ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026

„ხომ უნდა დაახიო ის დიპლომი თავზე“ – ვისზე საუბრობს გიორგი ფხაკაძე

29/08/2021

„როცა შენ ქვეყანაში სამედიცინო პერსონალი არის არა ვაქცინირებული, ეს არის მანიშნებელი უწყვეტი სამედიცინო განათლების არარსებობის, ანუ ჩვენებურად გაუნათლებლობის“ ,- ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.


მისი თქმით, როდესაც გინეკოლოგი ორსულს აცრას არ ურჩევს დიპლომი უნდა დაახიო თავზე.

„არაერთმა ადამიანმა მომწერა, ფეხმძიმე გოგო გინეკოლოგთან იყო და არ აიცრაო, ახლა იმ გინეკოლოგს ხომ უნდა დაახიო ის დიპლომი თავზე. ძირითადი მიზეზი არის ი,ს რომ არავის არასდროს არ უფიქრია ქვეყნისთვის სტრატეგიულად რა არის გასაკეთებელი”, – განაცხადა ლაივჩართვაში გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/khom-unda-daakhio-is-diplomi-tavze-giorgi-fkhaadze/


ამ ვიდეოს გამო, ახალგაზრდა ქართველმა „ექსპერტებმა“, რძე რომ არ შეშრობიათ ჯერ ტუჩებზე, მიწასთან…

30/08/2021

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საკუთარ ვიდეოს აზიარებს, რომელიც მას აპრილში აქვს ჩაწერილი.


როგორც ფხაკაძე ამბობს, ამ ვიდეოს გამო იგი ბევრმა ადამიანმა გააკრიტიკა. მისი თქმით, ბევრი რამ აღმოჩნდა უფრო მწარე, ვიდრე იმ დროისთვის ჩანდა, რომ იქნებოდა.

ანტივაქსერების სექტამ ამოჭრა ამ ვიდეოდან ნაწილი და ეს ვიდეო მთელ ქართულ ინტერნეტ ქსელში დაატრიალა.

ქართველი ფაქტ-ჩეკერები ასევე დამესივნენ და დამარეპორტეს ფეისბუკზე ამ ვიდეოს გამო და ახალგაზრდა ქართველმა “ექსპერტებმა” (რძე რომ არ შეშრობიათ ჯერ ტუჩებზე და უკვე ექსპერტებად საღდებიან ) ხომ საერთოდ მიწასთან გამასწორეს თავისი ჭკუით…

ახლა გადავხედე ამ ვიდეოს და მართლა ძალიან ანერვიულებული ვიყავი, ვინაიდან კვლევების საგანგაშო ანგარიშები მოდიოდა სამხრეთ აფრიკიდან და ინდოეთიდან. დიახ, 2021 წლის 22 აპრილისთვის ბევრი რამ არ ვიცოდით.

ერთი რამ, რაც არის რეალობა – სამწუხაროდ. ბევრი რამ აღმოჩნდა უფრო მწარე, ვიდრე ჩანდა იმ დროს. ასევე, კარგი ამბებიც გვაქვს, ფაიზერის ვაქცინა, აჩვენა თავისი ეფექტურობა მოდერნასთან ერთად და საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა ინდური (დელტა) ვარიანტის წინააღმდეგ.

აიცერით ფაიზერის ვაქცინით, რაც შეიძლება, მალე. სიმართლე მწარეა, მაგრამ მხოლოდ სიმართლე გადაგვარჩენს“,- წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/am-videos-gamo-akhalgazrda-qartvelma-eqspertebma-rdze-rom-ar-sheshrobiat-jer-tuchebze-mitsastan-gamastsores-tavisi-tchkuit-ra-videos-aqveknebs-giorgi-fkhakadze/


„აიცერით სანამ ის ხელმისაწვდომია“ – გიორგი ფხაკაძე განმარტავს, რატომ უნდა ავიცრათ „ფაიზერით“

30/08/2021

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე კიდევ ერთხელ პასუხობს კითხვას, თუ რომელი ვაქცინა სჯობს და რატომ.


მისივე განმარტებით, ვაქცინაციის შემდეგ, კვლავ აუცილებელია, „დაიცვათ დისტანცია, დაიბანოთ ხელები, გაანიავოთ შენობები და გამოიყენოთ სამედიცინო პირბადე“.

„რომელი ვაქცინა ჯობს ?! მე ჩემს მეგობრებს ვურჩევ ფაიზერს (Pfaizer) და რატომ:

ყველაზე უსაფრთხო ვაქცინაა მსოფლიოში დღესდღეობით.

ყველაზე ეფექტურია დელტა (ინდური) ვარიანტის წინააღმდეგ (88-64% გააჩნია ასაკს/ ჯანმრთელობის სტატუსს და ასე შემდეგ).

ყველაზე დიდხანს ინარჩუნებს მაღალეფექტურობას (თვეში მხოლოდ 2.3% ეფექტურობას კარგავს). და ამიტომ 6-8 თვეში მე-3 დოზა (ბუსტერი) არის საჭირო, რომ ეფექტურობა 94-96% აწიოს მომდევნო თვეებში.

ერთადერთი ვაქცინაა რომელიც არის სრულიად აღიარებული (დამტკიცებული/აკრედიტირებული) მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მარეგულირებლის, ამერიკის წამლის სააგენტოს მიერ.

ყველაზე ბევრი კვლევა არის ჩატარებული ამ ვაქცინაზე და რაც მთავარია, სხვადასხვა ქვეყნებში, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და აღიარებული მკლევარების მიერ (არაფერი რომ არ გამოეპარებათ, ისეთების მიერ)

100% დაცვა არც ფაიზერს აქვს, სამწუხაროდ ფაიზერი არ არის “მაგიური უკვდავების ელიქსირი”:

დიახ, ფაიზერით ვაქცინირებული ადამიანები შესაძლოა, დაინფიცირდნენ (12-36% გააჩნია ასაკს და ჯანმრთელობის მდგომარეობას)

დიახ, ფაიზერით ვაქცინირებული ადამიანი შესაძლოა მოხვდეს საავადმყოფოში (დაახლოებით 2%);

დიახ, ფაიზერით ვაქცინირებულ ადამიანს შესაძლოა, ჰქონდეს უკურეაქცია (დაახლოებით 0.001%);

დიახ, ფაიზერით ვაქცინირებული ადამიანი შესაძლოა, გარდაიცვალოს (დაახლოებით 0.15%);

ზუსტად მინიმუმამდე რომ შევამციროთ ზემოთ ჩამოთვლილი ციფრები საჭიროა ვაქცინაციის შემდეგ დავიცვათ დისტანცია, დაიბანოთ ხელები, გაანიავოთ შენობები და გამოიყენოთ სამედიცინო პირბადე.

აიცერით ფაიზერით სანამ ის ხელმისაწვდომია,“ – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/aitserit-sanam-is-khelmisatsvdomia-giorgi-fkhakadze-ganmartavs-ratom-unda-avitsrat-faizerit/


ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანების გარდაცვალება შესაძლებელია, ამის შანსია 0,01%/ ეს კი არ ნიშნავს

30/08/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ქვეყანაში ყველაზე სადაო საკითხს, ორჯერადად ვაქცინირებულების გარდაცვალების შემთხვევებს ეხმაურება. მისი განმარტებით, ვაქცინა ადამიანს 100%-ით ვერ იცავს, შესაბამისად, ლეტალური შემთხვევებიც ფიქსირდება.


„ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანების გარდაცვალება შესაძლებელია. ამის შანსია 0,01%/ ეს კი არ ნიშნავს რომ ვაქცინამ მოკლა, ეს ნიშნავს, რომ ის ადამიანი ვაქცინამ ვერ დაიცვა, რადგან ყველას ვერ იცავს, რადგან ისეთი მძიმე დაავადება მიმდინარეობდა, რომ ვაქცინამ მაქსიმალური გააკეთა, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა.

პაციენტს, რომელიც გარდაიცვალა, ვაქცინა რომ არ გაეკეთებინა, უფრო მწარე, რთული და მძიმე სიკვდილი ექნებოდა“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/patsients-romelits-gardaitsvala-vaqtsina-rom-ar-gaeketebina-ufro-mtsare-rtuli-da-mdzime-sikvdili-eqneboda-giorgi-fkhakadze/


ერს ვერ გაამრავლებენ, სპერმის ხარისხი დავარდება!.. – გიორგი ფხაკაძე მამაკაცებში ვაქცინაციის…

30/08/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე მამაკაცებში ვაქცინაციის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ განმარტავს.


„ერთი ჩემი კოლეგა, სახელსა და გვარს არ დავასახელებ, ამბობს, რომ ვაქცინაცია 50 წელს ქვემოთ მოქალაქეებისთვის საერთოდ არ გვჭირდებაო, მამაკაცების მტერია. მას უნდა, რომ საქართველოს მამაკაცების 30% ისეთ მდგომარეობაში ჩააგდოს, რომ „ვიაგრამაც“ არ უშველოს.

ერს ვერ გაამრავლებენ, სპერმის ხარისხი დავარდება…

ჩვენ უკვე ძალიან კარგად ვიცით, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა უსაფრთხოა, არანირი პრობლემა არ აქვს გამრავლების თვალსაზრისით“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/ers-ver-gaamravleben-spermis-khariskhi-davardeba-giorgi-fkhakadze-mamakatsebshi-vaqtsinatsiis-mnishvnelobaze/


„შუა საუკუნეების ინკვიზიტორებს ჰგვანან“ – ვისზე წერს გიორგი ფხაკაძე

31/08/2021

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საზოგადობას ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობის შესახებ კიდევ ერთხელ ესაუბრება.


როგორც გიორგი ფხაკაძე ამბობს, ანტივაქსერები ახლა „შუა საუკუნეების ინკვიზიტორებს ჰგვანან“.

„თუ აიცრებით, გადარჩებით და თუ არა, დიდი ალბათობაა რომ დაინფიცირდეთ, დამძიმდეთ, საავადმყოფოში მოხვდეთ, რეანიმაციაში მძიმე დღეები გაატაროთ, ან გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდეს.

დიახ, აუცრელი ადამიანები საფრთხეში ვარდებიან საავადმყოფოში.

ყველა ის ადამიანი, ვინც მოუწოდებს, რომ არ აიცრან, ზუსტად, “შუა საუკუნეების ინკვიზიტორებს ჰგვანან”, მათ არ უნდათ თქვენი კარგად ყოფნა…..​ შეიგნეთ..

დროზე აიცერით ფაიზერით, სანამ ის ხელმისაწვდომია“,- წერს გიორგი ფხაკაძე.

ცნობისთვის, 31 აგვისტს საქართველოში კორონავირუსის 4 778 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო გარდაიცვალა 79. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 10.92%-ია.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/shua-saukuneebis-inkvizitorebs-hgvanan-visze-tsers-giorgi-fkhakadze/


ძალიან ცუდი ამბავია, მსოფლიოს 40-დღიანი კარანტინი სჭირდება – გიორგი ფხაკაძე ვირუსის ახალ შტამზე

31/08/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამის გამოჩნეას ეხმაურება. ფაქტს ძალიან ცუდს უწოდებს და ფიქრობს, რომ ერთადერთი გამოსავალი მსოფლიოს 40-დღიანი კარანტინია.


„C.1.2 ახალი ვარიანტი სამხრეთ აფრიკიდან – დავიღალე, რა… ეს არის ძალიან ცუდი ამბავი, ძალიან. ესაა მიზეზი, თუ რატომ ვიყავი ეს 2 დღე ძალიან ცუდ ხასიათზე … 2-3 კვირაში დამატებითი ინფორმაცია გვექნება, მაგრამ, უკვე ათამდე ქვეყანაში გავრცელდა ეს ვერაგი ვარიანტი. მსოფლიოს 40 დღიანი კარანტინი სჭირდება…. მაგრამ …


სანამ “ფაიზერი“ არის ქვეყანაში, აიცერით და, ყველა, ვინც აიცრა დაბალეფექტური ვაქცინით, მე-2 დოზიდან 3-5 თვეში ფაიზერის მე-3 დოზა უნდა იქნას შეთავაზებული და ფაიზერის მე-2 დოზიდან 6-8 თვეში კი– მე-3 დოზა

გეყოთ სისულელეების ლაპარაკი და წერა, არ დაიღალეთ?! ეს ეხება ჩემს არავაქცინირებულ კოლეგებს და იმ კოლეგებს, ვინც ანტივაქსერების სექტის მომხრე/მხარდამჭერია (ღია/შეფარული)და კიდევ, ექიმი, რომელიც იძახის, მე “არავის” მხარეს (ვაქცინებზეა საუბარი) არ ვარ, საერთოდ ვინ არის?! თუ ექიმბაში ხართ, მაშინ ქალბატონ თინას ასისტენტად წადით (თუ მიგიღებთ)

ქართული სამედიცინო საზოგადოება ვაქცინაციასთან დაკავშირებით უნდა იყოს ერთსულოვანი, ოპერატიული და ერთიანი. ჯანდაცვის სამინისტრო არის ზედმეტად ლიბერალური და რბილი ამ საკითხში. მთავრობას კი ვურჩევ, თავის ქების რეჟიმიდან გამოვიდნენ და ვაქცინაციის საქმეს უფრო ინტენსიურად მიხედონ. დასაკარგი დრო არ არის, რამდენჯერაც არ მომისმინეს, წააგეს…“, – წერს ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/%e2%80%8bdzalian-tsudi-ambavia-msoflios-40i-dghiani-karantini-stchirdeba-giorgi-fkhakadze-virusis-akhal-shtamze/


ჩვენ ყველამ წავაგეთ დღეს, კიდევ ერთხელ… დიახ, ეს ბრძოლა წაგებულია – ფხაკაძე

31/08/2021

„1 აგვისტო 33. 2 აგვისტო 23.3 აგვისტო 34. 4 აგვისტო 38. 5 აგვისტო 38. 6 აგვისტო 30


7 აგვისტო 38. 8 აგვისტო 30. 9 აგვისტო 44. 10 აგვისტო 54. 11 აგვისტო 48. 12 აგვისტო 49

13 აგვისტო 42. 14 აგვისტო 50. 15 აგვისტო 35. 16 აგვისტო 30. 17 აგვისტო 47. 18 აგვისტო 49

19 აგვისტო 58. 20 აგვისტო 59. 21 აგვისტო 74. 22 აგვისტო 48. 23 აგვისტო 60. 24 აგვისტო 60

25 აგვისტო 58. 26 აგვისტო 79. 27 აგვისტო 73. 28 აგვისტო 74. 29 აგვისტო 76. 30 აგვისტო 78

31 აგვისტო 79 — გარდაცვლილი და რეალური ციფრი იცით, რამდენია? 2-ჯერ უფრო მეტია“, – ამის შესახებ გიორგი ფხაკაძე სოციალური წერს.

„ამ ციფრების უკან უამრავი გაუბედურებული ოჯახი, ახლობლის დაკარგვით გამწარებული და სასოწარკვეთილი ადამიანები დგანან. ვიზიარებ თითოეული მათგანის მწუხარებას. ეს საზოგადოების საერთო ტრაგედიაა.

ჩვენ ყველამ წავაგეთ დღეს, კიდევ ერთხელ… დიახ, ეს ბრძოლა წაგებულია და მსხვერპლი არის უდიდესი. სამწუხაროდ, ხვალ ისევ მომიწევს ამგვარი პოსტის დადება ….

დამნაშავე ვინ არის … ჩემზე უკეთ იცით … ვინც ნებისმიერ ხალხმრავალ შეკრებას აწყობს, არის ქვეყნის მოღალატე.

ვინც ნებისმიერი სახით ეწინააღმდეგება ვაქცინაციას, ის არის ქვეყნის მოღალატე.

სამედიცინო პირბადეს ვინც ყიდის დღეს 10 თეთრზე მეტად, უბრალოდ, ქვეყნის მოღალატეა.

დღეს წავაგეთ ბრძოლა…. მაგრამ ომი ჯერ არ წაგვიგია. ამ ომში ერთად უნდა გავიმარჯვოთ“,- წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/chven-kvelam-tsavaget-dghes-kidev-ertkhel-diakh-es-brdzola-tsagebulia-fkhakadze/


„კანდელაკის მოსაზრებას უფრო უჯერებენ, ვიდრე ჯანმოს“ – გიორგი ფხაკაძე

31/08/2021

გამოსავალი არის ერთადერთი – ქვეყანა უნდა ჩაიკეტოს, ვირუსი უნდა ჩაწყნარდეს და შემდეგ ნელ-ნელა გაიხსნას. ჩვენ მივდივართ ჯოგური იმუნიტეტით. კანდელაკის მოსაზრებას უფრო უჯერებენ, ვიდრე ჯანმოს, – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.


​მან საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა:

„ქვეყანაში არის უმძიმესი ეპიდვითარება, ტრანსპორტი კი არა, პირველ ივლისს ქვეყანა ჩასაკეტი იყო. ეს ახლა, რაც ხდება, არის მოჩვენებითი ჩაკეტვა. ვხედავთ, რომ შედეგი არ მოგვიტანა დროებითმა ჩაკეტვამ, დრამატული სურათი არ შეიცვალა. სიკვდილიანობა არის მაღალი, შესაბამისად ეს შეზღუდვები არაეფექტიანია.

მიზეზი არის მარტივი, წინასაარჩევნო პერიოდია, მთავრობა ვერ იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც უნდა მიიღოს. პრაქტიკულად, პოლიტიკურად ანგაჟირებულ გადაწყვეტილებებს იღებს და აქედან გამომდინარე დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. გამოსავალი არის ერთადერთი – ქვეყანა უნდა ჩაიკეტოს, ვირუსი უნდა ჩაწყნარდეს და შემდეგ ნელ-ნელა გაიხსნას. ჩვენ მივდივართ ჯოგური იმუნიტეტით. კანდელაკის მოსაზრებას უფრო უჯერებენ, ვიდრე ჯანმოს“, – განაცხადა ფხაკაძემ.

წყარო: pia.ge


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/gamosavali-aris-ertaderti-giorgi-fkhakadze-mtavrobas-mimartavs/


„ვაქცინაციის დაფარვა დაბალია საზოგადოებაში – ერთ-ერთი უმთავრესი იარაღი ახალი დელტა ვარიანტის წინააღმ

6 ოქტომბერი, 2021

#drpkhakadze

პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე ერთ-ერთი ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის შესახებ წერს:

„ოქსვორდის აკადემიურ ჟურნალში საკმაოდ საინტერესო სტატია დაიბეჭდა პირბადეებთან დაკავშირებით.

სამედიცინო პირბადის გამოყენება არის ერთ-ერთი უმთავრესი იარაღი ახალი დელტა ვარიანტის წინააღმდეგ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვაქცინაციის დაფარვა დაბალია საზოგადოებაში!

აიცერით დროზე “ფაიზერით” და გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე!

ჯანმრთელობას გისურვებთ“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil.




შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights