ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026

როცა ლაივს ვრთავ, ზოგიერთებს ცივი ოფლი ასხამს … – გიორგი ფხაკაძის რეკომენდაცია და პასუხი კრიტიკოსებს

23/06/2021

საქართველოში სიმართლეს თითქმის ვერავინ ამბობს. რომ თქვან, სამსახურს დაკარგავენ. სიმართლეს მე გეტყვით, ნუ გეშინიათ. მე როცა ლაივს ვრთავ, ზოგიერთებს ცივი ოფლი ასხამს, კიდევ რას დაახეთქებს ფხაკაძეო,- ასე ეხმიანება ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, „აკრედიტაცია საზღვრებს გარეშე“ დამფუძნებელი გიორგი ფხაკაძე საქართველოში ატეხილ აჟიოტაჟს ვაქცინების დეფიციტსა და შემსუბუქებულ შეზღუდვებზე.


როგორც გიორგი ფხაკაძე ამბობს, საქართველო ევროპაა. ეს უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფოებრიობის კონცეფცია. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ვაკეთებთ იმას, რასაც ევროპა. ჩვენ უნდა მიხელმძღვანელოთ იმით, რა რეკომენდაციებსაც ევროპის წამლის სააგენტო გასცემს.

  • ასეთი მაგალითი უნდა აჩვენოს ყველა სახელმწიფო მოხელემ – რატომ უხდის მადლობას გიორგი ფხაკაძე სახალხო დამცველს

„პირბადეები მოიხსენითო, გვითხრეს. კი, ბატონო, ჯარიმების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ერთ რამეს გთხოვთ – თუ ჩემი მეგობარი ხართ, ძალიან გთხოვთ, პირბადე გამოიყენეთ. სახალისოც იქნება, ვისაც პირბადე გექნებათ, იტყვიან, ეს არის ფხაკაძის მეგობარი. საქართველოში ძალიან მარტივად შეგიძლიათ, გამოავლინოთ ფხაკაძის მეგობარი. თუ ადამიანი ქუჩაში სამედიცინო პირბადით დადის, ე.ი. ფხაკაძის მეგობარია.

გავაკეთოთ სახალხო მოძრაობა – „მე ვატარებ ფხაკაძის პირბადეს“ . მეგობრებო, ძალიან მიყვარხართ და ძალიან მინდა, თქვენ იყოთ კარგად. ამიტომაც ჩემი თხოვნაა, თუ შეგიძლიათ, გამოიყენეთ პირბადე, რადგანაც ის რეალურად გვიცავს.

გადაიღეთ ფოტოები პირბადეებში, გამომიგზავნეთ, დადეთ ჩემი ლაივის კომენტარებში, მადლობას გეტყვით.

რაც შეეხება ვაქცინებს – საქართველოში ვაქცინაციის პროგრამა ჩავარდა, კოლაფსია. ამიტომ ვლაპარაკობდი ნოემბრიდან, ჩართეთ ელექტრონული ჯანდაცვა-თქო. სტომატოლოგიურ კლინიკებში ჩაირთო, რატომ არ არის ჩართული სხვა კლინიკებში?!

პასუხი მარტივია – მედიკამენტების შემომტან კომპანიებს არ აწყობთ, გვქონდეს ელექტრონული ჯანდაცვა, ელექტრონული რეცეპტი, რომ ადამიანმა ვერ შეძლოს, მაგალითად, ანტიბიოტიკის შეძენა რეცეპტის გარეშე. საქართველოში აფთიაქში ყველაფერს იყიდი , ევროპაში უმარტივეს ანტიბიოტიკსაც კი ვერ შეიძენ ურეცეპტოდ. რადგან ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის განვითარება რთული პრობლემაა.

  • „ქართული ხმების“ სოლისტი ზურა ბაკურაძე უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა

ვაქცინაციის ჩავარდნას რაც შეეხება – რამდენი ხნის წინ ვამბობდი, რომ ვაქცინაციის პროცესს ერთი პასუხისმგებელი პირი უნდახელმძღვანელობდეს. ჩვენთან თითქოს ყველა პასუხისმგებელია და სინამდვილეში – არავინ. მადლობა „აზიის განვითარების ბანკს“, რომელმაც საქართველოს თანხა გამოუყო ვაქცინაციის გეგმის შესაქმნელად. 82-მა ინკოგნიტო ექსპერტმა „ვაქცინაციის გეგმა“ რომ დაწერა, გასაგებია, ფული გააკეთეს, მაგრამ შედეგი?! გეგმა კი არა, სადღეგრძელოა.

იცით, რაზე ვგიჟდები?! საქართველოში მაინც ყველაფერი გასდით. ყოფილი მინისტრები, ყოფილი მინისტრის მოადგილეები, ყოფილი კომიტეტის თავმჯდომარეები დღეს ჭკუას გვარიგებენ. როცა სათავეში იყავით, რატომ არ აამუშავეთ ელექტრონული ჯანდაცვა, რომელიც აშშ-ის დახმარებით გაკეთდა?!

შევაჯამოთ – ქვეყანაში ელექტრონული ჯანდაცვა რომ არ გვაქვს, ამის ბრალია ის, რომ 2 დღეა, ხალხი „ასტრაზენეკას“ მეორე დოზით აცრას ვერ ახერხებს.

ჩინურ ვაქცინებზე კიდევ ერთხელ ვიტყვი – ჩინური ვაქცინები არის „პლაცებო“. თუ უნდათ, დამბლოკონ, ტყუილს ვერ ვიტყვი, მე დამოუკიდებელი ვარ და სიმართლეს ვლაპარაკობ. ამის გამო ზოგჯერ ფინანსურად კარგ კონტრაქტებზეც უარს ვამბობ

საქართველოში სიმართლეს თითქმის ვერავინ ამბობს. რომ თქვან, სამსახურს დაკარგავენ.

სიმართლეს მე გეტყვით, ნუ გეშინიათ. მე როცა ლაივს ვრთავ, ზოგიერთებს ცივი ოფლი ასხამს, კიდევ რას დაახეთქებს ფხაკაძეო.

  • ეს არის ბომბი… ასეთ დონეზე დაცემა არ შეიძლება. რაც დღეს მოხდა, სამედიცინო კუთხით არაეთიკურია – გიორგი ფხაკაძე შეზღუდვების მოხსნაზე

რაც შეეხება მედიას – ყველა ტელევიზია მეტნაკლებად მიკერძოებულია რომელიმე მხარის სასარგებლოდ, მაგრამ ყველას, ასევე ყველა გაზეთს და სააგენტოს ვაძლევ კომენტარს, იმის მიუხედავად, დიდია თუ პატარა. ყველა მედიასაშუალებასთან ვთანამშრომლობ. იმიტომ, რომ ისინი თვლიან, რომ გიორგი ფხაკაძის მოსაზრება მათი აუდიტორიისთვის საინტერესოა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ ყველა პუბლიკაციას და სიუჟეტს ვეთანხმები, მაგრამ ყველასთვის ღია ვარ, დამირეკეთ, გიპასუხებთ.

ჟურნალისტების პროფესია ძალიან მნიშვნელოვანია. ჟურნალისტები რომ არ ყოფილიყვნენ, ინფორმაციულად ჭურში კი არა, გამოქვაბულში ვიქნებოდით.

მივუბრუნდეთ ვაქცინებს – ევროპაში ვისაც პირველი დოზა „ასტრაზენეკა“ აქვს გაკეთებული, მეორეს „ფაიზერს“ უკეთებენ.

ჩემი რეკომენდაცია – თუ გაიკეთეთ ვაქცინის პირველი დოზა, მეორეც აუცილებლად გაიკეთეთ. თუ იმავე ვაქცინის მეორე დოზა გაწყდა, როგორც, მაგალითად, ახლა „ასტრაზენეკას“ შემთხვევაშია, მეორე დოზად მოითხოვეთ მხოლოდ „ფაიზერი“!“, -აღნიშნავს ჯანდაცვის ექსპერტი.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/rotsa-laivs-vrtav-zogiertebs-tsivi-ofli-askhams-giorgi-fkhakadzis-rekomendatsia-da-pasukhi-kritikosebs/


რას ამბობდა გიორგი ფხაკაძე პანდემიის დაწყებისას და რატომ გამოიწვია საზოგადოების ნაწილში ნეგატივი მის

01/06/2021

პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე ტრადიციულ ლაივ- ჩართვებში ყოველდღიურად აწვდის ინფორმაციას საზოგადოებას ეპიდვითარებასა და ვაქცინაციასთან დაკავშირებით.


ბოლო პერიოდში, ვაქცინების შესახებ მისმა საუბარმა საზოგადოების ნაწილის კრიტიკა გამოიწვია.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საზოგადოების ნაწილი ნეგატიურად იღებს იმ ინფორმაციას, რასაც გიორგი ფხაკაძე ვაქცინების ხარისხზე ავრცელებს.


„პრაიმტაიმი“ შეეცდება გიორგი ფხაკაძის დახმარებით ახსნას, თუ რას გულისხმობს გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, როცა ამბობს სიტყვას “არ ვარგა”.

თუმცა, მანამდე გთავაზობთ გიორგი ფხაკაძის პირველ სატელევიზიო ეთერს, სადაც ის პანდემიის განვითარების საფეხურებს პროგნოზირებდა.

2020 წლის აპრილში გაეროს გენმდივნის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე ამბობდა, რომ მსოფლიო, მათ შორის საქართველო 3 ტიპის ტალღას გადაიტანდა.

ჯერ კიდევ მაშინ, ექსპერტი ამბობდა, რომ საქართველოში პანდემიის პირველი ტალღა ზაფხულამდე მორჩებოდა.

„ყველა ექსპერტები ვთანხმდებით, რომ ეს ეპიდემია არის ანარეკლი ე.წ. ისპანკის პანდემიის. გვექნება სამი ტალღა პირველი – საშუალო დონის ტალღა, მეორე ძალიან დიდი და მტკივნეული და მესამე იქნება ბოლო ტალღა, რომელიც იქნება დამარცხება ამ ვირუსის“,- ამბობდა ფხაკაძე.

მისი თქმით, საქართველოში პანდემიის პირველი ტალღა ზაფხულამდე მორჩება და შემდგომ სავარაუდოდ მეორე ტალღა დაიწყება ოქტომბრიდან. ექსპერტის თქმით, ეს დრო უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ სამედიცინო თვალსაზრისით მომზადებულები დავხვდეთ.

„ყველა ქვეყანას სხვადასხვა სტრატეგია აქვს. ალბათ ჩვენ გვექნება ზაფხულამდე პირველი ტალღა და მეორე ტალღა დაიწყება ოქტომბრის თვისთვის. ეს ზაფხულის დერეფანი უნდა გამოვიყენოთ და მოვმარაგდეთ“ , – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


კითხვაზე, რას ნიშნავს მეორე ტალღა და რატომ იქნება უფრო მძიმე, ფხაკაძე აღნიშნავს, რომ ამის მიზეზი ხალხის გადაღლა იქნება, რომლებსაც გარეთ გასვლა მოუნდებათ.

„ხალხი დაიღლება და დაიწყებს გარეთ გამოსვლას. ეს არის ადამიანი ბუნება. აქედან გამომდინარე იქნება დამოკიდებულება „მე კარგად ვარ არაფერი მჭირს“. ნახეთ რა ხდება სინგაპურში, იქ წავიდა მეორე ტალღა. თავიდან კონტროლი ჰქონდათ, მაგრამ ახლა ისევ დაიწყეს გარეთ გამოსვლა“ – ამბობდა გაეროს გენმდივნის მრჩეველი.

გიორგი ფხაკაძის თქმით, საქართველოს მთავრობამ ამ ეტაპამდე სწორი გადაწყვეტილებები მიიღო, თუმცა ეს მომავლისთვის არ არის საკმარისი.

„ძალიან მიხარია რომ სახელმწიფომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ ვფიქრობ რომ კიდევ უფრო მკაცრი ზომებია გასატარებელი. მე ვფიქრობ რომ პირველ ეტაპზე სანამ არ გვაქვს დიდი აფეთქება, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ გავაძლიეროთ ჩვენი საკარანტინო საშუალებები

პირველი არის – სოციალური დისტანცირება. თუ გავდივართ გარეთ, შევეცადოთ 2 მეტრის დისტანციით არ გვქონდეს კონტაქტი არავისთან.

მეორე საკითხია ტესტირება – უნდა მოხდეს მიზნობრივი და არა მთელი მოსახლეობის ტესტირება, რადგან რადგან ჩვენ არ ვართ სამხრეთ კორეა, ირლანდია და სხვა ქვეყნები. ჩვენი რეალურად ფინანსური, თუ ტექნიკური საშუალებების, არ გვაქვს რომ ეს გავაკეთოთ, ამიტომ მაქსიმალურად სოციალური დისტანცირება აბსოლიტურად ყველგან უნდა იყოს“, – აღნიშნავდა ექსპერტი.

მისი თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა არ არის მყარი და დიდი ეპიდაფეთქების შემთხვევაში საქართველოს ჯანდაცვის სისტემა უბრალოდ ვეღარ გაუმკლავდება ეპიდემიას.

„ჯანდაცვის სისტემა არ არის ძალიან მყარი. ბოლო 15 წელი ჩვენ ვმუშაობდით პროექტებზე,მაგრამ გვაკლდა დიდი სტრატეგიული ხედვა, ვთქვათ იყო ერთი პროექტი მუშაობდნენ ამაზე, მაგრამ არ იყო ხედვა, რომ აგვეშენებინა მყარი ჯანდაცვის სისტემა.

საქართველომ დრო მოიგო, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ კარგ მდგომარეობაში ვართ. ყველაფერი კარგად არ არის, გადავხედოთ ჩვენს ჯანდაცვის სისტემას და სამედიცინო პერსონალს, მათ აღჭურვილობას, პერსონალური დაცვით ბარიერებს, პირბადეებს და ა.შ. ამისი ნაკლებობა არის“ , – აღნიშნავდა გიორგი ფხაკაძე.

ცნობილია ისიც, რომ გიორგი ფხაკაძე თავადაა ჩართული ვაქცინების ხარისხის შეფასებაში.

მას შემდეგ რაც, საქართველოში ვაქცინების შემოტანის შესახებ გახდა ცნობილი, გიორგი ფხაკაძემ მათ შემადგენლობაზე, ეფექტურობასა და რისკებზე დაიწყო საუბარი.

ვიდეო მიმართვის დროს, პროფესორი ამბობს, რომ ფაიზერის, მოდერნას ვაქცინა კარგია… რასაც არ ამბობს სინოფარმზე.

საქმე იმაშია, რომ ფხაკაძე ლაივ-ჩართვების დროს არასდროს იყენებს სამედიცინო ტერმინებს, ცდილობს მის მაყურებელს მიაწოდოს ინფორმაცია გასაგებ ენაზე.

მაგალითად, როცა ამბობს არ ვარგა, არგუმენტად მოჰყავს შემდეგი ფაქტი: არ გიცავს სრულად ინფიცირებისგან, თუმცა ინფიცირების შემთხვევაში, ადამიანი ამ ვირუსს გადაიტანს მსუბუქად.

როცა ამბობს, რომ კვლევების მიხედვით, ეფექტურობა დაბალია, არგუმენტად მოჰყავს უცხოური წყაროები, რომელიც სპეციალისტების მიერ არის დამტკიცებული.

როცა ამბობს, რომ აიცრან ფაიზერით, ის საუბრობს მეცნიერული სიზუსტით.

მისივე თქმით, არ იქნება სწორი, თუ იქნება ჩუმად, რადგან მისი პროფესია ხარისხის კვლევაა, მისი მოვალეობა სწორედ ისაა, რომ ისაუბროს სიზუსტით, დეტალებზე და არა მხოლოდ “ხალხის გულის გასახარად“.

მას შემდეგ, რაც გიორგი ფხაკაძემ ვაქცინებთან დაკავშირებით მწვავე განცხადებები გააკეთა, ნაწილი მიიჩნევს, რომ ექსპერტი ანტივაქცერია, ნაწილი მიიჩნევს, რომ მისი განცხადებები გადაჭარბებულია. ნაწილი კი მასთან დაკავშირებით პოლიტიკურ ინტერესებს ხედავს:

თავად ფხაკაძე კი „პრაიმტაიმთან“ ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ სხვა ქვეყნებში ექსპერტები ხალხის განათლებისთვის ასე არ ზრუნავენ.


„კოვიდთან დაკავშირებით საზოგადოებას ბევრი ინფორმაცია მივაწოდე, რისი მიწოდებაც შეიძლებოდა და ზოგჯერ, არც კი შეიძლებოდა. ზოგადად, სხვა ქვეყნებში ექსპერტები ხალხის განათლებისთვის ასე არ ზრუნავენ.

ზოგი მიბრაზდება, თითქოს ეს ვირუსი ჩემი გამოგონილია. ხომ ვიცით, რომ ჩინელებისაა და ისიც ვიცით, რომ, სავარაუდოდ, ვუხანის ლაბორატორიაშია ეს გოგლი-მოგლი გაკეთებული. იმედია, დადგება დრო, ჩინეთს ამის ფასის გადახდა მოუწევს. თუმცა საქართველოსთვის რა შეიცვლება, რომც დადგინდეს, რომ ვირუსმა ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონა?! არაფერი. ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად.

ჩემი დასკვნა ასეთია, შეიძლება ვცდები – ამ ვირუსს მარტო ვაქცინებით ვერ დავამარცხებთ, შეიძლება, ბუნება მოგვეხმაროს და ეს ვირუსი ისე წავიდეს, რომ ბოლომდე ყველა ვაქცინა ვერც გავხარჯოთ.

იქნებიან ქვეყნები, რომლებიც სექტემბრის ბოლოსთვის ვაქცინაციას ძირითადად დაასრულებენ (მაგალითად აშშ, ევროპა) და მათი ეკონომიკაც იქნება უფრო ძლიერი. სადაც ნაკლებად იქნება აცრილი ხალხი, იქ იქნება „ჯოგური“ იმუნიტეტი, როგორც საქართველოში, მათი ეკონომიკაც შედარებით მძიმე მდგომარეობაში იქნება.

ფხაკაძე ჩინური ვაქცინის შესახებ კვლევებზე დაყრდნობით ამბობს, რომ: „100% სიკვდილობისგან იცავს; 96% რეანიმაციული განყოფილებისგან იცავს

მოგზაურობის მოყვარულთათვის კი ტრადიციულ რჩევებში ვაქცინებზე საუბრობს და ამბობს, რომ პირველი ივლისიდან ამოქმედდება ევროპული კოვიდ სერტიფიკატის ელექტრონული სისტემა.

თუ დააპირებთ სამოგზაუროდ წასვლას ევროკავშირი აღიარებს შემდეგ ვაქცინებს: Pfizer/BioNTech, (ფაიზერი); Moderna, (მოდერნა); Oxford/AstraZeneca (ასტრაზენეკა); Johnson & Johnson (ჯონსონი)

ვინც აპირებთ ჩინეთში დასვენებას, გირჩევთ: ჩინური ვაქცინით აიცრათ. ასევე ჩინეთი აღიარება უკვე ფაიზერს, მოდერნას და ჯონსონის ვაქცინებს.

“the Chinese embassy in the United States confirmed on April 20 that travelers with confirmed history of vaccines from Pfizer-BioNTech, Moderna and Johnson & Johnson vaccines would also be eligible.”

რუსეთში სამოგზაუროდ რუსული ვაქცინები ალბათ გამოგადგებათ: Sputnik V, EpiVacCorona, CoviVac

ექსპერტი აქვე დასძენს, რომ მნიშვნელობა არ არის რომელ ვაქცინას გაიკეთებთ.

„გაიკეთებთ სამედიცინო პირბადე მაინც ყველაზე მაგარია, ყველგან უნდა გამოიყენოთ”.

რაც შეეხება მის პროგნოზებს, რომელსაც აანონსებდა და ახდა. გიორგი ფხაკაძე ჯერ კიდევ დეკემბერში აანონსებდა, რომ მესამე ტალღა იქნებოდა.


„მე დეკემბერში ვთქვი, რომ მესამე ტალღა იქნებოდა აპრილში, მაისის მესამე კვირას კი ყველაფერი გამოსწორდებოდა და საწოლები იქნებოდა თავისუფალი.

4 დეკემბერს ვთქვი და ახლა წინასწარმეტყველების მედალი უნდა მოვითხოვო. მაგრამ ეს არ არის წინასწარმეტყველება, ეს არის მეცნიერება“, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი კორონავირუსისმეოთხე ტალღას საქართველოში სექტემბრის ბოლოს აანონსებს.

„იმედი არის, რომ ამ თვის ბოლოსთვის ვირუსი ჩაცხრება. როგორც ახასიათებს – რაც შარშან მოხდა. იმედია, მაისის ბოლო კვირას ჩაცხრება და მაჩვენებლები დაიწევს, რაც ძალიან კარგი იქნება.

დავისვენოთ, მოვიმარაგოთ ენერგიები ზაფხულში, ვირუსი მაინც არსად წავა, მოვემზადოთ სექტემბრისთვის. სექტემბრის ბოლოს ჩვენ გვექნება მეოთხე ტალღა. აქ საპანიკო და სანერვიულო არაფერია, ესაა რეალობა და ვერ ავცდებით.

ახლა მილიონი ვაქცინა რომ ჩამოიტანონ, მეოთხე ტალღას ვერ ავცდებით, რადგან ამას რომ ავცდეთ, მოზრდილი მოსახლეობის 70% მაინც უნდა იყოს აცრილი. შესაბამისად, მოეზმადეთ, იყავით პოზიტიურები, დატკბით ზაფხულის დღეებით და მაქსიმალურად იყავით გარეთ, სუფთა ჰაერზე“, – განაცხადა ფხაკაძემ ფეისბუკის პირდაპირ ჩართვაში.

ერთ-ერთი მთავარი კითხვა მაინც ის არის, როდის დამთავრდება კოროვირუსისპანდემია. როგორც გიორგი ფხაკაძე ამბობს, ზოგადად, ვირუსებს ახასიათებთ 2-წლიანი ციკლურობა.


„კოვიდ 19-ის გამოჩენიდან წელიწადნახევარი უკვე გავიდა. სხვა ვირუსებისგან განსხვავებით, ამ ვირუსს ახასიათებს ბევრი მუტაცია და 14 დიდი შტამი ტრიალებს მსოფლიოში.

„ვუხანური“ ვირუსი წესით, სექტემბერში უნდა დამთავრდეს. ჩვენთან ახლა რაც არის, ეს არის ბრიტანული ვირუსის მეორე ტალღა. ფაქტია, რომ რაც უფრო ლეტალური და რთულია ვირუსი, მით უფრო სწრაფად ქრება. მაგალითად, „მერსი“.

უკვე ვიცით, როგორ უნდა ვაკონტროლოთ კოვიდ 19. მაგალითად, ასვტრალია, სადაც ჩაკეტვით შედეგს მიაღწიეს. პირბადე და დისტანცია არის საუკეთესო გამოსავალი.

ჩემი დასკვნა ასეთია, შეიძლება ვცდები – ამ ვირუსს მარტო ვაქცინებით ვერ დავამარცხებთ, შეიძლება, ბუნება მოგვეხმაროს და ეს ვირუსი ისე წავიდეს, რომ ბოლომდე ყველა ვაქცინა ვერც გავხარჯოთ.

პანდემია უსასრულო ვერ იქნება – ეს ბუნების კანონია. ვაქცინით თუ უვაქცინოდ, ეს პანდემია დამთავრდება, ვაქცინით – უფრო სწრაფად, უვაქცინოდ – უფრო ნელა. საქმე იმაშია, როგორ დამთავრდება? მსხვერპლის რაოდენობა კი ჩვენს ქცევაზეა დამოკიდებული. თუ ფრთხილად ვიქნებით, იოლად გადავაგორებთ, თუ არა – შესაბამის ფასს გადავიხდით. მჯერა, 2023 წელი იქნება პანდემიის დამთავრების წელი. წელიწადნახევარი მოვითმინეთ, 6-8 თვეც მოვითმინოთ, წესები დავიცვათ და ყველაფერი იქნება კარგად“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.

მიმდინარე წლის მარტში გიორგი ფხაკაძემ თქვა, რომ განათლება და ჯანდაცვა ნებისმიერი ქვეყნისთვის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს. აქვე, უახლოეს წარსულში ეპიდემიოლოგებისანაზღაურებაზე გაავლო პარალელი.

„ვის ახსოვდა ეპიდემიოლიგი ქვეყანაში. 20 ლარი, დიახ, თვეში მხოლოდ 20 ლარი იყო მათზე კლინიკიდან გამოყოფილი და იმიტომაც ერთი ეპიდემიოლოგი ერთდროულად 10 კლინიკაში მუშაობდა, რომ თვეში როგორმე 200 ლარი მაინც ჰქონოდა ხელფასი. და რამდენი თანხა იყო და არის გადახდილი ჩვენს “ჩემპიონებზე“… ეს არის მსოფლიო პრობლემა. იქნებ მართლა გადავხედოთ პრიორიტეტებს. განათლება და ჯანდაცვა ნებისმიერი ქვეყნისთვის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს!“,- აღნიშნავს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/ras-ambobda-giorgi-fkhakadze-pandemiis-datskebisas-da-ratom-gamoitsvia-sazogadoebis-natsilshi-negativi-misma-simartlem


ეს ვარიანტი არის პასუხისმგებელი ბოლო ერთ თვეში, სადაც ძლიერი აფეთქებაა – ფხაკაძე „დელტა“ შტამის…

24/06/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე „ფაიზერის“ ვაქცინის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ეს ვაქცინა ეფექტურია კორონავირუსის “დელტა” შტამის წინააღმდეგ.


„კიდევ ერთი კარგი ამბავი.​ ფაიზერი მაღალ ეფექტური ვაქცინაა. მეც ფაიზერით ავიცერი.

კოვიდის დელტა (ინდური) ვარიანტი არის ვერაგი და ძირითადად, ეს ვარიანტი არის პასუხისმგებელი ბოლო ერთი თვე თუ სადმე არის ძლიერი აფეთქება აზიიდან ამერიკამდე …

საქართველოსთვის მე მინდა „ფაიზერის“ და „მოდერნას“ ვაქცინა, ვინაიდან, დელტა ვირუსი ვერაგია და მხოლოდ ძლიერ ეფექტური ვაქცინები დაგვიცავენ ჩვენ.

ჯანმრთელობას გისურვებთ”, – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

ფხაკაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროგრამა ჩავარდა, კოლაფსია.

„ამიტომ ვლაპარაკობდი ნოემბრიდან, ჩართეთ ელექტრონულიჯანდაცვა-თქო. სტომატოლოგიურ კლინიკებში ჩაირთო, რატომ არ არის ჩართული სხვა კლინიკებში?!

პასუხი მარტივია – მედიკამენტების შემომტან კომპანიებს არ აწყობთ, გვქონდეს ელექტრონული ჯანდაცვა, ელექტრონული რეცეპტი, რომ ადამიანმა ვერ შეძლოს, მაგალითად, ანტიბიოტიკის შეძენა რეცეპტის გარეშე. საქართველოში აფთიაქში ყველაფერს იყიდი , ევროპაში უმარტივეს ანტიბიოტიკსაც კი ვერ შეიძენ ურეცეპტოდ. რადგან ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის განვითარება რთული პრობლემაა“,- ამბობს ექსპერტი თავის ვიდეომიმართვაში.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/es-varianti-aris-pasukhismgebeli-bolo-ert-tveshi-sadats-dzlieri-afetqebaa-fkhakadze-delta-shtamis-damartskhebis-metodze-tsers/


VIDEO: გიორგი ფხაკაძეს პარიზში ლაივ-ჩართვის დროს კადრში ქართველები „შეეჭრნენ“

30/07/2021

პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებს საზოგადოებას რჩევებს.


პროფესორი ანტისეულების ტესტებზე საუბრობს და ამბობს, ეს არის აფიორა და ტყუილი „ფულის კეთება“.

გიორგი ფხაკაძე ტრადიციულ ვიდეომიმართვით პარიზიდან ერთვებოდა, რა დროსაც მოულოდნელად მასთან ქართველები მივიდნენ და ქართულად გამოელაპარაკენ.

ფხაკაძეს ლაივის შეწყვეტა მოუხდა, რომ მათ გამოლაპარაკებოდა. როგორც მოგვიანებით „პრაიმტაიმს“ უთხრა, მოულოდნელი სტუმრები იქვე, ქართულ კაფეში იყვნენ სტუმრად, სადაც მისი თქმით ქალბატონი მაგდა საუკეთესო ხაჭაპურს აცხობს.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/video-giorgi-fkhakadzes-parizshi-laiv-chartvis-dros-kadrshi-qartvelebi-sheetchrnen/


ყველაფერი ჩვენს ხელშია, არ ჩავკეტოთ ქვეყანა – გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას კიდევ ერთ კვლევას უზიარებს

30/07/2021

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას ერთ-ერთ კვლევას უზიარებს, რომელიც გვანახებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია, სამედიცინო პირბადის გამოყენება.


„კიდევ ერთმა კვლევამ “მაიოს კლინიკიდან” (ერთ-ერთი მოწინავე კლინიკა ამერიკაში) დაადასტურა, რომ სამედიცინო პირბადე არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, რომ შევაჩეროთ ამ ვერაგი ვირუსის გავრცელება

სამედიცინო პირბადე + დისტანცია +ეფექტური ვაქცინაცია არის სწორი ფორმულა, რომ დავამარცხოთ ეს ვერაგი ვირუსი. ყველაფერი ჩვენს ხელშია. არ ჩავკეტოთ ქვეყანა, ეს შესაძლებელია,“ – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/es-pasukhi-finjanze-marchielobas-hgavs-giorgi-fkhakadze-antiskheulebze-testebis-chatarebas-aprotestebs/


ფაიზერის მე-3 დოზა გარდაუვალია! – გიორგი ფხაკაძე ამის მიზეზებს განმარტავს

30/07/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე, სოციალურ ქსელში მოსახლეობას ახალ ინფორმაციას უზიარებს.


მისი თქმით, ბუსტერი (ფაიზერის მე-3 დოზა) გარდაუვალია.

„ბუსტერი (ფაიზერის მე-3 დოზა) გარდაუვალია. ისრაელში გადაწყვეტილება მიღებულია, ფაიზერის მე-3 დოზაზე 60 წელს გადაცილებულების რეგისტრაცია დაიწყო.

ფაიზერმა კვლევა დადო (იხილეთ ბმულში) ბუსტერის აუცილებლობაზე, მაგრამ მაინც ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს შემდეგ ნაბიჯს დაველოდოთ.

საქართველოში რა უნდა ვქნათ:

ყველა, ვინც აიცრა დაბალ ეფექტური ვაქცინებით, მათთვის უნდა გაიხსნას რეგისტრაცია ბუსტერზე (ფაიზერზე 3-5 თვეში)

ფაიზერით აცრილებს რაც შეეხება, უნდა იქნას შემუშავებული შესაბამისი გეგმა, ისე რომ მე-2 დოზიდან 6 თვის შემდეგ საშუალება მიეცეს მოქალაქეების გარკვეულ ჯგუფებს, რომ დარეგისტრირდნენ ფაიზერის ბუსტერზე (მე-3 დოზა).

აუცილებელია ღია კომუნიკაცია მოსახლეობასთან. ვთქვათ სიმართლე. ყველაფერი არის შესაძლებელი, თუ მივიქცევით პრაგმატულად და ყველა გადაწყვეტილება იქნება დაფუძნებული მეცნიერებაზე, პროფესიონალიზმზე და ნამდვილ პატრიოტიზმზე. ჯანმრთელობას გისურვებთ“,- წერს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/kvelaferi-chvens-khelshia-ar-chavketot-qvekana-giorgi-fkhakadze-sazogadoebas-kidev-ert-kvlevas-uziarebs/



ამდენი სირაქლემა თუ იყო საქართველოში, მართლა არ მეგონა – გიორგი ფხაკაძე

03/08/2021

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე მორიგ კრიტიკულ პოსტს აქვეყნებს და მიმართავს ანტივაქსერებს, რომლებიც ვაქცინაციის პროცესში ჩართვასა და ქვეყნის გადარჩენაზე კვლავ უარს ამბობენ. ფხაკაძე ასეთ ადამიანებს სირაქლემას პოზაში მყოფებს უწოდებს.


თუ ასე გაგრძელდა, ჯანდაცვის ექსპერტი 2022 წლისთვის უმძიმეს შედეგებზე საუბრობს და შეიძლება ითქვას, რომ პროგნოზიც კი უჭირს, თუ რა ვითარებაში აღმოჩნდება ქვეყანა.

ჯოგური იმუნიტეტის „ექსპერტებო“, წაიკითხეთ, მაგრამ აზრი?! მაინც ვერ მიხვდებით. 2020 წელი იყო რთული, 2021 წელი იქნება დამანგრეველი. 2022 წელი … რას აპირებთ?! ეს ვერაგი გასაჩერებელია, ამდენი სირაქლემა თუ იყო საქართველოში, მართლა არ მეგონა. ყველა უაზრო კომენტარი = სირაქლემა/ბლოკი. დავიღალე ამდენი მავნებელი, გამყიდველი და ბოროტი ადამიანებით“, – წერს გიორგი ფხაკაძე.

ფხაკაძე ვითარების კარგად აღსაქმელად შემდეგ მონაცემებს აქვეყნებს.

მცირე ინფორმაცია, თუ რას ნიშნავს ჯოგური იმუნიტეტი:

ჯოგური იმუნიტეტი გულისხმობს ინფექციური დაავადებებისგან ირიბი დაცვის სტრატეგიას – როდესაც საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს იმუნიტეტი, ინფექციის გავრცელების ჯაჭვი ირღვევა და შესაბამისად, დაავადების გავრცელებაც ჩერდება. იმუნიტეტი კი ჩნდება ან ვაქცინაციით, ან გამოჯანმრთელებით.

იმის განსასაზღვრად, თუ მოსახლეობის რამდენ პროცენტს უნდა ჰქონდეს იმუნიტეტი, უნდა ვიცოდეთ, რამდენად გადამდებია ვირუსი.

COVID-19-ის შემთხვევაში მეცნიერების უმეტესობა თანხმდება, რომ თითო ინფიცირებული ვირუსს საშუალოდ 2-3 ადამიანს გადასცემს. რაც ნიშნავს, რომ ჯოგური იმუნიტეტის ასამოქმედებლად მოსახლეობის 60% უნდა იყოს დაცული.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/amdeni-siraqlema-tu-iko-saqartveloshi-martla-ar-megona-giorgi-fkhakadze/


გაუნათლებელი, 8 კლასიც რომ არ დაუმთავრებია, მაგრამ დიპლომირებულია, ასეთები არიან ყველგან

03/08/2021

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე მორიგ კრიტიკულ პოსტს აქვეყნებს და მიმართავს ანტივაქსერებს, რომლებიც ვაქცინაციის პროცესში ჩართვასა და ქვეყნის გადარჩენაზე კვლავ უარს ამბობენ. ფხაკაძე ასეთ ადამიანებს სირაქლემას პოზაში მყოფებს უწოდებს.


მისი განცხადებით, მდიდარმა ქვეყნებმა უკვე დაიწყეს ბუსტერის („ფაიზერის“ ან მოდერნას მე-3 დოზა) გამოყენება. ამერიკამ ახლახან შეიძინა დამატებით 200 მილიონი დოზა „ფაიზერი“, სავარაუდოდ, ბუსტერისთვის.


მდიდარი ქვეყნები გადადიან დაბალ ეფექტური ვაქცინებიდან (დელტა ვარიანტთან მიმართებაში) უფრო მაღალ ეფექტურ ვაქცინებზე (ფაიზერი/მოდერნა).

მდიდარი ქვეყნების მოსახლეობის თითქმის 60% 2-ჯერ არის აცრილი. მდიდარ ქვეყნებში ეკონომიკები განიცდიან ინფლაციას მაგრამ სტაბილური ზრდის ტენდენციები მიდის.

მდიდარ ქვეყნებში ვაქცინაციის და, სავარაუდოდ, ბუსტერის საყოველთაო /სავალდებულო ხასიათის პროცედურა იქნება და შესაბამისი ზომები უკვე მიღებულია, როგორიც არის QR კოდიანი სერტიფიკატი და ა.შ.

ღარიბ ქვეყნებში ბუსტერებზე არც არის საუბარი, ვაქცინები არ აქვთ და თუ აქვთ, უმრავლესობა იცრება დაბალ ეფექტური და ზოგჯერ არც ისე უსაფრთხო ვაქცინებით.


„ანტივაქსერები“ ეხმარებიან ამ ღარიბი ქვეყნის მთავრობებს, დაფარონ თავიანთი არაპროფესიონალიზმი/არაეფექტურობა/კორუმპირებულობა, „დაარწმუნონ“ მოსახლეობა რომ ბუსტერი კი არა, ვაქცინები არის „დასავლეთის ბოროტება“, „5G ნანო ტექნოლიგია“, „სატანის და მასონების“ ხრიკები და კიდევ 1000 სისულელე.

შედეგი: ღარიბი ქვეყნები ღარიბდებიან და მდიდარი ქვეყნები მდიდრდებიან. სიკვდილიანობა არის უფრო მაღალი ღარიბ ქვეყნებში და ნაკლები მდიდარ ქვეყნებში.

გაუნათლებელი (8 კლასიც რომ არ დაუმთავრებია მაგრამ დიპლომირებულია, ასეთები არიან ყველგან) – არიან ყველა საზოგადოებაში მდიდარ და ღარიბ ქვეყანაში“, – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/gaunatlebeli-8-klasits-rom-ar-daumtavrebia-magram-diplomirebulia-asetebi-arian-kvelgan%e2%80%8b-giorgi-fkhakadze-antivaqserebze/


მე თუ დღეს ცოცხალი ვარ, ჩემს ღიმილს ვუმადლი – გიორგი ფხაკაძე

04/08/2021

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას ხშირად უზიარებს რჩევებს კორონავირუსთან დაკავშირებით, ვაქცინებსა და სხვა საინტერესო საკითხებზე.


ერთ-ერთ ჩართვაში ფხაკაძე პირად ცხოვრებაზე საუბრობს და მისი პროფესიის შესახებ ელაპარაკება.


პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე იხსენებს იმ საწყის ეტაპს, როდესაც მისი ოცნება ქუთაისში, საღორის საავადმყოფოში ქირურგად მუშაობა იყო.

ფხაკაძე იხსენებს, რომ ინდოეთში მუშაობის დროს უქმე დღეებში უკიდურეს სიღარიბეში მყოფ ხალხთან მიდიოდა, სადაც 300-500 ადამიანი ცარიელ ადგილას ცხოვრობდა და ეხმარებოდა.

ძვირადღირებულ საავადმყოფოდან წამლები, ნარჩენი ბინტები მიმქონდა, საკუთარი სახსრებით ანტიობიოტიკებს და ვიტამინებს ვყიდულობდი. 100 ადამიანს ვნახულობდი დღეში, რიგი დგებოდა, ახლა მიკვირს, როგორ ვახერხებდი. იქ კვლევა ჩავატარე და დისერტაცია დავიცავი. ასევე, სექსმუშაკებთან ვმუშაობდი. ბევრი შეცდომა დავუშვი, მაგრამ შეცდომებზე ვსწავლობთ.

აქვე პროფესორი მსმენელებს ურჩევს, რომ მაქსიმალურად მოერიდონ ნეგატიურ ინფორმაციებს.

„დილით რომ გაიღვიძებთ, თქვენს თავს უთხარით რომ კარგად ხართ. ერთმანეთს გაუღიმეთ. მაგალიტად, სომალიში ყოფნის დროს, გამაფრთხილეს, რომ ორი რამისთვის არ უნდა მეხლო ხელი. ეს იყო აქლემი და ქალი. მაგრამ შეიძლებოდა ტერორისტისთვისაც გაგეღიმა. ამიტომაცაა, რომ დღეს რომ გელეპარაკებით და აქ ვარ, ეს ჩემი ღიმილის დამსახურებაა. მე თუ დღეს ცოცხალი ვარ, ჩემს ღიმილს ვუმადლი. შეეცადეთ დღეში ერთხელ რამე სიკეთე გააკეთოთ.“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/ra-gavaketet-rom-es-ar-momkhdariko-giorgi-fkhakadze-paata-imnadzis-gantskhadebas-ekhmaureba/


რა გავაკეთეთ, რომ ეს არ მომხდარიყო? – გიორგი ფხაკაძე პაატა იმნაძის განცხადებას ეხმაურება

04/08/2021

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პაატა იმნაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, საქართველოში „დელტა პლუსის” 10 შემთხვევა დაფიქსირდა.


„ამაზე როდის ვაფრთხილებდი ყველას … რა გავაკეთეთ, რომ ეს არ მომხდარიყო? არაფერი.

კომენტარები არ არის საჭირო. დაეკითხეთ საკუთარ თავს და თქვენს ირგვლივ რა ხდება, ნახეთ,“ – წერს გიორგი ფხაკაძე.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 4233 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/ra-gavaketet-rom-es-ar-momkhdariko-giorgi-fkhakadze-paata-imnadzis-gantskhadebas-ekhmaureba/




შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights