პარასკევი, მაისი 1, 2026

VIDEO: „გახსოვდეთ, სულ უნდა იყოთ კარგ ხასიათზე“ – გიორგი ფხაკაძის მიმართვა

07/08/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას მიმართავს და მოუწოდებს იყვნენ პოზიტიურად და ცუდზე არ იფიქრონ.


„გახსოვდეთ სულ უნდა იყოთ კარგ ხასიათზე და პოზიტიურები, ძალიან ბევრი უაზრო ხალხი რაღაცის გამო უაზრობებს აკეთებს, ამიტომ გაუფრთხილდით საკუთარ თავს და გიყვარდეთ თქვენი თავი. მე თქვენ ძალიან მიყვარხართ და არ ინერვიულოთ, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, მთავარია შიგნით გულში იყოთ კარგად. ერთადერთი რასაც გთხოვთ, ეს არის პირბადე და გამოიყენეთ ფხაკაძის პირბადე“,- ამბობს ვიდეომიმართვაში გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/video-gakhsovdet-sul-unda-ikot-karg-khasiatze-giorgi-fkhakadzis-mimartva/


ვიღაც კი არ აკეთებს ამას, არამედ ჩვენ ვუწყობთ საკუთარ თავს გენოციდს – გიორგი ფხაკაძე

08/08/2021

“წინასაარჩევნო დაძაბულობა სამწუხაროდ ექიმებზეც გადადის. ექიმების უმეტესობა აბსოლუტურად ნეიტრალური უნდა იყოს. აპოლიტიკურები უნდა იყვნენ ისინი”,- ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ “ტვ პირველის ეთერში განაცხადა.


საქართველოში არსებულ ეპიდვითარებასა და კოვიდინფიცირების მზარდ სტატისტიკას ფხაკაძემ კატასტროფული მდგომარეობა უწოდა და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ვირუსთან საბრძოლველად ყველაზე მძლავრ იარაღად კვლავ პირბადე და სოციალური დისტანცირების დაცვა რჩება.

“ყველამ, რომ გამოიყენოს პირბადე ვირუსის გავრცელებას შევამცირებთ. როცა დღიურად 30 ადამიანზე მეტია ქვეყანაში გარდაცვლილი, ეს პრაქტიკულად კატასტროფაა. საქართველო დგას გენოციდის წინაშე. ჩვენ საშუალება გვაქვს, რომ დავიცვათ ჩვენი თავი. ვიღაც კი არ აკეთებს ამას, არამედ ჩვენ ვუწყობთ საკუთარ თავს გენოციდს. ერთადერთი გამოსავალი პირბადეა”, – განაცხადა ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/vighats-ki-ar-aketebs-amas-aramed-chven-vutskobt-sakutar-tavs-genotsids-giorgi-fkhakadze/


როგორ დავიცვათ თავი ანტივაქსერებისგან?! – გიორგი ფხაკაძე ანტიპრობაგანტისტულ ჯგუფებზე

08/08/2021

ანტივაქსერები რომ არსებობენ ფაქტია. ისინი ჩვენთან ერთად თანაარსებობენ. თანაარსებობენ და ვირუსის გავრცელების რისკს ამაღლებენ.


ვაქცინაციის მომხრეებისთვის ჩნდება კითხვა – როგორ დავიცვათ თავი ანტივაქსერებისგან?! სწორედ ამ კითხვით საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტს გიორგი ფხაკაძეს “პრაიმტაიმმა” მიმართა.


მისი თქმით, მთავარ პრობლემას არა ანტივაქსერები წარმოადგენენ, არამედ – პროპაგანდისტ-იდეოლოგ-ანტივაქსერები. პროპაგანდის მსხვერპლ ანტივაქსერებისთვის გიორგი ფხაკაძე მუდმივ რეჟიმში სწორი ინფორმაციის მიწოდების მომხრეა…

მისი თქმით, პროპაგანდის შემქმნელების ადგილი არა მედია სივრცეში, არამედ – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზეა, რათა ნათელი გახდეს, რა მოტივი ამოძრავებთ მათ, გაავრცელონ ფეიკნიუსები, ანტივაქსერული ცნობები და ა.შ.

“მსოფლიოში პროპაგანდისტ-იდეოლოგ ანტივაქერთა რაოდენობა 25-ს შეადგენს. ბედის ირონიაა, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანტივაქსერი, რომელსაც განათლება კემბრიჯში ჰქონდა მიღებული, კორონავირუსით დაინფიცირდა და გარდაიცვალა.

ვისაც საზოგადოება ანტივაქსერებს ეძახის, ისინი რეალურად, ამ პროპაგანდისტ-იდეოლოგ ანტივაქერთა პროპაგანდის მსხვერპლი არიან.


მე კი მათ ანტივაქსერთა სექტას ვეძახი, ისინი დემოკრატიულ პრინციპებს ბოროტად იყენებენ – ამბობენ, რომ მათი უფლებაა უარი თქვან ვაქცინაციაზე. თუმცა, მათ ამის პარალელურად, არ აქვთ უფლება, საფრთხე შეუქმნან სხვა ადამიანებს.

ერთადერთი გზა, თავი დავიცვათ ანტივაქსერებისგან არის მათი ამ “სექტიდან” გამოყვანა მხოლოდ სიმართლის გზით. მათ მიმართ აგრესია, კრიტიკა, ჩხუბი არ დადებს შედეგს. მათ მეცნიერებაზე დაფუძნებული სწორი ინფორმაცია თუ მივაწოდეთ, ისინი ამ სექტას დატოვებენ.

ანტივაქსერი ექიმებიც არსებობენ სამწუხაროდ… მათი განათლება და აკადემიური ხარისხი აუცილებლად მოსაძიებელია. პროპაგანდისტი-იდეოლოგი ანტივაქერები მოქმედებენ მხოლოდ პირადი სიკეთეების მოპოვებისთვის…

მაგალითად, საქართველოს შემთხვევაში, ქალბატონი თინა ანტივაქსერული განცხადებებით კარგად “ყიდის” თავის ბალახებს…


ასევე, საინტერესოა ქართველი ბლოგერი კობა, რომელიც გერმანიიდან ანტივაქსერულიგანცხადებებით ხშირად ჩნდება, რეალურად ვინ არის, ან რა განათლება და კომპეტენცია აქვს და რაზე დაყრდნობით საუბრობს ვაქცინაციის “ბოროტ” მხარეებზე.

პროპაგანდის მსხვერპლი ანტივაქსერისთვის აუცილებელია, მოსახლეობას დავეხმაროთ სწორი ინფორმაციის მიღებაში.

მსოფლიოში ყველაზე დიდი ანტივაქსერები დაინტერესებულები არიან იმით, რომ მაქსიმალურად ბევრი ფული იშოვონ, არაინფორმირებული ადამიანების მანიპულაცია კარგად გამოსდით და ისინიც ბრმად ენდობიან. ისინი ამ შარლატანების მსხვერპლი არიან.

მანიპულატორ-შარლატან ექიმების ადგილი არა მედიაში, არამედ – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზეა. ისინი დასაბარებლები არიან, რადგან საქმე სწორედ უსაფრთხოებას ეხება. გამოსაკვლევია, მათ რა მოტივი ამოძრავებთ, იყვნენ პროპაგანდის შემქმნელები.” – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/rogor-davitsvat-tavi-antivaqserebisgan-giorgi-fkhakadze-antiprobagantistul-jgufebze/


„ვერ არის კარგად საქმე ჩინეთში“ – გიორგი ფხაკაძე

09/08/2021

„ამ ბოლო დროს ბევრი მწერს – „ჩინეთში რა ხდება”. „არგუმენტებსაც” აყოლებენ, არ ჩამოვთლი“.- წერს სოციალურ ქსელში ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე.


მისი თქმით, ჩინეთში საქმე კარგად არაა.

„პასუხი – ვერ არის კარგად საქმე ჩინეთში… იხილეთ ქვემოთ რუკა, თუ სად გავრცელდა კოვიდის დელტა ვარიანტი (ხუმრობით: ჯერ ჩინეთმა შეუტია ინდოეთს, ახლა ინდოეთმა – ჩინეთს, გამგები გაიგებს).

გამოიყენეთ ფხაკაძის პირბადე+ დაიცავით დისტანცია სჯობს, სახლში დარჩეთ)+დარეგისტრირდით ფაიზერის ვაქცინაზე ჯანმრთელობას გისურვებთ“,- წერს გიორგი ფხაკაძე.

უცხოურ მედიაში, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩინეთში დეტლა ვირუსმა იფეთქა.

დეტალურად იხილეთ: კორონავირუსი ჩინეთში ბრუნდება?! – ინდური შტამის აფეთქების გამო თანამდებობის პირებს სჯიან

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/ver-aris-kargad-saqme-chinetshi-giorgi-fkhakadze/


მოუსმინეთ, ბევრ კითხვებზე მიიღებთ პასუხს – რა ვიდეოს აქვეყნებს გიორგი ფხაკაძე

10/08/2021

პროფესორი გიორგი ფხაკაძე ტრადიციულ ვიდეომიმართვაში კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს რომ აიცრან, რადგან ვაქცინაცია არის გამოსავალი, რომ დროულად დავამარცხოთ პანდემია.


როგორც გიორგი ფხაკაძე ამბობს, მას ძალიან ბევრი ადამიანი წერს, რომ აქვთ სხვადასხვა დაავადება, არიან ალერგიულები.


ჯანდაცვის ექსპერტი მიმართავს მათ და მოუწოდებს, რომ სწორედ ასეთ შემთხვევაში არის აუცილებელი ვაქცინაცია, რადგან ვაქცინაცია ბევრი დაავადების გართულებისგან იცავს.

„მოიუსმინეთ, ბევრ კითხვებზე მიიღებთ პასუხს (განსკაუთრებით უაზრო ვიდეოები გეცნობათ).

ისე ასეთი გადაცემები ქართველ “ანტივაქსერული სექტის” წარმომადგენლების ჩართვით რომ გავაკეთოთ კარგი იქნება. ისე ბევრი სექტანტი ვიზუალურადაც გვანან ერთმანეთს… არავის არ გაგონებენ?

ერთი შენიშვნა ამ ვიდეოში, ნამეტანი დიდი რეკლამას “სპუტნიკის” რა თქმა უნდა არ ვეთანხმები ბოლომდე. აქ დავამატებდი ფაიზერი და მოდერნა არიან ყველაზე ეფექტური ვაქცინები მსოფლიოში დღესდღეობით .

ჯანმრთელობას გისურვებთ“- წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/mousminet-bevr-kitkhvebze-miighebt-pasukhs-ra-videos-aqveknebs-giorgi-fkhakadze/


თქვენს სინდისზეა ის ადამიანები, რომლებიც გარდაიცვალნენ – ვის მიმართავს გიორგი ფხაკაძე

10/08/2021

პროფესორი გიორგი ფხაკაძე ტრადიციულ ვიდეომიმართვაში კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს რომ აიცრან, რადგან ვაქცინაცია არის გამოსავალი, რომ დროულად დავამარცხოთ პანდემია.


როგორც გიორგი ფხაკაძე ამბობს, მას ძალიან ბევრი ადამიანი წერს, რომ აქვთ სხვადასხვა დაავადება, არიან ალერგიულები.

ჯანდაცვის ექსპერტი მიმართავს მათ და მოუწოდებს, რომ სწორედ ასეთ შემთხვევაში არის აუცილებელი ვაქცინაცია, რადგან ვაქცინაცია ბევრი დაავადების გართულებისგან იცავს.

პროფესორი ანტივაქცერებს მიმართავს და ამბობს, რომ მათ სინდისზეა ამდენი გარდაცვლილი ადამიანი.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/tqvens-sindiszea-is-adamianebi-romlebits-gardaitsvalnen-vis-mimartavs-giorgi-fkhakadze/


თქვენი შეწუხებული სახეების ბავშვებსაც აღარ სჯერა – გიორგი ფხაკაძე მედიკოსების ნაწილს აკრიტიკებს

10/08/2021

პროფესორი გიორგი ფხაკაძე ტრადიციულ ვიდეომიმართვაში კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს რომ აიცრან, რადგან ვაქცინაცია არის გამოსავალი, რომ დროულად დავამარცხოთ პანდემია.


პროფესორი ანტივაქცერებს მიმართავს და ამბობს, რომ მათ სინდისზეა ამდენი გარდაცვლილი ადამიანი.

გარდა ამისა, ექსპერტი აკრიტიკებს იმ მედიკოსებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს შეზღუდვების მოხსნას და არ დაუსაბუთეს მთავრობას, რატომ იყო ნაადრევი რეგულაციების შემსუბუქება.

თქვენი შეწუხებული სახეების ბავშვებსაც აღარ სჯერა. ახლა რომ გამოდიხართ და მოითხოვთ დამატებით შეზღუდვებს, მაშინ რატომ არ ამოიღეთ ხმა. რატომ არ დაწექით მტავრობის ადმინისტრაციაში და რატომ არ უთხარით ხელისუფლების წევრებს, რომ ნაადრევი იყო ეს გადაწყვეტილება?“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/tqveni-shetsukhebuli-sakheebis-bavshvebsats-aghar-sjera-giorgi-fkhakadze-medikosebis-natsils-akritikebs/


პლასტიკური ქირურგიის ოპერაცია უნდა შეჩერდეს მინიმუმ 2 თვით – გიორგი ფხაკაძე დროებით სამედიცინო…

11/08/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე წერს, რომ ეკატერინე ტიკარაძის გადაწყვეტილებას ეთანხმება.


„100% ვეთანხმები ქალბატონ მინისტრს. უნდა მოხდეს არსებული სამედიცინო დაწესებულებების რესურსების მობილიზაცია.

ჯობდა დროებითად (2 თვით) გამოცხადდეს სამედიცინო დაწესებულებების ნაციონალიზაცია საქართველოში, რათა ყველა არსებული სამედიცინო საწოლი და სამედიცინო პერსონალი იქნას მობილიზებული ამ ვერაგი ვირუსის წინააღმდეგ და ყველა გეგმიური და პლასტიკური ქირურგიის ოპერაცია/მანიპულაცია უნდა შეჩერდეს მინიმუმ 2 თვის ვადით“,- წერს გიორგი ფხაკაძე.

ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2” გადაცემაში განმარტა, თუ რატომ ეწინააღმდეგება საველე ჰოსპიტლებს.

„წინა ტალღების პერიოდში, მე ვიღებდი მტკიცე გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ არ უნდა გაგვეხსნა საველე ჰოსპიტლები, ვინაიდან ეს მოქმედებს როგორც მკურნალობის ხარისხზე, ასევე მოსახლეობის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე და ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩემი გუნდიც იზიარებს ამ მოსაზრებას. შედარებით მკაცრი განცხადებები, რომელიც ისმის ბოლო პერიოდში ჯანდაცვის სამინისტროდან, მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენ თავიდან ავირიდოთ საველე ჰოსპიტლების გახსნა.

ძალიან არასასიამოვნო იქნება კარვებში ამ ყველაფრის ნახვა და ღია სივრცეებში, შესაბამისად მაქსიმალურად ვეცდებით შერჩეული იყოს ისეთი სივრცე, სადაც მინიმალური და ფსიქო-ემოციური ზეწოლა მოსახლეობაზე და მაქსიმალური კომფორტი იქნება შექმნილი, როგორც ექიმებისთვის, ასევე პაციენტებისთვის. ამ ეტაპზე ზუსტი გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ვინაიდან მიმდინარეობს სხვადასხვა სივრცის შერჩევა,” – განაცხადა ტიკარაძემ.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/plastikuri-qirurgiis-operatsia-unda-shecherdes-minimum-2-tvit-giorgi-fkhakadze-sameditsino-datsesebulebebis-natsionalizatsias-itkhovs/


„დღეს ქართველი ანტივაქსერის ვიდეო ჩამიგდეს…“ – გიორგი ფხაკაძე

11/08/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ვიდეომიმართვის დროს ამბობს, რომ მას ქართველი ანტივაქსერის ვიდეო ჩაუგდეს.


მისი თქმით, ასეთ დროს რადიკალური ხდება.

„ამ ანტივაქსერების უაზრო საუბარი არ მესმის. დღეს მე ქართველი ანტივაქსერის ვიდეო ჩამიგდეს და უფრო რადიკალური ვხვდები ასეთ დროს. მე ვუყურებ მათ, როგორ მანიპულაციას აკეთებენ რელიგიაზე, ადამიანის შიშებზე. საშინელებაა. ერთ მამაოს მოვუსმინე, რომელიც აიცრა, ასეთებს მოუსმინეთ და ვინც იცის თავის საქმე“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/dghes-qartveli-antivaqseris-video-chamigdes-giorgi-fkhakadze/


ანტივაქსერულ სექტას მარტივ ენაზე უნდა ავუხსნათ – გიორგი ფხაკაძის არგუმენტები ანტივაქსერული შიშების

11/08/2021

გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში გერმანიის სტატისტიკას აქვეყნებს:


„საკმაოდ საინტერესოდ და მარტივად ახსნილი ინფორმაცია.

ანტივაქსერულ სექტას უნდა გავაგებინოთ და მარტივ ენაზე ავუხსნათ, რომ მაღალეფექტური ვაქცინები არის საკმაოდ ძლიერი იარაღი ამ ვერაგი ვირუსის წინააღმდეგ.

დარეგისტრირდით, რაც შეიძლება, მალე ფაიზერის ვაქცინაზე, სანამ არის. გახსოვდეთ, საქართველოში მაქსიმუმ 10 ადამიანი ვერ გაიკეთებს ფაიზერის ვაქცინას სამედიცინო უკუჩვენებების გამო. მოკლედ, ნუ აზვიადებთ!!!!

გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე (ფხაკაძის პირბადე) ყველგან და ყოველთვის.

დაიცავით 2 მეტრიანი დისტანცია“- წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/antivaqserul-seqtas-martiv-enaze-unda-avukhsnat-giorgi-fkhakadzis-argumentebi-antivaqseruli-shishebis-tsinaaghmdeg/


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights