პარასკევი, მაისი 1, 2026

„ამ დროისთვის ჩანს, რომ ის საკმაოდ გადამდებია!“ – ფხაკაძე კორონავირუსის კიდევ ერთ ახალ ვარიანტზე…

18/06/2021

მსოფლიოში 4 პრობლემატური კორონავირუსის ვარიანტი უკვე ცირკულირებს და 7 საყურადღებოა. მეტი ინფორმაციისთვის „პრაიმტაიმმა“ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტს მიმართა.


როგორც ის ჩვენთან საუბრისას ამბობს, ეს ვარიანტი პერუდან წამოვიდა და როგორც ამ დროისთვის ჩანს, საკმაოდ გადამდებია.

„ეს ეხება კიდევ ერთ ვარიანტს, რომელის გავრცელებაც პირველად სამწუხაროდ, პერუში დაფიქსირდა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ თავის ე.წ. საყურადღებო სიაში 14 ივნისს შეიყვანა. ეს არის მეშვიდე საყურადღებო ვირუსი, რომელმაც ცირკულირება დაიწყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყურადღებით უყურებს რა მიმართულებით წავა მისი მუტაცია. რაც ამ დროისთვის ჩანს, ის საკმაოდ გადამდებია. მაგრამ კიდევ უფრო ბევრი კვლევაა საჭირო,“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

ექსპერტი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ვირუსისა და მუტაციის შესაჩერებლად აუცილებელია ვაქცინა, პირბადე და ორმეტრიანი დისტანცია.

„უნდა გვახსოვდეს, რომ რაც უფრო დიდი ხანი იქნება ნებისმიერი ვირუსი ცირკულაციაში, მით უფრო დიდი შანსია, რომ მთელ სოფლიოში სხვადასხვა მუტაციები გაჩნდეს. ეს ვარიანტი, რომელიც პერუდან წამოვიდა, ამ სიიდან ყველაზე ბოლოა. საყურადღებოა ამჟამად 4 ვარიანტი და 7 ვარიანტი, რომელიც ძლიერი მეთვალყურეობის ქვეშაა.

ყველა ვირუსს ახასიათებს მუტაცია. ეს ბუნებრივი პროცესია. ყველა კვლევამ აჩვენა, რომ ის მუტაციები, რომელიც ახლავს და არის მთელ მსოფლიოში ხელოვნური არ არის. ეს ევოლუციური პროცესია. ამის შესახებ არა ერთი კვლევა გვაქვს. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ შეგვიძლია მუტაცია შევაჩეროთ. ეს ნიშნავს – სამედიცინო პირბადე, ორმეტრიანი დისტანცია და ეფექტური ვაქცინა, “- ამბობს „პრიამტაიმთან“ საუბრისას გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/giorgi-fkhakadze-sazogadoebas-koronavirusis-akhal-mutatsiaze-afrtkhilebs-romelits-ramdenime-dghis-tsin-dafiqsirda-es-virusi-unda-shevacherot/


ვინ არის კარგი ექიმი საქართველოში და როგორი იქნება უწყვეტი განათლება – გიორგი ფხაკაძის ინიციატივამ

20/06/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელმა ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ რამდენიმე თვის წინ დააანონსა, რომ იწყებდა სამედიცინო დაწესებულებების როგორც „გაშავებას“, ასევე „გამწვანებას“ და განმარტა, რომ ამ მხრივ, ადამიანები საუკეთესო პირობებს იმსახურებენ.


ფხაკაძის ინიციატივამ სტარტი ოფიციალურად აიღო და დღეს ჩატარდა პირველი უწყვეტი სამედიცინო განათლების ტრენინგი, რომელიც არის ორგანიზაციის “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” Accréditation Sans Frontières მიერ აკრედიტებული და მინიჭებული აქვს 2 კრედიტ ქულა (ASFCME Credits)

ონლაინ ლექციას, თემით: “აორტის სარქვლის სტენოზი – დიაგნოსტიკა და მკურნალობა” რეზო ჯორბენაძე გაუძღვა.

ლექცია განკუთვნილი იყო: კარდიოლოგების, ოჯახის ექიმების, თერაპევტების, ექოსკოპისტებისა და კარდიოქირურგებისათვის.

როგორ მოვხვდეთ ონლაინ ლექციაზე:

ონლაინ ლექციაზე დასასწერებად, უნდა დარეგისტრირდეთ პლატფორმაზე: https://medu.ge/ka/register

ონლაინ ლექციაზე დამსწრეთა საყურადღებოდ!
თუ გსურთ მიიღოთ უწყვეტი სამედიცინო განათლების კრედიტ ქულები (CME Credits), რომელსაც გასცემს ფრანგული ორგანიზაცია “Accréditation Sans Frontières” , შეავსეთ 10 კითხვიანი პრე და პოსტ-ტესტები. კითხვარის შევსება აუცილებლად უნდა დაიწყოთ ზუსტად 20:00 სთ-ზე და ათ წუთში დაასრულოთ (თითოეულ კითხვაზე გამოყოფილია ერთი წუთი).

დაგვიანებით გამოგზავნილი პასუხები არ იქნება გათვალისწინებული კრედიტ ქულების მინიჭებისას. გარდა ამისა, მონაწილეებმა ლექციის დასრულებიდან 3 დღის ვადაში, უნდა გამოგვიგზავნოთ თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტო, ექიმის სპეციალობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტო და საკონტაქტო ტელეფონი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მანამდე გიორგი ფხაკაძემ საავადმყოფოებისა და კლინიკების აკრედიტაციაზე ისაუბრა.


დავიწყეთ საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების დამოუკიდებელი შეფასებისა და აკრედიტაციის ინიციატივის განხორციელება, გაიგოს საზოგადოებამ, ვინ არის კარგი ექიმი, რომელია კარგი სამედიცინო დაწესებულება, – ეს ინიციატივა ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ რამდენიმე თვის წინ დააანონსა.

პროექტის მიზანია, რომ ექთანმა და ექიმმა იმუშაოს ერთ საავადმყოფოში და არა რამდენიმეში, ჰქონდეს კარგი, ღირსეული ანაზღაურება და კარგი სამუშაო პირობები, და პაციენტი კმაყოფილი იყოს.

გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, რესურსებს და ერთმანეთს, ძალა ერთობაშია. როგორც დავწიეთ პირბადეების ფასი და ავწიეთ ხარისხი. ასევე შევძლებთ, ავწიოთ სამედიცინო დაწესებულებების ხარისხი, ჯერ ამაში დამეხმარეთ და მერე ფასებსაც მივხედავთ…

სამედიცინო მომსახურების ფასი უნდა იყოს სამართლიანი და მისაღები პაციენტებისთვის. სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება უნდა იყოს ღირსეული. უნდა დაფასდეს თითოეული პროფესიონალი ექიმი, ექთანი, სანიტრი… მე ექიმი ვარ და სულ ვფიქრობ, რა მძიმე მდგომარეობაში არიან ჩვენი ექიმები, ექთნები, სანიტრები, იმიტომ, რომ სისტემა არის მახინჯი… ეს უნდა გამოსწორდეს, ეს ჩვენი, ყველას, პასუხისმგებლობაა და ჩვენ ამას შევძლებთ“, – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.

ვებ-გვერდის ლინკი ↓

https://www.accreditation.ge/post/paving-the-path-to-a-brighter-future?fbclid=IwAR2hapM5jsg760vDZo0NUrN-vwkhL_dgU4nLQfX-LQoO-pzGK5Y6_EtKoVc




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/vin-aris-kargi-eqimi-saqartveloshi-da-rogori-iqneba-utskveti-ganatleba-giorgi-fkhakadzis-initsiativam-starti-aigho/


წლის ბოლოს კორონავირუსის სამკურნალო წამალი გვექნება – გიორგი ფხაკაძე

20/06/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მსოფლიოს წლის ბოლოს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებთან ერთად, ვირუსის სამკურნალო პრეპარატიც ექნება:


“ჩვენ გვექნება წლის ბოლომდე არა მარტო ვაქცინა, წამალიც…

რატომ ვფიქრიბ ასე?

ფაქტები – ამერიკის მთავრობამ გამოყო დამატებით 3 მილიარდი დოლარი (ანტივირუსული პრეპარატის შექმნისა და წარმოებისთვის)”,- წერს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/tslis-bolos-koronavirusis-samkurnalo-tsamali-gveqneba-giorgi-fkhakadze/



წელსაც ბათუმიდან დაიწყება აფეთქება, მაგრამ გაცილებით მწარე იქნება – გიორგი ფხაკაძე

20/06/2021

ექსპერტის ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძის მოსაზრებით, ეპიდაფეთქებას, ოღონდ გაცილებით მწვავეს, ახლაც ბათუმიდან უნდა ველოდოთ.


„ჩვენ გვაქვს ძალიან მოკლე მეხსიერება. შარშან ზუსტად იგივე იყო – დაიწყო აფეთქება ბათუმიდან, წელსაც იქნება იგივე ისტორია, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ უფრო მწარე იქნება. გვექნება ინდური შტამი, ე.წ. დელტა შტამი იქნება უფრო ძლიერი, გავრცელება იქნება ძლიერი, მოსახლეობის იმუნური სისტემა იქნება უფრო დაქვეითებული, რადგან 1.5 წელი ხალხი ფიზიკურად დაიღალა, აი, ამას ელოდება ვირუსი, როდესაც თქვენ იტყვით “რაც იქნება, იქნებაო”, აი, მაშინ იგებს ვირუსი,”- აცხადებს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/tselsats-batumidan-daitskeba-afetqeba-magram-gatsilebit-mtsare-iqneba-giorgi-fkhakadze/


რატომ ვერ შემოდის კორონავირუსის წამლები საქართველოში? – გიორგი ფხაკაძე ფასებს აქვეყნებს

21/06/2021

დამოუკიდებელი ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის წამლის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.


მისი თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო წამლების ფასი იმდენად დიდია, რომ საქართველოში შემოტანა და შემდგომში გამოყენება ნაკლებად რეალისტურია.

„კოვიდ საწინააღმდეგო წამლები უკვე არის მაგრამ:

4-მა წამალმა მიიღო ამერიკის წამლის სააგენტოს დროებითი ავტორიზაცია

ეს წამლები ეფექტურია მარტო საკმაოდ მცირე პაციენტების წრისთვის

მაგალითად რეგენერონის კოქტეილი არის ერთ-ერთი პირველი წამალი კოქტეილი, რომელმაც აჩვენა, რომ 100 ადამიანიდან 6 ადამიანის გადარჩენა შეუძლია.

მაგრამ ფასი?! წამლის კოქტეილის ფასი $1300დან – $2700 მდე მერყეობს…. შედარებისთვის ფაიზერის ვაქცინა დაახლოებით $19.5 არის ერთი დოზა და ასტრაზენეკა $2.15, სინოვაკი 29.75 ?!!

დასკვნა თქვენზე იყოს….

ჩემი აზრით კი საქართველოში ამ წამლების შემოტანა და შემდგომში გამოყენება ნაკლებად რეალისტურად მიმაჩნია, რატომ:

ფასი, ლიჯისტიკა, უწყვეტი სამედიცინო განათლების არ არსებობა, მკურნალობის “ჩაწყობით” დანიშვნა და არა სამედიცინო დანიშნულებით …”, – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/ratom-ver-shemodis-koronavirusis-tsamlebi-saqartveloshi-giorgi-fkhakadze-fasebs-aqveknebs/


“კონფლიქტი არავისთან მინდა, მაგრამ…”- ვის და რატომ აკრიტიკებს გიორგი ფხაკაძე

21/06/2021

“კონფლიქტი არავისთან მინდა, არ ვარ კონფლიქტური, პატივს ვცემ ყველა ჩემს კოლეგას, მაგრამ საჯარო პირი ასეთ რამეს როცა საჯაროდ ამბობს, მიუღებელია. იქნებ ეს ჩვენი მთავრობა თავის ჩინოვნიკებიანად ჩამოყალიბდნენ, ვინ და რომელია ჩვენი ქვეყნისთვის სამაგალითო: ამერიკის წამლის სააგენტო თუ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია?!”, – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითებში გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ინფექციური საავადმყოდოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ დაწერა.

განმარტება:
თუ შემოგვაქვს “რემდესივირი” და არაპროფესიონალურ/არაეთიკულ რეკლამას ვუკეთებთ, მაშინ ლოგიკურად გამოდის, რომ ამ სიტუაციაში ამერიკის წამლის სააგენტო არის “ძლიერი მარეგულირებელი”. მაშინ ვაქცინებთან დაკავშირებითაც ასევე მოიქეცით და საქართველოში ავტორიზაცია მიეცით მხოლოდ “ფაიზერს”, “მოდერნას” და “ჯონსონი@ჯონსონის” ვაქცინებს (ჩინური ვაქცინები და “ასტრაზენეკა” ამერიკაში დაშვებული არ არის)
თუ თქვენთვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არის ძლიერი მარეგულირებელი, მაშინ მესმის “ასტრაზენეკას” და ჩინური ვაქცინების დაშვება ქვეყანაში, მაგრამ ამ ორგანიზაციამ 2020 წლის ნოემბერშივე თქვა, რომ “რემდესივირი” არაეფექტურია და ერთი თვის წინ საერთოდ ამოიღო კოვიდსამკურნალო პრეპარატების ოფიციალური სიიდან.
დამატებითი ინფორმაცია – ინდოეთმა, რომელიც არის “რემდესივირის” ყველაზე დიდი მწარმოებელი და მომხმარებელი, 17 მაისის გადაწყვეტილებით, “რემდესივირი” კოვიდმკურნალობის სქემიდან ოფიციალურად ამოიღო.

გაფიცებთ ლოგიკას, ამას თუ ხედავთ ?!

მე ვხედავ აქ:
არაპროფესიონალიზმს (წამლის ასეთი რეკლამა, ყველა სტანდარტის მიხედვით, დაუშვებელია).
სამედიცინო ეთიკის დარღვევას. ეს წამალი საქართველოში შემოვიდა კლინიკური კვლევის ფაზის ფარგლებში და ესეც არის ეთიკური გამჭირვალობის საკითხი, თუ რატომ უკეთებს საჯარო მოხელე საჯაროდ რეკლამას სამედიცინო პროდუქტს.
რა დაინტერესება აქვთ ამ პროცესში ჩართულ ყველა მონაწილეს (ფინანსური/თანამდებობრივი თუ სხვა ?! კორუფცია?! – ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის. ამისთვის შესაბამისი ორგანოები არსებობენ.
.
და, ბოლოს,, მტკიცებულებებზე დაყრდნობით საუბარი ვისწავლოთ.

დასკვნა:
უწყვეტი სამედიცინო განათლება რომ აგეწყოთ, ასეთი პოსტები და საუბრები საჭირო არ იქნებოდა.

დიახ, გიორგი ფხაკაძე საქართველოში “რემდესივირის” შემოტანის წინააღმდეგია, ვინაიდან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცის საბოლოო დასკვნის მიხედვით, “რემდესივირი” ეფექტური არ არის!
მე, რა თქმა უნდა, ვეთანხმები!

საქართველოში დებატებში შესვლას არავისთან ვაპირებ. ამისთვის, როგორც მინიმუმ, მეორე მხარეს ჩემი დონის ეთიკური პრინციპები, პროფესიონალიზმი, გამოცდილება და რეპუტაცია უნდა ჰკონდეს…

შეგხსენებთ, ათი ათასი ფლაკონი “რემდესივირი“ საჩუქრად საქართველოს გამოეცა – 4 მილიონი დოლარის ღირებულების ტვირთი უკვე თბილისშია. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თქმით, ამერიკული კომპანია Gilead-ის გზავნილი ქვეყანას COVID პაციენტების წარმატებულ მართვაში მნიშვნელოვნად დაეხმარება.
ასევე, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ რამდენიმე ანგაჟირებულმა ექიმმა ყველაფერი გააკეთა ამ მედიკამენტის დისკრედიტაციისათვის, თუმცა ის დღემდე ფართოდ გამოიყენება მთელ მსოფლიოში.
“ამერიკისგან მივიღეთ დიდი დახმარება, ძალიან სერიოზული დახმარება, გამონაკლისის სახით, ერთჯერადი დონაციის სახით, უფასოდ გადმოსცა საქართველოს “რემდესივირის” 10 000 ფლაკონი.
​როგორც საქართველოში მცხოვრები, ისე საქართველოს გარეთ მცხოვრებმა ზოგიერთმა ქართველმა ექიმმა შეეცადნენ ამ მედიკამენტის დისკრედიტაციას, რაც გააბათილა ამ მედიკამენტის გამოყენების ძალიან კარგმა შედეგებმა,” – განაცხადა ცერცვაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/konfliqti-aravistan-minda-magram-vis-da-ratom-akritikebs-giorgi-fkhakadze/



ეს არის ბომბი… ასეთ დონეზე დაცემა არ შეიძლება. რაც დღეს მოხდა, სამედიცინო კუთხით არაეთიკურია

22/06/2021

საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას: ღია სივრცეში პირბადეებისა და ღამით გადაადგილების შეზღუდვის მოხსნას ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე „პრაიმტაიმთან“ აფასებს.


საფრანგეთში მცხოვრები ექსპერტი მიღებული გადაწყვეტილებების ავტორებს მკაცრად აკრიტიკებს. მისი თქმით, დაუშვებელია ქვეყანაში პირბადეების მოხსნის ნებართვა გასცე მაშინ, როდესაც საქართველოში ვაქცინების საჭირო დოზები არ არის და საზოგადოების უმრავლესობა არავაქცინირებულია.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება იმ ფონზეც გაუმართლებელია, როდესაც მსოფლიოს ახალი შტამი, ინდური იპყრობს.

„ასეთი უგულებელყოფა მედიცინის, მეცნიერების და საღი გონების, რაც საქართველოში ხდება, მსოფლიოში არსად მინახავს. შესაძლოა, ადამიანი პოლიტიკურად ანგაჟირებული იყოს, მაგრამ ასეთ დონეზე დაცემა არ შეიძლება.

რუსეთში ახალ ინფიცირებულთა 96% ინდური შტამითაა დაავადებული. ბრიტანეთში – თითქმის 100%. სიგნალები მოდის აშშ-იდან და ევროპიდანაც. საუბარია, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემდეგ მეორე დოზამდე ინტერვალი 8-12 კვირიდან 4 კვირაზე დაიყვანონ. ვიცით, რომ ორჯერ ვაქცინირებული ადამიანი უფრო უსაფრთხოა. ჩვენს ქვეყანაში, სადაც ვაქცინა ფიზიკურად არ არის, ვხსნით ქვეყანას, რის საფუძველზე?! მესამე ტალღა ქვეყანაში არ დასრულებულა.

ვწუხვარ, რომ პერმიერ-მინისტრის გადაწყვეტილების შემდეგ შესაბამისი სპეციალისტები და ექსპერტები თანამდებობებიდან არ გადადგნენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მე რომ ვყოფილიყავი, გადავდგებოდი.

ის, რაც დღეს მოხდა, სამედიცინო კუთხით არაეთიკურია. ყველაზე მთავარია, რომ ამას არც მედიცინასთან და არც მეცნიერებასთან არაფერი აქვს საერთო. ჯერ ვაქცინა ჩამოიტანონ და შემდეგ მოხსნან პირბადე. როგორ შეიძლება დახურულ სივრცეში რესტორნის გახსნა. ხალხი ვაქცინირებული არ არის და შენ ყველაფერი გახსნილი გაქვს. ეს მოკლევადიანი პოპულიზმია. ხელისუფლებამ იცის, რომ ადამიანების გულს 2-3 თვე მოიგებენ, ჩვენი მთავრობა გრძელვადიან პერსპექტივებზე და გეგმებზე არ ფიქრობს.

მე პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ სამედიცინო კუთხით დასკვნა ასეთია – ეს გადაწყვეტილება არის პოლიტიკურ-პოპულისტური და ისეთი ხელმძღვანელების მიერ მიღებული, რომელთაც იციან, ქვეყანას ახლო მომავალი ვეღარ მართავენ. ეს არის ბომბი, რომელიც ზაფხულში აფეთქდება“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/es-aris-bombi-aset-doneze-datsema-ar-sheidzleba-rats-dghes-mokhda-sameditsino-kutkhit-araetikuria-giorgi-fkhakadze-shezghudvebis-mokhsnaze/


კარგი იქნება „სამი მუშკეტერი“ პოლიტიკიდან ისევ მედიცინაში გადავიდეს – გიორგი ფხაკაძე

22/06/2021

„გირჩის“ ლიდერის, ზურა ჯაფარიძისა და ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ცხარე დებატებს „პრაიმტაიმთან“ ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე გამოეხმაურა.


მისი განმარტებით, „დამსახურებულ სპეციალისტ“ თენგიზ ცერცვაძეს პოლიტიკოსთან დებატებში მონაწილეობა არ უნდა მიეღო, რადგან ამით პოლიტიკური პარტიის რეიტინგი მაღლა ასწია. აქვე, ფხაკაძე ამბობს, რომ ცერცვაძე პოლიტიკური ფიგურა გახდა, რაც სამწუხარო ფაქტია.

„ბატონი ცერცვაძე არის დამსახურებული სპეციალისტი, მაგრამ არის დრო, როცა ადამიანმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, გადავიდეს პენსიაზე, ან ჩაერთოს მხოლოდ აკადემიურ საქმიანობაში. სამწუხაროდ, ის პოლიტიკური ფიგურა გახდა.

მე, გიორგი ფხაკაძე დებატებში ჩემზე უფრო დაბალ პროფესიონალთან, სპეცალისტთან მონაწილეობას არასდროს მივიღებ. უკაცრავად, მაგრამ რა შუაშია პოლიტიკოსი ჯაფარიძე და ჯანდაცვის ექსპერტი ცერცვაძე. ვერ მივხვდი, რატომ ჩატარდა ეს ე.წ სატელევიზიო დუელი. კარგი იქნებოდა, ცერცვაძე თავის აკადემიურობას და სამედიცინო საკითხს დაუბრუნდეს. ნაკლებად გააკეთოს პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები, რომელსაც ხშირად ამბობს“, – ამბობს ფხაკაძე.

როგორც ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი ამბობს, ცერცვაძე სამედიცინო პრეპარატს არეკლამებს, რითაც ეთიკის ნორმებს არღვევს.

„მასთან მე სუფთა სამედიცინო ეთიკის ძალიან დიდი პრეტენზია მაქვს. გუშინ სტატია წავიკითხე, სადაც ამბობდა, რომ ვიღაც-ვიღაცეები “რემდესივირს“ ცუდ რეკლამას უკეთებენო. ცერცვაძემ ეთიკის ნორმა დაარღვია, ის ფარმა-კომპანიას, სამედიცინო პრეპარატის რეკლამას ეწევა, რომელიც ჯანმომ გამოაცხადა 2020 წელს და კორონავირუსის საწინააღმდეგოდ არაეფექტურია.

ექიმი რომ ხარ, ვალდებულებაა, რომ პაციენტს უმკურნალო. ამისთვის არც მადლობას და არც მედლებს ველოდებით. როცა ადამიანი ავად არის, უნდა უმკურნალო. არ არის საჭირო საუბარი იმაზე, რომ კარგ საქმეს აკეთებ. ამაზე ცერცვაძემ პასუხი უნდა აგოს – რატომ შემოდის ქვეყანაში პრეპარატი მისი ხელმძღვანელობითა და წაქეზებით, როცა ჯანმომ წამლის გამოყენება აკრძალა.

ინდოეთი, რომელიც ამ წამლის ყველაზე დიდი მომხმარებელი და მწარმოებელი იყო, 17 მაისს მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოხმარებიდან ამოეღო.

კარგი იქნება „სამი მუშკეტერი“ პოლიტიკიდან მედიცინაში თუ გადავა. საჯარო პირებმა საკუთარი საუბარი უნდა აკონტროლონ. ბატონ ცერცვაძესთან დებატებში არ შევალ, რადგან მან ეთიკის კოდექსი დაარღვია, რომლის დაცვაც ექიმს ევალება. მესმის კოლეგიალურობა, მაგრამ საზღვრები არ უნდა გადაკვეთოს“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/kargi-iqneba-sami-mushketeri-politikidan-isev-meditsinashi-gadavides-giorgi-fkhakadze/


ამ გზით ინდური შტამის შეჩერება შესაძლებელია! – გიორგი ფხაკაძე ახალ ინფორმაციას ავრცელებს

22/06/2021

„დღეს ევროპის წამლის სააგენტომ უფლება გასცა კიდევ ორ დამატებით ქარხანას ევროპაში, (ერთი გერმანიაში და ერთი შვეიცარიაში), აწარმოონ ფაიზერს ვაქცინა“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე წერს.


მისი თქმით, წლის ბოლომდე ევროპაში საერთოდ მოიხსნება ფაიზერის დეფიციტი.


„დღეს ევროპის წამლის სააგენტომ უფლება გასცა კიდევ ორ დამატებით ქარხანას ევროპაში, (ერთი გერმანიაში და ერთი შვეიცარიაში), აწარმოონ ფაიზერს ვაქცინა“

„წლის ბოლომდე ევროპაში საერთოდ მოიხსნება ფაიზერის დეფიციტი. საქართველო არის ევროპა! გავიხსენოთ ბატონ ზურაბ ჟვანიას სიტყვები!

მოვითხოვოთ ყველგან და ყოველთვის ფაიზერის ვაქცინა!

ახალი დელტა (ინდური) შტამის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ მაღალ ეფექტური ვაქცინებით (ფაიზერის ან მოდერნას ვაქცინებით სხვები ჯერ არ ვიცით)“,- წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/am-gzit-induri-shtamis-shechereba-shesadzlebelia-giorgi-fkhakadze-akhal-informatsias-avrtselebs/


ასეთი მაგალითი უნდა აჩვენოს ყველა სახელმწიფო მოხელემ – რატომ უხდის მადლობას გიორგი ფხაკაძე სახალხო

23/06/2021

საქართველოს მთავრობისა და საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმად, კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები მოიხსნა, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.


სპეციალისტების ნაწილი და რიგითი მოქალაქეები აკრიტიკებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის გამო, რომ მაშინ როცა ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტია, შეზღუდვები არ უნდა შემსუბუქებულიყო.

კოვიდ-რეგულაციებზე საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა სახალხო დამცველმა, რომელსაც ჯანდაცვის ექსპერტი, საფრანგეთში მოღვაწე, გიორგი ფხაკაძე გამოეხმაურა.

„მადლობა სახალხო დამცველს Ombudsman

ასეთი მაგალითი უნდა აჩვენოს ყველა სახელმწიფო მოხელემ… (პარლამენტარების ჩათვლით)

ველოდებით ვინ იქნება შემდეგი“- დაწერა ექსპერტმა და უფრო ვრცლად განმარტა შეზღუდვების მოხსნის და მისი საჭიროების აუცილებლობა.

ვრცელ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ბევრმა ჟურნალისტმა დამირეკა, ქვეყანა გახსნესო და ჩემი აზრი აინტერესებდათ. ანუ ხალხს უთხრეს – ახლა ქვეყანას ვხსნით, მაგრამ ვაქცინას 2 კვირაში ჩამოვიტანთო. უცებ ვერც დავიჯერე. ვაღიაროთ, ქვეყანა არ იმართება ისე, როგორც უნდა იმართებოდეს!

ჩვენთან პანდემიის მართვაში მილიარდობით თანხა დაიხარჯა, ღმერთმა იცის, სად, ვისთვის და როგორ. სიტუაცია ისე მიდის, რომ აგვისტოს ბოლოს, შეიძლება, უფრო ადრეც, საქართველოში მთლიანად ინდური შტამი იქნება.

„არცოდნა არცოდვაა“, მაგრამ დაავადებათა კონტროლის ცენტრში გამოცდილი და განათლებული ხალხი მუშაობს, ამიტომაც ისეთი ტიპის შეცდომები, რაც დაშვებულია, გაუგებარია. ცუდია, როცა ექიმი პოლიტიკაში მიდის, ის უკვე პოლიტიკოსი ხდება, პოლიტიკოსს კი თავისი ვალდებულებები აქვს. ხან აქ, ხან იქ ყოფნა არ გამოვა.

მოსახლეობა დაიბნა. ასეთი ნდობა, რაც ამ სამ ადამიანს ე.წ. „სამ მუშკეტერს“ პანდემიის დასაწყისში ჰქონდა, ადრე არასდროს ჰქონიათ, თუმცა ეს ნდობა შემდეგ გაიბნა. მათ კარგი საქმეც გააკეთეს მაშინ, თუმცა ეს მარტო მათი გაკეთებული არ იყო.

მე მგონი, ჩემს გარდა ამაზე არავინ ლაპარაკობს – პანდემიის დასაწყისში ყველაზე დიდი საქმე პოლიციამ გააკეთა. ქვეყანაში პანდემიის პირველი ტალღა არ ყოფილა იმიტომ, რომ პოლიციამ თავისი საქმე უმაღლეს დონეზე შეასრულა. როცა ვირუსის შეკავებაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხალხი ჩაერია, მაშინ ჩაფლავდა ყველაფერი.

ერთადერთი სისტემა, რა ქვეყანაში კარგად მუშაობს და რაზეც დგას სახელმწიფო, არის პატრული. სანამ ეპიდემიას პატრული მართავდა, ყველაფერი კარგად იყო. მას შემდეგ, რაც ეს პროცესი ეპიდემიოლოგებს ჩააბარეს, ვხედავთ, რა მძიმე სიტუაციაც გვაქვს.

რაც შეეხება შეზღუდვების მოხსნას – აზრი არა აქვს ხან გახსნას და ხან ჩაკეტვას, უნდა იყოს სტრატეგია, რას და რატომ ვაკეთებთ.

იგივე ეხება ვაქცინაციას. ჯერ კიდევ ნოემბრიდან ვყვიროდი, გვჭირდება ელექტრონული ჯანდაცვა-მეთქი. მიხვდით ხომ ივნისში, რატომ გვჭირდებოდა?! ელექტრონული ჯანდაცვა – ეს არის ერთიანი ელექტრონული ბაზა, სადაც ფიქსირდება, სად რამდენი ვაქცინაა, რამდენი პაციენტია და ნათლად ჩანს, რამდენია საჭიროება.

  • ღმერთმა, ალბათ, გარკვეული მისიით დამტოვა აქ… – რა შეიცვალა ხათუნა ჟორდანიასკენ

10 წლის წინ ამერიკამ ეს ელექტრონული ბაზა გვაჩუქა, რატომ არაა ამუშავებული?! საქართველომ შემდეგ კიდევ 17 მილიონი დახარჯა და ახლა ჯანდაცვაში გვაქვს არა ერთიანი, არამედ ცალ-ცალკე 22 ელექტრონული ბაზა, რომლებიც ერთმანეთს „არ ელაპარაკებიან“, თავისი „სტაფით“ და ხარჯებით. ექიმებს კი პაციენტების მკურნალობის დრო არ რჩებათ, თითქმის მთელ დროს ამ უაზრო ფორმების შევსებას ანდომებენ. რატომ?! იმიტომ, რომ ამ ბაზებით ვიღაცა ფულს აკეთებს!

ეს ქვეყანაც და ჯანდაცვის სისტემაც ტყუილზეა აწყობილი. სტატისტიკა, რასაც გვაწვდიან, არის ტყუილი.

ასეა, მეგობრებო, რომ ვინერვიულოთ, რა აზრი აქვს. ქვეყანას ატყავებენ – ვიცით, ირგვლივ აფერისტები არიან – ვიცით, არაპროფესიონალები გვყავს – ვიცით, რას ვაკეთებთ? არაფერს – ვიცით. ეს არის რეალობა.

პირბადეები მოიხსენითო, გვითხრეს. კი, ბატონო, ჯარიმების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ერთ რამეს გთხოვთ – თუ ჩემი მეგობარი ხართ, ძალიან გთხოვთ, პირბადე გამოიყენეთ. სახალისოც იქნება, ვისაც პირბადე გექნებათ, იტყვიან, ეს არის ფხაკაძის მეგობარი. საქართველოში ძალიან მარტივად შეგიძლიათ, გამოავლინოთ ფხაკაძის მეგობარი. თუ ადამიანი ქუჩაში სამედიცინო პირბადით დადის, ე.ი. ფხაკაძის მეგობარია.

გავაკეთოთ სახალხო მოძრაობა – „მე ვატარებ ფხაკაძის პირბადეს“ . მეგობრებო, ძალიან მიყვარხართ და ძალიან მინდა, თქვენ იყოთ კარგად. ამიტომაც ჩემი თხოვნაა, თუ შეგიძლიათ, გამოიყენეთ პირბადე, რადგანაც ის რეალურად გვიცავს.

გადაიღეთ ფოტოები პირბადეებში, გამომიგზავნეთ, დადეთ ჩემი ლაივის კომენტარებში, მადლობას გეტყვით.

რაც შეეხება ვაქცინებს – საქართველოში ვაქცინაციის პროგრამა ჩავარდა, კოლაფსია. ამიტომ ვლაპარაკობდი ნოემბრიდან, ჩართეთ ელექტრონული ჯანდაცვა-თქო. სტომატოლოგიურ კლინიკებში ჩაირთო, რატომ არ არის ჩართული სხვა კლინიკებში?!

პასუხი მარტივია – მედიკამენტების შემომტან კომპანიებს არ აწყობთ, გვქონდეს ელექტრონული ჯანდაცვა, ელექტრონული რეცეპტი, რომ ადამიანმა ვერ შეძლოს, მაგალითად, ანტიბიოტიკის შეძენა რეცეპტის გარეშე. საქართველოში აფთიაქში ყველაფერს იყიდი , ევროპაში უმარტივეს ანტიბიოტიკსაც კი ვერ შეიძენ ურეცეპტოდ. რადგან ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის განვითარება რთული პრობლემაა.

  • „საწყენია, რომ ამ სამიდან ერთი მოკვდა, ერთი გადაგვარდა…“ – თამარ ჩერგოლეიშვილი ფოტოს აქვეყნებს

ვაქცინაციის ჩავარდნას რაც შეეხება – რამდენი ხნის წინ ვამბობდი, რომ ვაქცინაციის პროცესს ერთი პასუხისმგებელი პირი უნდახელმძღვანელობდეს. ჩვენთან თითქოს ყველა პასუხისმგებელია და სინამდვილეში – არავინ. მადლობა „აზიის განვითარების ბანკს“, რომელმაც საქართველოს თანხა გამოუყო ვაქცინაციის გეგმის შესაქმნელად. 82-მა ინკოგნიტო ექსპერტმა „ვაქცინაციის გეგმა“ რომ დაწერა, გასაგებია, ფული გააკეთეს, მაგრამ შედეგი?! გეგმა კი არა, სადღეგრძელოა.

იცით, რაზე ვგიჟდები?! საქართველოში მაინც ყველაფერი გასდით. ყოფილი მინისტრები, ყოფილი მინისტრის მოადგილეები, ყოფილი კომიტეტის თავმჯდომარეები დღეს ჭკუას გვარიგებენ. როცა სათავეში იყავით, რატომ არ აამუშავეთ ელექტრონული ჯანდაცვა, რომელიც აშშ-ის დახმარებით გაკეთდა?!

შევაჯამოთ – ქვეყანაში ელექტრონული ჯანდაცვა რომ არ გვაქვს, ამის ბრალია ის, რომ 2 დღეა, ხალხი „ასტრაზენეკას“ მეორე დოზით აცრას ვერ ახერხებს.

ჩინურ ვაქცინებზე კიდევ ერთხელ ვიტყვი – ჩინური ვაქცინები არის „პლაცებო“. თუ უნდათ, დამბლოკონ, ტყუილს ვერ ვიტყვი, მე დამოუკიდებელი ვარ და სიმართლეს ვლაპარაკობ. ამის გამო ზოგჯერ ფინანსურად კარგ კონტრაქტებზეც უარს ვამბობ

საქართველოში სიმართლეს თითქმის ვერავინ ამბობს. რომ თქვან, სამსახურს დაკარგავენ.

სიმართლეს მე გეტყვით, ნუ გეშინიათ. მე როცა ლაივს ვრთავ, ზოგიერთებს ცივი ოფლი ასხამს, კიდევ რას დაახეთქებს ფხაკაძეო.

რაც შეეხება მედიას – ყველა ტელევიზია მეტნაკლებად მიკერძოებულია რომელიმე მხარის სასარგებლოდ, მაგრამ ყველას, ასევე ყველა გაზეთს და სააგენტოს ვაძლევ კომენტარს, იმის მიუხედავად, დიდია თუ პატარა. ყველა მედიასაშუალებასთან ვთანამშრომლობ. იმიტომ, რომ ისინი თვლიან, რომ გიორგი ფხაკაძის მოსაზრება მათი აუდიტორიისთვის საინტერესოა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ ყველა პუბლიკაციას და სიუჟეტს ვეთანხმები, მაგრამ ყველასთვის ღია ვარ, დამირეკეთ, გიპასუხებთ.

  • არც არასდროს მკეთებია ეს მარაზმი და არ გამიმდიდრებია ვიღაცის ბიზნესი – ეკა კვალიაშვილი პირბადეებზე

ჟურნალისტების პროფესია ძალიან მნიშვნელოვანია. ჟურნალისტები რომ არ ყოფილიყვნენ, ინფორმაციულად ჭურში კი არა, გამოქვაბულში ვიქნებოდით.

მივუბრუნდეთ ვაქცინებს – ევროპაში ვისაც პირველი დოზა „ასტრაზენეკა“ აქვს გაკეთებული, მეორეს „ფაიზერს“ უკეთებენ.

ჩემი რეკომენდაცია – თუ გაიკეთეთ ვაქცინის პირველი დოზა, მეორეც აუცილებლად გაიკეთეთ. თუ იმავე ვაქცინის მეორე დოზა გაწყდა, როგორც, მაგალითად, ახლა „ასტრაზენეკას“ შემთხვევაშია, მეორე დოზად მოითხოვეთ მხოლოდ „ფაიზერი“!

„გვინდა „ფაიზერი“ – აი, მიტინგი რაზე უნდა მოაწყოთ. დადიხართ მიტინგებზე და რაც მოსათხოვია, იმას არ ითხოვთ. პარლამენტში სისულელეებზე ლაპარაკობენ, ამოვარდნილი არიან რეალობიდან. ქვეყანაში მოითხოვეთ “ფაიზერი“, ესაა პრობლემა!

კარგი ამბავი – დღეს ევროპის წამლის სააგენტომ „ფაიზერის“ ვაქცინის წარმოებაზე ნებართვა მისცა დამატებით 2 ქარხანას (გერმანიაში და შვეიცარიაში).ეს ნიშნავს, რომ „ფაიზერის“ ვაქცინის წარმადობა გაიზრდება და წლის ბოლოსთვის ის იქნება ხელმისაწვდომი არა მარტო ევროკავშირის, არამედ მეზობელი ქვეყნებისთვისაც.

საქართველო ევროპაა. ეს უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფოებრიობის კონცეფცია. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ვაკეთებთ იმას, რასაც ევროპა. ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ იმით, რა რეკომენდაციებსაც ევროპის წამლის სააგენტო გასცემს. ჩვენ რას ვაკეთებთ?! „რემდესივირი“ და ჩინური ვაქცინები შემოგვაქვს. ეს მავნებლობაა.

ახლა ჩვენი დიპლომატიის და ყველა სტრუქტურის მთავარი ამოცანა უნდა იყოს – ვიშოვოთ რაც შეიძლება, მეტი „ფაიზერი“. ევროპელები როცა ჩამოდიან, ან როცა ჩვენი დელეგაციები მიდიან ვიზიტებზე ევროპაში, მოლაპარაკების მთავარი საკითხი უნდა იყოს, გვაშოვნინეთ „ფაიზერი“!

ხრიკს გასწავლით – არჩევნები მოდის, მოითხოვეთ „ფაიზერი“, უთხარით პოლიტიკოსებს, ხმას მოგცემ, თუ ჩამოიტანთ „ფაიზერს“. გავაკეთოთ ასე, თუ არადა იმ არჩევნებამდე ვერ მივაღწევთ.

გავიმეორებ – დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნით – მაღალეფექტური ვაქცინებია „ფაიზერი“ და „მოდერნა“. დანარჩენი დაბალეფექტური ვაქცინები არ არიან ქმედითნი ინდური შტამის წინააღმდეგ.

რა ხდება მსოფლიოში? – რუსეთში ინფიცირების ახალი შემთხვევების 96% ინდურ შტამზე მოდის, კატასტროფაა. ბრიტანეთი მთლიანადაა დაკეტილი. ისრაელშიც უკვე ფიქრობენ, შიდა სივრცეებში პირბადის ტარება ხელახლა შემოიღონ.

საქართველოში ხალხი ვირუსის პირისპირ მარტოა დატოვებული. შუაში სახელმწიფო უნდა ყოფილიყო, მაგრამ სახელმწიფოს კოლაფსი აქვს. არაეფექტურობაა ყველგან და ყველაფერში. მარტო იმაზე ფიქრობენ, როგორ გააკეთონ ფული. ქვეყანაში ვაქვინა არ არის, ამიტომ ერთადერთი იარაღი გრჩებათ, სამედიცინო პირბადე – გამოიყენეთ!

ამდენს ვლაპარაკობ – რამდენი ადამიანი გავაბრაზე, ბიზნესები გადავიმტერე, მაგრამ ერთი ადამიანიც თუ გადავარჩინე, ჩემი დღე რომ დადგება „ზევით“, ჩამეთვლება.

მე ასევე პრეტენზია მაქვს ადამიანების დაყოფასთან დაკავშირებით. მაგალითად, ერთ-ერთ ინტერვიუში ბატონმა ცერცვაძემ თქვა, „ფაიზერით“ ავიცერი, რადგანაც მძიმე დაავადება მაქვსო. შეკითხვა მაქვს, მაგალითად, ბებო მარო ხულოდან, რომელსაც, ვთქვათ, დიაბეტი და გულის პრობლემები აქვს, რატომ არ უნდა აიცრას „ფაიზერით“?!

„ხალხისთვის ყველაფერი წავა“ – ასე მიდგომა არ შეიძლება.

რჩევა მეგობრებისთვის – გაიკეთეთ მხოლოდ კარგი ვაქცინა. არ არის?! – მოითხოვეთ. არ გინდათ ვაქცინის გაკეთება? ალტერნატივა – გაიკეთეთ „ფხაკაძის პირბადე“.

გარეთ როცა ბევრი ხალხია, ატარე პირბადე ისე, როგორც დახურულ სივრცეში.

იცხოვრეთ ცხოვრების ჯანსაღი წესით – 10 000 ნაბიჯი დღეში, სიგარეტი და ყველანაირი მოსაწევი გადააგდეთ, მიიღეთ ხილი და ბოსტნეული, შაქარი ხმარებიდან ამოიღეთ. იარეთ ჰაერზე, კარგია D ვიტამინი, მაგრამ მზეზე ზედმეტად არ გაირუჯოთ, მავნებელია. დაიცავით 2 მეტრიანი დისტანცია, იყავით კარგ ხასიათზე“,- წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/am-gzit-induri-shtamis-shechereba-shesadzlebelia-giorgi-fkhakadze-akhal-informatsias-avrtselebs/


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights