პარასკევი, მაისი 1, 2026

ლაბორატორიებმა მაგარი ფული იშოვეს – გიორგი ფხაკაძე

26/08/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ ლაბორატორიული გამოკვლევები საჭირო არ არის და იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს კორონავირუსი მსუბუქი სიმპტომებით გადააქვს, ანტიბიოტიკი არავითარ შემთხვევაში უნდა მიიღოს. ამ დროს რეკომენდაციას მედიკამენტ პარაცეტამოლს უწევს.


„ლაბორატორიებმა მაგარი ფული იშოვეს, არანაირი ტესტი არ გინდათ, კოვიდი დაგემართათ? გადაიტანათ. არანაირი ანტიბიოტიკი საჭირო არ არის, პარაცეტამოლი საკმარისია.

ანტიბიოტიკები ორგანიზმისთვის ძალიან ცუდია. ყველაზე კარგი წამალი პარაცეტამოლია, ტრამპი ასე გადაარჩინეს. თუ დამძიმდა პაციენტი, მაშინ ჟანგბადი და რეანიმაცია გახდება საჭირო. თუ ეს არ გახდა საჭირო, მხოლოდ პარაცეტამოლიც კმარა. ნუ ნერვიულობთ, არაფერი დალიოთ“, – განაცხადა ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/laboratoriebma-magari-fuli-ishoves-giorgi-fkhakadze/


ვაქცინას იკეთებენ და მერე საქეიფოდ მიდიან… – გიორგი ფხაკაძე ვაქცინირებულებს მიმართავს

26/08/2021

ვაქცინა დაცვას მეორე დოზის გაკეთებიდან 14 დღის შემდეგ იწყებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე აცხადებს.


„ვაქცინას იკეთებენ და მერე საქეიფოდ მიდიან, მეორე მესამე დღეს ვაქცინირებულები ინფიცირდებიან. რატომ? იმიტომ, რომ საქეიფოდ დადიან და ფრთხილად არ არიან.

გახსოვდეთ, რომ ვაქცინა დაცვას მეორე დოზის გაკეთებიდან 14 დღის შემდეგ იწყებს. მანამდე დაცულები არ ხართ. თვე-ნახევარი ფრთხილად უნდა იყოთ: პირბადე, დისტანცია და ა.შ.“, – განაცხადა ფხაკაძემ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/vaqtsinas-iketeben-da-mere-saqeifod-midian-giorgi-fkhakadze-vaqtsinirebulebs-mimartavs/


თუ ინფიცირების პროცესი რთულად წავიდა და ვირუსმა სხვა ორგანოები დააზიანა, შეიძლება მეც გარდავიცვალო

26/08/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ორჯერადად ვაქცინირების შემდეგ გარდაცვლილი ადამიანების შესახებ დასმულ კითხვებს პასუხობს.


ფხაკაძემ დეტალურად განმარტა, როგორ მოქმედებს ვაქცინა ინფიცირების შემთხვევაში.

„ადამიანი, რომელიც იცრება, 100%-ით დაცული არ არის ვირუსის შეყრისგან. მე ვარ 45 წლის, 2 კვირაა, რაც ფაიზერის მეორე დოზით ავიცერი. ჩემი დაცულობა კიდევ 5 თვე არის 75%, ანუ 25% მე შეიძლება დამემართოს კოვიდი. ამ 25%-დან 98% შანსია, რომ კოვიდი თუ დამემართება, როგორც ჩვეულებრივ გრიპს, ისე გავივლი. 25%-დან 2% შანსია, რომ მე კლინიკაში ამოვყო თავი.

თუ ინფიცირების პროცესი რთულად წავიდა და სხვა ორგანოები დააზიანა, შეიძლება მეც გარდავიცვალო. ძალიან ბევრი ახალგზარდა, ჯანმრთელი ადამიანი გარდაიცვალა 13 დღეში, ვერაფერი უქნეს. ორჯერ აცრილი ადამიანი შეიძლება გარდაიცვალოს, რადგან 100% ვერაფერი იცავს.

თუ ადამიანი 20 წლისაა, იმის შანსი, რომ კოვიდი დაემართოს 15%ია. თუ ადამიანი 80 წლისაა, შანსი, რომ კოვიდი დაემართება, 35%-ია. რაც უფრო ახალგაზრდა ხარ, ხარ მით უფრო დაცული“, – განაცხადა ფხაკაძემ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/tu-infitsirebis-protsesi-rtulad-tsavida-da-virusma-skhva-organoebi-daaziana-sheidzleba-mets-gardavitsvalo-giorgi-fkhakadzis-gafrkhileba/


გადავწყვიტე, რომ საქართველოში ჩამოვიდე – რას გეგმავს გიორგი ფხაკაძე

26/08/2021

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში ფეისბუქ-ლაივის მეშვეობით საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა.


ის არჩევნების ჩატარების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველოში სავარაუდოდ, ოქტომბერში ჩამოვა.

„დავინახე ის, რომ არჩევნები ჩატარდება. ყოველ შემთხვევაში მცდელობა იყო, ვცადე. კარგია, რომ ბევრმა ადამიანმა იფიქრა. მე პოლიტიკოსი არ ვარ, კომენტარს ვერ გავაკეთებ…

სექტემბერი მოდის. გეგმები მაქვს. მე გადავწყვიტე, რომ საქართველოში ჩამოვიდე. ბევრს ვფიქრობდი, როდის უნდა ჩამოვსულიყავი. წესით, ახალა მინდოდა. ახლა რისკია ჩამოსვლა. ეს რისკები დაახლოებით ოქტომბრის მეორე ნახევარში დამთავრდება. როგორც კი საწოლფონდი გათავისუფლდება ჩამოვალ. ოქტომბრის ბოლოს ეს ვირუსი ქვევით ჩამოვა, “- განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/gadavtskvite-rom-saqartveloshi-chamovide-ras-gegmavs-giorgi-fkhakadze/


მოთხოვნები გაქვთ და მუშაობა არავის არ უნდა – ვის მიმართავს გიორგი ფხაკაძე

27/08/2021

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში ლაივის მეშვეობით საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა.


მისივე თქმით, ხშირად წერენ, რომ „ქართველ ექიმს არ ენდომებიან“.

„ბევრი ამბობს, რომ ქართველ ექიმს არ ვენდობი. ეს ჩემი ბრალია? არ ენდობი და წადი საფრანგეთში და ფრანგი ექიმი იშოვე. რა თქმა უნდა, სისტემა იდეალური არ არის, მაგრამ ბრახუნი, რომ ეს ექიმი ცუდია… მაშინ, აიღეთ და ეს ქვეყანა შეცვალეთ. მოთხოვნები გაქვთ და მუშაობა არავის არ უნდა. ყველაფერი ჩვენ უფასოდ გვინდა. თითქოს, რატომღაც ექიმები ვალდებულები არიან, რომ 24 საათი თქვენ, უფასოდ მოგემსახურონ,“ – ამბობს ლაივჩართვაში გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/motkhovnebi-gaqvt-da-mushaoba-aravis-ar-unda-vis-mimartavs-giorgi-fkhakadze/


საჯაროდ ვთქვი, რომ ჩამოვდივარ საქართველოში და, აი ?! რა ვიფიქრო ახლა?! – რაზე წერს გიორგი ფხაკაძე

27/08/2021

საფრანგეთმა საქართველო წითელი ზონის ქვეყნების სიაში შეიყვანა. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ეხმაურება.


„რა უბედურებაა, რა. აი, როგორი „მაგარი” უნდა იყო, რომ ქვეყანა ამ დონემდე დაიყვანო. სად არიან მსოფლიოში “საუკეთესო” კოვიდ მენეჯერები?! არაპოფესიონალები, კორუმპირებულები (სულით და გულით), ქვეყნის მოღალატეები.

გეყოთ, რა. მართლა როდემდე. ისე უცნაურია, საჯაროდ ვთქვი, რომ ჩამოვდივარ საქართველოში და, აი ?! რა ვიფიქრო ახლა?!,“ – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/sajarod-vtqvi-rom-chamovdivar-saqartveloshi-da-ai-ra-vifiqro-akhla-raze-tsers-giorgi-fkhakadze/


კარგია რომ დროზე მიხვდნენ, ვერ მართეს რა… – გიორგი ფხაკაძე საველე ჰოსპიტალებზე

27/08/2021

დიღმის საველე ჰოსპიტალის ფუნქციონირების შეჩერებას ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.


მისივე თქმით, ეს საველე ჰოსპიტლები უფრო დიდი საფრთხის შემცველი იყო.

„ამ ბოლო დროს ერთი საღი გადაწყვეტილება მაინც გავიგე. მე ვიყავი და ვარ წინააღმდეგი კოვიდის საველე ჰოსპიტლების გახსნის, ვინაიდან:

ამის არანაირი საჭიროება არ არსებობს (ქვეყანაში არის 17,000 საწოლი და მხოლოდ 7.500 არის გამოყენებული კოვიდისთვის, ანუ რეზერვი კიდევ არის 3,000-4,000 საწოლი. დანარჩენი 2,000-3,000 არის ხელშეუხებელი სპეცსაწოლები (ფსიქიატრიული, ტუბერკულოზი…).

შესაბამისი გამოცდილება არ არის. ვინ იყო ის ექსპერტი/ექსპერტები, ვინც ეს “გააკეთა”.

ეს საველე ჰოსპიტლები არის უფრო დიდი საფრთხის შემცველი. რატომ? არ იყო გათვლილი:მომზადებული სათანადოდ საპირფარეშოები, ვენტილაციის საკითხი და ზოგადად ინფექციის კონტროლის სისტემები. კარგია რომ დროზე მიხვდნენ

პს: ვერ მართეს რა“ – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/kargia-rom-droze-mikhvdnen-ver-martes-ra-giorgi-fkhakadze-savele-hospitalebze/


ნამდვილად არ მინდა, რომ ქართული ვარიანტი „დაიბადოს“ – გიორგი ფხაკაძე კორონავირუსზე

27/08/2021

გვახსოვდეს, რაც უფრო ბევრი ადამიანია აუცრელი, მით მეტი მუტაცია და ვარიანტები იქნება ამ მუტაციების შედეგად და სამწუხაროდ, საკმაოდ დიდი ალბათობაა, რომ არსებული ვაქცინები ვეღარ დაგვიცავენ, – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.


„ფაიზერის“ ვაქცინა დღესდღეობით საკმაოდ ძლიერი და ყველაზე ეფექტური იარაღია… მაგრამ გვახსოვდეს, რაც უფრო ბევრი ადამიანია აუცრელი, მით მეტი მუტაცია და ვარიანტები იქნება ამ მუტაციების შედეგად და სამწუხაროდ, საკმაოდ დიდი ალბათობაა, რომ არსებული ვაქცინები ვეღარ დაგვიცავენ…

გამოსავალი არის – დროზე უნდა ავიცრათ, რათა შევაჩეროთ ვირუსის გავრცელება და ვირუსის მუტაცია …. ნამდვილად არ მინდა, რომ ქართული ვარიანტი „დაიბადოს“. ჯანმრთელობას გისურვებთ“, – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/namdvilad-ar-minda-rom-qartuli-varianti-daibados-giorgi-fkhakadze-koronavirusze/


ექიმი რძალი ან სიძე მოიყვანეთ და დაწყნარდებით – გიორგი ფხაკაძის რჩევა

28/08/2021

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე პანდემიის დროს ოჯახის ექიმის საჭიროებაზე საუბრობს.


როგორც ფხაკაძე ამბობს, არასწორია ადამიანების მხრიდან სიმპტომების გარჩევა სოციალური ქსელით, საჭიროა ყველას ჰყავდეს საკუთარი ოჯახის ექიმი, რომელმაც უკვე იცის თუ რა სჭირს ამა თუ იმ პაციენტს.

„ასე ფეისბუქზე დაწერა, მე ეს მჭირს რა ვქნა? – არასწორია. ეს იგივეა მკერავთან ონლაინ რომ უთხრა, ჩემი ზომა არის ეს, მე მიყვარს ყვავილები და კაბა შემიკერეო – როგორ ? ეს კაბა ხომ არ იქნება კარგი? იგივეა მედიცინაც.


აქ ყველაზე მნიშნველოვანია ოჯახის ექიმი. წელიწად-ნახევარია გეუბნებით, რომ ჯახის ექიმი გყავდეთ. თუ არ გყავთ შეიძინეთ, გაიცანით. რაღაც ქენით, ბოლოს და ბოლოს რძალი ან სიძე მოიყვანეთ, დაწყნარდებით, რომ ოჯახის ექიმი გეყოლებათ. ოჯახის ექიმი არის ადამიან, რომელმაც თქვენს შესახებ იცის ინფორმაცია და დაგეხმარებათ მკურნალობაში“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/eqimi-rdzali-an-sidze-moikvanet-da-datsknardebit-rom-ojakhis-eqimi-gekolebat-giorgi-fkhakadze/


ერთ რაღაცას ვიტყვი, ვიცი ამით მილიონ მტერს გავიჩენ, მაგრამ… – რის შესახებ საუბრობს გიორგი ფხაკაძე

28/08/2021

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ონლაინ მკურნალობის მეთოდებზე საუბრობს.


როგორც ფხაკაძე ამბობს, არასწორია ადამიანების მხრიდან სიმპტომების გარჩევა სოციალური ქსელით. იგი იმ გვერდების სანდოობასაც ეჭქვეშ აყენებს, რომლებიც სოციალურ ქსელში სპეციალურად არის შექმნილი, რათა ხალხისთვის რჩევები გასცეს.

„ერთ რაღაცას ვიტყვი, ვიცი ამით მილიონ მტერს გავიჩენ, მაგრამ ვთვლი რომ ამდენი Facebook გვერდები, რომლებიც კონსულტაციას აკეთებენ, არასწორია. ჯერ ერთი, ვინ აკეთებს ამ კონსულტაციას, ამ ადამიანებს გამოცდილება აქვთ?


მეც ახლა ვარ ჟენევაში, ხომ ქართველი ვარ. მეც ხომ ვარ სხვაგან, თუმცა ლოკაცია გამოცდილებას არ ცვლის. მე მაგალითად ახლა ვარ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი. როდესღაც მეც ვიყავი ქირურგი. მე ვერასდროს ვერ მივცემ კონსულტაციას თვალის პრობლემებზე.

ახლა ყველა, ვინც ინგლისური ისწავლა, კონსულტაციებს აბრახუნებენ და ეხმარებიან ხალხს. თუ მართლა გინდათ დახმარება, დაეხმარეთ ექიმებს საქართველოში და დაეხმარეთ სისტემას. გააკეთეთ ონლაინ-კლინიკები“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/ert-raghatsas-vitkvi-vitsi-amit-milion-mters-gavichen-magram-ris-shesakheb-saubrobs-giorgi-fkhakadze/



შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights