სამშაბათი, აპრილი 28, 2026

„მიყვარს ქუთაისი და მიყვარს ჩემი სახლი. იმ სახლის ფასადზე დედაჩემის და ჩემი დის სახეა…“

„მიყვარს ქუთაისი და მიყვარს ჩემი სახლი. იმ სახლის ფასადზე დედაჩემის და ჩემი დის სახეა...“
#post_seo_title

„ძალიან მიყვარს ქუთაისი. ბევრი რამ შევარდნაძის დროინდელ ქუთაისში არ მომწონდა, მაგრამ ის მინუსები უკვე დამავიწყდა და მარტო ის მახსოვს, რაც მიყვარს.“

 „იმ სახლის ფასადზე დედაჩემის და ჩემი დის სახეა…“ – ამის შესახებ აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.

„მე, დედა და საქართველო…

ძალიან მიყვარს ქუთაისი. ბევრი რამ შევარდნაძის დროინდელ ქუთაისში არ მომწონდა, მაგრამ ის მინუსები უკვე დამავიწყდა და მარტო ის მახსოვს, რაც მიყვარს.

ქუთაისში ძალიან ლამაზი სახლი მქონდა, ჩემი სული და გულია იმ სახლში ჩადებული. იმ სახლის ფასადზე დედაჩემის და ჩემი დის სახეა გამოქანდაკებული, ის სახლი შემდეგ ჩემმა მეგობარმა იყიდა. მიყვარს ქუთაისი და მიყვარს ჩემი სახლი.

როცა საქართველოში ჩამოვდივარ, ყოველთვის გავდივარ დედის საფლავზე. მე დედაჩემი ძალიან მიყვარს. არასდროს ვიტყვი – „მიყვარდა“, დედა სულ გიყვარს.

როცა ქუთაისში ჩავდივარ, ყოველთვის გავდივარ დედაჩემის საფლავზე. ხომ დაგიგროვდება ცხოვრებაში ადამიანს რაღაცეები, ზოგჯერ რაღაცეებს ვერავის ვერ ეტყვი, საერთოდ ვერავის ვერ ეტყვი – ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დედაჩემის საფლავი ერთადერთი ადგილია, სადაც შეიძლება, დედას ცოცხალივით ვესაუბრო იმაზე, რასაც ამ დედამიწაზე ვერავის ვეტყვი. დედის წინაშე რა უნდა დამალო. დედამ ყველაფერი იცის, დედა ყველაფერს გრძნობს. შენ ხმა რომ არ ამოიღო, დედამ მაინც ყველაფერი იცის….დედას ყველაფერი უნდა უთხრა. მე დედაჩემს ყოველთვის ყველაფერს ვეუბნებოდი…ახლაც რომ ჩამოვდივარ, მივდივარ საფლავზე და მდუმარედ ვუყვები ყველაფერს. მას ესმის, ვიცი.

აღდგომა ჩემთვის დღე-სასწაულია. სასაფლაოზე ქეიფი, სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს, მაგრამ ჩემი აზრით, უდიდესი რაღაცაა, ჩვენ რომ ჩვენს წინაპრებს პატივს ვცემთ და ვიხსენიებთ. მე ვფიქრობ, ადამიანს აღდგომაზე სასაფლაოზე მისვლა რომ აუკრძალო, არასწორია.

გეტყვით, – რატომ. კინოთეატრში თურმე შეიძლება, წახვიდე, მეტროში შეგიძლია ჩახვიდე, ხალხით გადაძეძგილ საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეგიძლია ახვიდე, და სასაფლაოზე არ შეიძლება ადამანი გავიდეს?! კარგით რა! ეს ვითომ მოქალაქეებზე ფიქრი, ვითომ ეპიდემიოლოგია, ვითომ ექსპერტიზა – არ გვინდა რა, ამდენი დაბოლება. საქართველოში ნარკოტიკის მოხმარება მომატებულია, ვიცი, და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ვინც ამ გადაწყვეტილებებს იღებს, ამ ზეგავლენის ქვეშ არიან.

ჩემი მოსაზრება მარტივია, – მეტრო დაკეტე, კინოთეატრი დაკეტე, რესტორანი, ღრეობა, პურმარილები დაკეტე – გეუბნები, ინფექცია სად არის. მაგრამ სასაფლაოს დაკეტვა?! – კარგი რა! ბოლოსდაბოლოს დააყენე მუნიციპალიტეტის ხალხი, პოლიცია და ღრეობა და პურმარილი აკრძალე, მაგრამ საფლავებზე გასვლა?!

მე ვფიქრობ შემდეგს – ჩვენი წინაპრების მონახულება, სუფთა ფსიქოლოგიურად, სოციალურ-კულტურულად, რელიგიურად უმნიშვნელოვანესია. მე ახლა რომ ვიყო საქართველოში და ვიღაცამ რომ ამიკრძალოს დედაჩემის საფლავზე გასვლა. ხომ მივასიკვდილე, ვინცაა მისასიკვდილებელი?! ვისა აქვს უფლება, გამაჩეროს?!

თუ მთელი ქვეყანა იქნება დაკეტილი, კი ბატონო, მაგრამ მთელი ქვეყანა გახსნილია და სასაფლაოს კეტავთ?! ხომ ხედავთ, რომ 9 საათის შემდეგ კომენდანტის საათი არ მუშაობს, მაინც მთელი ქალაქი გარეთ დადის. მაინც ყველანი საშვებზე ჩალიჩობენ. არ იმუშავა 9 საათზე ჩაეტვამ, იმიტომ, რომ მეტრო და გადავსებული ავტობუსები ყველაზე დიდი გამავრცელებელია. ამ „ვითომ, ვითომ“ ცხოვრებას თავი დაანებეთ.

სხვათა შორის, ჩვენი ეკლესია ძალიან შეგნებულად უდგება საკითხს და ძალიან იცავენ წესებს ტაძრებში და იმედი მაქვს, ასევე იქნება აღდგომაზეც.

იმიტინგებენ, არ დაიცავენ რეგულაციებს, ავრცელებენ კორონას. ან კიდევ, გუშინ ვუყურებდი, ჩვენმა სპორტსმენმა რომ მოიგო მედალი, ჩავიდა თავის სოფელში, იყო ხვევნა-კოცნა. ბიჭს დაემართა კორონა. სად ვცხოვრობთ? ადამიანი საზღვარგარეთიდან ჩამოვიდა, რას ქვია, სოფელში წავიდა, 2 კვირიან კარანტინში უნდა იყოს. იქნებ აქ გადასდეს, ან იქნებ ინდური ვირუსი ჩამოგვიტანა მედალთან ერთად, ხომ არ ვიცით. კარანტინი ყველასთვის უნდა იყოს კარანტინი! დაავადებათა კონტროლის ცენტრში ვინმე არ ხართ ისეთი, რომ სწორად თქვათ და ხალხს საფრთხე ააცილოთ?!

დაბოლოს, კაცობრიობამ უამრავი ვირუსი და დიქტატორი დაამარცხა. იყავით ფრთხილად, გააკეთეთ სიკეთე, ნუ ინერვიულეთ, დამშვიდდით! საბოლოოდ ყველაფერი იქნება კარგად! ჩვენ გადავრჩებით! ჯანმრთელობას გისურვებთ!“ – ამბობს აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.

 

„BA.2 ომიკრონის ვარიანტი არის 1.5 -ჯერ უფრო გადამდები, უფრო შეუძლია აცრილი…“ – გიორგი ფხაკაძე

1 თებერვალი, 2022

#drpkhakadze

„BA.2 ომიკრონისვარიანტიარის 1.5 -ჯერ უფრო გადამდები, ვიდრე “ორიგინალი” ომიკრონი (BA.1). ეს აჩვენა ახალმა კვლევამ დანიიდან, სადაც 8500 ოჯახი იყო შესწავლილი.

მუტირებული ომიკრონი (BA.2) ასევე უფრო იოლად არიდებს თავს ადამიანის იმუნურ თავდაცვის სისტემას (გადატანის თუ ვაქცინაციის შემდეგ).

დროზე აიცერით ბუსტერით …“, – წერს აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.

#drpkhakadze Giorgi Pkhakadze

New Danish study: A study of 8,500 Danish households found that the BA.2 Omicron subvariant is 1.5 times more transmissible and has more immune escape properties, making it less effective against infection–compared to the BA.1 (original) Omicron variant.

“We conclude that Omicron BA.2 is inherently substantially more transmissible than BA.1 and that it also possesses immune-evasive properties that further reduce the protective effect of vaccination against infection.”

BA.2 accounted for 65% of all positive tests in Denmark

დანიურმა კვლევამაჩვენა, რომ Omicron კორონავირუსის ვარიანტის BA.2 ქვევარიანტი, რომელიც სწრაფადდაიპყრო დანიაში, უფრო გავრცელებულია, ვიდრე უფრო გავრცელებული BA.1 და უფრო შეუძლიააცრილი ადამიანების დაინფიცირება.

BA.2 ქვევარიანტით ინფიცირებული ადამიანები დაახლოებით 33%-ით უფრო მეტად აინფიცირებდნენს ხვებს, ვიდრე BA.1-ით ინფიცირებულებს.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil




„ფაიზერის ბუსტერის გამოყენება მე-2 დოზიდან 5 თვეში 5-11 წლამდე ასაკის ბავშვებში ამერიკის წამლის…

18 მაისი, 2022

#drpkhakadze
აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე წერს:
-„ამერიკის წამლის სააგენტომ ამწუთას დაუშვა ფაიზერის ბუსტერის გამოყენება მე-2 დოზიდან 5 თვეში 5-11 წლამდე ასაკის ბავშვებში.
არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ფაიზერის 2 დოზა საკმარისი არ არის ომიკრონის წინააღმდეგ. დელტას დროს ბავშვების ვაქცინაციის ეფექტი იყო 68% -დე და ომიკრონის შემოსვლის შემდეგ ეფექტურიბა დავარდა 11-12%-მდე. მიზეზი:
1.ვაქცინის დაბალი დოზები ბავშვებში;
2 ბუსტერის ავტორიზაციის არარსებობა ბავშვებში.
საქართველოში კი ჯერ იქნებ 60 წელს გადაცილებულები მაინც ავცრათ ბუსტერებით….
მოკლედ, რა…

ჯანმრთელობას გისურვებთ…“
#drpkhakadze @drpkhakadze Dr Giorgi Pkhakadze Профессор Гиорги Пхакадзе
გიორგი ფხაკაძე YouTube-ზე https://youtube.com/c/GiorgiPkhakadze

FDA უფლებას აძლევს Pfizer Booster-ს 5-დან 11 წლამდე ბავშვებისთვის



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvili




„მინდა ძალიან მაგარი ამბით დავიწყო – პირდაპირ ეთერში ვაცხადებ“-გიორგი ფხაკაძე

01/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა:

„საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა“

-„მინდა ძალიან მაგარი ამბით დავიწყო – პირდაპირ ეთერში ვაცხადებ, – სტომატოლოგიურმა კლინიკა „ჰებემ“ (თბილისი, ცაგარელის ქ. 3) პირველმა გაიარა საქართველოში დამოუკიდებელი აკრედიტაცია, მიენიჭა ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“, ფრანგული სერტიფიკატი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი და ისტორიული მომენტია. ვულოცავ კლინიკა „ჰებეს“!

თამამად გეუბნებით, – კლინიკა „ჰებე“ არის უსაფრთხო, ზრუნავს პაციენტებზე, ფიქრობს თანამშრომლებზე და მისთვის ხარისხი უმთავრესია.

უკვე 31-მა სამედიცინო დაწესებულებამ გადაწყვიტა, მიიღოს მონაწილეობა დამოუკიდებელი აკრედიტაციის პროცესში. წარმოდგენილია ჯანდაცვის მთელი სპექტრი – რამდენიმე ჰოსპიტალი, ამბულატორიული კლინიკა, სტომატოლოგიური კლინიკა, ესთეტიური მედიცინის ცენტრი.

კიდევ ერთი, ძალიან სერიოზული საავადმყოფო დაგვემატა, – „მედულა“. მოკლედ, ამ ეტაპზე ჩვენთან აკრედიტაციას გადიან ძალიან სერიოზული საავადმყოფოები – „მედიქლაბი“ და „მედულა“;

გაფართოვდა გეოგრაფიული არეალი. მოგვმართეს დაწესებულებებმა, რომლებიც მდებარეობენ: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გურჯაანში, ბორჯომში, ცაგერში, რუსთავში, გარდაბანში… 31 ორგანიზაციიდან 12-თან უკვე გაფორმებულია იურიდიული კონტრაქტი;

ჩვენი კონცეფციაა, ვეძებოთ ის ხალხი, ვინც ფიქრობს პაციენტებზე, ფიქრობენ ხარისხზე და ფიქრობენ მომავალზე.

გახსოვთ, ვატარებდით გამოკითხვას, – რომელი როგორი კლინიკაა. დაახლოებით 2000-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, განსაკუთრებით ქსელურ საავადმყოფოებს ყველაზე დაბალი ქულები და ცუდი შეფასებები ჰქონდათ.

მივიღე გადაწყვეტილება:

– კლინიკებს, რომლებსაც არც კი სურთ აკრედიტაციის გავლა, მათზე ლაპარაკსაც არა აქვს აზრი, გასაგებია მათი პრიორიტეტები. ჩვენ გვაქვს კარგი კლინიკები, ძალიან კარგი კლინიკები და კლინიკები, რომლებზედაც არ ვასაუბრიბთ.

აკრედიტაციის პროცესი გრძელდება. სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში კიდევ რამდენიმე სამედიცინო ორგანიზაცია მიიღებს აკრედიტაციას.

ნელი ტემპით, მაგრამ მტკიცედ მივდივართ წინ – ჩვენ ვაშენებთ ხარისხიან ჯანდაცვას, ჩვენ ვაშენებთ საქართველოს!

კიდევ ერთი სიახლე – იმ კვირიდან დავიწყე მუშაობა უწყვეტი სამედიცინო განათლების მიმართულებით. შეიკრიბა ტექნიკური ჯგუფი უცხოელი და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით. ჩვენ გვექნება უწყვეტი სამედიცინო განათლების საერთაშორისო CM ქულების მინიჭება. ვისაც აქვს სურვილი, ჩაატაროს ტრენინგი, ეს შეიძლება იყოს პიროვნება ან ორგანიზაცია, უნდა შემოიტანოს განაცხადი და პროცესის წარმატებით გავლის შემთხვევაში მიიღებს აკრედიტაციას“.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

გიორგი ფხაკაძე: „ბნელი” ამერიკა, გაუშვებენ სამსახურიდან, ვინ არ აიცრება…“ – ჯარისკაცებს, რომლებიც…

3 თებერვალი, 2022

#drpkhakadze Giorgi Pkhakadze

„ბნელი” ამერიკა, სატანებიმაგენი….

3,500 გაუშვებენ სამსახურიდან, ვინ არ აიცრება. რომ იცოდეთ, ამერიკის ჯარში 1,400,000 ადამიანიმსახურობს

ბნელეთიყველგანარის … ზოგ ქვეყანაშიმეტია, ზოგში – ნაკლები … საქართველოკი ბნელეთსლიდერობს“ – წერს აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.

ჯარისკაცებს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებაზე უარს ამბობენ, აშშ-ის არმიიდან დაითხოვენ https://www.npr.org/2022/02/02/1077625142/u-s-army-covid-vaccination?utm_medium=social&utm_term=nprnews&utm_campaign=npr&utm_source=facebook.com&fbclid=IwAR378sSiaqkJ3gVEerqqXLgt3AG68IfK9h9pNKHSgLmOvRXAr97QDF8r3y0


-„არმიის მზადყოფნა დამოკიდებულია ჯარისკაცებზე, რომლებიც მზად არიან წვრთნებისთვის, განლაგებისთვის, ბრძოლისა და ჩვენი ერის ომების მოგებისთვის. არავაქცინირებული ჯარისკაცები საფრთხეს უქმნიან ჩვენს ძალებსა და მზადყოფნას“, – განაცხადა აშშ-ის არმიის მდივანმა, კრისტინ ვორმუტმა.

26 იანვრის მდგომარეობით, აშშ-ის არმიის ჯარისკაცების 96% სრულად არის აცრილი, ხოლო 3 350-მა ჯარისკაცმა უარი თქვა ვაქცინაციაზე. თითქმის 5 900-მა ჯარისკაცმა ვაქცინაციისგან დროებითი გათავისუფლება მიიღო.

დათხოვნილი სამხედროები ვერ მიიღებენ შემწეობას და შესაძლოა, მოუწიოთ უკან დააბრუნონ ნებისმიერი სახის წამახალისებელი ანაზღაურება.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil





რომელი ქვეყნები შეუშვებენ, საქართველოს მოქალქეებს საზღვარზე? – „ჩემი არ გჯეროდათ!..“

19/07/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ჩემიარ გჯეროდათ!

დაუჯერეთ იმედის დღე /Imedis Dge

ჩინურივაქცინებიარ არიან აღიარებულიევროპაში

იქნებდაფიქრდეთ, რატომ?!..

ჯანმრთელობასგისურვებთ “- წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.

ვიდეო – რომელი ქვეყნები შეუშვებენ საქართველოს მოქალქეებს საზღვარზე? – კოვიდრეგულაციები და მოგზაურობა


#პირდაპირი ჩართვა საფრანგეთიდან, იტალიიდან და ბერლინიდან

P. S. ამ ეტაპზე ესპანეთი და თურქეთი ყველაზე ლოიალურია



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„მესამე ტალღას ვაქცინაციით უკვე ვერ შევაჩერებთ! – მარტივი არითმეტიკაა – ჩინური ვაქცინით აცრის…“

17/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციის შესახებ გვესაუბრება:
„მაპატიეთ, – არასასიამოვნო ინფორმაციას გეუბნებით, მაგრამ სიმართლე ვიღაცამ უნდა გითხრათ! თქვენ გაქვთ უფლება, იყოთ ინფორმირებული და მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება.
მეგონა საღი აზრი გაიმარჯვებდა, საჯაროდ ბევრჯერ გავაფრთხილე გადაწყვეტილების მიმღებნი, მაგრამ ამაოდ, არაპროფესიონალიზმი და კორუფცია ღუპავს საქართველოს!
დღეს ოფიციალურად გამოცხადდა.

27 აპრილიდან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური „სინოფარმით“ აცრისთვის რეგისტრაცია დაიწყება თურმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ექსპერტები სრულად უჭერენ მხარს, დაიწყოს ვაქცინაცია.


ახლა გავშიფროთ ეს გადაწყვეტილება, – რბილად, რომ ვთქვათ, მცდარობა:
– თავშივე ვიტყვი, 2 მლნ თუ რაც გადაიხადეს ამ ნაგავში, წყალში გადაყრილი ფულია. ჩინური ვაქცინის ნაჩუქარი 100 000 დოზაც ნაგავში გადასაყრელია ფაქტიურად და აი, რატომ:
– ექსპერტები და ეპიდემიოლოგები, ვინც მიიღეს გადაწყვეტილება, საქართველოში ჩინური ვაქცინით მესამე ტალღის შესაჩერებლად, ან უცოდინრები, ან კორუმპირებულნი არიან!
საკითხს მივყვეთ თანმიმდევრიბით :
– დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა სამიოდე დღის წინ აღიარა, – საქართველოში ცირკულირებადი ვირუსების 70% ბრიტანული შტამია, ხოლო ძველი შტამი, ე.წ. „უხანის ვირუსი“ მხოლოდ 30%-ია. საქმე იმაშია, რომ ჩინური ვაქცინა საერთოდ არ მოქმედებს ბრიტანულ შტამზე. გამოდის, რომ ამ 70%-ს ის ვერაფერს უშველის. დარჩენილ 30% „უხანურ ვირუსზე“ რა ხდება?!
თვითონ ჩინური ვაქცინის ეფექტიანობა უხანური, ძველი შტამის წინააღმდეგ არის მხოლოდ 50% (ეს რამდენიმე დღის წინ თავად ჩინეთის მთავრობამ აღიარა). ანუ გამოდის, ამ 30%-ის ნახევარს ანუ 15%-ს დაიცავს.


მარტივი არითმეტიკაა – ჩინური ვაქცინით აცრის შემთხვევაში 100 ადამიანიდან მხოლოდ 15 იქნება დაცული, ეს არის ბაზისური ეპიდემიოლოგია!
„უხანური ვირუსი“ უკვე მილევადია, სექტემბრისთვის პრაქტიკულად აღარც იქნება, სეზონურ გრიპივით იქნება. მაქვს შეკითხვა, რისთვის გვინდა ეს ჩინური ვაქცინა?!
რაც შეეხება მესამე ტალღას… უკვე სამ კვირაზე მეტია, მესამე ტალღაა დაწყებული. წესიერი ვაქცინაც რომ გვქონდეს, იმუნიტეტს მინიმუმ პირველი გაკეთებიდან ერთი თვე სჭირდება, ანუ დღესაც რომ დავიწყოთ კარგი ვაქცინით მასიური ვაქცინაცია, იმუნიტეტს ერთ თვეში მივიღებთ. ესეც მარტივი ეპიდემიოლოგიაა, – უკვე დაწყებულ მესამე ტალღას ვაქცინაციით ვერ შევაჩერებთ!
ახლა მინდა გამოვეხმაურო ინდოელი სტუდენტების კარანტინში გამწესების ამბავს, რაც ზოგიერთმა ტელევიზიამ არასწორი ინტერპრეტაციით გააშუქა. ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა მოიქცა აბსოლუტურად სწორად. ინდოეთში გავრცელებულია კორონავირუსის ახალი, საშიში შტამი, რომელიც მაღალი ლეტალობით გამოირჩევა. ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა, რომ ინდოეთიდან მომავალი ნებისმიერი პირი, ვაქცინაციის სრული კურსის მიუხედავად, სავალდებულო 14-დღიან კარანტინს დაექვემდებარება. მინდა, ეს სწორად გაიგოს მედიამაც და საზოგადოებამაც.
ასტრაზენეკას ვაქცინაზე ყოველდღე ახალი ნეგატიური ამბები მოდის. უკვე ნორვეგიაც აპირებს მისი გამოყენების შეწყვეტას, მიიღეს გადაწყვეტილება – ვისაც ასტრაზენეკას პირველი დოზა აქვს უკვე გაკეთებული, მეორე დოზად ფაიზერს გაუკეთებენ. დანიამაც საერთოდ შეაჩერა მისი გამოყენება. რაც შეეხება გერმანიას, იქ მხოლოდ 60 წლის ზემოთ აკეთებენ, საფრანგეთსა და კანადაში – 55 წელს ზემოთ;

ჩემს გვერდზე დავდე ინფორმაცია სპეციალისტებისთვის, რა სიმპტომებს უნდა მიაქციონ ყურადღება ექიმებმა და პაციენტებმა ასტრაზენეკას გაკეთებამდე და გაკეთების შემდეგ.
ერთადერთია ფაიზერის ვაქცინა, რომელსაც სხვა ვაქცინებთან შედარებით ეფექტიანობა მაღალი აქვს, ნაკლები გვერდითი ეფექტები აქვს, ასევე, შედარებით კარგად ფარავს სხვადასხვა შტამებს.


კიდევ ერთი პრობლემა, ზოგადად, ორდოზიან ვაქცინებთან დაკავშირებითა. ადამიანები, ნებისმიერ ქვეყანაში, მეორე დოზის გასაკეთებლად ყველანი არ ცხადდებიან. სტატისტიკის თანახმად, მაგალითად, ამერიკაში მეორე დოზის გასაკეთებლად აცრილთა 10% არ მივიდა. ეს ხდება ქვეყნებში, სადაც ელექტრონული ჯანდაცვაა. საქართველოში, სადაც ელექტრონული ჯანდაცვა საერთოდ არ არის, როგორ ვაპირებთ აცრილი ადამიანების გაფრთხილებას, რომ მივიდნენ მეორე დოზის გასაკეთებლად?! როგორ ვაპირებთ, ამ პროცესის ელექტრონული მენეჯმენტის განხორციელებას?!
კიდევ ერთი პრობლემა: – თქვენ იცით, თუნდაც ფაიზერის შემთხვევაში, მესამე დოზის გაკეთებაცაა საჭირო მეორე დოზით ვაქცინირებიდან 5 თვის შემდეგ? ვინმემ გითხრათ ეს? ან ვინმე ზრუნავს, რომ ეს მესამე დოზა შემოიტანონ?! – არა!
გეკითხებით, ჩინურ ვაქცინას არა აქვს არც ჯანმოს და არც ერთი ძლიერი მარეგულირებლის აღიარება. არ მუშაობს საქართველოში 70%-ით გავრცელებულ ბრიტანულ შტამზე. რატომ მიდიხართ ამ ნაბიჯზე? ჩინური პროტოკოლით უნდა ჩაატაროთ ვაქცინაცია?!


ვინ არის ეს 82 ექსპერტი, ვინც ვაქცინაციის გეგმის ნაცვლად სადღეგრძელო დაწერა და ამდენი შეცდომის დაშვების შესაძლებლობა გააჩინა ამ გეგმით. დადეთ ამ ექსპერტების და ეპიდემიოლოგების სია საჯაროდ! ერი უნდა იცნობდეს თავის მავნებლებს! ოდესმე ხომ დალაგდება ეს ქვეყანა და მოგეკითხებათ!

არავინ დამაბრალოს ანტივაქსერობა! მე ვარ პირველი მომხრე ვაქცინაციის, ოღონდ რისკების სწორად შეფასების და პროცესის სწორად წარმართვის შემთხვევაში.
თქვენი ოჯახის ექიმთან გაიარეთ კონსულტაცია და სწორად შეაფასეთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რისკების გათვალისწინებით მხოლოდ თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება! დაიმახსოვრეთ, ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი და უსაფრთო!
ვირუსს ახასიათებს ციკლურობა, იმედია, მაისის ბოლოსკენ ვირუსის გავრცელების მრუდი უკვე ქვემოთ წავა. მზის ულტრაიისფერი სხივებიც თავის საქმეს იზამს. მანამდე ძალიან გაუფრთხილდით თავს! დაიცავით ორმეტრიანი დისტანცია. კი არ გეუბნებით, მიტინგებზე არ იაროთ-მეთქი. პირიქით, ისეთი სიტუაციაა, დუღს ქვეყანა და ცვლილებების დროა – კი, ბატონო, იარეთ მიტინგებზე, მაგრამ დაიცავით ორმეტრიანი დისტანცია და ატარეთ ყველგან სამედიცინო პირბადე!
მოუფრთხილდით თავს, ახლა თქვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა თქვენს ხელშია!“


ჩინურ ვაქცინებს „დაცვის მაღალი მაჩვენებელი არ აქვს“ –

ლინკი: – https://www.accreditation.ge/post/%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%97%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90



მსოფლიოში „ვაქცინების ომი” დაიწყო!“-გიორგი ფხაკაძე –

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%9D-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



“THE COUNTRY MUST BE CLOSED FOR 6 WEEKS TO HAVE A RESULT” – GIORGI PKHAKADZE

21.Dec.2020



AUTHOR:NATIA TAKTAKISHVILI

Giorgi Pkhakadze, United Nations Secretary-General Independent Accountability Panel Member advises the Georgian government not to ease the restrictive measures imposed by the pandemic, but to tighten them even further.


As Pkhakadze told TV Pirveli, the economy cannot be opened on December 24 under any circumstances, and if the country does not tighten measures in the next 6 weeks, the country will get more tragic results.


“There must be a tighter lockdown. The country must not be opened on December 24 under any circumstances. We do not have the luxury of then calculating the morbidity figures of our citizens, which will be increased even more. My position is simple, there should be strict measures and the country should be closed for 6 weeks to have results. If there are ineffective point lockdowns, we will have more deplorable and bitter consequences,” Pkhakadze said.


However, if restrictions introduced by the government on November 28 will be lifted or not still remains unknown.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

Source: https://bm.ge/en/article/quotthe-country-must-be-closed-for-6-weeks-to-have-a-result—giorgi-pkhakadze-/71713/


„ექიმების რეპრესიები დაიწყო, როცა თქვეს, რომ იყო ახალი შტამები 15-ჯერ უფრო საშიში… არის იშვიათი…“

13/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს:

„სამწუხარო ამბავია, ინდოეთში არის იშვიათი დაავადება, რომელიც ძირითადად ტროპიკულ ქვეყნებშია. იმედია, ჩვენამდე ეს დაავადება არ მოაღწევს. ინდოეთში არ არის მარტო ერთი შტამი. ინდოეთის ჩრდილოეთით არის ბრიტანული შტამი, სამხრეთში არის ეს ახალი შტამი, რომელზეც ჯანმომ გამოაცხადა, რომ არის საშიში. ინდოეთში არის კიდევ სხვა პატარა შტამები. რაც უფრო ბევრ ადამიანში ვრცელდება, მით უფრო დიდია შანსი, მუტაცია იქნება…“

მისი თქმით, ინდოეთის სხვადასხვა შტატი აგზავნის სიგნალებს.

„პოლიტიკოსები როცა ერევიან სამედიცინო საქმეში, ყოველთვის არის პრობლემა. ჩინეთში, უჰანში რომ მოხდა ეპიდემიის აფეთქება, პირველი რაც გააკეთეს, ექიმები „ჩაახრჩვეს“, დაიჭირეს და შემდეგ ის ექიმები გარდაიცვალნენ. ასეთი სიტუაციია ახლა ანდრაპატეში, იქ ექიმებმა თქვეს, რომ იყო ახალი შტამები, 15-ჯერ უფრო საშიში, ვიდრე არსებული ინდური შტამი. ინდოეთის მთავრობა ძალიან შეშინებულია, ამ ექიმების რეპრესიები დაიწყო, რომ ეს იყო დეზინფორმაცია. სხვადასხვა შტატებში ექიმები უკვე ამაზე საუბრობენ.

ყველანაირი გზით უნდა დავახრჩოთ ეს ვირუსი. ინდოეთს სილიდარობა უნდა გამოვუცხადოთ და მაგრამ მეორეს მხრივ უნდა გვახსოვდეს, რომ ინდური შტამი მარტო ინდოეთში არ არის, ინდური შტამი უკვე 30-ზე მეტ ქვეყანაშია.

ვისწავლეთ, რომ მარტო ჩაკეტვები არ შველის ამ ვირუსს. უნდა იყოს „ჭკვიანი ჩაკეტვა“ და „ჭკვიანი გაღება“. უნდა გათვალო, რა სეგმენტი შეიძლება იყოს გახსნილი დარა სეგმენტი არ შეიძლება იყოს გახსნილი…“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

Dr Giorgi Pkhakadze: The beginning of September will be the hardest

13 August, 2021

Dr Giorgi Pkhakadze, a public health expert, writes on the social network that the fourth wave will be in Georgia in early September and have the worst results.

According to him, the third dose of the vaccine should be allowed in the country for those over 60 and for all those vaccinated with low-effective vaccines.

“According to the decision of the US Food and Drug Administration, the third or booster dose of Pfizer and Moderna has already been allowed.

– “Booster” is allowed only for people with a weak immunity (organ transplants, those on hormone therapy, and, in general, those on immunosuppressive drugs …)

– Other fully vaccinated persons (with Pfizer or Modern) do not need the third dose!

– It is allowed for people over 60 in Israel

– Pfizer booster for those who got Chinese vaccine is also allowed in Bahrain …

– In Georgia, cursing Pkhakadze is allowed. Believe me at least once. I try to provide you with the latest academic/scientific news from around the world and, instead of just listening I receive aggression, negativity, and pointless comments.

– Once again, a booster should be allowed in the country first for those over 60 and then for all people who have been vaccinated with ineffective vaccines.

– The 4th wave in Georgia will be stronger than the 3rd (you have been warned more than once).

– The 4th wave peak will be in early September and will be the heaviest.

– Let us take care of our medical staff!” Dr Giorgi Pkhakadze writes.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Source: https://report.ge/en/society/giorgi-pkhakadze-the-beginning-of-september-will-be-the-hardest/

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights