ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026

საქართველოში მეოთხე ტალღის პიკი იქნება სექტემბრის დასაწყისში და იქნება უმძიმესი! – გიორგი ფხაკაძე

13/08/2021

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ამერიკის შეერთებული შტატების წამლის და საკვების სააგენტოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და განმარტავს, ვისთვისაა დაშვებული ვაქცინის მესამე დოზის მიღება.


„ამერიკის შეერთებული შტატების წამლის და საკვების სააგენტოს გადაწყვეტილებით „ფაიზერის“ და „მოდერნას“ მესამე, ანუ ბუსტერული დოზა უკვე დაშვებულია.

„ბუსტერი“ არის დაშვებული მხოლოდ სუსტი იმუნიტეტის ხალხისთვის (ორგანოგადანერგილები, ჰორმონალურ თერაპიაზე და ზოგადად იმუნოსუპრესიულ მედიკამენტებზე მყოფები…) სხვა სრულად ვაქცინირებულ (ფაიზერით ან მოდერნათი) პირებს მესამე დოზა არ ეხებათ!

ისრაელში 60 წელს გადაცილებულებისთვის არის დაშვებული; ბაჰრეინში ჩინური ვაქცინით აცრილებისთვის ფაიზერის ბუსტერი ასევე არის დაშვებული.

საქართველოში ფხაკაძის ლანძღვა არის დაშვებული. იქნებ ერთხელ მაინც დამიჯეროთ თავის დროზე და ნუ გადააქცევთ ფხაკაძეს „კაკულიად“ და არ დაიღალეთ „ფხაკაძემ ხომ თქვა“, „ფხაკაძე კაკულია არის“, მე დავიღალე. ვცდილობ მოგაწოდოთ ყველაზე ახალი აკადემიური/მეცნიერული ამბები მსოფლიოდან და იმის მაგივრად, რომ უბრალოდ მომისმინოთ, ვღებულობ აგრესიას, ნეგატივს და უაზრო კომენტარებს.

კიდევ ერთხელ, ბუსტერი უნდა იქნას დაშვებული ქვეყანაში ჯერ 60 წელს გადაცილებულებისთვის და მერე ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც აიცრა დაბალეფექტური ვაქცინებით.

საქართველოში მე-4 ტალღა იქნება მე-3-ზე უფრო ძლიერი. მე-4 ტალღის პიკი იქნება სექტემბრის დასაწყისში და იქნება უმძიმესი. გაუფრთხილდეთ ჩვენს სამედიცინო პერსონალის!“, – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/saqartveloshi-meotkhe-talghis-piki-iqneba-seqtembris-dasatskisshi-da-iqneba-umdzimesi-giorgi-fkhakadze/


„რეალური მაჩვენებელია ყველა ციფრი x 2-ზე“ – გიორგი ფხაკაძე ეპიდვითარებაზე

13/08/2021

„საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, ბოლო 3 დღის საშუალო მონაცემებით, დღიური ინფიცირების მაჩვენებელი 5 392-ს, ხოლო დღიური ოფიციალური გარდაცვალების მაჩვენებელი 50-ს შეადგენს“,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე წერს.


„რეალური მაჩვენებელი კი… ყველა ციფრი x2

50×2=100

ქვეყანა ჩაკეტვას ვერ გაუძლებს …. მაგრამ რას ვერ გაუძლებს ?! რა უნდა გადავარჩინოთ ? ეკონომიკა თუ სიცოცხლე?

მე ყოველთვის გეტყვით სიმართლეს…. ისე სიმართლე მწარეა“,- წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/realuri-machvenebelia-kvela-tsifri-x-2-ze-giorgi-fkhakadze-epidvitarebaze/


არჩევნების ჩატარება ახლა არ შეიძლება – გიორგი ფხაკაძე

14/08/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, არჩევნების ჩატარება ამ ვითარებაში არ შეიძლება.


“საქართველო დღეს
ვინმე ფიქრობს საქართველოზე?!
არჩევნების ჩატარება ახლა არ შეიძლება“,- წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/archevnebis-chatareba-akhla-ar-sheidzleba-giorgi-fkhakadze/


ეს მამაკაცებში ერექციული დისფუნქციის მიზეზია – გიორგი ფხაკაძე მამაკაცებისთვის მნიშვნელოვან…

14/08/2021

საზოგადოებრივი ჯანდასცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტკოვიდურ მდგომარეობაზე წერილს აქვეყნებს.


მისი ცნობით, მამაკაცებმა კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინა უნდა გაიკეთონ, რადგან უშუალოდ კორონავირუსი ერექციულ დისფუნქციას იწვევს.

“ეს პოსტი უშუალოდ მამაკაცებს

კოვიდ-19 გადატანილ მამაკაცებში პენისის სისხლძარღვების ენდოთელიური შრის დაზიანება პოსტ-კოვიდ იმპოტენციის (ერექციული დისფუნქციის) მიზეზია.

რამდენი თვე უნდა გაგიმეოროთ ერთი და იგივე, მიხედეთ თქვენს ჯანმრთელობას და მომავალს, დროზე აიცერით “ფაიზერის” ვაქცინით, სანამ ….

“ფაიზერის” ვაქცინა არის უსაფრთხო მამაკაცებისთვის. მერე არ მითხრათ, არ ვიცოდიო… ახლა მიხვდით, რა უნდათ თქვენგან ანტივაქსერებს?!…



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/es-mamakatsebshi-ereqtsiuli-disfunqtsiis-mizezia-giorgi-fkhakadze-mamakatsebistvis-mnishvnelovan-informatsias-avrtselebs/


რატომ თქვა უარი გიორგი ფხაკაძემ ფეისბუკ-ლაივებზე – ექსპერტის განმარტება

15/08/2021

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამომწერებს ლაივჩართვებს სთავაზობდა და კორონავირუსთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციებს უზიარებდა. ექსპერტი პირდაპირი ეთერის მეშვეობით მსმენელების კითხვებსაც პასუხობდა და გარკვეულ რჩევა-რეკომენდაციებს აძლევდა.


„მიზეზი, რატომაც გადავწყვიტე ლაივების შეწყვეტა – ქვეყანაში საარჩევნო კამპანიაა და არ მინდა, ჩემი ლაივები რომელიმე პარტიის სასარგებლოდ, ან საწინააღმდეგოდ იქნას გამოყენებული. მე ვარ აპოლიტიკური ადამიანი და არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ვუჭერ მხარს, იმიტომ, რომ ვერავინ დავინახე ისეთი, რომლებზეც ვიტყოდი, მაგრები არიან და მოდი, საქმე ერთად ვაკეთოთ-მეთქი“, – განაცხადა ფხაკაძემ.

თუმცა განმარტა, რომ მედიასთან კომუნიკაციას არ შეწყვეტს.

„ძალიან გთხოვთ, ნუ მწერთ, ჩამოდი საქართველოში და საქმე გააკეთეო, ჯერ ერთი, არავინ დამპატიჟა, არც ერთი კონკრეტული წინადადება არ მიმიღია, ვინმეს რომ ჩემი ჩართულობა სჭირდებოდეს, ამის გზა ყოველთვის არსებობს, მაგრამ არავინ არაფერს აკეთებს, მხოლოდ „მაშავებენ“ ხან ერთი, ხან მეორე მხრიდან. ტელევიზიებს ყოველთვის მივცემ კომენტარს, ლაივებს აღარ ჩავწერ.

ათიათასობით ადამიანმა გამომიგზავნა წერილები და სურათები, თქვენ დაგიჯერეთ და ავიცერითო. ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე არის უფრო უსაფრთხო. ეს არის ის, რაც მე მამოძრავებდა. სხვა არაფერი მაინტერესებს, ზოგიერთებისგან განსხვავებით“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


14 აგვისტოს გიორგი ფხაკაძემ განაცხადა, რომ ეს ფეისბუკში მისი ბოლო პირდაპირი ჩართვაა. მიზეზი შემდეგნაირად განმარტა:



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/ratom-tqva-uari-giorgi-fkhakadzem-feisbuk-laivebze-eqspertis-ganmarteba/


მაგარი ბებო მყავდა, ეს არ იცით რა სიმდიდრეა. ამას ოქროთი ვერ იყიდი – უცნობი ფაქტები, რაზეც გიორგი

17/08/2021


ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას ხშირად უზიარებს რჩევებს კორონავირუსთან დაკავშირებით, ვაქცინებსა და სხვა საინტერესო საკითხებზე. ერთ-ერთ ჩართვაში ფხაკაძე პირად ცხოვრებაზე საუბრობს და მისი პროფესიის შესახებ ელაპარაკება.


ამბობს, რომ ცხოვრებაში პოზიტივი და ღიმილი მთვავარია და პირადი გამოცდილების მაგალითზე ყვება, როგორ გადაარჩინა ღიმილმა ტერორისტების გარემოცვაში.

პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე იხსენებს იმ საწყის ეტაპს, როდესაც მისი ოცნება ქუთაისში, საღორის საავადმყოფოში ქირურგად მუშაობა იყო.


ამჯერად, გთავაზობთ ჯანდაცვის ექსპერტის მოწოდებას, რომ აკეთონ სიკეთე, თუნდაც დღეში ერთი. პანდემიის პირობებში ბებია-ბაბუას მაქსიმალურად მოვუფრთხილდეთ, დავურეკოთ, მივწეროთ, სითბო და სიყვარული არ დავიშუროთ.


ექსპერტის თქმით, მათი როლი ჩვენს ცხოვრებაში შეუფასებელია.

„უეჭველად, დღეში ერთი კეთილი საქმე უნდა გააკეთოთ. ბოლოსდაბოლოს, ერთი შეტყობინება გაუგზავნეთ ბებოს ან ბაბუს, რომლებიც ძალიან შორს არიან. ან დაურეკეთ: – ბებო, როგორ ხარ? როგორ გაუხარდებათ, იცით?!

თუმცა, თუ ნახავთ არ ჩაეხუტოთ, თუ გინდათ, რომ მათ ხაჭაპურები გაგიკეთონ მომდევნო წელს… თუ გაქვთ საშუალება, ფული გაუგზავნეთ.

ძალიან მაგარი ბებო მყავდა. ბებია-ბაბუას სიტყვა არის წამალი. მე არ გამიმართლა: ბაბუა ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა და არასდროს მინახავს. რა ბედნიერები ხართ, ვისაც გყავთ ბებია. თითოეულ დღეს გაუფრთხილდით, არ იცით რა სიმდიდრეა. ამას ოქროთი ვერ იყიდი. რომ გეტყვის :„ბებო, როგორ ხარ?“ ამაზე უკეთესი წამალი რა უნდა იყოს? დამთავრდა – რა ტკივილი, უფულობა, ჩხუბი. ზოგს დედ-მამა ჰყავს ასე. მამა მყავს, დედამ დიდი ხანია დამტოვა. ვისც გყავთ, გაუფრთხილდით. მეგობარს გაუშვებ, ცოლს, ან ქმარს, მაგრამ დედაა ისეთი ვინმეა, არ არსებობს რომ არ გაგიგოს. მოეფერეთ დედებს, მხოლოდ 2-მეტრიანი დისტანცია დაიცავით“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/magari-bebo-mkavda-es-ar-itsit-ra-simdidrea-amas-oqroti-ver-ikidi-utsnobi-faqtebi-razets-giorgi-fkhakadze-ishviatad-saubrobs/


გიორგი ფხაკაძემ პირდაპირი ჩართვისას „შხაპი“ მიიღო – სახალისო მომენტი პროფესორის სერიოზული ჩართვისას

19/08/2021

რამდენიმედღიანი პაუზის შემდეგ ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე თავის ჩვეულ ამპლუას დაუბრუნდა და ფეისბუქის პირადი გვერდიდან საინფორმაციო ლაივ-ჩართვა შემოგვთავაზა.


მაშინ, როცა ექსპერტი საქართველოში მძიმე ეპიდვითარებაზე საუბრობდა, ჟენევის ტბაზე შადრევანი ჩაირთო, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი სიმბოლოა.

„კარგი დუში მივიღე მეორედ“ – განაცხადა ფხაკაძემ და შეეცადა გამოქცევას, თუმცა, როგორც თავაად თქვა, სულ დასველდა.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/giorgi-fkhakadzem-pirdapiri-chartvisas-shkhapi-miigho-sakhaliso-momenti-profesoris-seriozuli-chartvisas/


„ზეიკიძის კალბასზე“ გაზრდილ ანტივაქსერებს გიორგი ფხაკაძე ასე პასუხობს – ნახეთ ვიდეო

20/08/2021

ანტივაქსერები რომ არსებობენ ფაქტია. ისინი ჩვენთან ერთად თანაარსებობენ. თანაარსებობენ და ვირუსის გავრცელების რისკს ამაღლებენ.


ვაქცინაციის მომხრეებისთვის ჩნდება კითხვა – როგორ დავიცვათ თავი ანტივაქსერებისგან?! სწორედ ამ კითხვით საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტს გიორგი ფხაკაძეს “პრაიმტაიმმა” მიმართა.

ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელებში არსებულ “ბოტებზე” საუბრობს, რომლებიც ანტივქანტივაქსერულმითებს ავრცელებენ.

მისი თქმით, მთავარ პრობლემას არა ანტივაქსერებიწარმოადგენენ, არამედ პროპაგანდისტი იდეოლოგები.

პროპაგანდის მსხვერპლ ანტივაქსერებისთვისგიორგი ფხაკაძე მუდმივ რეჟიმში სწორი ინფორმაციის მიწოდების მომხრეა…


წლის ბოლომდე საკმაოდ საიმედო მედიკამენტები გამოჩნდება, ამ ომს ჩვენ მოვიგებთ! – გიორგი ფხაკაძე

20/08/2021

წლის ბოლომდე საკმაოდ საიმედო მთელი რიგი მედიკამენტები გამოჩნდება და პანდემიასთან ბრძოლის საქმეში 2022 წელი ნამდვილად გახდება გარდამტეხი, – ამ საიმედო და სასიხარულო ამბავს სოციალურ ქსელში პროფესორი გიორგი ფხაკაძე წერს.


როგორც ის აღნიშნავს, ვერაგ ვირუსთან ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ.

„​პანდემიასთან ბრძოლაში მთელი მსოფლიოა ჩართული. წელს ჩვენ არა მარტო უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინები გვაქვს …. წლის ბოლომდე საკმაოდ საიმედო მთელი რიგი მედიკამენტები გამოჩნდება და პანდემიასთან ბრძოლის საქმეში 2022 წელი ნამდვილად გახდება გარდამტეხი.

მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ (MHRA) დღეს დაამტკიცა დიდ ბრიტანეთში COVID-19– ის პრევენციისა და მკურნალობის პირველი მონოკლონური ანტისხეულების სამკურნალო საშუალების გამოყენება.

ჯანმრთელობას გისურვებთ, ამ ომს ჩვენ მოვიგებთ“, – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/tslis-bolomde-sakmaod-saimedo-medikamentebi-gamochndeba-am-oms-chven-movigebt-giorgi-fkhakadze/



არაფერი ჩერდება კულუარებში… მე ვიტყვი სიმართლეს – გიორგი ფხაკაძე მედიას ინფორმაციის დამახინჯებაში…

20/08/2021

„რამდენიმე ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია. ძალიან ბევრი სპეკულაცია იყო და ტყუილი თქვეს. რადგანაც ეს გაჟღერდა, ერთ რამეს მივხვდი, რომ საქართველოში არაფერი ჩერდება კულუარებში, – ასე ეხმიანება პროფესორი გიორგი ფხაკაძე „მთავარის“ ეთერში გასულ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს მტავრობამ ისარელის ნაჩუქარ ვაქცინაზე უარი თქვა.


როგორც საერთაშორისო ჯანდაცვის ექსპერტი განმარტავს, ეს არასწორია და სინამდვილეში საქმე სრულიან სხვანაირად იყო.


„ისრაელში იყო პრობლემა. მათ პირველებმა შემოიტანეს ვაქცინა. იცით, რომ ყველა ვაქცინას აქვს ვადა. როცა ისრაელის მოქალაქეების 70% აიცრა, შემდეგ დადგა საკითხი, რომ ვაქცინაციის პროცესი შეჩერდა, რადგან გარკვეულ ნაწილს აცრის სურვილი არ ჰქონდა. მოხდა ისე, რომ მათ ვაქცინა დარჩათ, რომელიც ვერ დაგეგმეს.

ისრაელში ვაქცინას მხოლოდ სამი თვე ჰქონდა დარჩენილი. ისრაელი დაუკავშირდა ძალიან ბევრ ქვეყანას საქართველოს ჩათვლით, რათა მომხდარიყო ვაქცინების გაცვლა. ისრაელმა ჯერ მიმართა ქვეყნებს, რომლებსაც კონტრაქტი ჰქონდათ დადებული „ფაიზერთან“.

იყო ასეთი შემოთავაზება: ჩვენ ვაქცინას გამოვაგზავნით, რადგან ახლა დრო უმთავრდება და როდესაც თქვენთან სხვა ვაქცინა ჩამოვა, ისრაელში გამოგვიგზავნეთო. ესეც მხოლოდ იმიტომ რომ ისრაელის ვაქცინებს დრო უმთავრდებოდა, სხვაგან კი ზუსტად მაშინ უნდა დაწყებულიყო ვაქცინაცია.

ამას ჰქვია შენაცვლება. ბევრმა ქვეყანამ ამაზე უარი თქვა. მეორე ვარიანტი იყო, თუ შეცვლა არ უნდოდათ, შესაძლებელი იყო ყიდვა. ანუ თავის ფასში გაყიდვა და არა ჩუქება.


ერთი, რაც მე ვიცი დაზუსტებით ის არის, რომ საქართველოსთვის საჩუქრად გადაცემის საკითხს ისრაელში განიხილავდნენ, ტუმცა გადაწყვეტილება ვერ მიირეს და საბოლოოდ საქართველოს შემოგვთავაზეს ყიდვა. ფაქტია, რომ საქართველოსთვის არასდროს იყო წარდგენილი, რომ უნდა ეჩუქებინათ ვაქცინა. იყოს საუბარი შეცვლაზე და ყიდვაზე.

საბოლოო ჯამში დავინახეთ, რომ ტელევიზიებში ტყუილი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს ისრაელი საქართველოს ვაქცინას ჩუქნიდა და ქვეყანამ არ აიღო.

პირველად მეც გავბრაზდი, როცა ქვეყანამ ამ შემოთავაზებაზე უარი თქვა, მაგრამ შემდეგ რომ გადავხედე, ერთი მხრივ სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ქვეყანაში ანტივაქსერული კამპანიის გამო, ალბათ შეეშინდათ, რომ ვაქცინა არ გაიხარჯებოდა“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/araferi-cherdeba-kuluarebshi-me-vitkvi-simartles-giorgi-fkhakadze-medias-informatsiis-damakhinjebashi-amkhels/


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights