 11 წლის ასაკამდე უკვე აიცრა ისრაელში, ძირითადად ვისაც აქვთ მძიმე ქრონიკული დაავადებები,

რა უნდა ქნას საქართველომ: სირაქლემის პიზიციიდან ამოვიდეს … თავი ამოყავით სილიდან, პრაგმატულად შევხედოთ, თუ რა რესურსები გვაქვს და ამ რესურსების სრული მობილიზაცია უნდა მოხდეს, ვისწავლოთ ისრაელისგან:

ეს ხელუსუფლებას: სამედიცინო პირბადე 2 წლის ასაკიდან ყველგან, 100% პირბადის გარემო, აიკრძალოს ყველა, აბსოლუტურად ყველა ხალხმრავალი ღონისძიებები, მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ვაქცინაცია და ეხლა და არა 6 თვის თავზე, ვიზრუნით “ბუსტერზე”, რომ აცრილებში არ მივიღოთ ვირუსის აფეთქება, ისიც უნდა აუხსნათ მოსახლეობას, რომ ზოგიერთი ადამიანისთვის მე-3 დოზაც არ დაიცავს და იმიტომ უნდა გავაგრძელოთ პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა. კლასტერების კონტროლი გააგრძელეთ, ასე ხელის ჩაქნევა არ შეიძლება, გამოიყენეთ თანამედროვე ტექნოლოგიები (ბებო მაროს პასტა/ ფურცელი სირცხვილია დღეს) ”კოვიდ საშვები” რაც შეიძლება მალე დანერგეთ, აიღეთ საფრანგეთის/ ევროპული მაგალითი.

ეს მოსახლეობას: გვახსოვდეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის თქვენი და თქვენს ირგვლივ ადამიანების სიცოცხლე, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, ეს გჭირდებათ თქვენ და არა ჩვენს მთავრობას დარჩით სახლში, თუ შეგიძლიათ, თუ არა ან ვერ რჩებით სახლში, აერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და მაქსიმალურად ეცადეთ დავიცვათ 2-მეტრიანი დისტანცია ყველგან და ყოველთვის, ყველანი აიცერით ფაიზერის ვაქცინით, რას ელოდებით?! ფაიზერი არ დაგიცავთ 100% ინფიცირებისგან, მაგრამ საკმაოდ მაღალი დაცვის მექანიზმი აქვს 60% დან 94%-მდე, გააჩნია ასაკს და ჯანმრთელობის მდგომარეობას. ისიც გახსოვდეთ, რომ ფაიზერის მე-3 დოზაც 100% არ დაგიცავთ და გააგრძელეთ სამედიცინო პირბადის გამოყენება და დაიცავით დისტანცია. გაანიავეთ შენობები/ოთახები ხშირად და სადაც არის ხალხმრავლობა, კონდიციონერები არ გამოიყენოთ. მანქანებში კონდიცირება არ გამოიყენოთ, თუ თქვენი ოჯახის წევრი არ არის მანქანაში. დაუჯერეთ საღ აზრს…

ჯანმრთელობას გისურვებთ,

ისრაელში სიტუაცია: https://www.timesofisrael.com/active-cases-pass-50000…/ ბუსტერის შესახებ საკმაოდ კარგად ჩამოყალიბებული ინფორმაცია არის: https://www.npr.org/…/6-things-to-know-if-youre… ისრაელში რეინფიცირების 2.6% რატომ არის: https://www.cidrap.umn.edu/…/israeli-study-finds-26…“ – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.


MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

#ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

„ფხაკაძეს ვინ უწოდა ექსპერტი? – გაეროს გენერალურმა მდივანმა ჯანდაცვის სფეროს მსოფლიოს 10 საუკეთესო

22/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაციასაზღვრებისგარეშე“ ხელმძვანელი, გიორგიფხაკაძე აცხადებს:

„ჩვენ ძალიან კარგი სპეციალისტები გვყავს, ახალგაზრდები საუკეთესო განათლებით, ნიჭით, ცოდნით, უნარით, ბრილიანტი ბავშვები, რომლებიც სამსახურს ვერ შოულობენ!

შევთანხმდეთ, ფხაკაძე არ იყიდება. პოლიტიკაში ვერ ჩამითრევთ, თანამდებობა არ მაინტერესებს…ვაკეთებ აკრედიტაციას, ვასწავლი სტუდენტებს. საფრანგეთიდან უფრო მეტს ვაკეთებ საქართველოსთვის, ვიდრე საქართველოში ბევრი.“

მისი თქმით, საქართველოში ყველას ექსპერტს არქმევენ.

„ფხაკაძეს ვინ უწოდა ექსპერტი? გაეროს გენერალურმა მდივანმა ჯანდაცვის სფეროს მსოფლიოს 10 საუკეთესო ექსპერტთა შორის გიორგი ფხაკაძე საკუთარ მრჩევლად დანიშნა. გარდა ამისა, ევროკავშირში მქირაობენ, როგორც ძალიან მაღალანაზღაურებად ექსპერტს ჯანდაცვის სფეროში. აღარაფერს ვამბობს აშშ-ზე, უკრაინაზე, პოლონეთის სამეცნიერო საბჭოს წევრი ვარ, “Erasmus+” ექსპერტი ვარ…

მეგობრებო, არ გვინდა ჩხუბი, ქართველები ვართ, ქართულ-ჯიგრულ პონტში შევუწყოთ ერთმანეთს ხელი, რა გვაქვს გასაყოფი. განსაკუთრებით ამ რთულ დროს. გავიტანოთ ერთმანეთ და წავიდეთ წინ!

კიდევ ერთხელ – პირადად მინისტრ ტიკარაძეს დიდი მადლობა. ახლა პოლიტიკურად ანგაჟირებული ტიპები ამის თქმის გამო დაწერენ რაღაცას ჩემზე. თუ ხართ მაგრები, აღიარეთ, რომ ეს საქმე კარგად კეთდება.

რაც კარგია, ვაღიაროთ. მაგალითად, ჩვენმა პრეზიდენტმა, ჩემი არ იყოს, არ იცის კარგად ქართული, მაგრამ ნამდვილი პოლიტიკოსია, გახსოვთ, რომ ვამბობდი, თამამდებობის პირები საჯაროდ უნდა აიცრან-თქო?! გამლანძღეს, დედაც მაგინეს. ქალბატონი პრეზიდენტი ერთადერთი პოლიტიკოსი იყო, ვინც ვაცინაციის პროცესში სწორად მოიქცა და საჯაროდ პირველი აიცრა. თან ისე დიპლომატიურად იხუმრა, დაბადების დღე მაქვს და დალევა თუ შეიძლებაო. ამით ხალხს ირიბად მიაწოდა ინფორმაცია, რომ ალკოჰოლის მიღება აცრისას არ შეიძლება.

ამ თვის ბოლოს ვირუსის ტალღა ქვევით წავა. კარგი ზაფხული იქნება, დაისვენეთ, რუჯი ზომიერად მიიღეთ, მიირთვით ნატურალური პროდუქტები, მოემზადეთ სექტემბერ-ოქტომბრისთვის. ამასობაში იქნება კარგი ვაქცინა.

მაგრამ ეს ვაქცინაცია სექტემბრის ტალღაც მაინც ვერ აგვაცილებს. სექტემბრის ტალღას რომ ავცდენოდით, ამისთვის საჭირო იყო, ახლა უკვე დამთავრდებული გვქონოდა ვაქცინაცია. მეოთხე ტალღა სექტემბერ-ოქტომბერში გვექნება, მერე ვაქცინაცია დაგვეწევა და მეხუთე ტალღა არ გვექნება. ამასობაში აშშ და ევროპა დაგვეხმარება ვაქცინების კუთხით, ჩვენი კი ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ, ნაგავი ვაქცინა არ შემოვიტანოთ, 300 არაგველებივით მტკიცედ უნდა ვიდგეთ მოთხოვნით – „მარტო კარგი ვაქცინა“

აპლიკაცია რომ გაკეთდა, ხალხმა ყველამ ფაიზერი მოითხოვა და ეს ჩინური რატომ ჩამოგაქვთ ვერ გავიგე.

არ დაგავიწყდეთ სამედიცინო პირბადე, ხელების დაბანა, სუფთა ჰაერი, 2 მეტრიანი დისტანცია. თუ ვინმეს ჩაეხუტებით, იმ ადამიანს მთელი ცხოვრება უნდა ჩაეხუტოთ. ან ვინც აიცრება ფაიზერის ორივე დოზით, მეორე დოზიდან 2 კვირის შემდეგ თავისუფლად შეძლებს პირბადის გარეშე სიარულს. სხვა ვაქცინებთან მიმართებაში მე ამ რეკომენდაციას ვერავის გავუწევ!

ყველაფერი იქნება კარგად! აჩუქეთ სიკეთე სხვას! ყველაფერი შესაძლებელია! სიკეთეს ვერ იყიდი, ან გაქვს, ან არა, ეს ჩანს და ადამიანები ამას ხედავენ!

ჯანმრთელობას გისურვებთ!“ აცხადებს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


„ჯანმოს ავტორიზაცია არ ნიშნავს, რომ „სინოფარმის“ ვაქცინა … ეფექტურია თუ არა „სინოფარმის“ ვაქცინა C

15/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„მადლობა Tamar Zhamurashvili

„სინოფარმი“

ᲯᲐᲜᲛᲝ-Ს ᲐᲕᲢᲝᲠᲘᲖᲐᲪᲘᲐ

ბევრი მეკითხება და არ იქნება სამართლიანი ჩემი პირადი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით არ გაგიზიაროთ.

„სინოფარმის“ ვაქცინასთან დაკავშირებით სამეცნიერო კვლევები იმდენად მწირია, ნამდვილად მიკვირს ჯანმო-ს მიერ მისი ავტორიზაცია.
თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ:

1) ამას „საგანგებო სიტუაციებში გამოყენების ავტორიზაცია“ ეწოდება. დღევანდელ დღეს კი ნამდვილად საგანგებო მდგომარეობაში ვიმყოფებით და ჯანმო-ს ეს გადაწყვეტილებაც გამოუვალ სიტუაციას უნდა მივაწეროთ

2) ჯანმო-ს მიერ ავტორიზირებულ მედიკამენტებს/ვაქცინებს ის ქვეყნები იყენებენ, რომელთაც საკუთარი სააგენტო მედიკამენტების ავტორიზაციისთვის, ისეთი როგორიცაა EMA ევროპის ქვეყნებისთვის და FDA აშშ-თვის არ გააჩნიათ.

ᲨᲔᲡᲐᲑᲐᲛᲘᲡᲐᲓ ᲯᲐᲜᲛᲝ-Ს ᲐᲕᲢᲝᲠᲘᲖᲐᲪᲘᲐ ᲐᲠ ᲜᲘᲨᲜᲐᲕᲡ, ᲠᲝᲛ „ᲡᲘᲜᲝᲤᲐᲠᲛᲘᲡ“ ᲕᲐᲥᲪᲘᲜᲐ ᲐᲕᲢᲝᲛᲐᲢᲣᲠᲐᲓ ᲔᲕᲠᲝᲞᲘᲡ ᲥᲕᲔᲧᲜᲔᲑᲨᲘ ᲐᲜ ᲐᲛᲔᲠᲘᲙᲐᲨᲘᲪ ᲓᲐᲨᲕᲔᲑᲣᲚᲘᲐ. ᲐᲛᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲣᲜᲓᲐ ᲓᲐᲕᲔᲚᲝᲓᲝᲗ EMA-ᲡᲐ ᲓᲐ FDA-Ს ᲒᲐᲓᲐᲬᲧᲕᲔᲢᲘᲚᲔᲑᲔᲑᲡ.

ქვემოთ მოყვანილია მონაცემები, რომელიც ჩინეთმა ჯანმო-ს წარუდგინა ავტორიზაციის გადაწყვეტილების მისაღებად. ამ მონაცემებზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ ჩვენს ხელთ არსებული კვლევევბი ვერ ამტკიცებენ ეფექტურობას:

COVID-ის მძიმე მიმდინარეობის წინააღმდეგ
SARS-CoV-2-ის ახალი მუტაციების წინააღმდეგ
თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტებში
60წ-ზე უფროს ადამიანებში

ვიმეორებ, არ ვიცით საერთოდ როგორ მოქმედებს და ეფექტურია თუ არა სინოფარმის ვაქცინა COVID-ის მძიმე მიმდინარეობის წინააღმდეგ, თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტებში, 60წ-ზე უფროს ადამიანებში და ახალი მუტაციების წინააღმდეგ!

კვლევებში მონაწილეთა უმრავლესობა მამრობითი სქესისაა, შესაბამისად ვაქცინის ეფექტურობის შეფასების შესაძლებლობა მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში შეზღუდულია.

კვლევის საშუალო ხანგრძლივობა 112 დღეს შეადგენს. შესაბამისად არ ვიცით რა ხდება 112 დღის შედეგ. ამ 112 დღის განმავლობაშიც კი ეფექტურობა სხვადასხვა მონაცემებით 50 დან 79%-მდე მერყეობს.

რჩევ

ვინაიდან გამოუვალ მდგომარეობაში ვიმყოფებით და საქართველოში სინოფარმის ვაქცინა შემოვიდა, ჭკვიანური იქნება, თუ მოცემული ვაქცინა არ გაუკეთდებათ (ახალი მტკიცებულებების გამოჩენამდე):

60 წელს გადაცილებულ პირებს
თანმხლები დაავადებების მქონე ადამიანებს
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ბავშვებს ≤ 18წ.
შეზღუდულად იქნება გამოყენებული მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში

აქვე დავძენ, თუკი ვაქცინაცია ქვეყანაში სავალდებულო გახდება უნდა მოხდეს ხალხის ეფექტური და ხარისხიანი კვლევებით გამოცდილი ვაქცინით უზრუნველყოფა. სინოფარმით ვაქცინაციის სავალდებულოდ გახდა ყოვლად დაუშვებელია!

გისურვებთ ჯანმრთელობას!“, – წერს პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე.

https://www.who.int/…/extraordinary-meeting-of-the…
https://cdn.who.int/…/2_sage29apr2021_critical-evidence…
https://www.who.int/…/WHO-2019-nCoV-vaccines-SAGE…


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

Moderna-ს ვაქცინა – მოქმედების მექანიზმი და უკუჩვენებები

21 მარტი, 2021

#drpkhakadze

კომპანია Moderna-ს ვაქცინა mRNA-1273 – ვაქცინის მოქმედების მექანიზმი

  • მწარმოებელი: ამერიკული კომპანია Moderna

  • მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არ არის დამტკიცებული

  • ვაქცინის ტექნოლოგია: მ-რნმ (ინფორმაციული ანუ მესენჯერ-რნმ)

  • ეფექტიანობა: 94% Covid-19-ის თავდაპირველ შტამზე (სამხრეთაფრიკულ და ბრიტანულ შტამებზე კვლევა არ არის ჩატარებული)

  • მესამე ფაზის მონაწილეთა რაოდენობა: 30 000 (მოზრდილები 18-55, ასაკოვნები >65)

  • მიწოდების ქვეყნები: აშშ (100 მლნ დოზა); ყატარი; კანადა; იაპონია, COVAX

  • სრული მოცულობა: 500 მლნ -1 მლრდ დოზა

  • სავარაუდო ფასი: 15 $

  • მოქმედების მექანიზმი: ორგანიზმში შეჰყავთ არა ვირუსი ან მისი ცილის (სპაიკ პროტეინის) ფრაგმენტი, არამედ მესენჯერ-რნმ, რომელიც სპაიკ პროტეინის ინფორმაციას შეიცავს. თავად ორგანიზმში იწყება სპაიკ პროტეინის გამომუშავება, რომლის მიმართ ორგანიზმი შემდეგ გამოიმუშავებს იმუნურ პასუხს. აღნიშნული ტექნოლოგია ყველაზე სწრაფია, თუმცა ამ მეთოდით აქამდე არც ერთი ვაქცინა არ ყოფილა შემუშავებული.

  • დოზირება: კეთდება 0.5 მლ – 2 დოზა (დოზებს შორის შუალედი 28 დღე)

  • შენახვის პირობები: -20◦C (6 თვე); 2-8◦C (30 დღე)

  • ალერგიული ადამიანებისთვის რეკომენდებული არ არის, კვლევები ბოლომდე არ დასრულებულა.

ვაქცინების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტიანობის შემოწმებას ბავშვებში იწყებს. კვლევაში, რომელიც კანადასა და აშშ-ში ჩატარდება, ექვსი თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვები მიიღებენ მონაწილეობას, სულ სავარაუდოდ, 6750 ჯანმრთელი პირი.

კოვიდ-ვაქცინის ბავშვებში შემოწმება ჩატარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე ორი წლიდან 12 წლამდე მონაწილეები მიიღებენ ორიდან (50 ან 100 მიკროგრამს) ერთ დოზას, ექვსი თვიდან ორ წლამდე ასაკის ბავშვები სამიდან (25, 50 ან 100 მიკროგრამი) ერთ დოზას მიიღებენ. ტესტირების მეორე ეტაპზე კვლევაში მონაწილე პირების ნაწილი მიიღებს ვაქცინას, ნაწილი – პლაცებოს.

კვლევაში მონაწილე ბავშვებს 12 თვე დააკვირდებიან.

Moderna-ს ვაქცინა მეორეა, რომელიც ევროპის წამლის მარეგულირებელმა Pfizer-ის ვაქცინის შემდეგ დაამტკიცა. ვაქცინის ეფექტიანობა 94.5%-ია. ევროკავშირის გარდა, Moderna-ს კოვიდ-ვაქცინა დამტკიცებულია აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, კანადასა და ისრაელში.

Moderna COVID-19 ვაქცინამ ყველა ადამიანი შეიძლება არ დაიცვას დაავადებისგან.

გვერდითი რეაქციები, რომლებიც გამოვლინდა კლინიკურ კვლევაში: ტკივილი ინექციის ადგილას, დაღლილობა, თავის ტკივილი, მიალგია, ართრალგია, შემცივნება, გულისრევა / ღებინება, შეშუპება, ცხელება, შეშუპება ინექციის ადგილზე, და ერითემა ინექციის ადგილზე. დამატებითი უარყოფითი რეაქციები, რომელთაგან ზოგიერთი შეიძლება სერიოზული იყოს, შეიძლება გამოვლინდეს Moderna COVID-19 ვაქცინის უფრო ფართო გამოყენებისას.

ორსულთათვის, მეძუძურ დედებსა და ბავშვებზე ვაქცინის შესახებ არსებული მონაცემები არასაკმარისია.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil




„დაუზოგავს ჯანდაცვის სამინისტროს 30% -მდე ბიუჯეტს დანერგვიდან 3-6 თვეში. ეს შესაძლებელია…

18 თებერვალი, 2022

#drpkhakadze

„საქართველოს ჭირდება რადიკალური რეფორმა ჯანდაცვის სფეროში

მოკლევადიანი (1-2 წელიწადში გასაკეთებელი):

1. წამლების ფასების დარეგულირება და ხელმისაწვდომობა (თურქეთის სისტემასთან ინტეგრირება+ საკანონმდებლო ცვლილებები) – “საქართველოში რეგისტრირებული წამალი უნდა იყოს ხელმისაწვდომი ნებისმიერ ლიცენზირებულ აფთიაქში მაქსიმუმ 24 საათში”

2. სერვისების ხარისხის გაუმჯობესება და ფასის ბალანსი (დაწევა). თურქეთან მოლაპარაკებით, პირობითად, არსებული “200” სამედიცინო სერვისიდან საქართველოში დაფინანსდეს 50 და დანარჩენი ჩარჩოხელშეკრულებით ტრანსფერტი გაკეთდეს თურქეთში (რეალილიბაში ასეა, ოღონდ მოსახლეობას 5-ჯერ უფრო მეტი უჯდება). დროთა განმავლობაში სერვისების გაზრდა საქართველოში (სავარაუდოდ 5-10 სერვისი წელიწადში).

3. სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის გაძლიერება და საბოლოოდ 90% სახელმწიფოს შიდა დაფინანსება უნდა იყოს მხოლოდ ჰოლდინგზე. შეიქმნას 5 რეგიონული და თბილიში 2 რეფერალური მულტიპრიფილური საავადმყოფო.

4. პატარა საავადმყოფოების (რეგიონული საავადმყოფოები 50 საწოლზე ქვემოთ) გადაუდებელი მიმღებებად და ამბულატორიებად გარდაქმნა (ასე არის ეხლაც). სასწრაფო დახმარების სამსახური და “რეანიმობილების” სერვისი უნდა გაერთიანდეს ერთ სამსახურად და იყოს სახელმწიფოსსერვისი.

5. სამედიცინო ხარისხი “გადაეცეს” დამოუკიდებელი აკრედიტაციის არასამთავრობო ორგანიზაციას (ჯერ უცხოურს და შემდგომში ჩამოყალიბდეს ქართული) “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” ქართული მოდელი იდეალურად გამოდგება. სახელმწიფო დაფინანსება მხოლოდ აკრედიტებულ დაწესებულებებს უნდა ჰქონდეს.

6. უწყვეტი სამედიცინო განათლების დეცენტრალიზაცია და ხელმისაწვდომობა (მინისტრის არსებული ბრძანება ხელს უშლის ამ პროცესს) და სამედიცინო ასოციაციების წამოწევა (ისინი უნდა ატარონ ტრეინინგები მათი კრედიტ ქულები უნდა იყოს აღიარებული). ყველა ექიმმა წელიწადში უნდა გაიაროს მინიმუმ 50, ექთანმა კი მინიმუმ 25 უწყვეტი სამედიცინო განათლების საათი.

7. შიდა ჰოსპიტალური ინფექციის “დეკრიმინალიზაცია “ და მართვასამედიცინო / ეპიდემიოლოგიური მეთოდებით. მაგალითად, დაწესდეს “მისაღები ზღვარი 15%” და მუშაობა მიმდინარეობდეს იმ მიმართულებით, რომ ეს ზღვარი შემცირდეს/გაუმჯობესდეს.

8. გადასვლა სავალდებულო, პაციენტის ერთიან ელექტრონულ ბარათზე მიბმულ პირადობის მოწმობაზე. ამ ბარითში უნდა იყოს ყველა რეცეპტი, დიაგნოსტიკის პასუხები, დიაგნოზი, მკურნალობის დინამიკა და ასე შემდეგ. ბარათი უნდა იყოს ასევე მობილურ აპლიკაციაში და ხელმისაწვდომი საქართველოში და საზღვარგარეთ. ამით ჩვენი ემიგრანტები შეძლებენ მიიღონ დამატებითი სერვისები დისტანციურად საქართვრლოს ფასებში. ასევე პაციენტის მონაცემები აღარ დაიკარგება “ინდივიდუალურ” ლაბოლატორიაში ან სამედიცინო დაწესებულებაში. ასევე ეს სისტემა “ჩაკეტავს” არასაჭირო დანიშნულებებს (დღეს დაახლოებით 70% დანიშნულებები არასაჭირო არის და მძიმე ფინანსური ტვირთია მოსახლეობისთვის).

9. გადასვლა ერთიან ელექტრონულ ჯანდაცვაზე (HIMS). ამით შემცირდება სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯი, გაუმჯობესდება ხარისხი და ეფექტური დახმარების იარაღი იქნება ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროებისთვის. “ექსელის” ფაილების ამოღება დაგვეხმარება მანიპულაციებისა და შეცდომების თავიდან აცილებაში.

10. ჯანდაცვის სამინისტრო უნდა იყოს ცალკე სამინისტრო, ისევე, როგორც მოხდა განათლების სამინისტროს გამოყოფა. შრომა და დასაქმება კი, ეკონიმიკის სამინისტროს უნდა გადაეცეს.

ამ ნაბიჯების ეფექტური, მდგრადი დანერგვა დაუზოგავს ჯანდაცვის სამინისტროს 30% -მდე ბიუჯეტს დანერგვიდან 3-6 თვეში.

ეს შესაძლებელია!

სურვილი არის?

ვისაც სურვილი გაქვთ, იცით სადაც ვარ – წერს „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil




„ერთ კვირაში ისეთი რამე მოხდა… ძალიან საშიში მოვლენაა…“ – გიორგი ფხაკაძე ინდური შტამის შესახებ

17/07/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„დელტა ვარიანტი ანუ “ინდური” ვარიანტი არის ძალიან საშიში მოვლენა…

1 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა მარტო ინდოეთში კორონა ვირუსისგან. დამოუკიდებელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 3 მილიონს აჭარბებს.

ინდური ვარიანტი არის ძალიან გადამდები და ერთ კვირაში ისეთი რამე ქნა, რაც წინა ვარიანტებმა თვეების მანძილზე ვერ ქნეს. ახალი ინფიცირების მაჩვენებლები სხვადასხვა კონტინენტზე სხვადასხვაა, მაგრამ ერთი რამ ნათელია – ინდური ვარიანტი დაიპყრობს მსოფლიოს სექტემბერ-ოქტომბრამდე და რატომ?! ბრიტანეთში მარტში ყველა ახალი ინფიცირებული შემთხვევის 96% ინდური ვარიანტია, ამერიკაში -10%, საფრანგეთში – 4% ….

საქართველოში არ არის არანაირი დაცვის საშუალება, რომ შევაჩეროთ ამ ვირუსის გავრცელება. პირიქით, ყველა პირობაა, რომ გავრცელდეს ძალიან სწრაფად…..

რა ვქნათ ?!

სამედიცინო პირბადე,

ორმეტრიანი დისტანცია,

„ფაიზერი“, – რატომ „ფაიზერი“, იმიტომ რომ 86%-ით იცავს ინდური ვარიანტისგან, გასაგებია?! …. დანარჩენ ვაქცინებზე არც ვაპირებ საუბარს… დავიღალე იმის მტკიცებით, რომ თეთრი ფერი თეთრია და შავი ფერი – შავი…

არ დაიღალეთ, ამდენი უაზრო ტყუილის მოსმენით ?!

მე დავიღალე, ოღონდ მართლა!

ჯანმრთელობას გისურვებთ!“ – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


„ინფორმაციის გასაჯაროების უფლება არ მაქვს… წინასწარ მაქვს გარკევული ინფორმაციები, რადგან…“

11/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil


პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა:

„ცოდნა ძალიან ძლიერი იარაღია. როცა იცი სიმართლე, შენ ხდები უფრო ძლიერი. შეიძლება, ფლობდე ატომურ იარაღს, მაგრამ მასზე ძლიერი იარაღი მაინც სიმართლე და სწორი ინფორმაციაა. ჩემი ერთადერთი სურვილია, თქვენ იყოთ რაც შეიძლება ძლიერად შეიარაღებულები. ინტერნეტში ჩემი ყველა აქტივობა ამას ემსახურება…

წინასწარ მაქვს გარკევული ინფორმაციები, რადგან ვარ ძალიან ბევრი ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრი, მაგრამ სტატიის ოფიციალურად გამოქვეყნებამდე ინფორმაციის გასაჯაროების უფლება არ მაქვს, ამიტომ ვცდილობ, ირიბად, მიშნებით, უკვე გამოქვეყნებული ჟურნალისტური პუბლიკაციების მოშველიებით მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ამა თუ იმ საკითხს მიაქციოთ ყურადღება. ვიტყვი რაღაცას და ცოტა ხანში ახდება-ხოლმე. ეს ნამდვილად არ მიხარია. მე არა ვარ კაკულია, მაგრამ ვარ მეცნიერი, მეცნიერულ გათვლებზე დაფუძნებით გაფრთხილებთ.

აღარ მინდა იმაზე საუბარი, – ვერ გაიგებ, საქართველოში ვინ რას აკეთებს, იმიტომ, რომ დავიღალე, აზრი არა აქვს, არაფერი იცვლება. ვინ დავამტკიცეთ ვაქცინაციის საბჭოს წევრად?! ვაქცინაციის დიდი ექსპერტია?! პიროვნებებზე არ გადავალ, მაგრამ პური უნდა აცხოს მეპურემ და საქმე უნდა აკეთოს იმ კონკრეტული საქმის სპეციალისტმა, თუ გვინდა, რომ საქმე კარგად გაკეთდეს!“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„რუსეთი „გვაწვება“ და ჩვენს დაჩოქებას ცდილობს, ახლა გინდათ, ჩინეთმაც დაგვაჩოქოს?!“-გიორგი ფხაკაძე

07/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil


პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე საქართველოში ვაქცინაციის შესახებ საუბრობს:


„ვაქცინაციის სპექტაკლი, რაც საქართველოში ხდება, – სხვა სიტყვას ამ პროცესს ვერ ვუწოდებ. მითიური, ყველასთვის გასაიდუმლოებული 82 ექსპერტის მიერ დაწერილი ვაქცინაციის გეგმა ფაქტიურად არის სადღეგრძელო.“


მისი თქმით, ჩინური ვაქცინა სანან არ მიიღებს ჯანმოსგან, ევროპის წამლის სააგენტოს, საფრანგეთისა და გერმანიის მთავრობის მიერ თანხმობას, გიორგი ფხაკაძე 24 საათი ილაპარაკებს, რომ ეს არის ნაგავი ვაქცინა! ვიცი, რასაც ვლაპარაკობ!


„ვაქცინაციის გეგმაში ბევრი ლაფსუსია, განსაკუთრებით გამოვყოფ ერთს. ჩაწერილია, რომ ვაქცინაციის პროცესში ძლიერი მარეგულირებლის გადაწყვეტილებას დაეყრდნობიან, არ არის მითითებული, რომელი ქვეყნის. ვინ არის ძლიერი მარეგულირებელი – მოზამბიკი, ზიმბაბვე თუ კორუმპირებული უნგრეთი? ყველამ იცის, რომ უნგრეთმა ჩინური ვაქცინა იმიტომ აღიარა, რომ ამაში ფული აიღეს. არ შეიძლება, უნგრეთი ჩვენთვის მაგალითი იყოს! საქართველოში ჩინური ვაქცინა ვინც შემოიტანეთ და იჩალიჩეთ, გგონიათ, არაფერს ვიტყვი?! გარდა იმისა, რომ რუსეთი „გვაწვება“ და ჩვენს დაჩოქებას ცდილობს, ახლა გინდათ, ჩინეთმაც დაგვაჩოქოს?! გაფრთხილებთ! ჩინური ვაქცინა სანან არ მიიღებს ჯანმოსგან, ევროპის წამლის სააგენტოს, საფრანგეთისა და გერმანიის მთავრობის მიერ თანხმობას, გიორგი ფხაკაძე 24 საათი ილაპარაკებს, რომ ეს არის ნაგავი ვაქცინა! ვიცი, რასაც ვლაპარაკობ! ვითომ პროვაქსერები რომ გამოდიან და გაურკვეველ განცხადებებს აკეთებენ საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და ვაქცინაციასთან დაკავშირებით, მათთან მაქვს შეკითხვა: სანამ რამეს იტყოდეთ, მიპასუხეთ, გაქვთ განათლება ან ხარისცხი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში? იცით „გავი“ როგორ გამოიყურება? ვაქცინებზე გიმუშავიათ? ღმერთმა ქნას, საქართელოში ჩამოტანილმა ორივე ჩინურმა ვაქცინამ გაამართლოს, – თუ ჯანმოს და ძლიერი მარეგულირებლები ამ ვაქცინებს აღიარებენ, ეს იქნება საქართველოსთვისაც შვება, ოღონდ სანამ ეს ვაქცინები აღიარებული არ იქნება, დაუშვებელია მათი გამოყენება. ნუ ვიჩქარებთ. საქართველოში ვაქცინაციის პროცესში თუ რაიმე გასაფუჭებელი იყო, უკვე ყველაფერი გააფუჭეს და აწი მაინც ნუ ვიჩქარებთ! არ დავიღლები განმეორებით, – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საქართველოში ყველაზე დიდი ანტივაქსერული ორგანიზაციაა. პიროვნულად არავის ვეხები. კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით არსებობს შესაბამისი ორგანოები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც ამ საკითხს უნდა მიხედონ; დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ადამიანებს უყურებს, როგორც ცხვრის ფარას. არ თვლიან საჭიროდ, ვაქცინაციისას მიუთითონ ვაქცინის ნომერი. მათ არ გააკეთეს საინფორმაციო კამპანია, არ ჩაუტარეს ექიმებს და სამედიცინო პერსონალს რეალური ტრენინგები და ა.შ. ვერ დაალაგეს სისტემა, ხალხს არ უსმენენ. ვიმეორებ, აუცილებელია, ვაქცინაციის დანადასტურებელ საბუთში მიეთითოს ვაქცინის სერიული ნომერი, მომავალში რაიმე გართულების შემთხვევაში ინფორმაცია იოლად მოსაძიებელი რომ იყოს“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.


მისივე თქმით, ქვეყანაში რემდესივირი რომ შემოიტანეს და ამდენი ფული გადაყარეს, ამაზე პასუხი ვინმეს მოეთხოვა?!


„შეგახსენებთ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა როცა შემოვიდა, ორშაბათს საჯაროდ ვითხოვე, პარასკევამდე, სანამ მოკვლევა დამთავრდებოდა, შეეჩერებინათ. არ დამიჯერეს, ქვეყანაში მსხვერპლიც დადგა. ეს მსხვერპლი არ იყო ვაქცინის ბრალი, ეს ვაქცინაციის პროცესის არასწორი მართვის, არასწორი მენეჯმენტის შედეგი იყო. ბევრი ლანძღვა მივიღე, მაგრამ არა უშავს. ჩემთვის მთავარი ადამიანის სიცოცხლეა. ერთი ადამიანიც რომ გადარჩეს, ეს უკვე ბედნიერებაა! ამ ეტაპისთვის ცნობილია, „ფაიზერი“ არის ყველაზე ეფექტური ვაქცინა. უკვე არის კვლევები, მისი გამოყენება 12 წლის ასაკიდან დასაშვებია. „ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან დაკავშირებით ვითარება ასეთია: იყო არ იყენებს გერმანია – 60 წლის ქვევით, საფრანგეთი და კანადა – 55 წლის ქვევით, ჰოლანდიამ საერთოდ შეჩერა. აშშ-ს 170 მლნ დოზა აქვს საწყობში, მაგრამ არ იყენებს, რადგან არ არის აღიარებული. ვერ გამაჩუმებთ, დღეში 15-ზე მეტი ნიუსი იბეჭდება ქართულ მედიაში, დღეში ორი ლაივი მაინც მაქვს. მეგობრებო, არ მიგატოვებთ, ყოველდღე მოგაწვდით ახალ ამბებს! ვაქცინაციის მთავარი მიზანია, ვაქცინამ კორონავირუსის რთული ფორმებისგან და რეანიმაციისგან დაგიცვათ, თორემ ის, რომ კოვიდი არ დაგემართებათ, – ეს არის ტყუილი! თქვენ უკვე თუ გქონდათ კოვიდი, მაშინ ხუთი თვის შემდეგ უნდა გაიკეთოთ ან „ასტრაზენეკას“ ან „ფაიზერის“ ვაქცინა (ასაკის მიხედვით) ერთი დოზა, ინფიცირებიდან თუ 6 თვეა გასული, მაშინ ორივე დოზის გაკეთება მოგიწევთ. უწყვეტად მიმდინარეობს კვლევები, ინფორმაციები იცვლება. ეს არის ამ წუთას არსებული ინფორმაცია. როგორც კი რაიმე სიახლე იქნება, მაშინვე მოგაწვდით! მე პასუხისმგებლიანი ხელისუფალი რომ ვყოფილიყავი, მოვიქცეოდი შემდეგნაირად: 60 წლის ზევით ასაკის ადამიანებისთვის „ასტრაზენეკას“ ვაქცინას გავაკეთებდი, 55 წლის ქცევით კი „ფაიზერს“. ასტრაზენეკაზე უფრო ბევრი შეკითხვებია. არ არის გამორიცხული, საერთოდ გააუქმონ. ვნახოთ, რას იტყვის ჯანმო, მართალია, შედეგი არის დიდ ბრიტანეთში, სიკვდილიანობის მაჩვენებელმა დაიწია, მაგრამ უკუჩვენებიც არის. ნუ ჩამრევთ პოლიტიკაში, არ მაინტერესებს პოლიტიკა, შორს ვარ, ვარ თავისუფალი და მინდა, დავრჩე თავისუფალ და დამოუკიდებელ ადამიანად. გეუბნებით იმას, რაც არის სწორი ჩემი თვალსაზრისით და ინფორმაციით. ადამიანები, რომლებიც ვაქცინებთან დაკავშირებით შეკითხვებს სვამენ, ხშირად ბულინგის მსცვერპლნი არიან. ეს არის დაუშვებელი, ადამიანებს უნდა ავუხსნათ, საუბარი, დიალოგი და ერთმანეთის მოსმენა უნდა ვისწავლოთ. ვამბოდი და კიდევ ვამბობ, საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალთა, უკვე ორი კვირაა დაწყებულია. საქართველოში, საუკეთესო დაცვის საშუალებაა სამედიცინო პირბადე 5 წლის ასაკიდან ზემოთ, 2-მეტრიანი დისტანცია და ხელების დაბანა, ნუ ივლით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მოერიდეთ თავყრილობებს! ნუ დაისტრესებით. სტრესი უფრო საშიშია, ვიდრე კოვიდი. იყავით პოზიტიურები!“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს. საქართველომ გასულ კვირას „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.


18 მარტს, ახალციხის „იმედის“ კლინიკაში ექთანი მეგი ბაქრაძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა, რის შემდეგაც კომაში ჩავარდა. ექთანი იმავე დღეს თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდნენ. 19 მარტს, წინასწარი მონაცემებით, ვაქცინაციის მძიმე გვერდითი მოვლენის, ანაფილაქსიური შოკის განვითარების გამო გარდაიცვალა. ექთნის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო იკვლევს, მისთვის გაწეულ სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებით რეგულირების სააგენტო მოკვლევას აწარმოებს.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

Георгий Пхакадзе: Во время второй волны СOVID-19 Азербайджан спас Грузию

04 Мая, 2021 Сабина Маммедли



Во время второй волны Азербайджан практически спас Грузию.

Как сообщает report.ge, об этом заявил грузинский эксперт, советник Генсека ООН по вопросам здравоохранения Георгий Пхакадзе.

По его словам, если бы не медицинский кислород, предоставленный Азербайджаном, жертв в Грузии было бы больше.

«Сейчас ситуация в Грузии такая же, как и во многих странах, где политическая ситуация все еще сложна. Политики пытаются показать, что все в порядке, но это не так. 90% населения должны быть вакцинированы, чтобы быть в безопасности. Несмотря на эпидемию, увеличения числа жертв не ожидается, поскольку теперь мы знаем, как бороться с этим вирусом.

Хочу поблагодарить Азербайджан, который помог Грузии во время второй волны коронавируса. Мы практически выжили благодаря этой стране. В ноябре прошлого года, когда у нас было около семи тысяч инфицированных в день, Азербайджан поставлял кислород в грузинские больницы. Если бы не Азербайджан, в Грузии была бы очень высокая смертность», сказал Георгий Пхакадзе.


www.novayaepoxa.com


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

Source: https://novayaepoxa.com/georgiy-pkhakadze-vo-vremya-vtoroy-voln/373912/

„ვეთანხმები სახალხო დამცველის შეფასებას… ერთი დამატება: არა მარტო “ვაქცინის ნაკლებობა”,არამედ…“

24/07/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ვეთანხმები სახალხო დამცველის შეფასებას…

ერთი დამატება: არა მარტო “ვაქცინის ნაკლებობა”,არამედ უფრო მაღალეფექტური ვაქცინის ნაკლებობა”…-წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.


სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშით წარსდგა.

ვაქცინის ნაკლებობა შეიძლება, შეფასდეს სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევად. ეს საკითხი გასაჩივრების საფუძველი გახდება. ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტის სესიაზე განაცხადა.

-„შექმნილ მდგომარეობას ძალიან კრტიკულად მივიჩნევთ. იმ ვითარებაში, როდესაც ვაქცინა დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალებაა, რომელიც ადამიანებს მძიმე დაავადებისა და სიკვდილისგან იცავს, ქვეყანაში დღეს ვაქცინა არ გვაქვს, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც სახელმწიფოს მხრიდან ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლების დარღვევა. ამ მიმართულებით ძალიან კრიტიკული ვიქნებოდი“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას ლომჯარიას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ უპასუხა:

-„მართლაც უფრო აქტიური უნდა იყოს ვაქცინაციის პროცესი, უფრო მეტად დაცული უნდა იყოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა. მაგრამ “სიცოცხლის უფლების დარღვევის ბრალდება შეიძლება წავუყენოთ მაშინ, როდესაც პაციენტს, ანუ დაავადებულ ადამიანს არ მკურნალობენ ან არასწორად მკურნალობენ”. ეს კი ქვეყანაში არ ხდება, ვაქცინების ნაკლებობა მთელ მსოფლიოშია, მათ შორის, წამყვან და ძლიერ ქვეყნებში“.

486-გვერდიან ანგარიშში მიმოხილულია 2020 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების მდგომარეობა.


MD, MPH, PhD


#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე


#ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights