პარასკევი, მაისი 1, 2026

რა უნდა იცოდნენ ვაქცინირებულმა ადამიანებმა – გიორგი ფხაკაძე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

08/08/2021

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას კიდევ ერთ კვლევას უზიარებს.


კვლევის მიხედვით, ვაქცინირებული (ფაიზერი/მოდერნა) ადამიანები უფრო დაცულები არიან „დელტა ვარიანტის” წინააღმდეგ.

„სინგაპურის კვლევა საკმაოდ საინტერესოა. ვაქცინირებული (ფაიზერი/მოდერნა) ადამიანები არიან უფრო დაცულები “დელტა ვარიანტის” წინააღმდეგ, ვინაიდან უმრავლესობა: შესაძლებელია, რომ ნაკლებად გადამდებებიც იყვნენ… მსუბუქად ან უსიმპტომოდ მიმდინარეობს დაავადება … რეანიმაციაში მოხვედრის ან გარდაცვალების ალბათობა საკმაოდ დაბალია… მოდერნა/ფაიზერი ეფექტური ვაქცინებია დელტა ვარიანტის წინააღმდეგ.​ ვაქცინირებულს რომც დაემართოს დელტა ვარიანტი, უსაფრთხოა,“ – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/ra-unda-itsodnen-vaqtsinirebulma-adamianebma-giorgi-fkhakadze-mnishvnelovan-informatsias-avrtselebs/


აუცილებლად საკითხავი! რამდენი რამ შეიცვალა, მაგრამ … – რას ამბობდა გიორგი ფხაკაძე გრძელვადიან…

03/08/2021

ლესტერის უნივერსიტეტისა და ბრიტანეთის სტატისტიკის ბიუროს ერთობლივი კვლევის თანახმად, პანდემიის პირველი ტალღის დროს, ბრიტანული საავადმყოფოებიდან გაწერილი კოვიდპაციენტების 30%, 5 თვის განმავლობაში, კვლავ საავადმყოფოებში ბრუნდებიან.


მკვლევრებმა 47780 ყოფილი კოვიდპაციენტისგან შემდგარი ჯგუფი შეისწავლეს. 140 დღის განმავლობაში საავადმყოფოებში უკან დაბრუნებულების ზუსტი წილი, 29,4% იყო.


იმ პაციენტების 12,3%-ი, რომელთაც მწვავედ გადაიტანეს ვირუსი და ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, გარდაიცვალა. ბევრ მათგანს განუვითარდა ან გაუმწვავდა გულის დაავადებები, დიაბეტი, თირკმელებისა და ღვიძლის უკმარისობა.

ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ კორონავირუსისგან გამოწვეული სიკვდილიანობის სტატისტიკაში უფრო მეტი შემთხვევა უნდა შევიდეს. დღეისთვის ბრიტანეთში კორონავირუსით გამოწვეულ გარდაცვალებად მიიჩნევა სიკვდილი რომელიც, დიაგნოზის დასმიდან 28 დღის განმავლობაში დადგა.

მეცნიერები, ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, მოუწოდებენ ყურადღებით დააკვირდნენ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას.

ლესტერის უნივერსიტეტის პროფესორის, კამლეშ კუმის თქმით, ეს კვლევა ბრიტანეთში ყველაზე მასშტაბური იყო.


მისივე თქმით, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, ადამიანებს გრძელვადიანი კოვიდი უვითარდებათ, შემდეგ ისინი კვლავ ხვდებიან საავადმყოფოებში და კვდებიან.

დასკვნა ის არის, რომ უნდა მოვემზადოთ ხანგრძლივი კოვიდისთვის – ამბობს პროფესორი.

ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კორონავირუსისგან გარდაცვლილთა მაჩვენებელი, შესაძლებელია გაცილებით მეტი იყოს, არა მხოლოდ ბრიტანეთში.

„პრაიმტაიმი“ , ბრიტანული კვლევის შედეგების შესახებ პროფესორ გიორგი ფხაკაძის ესაუბრა. მისი თქმით, საქართველოში, მსგავსი კვლევის ჩატარება პრაქტიკულად შეუძლებელია, ვინაიდან ქვეყანაში არ არსებობს პაციენტების ელექტრონული სისტემა, სადაც იქნება აღრიცხული ყველა ჩვენი მოქალაქე.

„კოვიდის დაწყების დღიდან, ჯერ კიდევ აპრილში ვამბობდი, რომ საქართველოში არ ხდება კონკრეტული აღრიცხვა პაციენტების. ჩვენ არ გაგვაჩნია ელექტრონული ბაზა, პაციენტების ელექტრონული სისტემა, სადაც იქნება აღრიცხული ყველა ჩვენი მოქალაქე, რათა ვიცოდეთ ვის რა დაემართა, როდის გაიკეთა ვაქცინა, რა დიაგნოზი ჰქონდა და ა.შ.

მე აპრილის თვიდან დავაყენე საკითხი, რომ ეჭვი მეპარება სიკვდილიანობის მაჩვენებელში. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა, რამდენიმე აფრიკული ქვეყნის მსგავსად, რომელშიც ვერ ვადგენთ სიკვდილიანობის მაჩვენებელს“ – გვითხრა გიორგი ფხაკაძემ.

ლესტერის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კოვიდგადატანილი პაციენტების 29.4% კვლავ საავადმყოფოებში ხვდებიან, ჯანმრთელობის სხვადასხვა გართულებებით.

რთულ ფორმებში „მოხდილი“ კოვიდპაციენტების 12 პროცენტი კი გარდაიცვალა. კვლევის ავტორები ასევე ლაპარაკობდნენ ე.წ გრძელვადიან კოვიდზე.

რას ნიშნავს გრძელვადიანი კოვიდი და რა იგულისხმება მასში?

კოვიდ გადატანილი მოსახლეობის 25% რჩებათ ე.წ გრძელი კოვიდი ან პოსტკოვიდური სინდრომი. გულის, ფილტვების პრობლემები, მეხსიერების დაკარგვა, ალცჰაიმერი, ღვიძლი და ა.შ. წაიკითხეთ სრულად



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/autsileblad-sakitkhavi-ramdeni-ram-sheitsvala-magram-ras-ambobda-giorgi-fkhakadze-grdzelvadian-kovidze/


ჩვენ ვართ ბიოლოგიურ ომში! თუ ჟელატინი არ გაქვთ ტვინში და წაიკითხავთ ამ დასკვნას მიხვდებით…

03/08/2021

ჩვენ ვართ ბიოლოგიურ ომში! ადრე ჩუმად ვიყავი და არ ვამბობდი, საიდან წამოვიდა ეს ვირუსი. თქვენ რომ წაიკითხოთ ჯანმოს დასკვნა, თუ ჟელატინი არ გაქვთ ტვინში და წაიკითხავთ ამ დასკვნას, ყველაფერი ისეა დაწერილი, ვითომ არაფერი არ არის, ჩვენ ვიცით, რომ ჩინეთიდან წამოვიდა ვირუსი და ჩინეთის მთავრობა არის პასუხისმგებელი, – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.


CNN ავრცელებს ინფორმაციას 177 გვერდიანი დოკუმენტის, ე.წ. ვუჰანის ფაილების შესახებ, რომელიც ნათლად გვაჩვენებს, თუ რა იცოდა სახელმწიფომ ვირუსის შესახებ და როგორ მოქმედებდა მასთან საბრძოლველად. დოკუმენტი ადასტურებს, რომ ჩვენთვის აქამდე ცნობილი ინფორმაცია, ვითარების მხოლოდ გარკვეული ნაწილი იყო.


საიდუმლო დოკუმენტი ჰუბეის მთავრობის მიერ დაშვებულ შეცომებს წარმოაჩენს, მაგალითად ისეთს, როგორებიცაა საჭირო ღონისძიებების არდაფინანსება, მომუშავე პერსონალისა და საჭირო აპარატურის უკმარისობა და ა.შ.

„მათ არამხოლოდ გაურკვეველ ვირუსთან გამკლავებისას დაუშვეს შეცდომები, არამედ ბიუროკრატიული და პოლიტიკური მოტივებით განპირობებული მიზეზებითაც მსოფლიო პოლიტიკურ სივრცეში დაიწყეს ტყუილები.

ჰუბეის პროვინციის ცენტრის დაავაადებათა კონტროლისა და პრევენციის საბუთების თანახმად, ნაპოვნია არაერთი შეუსაბამობა გავრცელებული ვირუსის შესახებ, ანუ ინფორმაცია განსხვავდება იმისგან, რასაც სამთავრებო უწყება საჯაროდ ავრცელებდა.

ვანდერბილთის უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების პროფესორის – ვილიამ შაფნერის თქმით, ჩინეთის ხელისუფლება ეპიდემიის ზეგავლენას შემცირებულად წარმოაჩენდა. ჰუბეის პროვინციის ადგილობრივი ჯანდაცვის სამართველოს მოხსენებაში სახელწოდებით – „შიდა/საიდუმლო დოკუმენტი, შეინახთ კონფიდენციალურად“, 10 თებერვლისთვის, 5918 დადასტურებული ახალი შემთხვევა იყო აღნიშნული, რაც თითქმის, 2-ჯერ უფრო მეტია ვიდრე, ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რომელიც 2478 შემთხვევას ითვლიდა.


ჩინეთი საერთაშორისო არენაზე თავის სახეს უფრთხილდებოდა. ძალაუფლებაში მყოფნი, უფრო დაბალ რანგზე მყოფ თანამშრომლებს დავალებული სამუშოების შესრულებას სთხოვდნენ. მიღებული შედეგების გამო, თებერვლის შუა რიცხვებში ხელისუფლებამ ჰუბეის ჯანდაცვის მაღალჩინოსნები თანამდებბებიდან გაანთავისუფლა.

საინტერესოა ისიც, რომ დოკუმენტის მიხედვით, დაახლოებით 23 დღე დასჭირდა ვირუსის გავრცელებისას სახელმწიფო ორგანოებს მის დასადგენად, ვინაიდან შესაბამისი აღჭურვილობა რთულად გამოყენებადი და მოძველებული იყო. პროგრამა ფუნქციურად მხოლოდ 7 მარტს გაიმართა და ამავე დღესვე ინფიცირების ახალი დადასტურებული შემთხვევების 80% გამოვლინდა“.

CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ადასტურებს, რომ ჯანდაცვის ორგანოებმა ვირუსის რეალური საფრთხე ვერ გაიაზრეს, ამას კი გლობალური კრიზისი მოჰყვა თან.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/chven-vart-biologiur-omshi-tu-zhelatini-ar-gaqvt-tvinshi-da-tsaikitkhavt-am-daskvnas-mikhvdebit-giorgi-fkhakadze/


ამაზე უკეთესი წამალი არ არსებობს – ამომწურავი პასუხები მათთვის, ვისაც აინტერესებს რა გავლენას ახდენს

05/08/2021

საქართველოში ვაქცინირებულთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა, აქტიურად მიმდინარეობს ფეხმძიმეების ვაქცინაციის პროცესიც. მრავალჯერ გაჟღერებული ინფორმაციესბის მიუხედავად, არ წყდება კითხვები ვაქცინაციასა და ორსულობაზე.


ხომ არ არის საშიში, უნდა აიცრას თუ არა მეძუძური დედა, ხომ არ უქმნის საფრთხეს შვილოსნობას ვაქცინა და ა.შ.

ქართველი ექიმები, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ამშვიდებენ საზოგადოებას, რომ ვაქცინა გვიცავს.

უფრო მეტიც, ამის მაგალითი არის რუსთავი2-ის თანამშრომელი, რომელიც 9 წელი შვილს ელოდა. „9 წელია შვილს ველოდები და რომ დამეცვა, 17 კვირის ორსულმა ავიცერი“ – დაწერა ქეთა გაბუნიამ.


„ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა პაატა იმნაძის 9 თვის ფეხმძიმე შვილი.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის (CDC) თანახმად, ორსულებისთვის კორონავირუსი შეიძლება მძიმე ფორმებში განვითარდეს და გაზარდოს ისეთი უარყოფითი შედეგების რისკი, როგორიც არის ნაადრევი მშობიარობა.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ mRNA ვაქცინები ორსული და მეძუძური ქალებისთვის ეფექტურია და ვაქცინის სიკეთეები მის რისკებს აღემატება.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მხოლოდ „ფაიზერია“ ხელმისაწვდომი, ქართველები ფეხმძიმე ქალები სწორედ მასზე აკეთებენ არჩევანს. თუმცა, საინფორმაციო კამპანიის ნაკლებობის გამო ადამიანებს უამრავი კითხვა უჩნდება. მაგალითად: რამდენად უსაფრთხოა ფეხმძიმობის პერიოდში ვაქცინის გაკეთება, რა უნდა ვიცოდეთ ამ პროცესამდე, ლაქტაციის პერიოდში სასურველია თუ არა იმუნიზაციის პროცესში ჩართვა და ა.შ. სწორედ ამ აქტუალურ საკითხზე საუბრობს ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე „პრაიმტაიმთან“.


ფხაკაძე ამბობს, რომ ფეხმძიმობის საკითხთან დაკავშირებით მთელი სამედიცინო საზოგადოება და მარეგულირებელი სააგენტოები უკმაცრესები არიან. მისივე თქმით, არ აქვს მნიშვნელობა ეს საკვებია, წამალი, თუ ვაქცინა.

„ყველა არსებული ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვისაა გათვლილი. მათგან ორი ყველაზე დაწინაურებულია: „მოდერნა“ და „ფაიზერი“. კვლევებით, რომლებიც აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ჩატარდა, დამტკიცდა, რომ ფეხმძიმე ქალებისთვის აღნიშნული ვაქცინები მარტო უსაფრთხო კი არ არის, არამედ აუცილებელიც.

ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ 3 აგვისტოს გამოაქვეყნდა კვლევა, სადაც შეერთებულ შტატებიდან 130 000 ქალი იღებდა მონაწილეობას, ბრიტანეთში – 52 000. მასში თითქმის 200 000 ფეხმძიმე იყო ჩართული, რომლებმაც გაიკეთეს ვაქცინა. შედეგი დაუჯერებელია – ამ 200 000 ქალიდან კოვიდი მხოლოდ სამს შეხვდა. ისიც იმიტომ, რომ ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზა ჰქონდათ გაკეთებული. როდესაც ვსაუბრობთ მომავალ თაობაზე, აქ შეცდომის და ცდუნების საშუალება არ არის“.

ორსულობა და ვაქცინა

თუ აპირებთ ოჯახის შექმნას, სჯობს, ვაქცინა გაიკეთოთ. ბიჭები და გოგოები ხშირად მეკითხებიან, ამ შემთხვევაში როგორ მოიქცნენ. ამ დროს ორივე მშობელი დაცული იქნება. თუ დაზუსტებით არ იცით, ხართ თუ არა ფეხმძიმედ, გაიკეთეთ ვაქცინა, ამით თქვენ იქნებით დაცულები.

თუ იცით, რომ ფეხმძიმედ ხართ, სასურველია რომ ვაქცინაციის პროცესში 14 კვირის შემდეგ ჩაერთოთ. თუ დედა არ დაინფიცირდება, შესაბამისად, ბავშვიც უსაფრთხოდ იქნება.

14 კვირის შემდეგ არანაირი შეზღუდვები არ არის. უკუჩვენების შემთხვევაში ზუსტად ის გამოვლინდება, რაც არაფეხმძიმეებში ვლინდება.

ლაქტაცია

ძუძუთი კვება საუკეთესო რამეა, რაც დედამ შეიძლება შვილისთვის გააკეთოს. ეს პროცესი ორ წელიწადს უნდა გაგრძელდეს. ამ მძიმე პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით, საფრთხილოა ბავშვის იმუნური სისტემა, IQ, ინფექციისგან დაცვისთვის დედის რძე საუკეთესო საშუალებაა. ამაზე უკეთესი არანაირი წამალი არ არსებობს.

ლაქტაცია გვეხმარება, რომ ბავშვი გარე სამყაროსგან დავიცვათ.

თუ დედა იქნება უსაფრთხოდ, თუ დედას კოვიდი არ დაემართება, შესაბამისად, არც ბავშვს დაემართება ვირუსი. მაქსიმალურად უნდა იყოს შეზღუდვა და ბავშვი მაქსიმალურად უნდა მოვარიდოთ ყველას, ვინც არ არის ვაქცინირებული. იმ შემთხვევაშიც, თუ ოჯახის წევრები აცრილები არიან, არ ნიშნავს რომ არ დაინფიცირდებიან და სხვას არ გადასდებენ. ბავშვს უნდა შევქმნათ უსაფრთხო გარემო. რადგან დედას აქვს უშუალო შეხება ბავშვთან, დედა უნდა იყოს აცრილი.

ათეულობით ქვეყანაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ არსებობს მეცნიერული მტკიცებულებები, ანალიზები, მკაფიოდ წერია, რომ „ფაიზერი“ და „მოდერნა“ უსაფრთხო ვაქცინებია.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/amaze-uketesi-tsamali-ar-arsebobs-amomtsuravi-pasukhebi-mattvis-visats-ainteresebs-ra-gavlenas-akhdens-vaqtsinatsia-orsulobaze/


ათასი ადამიანი მწერს და მათ მინდა ვუთხრა – გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციის მნიშვნელობაზე

06/08/2021

საქართველოში ვაქცინირებულთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა, აქტიურად მიმდინარეობს ფეხმძიმეების ვაქცინაციის პროცესიც. მრავალჯერ გაჟღერებული ინფორმაციესბის მიუხედავად, არ წყდება კითხვები ვაქცინაციასა და ორსულობაზე.


ხომ არ არის საშიში, უნდა აიცრას თუ არა მეძუძური დედა, ხომ არ უქმნის საფრთხეს შვილოსნობას ვაქცინა და ა.შ.


ქართველი ექიმები, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ამშვიდებენ საზოგადოებას, რომ ვაქცინა გვიცავს.

უფრო მეტიც, ამის მაგალითი არის რუსთავი2-ის თანამშრომელი, რომელიც 9 წელი შვილს ელოდა. „9 წელია შვილს ველოდები და რომ დამეცვა, 17 კვირის ორსულმა ავიცერი“ – დაწერა ქეთა გაბუნიამ.

პროფესორი გიორგი ფხაკაძე ტრადიციულ ვიდეომიმართვაში კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს რომ აიცრან, რადგან ვაქცინაცია არის გამოსავალი, რომ დროულად დავამარცხოთ პანდემია.

როგორც გიორგი ფხაკაძე ამბობს, მას ძალიან ბევრი ადამიანი წერს, რომ აქვთ სხვადასხვა დაავადება, არიან ალერგიულები.

ჯანდაცვის ექსპერტი მიმართავს მათ და მოუწოდებს, რომ სწორედ ასეთ შემთხვევაში არის აუცილებელი ვაქცინაცია, რადგან ვაქცინაცია ბევრი დაავადების გართულებისგან იცავს.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/atasi-adamiani-mtsers-da-mat-minda-vutkhra-giorgi-fkhakadze-vaqtsinatsiis-mnishvnelobaze/


გარდაიცვალა ანტივაქსერების სექტის ცნობილი წარმომადგენელი – გიორგი ფხაკაძე ინფორმაციას ავრცელებს

06/08/2021

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ანიტივაქსერი კაცის შესახებ წერს, რომელიც დღეს გარდაიცვალა.


„ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება ტრაგედიაა. დღეს გარდაიცვალა ანტივაქსერების სექტის საკმაოდ ცნობილი წარმომადგენელი ბრიტანეთიდან.

ეს პიროვნება საკმაოდ განათლებული იყო (კემბრიჯი დაამთავრა), არანაირი ქრონიკული დაავადება არ ჰქონდა, და, სხვათა შორის, 9 დღის წინ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ კოვიდი ჩვეულებრივი გრიპია და საერთოდ არ არის საშიში.

დაუჯერეთ დარგის სპეციალისტებს! ოქსფორდის და კემბრიჯის განათლება და ამერიკაში თუ გერმანიაში ცხოვრება არ ნიშნავს იმას, რომ “ყველაფერი იცი”.

მე ვცდილობ, ყოველთვის გითხრათ სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია. ანტივაქსერების სექტა კი ცდილობს თქვენზე მანიპულაციას და გავლენის გაზრდას. ფაქტი ერთია – “ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო”, დედაჩემი ასე ამბობდა… არაერთი “ანტივაქსერი” უკვე ან კოვიდით გარდაიცვალა, ან ვირუსი გადაიტანა და არიან მძიმე მდგომარეობაში. მათ კი ისწავლეს “ჭკუა”, მაგრამ ამდენი ადამიანის “გონების მოწამვლას” მოჰყვება მრავალი რეალური სიკვდილი და ინვალიდობა.

ფაიზერის ვაქცინას უკუჩვენება არ აქვს (საქართველოში 10-მდე ადამიანს თუ ექნება).

დაიცავით თქვენი თავი და დაიცავით საქართველო. ანტივაქსერების სექტა არის ისევე საშიში, როგორც კომუნისტების სექტა,“ – წერს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/gardaitsvala-antivaqserebis-seqtis-tsnobili-tsarmomadgeneli-giorgi-fkhakadze-informatsias-avrtselebs/


„ძალიან ცუდი ამბავი მაქვს…“ – გიორგი ფხაკაძე ბავშვების იმუნიზაციაზე საუბრობს

06/08/2021

„უნდა ვისწავლოთ ამ ვირუსსთან ერთად ცხოვრება“- ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.


„ძალიან ცუდი ამბავი მაქვს… დელტა ვირუსმა გვაჩვენა, რომ თუ ადრე ვუჰანური ვირუსის დროს მოსახლეობის 60-70% -ის ვაქცინაცია იქნებოდა საჭირო, და ეს უკვე სათანადო იმუნიტეტს გვაძლევდა, ვიქნებოდით დაცული, სამწუხაროდ, დღეის მონაცემებით, დელტა ვირუსმა გვაჩვენა, რომ საჭიროა მოსახლეობის 90 %-ის ვაქცინაცია, (ძითადად მე ბავშვებზე ვსაუბრობ ) თუ გვინდა ქვეყანაში გავაჩეროთ ვირუსი.

ანუ, თუ ამ რაოდენობის მოსახლეობა არ იქნება აცრილი, არ იქნება იმუნიტეტი და გვექნება პრობლემები. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება სწრაფი, ეფექტური, მაღალხარისხიანი, უსაფრთხო ვაქცინების იმპლემენტაცია, თან ძალიან სწრაფად” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ “მეტრონომ მიქსთან” საუბრისას.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/dzalian-tsudi-ambavi-maqvs-giorgi-fkhakadze-bavshvebis-imunizatsiaze-saubrobs/


„გაყოფილი იქნება, პირველი კლასის ადამიანი და მეორე კლასის…“ – გიორგი ფხაკაძის საგანგებო მიმართვა

07/08/2021

„ცხელი ინფორმაცია, პირდაპირ „ფეჩიდან“ გამოღებული! შეიარაღება ამოიღეთ და ისე ებრძოლეთ ამ ვირუსს!.. გაყოფილი იქნება, პირველი კლასის ადამიანი და მეორე კლასის“ – ამის შესახებ გიორგი ფხაკაძემ ვიდეომიმართვისას განაცხადა.


„დედა ხო მაგინეს. რაღაცას როცა ვამბობ დამიჯერეთ ხოლმე რა. გითხარით, რომ ბუსტერი იქნება საჭიროთქო. მე მინდა საქართველოში იყოს მაღალი ხარისხის ვაქცინა. თუ თქვენ ფაიზერი არ გექნებათ გაკეთებული მსოფლიო არ მიგიღებთ.“,- ამბობს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/gakofili-iqneba-pirveli-klasis-adamiani-da-meore-klasis-giorgi-fkhakadzis-sagangebo-mimartva/


VIDEO: „გახსოვდეთ, სულ უნდა იყოთ კარგ ხასიათზე“ – გიორგი ფხაკაძის მიმართვა

07/08/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას მიმართავს და მოუწოდებს იყვნენ პოზიტიურად და ცუდზე არ იფიქრონ.


„გახსოვდეთ სულ უნდა იყოთ კარგ ხასიათზე და პოზიტიურები, ძალიან ბევრი უაზრო ხალხი რაღაცის გამო უაზრობებს აკეთებს, ამიტომ გაუფრთხილდით საკუთარ თავს და გიყვარდეთ თქვენი თავი. მე თქვენ ძალიან მიყვარხართ და არ ინერვიულოთ, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, მთავარია შიგნით გულში იყოთ კარგად. ერთადერთი რასაც გთხოვთ, ეს არის პირბადე და გამოიყენეთ ფხაკაძის პირბადე“,- ამბობს ვიდეომიმართვაში გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/video-gakhsovdet-sul-unda-ikot-karg-khasiatze-giorgi-fkhakadzis-mimartva/


ვიღაც კი არ აკეთებს ამას, არამედ ჩვენ ვუწყობთ საკუთარ თავს გენოციდს – გიორგი ფხაკაძე

08/08/2021

“წინასაარჩევნო დაძაბულობა სამწუხაროდ ექიმებზეც გადადის. ექიმების უმეტესობა აბსოლუტურად ნეიტრალური უნდა იყოს. აპოლიტიკურები უნდა იყვნენ ისინი”,- ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ “ტვ პირველის ეთერში განაცხადა.


საქართველოში არსებულ ეპიდვითარებასა და კოვიდინფიცირების მზარდ სტატისტიკას ფხაკაძემ კატასტროფული მდგომარეობა უწოდა და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ვირუსთან საბრძოლველად ყველაზე მძლავრ იარაღად კვლავ პირბადე და სოციალური დისტანცირების დაცვა რჩება.

“ყველამ, რომ გამოიყენოს პირბადე ვირუსის გავრცელებას შევამცირებთ. როცა დღიურად 30 ადამიანზე მეტია ქვეყანაში გარდაცვლილი, ეს პრაქტიკულად კატასტროფაა. საქართველო დგას გენოციდის წინაშე. ჩვენ საშუალება გვაქვს, რომ დავიცვათ ჩვენი თავი. ვიღაც კი არ აკეთებს ამას, არამედ ჩვენ ვუწყობთ საკუთარ თავს გენოციდს. ერთადერთი გამოსავალი პირბადეა”, – განაცხადა ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/vighats-ki-ar-aketebs-amas-aramed-chven-vutskobt-sakutar-tavs-genotsids-giorgi-fkhakadze/


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights