პარასკევი, მაისი 1, 2026

„ეს ერთი ჩასწორება გაზრდის ხარისხს, დასწევს წამალების ფასს, გაზრდის კონკურენციას, გაზრდის…“

16 ნოემბერი, 2021

#drpkhakadze

„აკრედიტაციასაზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე წერს:

„კარგი და საინტერესოა, მაგრამ …..

კანონში/ ბრძანებაში გვინდა მხოლოდ ერთი ჩანაწერი:

წამალი, რომელიც არის რეგისტრირებული საქართველოში, უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველა აფთიაქში

დიახ, ბებო მარო რომ მივა ხულოს აფთიაქში და დასჭირდება ნებისმიერი (ქიმიოთერაპიული წამლების ჩათვლით) მედიკამენტი, მან უნდა მიიღოს წამალი მაქსიმუმ 24 საათში, უნდა იყოს ხელმისაწვდომი ხულოს აფთიაქში

ეს ერთი ჩასწორება გაზრდის კონკურენციას, გაზრდის ხელმისაწვდომობას, გაზრდის ხარისხს და, რა თქმა უნდა, დასწევს ფასსეს არის მსოფლიო გამოცდილებაზე დაფუძნებული ფაქტი (ფხაკაძეს შეეკითხეთ ხოლმე, სხვა ქვეყნებს ვეხმარები ამგვარი გამოწვევების მოგვარებაში)“, – წერს


ჯანდაცვის სამინისტროში მედიკამენტების ფასის რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა:
„წამლის ფასი მოსახლეობისთვის ძალიან დიდი ტვირთია. აღნიშნული პრობლების აღმოსაფხვრელად სამინისტრო აქტიურ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო როგორც წამლის ხარისხი, ასევე წამლის ფასი, რომელიც უკვე წლებია, ძალიან დიდი ტვირთია ჩვენი მოსახლეობისთვის. ასევე, ზოგადად ჯანდაცვის სისტემისთვის. ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობა 2019 წლის შემდეგ მიმდინარეობს, აქტიურად არის ჩართული ჯანდაცვის კომიტეტი, რომელიც მუშაობდა წამლის კანონის ნაწილზე, ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, რომელმაც შეისწავლა ბაზარი და დადო არაერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ამასთან მიმართებაში. დღეიდან, ჩვენ, სამუშაო ჯგუფების ფორმატში, გავაგრძელებთ უკვე თითოეული მხარის მხრიდან დანახული პრობლემატიკის შეჯერებას და ამის მიხედვით უკვე გავიტანთ იმ მნიშვნელოვან კანონს, რომელიც აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე, როგორც წამლების ფასის, ასევე ხარისხის კუთხით”.
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა:
„სააგენტოს მიერ მომზადებული 11 რეკომენდაციის მიზანი სწორედ, მომხმარებლის მხრიდან, მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯების მნიშვნელოვანი შემცირებაა.“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD



https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil




„გვავიწყდება ილიას სიტყვები – „მოყვარეს პირში უძრახეო”… სულ რომ თავზე გვემხობოდეს…“

28 იანვარი, 2022

#drpkhakadze.

დღის კომენტარი:

„ვერ ვხვდები ამ ადამიანების ქოთქოთის არსს… რაც აქამდე მინახავს ამ გვერდზე, ყველაფერს ყოველთვის მოჰყვება სტატია, სამეცნიერო ნაშრომი, უამრავი კვლევა. დადგებიან და ილანძღებიან. ანუ კვლევებს არ ენდობიან და კონკრეტულად ადამიანს ლანძღავენ.

იმდენად ვართ მიჩვეულები სირაქლემას პოზიციას, ვარდისფერ სათვალეს, გვავიწყდება ილიას სიტყვები – „მოყვარეს პირში უძრახეო”… სულ რომ თავზე გვემხობოდეს ყველაფერიკი არ მოგვწონს ის, ვინც გვეტყვის გემხობათ და რამე მოიმოქმედეთო. იმას დავიწყებთ მადლობების გადახდას, ვინც გვეტყვის, რააა საყვარლად გემხობათ, არაფერია საშიში, ნუ გეშინიათ, კი დაგემხობათ, მაგრამ არა უშავსო ” – წერს აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil






„რომც დადგინდეს, ვირუსმა ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონა?! – რა შეიცვლება?..“- გიორგი ფხაკაძე

25/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„პრესა როცა რაიმეს წერს ჩემზე, არ აქვს მნიშვნელობა, ცუდს თუ კარგს, არ ვეთანხმები თუ ვეთანხმები, ყველაფერს ვდებ ჩემს გვერდზე. სიტყვის თავისუფლებაა – წერონ.

კოვიდთანდაკავშირებით საზოგადოებას ბევრი ინფორმაცია მივაწოდე, რისი მიწოდებაც შეიძლებოდა და ზოგჯერ, არც კი შეიძლებოდა. ზოგადად, სხვა ქვეყნებში ექსპერტები ხალხის განათლებისთვის ასე არ ზრუნავენ.

ვცდილობდი, მაქსიმალურად ყოფილიყავით უახლესი ინფორმაციებით შეიარაღებული, წორი გადაწყვეტილება რომ მიგეღოთ. სამწუხაროდ, ბევრი ვერ იგებს, რას ვამბობ და არასწორ ინტერპრეტაციას აძლევს.

ზოგი მიბრაზდება, თითქოს ეს ვირუსი ჩემი გამოგონილია. ხომ ვიცით, რომ ჩინელებისაა და ისიც ვიცით, რომ, სავარაუდოდ, ვუხანის ლაბორატორიაშია ეს გოგლი-მოგლი გაკეთებული. იმედია, დადგება დრო, ჩინეთს ამის ფასის გადახდა მოუწევს. თუმცა საქართველოსთვის რა შეიცვლება, რომც დადგინდეს, ვირუსმა ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონა?! არაფერი. ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად“, – აცხადებს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.



MD, MPH, PhD


#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე


#ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


„გაავრცელე სიყვარული და არა ვირუსი…იქნებ ვისწავლოთ სხვისგან და გადმოვიღოთ საუკეთესო მაგალითები“

24/09/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„საფრანგეთი სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლების 100% არის ვაქცინირებული ან ვირუსგადატანილი (3000 ძირითადად ტექნიკური პერსონალი უფასო შვებულებაში გაუშვეს 16 სექტემბრიდან),
ისრაელი 23 სექტემბრიდან მასწავლებლების 100% არის აცრილი ან ვირუსგადატანილი. არავაქცინირებული მასწავლებლები ფიზიკურად ვერ შევლენ სკოლაში.
იქნებ ვისწავლოთ სხვისგან და გადმოვიღოთ საუკეთესო მაგალითები და არა უაზრო მაგალითები.

დავნერგოთ:
ელექტრონული ერთიანი ჯანმრთელობის ბარათი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის
უფასო კოვიდ ტესტირება,
ძირითად/საკვანძო სფეროების 100% ფაიზერით (მოდერნასაც არაუშავს) ვაქცინაცია
გაავრცელე სიყვარული და არა ვირუსი“ – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.

https://www.timesofisrael.com/health-ministry…/
https://www.france24.com/…/20210916-france-suspends-3…


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


„უნიჭიერესი და ძალიან გემოვნებიანი მეგობარი, გიორგი ფხაკაძე – დღეს რაც ვნახე, მარათლაც რომ …“

17/10/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil


მომღერალი მარკუს მეტრეველი, პროფესორ, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელს, გიორგი ფხაკაძეს სტუმრობდა.

„უნიჭიერესი და ძალიან გემოვნებიანი მეგობარი, გიორგი ფხაკაძე,

15 წლის წინ როდესაც გიოს ვესტუმრე ამ სახლში, დაწყებული ჰქონდა რემონტი. იკვეთებოდა რომ აშენებდა არაამქვეყნიურ რეზიდენციას რომელიც იქნებოდა თბილისში ერთ-ერთი ღირშესანიშნაობა.
მრავლად მაქვს ნანახი მსოფლიო მასშტაბით საოცარი არქიტექტურის სახლები, ვილები, მათი ინტერიერი, მაგრამ, დღეს რაც ვნახე, მარათლაც რომ წარმოუდგენლად საოცარ გარემოში აღმოვჩნდი!!!
ეს სახლი მისი ულამაზესი ტერასული ეზოებით და ხედებით ძველ ტფილისზე, გიქმნის შეგრძნებას რომ შენ ცხოვრობ მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქალაქში. ეს არის თანამედროვე, ევრო-აზიური, ნეო-კლასიკური და ავანგარდული ინტერიერის შერწყმა დღე-სასწაული ბრავო გიო, უდიდესი შრომაა ჩადებული . ეს არის შედევრი SUPER”, – წერს მარკუს მეტრეველი ფეისბუქ გვერდზე.


ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის თბილისური სახლის ფოტოები ჟურნალმა „ინტერიერმა“https://www.facebook.com/interierimagazine/posts/2085324031798269

ორი წლის წინ გადაიღო.

ჟურნალ „ინტერიერთან“ საუბრისას ჯანდაცვის ცნობილმა ექსპერტმა აღნიშნა, სახლის რესტავრირებას პლასტიკური ქირურგის სიზუსტით მიუდგა:

„ამ სახლს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, რომელიც პირობითად სამ: შუასაუკუნეობრივ, საბჭოთა და თანამედროვე პერიოდებად შეგვიძლია დავყოთ. ისევე, როგორც ყველა ფეოდალური ქალაქი, თბილისიც გალავნით იყო შემოსაზღვრული. უცნაურია, რომ თბილისში ეს იყო ერთადერთი გალავნიანი სახლი, ე.წ. ციხე-სახლი, რომელიც სავარაუდოდ, X საუკუნეში იყო აგებული. XIII საუკუნეში მონღოლების შემოსევისას ციხე- სახლი ნანგრევებად იქცა. XVI საუკუნის მიწურულს ეს შენობა სომეხი სოვდაგრის, მელიქ ბებუთოვის საკუთრება გახდა. XVIII საუკუნის დასაწყისში ერთ-ერთმა ბებუთოვმა სახლი თავის დას გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, იქაურობა დედა თამონასტრად გადააკეთა. 1795 წელს, კრწანისის ომის დროს, აღა-მაჰმად-ხანმა მთელი თბილისი გადაწვა და დაანგრია. საბედნიეროდ, სახლი გადარჩა და სხვადასხვა ისტორიული წყაროს მიხედვით ირკვევა, რომ შაჰი თბილისში ყოფნის დროს სწორედ ბებუთოვის რეზიდენციაში ცხოვრობდა. გადმოცემის მიხედვით, თბილისის აღდგენამდე აქ უცხოვრია და აქვე გარდაცვლილა საქართველოს უკანასკნელი მონარქი-გიორგი XII. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ეს ისტორიული შენობა, ოდესღაც მშვენიერი ციხე-სახლი მრავალ ბინიანი „კომუნალკა“ ხდება. 1998 წელს, სრულიად შემთხვევით, ამ შენობაში შევიძინე მცირე ფართი. 90-იანი წლების სიდუხჭირის გამო ძველ ქალაქში აღარავის უნდოდა ცხოვრება, მეზობლები სიხარულით ყიდიდნენ თავიანთ ბინებს და მეც ეტაპობრივად შევიძინე 23 ოჯახის კუთვნილი საცხოვრებელი ფართი. ათწლეულების განმავლობაში დამახინჯებული შენობა მთელი თბილისის სარკე იყო თავისი ეთნიკური, კულტურული და სოციალური სიჭრელით.

შენობის ქვედა ნაწილი X საუკუნით თარიღდება, ხოლო აბანო და ცენტრალური კორიდორი XVI საუკუნის კლასიკური ირანული არქიტექტურის ნიმუშია. აბსოლუტური შოკი იყო სახლის ეზოში შუა საუკუნეების წყალსაცავის აღმოჩენა. პროფესიით ქირურგი ვარ და სახლის რესტავრაციას პლასტიკური ქირურგის სიფრთხილით მივუდექი. ზედმიწევნით გავითვალისწინე ძეგლებისა და ღირშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს თანამშრომელთა რჩევები და რესტავრაციის დროს ვიყენებდი მხოლოდ ავთენტურ მასალებს-კირსა და ძველ ქართულ აგურს. ინტერიერის დიზაინი ეკლექტურია, პროფესიონალებისთვის რჩევა არ მიკითხავს. გადავწყვიტე, ჩემი საყვარელი სტილი, არტ-დეკო, ძველ თბილისურ არქიტექტურასთან შემეხამებინა. სახლში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი სუვენირები, ძველებური ავეჯი და ხელოვნების ნიმუშებია. ეს იყო ხანგრძლივი, თითქმის 15-წლიანი, რთული, მაგრამ სასიამოვნო პროცესი. ახლა სახლი პრაქტიკულად პირვანდელ მდგომარეობაშია და ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს. 1921 წლის მერე დაქუცმაცებული და დანაწევრებული სივრცე ისევ გაერთიანდა. დღეს სახლს La Residence ჰქვია და ყოველ წელს ჩემს უამრავ უცხოელ სტუმარს მასპინძლობს. თითოეულ ოთახს თავისი სახელი აქვს: ბირმა, ვენა, პარიზი, ლევანტე და ა.შ. მომავალში ვაპირებ გავხსნა საგამოფენო დარბაზი, რომელსაც Galery, La Residence-ს ერქმევა. იმედი მაქვს, რომ ეს უნიკალური შენობა გახდება ხელოვნებისა და ისტორიის შერწყმის საინტერესო ნიმუში“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Unpopular strict measures must be implemented – Giorgi Pkhakadze

23-11-2020

Unpopular strict measures must be implemented. Such a statement made today the Healthcare Advisor to the UN Secretary-General.
“Georgia will stabilize the epidemiological situation only if strict measures are taken. Urgent unpopular strict measures must be implemented. I assume that the number of COVID-19 patients is higher than the statistical data show”, – said Giorgi Pkhakadze.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

Source: https://rustavi2.ge/en/news/182999

„ეს ფუფუნება გამოიყენეთ… ვაქცინაციის პროცესი უმაღლესი დონის „დაბოლებაა“… გიორგი ფხაკაძე

17/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს:

„ვისაც სოფელი გაქვთ, ეს ფუფუნება გამოიყენეთ და იყავით სუფთა ჰაერზე. ხალხთან კონტაქტი მინიმუმამდე შეამცირეთ. გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე. იყოლიეთ ექიმი მეგობრები. რამე რომ მოხდეს, რეანიმაციაში ადგილს იშოვით.“

მისი თქმით, საქმე იქითკენ მიდის, რომ ამ ქვეყანაში ვირუსი ჩაქრობას არ აპირებს. „საქართველოში პროცესზე პასუხისმგებელი პირები ყველაფერს აკეთებენ, ვირუსი უფრო გავრცელდეს. გაქანებული ეპიდემიაა და არაფერი არ არის დაკეტილი. კომენდანტის საათს უკვე აზრიც არა აქვს, კარანტინის კონცეფციამ მნიშვნელობა დაკარგა.

ნუ აწვალებთ ხალხს, ბარემ მოხსენით ეს კომენდანტის საათიც. დაამატეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ერთადერთი, რაც დარჩენია მთავრობას, მოუწოდოს ხალხს პირბადის გამოყენებისკენ, დანარჩენი ქვეყანაში არც ერთი ღონისძიება არ მუშაობს და არაეფექტურია.

ვითომ„ვაქცინაციისპროცესი“ უმაღლესი დონის „დაბოლებაა“. ქვეყანას სჭირდება 4 მლნ დოზა ვაქცინა.

ჩვენსთავს თავად უნდა ვუშველოთ, ხომ ხედავთ. ნუ ნერვიულობთ, იცით, რაც უნდა გააკეთოთ. პირბადე, დისტანცია, ხელების დაბანა. თუ მაინც ამოყოფთ საავადმყოფოში თავს, სანთელი და ეკლესია, სხვა გზა არ არის დარჩენილი.

იმედია, ზაფხულში, ამ თვის ბოლო კვირას ნელ-ნელა ჩაცხრება ეს ვირუსი თავისი ბიოლოგიური ციკლის მიხედვით. ზაფხულში დავისვენოთ, ენერგია მოვიმარაგოთ. გვახსოვდეს, ვირუსი არსად წავა. სექტემბრის ბოლოს მეოთხე ტალღა გვექნება. მოვემზადოთ.

ახლა 1 მილიონი ვაქცინაც რომ ჩამოიტანონ, მეოთხე ტალღას ვერ ავცდებით. მეოთხე ტალღას რომ ვაცდეთ, უნდა გავაკეთოთ მოზრდილი მოსახლეობის 70% ვაქცინაცია. ამას ვერ აკეთებენ. შესაბამისად, დატკბით ზაფხულით, ფრთხილად იყავით და მოემზადეთ“, -აცხადებს პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაციასაზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

Георгий Пхакадзе: Эта жевательная 24 Ноября, 2021 может остановить коронавирус на 95%

24 Ноября, 2021



Как я уже сказал, прогресс не стоит на месте. Нас ждет еще много интересных и хороших новостей от научных центров мира. Это написал в социальной сети эксперт по здравоохранению Георгий Пхакадзе

По его словам, разработана экспериментальная жевательная резинка, способная справиться с коронавирусом с 95% эффективностью.

«Многие люди боятся делать прививку. Я понимаю, и это понятно. Это нормально. Поэтому согласно новому исследованию, проведенному в Америке, экспериментальная жевательная резинка (вы не ослушались – «жевательная резинка»), которая, конечно, имеет определенные свойства, может остановить выделение коронавируса на 95%, когда человек говорит и кашляет.

Это экспериментальный, первый этап, но результаты достаточно многообещающие ..

Я верю, что 2022 год станет годом контроля над ковидом! Желаю всем крепкого здоровья», – написал Пхакадзе.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

Source: https://report.ge/ru/society/georgiy-phakadze-eta-zhevatelnaya-rezinka-mozhet-ostanovit-koronavirus-na-95/

„წავაწყდი ინტერნეტში 90% წინადადებები მეცნო … რავი თქვენც იხალისეთ…“-გიორგი ფხაკაძე

18 ნოემბერი, 2021

#drpkhakadze

„აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე წერს:

„წავაწყდი ინტერნეტში 90% წინადადებები მეცნო … რავი თქვენც იხალისეთ…
ავტორს მადლობა,
დღეს ავტობუსში მომხდარი შელაპარაკება. წაიკითხეთ იხალისებთ,
– მაიტა ერთი უფროსო, ბილეთი ამიღეო – ბარათი გაუწოდა შუახნის კაცმა კონტროლიორს.
ამან, – ჩემ გვერდით დგახარ და სალაროც აგერაა, ადე და აიღეო.
იმან, – შენ რო ამიღო, არ გეკადრებაო?

სალაროსაც წვდები და ხალხიც არ გიშლის ხელს, ხოდა მოდი და აიღეო.
შენ რაღას მიკეთებ, აქ რო დამდგარხარ იმასავითო.
ეგო, ჩემი მოვალეობა არ არისო და იმასავით შენ თვითონა დგახარო.
შენ ეხლა ცოტა ასტაროჟნად იყავიო.
შენ თვითონ მოიქეცი სპაკოინად და არავინ არაფერს გეტყვისო.
შენაო, ავტობუსით რაკი ვმგზავრობ, ქაჯი ხო არა გგონივარო, კარგად გაიკითხე ვინა ვარო.
აი, ჩემ ფეხებს, ვინც არ უნდა იყოო.
– რას ქვია ქაჯიო, ვინც ავტობუსით ვმგზავრობთ, ქაჯები ვართო? – გამოენთო ნიკაპზე პირბადეჩამოწეული ქალი.
შენ პირბადე აიწიე, ქალბატონო, ის გირჩევნიაო კონტროლიორმა.
შენი საქმე არ არის, მე რას ავიწევ და რას ჩავიწევო-პირბადეჩამოწეულმა.
ქალო, სიტყვებს დაუკვირდიო, – მუჯლუგუნი გაჰკრა გვერდით მჯდომმა ქმარმა. ქალი დაუკვირდა.
– დაწყნარდით, რა ყაყანი ატეხეთ ამ დილაუთენიაო, – უკანა რიგებიდან გამოსძახათ კაცმა.
შენ შენნაირები დააწყნარეო – წინა რიგებიდან შეეხმიანნენ.
რა ამბავია ხალხო, სამსახურებში მივდივართ და დილიდან ნუ მოვიშლით ნერვებსო – უკანა რიგებმა.
სამსახურში თორე ახლა მთავრობის სხდომას უშენოდ არ იწყებენო, – წინა რიგებმა.
ჯერ იკითხე ვის ელაპარაკები და მერე იბლატავეო – უკანამ. ზედვე გეტყობა რაცა ხარ, შე ბიძინას მონაო, – წინამ.
ვინ არის ბიძინას მონა, შე გარეწარო კაცოო,
არა ბიჭოს მიშას დაელოდე, ჩამოვა და მოგხედავსო – უკანა რიგებმა.
ერთი სტალინი წამოახედაო – შუა რიგებმა.
– რა გაჩხუბებთ ხალხო, ქართველები არა ვართო? – ჩემ მარცხნივ მჯდომი კაცი ჩაერთო.
ვინც ქართველი არა ვართ, იმას რა დაგვიწუნეო, – ჩემ მარჯვნივ მჯდომი გაეპასუხა.
კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო – მარცხენამ.
რას მეშაირები, შენზე ნაკლები ანდაზები კი არ ვიციო, – მარჯვენამ.
შეაყარე კედელს ცერცვიო – მარცხენამ.
ახტა კოჭი, დახტა კოჭი, თუ ეგრეაო – მარჯვენამ.
-ეხლა სუყველა გაჩუმდით, თორე გავაჩერებ ავტობუსსო, – მძღოლს ამოასხა.
გააჩერებ რა, ბაბუაშენისგან კი არ დაგრჩენია, მიტრიალდი და რულს ხელი მოკიდე, თუ ძმა ხარო.
მიტრიალდა და მოკიდა.
სკოლის ჩანთა მოკიდებულ გოგოს სიცილი აუტყდა, დედამისმა, – ხმა გაკმინდეო და იმანაც გაკმინდა.
– ზაური, ახმეტელის მეტროსთან ვარ ახლა და 15 წუთში ფილარმონიასთან ვიქნებიო – ქალმა ჩასძახა ტელეფონს.
ფილარმონიასთან კი არა, 15 წუთში ისევ ახმეტელის მეტროსთან იქნებიო – კონტროლიორმა ჩაიქირქილა.
შენ გირჩევნია ბილეთებს მიხედოო – ქალმა.
ბილეთების აღება თქვენი მოვალეობაა და არა ჩემიო – კონტროლიორმა
და დაიწყო ისევ თავიდან…”



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil




„ყველას დაგაყარეთ მიწა, დამნაშავე ხარ, ციხეში უნდა იყო. მთავრობაში რომ იყავი, რატომ არ გააკეთე …

9 თებერვალი, 2022

#drpkhakadze Giorgi Pkhakadze

„ოპოზიციამაც და მიშამაც გააწყალეთ გული. „ნაციონალებსაც“ დავაყარე მიწა და „ოცნებასაც“, ანტივაქსერესბსაც, რუსებსაც, ყველას დაგაყარეთ მიწა, არც ერთი არ ფიქრობთ ადამიანებზე. სპექტაკლია, მიშა 50 დღე შიმშილობდა, 24 საათი ტელევიზიით გადმოსცემდნენ, – მიშა შიმშილობს! ამასობაში 3000 კაცი მოკვდა. გავიგეთ, რომ კაცი დიეტაზეა. შემდეგი… დამნაშავე ხარ, ციხეში უნდა იყო… თავის დროზე რომ იყავი მთავრობაში, მაშინ კარგი სასამართლო რატომ არ გააკეთე, ვინ გიშლიდა, 9 წელიწადი მთავრობაში რომ იყავი, რატომ არ გააკეთე კარგი სასამართლო… ახლა გაგახსენდა კარგი სასამართლო?..“, – აცხადებდა „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.


ვიდეო ნახეთ

აქ:


ვიდეო – https://fb.watch/b3uZ8kgB8r/



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil




შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights